ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, [კოტაჯვარზე] ახალი ტურისტული ადგილი – გადასახედი მოეწყობა. პროექტისთვის 166 320 ლარია გათვალისწინებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალურუ ტრანსფერის ფარგლებში გადაეცა ხულოს.

მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 2022 წლის 30 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 თებერვალს დასრულდება.

კოტაჯვარი [სოფელი ჩაო] არსებული სიტუაცია და რენდერი / ფოტოები პროექტიდან
სატენდერო განცხადებას თან ახლავს შესაბამისი პროექტი, რომლითაც კოტაჯვარის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

სამუშაოები 2022 წლის პირველი აპრილიდან არაუგვიანეს 150 დღეში უნდა დასრულდეს.

ჩაო, კოტაჯვარი / რენდერები პროექტიდან

სოფელი ჩაო აჭარისწყლის ხეობაში, ვაშლოვანის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრ სიმაღლეზეა და დაბა ხულოდან 6 კილომეტრითაა დაშორებული.

ვაშლოვნის თემი სოფლებს: ქვემო და ზემო ვაშლოვანს, სხანდარას, ჩაოს, შურმულსა და თაგოს აერთიანებს.

კოტაჯვარი / რენდერი

 

 

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

ორშაბათ, 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გაფიცულებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შეატყობინეს. გაფიცვას უერთდება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი.

სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან.

რამ მიიყვანა სოციალური სააგენტო და მისი თანამშრომლები ამ მდგომარეობამდე? „ბათუმელების“ კითხვებს ნინო ბარამიძე პასუხობს – ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

  • ქალბატონო ნინო, თქვენი ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება ხელფასებს. რატომ დადგა ეს საკითხი მაინც და მაინც ახლა დღის წესრიგში, რას ითხოვთ გაფიცულები? 

წლებია გვაქვს მიზერული ხელფასი. ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს – სპეციალისტებიდან დავიწყოთ, დღეს ხელზე იღებენ 360 ლარს და  50 ლარიანი სხვაობით მიყვება: მაქსიმუმი – მთავარი სპეციალისტის ხელფასი დღეს არის 520 ლარი. მგონი ყველა ხვდება, რომ ამ ხელფასებით ვერ შევძლებთ ოჯახების რჩენას. საკუთარ თავსაც კი ვერ ვირჩენთ. რეალურად ეს თანხა იმაში გვეხარჯება, რომ სამსახურამდე მივიდეთ და უკან დავბრუნდეთ. წლებია ამ რეჟიმში ვართ, მაგრამ პანდემიის და ინფლაციის ფონზე უკვე შეუძლებელია ამ ხელფასებით არსებობა. არამარტო მე, არამედ მთლიანად სამსახური, მთელი თანამშრომლები ამ აზრზე ვართ – ყველანი ვიფიცებით.

მოლოდინი გვქონდა უკეთესი, იყო დანაპირები, რომ ჩვენი ხელფასები 30%-ით მაინც მოიმატებდა, მაგრამ როდესაც „ჩამოვარდა“ ჩვენი საშტატო განრიგი და იქ ნამატი მხოლოდ 10%-ია [სხვა გამოხმაურება ჯერჯერობით არ ყოფილა], ამან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოიწვია აღშფოთება და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ფაქტობრივად, არ გვიღირს ასეთი სამსახური.

ჩვენ წლებია ვემსახურებით სოციალურად დაუცველ ფენას ღირსეულად, თავდაუზოგავად და ჩვენ ახლა ვითხოვთ იმდენ ანაზღაურებას, რომ ჩვენ თავად გადავრჩეთ. არა მგონია ეს არარეალური მოთხოვნა იყოს.

მოკლედ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მატება.

  • 10%-იანი მატება კანონით არის განსაზღვრული და ეს ცხადია თქვენზეც გავრცელდებოდა. თქვენ რატომ გქონდათ უფრო მეტი მატების მოლოდინი – ვინმე ამის შესახებ დაგპირდათ, თუნდაც სიტყვიერად?

