კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა 24 საათში – დღევანდელი მონაცემები

6 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე COVID19-ის 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 830 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192.

ზღვის წყალი 27 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივლისის 21 საათიდან 7 ივლისის 21 საათამდე  აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

ზეგ, 8 ივლისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია.

ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე.

„ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი“.

აბიტურიენტს პირბადეს მოხსნა შეუძლია საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ.

ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა, თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს მიაღწევს. კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, გამოცდაზე გამოცხადდა თუ არა ყველა რეგისტრირებული პირი.

_______________________________________________________________

მთავარი ფოტო: ეროვნული გამოცდები/გამოცდების ეროვნული ცენტრი

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

6 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 20-25, დღისით 29-34 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 13-18, დღისით 20-25 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი;
  • ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

სამშაბათს და ოთხშაბათს [7 და 8 ივლისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს ზღვის სანაპირო ზოლისთვის.

ამ რეკომენდაციების თანახმად პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს  განთავსებული ინფორმაცია COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

დადგენილებაში ნათქვამია  რომ,  მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე თუ შესაძლებელია, პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად.

პლაჟები უნდა დასუფთავდეს პერიოდულად და დასუფთავებაში მონაწილე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ხელთათმანებითა და დამცავი ფარით.

პირებს, რომლებიც აქირავებენ საპლაჟო ინფრასტრუქტურას – იქნება ეს საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა,სკუტერი, ველოსიპედი თუ სხვა, მოეთხოვებათ დასაქმებულთა თერმოსკრინინგი სამუშაო დღის დაწყების წინ.

დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით.

აკრძალულია შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე, შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია.

დახურული სივრცის შესასვლელში უნდა იყოს  განთავსებული დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.

ჯანდაცვის სამინისტრომ დადგენილებაში ასევე ჩაწერა მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართაც.

ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.  დახველებისა და დაცემინების დროს უნდა მიიფარონ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი უნდა მოათავსონ ურნაში.

 

 

 

 

აჭარაში 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 5 ივლისის მონაცემები

აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათგან ორს, კორონავირუსი გუშინ, 4 ივლისს  გამოუვლინდა.

დღეისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი სულ 23 482 პირს ჩაუტარდა. 5 ივლისის მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1646 პირი. კარანტინი დატოვა 9528-მა პირმა.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებების კანონი მიიღო

დღეს, 5 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა.

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა.

მაჟორიტარები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1

უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად  გაიმართება.

შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის  ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.

„1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ,“ – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

დღეს, 4 ივლისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

სანიტარს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო – ტარდება ეპიდკვლევა

დღეს, 4 ივლისს, ბათუმში ერთ-ერთი ცხელების ცენტრის სანიტარს კორონავირუსი დაუდგინდა.  როგორც “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, მედპერსონალს კორონავირუსი, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული პაციენტისგან გადაედო.

ბოლო ერთ კვირაში აჭარაში სამი კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, სწორედ ამ სამი პაციენტიდან ერთ-ერთისგან გადაედო სანიტარს ვირუსი.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა. სანიტრის ოჯახის წევრები კარანტინში არიან გადაყვანილი. დგინდება ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც კოვიდინფიცირებულს ურთიერთობა ჰქონდა. უკვე დადგენილ კონტაქტებს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

4 ივლისის მდგომარეობით, აჭარაში სულ 5 კოვიდინფიცირებული პაციენტია. მათგან ორი დღეს გამოვლინდა. ერთი სანიტარია, ერთი შემთხვევა კი – იმპორტირებული.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 4 ივლისამდე სულ 948 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 825 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა  – 15.

4 ივლისის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 3 569 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 199. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს სამი პირი.

ამავე თემაზე:

ბათუმში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა – 4 ივლისის მონაცემები

 

 

ბათუმში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა – 4 ივლისის მონაცემები

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ორ ახალი შემთხვევა დადასტურდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულების სანიტარია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სანიტარს კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ ჰქონია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის იმპორტირებულია. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ყაზახეთიდან დაბრუნდა.

ორივე კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ახალ შემთხვევებზე 20:00 საათზე გააკეთებენ განცხადებას რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

4 ივლისის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 4 ივლისამდე სულ 948 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 825 პაციენტი, გარდაიცვალა  – 15.  4 ივლისის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 3 569 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 199. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს სამი პირი.

ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დახმარების გაცემა გათვალისწინებულია ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე.

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა  118 518 ლარი. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი მიიღებს 20 000 -20 000 ლარს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 ოჯახს გამოეყოფა 10 000 ლარი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს  60 000 ლარი.

დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

2020 წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში 1 725 780 ლარი გამოიყო.

„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა უნდა დანერგოს, რაც ტრაილერის  მძღოლებთან მიმართებაში აქვს და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირი შეამოწმოს.

„უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის  სეზონი თითქმის გასულია. აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაახლოებით რვიდან ათი ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჯეროთ პირველ რიგში ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ, სწორედ ამას ნიშნავს. უნდა ვიმუშაოთ და ამავე დროს  დავიცვათ წესები. ჩვენი მოვალეობაა მივცეთ ადამიანებს მუშაობის საშუალება თუნდაც თურქეთში,“ – განაცხადა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.

გიგი უგულავა ამ ბრიფინგით 3 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გახარიამ თქვა რომ ჯერ არ აპირებენ სახმელეთო საზღვრების გახსნას არცერთ ქვეყანასთან.

ამავე თემაზე:

როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]

ბსუ-ს რექტორობა ჯერჯერობით ერთ კანდიდატს სურს – რეგისტრაცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყო და 7 ივლისის ჩათვლით გრძელდება.

4  ივნისის მონაცემებით რექტორობაზე განაცხადი მხოლოდ უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს აქვს გაკეთებული. „ბათუმელებთან“ საუბარში მერაბ ხალვაშმა დაადასტურა რომ აპირებს ისევ იბრძოლოს რექტორის პოსტის დასაკავებლად.

რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 7 ივლისს, დღის 4 საათზე მთავრდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 15 ივლისს ჩატარდება.

ახალი რექტორი პოსტს 20 ივლისს დაიკავებს.

ბათუმის ბულვარში ატრაქციონები 6 ივლისიდან ამუშავდება

ბათუმის ბულვარში მომდევნო კვირიდან ატრაქციონები ამუშავდება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ატრაქციონების მფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.

„იჯარის ხელშეკრულებებს აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გავაფორმებთ და დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მომდევნო კვირიდან, ბულვარის ტერიტორიაზე ყველა ატრაქციონი იმუშავებს. რაც შეეხება ბულვარის საკუთრებაში არსებულ ტრენაჟორებს და საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, მათით სარგებლობა უკვე დაშვებულია,“ – გვითხრეს ბულვარის პრესსამსახურში.

იზოლაციისა და კარანტინის წესებით, ამ დრომდე აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება, მათ შორის  გასართობი პარკების/ატრაქციონების ფუნქციონირება.

მთავრობის ახალი დადგენილებით, ეს აკრძალვა ორშაბათიდან, 6 ივლისიდან, მოიხსნება გასართობ პარკებსა და ატრაქციონებზე.

2020 წლის 6 ივლისიდან საქმიანობის აკრძალვა „არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობასა და გასართობი პარკების/ატრაქციონების ფუნქციონირებაზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამ თემაზე:

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს.

სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ოზურგეთის საკრებულომ სტატუსი მიანიჭა.

გომისმთის დანარჩენ ნაწილზე, რომელიც შუახევისა და ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, მიწის სისტემური რეგისტრაცია ამ ეტაპზე არ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კურორტზე ელექტროენერგიის ქსელი ყველა დასახლებისთვის [სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე], შუახევის მუნიციპალიტეტმა მოაწყო, თუმცა, ვინაიდან კანონით რეგისტრირებული საკუთრება აქ არავის აქვს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე უარს ამბობს.

გომისმთა
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ გეოგრაფიულ არეალებში:

[checklist]

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა.

[/checklist]

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც იგეგმება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 837 700 ლარია გამოყოფილი.

გომისმთის ტერიტორია, რომელსაზ ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა და სადაც მიწის სისტემური რეგისტრაციაჩატარდება / წყარო: იუსტიციის მინისტრის ბრძანება

 

მთავარი ფოტო: კურორტი გომისმთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელები“

კვირას ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +34, ზღვის წყალი კი +26 გრადუსი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე  ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი სითბო,
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო.

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო, 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი; ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი).

მომდევნო 2 დღეს, 6-7 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

აჭარაში 475 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 4 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 475 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

4 ივლისის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი სულ  23 119 პირს ჩაუტარდა.

დღეისათვის აჭარაში კარანტინში1641 პირი იმყოფება.

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

როგორ იქცა საქართველო „ჰასკების ჯოჯოხეთად“

„ძლივს დადის, მანქანებს უვარდება, მგონი ბრმაა“; „გზის პირას ვნახე საგურამოს ტყესთან, ჯიშიანი გვინდაო რომ იძახით, რატომ აგდებთ მაშინ გარეთ?“; „ძალიან კეთილი და საყვარელია, აშკარად დაკარგულია ან გამოგდებული, იქნებ ვინმემ იჩუქოთ“ – ასეთ პოსტებს ხშირად წერენ ფეისბუქზე, დაკარგული ძაღლებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებში. სამივე პოსტი ჰასკებზეა. ქუჩაში ნაპოვნი ჰასკების შესახებ გაცილებით მეტ ცნობას და ფოტოებს წააწყდებით სოციალურ ქსელში. რატომაა ქუჩაში ამდენი ჰასკი, როცა ადამიანები თავიდან დიდი ენთუზიაზმით იძენენ „ლამაზ, ცისფერთვალა“ ძაღლს?

