კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

ბათუმის პორტის 10 თანამშრომელი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს. ყველაფერი გუშინ, 2 აპრილს დაიწყო,  როცა  პორტის ადმინისტრაციული შენობის  წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, გადამდგარიყო „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 15:00 საათზე, გავრცელებული ინფორმაციით, პორტში მედიაცია შედგა და რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება. რა მდგომარეობაა ბათუმის პორტში ბათუმის პორტის მოგება გასულ, …

საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები ისევ შიმშილობენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  თანამშრომლები ისევ შიმშილობენ. მოშიმშილეებმა მთელი ღამე პორტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ჰოლში გაატარეს. ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოშიმშილეები ითხოვენ – გადადგეს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი, ადმინისტრაციამ სამსახურში დააბრუნოს გათავისუფლებული 25 პენსიონერი, დასაქმებულებს გაუუმჯობესდეთ სადაზღვევო პაკეტი, პორტში დასაქმებულებმა მიიღონ ტრადიციული სააღდგომო ფულადი პრემია. “ბათუმელების” …

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა. “ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, ყველას არ მოსწონს პორტის მშვიდი და თავდაჯერებული მუშაობა,” – ამბობს ის. დანიარ მუხამედ რახიმის განცხადებით, …

პორტის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

ამ წუთებში ბათუმის პორტში თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. თორმეტმა თანამშრომელმა კი შიმშილობა დაიწყო. პორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი, ამირან მიქელაძე ამბობს, რომ პორტს ნავმისადგომის იჯარით გაცემა სურს, რაც შემდგომ თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს. პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, პორტის ადმინისტრაციას პენსიონერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება აქვთ …

ბათუმის პორტი პენსიონერებს სამსახურის დატოვებას სთავაზობს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, პორტში ოფიციალურად არ ადასტურებენ: „ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, პენსიონერებს შეეხებათ“. როგორც ბათუმის პორტის კადრების განყოფილებაში გვითხრეს, პორტში დღეს 750 ადამიანია დასაქმებული: „ზოგი მიდის, ზოგი მოდის. ის, რომ გავათავისუფლეთ, ასეთი რამ არ ყოფილა. პენსიონერებს რაც შეეხება – ვისთანაც შევთანხმდებით ვუშვებთ, ვისთანაც ვერ შევთანხმდებით, არ გავუშვებთ“. …

საპორტო ქალაქების როლი წარსულში და დღეს

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მეორე დღეა საპორტო ქალაქების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სტუმრები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და განხილვის თემაა, „საპორტო ქალაქები როგორც საკონტაქტო ზონები და საგანგებო ადგილები“. „ბათუმელები“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა. „საპორტო ქალაქის …

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს. პორტის ადმინისტაციის ინფორმაციით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლოს ორმოცი წლის წინ ჩატარდა. შემსრულებელმა კომპანიამ ნავსადგურის აკვატორიიდან გაიტანა 186 121 კუბური მეტრი გრუნტი, რაც პორტის სპეციალისტების განმარტებით „ხელს შეუწყობს უფრო დიდი ტვირთამწეობის გემების დამუშავებას.“ სამუშაოები კომპანია „DLEX Trade Consult“ და „Milford“ -მა მიწასაწოვის გამოყენებით ჩაატარეს. სამუშაოების დაწყებამდე პორტის ადმინისტრაციას გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოუმზადებია. …

დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა. „სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. ჩვენ …

ბათუმის პორტში 178 კილო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს ბათუმის პორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და ბორნით უნდა გასულიყო ევროპაში, ჰოლანდიის მიმართულებით. ტრაილერს ოფიციალურად ბრინჯი გადაჰქონდა. საბაჟო სამსახურის განცხადებით, სკანირების შედეგად მანქანის ძარაზე საიდუმლო სამალავი გუშინ ღამით დააფიქსირეს …

Exit mobile version