მე ვარ ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ოფისში. ჩვენ ხელფასები გაწერილია და შტატიანი თანამშრომლები ვართ, მაგრამ სოციალური აგენტები არიან ხელშეკრულებით. მათ მინიმუმ აქვთ ერთთვიანი და მაქსიმუმ სამთვიანი ხელშეკრულებები და ისინი არიან გამომუშავებაზე. მათ ერთ დეკლარაციაში უხდიან 4.95 ლარს. რა თქმა უნდა, ისინი ახლა ითხოვენ, რომ გაიზარდოს თითო დეკლარაციის ტარიფი. რა თქმა უნდა, ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯსაც – აგენტი ხომ უნდა მივიდეს ბენეფიციარამდე.

ერთი ოჯახის დეკლარაციის შესავსებად ჩვენს აგენტს შეიძლება დასჭირდეს 3 ვიზიტი, რადგან არ ხდებიან ყოველთვის ბენეფიციარები. მაშინ, როცა 70 თეთრი გახდა მგზავრობის ტარიფი ბათუმში, ეს თანხა მგზავრობასაც კი არ ეყოფა. მაშინ, როცა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა შეიძლება სოციალური დახმარების სახით უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე აგენტმა, რომელმაც იმუშავა მის დასახმარებლად.

ეს რეალობაა. ჩვენ, არც ერთი, არ ვართ იმისათვის მოწოდებული, რომ რაიმე პრობლემა შევუქმნათ სააგენტოს, მით უმეტეს ბენეფიციარებს არ გვინდა, რომ რაიმე პრობლემა შეექმნათ, მაგრამ ჩვენც ვართ ყველანი ოჯახებიდან გამოსულები და ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას.

  • თქვენ თუ იცით, ერთი სოცაგენტის ვალდებულება რა არის, რამდენი დეკლარაცია უნდა შეავსოს ერთი თვის განმავლობაში?

აქამდე იყო გეგმა – მინიმუმ 60 ერთეული დეკლარაცია იყო შესავსები. ოფიციალური ხელფასის შემდეგ მათ თითო დეკლარაციაზე ერიცხებათ 4.95 ლარი, მაგრამ პანდემიის გამო ეს რეალურად განსაზღვრული არ არის. ადრე იყო, როცა 150 ოჯახსაც ავსებდნენ, 80 ოჯახს და ხელფასიც გამოსდიოდათ. მაგრამ, დღეს, სოციალური აგენტები ოჯახებში ვერ შედიან ვირუსიდან გამომდინარე – სააგენტოს თვითნებურად გადამოწმებას ვერ შეძლებს, მთლიანად დამოკიდებულია ბენეფიციარების განაცხადებზე. შესაბამისად, დრეს არ არის ის რაოდენობა დეკლარაციების, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ავიდეს 500 ლარზე.

ფიზიკურად არ არის სამუშაო, თითოეული აგენტი 60 დეკლარაციასაც ვერ ავსებს, ამდენი რაოდენობა ფიზიკურად არ არსებობს.

  • გაფიცულია ბათუმი, ხულო, ხელვაჩაური და შუახევი, სულ რამდენი ადამიანი ხართ აჭარაში გაფიცული?

ზუსტად არ ვიცი. დაახლოებით 35 ადამიანი. 5-5 აგენტი უნდა იყოს შუახევსა და ხულოში. ბათუმის ცენტრი მთლიანად არის გაფიცული და სულ 16 ადამიანი ვართ, ხელვაჩაურში – 8 თანამშრომელია. ზუსტი მონაცემები არ მაქვს.

  • გგონიათ, რომ მოგისმენენ, გაიგონებენ თქვენ ხმას?

აუცილებლად მოგვისმენენ და გაიგონებენ. ამის იმედი გვაქვს. გადახედონ ჩვენს ხელფასებს.

  • სააგენტოს პარალიზების საფრთხე რამდენად არსებობს?

ჩვენი მიზანი პარალიზება და ლოკდაუნი არ არის. არ ვიცი, როგორ შეძლებენ, მაგრამ ოფისი ალბათ სამუშაოს გააგრძელებს. ამის შესახებ მე არ ვიცი. ვიცი ის, რომ ყველა თანამშრომელი ბათუმის ცენტრში იფიცება.