  • რატომ გარბიან ჰასკები

ციმბირული ჰასკის სამშობლო ჩრდილოეთია, ყინვა და თოვლით დაფარული სივრცეები მისთვის ბუნებრივი გარემოა. ამ ჯიშის ძაღლებმა საქართველოში ე.წ. „მომღიმარი სახისა“ და ცისფერი თვალების გამო არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქციეს. ჰასკი თავდაპირველად ძვირადღირებული ჯიში იყო, თუმცა წლების განმავლობაში, უკონტროლო მოშენების შედეგად ამ ჯიშის ძაღლის ლეკვები გაიაფდა, ხოლო თბილისსა და ბათუმში უკვე არაერთ ჰასკის შეხვდებით ყურზე სანიშნე ნომრით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლი ქუჩისაა, არავინ ზრუნავს მასზე და  საჭირო აცრები მუნიციპალიტეტმა ჩაუტარა.

თბილისში მდებარე ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ჰასკებისთვის საქართველოს კლიმატი არასასურველია:

„+30 გრადუსი და საქართველო ჰასკისთვის ჯოჯოხეთია. ბინასა და პატარა ეზოში ის ენერგიას ვერ ხარჯავს, წარმოიდგინეთ, ამ საოცარად ენერგიულ  ძაღლებს ჩრდილოეთში მარხილებში აბამენ. შეუძლიათ დიდი მანძილის გარბენა. ჩვენს კლიმატს ვერ უძლებს ჰასკი, იბნევა და ცდილობს გაქცევით უშველოს თავს. ვფიქრობ პანდემია ქუჩის ჰასკების მომრავლებასთან არაფერ შუაშია, ზოგადად ცუდი პირობებიდან ყველაზე უფრო გამქცევი ძაღლია ჰასკი, მაგრამ სად გარბიან საბრალოები, თვითონაც არ იციან“ – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

ჰასკები რომ ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ, ამას გვიდასტურებენ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარშიც. არის შემთხვევები, როცა ჰასკის ლეკვი იზრდება, მეტი ვარჯიში, სირბილი და სივრცე სჭირდება, მეპატრონეს კი, რომელმაც  ჰასკი გარეგნობის გამო შეიძინა, აღარ სურს მისი მოვლა და ქუჩაში ტოვებს. ერთი თვის წინ „ბათუმელებსაც“ დაუკავშირდნენ ტელეფონზე კითხვით – „ჰასკის ვეღარ ვუვლი და სად ჩავაბარო?“

ქუჩაში მცხოვრები ჰასკი. ფოტო ჯგუფიდან: ოთხი თათი და მე
  • „მოდური“ და „სეზონური“ ძაღლები

ცხოველთა უფლებების დამცველი, თინათინ ჭავჭანიძე გვეუბნება, რომ სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ძაღლია „მოდაში“, რომელიც უკონტროლო მომრავლების შედეგად იაფდება და საბოლოოდ ქუჩაში ხვდება. მისი აზრით, სწორედ ამ მოდის მსხვერპლად იქცა ჰასკი საქართველოში.

„ჯერ ლაბრადორებს უშვებდნენ ქუჩაში, რაღაც დროის შემდეგ კოკერსპანიელებს, იორკშირულ ტერიერებსაც კი შეხვდებით. ვხედავთ, რომ მთავარი დამნაშავე არის ადამიანი – უპასუხისმგებლობის გამო, მაგრამ კანონის მიღების გარეშე ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ თავშესაფრები ვერ გვიშველის, თუ პოპულაციის გამრავლება არ გაკონტროლდება და არ მოხდება ძაღლების აღრიცხვა-დაჩიპვა, უნდა დაწესდეს ჯარიმები ძაღლის ქუჩაში გაგდებისთვის, ეს ყველაფერი არის კანონპროექტში, რომელიც შევადგინეთ, მაგრამ არ მიიღეს“ – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

მისი თქმით, დიდ პრობლემას ქმნიან მონადირეებიც, რომლებსაც ხშირად მხოლოდ სანადირო სეზონისთვის აჰყავთ ძაღლები, სეზონის დასასრულს კი მათ ხშირად აგდებენ ქუჩაში.

„მონადირეები ძირითადად გართობისთვის კლავენ, შესაბამისად არც ძაღლების გაგდება უჭირთ ქუჩაში. მიზეზი ბევრია: ძაღლი დაბერდა, ვერ ინადირა კარგად, სეზონი დამთავრდა, აღარ სჭირდებათ და ა.შ. მონადირეთა კავშირში რამდენიმე ათასი ადამიანია გაერთიანებული, წარმოიდგინეთ ყოველ მათგანს ნადირობის სეზონზე თითო ძაღლი მაინც აჰყავს, რომელთა ბედიც მერე გაურკვეველია“ – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

მისი თქმით ძაღლების თავშესაფრები და იქ მათი სტერილიზაცია, მერე კი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან თბილისში მაგალითად, რაიონებიდანაც ჩამოჰყავთ ძაღლები და ტოვებენ, შესაბამისად თუ თავშესაფარში ასტერილებენ დავუშვათ 10 ძაღლს, პარალელურად ჩამოყვანილი ერთი, გაუსტერილებელი აჩენს წელიწადში საშუალოდ ათს.

სქრინი ჯგუფიდან „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“. ფოტოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ძაღლი თავშესაფრიდან გაჩუდა
  • უკონტროლოდ ძაღლების გამრავლება ბევრ მიუსაფარ ძაღლს ნიშნავს

საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში ძაღლების მოშენება-გამრავლება და გაყიდვა ყველას არ შეუძლია. განვითარებულ ქვეყნებში კანონი არეგულირებს, თუ რა ჯიშის ძაღლების მოშენება და გაყიდვაა ნებადართული. ძაღლის ყიდვის ან თავშესაფრიდან აყვანის მსურველს სხვადასხვა საბუთის წარდგენა სჭირდება, მათ შორის ჯანმრთელობის ცნობა და ფსიქოტესტი. თუ ძაღლის ან ლეკვის მსურველმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, მას არ აძლევენ უფლებას იყიდოს ძაღლი.

როგორც თამაზ ელიზბარაშვილი გვეუბნება, პრობლემაა ძაღლთსაშენებისა და ძაღლების კლუბების მიერ პოპულაციის უკონტროლოდ გამრავლებაც, რაც კერძო პირებისთვის სარფიანი შემოსავალია და ზრდის ქუჩის მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობას. 

„ევროპასა და ამერიკაში ძაღლების ქუჩაში გაგდება აზრადაც არავის მოუვა. დანიშნულები არიან და სკანერით უცებ ირკვევა ვისია, ამისთვის 5000 ევროა საშუალოდ ჯარიმა. 18 წელია თავშესაფარი მაქვს. არ მახსოვს ტურისტული სეზონი, უცხოელებს არ წაეყვანოთ საქართველოდან მიუსაფარი ძაღლები, ეცოდებათ და მიჰყავთ, ჩვენ დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებით ხოლმე.

ხშირად მეკითხებიან უცხოელები, როგორ დაგვემართა, რომ აქამდე არ გვაქვს კანონი, რომელიც მიუსაფარი ძაღლების რაოდენობას შეამცირებდა ქუჩაში და ვუხსნი მათ, რომ შინაური ცხოველების თემა ჩვენი პარლამენტისთვის პრიორიტეტი არ არის, კანონპროექტი გვაქვს და თაროზეა შემოდებული“ – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.                                                   

_____________

ამავე თემაზე: 

„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები

გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ავტობანის მშენებლობის გამო დროებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი უნდა გადაიკეტოს. ეს მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომაგისტრალზე ისედაც საცობებია განსაკუთრებით დილა-საღამოს და მისი გადაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემა იქნება იმ მონაკვეთზე, რომელსაც დროებით ალტერნატიულ გზად განიხილავენ. „ეს „ალტერნატიული გზა“ არის გაცილებით ვიწრო, მოუწესრიგებელი და გადის სამრეწველო ზონაში. თან არც ის ვიცით, როდის და რა პერიოდით გადაიკეტება ცენტრალური მაგისტრალი“, – ამბობს მოსახლეობა.

მახვილაურის დასახლებაში, ხალვაშის გამზირზე ხიდი უნდა აშენდეს, რომლითაც ბათუმის შემოვლითი გზა ამ გამზირზე გადაივლის.

გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ხალვაშის გამზირზე ხიდის მშენებლობის გამო? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მაგისტრალის გადაკეტვა არ იგეგმება.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ უახლოეს ერთ-ორ თვეში ავტომაგისტრალი არ გადაიკეტება: „როცა ხიდის მშენებლობა დაიწყება, გამოჩნდება საჭირო იქნება თუ არა გადაკეტვა. შესაძლოა ხიდი ისე აშენდეს, რომ პარალელურად ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტმა იმოძრაოს“.

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა გადაიწევს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს.

„გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ. ამ დროისთვისაც მობილიზებულია თურქეთის მხარეს საჭირო ტექნიკა და საზღვრის გახსნას ელოდებიან“, – გვითხრეს მაშინ დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

 

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი. ადგილი სადაც ავტობანის სახიდე გადასასვლელი უნდა აშენდეს.

ვინ აუნაზღაურებს მასწავლებლებს დამატებით საათებს, თუკი სექტემბერში კლასები გაიყოფა

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობებში სწავლის განახლების ვერსიებს განიხილავს. ყველაზე აქტიურად განიხილება შერეული მოდელი, რაც გულისხმობს მოსწავლეების სკოლაში დღეგამოშვებით ყოფნას. ასევე საუბარია იმაზე, რომ სკოლის შენობებში გაკვეთილი მხოლოდ I-II კლასელებს ჩაუტარდეთ, უფროსკლასელები კვირაში 2 ან 3 დღით დაესწრებიან გაკვეთილებს, დანარჩენი დღეები კი სწავლას დისტანციურად, ონლაინ გააგრძელებენ.

„ბათუმელები“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და მათ ჰკითხა, როგორია სკოლების მზაობა ამ ვერსიებიდან რომელიმეს მისაღებად, შეძლებენ თუ ვერა სკოლები კლასში მოსწავლეების განთავსებას დისტანციის დაცვით?

როგორც საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია იქნება, რომ საკლასო ოთახში მოსწავლეები მინიმუმ 1 მეტრის ან 1.50 დისტანციით განთავსდნენ, მაშინ ეს დიდკონტიგეტიანი კლასების დაყოფას გამოიწვევს, რისი  საშუალებაც სკოლებს არ აქვთ.

„ჩვენ არ გვაქვს კლასების გაყოფის საშუალება და საერთოდ, არც გვიფიქრია კლასების დაყოფაზე, სად უნდა წავიყვანოთ განაყოფი? აქ ინფრასტრუქტურის პრობლემაა“, – ამბობს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი თამთა კვარაცხელია.

კლასების გაყოფის შემთხვევაში, დგება მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურების საკითხიც, რადგან იმ შემთხვევაში თუ, ვთქვათ, გაიყოფა ერთი პირველი კლასი, მასწავლებლის შრომა გაორმაგდება. შესაბამისად, უნდა გაორმაგდეს მასწავლებლის ანაზღაურებაც.

„დამატებით ანაზღაურებაზე საერთოდ არ მიფიქრია, არ ვიცი“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.

მასწავლებლისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემა, კლასების გაყოფის შემთხვევაში, არც ბათუმის პირველ საჯარო სკოლას შეუძლია. სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ  ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის პრაქტიკას გაიზიარებენ და მერხებს დამცავი ფარებით აღჭურვავენ.

„მირჩევნია სკოლა აღვჭურვო შესაბამისად და დამცავი ფარები დავამონტაჟო მერხებზე, ვიდრე ზედმეტი საათები ავანაზღაუროთ. ეს ჩვენი გადასაწყვეტი მაინც არ არის, რადგან ვაუჩერი, რომელსაც სკოლა იღებს, დამატებითი საათების ანაზღაურებისთვის საკმარისი არ იქნება“, – ამბობს ნატალია ზოიძე.

იგი ამბობს, რომ საკლასო ოთახები არ გადაუზომიათ, თუმცა შერეული მოდელის არჩევის შემთხვევაში, დიდი ზომის საკლასო ოთახებში განათავსებენ მერხებს და შეეცდებიან მერხებს შორის  ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან.

ჩაქვის #2 სკოლის დირექტორი, ბადრი დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში სულ 205 მოსწავლე ჰყავს, უმეტეს კლასებში – 17 ან ცოტა მეტი მოსწავლე. „ორი კლასია, სადაც 26 და 30-მდე ბავშვი ზის და თუ რეკომენდაციებში ვერ ჩაჯდა ეს რაოდენობა, მაშინ ამ კლასის გაყოფა მოგვიწევს. თუმცა, დამატებით ჩატარებულ საათებს სკოლა ვერ აუნაზღაურებს მასწავლებელს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ერთი კლასის გაყოფის შემთხვევაში სკოლას 6 500 ლარი დასჭირდება, ორი კლასისთვის კი 12 ათას ლარზე მეტი იქნება საჭირო. „ეს თანხა სულ რჩება სკოლას და მაშინ გამოდის, სხვას ვერაფერს ვეღარ შეიძენს სკოლა, ვერც სადეზინფექციო საშუალებებს“, – ამბობს ბადრი დავითაძე.

დირექტორი მომხრეა, რომ სექტემბერში სწავლა სკოლის შენობებში სრულად განახლდეს, თუმცა ნაწილობრივ განახლების შემთხვევაში, შესაძლოა შაბათი დღეც გამოიყენონ.

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ისწავლონ სკოლის შენობებში, უფროსკლასელებს კი კვირაში 2-ჯერ მაინც ჩაუტარდეთ გაკვეთილი“, – გვეუბნება ის.

ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე ამბობს, რომ „სწავლა დისტანციური იქნება თუ შენობაში, სკოლა ორივე ვარიანტს თავს გაართმევს“.

„ჩვენი სკოლა „მილენიუმმა“ გაარემონტა და პატარა საკლასო ოთახები არ არის. დაახლოებით 50 კვადრატია ყველა ოთახი, ამიტომ მოსწავლეების დისტანციურად განლაგებას შევძლებთ“, – ამბობს ცივაძე.

მისი თქმით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სკოლის შენობაში. „კლასში ისინი უკეთ აღიქვამენ მასწავლებელს. სახლში სწავლა უფრო უჭირთ, მაშინ მშობელი უნდა დაუჯდეს და ასწავლოს. სხვა კლასები ერთ დღეს მოვლენ სკოლაში და მეორე დღეს ექნებათ ონლაინგაკვეთილი“, – ამბობს ცივაძე.

წელს ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში 120 პირველკლასელი ეყოლებათ, 8 მოსწავლე კი რუსულ სექტორში იქნება. ამის მიუხედავად, დირექტორი ამბობს, რომ  „სკოლა ორ ცვლაშიც ჩვეულებრივად იმუშავებს“.

იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის რეკომენდაციები მაინც დააყენებს კლასების დაყოფის წინაშე, დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურების საკითხი აუცილებლად დადგება. „თუ მასწავლებელი დაიტვირთება ორმაგად, ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი“, – ამბობს ის, თუმცა ეს საკითხი, მისივე თქმით, განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია და ამ დეტალებზე სამინისტროს რეკომენდაციებს დაელოდებიან.

რაც შეეხება კლასების საკითხს, მაგალითად, თამთა კვარაცხელია არ არის მომხრე, რომ საკლასო ოთახში მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განახლდეს სწავლება. „არა მგონია ეს სწორი იყოს. მე-11 კლასელმა რა ქნას, რომელსაც სჭირდება მაქსიმალურად მიიღოს ცოდნა, რადგან ამთავრებს სკოლას და უნდა, რომ მაქსიმალურად ბევრი მიიღოს“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.  მისი თქმით, ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მასწავლებლებთან და ერთად იმსჯელებენ, როცა აგვისტოში სკოლაში დაბრუნდებიან.

ნატალია მგელაძის აზრით კი,  მნიშვნელოვანია, გარკვეულ საგნებში გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს. „შევეცდებით, რომ წინ წამოვწიოთ ისეთი საგნები, სადაც მასწავლებლის უშუალო ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ის 3 დღე, როცა, ვთქვათ, მოსწავლე მოვა სკოლაში ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ან მათემატიკა ჩავუსვათ ცხრილში.

პარალელურად ამაზეც დავიწყეთ ფიქრი გაკვეთილების ცხრილი როგორ უნდა შედგეს და იმაზეც, როგორ გავაძლიეროთ მასწავლებლები. სამთვიანმა პერიოდმა გვიჩვენა რა მიმართულებით გვჭირდება გაუმჯობესება. იგივე TEAMS-ს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ დისტანციური სწავლების პერიოდში, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, რომლის ათვისებაც ბოლომდე ვერ მოასწრეს მასწავლებლებმა და გვინდა ამ პროგრამის პოტენციალი სრულად ამოვწუროთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

რა ფორმით განახლდება სექტემბერში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი, ამის თაობაზე განათლების სამინისტროს ოფიციალურ რეკომენდაციებს სკოლები აგვისტოში ელოდებიან.

_________________________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

ამავე თემაზე:

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან

რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი არ აქვს, ციხის ყოფილი უფროსები  ჯერ კიდევ რომ არ გაუსამართლებიათ.

ლადო მგალობლიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. იგი ამბობს, რომ მისი გააქტიურება ტელევიზიებსა თუ ფეისბუქში არ უკავშირდება მისი მხრიდან პარლამენტში გადასვლის მცდელობას. დეპუტატი ირწმუნება, რომ კონსულტაციები ჯერ ამ საკითხზე არ დაწყებულა და ფეისბუქაქტივობებსაც საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ბათუმელები“ რამდენიმე პრობლემაზე ესაუბრა.

  • ბატონო ლადო, თქვენ წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე შეადარეთ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს. თუ იცით, რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ ბათუმის ციხის იმდროინდელ უფროსებს?

