რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში. დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია …

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, ანგისის ქუჩა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების ყურადღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ანგისი ქუჩა # 13 და # 20 -ში ახალაშენებული სამი კორპუსის მაცხოვრებლები არიან. „არც შუქი გვაქვს, არც წყალი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია…. კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. როგორც ჩანს, ის გარიგებულია მთავრობასთან, რადგან პასუხს არავინ სთხოვს… იძულებული გავხდით …

საიას თქმით, პოლიცია მათ არ ეუბნება, სად წაიყვანეს დაკავებულები

ბათუმის აქციაზე დაკავებული 23 მოქალაქიდან  საიას აჭარის ორგანიზაციისთვის ამ დროისთვის მხოლოდ 9 პირის სახელი და გვარია ცნობილი. ორგანიზაციაში დაზუსტებით არ იციან, ვინ სად არის გადაყვანილი. საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს: „გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია ისინი …

ჟურნალისტებსა და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს

დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპონენტებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ ჟურნალისტებიც. კადრებში ჩანს, რომ  მობილიზებული აგრესიული ადამიანები ისვრიან ბოთლებსა და ქვებს. კადრში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც. ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც …

„ომი არ დასრულებულა, ანწუხელიძე გმირია“ – ბათუმში რიჟვაძის განცხადების გამო აქცია გაიმართა

„ანწუხელიძე გმირია“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 16 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და „ალტერნატივამ“ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძის მიერ უმაღლეს საბჭოში გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურნენ: „…გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“-განაცხადა თორნიკე …

პოლიციის უფროსმა პირადი შურისძიებით დამაკავა – წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებულთა სასამართლო 

„პოლიციამ დაარღვია კანონი, ეს საქმე უნდა განიხილოთ კონტექსტში, რატომ გამაჩერეს მეც თითქმის 48 საათი?“ – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. ის 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მირდატ ქამადაძეს და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“. შაბათის აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და  თაზო მახარაძემ შსს-მ თითქმის …

„არა რუსულ ფრენებს, არა კლანურ სასამართლოს“ – ახალგაზრდები ბათუმში აქციას გამართავენ

დღეს, 23 მაისს, საღამოს 6 საათზე ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ახალგაზრდები მსვლელობას გამართავენ. „მსვლელობის მთავარი მიზანია, რუსებით სავსე ბულვარში ქართული სულის დემონსტრირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს უთავმოყვარეო პოზიციის გაკრიტიკება (ეროვნული თავმოყვარეობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით) და კლანური სასამართლოს არსებობის გაპროტესტება” – ვკითხულობთ ახალგაზრდული ორგანიზაციის, “დაფიონის” ფეისბუქგვერდზე, სწორედ ეს ორგანიზაციაა მსვლელობის ორგანიზატორი. მსვლელობის მონაწილეები ბულვარის გავლით ევროპის მოედანზე …

„ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – აქცია ბათუმში

„რუსეთს არასდროს მიუღია საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, „ეს არის საბოტაჟი“ , „ხალხი უნდა იყოს პრინციპული“, „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – ეს მესიჯები გააჟღერეს დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, შეკრებილებმა. საპროტესტო აქცია პარტია „ლელოს“ ორგანიზებით გაიმართა, თუმცა აქციაზე მხოლოდ „ლელოს“ წარმომადგენლები არ ყოფილან. აქციაზე შეკრებილებმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება – საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გააპროტესტეს. …

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი. ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის …

ბათუმში „ოცნების“ კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 28 მარტს, ბათუმში, დრამატულ თეატრთან, „ქართული ოცნების“ კონფერენციის პარალელურად მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე …

უკრაინელები ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობის აკრძალვას ითხოვენ – აქცია ბათუმში

დღეს, 26 მარტს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის აკრძალვას, მათ შორის, ნეიტრალური დროშის ქვეშ. „უკრაინას ახლა სჭირდება საერთაშორისო საინფორმაციო რეზონანსი, რათა დაიბლოკოს რუსეთისა და ბელორუსის მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში,“ – აცხადებენ უკრაინელი აქტივისტები. საერთაშორისო აქცია სხვადასხვა ქვეყნის …

ბელარუსებმა ბათუმში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

„ბელარუსია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1918 წელს 25 მარტს დაიბადა. ჩვენ არ ვართ რუსები, ბელარუსები ვართ და ვითხოვთ დამოუკიდებლობას“, – გვითხრა სერგეი სამსოუმ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა და ბათუმში ცხოვრობს. დღეს, 25 მარტს, ბელარუსებმა ბათუმში ბელარუსიის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნეს. ბელარუსებმა მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს. „ეს არის თავისუფლების დღეს ჩვენთვის, რომელიც წაგვართვეს, ეროვნული თავისუფლების დღე,“ – …