არის ცენტრები, განყოფილებები, სადაც თითო-ორი ადამიანი დარჩება, მაგრამ ეს აჭარაში არ იქნება. ჩვენ გვინდა ნორმალური ანაზღაურება და იმედია ჩვენი ხელისუფლება ამას გაიგონებს.

ჩვენ ორშაბათს მივალთ სამსახურებში, მაგრამ არ შევალთ სამუშაო სივრცეში.

რამდენი იქნება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 15 იანვრიდან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალიდან, 15 იანვრიდან, იქნება:

  • 1 ევრო – 3.5268 ლარი [დღეს არის 3.5376]
  • 1 აშშ დოლარი – 3.0775 ლარი [დღეს 3.0866]
  • 1 თურქული ლირა – 0.2271 ლარი [დღეს 0.2269]

აღნიშნული ოფიციალური გაცვლითი კურსი 2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.

10 იანვართან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან მიმართებით – გაუფასურდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან, აშშ დოლართან და თურქულ ლირასთან მიმართებაში გრაფიკულად [10 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით] 

[red_box]

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში [10-17 იანვარი, 2022]

ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში

[/red_box]

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში [10-17 იანვარი, 2022]

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი თურქულ ლირასთან მიმართებაში [10-17 იანვარი, 2022]

ლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებაში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ილია წულუკიძე კოვიდით გარდაიცვალა

დღეს, 14 იანვარს, ბათუმში, კლინიკა „ბაუს“ კოვიდგანყოფილებაში ილია წულუკიძე გარდაიცვალა.

ილია წულუკიძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში გართულებული მდგომარეობით მოთავსებული იყო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.

ილია წულუკიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა აჭარაში, მათ შორის ბათუმის მერად და იყო აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრიც [პოლიციის გენერალ-მაიორი].

ილია წულუკიძეს მალე 72 წელი შეუსრულდებოდა.

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს.

სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის დარეგულირება ერთ-ერთი საკითხია, რომლის გამოც ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას და საკრებულოს შეკრებას ითხოვს.

„ვიცით, რომ ქალაქში მძღოლებმა სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფები, მართალია უკანონოდ, მაგრამ გააძვირეს. ამ ტარიფებთან დაკავშირებით არის სამსჯელო. საკრებულოს აქვს გადაწყვეტილება მისაღები მერიასთან ერთად, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს და გამოსავალი ინახოს – დაკმაყოფილდნენ როგორც მძღოლები, ასევე მოსახლეობაც იყოს კმაყოფილი.“ – აცხადებს ოპოზიცია.

მუნიციპალურ ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფს ქალაქის საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. საკრებულომ ვერც ახალი თავმჯდომარე აირჩია.

საკრებულო რომც შეიკრიბოს, მგზავრობის ტარიფის ცვლილების შესაბამისი პროექტით მას მერიამ უნდა მიმართოს.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან სამარშრუტო მიკროავტობუსებით, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ინსპექცია

აჭარის სანაპიროზე ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანი ამინდი, თოვა, ელჭექი, მაღა ლმთაში ქარბუქია მოსალოდნელი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა:

სანაპირო რაიონებში

  • ღამით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო
  • დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

შიგამთიან რაიონებში

  • ღამით 0-5 გრადუსი ყინვა.
  • დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

მაღალ მთაში

  • ღამით 10-15 გრადუსი ყინვა
  • დღისით 3-8 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე, თოვა. ტალღის სიმაღლე 20-40 დმ (5-6ბალი);

მომდევნო 2 დღეს, 16-17 იანვარს [კვირას და ორშაბათს], აჭარაში შენარჩუნებული იქნება თოვა. მაღალ მთაში ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

15-18 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს“.

მთავარი ფოტო, „ბათუმელების“ არქივიდან

14 იანვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

არსებული სახელმწიფო დროშა [გერბთან და ჰიმნთან ერთად] შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

[red_box]ამ თემაზე: სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე – საქართველოს დროშების ამბავი[/red_box]

საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს, აწესრიგებს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“.

