ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის, დღევანდელი გათვლებით, 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. „პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. …

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყდა – სამინისტრო

„ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. „სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია. ვმუშაობთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება“ – აცხადებს რევაზ სოხაძე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის …

ბათუმი-სარფის ავტობანისთვის სესხის ასაღებად უცხოელ დონორთან მოლაპარაკება ახლა იწყება

„ოცნების“ მთავრობა ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა. არადა, „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. „გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით“ – აღნიშნულია …

როდის სრულდება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტი – 27 დაღუპული და 212 დაშავებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 …

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო], პრობლემებია და ერთ-ერთ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები. დეპარტამენტის განცხადებით, მშენებელი კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ გასცემს ხელფასებს, რის გამოც დასაქმებული პერსონალი გაფიცულია. ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2025 წლის 30 მაისს გაავრცელა. „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია …

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 5 წლის წინ  უნდა დასრულებულიყო, დღესაც გრძელდება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს და აცხადებს, რომ მინისტრი რევაზ სოხაძე „საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო“. სამინისტრო „გამოწვევებსა“ და მშენებლობის დასრულების ვადებზე ამჯერად არაფერს ამბობს, თუმცა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მთავარი „გამოწვევა“ ისაა, რომ ეს გზა მაქსიმუმ …

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს. „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება. „ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი …

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვერ გვაწვდის. მეტიც, დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება“ ახლა იგეგმება. „რამდენია „E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის“ მშენებლობის პროექტის ღირებულება? გადაწყვეტილია …

ბათუმი-სარფის ავტობანის გზშ სააგენტომ დაახარვეზა და პროექტის განხილვა შეაჩერა

ბათუმი-სარფის ახალი ავტობანის პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაახარვეზა და განხილვა 2 თვით შეაჩერა. აღნიშნულ ვადაში დეპარტამენტმა გზშ-სთან დაკავშირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს სააგენტო საკითხის განხილვას – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კი ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა. სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო …

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს მთავრობამ გახსნა, მანქანებისთვის გადაკეტილია

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს მთავრობამ დღეს, 11 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა, თუმცა „გახსნიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში გზა ავტოტრანსპორტისთვის ისევ გადაკეტილია. ამ დროისთვის [18:00 სთ] „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, როდის გაიხსნება ახალი გზა ავტოტრანსპორტისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია“, დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კი ჩვენს შეკითხვას საერთოდ არ უპასუხეს. ახალი გზა …

„დაგვტოვეს მშივრები“ – ზესტაფონი და შროშა ავტობანს მიღმა | ვიდეო

„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ავტობანი რომ გაიხსნა, იმ ღამეს, ცხრა საათის მერე ამ გზაზე მანქანა საერთოდ არ მოძრაობდა“, – გვიყვება მაიკო, „MM-ის“ თანამშრომელი. კვების ეს ობიექტი ზესტაფონში ყავით ცნობილ ქუჩაზე მდებარეობს. ბოლო ერთ წელში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ორი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. სასიკეთო ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, აქ საგრძნობლად იმატა …

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება: 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25] 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში საჯარო …

რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზა „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, ვისი დაკვეთითაც ეს გზა შენდება, ვერ დაგვიკონკრეტეს ამ „რამდენიმე კვირის“ ბოლო დაახლოებით რომელ თვეში დადგება. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ადრე ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაასახელა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ …

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

„ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“, ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში. ანგარიში დეპარტამენტმა სააგენტოს 2024 წლის 25 ივლისს წარუდგინა. შესაბამისად, ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების …

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 მაისს, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანზე „ადგილზე დაფიქსირდა ერთი გარდაცვლილი, ხუთი დაშავებული კი გადაყვანილია კლინიკაში“. ამ დროისთვის [14:00 საათი] შემოვლითი გზა გადაკეტილია და ავტოტრანსპორტი ჩაქვის გავლით მოძრაობს.

რიონზე ჩანგრეული ხიდის პროექტზე ევროპელი სპეციალისტები იმუშავებენ – დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. „ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის …

ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები

დღეს, 3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

რამდენად აუცილებელია და შესაძლებელი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად გადაკეთება, ეს უნდა გამოიკვლიოს კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 249 997 ლარზე გააფორმა. ამ თანხაში შედის პროექტირებაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის კვლევის საფუძველზე დეპარტამენტი საჭიროდ ჩათვლის გზის მოდერნიზებას – ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთებას. ხორვატული კომპანიის ფილიალთან ხელშეკრულება დეპარტამენტმა 2024 წლის იანვარში გააფორმა. …

ავტობანთან დასვენების და გაჩერების ადგილების მოსაწყობად 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ავტობანის მიმდებარედ დასვენების და გაჩერების ადგილებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. „E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილის – დასვენების და გაჩერების ადგილებისა და მათი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებზე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული და სამუშაოების შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 5 მილიონი ლარია. „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ეტაპობრივად სრულდება და …

ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა. „ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის წინააღმდეგ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დეპარტამენტმა შეამცირა და ახალი ტენდერი 6 მილიონ 790 ათასი ლარითა გამოაცხადა. ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, თუმცა დეპარტამენტს ამ ტენდერის გამოც უჩივლეს. სატენდერო კომისიის …

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის ახალი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან, 5 დეკემბრიდან გაიხსნა – აცხადებს საქართველოს გზების დეპარტამენტი. ახალგახსნილი მონაკვეთი გრიგოლეთში იწყება და შარშან გახსნილ გზას წვერმაღალა-შეკვეთილთან უერთდება [რკინიგზაზე გადასასვლელი სამანქანე ხიდის მიმდებარედ]. დეპარტამენტის ინფორმაციით, „გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4-ზოლიანი …

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ეს გზა გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს [თუმცა გვერდს უვლის სუფსის ცენტრს] და …

ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა. დოკუმენტების მიხედვით, „პროექტის ეს ვარიანტი მინიმალურ შეხებაშია დასახლებულ უბნებთან, თუმცა გარკვეული განსახლება მაინც იქნება საჭირო“. „ახალი ავტობანი იწყება ბათუმში, ეკონომიკურ ზონაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე ჭოროხს …

რიკოთზე ყველაზე გრძელი, 1800 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.“ დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. „ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის …

ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

რიკოთზე, იმ ადგილის გასამაგრებლად, რის გამოც ჯერ გზა ჩაკეტეს, შემდეგ კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული, 64 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია. სატენდერო განაცხადს თან ახლავს 2023 წელს მომზადებული საინჟინრო საპროექტო ანგარიში …

წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“. მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული …

სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა. დაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან …

ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის „ძველი“ გზით იმოძრავებს. „დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი …

დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით 

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია. შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი …

ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე  7,6 კილომეტრი იქნება. მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის. „დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის …

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად. …

ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა

ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე ვრცელდება. ვიდეომასალაში ასევე ჩანს გზაზე გადავარდნილი ტრაილერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავიდა …

როდის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, 2024 წელს უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დროისთვის გზის საბოლოო პროექტიც კი არ არის მზად. საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ინფორმაცია – რომ 2024 წლისთვის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – უკვე მესამე წელია უცვლელად მეორდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში [ანალოგიური ჩანაწერი იყო 2021 და …

Exit mobile version