„საქართველო არის შენი“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი!“ – ამ სლოგანით დღეს, 9 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება.  ამჯერად აქციის მთავარი მოთხოვნა რუსული კანონპროექტის გაწვევის პროცედურის კანონის შესაბამისად დასრულება და დაკავებულების დროულად გათავისუფლება იქნება. აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ, 8 მარტს, სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორმა გამართეს. პარლამენტში  „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტი დააინიცირეს – …

პარლამენტთან საპროტესტო აქციას არბევენ – აქციის მეორე დღე

8 მარტს, ღამით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები. აქცია ამ წუთებშიც [9 მარტი, 00:10 სთ] გრძელდება. დარბევის მიუხედავად რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები ისევ უბრუნდებიან. პარლამენტის შენობასთან ამოყირავებულია პოლიციის ავტომანქანა. აქციის უკანონოდ დაშლამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა. …

რა საპროტესტო აქციებია დაგეგმილი დღეს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების აქცია გაგრძელდება. პირველი აქცია ბათუმში გუშინ, 7 მარტს, სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს 7 მარტს განიხილავდა. გარდა ამისა, დღეს საქართველოს ყველა ქალაქში რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის მიერ, დაგეგმილია საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური …

დარეკეთ ცხელ ხაზზე – აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. იმ შემთხვევაში თუ აქციაზე დაგაკავეს, ან დააკავეს თქვენი ახლობელი შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 070 563 აქციაზე დაკავებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი …

4 პირი დააკავეს პარლამენტთან აქციაზე, სადაც რუსული კანონს აპროტესტებდნენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის [166] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [173] მუხლებით. აქციის მონაწილეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ პარლამენტში. რა ხდება?  დღეს, 2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც რუსული კანონპროექტი განიხილეს. სხდომა თითქმის საათ-ნახევრიანი …

კაცი ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვის გაშლასა და შიმშილობას აპირებდა, ის პოლიციამ წაიყვანა

„ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მოქალაქე, ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა. მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, შიმშილობის დაწყებას აპირებდა და კარვის გაშლას აჭარის მთავრობის სახლის წინ მდებარე სკვერში. „საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ყოველდღიური სწავლის საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნას ერთჯერადი კვება,“ – …

 4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა 

„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა. ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას. 14 დეკემბერს მიხეილ …

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ

„ქართული ოფისის“ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს ოფისის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევს. აქციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი ენმ-დან ხატია დეკანოიძეც. „ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული აქცია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმ კონდიციაში, რა კონდიციაც წარმოუდგენლად მძიმეა. …

„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ვითხოვთ ბინებს, წლებია უსახლკაროდ ვართ“ – ამ მოთხოვნით დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის  სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა აქცია გამართეს. „13 წელია ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გუგული ბერიძე, – „ძალიან გვიჭირს, ბინის ქირა 200 ლარია, ვეღარ ვიხდით. მეეზოვედ ვმუშაობ და კიდევ პენსია გვაქვს… მანამდე, ქობულეთში ვცხოვრობდით, სოფელ კვირიკეში, მაგრამ …

არ დახუჭო თვალი, შეიძლება შენ იყო შემდეგი – ქალთა ორგანიზაციების აქცია ბათუმში

დღეს, 22 მაისს ორგანიზაციები: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი და ქალთა ასოციაცია „გვირილა“ საქართველოს სამ ქალაქში აქცია- პერფორმანსს მართავენ. ორგანიზაციების განმარტებით აქცია ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად დაიგეგმა. „21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ და ვიკრიბებით საქართველოს სამ …

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ქედაში 40+ ასაკის პირებისთვის

ხვალ, 6 მაისს, ქედაში, სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში, ოფთალმოლოგები: ეკა გვარიშვილი და ლიკა მელიქაძე უფასო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ. აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქედაში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება. აქციის ორგანიზატორია კლინიკა „საგიტარიუსი“. კლინიკის ცნობით, უფასო გამოკვლევები ქედაში ჩატარდება უახლესი აპარატურით. მოქალაქეების მიღება სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში დილის 10 საათზე დაიწყება.

