იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ გეოგრაფიულ არეალებში:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს.
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ოზურგეთის საკრებულომ სტატუსი მიანიჭა.
გომისმთის დანარჩენ ნაწილზე, რომელიც შუახევისა და ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, მიწის სისტემური რეგისტრაცია ამ ეტაპზე არ განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე ელექტროენერგიის ქსელი ყველა დასახლებისთვის [სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე], შუახევის მუნიციპალიტეტმა მოაწყო, თუმცა, ვინაიდან კანონით რეგისტრირებული საკუთრება აქ არავის აქვს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე უარს ამბობს.
ამ თემაზე: როდის იქნება შუქი გომისმთაზე
[checklist]
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
- ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა.
[/checklist]
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც იგეგმება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 837 700 ლარია გამოყოფილი.