ბათუმში მოსწავლეები აქციას აანონსებენ – 3 დეკემბერი, 12 საათი, ევროპის მოედანი

„მოსწავლეთა ევროპული გაერთიანება“ აცხადებს, რომ 3 დეკემბერს, 12 საათზე ევროპის მოედანზე იკრიბებიან ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ჩვენთვის მიუღებელია ის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და ეწინააღმდეგება ქართველი ერის ნებას, სურვილსა და ნათელ მომავალს! ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ აღსრულდება ქართველი ენის ნება, არ აღდგება დემოკრატია და აღარაფერი დაემუქრება საქართველოს ევროპულ მომავალს! არ დავნებდებით, არ გავჩერდებით …

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან

ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე აჭარის სამთავრობო უწყებებს რობოკოპების მწკრივი იცავს. დღეს, 2 დეკემბერს, როცა საპროტესტო აქციებზე სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც გავიდნენ, დედებმა ხმა აიმაღლეს და ხელისუფლებას აფრთხილებენ, ხელი არ წაუცდეს მათ შვილებზე. „ჩვენ, მშობლები, ფხიზლად ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და არავის მივცემთ უფლებას მათზე იძალადონ. არ დაავიწყდეს ხელისუფლებას, დღეს ყველანი ხერხეულიძეების მშობლები ვართ, …

ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქალაძე გაიფიცა. მან გვითხრა, რომ დილით იმყოფებოდა სამსახურში და დახვდა ვითარება, რაც ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამიტომაც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ გაფიცულია: „ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. მე ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი და ვაფიქსირებდი, მაგრამ ის, რომ თითქოს არაფერი ხდება… ახალი მოადგილეების წარდგენისთვის …

„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა

ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“  მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი: რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი! ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის …

ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან ბათუმელი ადვოკატები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს. ვგმობთ საქართველოს …

დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს პეტიციით მიმართავენ გააკეთონ სწორი არჩევანი და იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რაც მათ ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის „დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც თქვენ, დიპლომატებს, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას …

გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“

სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის. „რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ …

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციებს – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ. „კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების  მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო …

„ვდგავართ ხალხის გვერდით, შეჩერდეს სწავლის პროცესი“ – ბსუ-ს სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „ჩვენ, ბსუ-ს სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. …

დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე

დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ამის შესახებ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა. 30 ნოემბერს ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობასთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს უმაღლესი საბჭოს შენობას და ასევე, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად კეტავდნენ სხვადასხვა ქუჩას. …

ბათუმში დაკავებულ 2 პირს დაზიანებები აღენიშნება – საიამ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

ბათუმში, გუშინ, 29 ნოემბერს 9 დაკავებულიდან ორ პირს დაზიანებები აღენიშნება – ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მიმართა. მისი ინფორმაციით, ორივე პირთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა. ნიკო მირცხულავა და ვლადიმერ თოდაძე ბათუმში გუშინ ძალის გამოყენებით დააკავეს. საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ისინი დღესაც მოინახულა. მათ …

ზუგდიდში პოლიციის წინ დიდ ეკრანს ამონტაჟებენ – „მათივე ძალადობის კადრები უნდა ვაჩვენოთ“

ზუგდიდში მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს წინ დიდი ეკრანის დამონტაჟებას გეგმავენ, სადაც გაუშვებენ კადრებს, როგორც ძალადობს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებზე. „ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა მითხრა, რომ წუხელ თბილისში არაფერი მომხდარა, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსო. ჩვენ ახლა დიდ ეკრანზე ამ პოლიციელებს ჩავურთავთ წუხანდელ კადრებს, როგორ სცემდნენ პუტინის მონები ახალგაზრდებს, მოხუცებს და რუსი ომონივით უპირისპირდებოდნენ თავის მოსახლეობას, ჩავრთავთ და ვაყურებინებთ“ – …

„არა რუსულ რეჟიმს“ – დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია სპონტანურად დაგეგმეს და მას 50-მდე ემიგრანტი დაესწრო. აქციაზე ქართველმა ემიგრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. „აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა, …

„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს. დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ამ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს“ – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი …

„15 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – 30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

ბათუმში 30 ნოემბერს, დღის 15:00 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. „დღეს ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანეს და დაახლოებით 10-მდე აქტივისტი დააკავეს! ბათუმშიც დაიწყო დარბევები! მეგობრებო, 15:00 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – წერენ ბათუმელი აქტივისტები ფეისბუქზე. 30 ნოემბერს, ღამე, ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო არასრულწლოვანი, მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. აქციის მსვლელობის პარალელურად მობილიზებული იყო …

ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები

30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო  აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს. დღეს ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია]  ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და …

სპეცრაზმი ასრულებს უკანონო დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს სამოქალაქო პოზიციის გამო – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს, 02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ …

ბათუმში აქციის მონაწილეებმა ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს

დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს. ისინი საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებშიც აგრძელებენ. ბათუმში  ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მეორე დღეა აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას: „არა რუსულ რეჟიმს“, „ჩვენ გვინდა ევროპა“, „გამოდით“ –  სკანდირებენ აქციაზე. საპროტესტო აქციაზე არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, მასწავლებლები და პარტიების წარმომადგენლები. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები …

კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. „29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო“, – წერია განცხადებაში. სახალხო …

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 43 ადამიანი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს, ღამით, თბილისში საპროტესტო აქციის 43 მონაწილე დააკავეს. „აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი. აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“ – წერს შსს. 28 …

სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 28-29 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციის მონაწილე 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში. ერთობლივ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „იურისტთა ასოციაცია“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები ავრცელებენ. 29 ნოემბერს, დილის 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის …

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა – მედიაომბუდსმენი შს სამინისტროს

„მედიამბუდსმენის“ ინფორმაციით, დღეს, 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდეს. აქციაზე დაშავდნენ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტები და ოპერატორები. „პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მოგვიანებით ის  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სცემეს, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ …

თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები

28-29 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციაზე მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე „პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი შეწირული „შაბათის ეთერის“ ოპერატორია. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ჟურნალისტი ანა მდივანი. მედიის განცხადებით, მას დამიზნებით შეასხეს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება თვალებსა და სახის არეში, რის გამოც, დაეწყო სპაზმური შეტევა. აქციაზე დაშავდა …

„ჩემი 30 წლის შვილის საფლავი მენგრევა, სახლი სულ არ მაინტერესებს“ – შუქრუთელი ქალი

ჩემი შვილის საფლავი რომ ჩაინგრეს, სად ვეძებო ჩემი შვილის ნაშთი?! – ამბობს მარინა ბურჯანაძე, შუქრუთელი ქალი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 6 თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციებს მართავს სოფელში, 11 სექტემბრიდან კი – საქართველოს პარლამენტთანაც. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას …

ოპოზიცია აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კობახიძეს აკისრებს

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. სადაც კობახიძემ გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აქციის მონაწილეები ძალადობაში დაადანაშაულა.  დეპუტატმა თამარ კორძაიამ აქციის მონაწილეებს მიმართა: „83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ღალატს. ერთი საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული …

თბილისში აქციის დაწყების პარალელურად შსს განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული: „სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის …

„გემზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ მივდივარ აქციაზე“ – მეზღვაური, რომელიც თბილისში აქციაზე წავიდა

დღეს, პირველ მაისს, ბათუმიდან თბილისში თვითორგანიზებული მოქალაქეები გაემგზავრნენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონისაა და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლის წინააღმდეგ. ბათუმიდან თბილისში წასვლა 30 აპრილს, სპონტანურად დაიგეგმა ფეისბუქზე. მოკლე დროის მიუხედავად, ევროპის მოედანზე, საიდანაც დაანონსებული იყო თბილისში გამგზავრება, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებმა ადგილზე მოიტანეს საგზალიც, აქციაზე მიმავალთათვის. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მოქალაქეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ მიმდინარე …

დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის დარბევა – სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა: „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. …

უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

დღეს, 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი. პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა …

პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება

„პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდონ …

„მცემეს, დამიჭირეს“ – პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე დააკავეს

„მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს“ – წერს ფეისბუქში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე. დღეს, 16 აპრილს, ღამით, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები უზღუდავენ გადაადგილების საშუალებას. აქციის მონაწილეების თქმით, გამოიყენეს წიწაკის …

14 პირი დავაკავეთ – შსს მშვიდობიან აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს. 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო რუსული კანონი. რუსულ კანონს პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ. მშვიდობიან აქციაზე პოლიციელებმა 14 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც …

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. „ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა …

„ჩვენ ისევ ჯიუტად გამოვალთ აქ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“ – რატი ამაღლობელი

დღეს, 9 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქცია 18:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. აქციას შეუერთდა პოეტი რატი ამაღლობელი. „საქართველოს დამოუკიდებლობა დგას ჩვენი თანამოქალაქეების მსხვერპლზე. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ისტორიის ყველაზე ჭეშმარიტი ამბების გამეორება გვიწევს. საქართველო 200 წელია იბრძვის დამპყრობელი რუსეთისგან გასათავისუფლებლად. დღეს ჩვენ მათი ღირსება, მათი ბრძოლა უნდა დავიცვათ. …

პარლამენტში რუსული კანონის განხილვაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია

საქართველოს პარლამენტთან პოლიციის კორდონია მობილიზებული. შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმ ჟურნალისტებსაც კი, ვისაც საშვი აქვს. „ეშინიათ იმის, რომ რუსულ კანონს იღებენ, სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ამ აკრძალვას. „არა ცენზურას!“, „არა რუსულ კანონს!“ – ამ პლაკატებით დგანან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები. „ეს არის შიში, თავისუფალი, დამოუკიდებელი, …

„31 წლის კაცის გადმოსვენებას ვითხოვთ საფრანგეთიდან, ის 3 თვის წინ მოკლეს“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ მთავრობას არც ფულს ვთხოვთ და არც საჭმელს, დაგვეხმაროს მთავრობა იმაში, რომ ცხედარი ჩამოგვასვენებინოს,“ – ამბობს გენადი შაინიძე, რომელსაც დღეს, 11 მარტს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ შევხვდით. საუბარია 2023 წლის 17 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 31 წლის მარადი სურმანიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მოკლეს. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ კაცის მკვლელობას თავის ცოლს ედავებიან. …

Exit mobile version