ეს კანონი განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს და დაცვის წესს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალების შენახვის ადგილებს.

ამ კანონით:

  • საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილია საქართველოს პრეზიდენტის თბილისის რეზიდენცია.
  • საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.
  • საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე მცირე ზომის.

 

  • დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია.
  • საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2022 წლის 21 იანვრიდან ძალაში შევა ასევე საქართველოს კანონი, რომელიც სასჯელს, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვისაც ითვალისწინებს.

ამავე კანონით, ფიზიკური პირი დაისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს:

ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან დასჯადია

 

აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 14 იანვარი

14 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში:

  • საავადმყოფოებში მკურნალობს – 596 პაციენტი, აქედან
  • მძიმე პაციენტია – 128, ხოლო
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 45 პაციენტი.

ამ დროისთვის, 539 ადამიანი მკურნალობს აჭარის კოვიდსასტუმროებში.

რეგიონში ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე, 2 473 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოქალაქეებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად უკვე სპეციალურად შექმნილ პორტალზეც შეუძლიათ დარეგისტრირება.

14 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 36 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 567 ახალი შემთხვევა:

გარდაიცვალა 36 პაციენტი, დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

გარდაიცვალა 36 პაციენტი, დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

14 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 36 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 567 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 984 802 , ბოლო 24 საათში – 5 567
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 924 072 , ბოლო 24 საათში – 1 661
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 395 , ბოლო 24 საათში – 36

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 60 753, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, PCR ტესტით – 26 661

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,16%, ბოლო 14 დღის – 9,14%, ბოლო 7 დღის – 9,84%

სულ აცრილია – 2 596 549, დღიურად აცრილია – 6 864

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც:

  • 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 596, იმერეთში – 797.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 128, იმერეთში – 255.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 45, იმერეთში – 25.
  • 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 – თბილისში, 539- აჭარაში.

39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 096 შემთხვევა.

 

 

ბიბლიოთეკა შენ ხარ – ნათია კაპანაძე “მოგზაური ბიბლიოთეკისთვის”

ავტორი: ნათია კაპანაძე, უფლებადამცველი, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი, აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი

ორი შობის და ორი ახალი წლის ამ ჯადოსნურ დღეებში ყველას გვაქვს შესაძლებლობა წუთით მაინც დავრჩეთ მარტო საკუთარ თავთან. ჩავიფიქროთ სურვილები, მხოლოდ ჩვენ რომ გვეკუთვნის. საახალწლო ფილმის გმირებივით გავიმარტივოთ მომავალი ერთი წლის რთული დღეების გადალახვის გეგმა, დაველოდოთ გლობალურ ცვლილებებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ორი შობის და ორი ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში ყველაფერი შესაძლებელია.

მაგრამ წინ იანვრის მიღმა არსებული რეალობაა – განვითარებადი (თუ ჯერ კიდევ განუვითარებელი) დემოკრატია, გაქრობამდე დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ხარვეზებით სავსე განათლების სისტემა, პანდემიის მართვის კრიზისები, ბავშვებზე, ქალებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე გაბატონებული მოძალადე გარემო, სტუდენტების დასაქმების დაბალი შანსი, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების და მედიის დევნის ტენდენციები…რაც მთავარია, გაძვირებული ცხოვრება და გადასახადები. ამ და სხვა გამოწვევებს 2022 წელს უნდა გავუმკლავდეთ.

სხვადასხვა დონის პრობლემების ფონზე, ჩვენ მაინც გვეკუთვნის დრო ჩანაფიქრებისთვის და წინ მთელი წელია მათი ასრულების ჯადოსნურადვე გვჯეროდეს.

რა არის შენი სურვილი?

ცხადია, პასუხი ინდივიდუალური და ინდივიდუალურად განსხვავებული იქნება. როგორიც არ უნდა იყოს შენი საახალწლო თუ საშობაო ჩანაფიქრი, მისი ასრულება შენზე, უფრო ზუსტად შენი და შენი გარშემომყოფების ღირებულებით თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული.