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბათუმის ციხის ხელმძღვანელობა – ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა მიეცა პასუხისგებაში. მერე როგორ განვითარდა მოვლენები, არ ვიცი. ბრალი რომ წაუყენეს, ეგ ვიცი ნამდვილად. არ ვიცი, ალბათ მისცემდნენ სასჯელს, ბრალი რადგან წაუყენეს.

  • 2014 წლიდან მიმდინარეობს ამ საქმეზე სასამართლო პროცესი და იმდენად იშვითად იმართება პროცესები, რომ მოწმეების ნახევარიც კი ჯერ დაკითხული არ არის. 

ესე იგი, სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. მთავარია, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა იყვნენ დასჯილები… ეს მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო გადატვირთულია და არ ეცალა. მთავარია, რომ ბრალი წაუყენეს, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უფრო მალე რომ დასრულებულიყო ეს სხდომა, უკეთესი იქნებოდა, ამაზე არ ვდავობთ.

  • მოქალაქეებს ხომ აქვთ ეფექტური მართლმსაჯულების უფლება. არ ხედავთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს და იგივე სასამართლო კლანის მუშაობის შედეგს, რაშიც თქვენ გადანაშაულებენ? 

სასამართლო არ არის პოლიტიკური ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და მე პასუხს, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, არ ვაგებ. ეს არის ხელისუფლების სხვა შტო… სასამართლოსთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გამამართლებელი განაჩენები ხშირად დგება, ადმინისტრაციულ დავებს იგებენ მოქალაქეები. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, მაგალითად, სასამართლოების გადატვირთულობა. სწრაფი მართლმსაჯულების ვერგანხორციელება არის გამოწვევა. ჩემი მოკრძალებული აზრით, სასამართლო ხელისუფლებამ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს. სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლება არ ერევა.

  • თქვენს გააქტიურებაზე მინდა გკითხოთ: იქნებით საპარლამენტო სიაში, თუ ისევ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობას აპირებთ? ასევე საინტერესოა, საიდან ფინანსდება თქვენი აქტივობები, მაგალითად, სოციალურ ქსელში? 

მე ამ საკითხს ვუყურებ ასე: თუ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩათვლის, რომ პარლამენტში, ან უმაღლესში ჩემი ყოფნა იქნება საჭირო, მე ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, მივიღებ. ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული კონსულტაცია ჯერ არ მქონია… ეს ოთხი წელი ისედაც ხშირად ვმონაწილეობდი სატელევიზო გადაცემებში, ამას წინათ ანგარიში გავაკეთე, რადგან, ფაქტობრივად, ამოგვეწურა 4 წელი, მე ამომრჩევლის წინაშე გავაკეთე ანგარიში. ხარჯებს რაც შეეხება, ეს გაღებულია ჩემგან, პირადად ჩემი რესურსებია ყველაფერი. ეს ვიდეოც პირადი რესურსებით მომზადდა. კომიტეტის ანგარიში რადგან არის, შეგვეძლო ბიუჯეტის ხარჯითაც მოგვემზადებია, მაგრამ ასე ვარჩიე მაინც.

  • ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე როცა საუბრობთ, თურქეთში დასაქმებული და ახლა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პრობლემა ხომ არ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებთან მინიმუმ კომუნიკაცია არ გქონიათ? 

ამას წინათ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შევხდით ამ მოქალაქეებს და დავპირდით, რომ საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დავაყენებდით. ეს საკითხი გადაწყვეტილია. მანდ აღრიცხვა არ არის საჭირო. საჭიროა, რომ ამათ წარადგინონ ცნობები საზღვრის კვეთის შესახებ და ავტომატურად მიიღებენ თანხებს. ეს საკითხი მოგვარებულია ზუსტად ამ კომუნიკაციის შედეგად.

  • მოგვარებულად რას მიიჩნევთ, რომ თითქმის ოთხი თვის უმუშევრობის პირობებში 300 ლარს მიიღებენ ეს ადამიანები? თქვენ პირადად რამდენ ხანს გყოფნით 300 ლარი?

ეს ხალხი ითხოვდა ერთჯერადი კომპენსაციის მიღებას, ეს იყო მათი მოთხოვნა და ჩვენ ეს მოთხოვნა შევასრულეთ. ახლა 300 ლარი კი არა, შესაძლოა, 1000 ლარიც არ ეყოს. არ ვამბობ, რომ 300 ლარი საკმარისია და თვეების განმავლობაში იცხოვრებს, მაგრამ რა შესაძლებლობაც იყო, ის გაკეთდა, ისედაც არის სხვა დახმარებები სოციალურად დაუცველებისთვის.

  • ეს ადამიანები  არა მხოლოდ 300 ლარს, არამედ მინიმალურ საარსებო გარემოს ითხოვენ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია; იმას, რომ მინიმუმ არ უნდა შიოდეთ. 

ეს ადამიანები ითხოვდნენ კომპენსაციას და ამ კომპენსაციას ისინი მიიღებენ. ამ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობ, თორემ, გასაგებია, რომ 300 ლარი არ ეყოფათ… რაც შეუძლია ხელისუფლებას მწირი საბიუჯეტო რესურსებით, დახმარებებს ნამდვილად გავცემთ, მაგრამ რესურსი არის შეზღუდული. თქვენ იცით, რომ კლება გვაქვს ბიუჯეტში.

  • რატომ არ დაითვალეთ მინიმუმ ეს ადამიანები ამ დრომდე, რომ შემდეგ შესაბამისი ნაბიჯი გადაედგა ხელისუფლებას? 

ძალიან მალე გვეცოდინება, ატვირთავენ სისტემაში თავიანთ მონაცემებს და გვეცოდინება.

  • აქამდე ამის საჭიროება რატომ ვერ დაინახეთ? ახალი ამბავი ხომ არაა, რომ ასობით ადამიანი მიდის თურქეთში სამუშაოდ სეზონურად ან ყოველდღიურად გადადის და საღამოს უკან ბრუნდება? 

აქამდე ამას აკეთებდა საქსტატი… მას აქვს ინფორმაცია, ზოგადად, საქართველოში თვითდასაქმებული ადამიანების შესახებ. ეს ხალხი შედის თვითდასაქმებულებში. როგორც ვიცი, საქსტატს ზოგადად ამ ხალხის შესახებ აქვს ინფორმაცია: რამდენი ადამიანი გადადის და ასე შემდეგ. მე ახლა კონკრეტიკაში ვერ შევალ. სავარაუდოდ ესენი უნდა ითვლებოდნენ თვითდასაქმებულებში…

უშუალოდ აჭარიდან რამდენი გადადის, ამის დადგენა შეუძლებელია იმიტომ, რომ ადამიანი ერთ სეზონზე წავა ჩაის საკრეფად, მეორე სეზონზე არ მიდის და ამის დადგენა 100 პროცენტით შეუძლებელია. ჩვენ მათი საჭიროებები ისედაც ვიცით. ვინმემ რომ გვითხრას ქვეყანაში, პირობითად, რამდენია დასაქმებული, რამდენი დაუსაქმებელი და რამდენი თვითდასაქმებული, ეს რაოდენობა საქსტატის მიერ ითვლება და ეს ინფორმაცია ჩვენ ვიცით… ადამიანი სამუშაოს თურქეთში პოულობს, თუ საქართველოში, ამის ცოდნა არაფერს იძლევა.

  • არც ისაა თქვენი პასუხისმგებლობა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება? 

უმუშევრობის მაჩვენებელი არ იზრდებოდა, პირიქით, კლება მიმდინარეობდა. უბრალოდ, ამ კოვიდმა არამხოლოდ საქართველოში, სამუშაო ადგილების შემცირება მთელ მსოფლიოში გამოიწვია. სიღარიბის  მიმართულებითაც ჩვენ კლება გვქონდა, მაგრამ მე არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც სიღარიბე და უმუშევრობა პრობლემა არ იყოს.

  • ჩვენ ვწერდით 80 წლის აიშე შაინიძეზე, რომელიც ასევე სარფის საბაჟოსთან იდგა საპროტესტო აქციაზე. ისიც ითხოვს საზღვრის გახსნას, რადგან მის ობოლ შვილიშვილებს შიათ. ეს გამოხატავს თუ არა თქვენი ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას? 

ჩვენი სოციალური პოლიტიკა არის ის, რომ 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს მოვუმატეთ პენსია. ასევე მომავალი წლიდან მათ მოემატებათ პენსია იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ინფლაცია. შესაბამისად, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პენსიონერს მისცეს პენსია.

  • ეს საკმარისი რომ იყოს, აიშე შაინიძე სარფის საზღვართან არ დადგებოდა აქციაზე. 

მესმის, რომ ბევრი ადამიანი არის რთულ მდგომარეობაში და ითხოვს საზღვრის გახსნას, მაგრამ ჩვენ იქედან სხვა რისკები გვაქვს, არის პანდემიის სერიოზული რისკი.

  • ეს ვიცით. 80 წლის ქალს დასაქმება მიზანმიმართულად თურქეთში კი არ სურს, არამედ ამ ქვეყანაში ვერ პოულობს არსებობის პირობას. 

სახელმწიფო მინიმალურ დონეზე, იმ დონეზე ეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშიერი, როგორც ასეთი, პირდაპირი მნიშვნელობით, მოქალაქეები არ არიან საქართველოში. მინიმალურ დონეზე ადამიანს საარსებო რაც სჭირდება, ამას სახელმწიფო ეხმარება ჩვენს მოქალაქეებს.

