გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 29 – 34 გრადუსი სითბო,
- ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო.
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო,
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი; ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი).
მომდევნო 2 დღეს, 6-7 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.