ღირებულებების გაცვლა კი ისევ წიგნებით და ისევ განათლებითაა შესაძლებელი. თუ კაცობრიობის ისტორია თაობიდან თაობაზე გადაცემული ცოდნის ისტორიაა, დღეს ერთ-ერთი ასეთი შანსი ბორბლებზეა შემდგარი და აჭარის მაღალმთიან სოფლებში “მოგზაური ბიბლიოთეკის” სახელით დადის.

ორი შობის და ორი ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში იქნებ კიდევ ერთხელ დავრჩეთ საკუთარ თავთან და გადავამოწმოთ მართლაც როგორ არის ჩვენი სურვილების ასრულება სხვების განათლებაზე დამოკიდებული: გინდა იყო ჯანმრთელი? – შენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებ თუ კვალიფიციური ექიმები იქნებიან ჩვენ ქვეყანაში, გინდა მშვიდ გარემოში იცხოვრო? – ეს კარგი პროკურორების, კარგი პოლიციელების, კეთილსინდისიერი მოსამართლეების ცოდნასთანაა დაკავშირებული, შენი და შენი ოჯახის გადარჩენას მეზობლების კეთილსინდისიერება და მათი ეკოლოგის ცოდნის ხარისხი განსაზღვრავს, გინდა იყო ლამაზი? – ესეც განათლებული კოსმეტოლოგების, დიეტოლოგების, ფრჩხილის, თმის, კანის მოვლის სპეციალისტების გარემოცვაში შეიძლება მხოლოდ.

გინდა ფინანსური წარმატება? – ეს შენი თანამშრომლების, ფინანსისტების და საქმიანი პარტნიორების ცოდნის ნაწილია. მიწის დამუშავებას, ნატურალური პროდუქტების მიღებას ვერ შეძლებ საუკეთესო ქიმიკოსების და ფერმერების გარეშე. გინდა შენი შვილები ჯანსაღ გარემოში უსაფრთხოდ გაიზარდონ? – შენ უნდა გაიღო მცირედი მაინც მასწავლებლების და მომავალი მასწავლებლების გაძლიერებისთვის…

კიდევ უფრო ზუსტები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ შენი სურვილების ასრულება შენი მოქმედებების შედეგი იქნება. მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში, შენი ინვესტიცია გაორმაგდება კიდეც. მთავარია, ახლა რესურსები სხვასაც გაუზიარო, გაღებული 10 ლარი ან გაჩუქებული ერთი წიგნიც კი გააუმჯობესებს შენი სურვილების ასრულების შანსებს. ცხადია, რაც მეტს გაიღებ, ის უფრო და უფრო გაიზრდება.

შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში.

შეგროვებული წიგნები შეგიძლიათ მიიტანოთ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. 48-ში.  (გაზეთ “ბათუმელების” ოფისი).

ყველა იმსახურებს აუსრულდეს ახალი წლის და შობის ჯადოსნური სურვილები, ასე ჩვენი სურვილების ასრულებისას კი არ გაგვიმართლებს, უბრალოდ დავიმსახურებთ.

იქნებ ბიბლიოთეკა შენ ხარ?

იქნებ შენ ხარ ის, ვინც ცოდნა უნდა გადასცეს ახალ ადამიანებს, ახალ თაობებს?

გამოიყენე  შესაძლებლობა და მიიღე მონაწილეობა საკუთარი სურვილების ასრულებაში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

5 100 ოქროსა და ვერცხლის მედლისთვის 220 ათასი ლარი დაიხარჯება

2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს [მოოქროვილი] და ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება/მოწოდებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მედლების შესაძენად 220 500 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერის მიხედვით, დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 5 100 ცალი. მათ შორის: 3 900 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 1 200 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი. თუმცა, დასამზადებელი მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 21 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მედლების და მედლის ჩასადები ყუთების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 3-ჯერ შერჩევით მოახდინოს ერთი ცალი ოქროს [მოოქროვილი] და ერთი ცალი ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლის ამოღება და მისი საექსპერტო კვლევა. ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი. ექსპერტიზაზე გაგზავნილი მედლები არ ჩაითვლება შესყიდვის საერთო რაოდენობაში. ექსპერტიზაზე გაგზავნილი მედლები მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს ხელახლა და 10 კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდველს“.