  • მაშინ რის გამო დგას საბაჟოსთან 80 წლის აიშე შაინიძე? 

სად პენსია რომ აქვს ადამიანს შემოსავალი და სად – დამატებითი შემოსავლები. მეტი შემოსავალი ადამიანს ყოველთვის ურჩევნია ნაკლებს. მას უნდა მეტი შემოსავალი ჰქონდეს.

  • არ გიპასუხიათ – 300 ლარი თქვენ რამდენ ხანს გყოფნით? 

მე 300 ლარი? ეს როგორი შეკითხვაა იცით? ეს მთლად შინაარსს არ გამოხატავს. შესაძლოა, ადამიანმა 300 ლარი იმყოფინოს. არის ხალხი 400 ჰყოფნის, 500 ლარი ჰყოფნის. ეს ძალიან ისეთი ისაა, რა ჰქვია, პირობითი და შედარებითია ყველაფერი.

  • რატომ არ გსურთ მოქალაქეების მიღება უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში? ისე მოაწყვეთ ახალი დარბაზი, რომ იქ მოქალაქეებისთვის ადგილი არ არის. არადა, საბჭოს სხდომები საჯაროა. 

ვერ დამისახელებთ მსოფლიოში რომელიმე პარლამენტს, სადაც დეპუტატის გარდა, ვინმე სხდომაზე შედიოდეს. უმაღლესი საბჭოც არის საკანონდებლო ორგანო, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რომ შედიოდეს მოქალაქე და იქ გამოდიოდეს სიტყვით.

  • სიტყვით არ გამოდიან, მაგრამ მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილები მე, პირადად, მინახავს ევროპის რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. 

საქართველოს პარლამენტში ხშირად ვარ მომხსენებელი და მომხსენებლის ფლიგელს იქით გადასვლის უფლება არ მაქვს. საქართველოს პარლამენტში და სხვა ქვეყნების პარლამენტში სხდომებზე შესვლის უფლება არ გააჩნიათ მოქალაქეებს: მოქალაქე ირჩევს დეპუტატს და ის დეპუტატი წარმოადგენს შემდეგ მოქალაქეს.

  • თქვენ პოსტ TV-ის ეთერში ისაუბრეთ აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებულ ჟურნალისტებზე. ერთ-ერთ მათგანზე, შორენა ღლონტზე გადაცემის წამყვანმა თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ თქვა, რომ „ის დასაჭერია“. თქვენ არ გაემიჯნეთ ამ შეფასებას, ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ დასაჭერია? თქვენი აზრით, აჭარის ტელევიზიის რამდენი ჟურნალისტია კიდევ დასაჭერი? 

მე არასოდეს არ ვიტყვი არც ერთ ჟურნალისტზე, რომ ის დასაჭერია. ეს არაა ჩემი კომპეტენცია, მე ვისაუბრო დეპუტატმა, ვინმე დასაჭერია თუ არა. ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი… კონკრეტულად მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში შორენა ღლონტი მისაცემი იყოს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ ეს არაა ჩემი შესაფასებელი.

მინუსებში ვართ – ბათუმის ვიცე-მერი ბიუჯეტსა და სესხების რესტრუქტურიზაციაზე

დღეს, 3 ივლისს, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი – კორონავირუსის პრევენციის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გაუქმებისა და იმ კომერციული ობიექტების გაჩერების შემდეგ, რომლებსაც სოლიდური თანხები შეჰქონდათ ბიუჯეტში.

არ ვიცით, რამდენია შემოსავალი და გასავალი, რამდენი დააკლდა ბათუმის ბიუჯეტს იმ შეღავათების გათვალისწინებით, რაც ასევე კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით დაუწესა მთავრობამ კერძო კომპანიებს.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტის ახალ პარამეტრებზე ინფორმაციას საკრებულოს გასულ სხდომაზე სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, რომელიც სხდომას ესწრებოდა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა [სხდომა 30 ივნისს გაიმართა]. მისი თქმით, ივნისის დასაწყისში მერიამ მიიღო განახლებული მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროდან ბიუჯეტის შემცირებაზე.

ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, რაც მან სხდომაზე განაცხადა, დღგ-ს ნაწილში გადასახდელები 7 მილიონით შემცირდება, ასევე ქონების ნაწილში იქნება კლება. ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხა დააკლდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახითაც: „ორი კვარტალის მონაცემებით, 16 მილიონით უკვე მინუსში ვართ“.

ვიცე-მერმა ასევე განაცხადა, რომ მერიის საფინანსო სამსახური მთავრობასთან ერთად სესხების რესტრუქტურიზაციაზე მუშაობს. მისი თქმით, სასესხო ვალდებულება 27 მილიონი ლარია.

მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანისთვის შუახევის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ (გადაყვანა-გადმოყვანა) მოემსახურება შემდეგ სამთო იალაღებზე: კატრიანი, გრძელგორი, ყავრიანი, ჩირუხი, ღომა, თაგინური, ჯანჯღნარი, მერიაყელი, შედრეკილი და თეთრობი.

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ 3 ერთეული, არანაკლებ 14-ადგილიანი (დასაჯდომი ადგილი) სატრანსპორტო საშუალება; საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სახელშეკრულებო შემთხვევაში ხელშეკრულების ასლი, ტექნიკური პასპორტის ასლი, მძღოლის მართვის მოწმობის ასლი.

ზუსტი მარშრუტები და რეისების რაოდენობა:

მარშრუტი რეისის
რაოდენობა
დ. შუახევი-კატრიანი,  ყავრიანი-დ. შუახევი 13
ხიჭაური,ახალდაბა, ბარათაული-გრძელგორი-ხიჭაური,ახალდაბა, ბარათაული 12
ხიჭაური-თაგინური-ხიჭაური 14
ცხემლისი-თაგინური(ნაფოცხვარა)-ცხემლისი 8
ჭალა-წყაროთა-თაგინური-ჭალა-წყაროთა 8
ოლადაური-ჩირუხი-ოლადაური 10
ტბეთი, გოგაძეები-ჩირუხი-ტბეთი, გოგაძეები 8
ქიძინიძეები, ჯაბნიძეები–ჩირუხი-ქიძინიძეები, ჯაბნიძეები 8
 დღვანი, ლომანაური გოგინაური–ჩირუხი-დღვანი, ლომანაური გოგინაური 6
შუბანი-ჩირუხი-შუბანი 8
კვირიაული-ცინარეთი-ღომა-საყენდრია- კვირიაული-ცინარეთი 14
წაბლანა-ღომა-საყენდრია-წაბლანა 7
ს. ნიგაზეული-ჯანჯღნარი-ს. ნიგაზეული 8
ხიჭაური-მერიაყელი-ხიჭაური 14
ინწკირვეთი-შედრეკილი-ინწკირვეთი 8
დ. შუახევი-თეთრობი-დ. შუახევი 4
ბრილი-ხაბელაშვილები-თაგინური-ბრილი-ხაბელაშვილები 6
დღვანი, ლომანაური გოგინაური–საბერწია-დღვანი, ლომანაური გოგინაური 8
კარაპეტი, მაწყვალთა- მაწყვალთის მთა-კარაპეტი, მაწყვალთა 8
მახალაკიძეები-სანალია-მახალაკიძეები 5
კობალთა-ძველი მთა-კობალთა 6

მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ ხულოშიც მოემასხურება.

ამ თემაზე:

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთავარი ფოტო: თაგინური / შუახევი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბოტსვანაში სპილოები უცნობი მიზეზით იხოცებიან

ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკაში, 350-ზე მეტი სპილო დაიღუპა უცნობი მიზეზით – წერს „ევრონიუსი“.

გამოცემის ცნობით, სპილოების დახოცვის პირველი შემთხვევები მდინარე ოკავანგოს დელტაში, მაისის დასაწყისში დაფიქსირდა, მაისის ბოლოს თითქმის 170 სპილო დაიღუპა, ივნისში კი ეს რიცხვი გაორმაგდა. დახოცილი სპილოების ნახევარზე მეტი წყალთან ახლოს იპოვეს.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის – „ნაციონალური პარკის გადარჩენის“ დირექტორის, ნაილ მაკანის განცხადებით, სპილოების ასეთი მასობრივი სიკვდილი დიდი ხანია არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ეს სიტუაცია შესაძლოა ემუქრებოდეს ადამიანების ჯანმრთელობასაც.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სპილოები უცნაურად იქცევიან – დადიან წრეზე, ვერ ახერხებენ მიმართულების შეცვლას და მისუსტებული არიან.

ბოტსვანაში სპილოების მასობრივი დახოცვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ევრონიუსის“ ცნობით, განიხილება მოწამვლისა და დაავადების ვერსიები. გამოცემის ცნობით, მეცნიერები არ გამორიცხავენ COVID19-საც, თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STR

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – 78 წლის ქალმა პარლამენტსაც უჩივლა

„უკვე მეოთხე წელია ველი სასამართლოს გადაწყვეტილებას და შედეგი არაა,“ – ამბობს 78 წლის ციალა პერტია, რომელიც 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ქონებას ახლა გარდაცვლილი კაცის ძმისშვილი ითხოვს.

ციალა პერტიას შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელს წერდა, მაშინ იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ახლა ციალა პერტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა იმსჯელოს, რამდენად კონსტიტუციურია, როცა კანონი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირებს.

