ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა – ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა. 2026 …

ბათუმის პორტმა 660 გემი მიიღო და 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა – სტატისტიკა

ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო. „მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე …

ბათუმის პორტში 59 ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ შემოტანილ ავტომობილებს მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდები ე.წ. – VIN კოდები შეცვლილი ჰქონდა. „საბაჟო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ უფლებამოსილმა პირებმა,დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შემოტანის …

საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

„19 ტანკერი, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, აკმაყოფილებენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს,“ – გამოცემა „აი, ფაქტი“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.  გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე აკვირდებოდა. „ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი …

რატომ გაათავისუფლეს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა. სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და …

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს. რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა …

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2023 წელს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული მთლიანი ტვირთების რაოდენობა 2,6 მილიონი ტონითაა შემცირებული. თუმცა ამავე პერიოდისთვის გაზრდილია გადატვირთული კონტეინერების რაოდენობა. მაგალითად, 2021 წელს სულ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 16,5 მილიონი ტონა იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 15 მილიონ …

ღამის 12-დან ბათუმის ნავსადგურში აქცია დაიწყება – რუსეთიდან საკრუიზო გემი ისევ მოდის

ბათუმის ნავსადგურში ღამის 12 საათიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ – 31 ივლისს, დილის 6 საათზე, ბათუმის ნავსადგურში ისევ უნდა შემოვიდეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ . „ღამის 12 საათიდან გვექნება სხვადასხვა სახის აქტივობა, რომ დილის 6 საათზე ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ ე.წ. ტურისტებს და რეალურად რაშისტებს, რომლებიც ჩვენი …

რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ დილის 5 საათზე შემოვა

რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ, 27 ივლისს, ადრე დილით შემოვა. ვებპორტალ Marine Traffic-ის მიხედვით, რომელზეც გემების მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში, ხვალ, დაახლოებით დილის ხუთ საათზე შემოვა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ბათუმის ნავსადგურშიც. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. ბათუმამდე ის იმყოფებოდა თურქეთის პორტ ამასრაში. ბათუმიდან გემი …

ბათუმის პორტიდან გაორმაგებულ – 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გადაიტანენ

ბათუმის კარბამიდის ტერმინალიდან გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდაა დაგეგმილი, რის შედეგადაც წელიწადში პორტიდან 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გაიტანენ. გადასატვირთი გოგირდის რაოდენობის გაზრდა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტს – დასჭირდება თუ არა ტვირთის რაოდენობის გაზრდას გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასება] მომზადება. „ბათუმის ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს უკვე მიმართა. ტვირთის …

მეთევზეთა კლუბის თქმით, ინფრასტრუქტურა გაუფრთხილებლად დაუნგრიეს – ინსპექცია უარყოფს

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის თევზის ბაზართან ე.წ. მელკი მორიაზე ბათუმის მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ბაზის მიმდებარე ტერიტორია დაანგრია. კერძოდ, პლაჟზე ტრაქტორით მოთხარა განათების ბოძები, აყარა ნავების შესანახ ფარდულების წინ დაგებული ფილაქანი და მოანგრია სავარჯიშო ტურნიკეტები. მეთევზეები ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უკანონოდ მოიქცა, რადგან ისინი არ გააფრთხილა. „ეს ტერიტორია არის სანაოსნო, ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო სათევზაო …

საქართველოსა და რუმინეთს შორის წელს საბორნე მიმოსვლა დაიწყება

2023 წლის ზაფხულში საქართველო – რუმინეთს შორის საბორნე ხაზი გაიხსნება და ამ საზღვაო გზით საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანას დაუკავშირდება. ინფორმაცია საბორნე გზით ტვირთების გადაზიდვის დაწყების შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „პონტოს მერითაიმის“ ხელმძღვანელმა, პაატა დაიაურმა დაუდასტურა. „ჩვენ გვაქვს პირდაპირი მარშრუტი ევროკავშირთან შავი ზღვის დახმარებით. ჩვენი ზღვა, საბორნე მიმოსვლის კუთხით, არის ერთადერთი ზღვა ევროპაში, რომელიც ჯერ …