მედლებზე უნდა გავრცელდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 3 წლის ვადით. მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით, ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში.

—–

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტომდე, ოქროს მედლები მიღებული არ ჰქონდათ 2017-2018 [რამდენიმე მოსწავლეს], 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულ მოსწავლეებს. მიზეზად ბოლოს ტენდერის ჩავარდნა დასახელდა, რის შემდეგაც სააგენტომ მედლები ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, მედლებში სააგენტომ 333 345 ლარი გადაიხადა. ხელშეკრულება შპს „მერიდიან+“-თან გაფორმდა.

საინტერესოა ვინ რამდენ ლარად სთავაზობდა სააგენტოს ჯამში 8 735 [მოოქროვილი და მოვერცხლილი] მედლების დამზადებას გასულ წელს.

„2021 წლის, 17 მაისის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ მესამედ ჩატარებულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და დადგენილ ვადაში შემოთავაზება წარმოადგინა შვიდმა კომპანიამ:

  • შპს სახელოვნებო სტუდია „სამება“ – 2 102 607 ლარი;
  • შპს „ედვერთაიზინგ ნიუ იორკ სითი“ – 808 695 ლარი;
  • შპს „ზარაფხანა“ – 631 599 ლარი;
  • შპს „ლამბრეკენი“ – 531 284 ლარი;
  • შპს „მარსელ ჯორჯია“ – 382 525 ლარი;
  • შპს „დაზგა“ – 358 345 ლარი;
  • შპს „მერიდიან+“ – 333 345 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემჭიდროებულ ვადებში განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულებად განისაზღვროს 333 345 ლარი“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა.

ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი.

ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი შესაბამისი პროდუქციის რეალიზაციით ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევით.

ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებას

  •  უფლება აქვს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა და მიიღოს შემოსავალი მხოლოდ ისეთი აქტივობებიდან, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე.
  • ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დაცული უნდა იყოს ის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები და მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ახალი წესის მიხედვით:

  • სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები, უნდა მოხმარდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების მიღწევასა და მისი ფუნქციების შესრულებას.

[toggle title=”რას უნდა მოხმარდეს მიღებული შემოსავალი, ვრცლად ნახეთ აქ“]

ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხელს უნდა უწყობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების შესრულებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც შეიძლება, იყოს:
– საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მისი  საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
– ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სამეწარმეო უნარებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
– სასწავლო პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ინტეგრირებით პროფესიულ სტუდენტთა მომზადების  ხელშეწყობა;
– ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის [პროფესიული სტუდენტების სახით] სამუშაო ბაზარზე ირიბად შესვლის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრებამდე;
– საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
– პროფესიული და სამეწარმეო  უნარების  განვითარებით კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების  ზრდის ხელშეწყობა;
– საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაში;
– შრომის ბაზარზე პროფესიული  განათლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა და მათ მიმართ  სანდოობის გაზრდა;
– საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული სტუდენტების/კურსდამთავრებულების ურთიერთობების გამყარება პარტნიორ-ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებთან, მათ შორის, კლიენტებთან;
– საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობის, ინტერესისა და იმიჯის ამაღლება.

  • საგანმანათლებლო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები უარყოფითად აისახოს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებასა და სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე, სამართლებრივი, ფინანსური, მატერიალური, ფიზიკური ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით.
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური და საგანმანათლებლო საქმიანობის სააღრიცხვო ნაწილი უნდა იყოს გამიჯნული.