„უზენაესი ახლა რეალურად ელოდება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, ამიტომ გაჭიანურდა პროცესი. საკონსტიტუციომ 2019 წლის 28 მაისს მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად… გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით დიდმანიძემ, რომელიც ციალა პერტიას ინტერესებს იცავს.

ადვოკატი ამ კუთხით ევროსასამართლოს პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და, მაგალითად, გვაჩვენა „კორინი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნულია, რომ „ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ასევე ის, რომ დე-ფაქტო ოჯახური კავშირები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ…“

„ამის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, 2016 წელს მიიჩნია, რომ ეს პრეცედენტი სამართლებრივად არ არის ვარგისი, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის წარმოშობას სამოქალაქო კოდექსი გამორიცხავს,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ 2018 წელს მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ფაქტობრივი თანაცხოვრება გაითვალისწინა.

„…სასამართლომ გადაწყვეტილება დააყრდნო იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ მიუხედავად იმისა, მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კონკრეტულ პირთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა იმის უპირობო საფუძველს, რომ მოსარჩელე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მ.ნ-ს მეუღლე და ოჯახის წევრი იყო. დავა ეხებოდა კომპენსაციის მიღებას,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ციალა პერტია ამბობს, რომ ბინიდან მის გამოსახლებას ვერ შეძლებენ, ვიდრე სასამართლოს ყველა ინსტანციაში საქმის განხილვა არ დასრულდება, მაგრამ მას გამოსახლებით ხშირად ემუქრებიან.

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ახალი შემთხვევა დღეს, დილით დასახელებულ შემთხვევებში შედის.

ამჟამად აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამ პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, ახალი შემთხვევის ჩათვლით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, ცხელების კლინიკებში, მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.

__________

ფოტოზე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

“სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ ვაპირებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ აპირებს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, მიმდინარეობს ყველანაირი შეფერხების გარეშე.

კონტროლი საკმაოდ  ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ დღეს, 3 ივლისს, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნისას.

ორი დღის წინ, პირველ ივლისს, აჭარაში, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ქალები საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას ითხოვდნენ.

___

აქცია სარფში, საზღვრის გახსნის მოთხოვნით

როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]

აგრობარათის მისაღებად ყველა თანამესაკუთრის ბანკში ერთად მისვლა საჭირო აღარაა

მიწის თანამესაკუთრეების ბანკში ყველას ერთად მისვლა აგრობარათის ასაღებად დღეიდან საჭირო აღარაა. უკვე საკმარისია ერთმა თანამესაკუთრემ ბანკში წარადგინოს ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილი თანხმობის [რომ მან აიღოს ბარათი] დოკუმენტი, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება თავად დოკუმენტის წარმდგენი.

შესაბამისი ცვლილება პროგრამაში მთავრობამ 2 ივლისს შეიტანა. რომლის მიხედვითაც:

„თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია, ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.

ამ ცვლილებამდე, აგრობარათის მისაღებად „ლიბერთი ბანკში“ ერთდროულად უნდა მისულიყო მიწის ყველა თანამესაკუთრე და წერილობით უნდა დაედასტურებინათ, რომ თანახმა იყვნენ აგრობარათი ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე გაცემულიყო.

დღეიდან შესაძლოა ასეთი წერილობითი დადასტურება [თანხმობის დოკუმენტი] ბანკში მიუსვლელად გაკეთდეს და ხელმოწერილი ბანკში ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ მიიტანოს [ვისაც გადასცემენ სუბსიდიის მიღების უფლებას].

წერილობითი დადასტურება/განცხადება თანხმობაზე, შეგიძლიათ დაწეროთ, მაგალითად, ამ ფორმით:

განცხადების ნიმუში

ამ თემაზე:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე  აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 5-6 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დღეს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 3 ივლისის მონაცემები

3 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია: 2 დაინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 მოქალაქე კი საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

ჯამში, ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე COVID19-ის 943 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 821 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

_____________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია.

ტენდერის ფარგლებში ჩირუხის გარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ერთი გადაბმული ტიპის ხის მაგიდა-სკამები, სამი ჰამაკის ძელი – ორი ჰამაკითა და ერთი ორადგილიანი საქანელა დაიდგმება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი – ერთი ორადგილიანი საქანელა.

ჩირუხში მოეწყობა ერთი საპიკნინე, სადაც განთავსდება ერთი დახურული ფანჩატური; გადაბმული ტიპის ხის მაგიდა-სკამები; საცეცხლური; სამი ჰამაკის ძელი – ორი ჰამაკით; ორადგილიანი საქანელა; ნატურალური თლილი ქვით მოპირკეთებული ბილიკი; მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები არანაკლებ 6 ცალი. ერთი შეშის შესანახი ლითონის ყუთი, თავისივე საკეტით.

ტენდერით, ამავე ადგილას გათვალისწინებულია უკვე მარკირებულ ჩირუხი-ხიხიანი-გოდერძის ალპურ მარშრუტზე ნიშნულების დაფების დამატება არსებულ ბოძებზე, პიკნიკის მარკირება.

„საპიკნიკე, რომელიც განთავსდება ალპურ მარშრუტზე, გათვალისწინებული იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთის მოყვარული ვიზიტორებისთვის, რომელთაც საშუალება ექნებათ ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. მსგავსი პროექტის განხორციელებით შექმნილი რეკრეაციული გარემო ტურისტისტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს,“ – აცხადებს სააგენტო.

საპიკნიკე ჩირუხში / ხის მასალა უნდა იყოს შერეული (ლარიქსის, აკაციის, წიფელის, ან ნაძვის კომბინაციით), აუცილებლად მდგრადი და მკაცრი პირობებისადმი ამტანი, უნდა იყოს გამომშრალი და დამუშავებული ანტისეფტიკური ხსნარით. ფოლადის დგარი მოპირკეთებული უნდა იყოს ბუნებრივი აგურით. საჩრდილობელი გადაიხურება ყავარით ან კრამიტით. კონსტრუქცია ეწყობა ნახაზის მიხედვით, მთიალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურული ზონა მაქსიმალურად უნდა იყოს ავთენტური და შერწყმული გარემოსთან. / პროექტიდან

ჩირუხის მთაში „გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაზე“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს შპს „არტსტუდიო-პროექტისთვის“ 198 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, „სატენდერო დოკუმენტაციით გათვალსიწინებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, კერძოდ :

  • ტურისტული პროდუქტის/ინფრასტრუქტურის სრული პროექტი, 3D ვერსიის და პროექტის მოკლე პრეზენტაციის ჩათვლით;
  • პროექტის შესყიდვის მიზნით საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია და პროექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • პროექტის მენეჯმენტისა და მართვის გეგმა“.

ამ თემაზე:

200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის

საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო.

დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული 1 მილიონ 170 ათასი ლარით. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ უცნობია გაიმარჯვებს თუ არა კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“. ამასთან, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტ[ებ]ი.

რომელ პირბადეზე შეაჩერებს არჩევანს შესყიდვების სააგენტო? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ სატენდერო კომისიაში ზოგადი პასუხი გაგვცეს, რომ „პრეტენდენტის შემოთავაზებაზე იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში“.

[toggle title=”პირბადეების ტექნიკური მახასიათებლები ნახეთ აქ:“]

ტენდერით მოთხოვნილი პირბადის ტექნიკური პარამეტრები: „ერთჯერადი ნიღაბი (პირბადე), ქარხნულად დამზადებული, არანაკლებ სამშრიანი, ყურზე რეზინის სამაგრებით, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორით ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად, ნიღაბი სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს.“

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მიერ შეთავაზებული პირბადეები:

Faceguard – ქარხნულად დამზადებული, ერთჯერადი გამოყენების, მაღალი ხარისხის სამედიცინო დანიშნულების პირბადე გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
99% დაცვა ვირუსებისა და ბაქტერიებისგან (ფილტრაციის მაჩვენებელი წვეთოვანი ნაწილაკების 99%-ის შეკავების უნარი) ყურის ელასტიური რეზინის მარყუჟი (ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესაბამისი შევსებით), კანისთვის უსაფრთხო მასალა, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორი (ნიღაბი სრულად ფარავს ცხვირსა და პირს), ანტიალერგიული. Faceguard-ის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 24 თვეს.

Faceguard – ქარხნულად დამზადებული, ერთჯერადი გამოყენების, მაღალი ხარისხის არასამედიცინო დანიშნულების პირბადე გამოირჩევა შემდეგი თვისებებით: ფილტრაციის ეფექტურობა 0,6%-დან 70%-მდე (მასალა არ არის წელვადი), ყურის ელასტიური რეზინის მარყუჟი (ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესაბამისი შევსებით), შიდა შრე- ჰიდროფილური, უზრუნველყოფს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, შუა შრე-არაწელვადი მასალისგან, ფილტრაციის ეფექტურობით 0,6%-დან 70%-მდე. გარე შრე – ჰიდროფობური, ახდენს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავებას.კანისთვის უსაფრთხო მასალა, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორი (ნიღაბი სრულად ფარავს ცხვირსა და პირს), ანტიალერგიული, პირბადე არის ქარხნულად დამზადებული. პირველადი შეფუთვის გაუხსნელად პირბადე Faceguard-ის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 24 თვეს.

