ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყო და 7 ივლისის ჩათვლით გრძელდება.
4 ივნისის მონაცემებით რექტორობაზე განაცხადი მხოლოდ უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს აქვს გაკეთებული. „ბათუმელებთან“ საუბარში მერაბ ხალვაშმა დაადასტურა რომ აპირებს ისევ იბრძოლოს რექტორის პოსტის დასაკავებლად.
რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 7 ივლისს, დღის 4 საათზე მთავრდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 15 ივლისს ჩატარდება.
ახალი რექტორი პოსტს 20 ივლისს დაიკავებს.