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის შეძენილი მატერიალური მარაგების გამოყენება სასწავლო ან/და სხვა საქმიანობისათვის არ არის ნებადართული ისევე, როგორც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული ის მატერიალური მარაგები, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის და არ ხდება სწავლების პროცესში შექმნილი დასრულებული პროდუქტის სახით მათი რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა.

[/toggle]

ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა, პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის შრომითი რესურსის გამოყენება იმ დაშვებით, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.

მასწავლებლის ან/და სტუდენტის მიერ გაწეული შრომა კი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიიღებს უსასყიდლოდ, მმართველობითი აღრიცხვისა და სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისთვის დაანგარიშებული უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული საშუალო სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით. პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაანგარიშება მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული მინიმალური სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით.

„სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები“ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 12 იანვრის დადგენილებით დაამტკიცა. დადგენილება ამავე წლის 13 იანვარს ამოქმედდა.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / პროფესიული განათლება /ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჩინელი ქალი ლოკდაუნის გამო ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში COVID-19 ის გამო მოულოდნელად გამოცხადებული ლოკდაუნის შედეგად ახალგაზრდა ქალი ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა. ქალი მშობლების გარიგებულ კაცთან პაემანზე 5 იანვარს მივიდა და 9 იანვარსაც მასთან ერთად იყო.

ამის შესახებ, თავად ქალმა, ვანგმა გამოაქვეყნა ჩინურ სოციალურ ქსელში. ქალის თქმით, იგი მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ჟენჯოუში.

“საკმაოდ დავბერდი, ამიტომ მშობლებმა 10 ბრმა პაემანი დამინიშნეს. მეხუთე პრეტენდენტმა თქვა, რომ კარგი მზარეულია და სახლში დამპატიჟა, რათა ჩემთვის კერძები მოემზადებინა”, – წერს ვანგი. სწორედ ვახშმის დროს ვანგმა აღმოაჩინა, რომ მასპინძლის უბანი მკაცრ ლოკდაუნში მოექცა და ბინის დატოვების უფლება არავის ჰქონდა. ამის გამო რამდენიმესაათიანი პაემანი რამდენიმედღიან თანაცხოვრებად იქცა.

კვირას ჩინურ მედიასთან საუბარში ვანგმა აღნიშნა, რომ უკვე 4 დღეა გაჭედილია და მსგავსი მდგომარეობა “იდეალური არაა”.

კადრი ვანგის ვიდეობლოგიდან / წარწერა ფოტოზე: „ლაგება საჭირო არაა“

მისივე თქმით, მასპინძელი ყოველდღე ამზადებს კერძებს და არც ლაპარაკით აწუხებს.

კადრი ვანგის ვიდეობლოგიდან / წარწერა ფოტოზე: „საჭმლის კეთება საჭირო არაა“

დღეისთვის უცნობია ქალმა შეძლო თუ არა საკუთარ სახლში დაბრუნება. თუმცა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები ჟენჯოუში ბოლო დღეებში შენარჩუნდა: გასული კვირის განმავლობაში ჟენჯოუში Covid 19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამშაბათს, 11 იანვარს, ქალაქში პირველადი აუცილებლობის დაწესებულებების გარდა, ყველა ბიზნესის დახურვის ბრძანება გაიცა. 12.6 მილიონ ქალაქში ფართომასშტაბიანი Covid-19 ტესტირება დაიწყო, აქ მცხოვრებლებში ნებისმიერი ასიმპტომური Covid 19-ის აღმოსაჩენად.

ჩინეთს ე.წ. ნულოვანი Covid 19-ის  პოლიტიკა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევა, კონტაქტები და არეალი ლოკდაუნში ექცევა, ტესტირების სერიები წყება და სხვა რეგულაციებიც ირთვება.

ვანგი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში მოულოდნელი ლოკდაუნის გამო გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში ჩავარდა.

__

წყარო: BBC News

ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი პირი

დღეს, 13 იანვარს, ბათუმში, თავდადებულისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავარია ბათუმში / 13.01.2022

მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ  მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება.

იგი 1994 წელს აღმოაჩინეს და ცნობილია, როგორც „7482“ .

