ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

 

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 140 მძღოლი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა და მუშაობა შეწყვიტა. მძღოლების მოთხოვნაა, საათობრივი ანაზღაურება 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაიზარდოს. 

„უკვე გვიანია იყო პესიმისტი“ – აქცია

 

 

     9  თებერვალს,  12:00  საათზე  პრესკაფეს  მიმდებარე  ტერიტორიაზე „ ბათუმის  ახალგაზრდული  ცენტრმა“ ეკო აქცია გამართა,  სახელწოდებით – „უკვე  გვიანია  იყო პესიმისტი“,  რომლის  დროსაც  ახალგაზრდებმა სიმბოლურად  შეღებეს  სანაგვე  ურნები. 

აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები აქციას მართავენ, მოთხოვნით: ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად დარჩეს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ქორიძე. აქციის მონაწილეებმა 20-მდე მანქანისაგან შემდგარი კოლონით ჩამოიარეს ქალაქის ქუჩებში და აჭარის მთავრობასთან შეჩერდნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს.  

„შეჭრილები” შუქს და წყალს ითხოვენ

 

დღეს, 10 ოქტომბერს,  სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჩასახლებულმა ოჯახებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ელემენეტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას მოითხოვენ. 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" sub="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" width="360" height="360" >

“არა ძალადობას” – აქცია ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.  აქციაში რომლის  ორგანიზატორი  ასკა – აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი იყო, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

 

 „ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა,“  „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“,  „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“  – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და მარიამ კოჩალიძის მკვლელობა დაგმეს, რომელიც გასულ წელს მსგავსი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

 

„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.

 

„მსგავს ამ აქციას ჩვენ ყოველი წლის 2 ოქტომბერს ვმართავთ.  წინა წელს   აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ  კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას რომ მარიამისმსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ  არ უნდა შეიწიროს ადამიანი, მითუფრო ისეთი ადამიანი რომელსაც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ.

 

შტეფან ფულე ბათუმში, ეკომიგრანტები – ბავშვთა სახლში

 

 

11 ივლისს წალკიდან ჩამოსულმა ეკომიგრანტებმა 9 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს და ურეხის ბავშვთა სახლში თვითნებურად შესახლდნენ. 120-მდე ადამიანი 40 კვადრატული მეტრი ზომის ოთახშია მოთავსებული. მათ მეტლახის იატაკზე სძინავთ. მობილიზებული პოლიცია ეკომიგრანტებს არ უშვებს იმ ოთახებში, სადაც ბავშვთა სახლისდროინდელი საწოლები დგას.

ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ

 

ბათუმში,  მთავრობის სახლის წინ წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ. 

 

ეკომიგრანტები 58-ე დღეა  დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, ექვსი დღის წინ მიმართეს. 

 

 

ეკომიგრანტების შიმშილობის მეორე დღე

 

მოშიმშილე ეკომიგრანტებმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს, მათი თქმით მთავრობის წევრები მათთან აღარ მისულან.  

ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს

 

 

ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობა დაიწყეს.

 

„თუ ახლაც არ მოგვაქცევთ ყურადღებას პირს ამოვიკერავთ, წასასვლელი მაინც არსად გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს სად მოვკვდებით,“  – აცხადებენ ეკომიგრანტები.

 

 

 

„არ ვართ საცდელი ვირთხები“ – პროტესტი უნივერსიტეტში

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი აპროტესტებს გამოცდების ფოიეში ჩატარებას, ისინი ითხოვენ გამოცდები აუდიტორიებში ჩატარდეს.

შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

 

 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რედაქციის შენობის ფასადის შეღებვას ბათუმელთა ნაწილი აპროტესტებს. შენობის მოპირდაპირე მხარეს კარავი დგას, სადაც მეექვსე დღეა პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე შიმშილობს. ის ბათუმის საკრებულოს „მრჩეველთა საბჭოს“ წევრია. მისი განცხადებით, „პროკრედიტ ბანკმა“, რომლის საკუთრებაშიცაა შენობა, პატივი უნდა სცეს კულტურულ მემკვიდრეობას და მას ძველი იერ-სახე შეუნარჩუნოს.

 

<!** Image 1 align="middle" alt="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" sub="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" width="300" height="300" >

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მედდების აქციის შესახებ

 

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედპერსონალის მოთხოვნებით, რომლებმაც დღეს გამართეს აქცია, ირღვევა როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა პერსონალის, ასევე პაციენტის უფლებები“ – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში დღეს, 26 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების მიერ გამართულ აქციას, სადაც მედდებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ, გააპროტესტეს.  

იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ მოშიმშილე სურიე დიასამიძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში სურიე დიასამიძის მიყვანას ადასტურებენ. მათი განცხადებით, მოშიმშილე ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაში, არტერიული ჰიპერტენზიისა და პნევმონიის დიაგნოზითაა გადაყვანილი.

 

სურიე დიასამიძე იუსტიციის სახლთან  ყოფილ პატიმრებთან ერთად რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ცუდად ოთხი დღის წინაც შეიქმნა, თუმცა შიმშილობის პროცესი არ შეუწყვეტია.

 

მოშიმშილეები თანამდებობიდან ყოფილი ბათუმის პროკურორის, ავთანდილ კილაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელია.

 

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

 

ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >

საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში



<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

საერთაშორისო ორგანიზაცია, „სამარიტელთა ქისა“  საქართველოში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ყოველ წელს, ამერიკელი და ევროპელი ბავშვები  საშობაო საჩუქრებს სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს. საჩუქრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს ეს საჩუქრები ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის მეშვეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის 50-მა პატარა პაციენტმაც მიიღო.

 

„ქველმოქმედებითა და ყურადღებით ეს პატარები არ არიან განებივრებული, თითქმის არავინ მოდის მათ სანახავად, წელს პირველად მიიღეს ეს საჩუქრები“- ამბობს პატარა ლუკას დედა, გვრიტუნა ჯაფარიძე. მას ბავშვი სარეაბილიტაციო კურსზე ქობულეთიდან დაჰყავს.

 

„წელიწადში სამი კურსი უტარდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ კერძოდ დამყავს. ერთი კურსი 400 ლარამდე ჯდება, რომ შევუწყვიტო წინა კურსიც ეფექტს კარგავს, ამიტომ ვცდილობთ კერძოდ ვატარო სავარჯიშოდ“.

 

ლია ფუტკარაძე სოციალურ სახლში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო კურსებზე ტყუპი გოგონები მეხუთე წელია დაჰყავს: „აქ მკურნალობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს კურსები არ არის საკმარისი, ძნელია ორ ბავშვთან სახსრების გამონახვა, მაგრამ ვცდილობ, რომ დამატებითი კურსი მაინც ჩავუტარო, მკურნალობა 18 წლამდე სჭირდებათ“.

 

მშობლების აზრით, მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ამ ეტაპზე ასზე მეტი ბავშვი მკურნალობს.


სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია

ცაგო კახაბერიძე

 

ამ წუთებში ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების მძღოლები პარკირების საფასურის შემოღებას აპროტესტებენ: „დღეს გაგვაფრთხილეს, რომ ორშაბათს გადახდილი უნდა გვქონდეს პარკირების გადასახადი. თუ არ გადაიხდით დაჯარიმდებითო. როცა პარკირების საფასურს ითხოვენ, შესაბამისად მოწესრიგონ გარემოც. მარტო პარკირების ნიშნის დაყენებაში ითხოვენ ფულს? – ტერიტორიაზე სიბინძურეა, კანალიზაციიდან წყალი გამოდის. ასეთ გარემოში მანქანის დაყენებითვის ყოველთვიურად 45 ლარი უნდა გადავიხადოთ “.

 

 

„ბათუმის პარკინგის“ ხელმძღვანელი ზაზა ნაჭყებია განმარტავს, რომ  „ბათუმის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების გასაჩერებლად გამოყოფილია სპეციალური ადგილები. სხვა ადგოლებზე მათ გაჩერება ეკრძალებათ ამ დადგენილების მიხედვით. იმ ადგილებზე კი, რომლებიც სპეც-ტექნიკის პარკირებისთვის არის გამოყოფილი. არის მოსაკრებელი დღიური სამი ლარი ან ყოველთვიურად 45 ლარი. “

 

 

პარკირების წესებს „ ბათუმის პარკინგი“ ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით არეგულირებს. ამ დადგენილებით კომპანიას მხოლოდ პარკინგის ორგანიზება ევალება, ტერიტორიის მოწესრიგება მის მოვალეობებში არ შედის. 

ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა მერიის წინააღმდეგ

ცაგო კახაბერიძე

ორმოცდაათამდე ადამიანი თამარის დასახლებიდან დღეს დილის თერთმეტი საათიდან მერიის მთავარ შესასვლელთან იდგა. მოქალაქეები ბათუმის მერთან შეხვედრას ერთი საათის მანძილზე ელოდნენ. საბოლოოდ მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე შეხვდა. მოქალაქეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს იმ მემორანდუმის პირობების შესრულება მოსთხოვეს, რომლის თანახმადაც მერია საცხოვრებელი ბარაკების დათმობის სანაცვლოდ მათ ბინებით უზრუნველყოფას პირდებოდა. 
 

მეთევზეების პროტესტი ბათუმში

ლელა დუმბაძე

 

მეთევზეები აცხადებენ, რომ სანაპირო დაცვამ მათ თევზჭერა შეუზღუდა. მათი თქმით, თევზჭერის ზონები ისედაც შემცირებულია და ახალი შეზღუდვები მეთევზეებს ფაქტობრივად სამუშაოს გარეშე ტოვებს.  მეთევზეები ამბობენ, რომ  ადლიაში მათ თევზაობის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით ამ ზონაში თევზჭერა ისედაც აკრძალული იყო და ახალი შეზღუდვები მათ არ დაუწესებიათ.


<!** Image 1 align="" alt="მეთევზეების საპროტესტო აქცია" sub="მეთევზეების საპროტესტო აქცია" width="300" height="300" >

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების აქცია

მანანა ქველიაშვილი

 

აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოდან განთავისუფლებულმა მედპერსონალმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი ერთი წლის წინ   ფსიქიატრიული საავადმყოფოდან უკანონოდ გაათავისუფლეს. 

„მძღოლო, გახსოვდეს, რომ სახლში გელოდებიან!”

ქეთი ლაბაძე

 

დღეს ბათუმის ნომერ მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ბალავარის” წევრებმა აქცია გამართეს, სახელწოდებით – „მძღოლო, გახსოვდეს!”

აქცია „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“

 ბათუმელები

 

25 იანვარს ტარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფახსაცმელი შეგროვდება. ასევე, ზამთარში გამოსადეგი სხვა ნივთები, შესაძლებელია ფულადი დახმარების გაცემაც. 

 

აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 25 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეუერთდნენ აქციას 12 საათიდან დღის სამ საათამდე. საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევს სტუდენტი ედიშერ მჟავანაძე. 

 

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებ“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს.  

 

<!** Image 1 align="middle" width="500" height="614" >

ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

ბათუმში დღეს აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებმა უსახლკარო ადამიანებისათვის თბილი ტანსაცმელი და თანხა შეაგროვეს.  აქცია გუშინ დაიგეგმა და დღეს მასში მონაწილეობა ძირითადად ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობის თანამშრომლებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტროს და რამდენიმე სხვა სამთავრობო სტრუქტურის თანამშრომლებმა მიიღეს.  

 

 

ხვალ – დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს

ბათუმში 100-მდე ადამიანს არ აქვს თავშესაფარი, ეს ადამიანები დღევანდელ სუსხშიც ქუჩაში ათევენ ღამეს.

 

გასულ წლებში სწორედ ამ მიზეზით ორი ადამიანი გაიყინა ქუჩაში და გარდაიცვალა.

 

ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მიუსაფარი ადამიანებისთვის ხვალ, 10 იანვარს, შეაგროვოს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პლედები, ფული. შეგროვილი ნივთები გადაეცემა ბათუმში არსებულ თავშესაფარს, სადაც მიუსაფარი ადამიანები შეძლებენ სველი ტანსაცმლის გამოცვლას.

 

თბილი ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ბათუმში, აჭარის მთავრობის ოფისის წინ.

 

ჟურნალისტებს ვთხოვთ ამ აქციის გაშუქებას, რათა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეიტყოს აქციის შესახებ.

 

შეკრება დაიწყება 14:00 საათიდან.

ჟურნალისტების აქცია ბათუმში

„ცესკო, ჩვენ ვეღარ ავსახავთ რეალობას”, „ნუ დატოვებთ ხალხს ინფორმაციის გარეშე”, „no picture no democracy” –    ბათუმში, დღეს, 25 სექტემბერს, უსკოს შენობასთან ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც მედიას არჩევნების გაშუქებისას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. 