[/toggle]

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სააგენტოს Faceguard-ის პირბადეებს სთავაზობს, რომელსაც თავად აწარმოებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირბადეების Faceguard-ის საწარმო 2020 წლის აპრილში„საპარტნიორო ფონდისა“ და TBC ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსისგან“ სხვადასხვა სახის 185 455 ლარის პირბადეები უკვე შეისყიდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა [საქართველოს ეროვნულმა ბანკმა – 10 600 ლარის პირბადე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა – 1 575 ლარის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა – 172 000 ლარის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – 1 280 ლარის პირბადე].

შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის წილების 90%-ს დავით მიმინოშვილი, ხოლო 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, რომელიც სახელმწიფო ფონდია; ფონდმა ეს წილი საჩუქრად მიიღო.

„პროექტის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“ შეიმუშავა და ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებასაც ფონდი აწარმოებდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, იყო სირთულეები, გაძნელებული იყო  ტრანსპორტირება, ასევე ჩინეთიდან იქ არსებული სიტუაციის გამო აკრძალული იყო  დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება. ხოლო „საპარტნიორო  ფონდის“ ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე,   შესაძლებელი გახდა, ჩინეთიდან ეპიდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარების პირობებში, გამონაკლისის დაშვება და მოკლე დროში საქართველოში დანადგარებისა და ნედლეულის ჩამოტანა. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის კომპანიამ „საპარტნიორო ფონდს“ 10 %-იანი წილი გადასცა,“ –  განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა. ფონდის განცხადებით კი, მას ამ პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა არ მიუღია.

ახალდაფუძნებული კომპანია და 100 000 ევროდ გაყიდული 50%

შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა 3 თვის წინ, 2020 წლის 2 აპრილს დააფუძნეს და მეორე დღესვე დაარეგისტრირეს. პარტნიორთა წილები კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: ზაალ იაკობიძე – 50% და დავით მიმინოშვილი – 50%. ახალი კომპანიის იურიდიულ მისამართად კი, სხვა კომპანიის [„ოაზისი 9“ – რომლის პარტნიორებიც თავად არიან] საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი მიუთითეს.

დოკუმენტების მიხედვით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის დაფუძნებიდან 20 დღეში – 2020 წლის 22 აპრილს, ზაალ იაკობიძემ კუთვნილი წილი 100 ათას ევროდ [ექვივალენტი ლარში] მიჰყიდა დავით მიმინოშვილს, რომელიც კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ „ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით“.

კომპანიის 10% საჩუქრად „საპარტნიორო ფონდს“

ამ გარიგებიდან 6 დღეში, 2020 წლის 28 აპრილს, დავით მიმინოშვილმა „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წილის 10% აჩუქა.

პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც „საპარტნიორო ფონდიც“ ეთანხმება – მიმინოშვილს ეკისრება ვალდებულება 2 წლის განმავლობაში შეისყიდოს ეს წილი „ამ გადაწყვეტილების კონფიდენციალურ ვერსიაში მითითებულ ფასად“.

„საპარტნიორო ფონდს“ კი არ აქვს უფლება მესამე პირებზე გაასხვისოს კუთვნილი წილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამაზე არსებობს დამფუძნებლის თანხმობა, ან ის არ ასრულებს ვალდებულებას ამ წილის შესყიდვაზე.

წყარო: საჯარო რეესტრი

წილის 10%-ის ჩუქება საჯარო რეესტრში 30 აპრილს დარეგისტრირდა, ამონაწერში კი ვალდებულებებიც ჩაიწერა. მეორე დღეს, 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრს „საპარტნიორო ფონდმა“ ამ ვალდებულებების შესახებ ჩანაწერის წაშლა მოსთხოვა:

„მოგმართავთ სს „საპარტნიორო ფონდის“ (ფონდი) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. სამწუხაროდ 30 აპრილს დაშვებულია ხარვეზი, რომელიც გთხოვთ გამოასწოროთ. კერძოდ:
1. ვალდებულების ნაწილში დაფიქსირებულია ფონდის ვალდებულება დ. მიმინოშვილის მიმართ, რაც არ გახლავთ მართებული, ვინაიდან:
ა) პარტნიორის გადაწყვეტილების 2.1 პუნქტი ითვალისწინებს დ. მიმინოშვილის ვალდებულებას და არა ფონდის ვალდებულებას. ის, რომ დ. მიმინოშვილი ვალდებულია შეისყიდოს ფონდის წილი, არ გულისხმობს ფონდის ვალდებულებას გაყიდოს ეს წილი;
ბ) 2.3 პუნქტში მითითებული პირობა არ წარმოადგენს ვალდებულების გრაფაში დასაფიქსირებელ საკითხს, ვინაიდან მაგ ლოგიკით პარტნიორის ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც წესდებაში ფიქსირდება (პირველი უარის თქმის უფლება და ა.შ.) უნდა ფიქსირდებოდეს ვალდებულების გრაფაში;
გ) განმცხადებელს არ მოუთხოვია ვალდებულების გრაფაში რამის დაფიქსირება და ამას არც ფონდი დათანხმებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოასწოროთ ხარვეზი და წაშალოთ ვალდებულების გრაფაში არსებული ჩანაწერი“, – აღნიშნული იყო საჯარო რეესტრში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შეტანილ განცხადებაში.

რეესტრმა არსებული ჩანაწერი წაშალა. განცხადების შეტანიდან მეორე დღეს, 2020 წლის 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრიდან ახალ ამონაწერში ვალდებულების გრაფა ცარიელია.

დავით მიმინოშვილი წილებს არაერთ კომპანიაში ფლობს, მათ შორის: შპს „ოაზისი 9“, შპს „ბემონი“, შპს „ვესტ პოინტი“, შპს „სენტა პეტროლიუმი“,  შპს „სენტა ინსპექტირების ცენტრი“,  შპს „პროფერთი გრუპ Property Group“.

[toggle title=”აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, რომელმა ორგანიზაციამ რამდენი პირბადე უნდა შეისყიდოს 2020 წელს ნახეთ აქ:“]

შემსყიდველი ორგანიზაცია  შესასყიდი რაოდენობა (ცალი) 
ეროვნული სკრინინგ ცენტრი 11,259
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია 25,020
სსიპ ,,ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი” 6,255
სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 62,551
შპს „საქართველოს ფოსტა“  31,276
შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი 25,020
შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო” 56,296
შპს ,,სენაკის ბავშვთა სავადმყოფო 1,877
სსიპ შემოსავლების სამსახური 225,184
ა(ა)იპ შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი 375
ა.ა.ი.პ,,რუსთავსერვის ცენტრი” 938
სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 5,004
ა(ა)იპ კოლეჯი ,,პრესტიჟი” 313
შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 18,765
შპს “ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა” 1,251
შპს  ქ. რუსთავის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი 1,626
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა) 43,786
შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა 1,251
შპს”მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება” 3,753
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 6,255
შპს ,,სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა 782
შპს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება 1,251
შპს “ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი” 15,638
ქედის მუნიციპალიტეტის მერია 1,877
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერ.ცენტრი 75,061
შპს ,,ბათუმის წყალი” 1,564
სსიპ ,,კოლეჯი ახალი ტალღა” 3,128
შპს”სანდასუფთავება 6,255
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 3,128
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 3,128
სპეციალური პენიტენციური სამსახური 156,378
შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო” 532
შპს,,აფხაზეთიდან იგპ ჯვარის ამბულატორია” 626
სსიპ შოთა მესხიას , ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 1,877
ა(ა)იპ ხაშურსერვისი 626
შპს ,,ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი” 23,144
სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული ცენტრი 125
თსსუ გ.ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა 21,893
შპს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება 1,251
ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი 1,877
შპს `ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის და საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი” 1,877
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი 18,765
შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი 62,676
შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი 12,510
შ.პ.ს. “სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი” 15,638
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო 626
შპს საქართველოს მელიორაცია 4,438
სსიპ რუსთავის N7საჯარო სკოლა 94
ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი” 9,383
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3,128
სსიპ საქართველოს ეროვნული არქიცი 9,383
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი 1,595
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 1,251
სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა 125
შპს ,,წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი 313
შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ 1,877
ა(ა) იპ კოლეჯი “ჰორიზონტი” 1,251
აკად.ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 93,827
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” 62,551
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა 6,255
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  #2 სტომატოლოგიური კლინიკა 1,877
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 1,251
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  N1 სტომატოლოგიური კლინიკა 4,379
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი 3,128
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირის ღრუს ლორწოვანისა და პაროდინტის დაავადებათა დეპარტამენტი 3,128
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 39,407
შპს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 3,753
ახალგ.მუნ.სკოლ.სააღმზრდ.დაწესებულებათა გაერთიანება 2,314
(204473346) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური 1,576,270
(204871594-დღგ) შპს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო 12,510
(424066977) სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 626
(204862078) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 1,877
შ.პ.ს. “ჰერმესი” 1,877
სსიპ კოლეჯი “ოპიზარი” 188
ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი” 1,251
ა(ა)იპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება 1,877
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4საჯარო სკოლა  250
შ.პ.ს. “ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი 18,765
შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა  751
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1,564
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 626
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია 2,189
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლა 63
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 3,753
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 1,877
მარტვილის.კომპ.სას. სკოლა 63
სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა 500
შპს N3 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრი 313
შპს ,,პარკინგსერვისი” 188
ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური 626
ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება 63
ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისი“ 313
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 6,255
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 25,020
საქართველოს უზენაესი სასამართლო 626
სსიპ “სტატისტიკის ეროვნული სამსახური” 3,128
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 626
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 1,251
შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” 10,842
სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი” 626
სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 31
ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” 3,128
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია 1,877
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 626
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური 626
ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ 1,251
სსიპ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრი 175,143
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3,128
სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” 1,877
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 438
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2,502
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის  ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა 938
აჭარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი 313
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1,126
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა 313
შპს ,,ენგურჰესი” 3,128
შპს ,,ვარდნილჰესების აკსკადი” 626
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი 84,444
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 813,604
შპს “გარდაბნის თბოსადგური” 18,765
სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის   ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ რუსთავის #26 საჯარო სკოლა 125
სსიპ ბათუმი ბულვარი”” 1,877
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 12,510
სსიპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი 125
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 626
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 250
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 62,551
სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 9,695
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 1,877
შპს “თბილსერვის ჯგუფი” 168,888
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო 1,877
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა” 188
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 187,654
ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი” 313
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 12,510
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 6,255
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი 55,170
ს.ს.  ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” 9,383
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 3,128
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 31,276
სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 3,753
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია 3,128
სსიპ  კოლეჯი „მერმისი“ 626
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 1,251
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის  ეროვნული სააგენტო 626
სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 626
ა(ა)იპ”კეთილმოწყობისა და
მომსახურების ცენტრი”
3,128
შპს `საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 3,128
სსიპ განთიადის საჯარო სკოლა 188
ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა 125
საფეხბურთო კლუბი ,,მაჭახელა” 188
ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“ 250
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი 313
სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი 626
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო 62,551
ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ 56
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი 626
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” 4,691
ა(ა)იპ„0ზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ 626
ააიპ  ზესტაფონის  დასუფთავებისა   და  კეთილმოწყობის  სერვისცენტრი 6,255
ააიპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ 3,128
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 626
სსიპ-გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი 125
შპს “საქართველოს გაზსაცავის კომპანია” 626
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 626
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,251
სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია” 6,255
სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” 188
ააიპ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრი 2,502