ბინის ქირა გაგვიძვირეს, ვეღარ ვიხდით – ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბინის ქირის გაზრდის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ და მთავრობისგან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ. დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ათამდე მოქალაქემ გამართა აქცია. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია. მათი თქმით, ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, ბინების მეპატრონეებმა რეგიონის მასშტაბით გააორმაგეს ბინის ფასები, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ. მოქალაქეები ბათუმში, თავდადებულის …

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს იმ მუშების ახლობლებმა, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები არიან მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, დაღუპულების ახლობლებს, რომლებიც ასევე სასამართლოსთან არიან, სამძიმარი გამოუცხადეს. დღეს ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება – სურმანიძეების ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ …

როგორ დასაჯა მოსამართლემ თბილისის აქციაში მონაწილე ბათუმელი ოპოზიციონერები

ბათუმელი ოპოზიციონერები თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა. ამ დროისთვის დასრულებული არაა მხოლოდ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ბონდო თედორაძის სასამართლო სხდომა. 10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათგან 11 ბათუმიდანაა. აქციაზე დაკავებული ბონდო თედორაძე პოლიციელებს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი, მურმან დუმბაძე – საგარეჯოში. სასამართლომ ყველაზე მაღალი ჯარიმა – 3500 ლარი ელგუჯა …

გიორგი კირთაძის თქმით, ბათუმიდან აქციაზე 5000-ზე მეტი ადამიანი მიდის

ოპოზიციის მხარდამჭერები ბათუმიდან აქციაზე გაემგზავრნენ. თბილისში გამგზავრების კადრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. გიორგი კირთაძის თქმით, დაახლოებით 5000 ადამიანი 300-ზე მეტი მიკროავტობისით გაემგზავრა თბილისში. „ორგანიზებისთვის დავნომრეთ მანქანები“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. დღეს, 8 ნოემბერს, 8 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ …

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, საღამოს 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება, აქციის მონაწილეები თბილისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის შესაძლო დანგრევას აპროტესტებენ. ორგანიზატორებმა აქციის შესახებ „ფეისბუქში“ დაანონსეს. აქციის მოთხოვნებია: ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა. გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების …

ბათუმის აქციიდან 12 დღის შემდეგ რეზო ხარაზს ხულიგნობას ედავებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ბათუმში აქციის ჩატარებიდან ზუსტად 12 დღეში მიიჩნია სამართალდამრღვევად პოლიციამ. ის სასამართლოში უკვე დაიბარეს. რეზო ხარაზი ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 12 ივლისს მონაწილეობდა აქციაში – „ლექsosთვის“. ეს აქცია მას შემდეგ გაიმართა, როცა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მანამდე მას მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. 12 ივლისს აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ …

„ჩვენ არ გვინდა ფაშიზმი, გვინდა ევროპა“ – გზავნილები აქციიდან

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“, „თავისუფალი მედია – თავისუფალი საზოგადოება“, „არა ავტორიტარიზმს“  – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს. რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა, მათ შორის იყო ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერი: „როგორც იცით, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ გაუგზავნა მიმართვა ბატონ  …

„სირცხვილიამ“ ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და …

აქცია ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად ბათუმში – Live

თბილისსა და ბათუმში დღეს, 11 ივლისს, 6 საათზე აქციები დაიწყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად. დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას. საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება კი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე, ძალადობასა და …

დააკავეთ მოძალადეები – ჟურნალისტების აქცია საქართველოს ქალაქებში

დღეს, 6 ივლისს, საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. ხელისუფლებას კი მოუწოდეს, შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა. ჟურნალისტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და დააკავონ ყველა მოძალადე. გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში …

შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ. „კანონი თუ არ გამკაცრდა ძაღლების მიტოვებაზე, ისე არაფერი გამოვა“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ნაგავსაყრელზე დაახლოებით 300-მდე ძაღლია. „ძაღლების მოვლა-პატრონობაზე …

საბაჟოზე მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს

ბათუმში, ადლიაში მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი სპიკერის, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, მძღოლები  საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ნებართვას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მათ დაბრკოლებას ხელოვნურად უქმნიან, მაშინ როცა უცხო ქვეყნებში მსგავსი ტიპის პრობლემები მძღოლებს არ აქვთ. „საქართველოს შესაბამისი სამსახურები ვერ მუშაობენ ისე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დადგეს. ეს არ არის …

აჩუქე წიგნი სოციალურად დაუცველ ბავშვებს – აქცია ბათუმში 23 აპრილს გაიმართება

სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მყოფი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ფონდი „იალქანი“ წიგნებს აგროვებს. წიგნების დატოვება თქვენი მინაწერით და ხელმოწერით ევროპის მოედანზე შეგიძლიათ 23 აპრილს, პარასკევს. 23 აპრილი იუნესკოს მიერ დაწესებული წიგნის საერთაშორისო დღეა. წიგნების დატოვება ევროპის მოედანზე დღის 3 საათიდან შეგიძლიათ საღამოს 7 საათამდე. ამ დროს „იალქნის“ წარმომადგენლები დღის ცენტრში დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გაყიდიან და …

Exit mobile version