ცესკოს გადაწყვეტილებას ბათუმში გაზეთ „ბათუმელების”, „ტვ 25″-ის, „ტვ 9″- ს, აჭარის ტელევიზის, „ინფო 9″-ს, „პირველი არხის”, „გურია ნიუსის”, „ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.  

 

ჟურნალისტების აქცია  გამართა დღეს თბილისშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 7 საათამდე იმჯელებს 24 სექტემბერს მიღებული იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდება. 

 

იმ შემთხვევაში თუ ეს დადგენილება არ გაუქმდება, ჟურნალისტები გადაწყვეტილებას ხვალ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ჟურანლისტების საპროტესტო აქცია ცესკოსთან

ჟურნალისტები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში, დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ჟურნალისტები ცესოკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებულ დადგენილებას გააპროტესტებენ. ამ დადგენილებით ჟურნალისტებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობის შესაძლებლობა.

 

ცესკოს დადგენილებას გუშინ მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ის ცესკოს მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.


ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციები შეწყდა

 ქეთი ლაბაძე

 

ბათუმელმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია – „არა ძალადობას”, „არ აწამო” –  ბარბარეს ეკლესიასთან წირვა-ლოცვით დაასრულეს.

 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციებს წყვეტენ , რადგან არ სურთ პროვოკაციას აყვნენ და მათთვის მთავარია პირველ ოქტომბრამდე სიმშვიდის შენარჩუნება.

 

 ანრი ბეჟანიძე, სტუდენტი:  “საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით აქციები უნდა შეწყდეს, რადგან მოახლოებულ არჩევნებს ხელი არ შევუშალოთ, ძალიან დიდი პროვოკაციები იგეგმება, ამიტომ  ვწყვეტთ აქციებს არჩევნებამდე, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდება, რომ აუცილებელი იქნება ჩვენი გამოსვლა, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, იმედია ეს არ დაგვჭირდება.“  

გლეხების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

ცაგო კახაბერიძე

 

24 სექტემბერს, დილის 11 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. მათგან უმრავლესობამ მოულოდნელად გაიგო, რომ მათ სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების ერთი ნაწილი, რომელიც გლეხებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, ცოტა ხნის წინ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიისაკუთრა, შემდეგ კი თურქულ კომპანიას – „აჭარ ენერჯი 2007“-ს გადაუფორმა. ეს კომპანია მდინარე ჭოროხზე ორი კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. 



„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

გასულ კვირას, შპს „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ბაზრობის ადმინისტრაციას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. განცხადებით, რომლითაც ბაზრის ადმინისტრაციას მიმართეს მოვაჭრეებმა, გადასახადების 5 ლარიდან 2 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციას, (თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები) გადასახადების მორიგი აკრეფის დროს კვლავაც გეგმავენ. „ხოფის“ ადმინისტრაციას „ოპოზიცია“ წინა წლებისგან განსხვავებით მარტო გადასახადების …

ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა

  25 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქ ბათუმში სამხედრო აღლუმის მიღებისა და ქალაქის დატოვების შემდეგ, მოეწყო პრეზიდენტის მხარდამჭერთა მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია, რომელმაც მოგვიანებით მიტინგის სახე მიიღო. მშვიდობიან მიტინგს დასაშლელად ე.წ. „სპეცრაზმი“ შეესია და მომიტინგეები დაარბია. მიუხედავად ამისა, მომიტინგეებმა გააგრძელეს ქალაქის ქუჩებში მსვლელობა. „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის მოხდის მიზნით, ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. მიტინგის  დარბევის …

„ჩვენი აჭარა“-ს საპასუხო აქცია „ჩვენი ბაბუ“

ორი დღის წინ მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით აჭარაში, მთელ რიგ  საკრებულოებზე ხუთჯვრიანი დროშების აფრიალების პარალელურად, ბათუმში „აღორძინების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დაახლოებით 30-40 კაცი ვარდებით, „აღორძინების“ დროშებითა და „ბაბუ, ბაბუს“ ძახილით ბულვარში, მემედ აბაშიძის ძეგლისკენ დაიძრა. იმ დღევანდელი აქცია შეფასდა, როგორც „აღორძინების“ უსუსურობის დემონსტრირება. ამიტომ, „აღორძინებისა“ და ასლან აბაშიძის მხარდამჭერები ბათუმში გუშინაც შეიკრიბნენ. ბუნებრივია, მათი შეკრების მიზეზი, …

Exit mobile version