[/toggle]

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო და ფონდმა იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად“. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა“

კერძო ინვესტორების შესახებ ფონდის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა იმ დღეებში საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ შეიძენდა. ამ პირბადეების საქართველოში წარმოება კი შპს „რესპირატორმა“ დაიწყო. სახელმწიფო ამ კომპანიასაც დაეხმარა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

„ხელფასი შემცირდა“ – ბათუმის წყლის თანამშრომლების აქცია და დირექტორის პასუხი

„ჩვენი ხელფასები დაახლოებით 400 ლარით შემცირდა, ღამით მუშაობა ისევ გვიწევს, ზეგანაკვეთურს კი აღარ გვიხდიან,“ – ამ მიზეზით საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან დღეს, 2 ივლისს, შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები მართავენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჟურნალისტებთან ბევრი იმალება, ზოგი იმ ხის ძირას დგას, ზოგი აგერაა… არავის უნდა სამსახურის დაკარგვა, მაგრამ რა გვექნა? ასე მუშაობა აღარ შეიძლებოდა. დღეს შესვენების მერე სამსახურში აღარ დავბრუნდით, იმედი გვაქვს, რომ მერიიდან შეგვხდება ვინმე,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

ნური ტუღუში: „მშრომელი ადამიანი უნდა დაფასდეს, ამას მოვითხოვთ ჩვენ. ზემოდან არ უნდა გვიყურებდნენ… გვეუბნებიან, კრიზისია, კრიზისიაო… თუ ეს ასეა, მათთვის არ არის ეს კრიზისი?… ვისთვის და უფროსობისთვის“.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ 24-საათიანი სამუშაო განრიგი აქვთ და ხშირად ღამითაც უწევთ მუშაობა.

„ბოლო სამი თვე აღარ დაუმატებიათ რამე… ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ადმინისტრაციისგან პასუხის მიღება, მაგრამ ეს არ მოხერხდა,“ – გვითხრა როინ ავჯიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა გვაჩვენეს „ბათუმის წყლის“ ის ოთახიც სამსახურში, სადაც მათ ზოგჯერ მუშაობა ღამით უწევთ.

„დააკვირდით, გარეთ თოვლია, ფანჯარას მინებიც კი არ აქვს, აქ ღამე ყოფნა – არ ვიცი,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

ოთახი „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებისთვის

„ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და ვერ მოვუწყობთ აქ მოსასვენებელ ოთახებს. ეს ნიშნავს, რომ გამომყავს ღამით თანამშრომელი და ხელფასს ვუხდი იმაში, რომ იწვეს და იძინოს… აქ დევს სავარძელი და მოსასვენებელი დივანი, ფანჯარა შესაძლოა იმტვრევა და რემონტდება,“ – გვიპასუხა მარიკა გვიანიძემ, იგი შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორია. „ბათუმის წყალი“ მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.

მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ჩვეულებრივად უხდის და იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციაზე დგანან, პანდემიის გამო არ გაუცია პრემია.

„თქვენ თუ რომელიმე თანამშრომელი მოგცემთ თანხმობას, მე მოგაწვდით მათ ხელშეკრულებას და ხელფასის ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციასაც… ჩვენ არ გაგვიცია პრემია მარტსა და ივნისში. კვარტალურად გაიცემა პრემია და მე ისე გავაკეთე, რომ ისინი ხელფასის 100 პროცენტით პრემიას იღებდნენ კვარტალში ერთხელ, ზოგჯერ ზემდგომებზეც მაღალი ანაზღაურება გამოსდიოდათ,“ – გვითხრა მარიკა გვიანიძემ.

„ჩვენი ზარალი იყო სერიოზული,“ – ამბობს მარიკა გვიანიძე, თუმცა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს მან უარი თქვა ციფრების დაკონკრეტებაზე – რა ოდენობის შემოსავალი დაკარგა „ბათუმის წყალმა“. მარიკა გვიანიძის თქმით, კერძო და საჯარო უწყებები მუშაობის შეჩერების დროს წყლის გადასახადს აღარ იხდიდნენ.

მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ პრემია არც მას აუღია. „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა არ გვითხრა, რამდენია მისი ხელფასი.

„ეს პირადი ინფორმაციაა, ასეა ეს,“ – დაგვემშვიდობა მარიკა გვიანიძე.

მარიკა გვიანიძე, როგორც თანამდებობის პირი, ავსებს ქონებრივ დეკლარაციას. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მარიკა გვიანიძის შრომის ანაზღაურება 2018 წლის 11 სექტემბრიდან [როცა იგი ამ პოზიციაზე დანიშნეს] ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 21 087 ლარი გამოვიდა. ამ მონაცემების მიხედვით, მარიკა გვიანიძის ხელფასი თვეში მინიმუმ 5 ათასი ლარია.

ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი „ბათუმის წყლის“ თანამშრომლების აქციიდან: 

მეზობლები სახელმწიფო გზის გამო დავობენ – რას აკეთებს სახელმწიფო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეზობლები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზის გამო დავობენ. ვახტანგ თედორაძე ამბობს, რომ მეზობელმა ნაკვეთებს შორის არსებული გზა თვითნებურად ჩაკეტა. მას ალტერნატიული შესასვლელი აქვს, მაგრამ ხელი მაინც ეშლება – ვეღარ გამოიყენებს სახლის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს მიზნობრივად, რაც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გამხდარიყო.

მისი მეზობელი მერაბ ფერცელიძე კი აცხადებს, რომ გზად დარეგისტრირებული ნაკვეთი მას ეკუთვნის, წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობით და არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი საკუთრება სახელმწიფომ გზად დაარეგისტრირა.

არ ვიცი, როგორ, როდის და ვისი მითითებით დარეგისტრირდა გზად. ჯერ ვერ გავარკვიე“, – ამბობს ფერცელიძე და დასძენს, რომ აქ გზის მოწყობა ერთგვარი კეთილი ნების გამოხატვა იყო მისი მხრიდან და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, „წინა ხელისუფლების დროს“ გაიგო, რომ ნაკვეთი სახელმწიფომ გზად დაარეგისტრირა. ის აპირებს სახელწიფოს ისევ მიმართოს და ნაკვეთის, როგორც მისი საკუთრების დარეგისტრირება მოითხოვოს: „მაქვს ძველი დოკუმენტები“.

პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ვახტანგ თედორაძემ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა როგორც ზეპირად, ასევე წერილობით და რეაგირება მოითხოვა: „მითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ, თუმცა გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“.

რა გააკეთა მუნიციპალიტეტის მერიამ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზა მეზობლებს შორის უფრო მწვავე კონფლიქტის საგანი არ გახდეს?  – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერიას. მერიაში დაგვიდასტურეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ და კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირებაც მოახდინეს, თუმცა შედეგი მაინც არ დადგა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ, დავაჯარიმეთ, ყველაფერს თავისი ვადა აქვს. საქმე აღსრულებაშიც გადავაგზავნეთ, ახლა უკვე სასამართლოშიც. ვნახოთ, სასამართლო რას გადაწყვეტს. ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

Exit mobile version