რატომ ვერ გააქვთ ავტომანქანები მესაკუთრეებს ბათუმის პორტიდან – პორტის განმარტება

„ავტომანქანა ოქტომბრის დასაწყისში ვიყიდე გერმანიაში, ბათუმშია, მაგრამ დღემდე ვერ მაძლევენ,“ – გვიყვება მეგი რიჟამაძე. მან ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას შეუკვეთა ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანა. მეგი რიჟამაძის მსგავსი პრობლემა ბევრ სხვა მოქალაქეს აქვს, ვინც ავტომანქანა საზღვარგარეთ შეიძინა. „გადამზიდი მეუბნება, რომ ბათუმის პორტშია პრობლემა,  კონტეინერიდან მანქანები ვერ გამოჰყავთ… პორტსაც დავუკავშირდი, მაგრამ ვერ მივიღე ინფორმაცია, როდის შეიძლება გაიხსნას კონტეინერი, …

ვაგონები ბათუმში წარწერით „გაზპრომი“ – რა განმარტეს საქართველოს რკინიგზაში

ბათუმის პორტში, სარკინიგზო ლიანდაგზე, კომპანია „გაზპრომის“ აღნიშვნით ვაგონები დგას. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ ვაგონებით სანქცირებული პროდუქტი არ შემოუტანიათ. „საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება. ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი [მაზუთი], რომელიც …

ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. გოგირდს პორტიდან გზშ-ს დოკუმენტის მომზადების გარეშე გაიტანენ. ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა. „მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [N7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების – გრანულირებული გოგირდის – …

ბათუმის პორტში მატარებელი კედელს დაეჯახა, დაზიანდა 4 ავტომანქანა | ფოტო

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმის პორტში მატარებლის შემადგენლობა პორტის შიდა კედელს დაეჯახა. შედეგად კედელი ჩამოინგრა და პარკინგზე მდგარი ავტომობილები დააზიანა. ადგილზე მყოფი პორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ხოლო პორტის კედლის ერთი მხარე – გამონგრეული. ასევე დაზიანებულია ვაგონი, რომელიც კედელს შეეჯახა.

ბათუმის პორტიდან 400 000 ტონა გოგირდის გადაზიდვას გეგმავენ, საჭიროა პირობების შეცვლა

ბათუმის პორტი ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, გოგირდის გადატვირთვასაც გეგმავს. პორტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. აღნიშნული ოპერაციისთვის საჭიროა პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება. შესაბამისად, საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც დადგინდება, გოგირდის გადატვირთვა ექვემდებარება თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასებას]. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა …

ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ გემზე ტვირთი არ არის – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმთან ახლოს, რუსეთიდან შემოსულ ნავთობტანკერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი – NEFTERUDOVOZ-47M და მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Minerva Gloria არიან ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. …

ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული  ნავთობის 2 ტანკერი დგას – ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი – პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გვიპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები. ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში …

ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე

პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთულ გემს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. ხოშტარიას თქმით, რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, ქართველ ბიზნესმენებთანაა დაკავშირებული. „საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს …

რატომ არის ნავთობის მძაფრი სუნი ბათუმში და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი განსაკუთრებით გუშინ, 16 მაისის, დღის მეორე ნახევარში იგრძნობოდა. მძაფრი სუნი არა მარტო ღია, დახურულ სივრცეებშიც კი შემაწუხებელი იყო. როგორც ბათუმის პორტში გვეუბნებიან, ნავთობის სუნი პორტში ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვისას უკავშირდება. „ნავთობტერმინალზე იტვირთება ტანკერი, ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს და ეს სუნი სულ იყო ბათუმში. იმიტომ, რომ ყაზახურ ტვირთს საერთოდ აქვს დიდი გოგირდიანობა, სპეციფიკური სუნია. ეს …

ბათუმის პორტში რუსული სატვირთო გემი შემოვიდა

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი „ლეონიდ პესტრიკოვი“ შემოვიდა. მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი მანამდე  სტამბოლის პორტში იმყოფებოდა. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, როცა ბათუმის პორტში რუსული გემი შემოვიდა. ბათუმის პორტში განაცხადეს, რომ ეს „საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთია“ – ლამინირებული ხე-ტყე, რომლითაც ავეჯს ამზადებენ. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს …

გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ

მიმდინარე წლის 8 იანვარს, ბათუმში გავრცელებული გაზის მძაფრი სუნის მიზეზებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფაქტობრივად ვერაფერი გაარკვია. დეპარტამენტმა შესწავლა დაასრულა, მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი კი მაინც გაურკვეველი დარჩა. დეპარტამენტის მიერ ამ ფაქტის მოკვლევის შედეგებს „ბათუმელები“ თითქმის ერთი თვე ელოდებოდა. ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება 8 იანვარს, დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, …

გარემოსდაცვის განმარტება ბათუმში გაზის მძაფრი სუნის გავრცელებაზე

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნი გავრცელებიდან დაახლოებით სამ საათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობეს: „გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების …

გამოიყვანთ თუ ვერა უცხოეთიდან შემოტანილ მანქანებს? -პორტში გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შეხვედრა გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის დასრულდა. გაფიცულების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გაფიცვა გაგრძელდება. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 120 თანამშრომლიდან 80-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას. გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. რაც …

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში 80 თანამშრომელი გაიფიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ. „ტერმინალში მუშაობა შეჩერებულია, 120 თანამშრომლიდან 80 გაფიცულია,“ – ამბობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამირან მიქელაძე. ამ ეტაპზე გაფიცულ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. „ყველაფერი კარგად დასრულდება, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის მმართველმა დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა. მან ასევე გვითხრა, …

მინისტრის მტკიცებით, კარბამიდის ტერმინალი ბათუმისთვის უსაფრთხო იქნება

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის მეშვეობით აზიიდან მიღებული ტვირთი ევროპის ბაზარზე უნდა გავიდეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით აშენდა და მასში 20 მილიონზე მეტი დოლარი ინვესტიციაა ჩადებული. ბათუმში ტერმინალის მშენებლობას წინ უძღოდა პერმანენტული საპროტესტო აქციები. მოქალაქეთა …

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი – USCGC HAMILTON-ი (WMSL 753) შემოვიდა, რომელიც ნავსადგურს პირველად ესტუმრა. მთავრობის ინფორმაციით, ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. „ნავსადგურში შემოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი …

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“. მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და …

რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ  ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს. ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, …

„ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ გაგვაჩნია“ – ნავთობტერმინალი

15 მაისს აშშ-ის კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლის თანახმადაც „ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“. ამ განცხადების შემდეგ ზოგიერთი ქართულ გამოცემა წერდა, რომ ირანიდან ნავთობს უკანონოდ ეზიდება ქვეყნის ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მას აფრიკის ქვეყნებში ყიდის. ბათუმის ნავთობტერმინალი ბრალდებებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა: “შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახორციელებს ნავთობპროდუქტების …

რას ნიშნავს, როცა ირანსა და რუსეთთან ივანიშვილის გარიგებაზე ამერიკელი სენატორები წერენ

15 მაისს ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი სენატორების წერილში რამდენიმე საკითხი იყო წამოჭრილი – ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ თემა, რომელსაც სენატორების წერილის თანახმად საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებას უპირებს. კონტი …

ნავთობტერმინალის განმარტება ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე“

ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად, წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი კონგრესმენები დოკუმენტებში მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე. „ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის …

ბათუმის პორტში 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

დღეს, 4 აპრილს, ბათუმის პორტში ორი გემით 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა. გემს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თრონიკე რიჟვაძე დახვდნენ. ერთ გემზე 40 000კგ საკვებ პროდუქტი იყო დატვირთული, ხოლო მეორე გემზე 23 000კგ საკვები და მედიკამენტები. პრემიერის განცხადებით, საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული …

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეტა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ფრანგული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია …

ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო აფინანსებს

საქართველოს საზღვაო პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპის დასანერგად მუშაობა იწყება. დღეისათვის საქართველოს ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღება/გაფორმებას რამდენიმე უწყებასთან კონტაქტი და დრო სჭირდება. ახალი პროექტის მიხედვით კი ყველაფერი ციფრულ ფორმატში გადავა და გაიოლდება. „ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს პორტებში, პირველ რიგში, შეამცირებს გემების მოცდის დროის მაჩვენებელს, გაზრდის ჩვენი პორტების ეფექტურობას და ტვირთნაკადებს ჩვენს ნავსადგურებში. გემთმფლობელებს აღარ …

Exit mobile version