ნასას სამეცნიერო ცენტრის მონაცემების მიხედვით, რომელიც პოტენციურად სახიფათო კომეტებსა და ასტეროიდებს იკვლევს, კოსმოსური სხეული 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 18 იანვარს 1,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს. 

ნასას პროგნოზით, „7482“ დედამიწას არ დაეჯახება, თუმცა იგი ბოლო ორასი წლის განმავლობაში დედამიწასთან ყველაზე მეტად მოახლოებული ასტეროიდი იქნება.

___

მთავარი ფოტო: ნასა. ასტეროიდ ბენნუს 2019 წლის ხედი – შეიქმნა ნასას კოსმოსურ ხომალდ OSIRIS-REx-ზე მიმაგრებული NavCam 1 -ის კამერის მიერ გადაღებული ორი სურათის კომბინაციით.

სამგზავრო ბარათს ბათუმში მარკეტებსა და ფოსტის ჯიხურებშიც შეიძენთ – კონკრეტული მისამართები

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის შეძენა Express Pay-ს გადახდის აპარატების გარდა, ბათუმში შესაძლებელია სხვა 52 ლოკაციაზეც: „სპარის“, „ნაზილბესა“ და „ვილმარტის“ მაღაზიათა ქსელებში, ასევე საქართველოს ფოსტის ჯიხურებში.

სტანდარტული ბარათი BATUMI CARD-ის საფასური შეადგენს 2 ლარს,  რომელიც აისახება საბარათე ანგარიშზე.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 30 თეთრს.

კონკრეტული მისამართები სადაც ბარათის შეძენა შეგიძლიათ

საქართველოს ფოსტის ჯიხურები

  • დაბა მახინჯაური # 25
  • ჩაქვი, თამარ მეფის 58 მ/ტ. # 26
  • სარფი, (საბაჟოს მიმდ) # 13
  • ბათუმი, თამარის დასახ სახლი 10 მ/ტ(ბენზე) # 18
  • გორგილაძის და ასათიანის კვეთა (მერიასთან). # 1
  • გორგილაძის 2-ის მ/ტ. # 2
  • ბარათაშვილის 51 მ/ტ (ჭავჭავაძის კვეთა) # 6
  • ზ.გამსახურდიას 1/5  # 7
  • ჭავჭავაძის 15-ის მ/ტ. # 10
  • წერეთლის 44/48 # 11
  • ჭავჭავაძის 4 მ/ტ (ჭავჭ.- გამსახ.კვეთა) # 12
  • წერეთლის 26-ის მ/ტ. # 14
  • მაიაკოვსკის ქ. 4-ის მ/ტ (ბაზრის ცენტრ. შესასვლელი) # 15
  • რუსთაველის და მელიქიშვილის კვეთა # 3
  • ჭავჭავაძის 48-ის მ/ტ. # 4
  • ჭავჭავაძის 90-ის მ/ტ. # 5
  • აღმაშენებლის 36-ის მ/ტ (ბაზრობასთან) # 9
  • გორგილაძის 54/62-ს მ/ტ. # 19
  • პუშკინის 132 # 20
  • ჯავახიშვილი 72 მ/ტ. # 24

„სპარი“

  • ბათუმი – ხიმშიაშვილის N9ა
  • პუშკინის N57
  • ზუბალაშვილის N3
  • ფარნავაზი მეფის N43-101
  • გოგებაშვილის N32
  • გრიშაშვილის N15
  • აჰმედ მელაშვილი N7
  • ხიმშიაშვილის N27
  • გენ. ა. აბაშიძის N33
  • გორგასლის N156
  • გორგილაძის N98
  • გორგილაძის N61
  • კლდიაშვილის N 20-22
  • მელიქიშვილის N91
  • გ. ტაბიძის N26
  • ლერმონტოვის N31-37
  • ფარნავაზ მეფის N 67
  • ბაგრატიონის N156
  • ფ. ხალვაშის  N42 ა

„ნაზილბე“ 

  • ლეონიძის ქ.N8ა
  • გოგოლის ქ.N13
  • ბესიკის ქ.N 49/51
  • ლერმონტოვის ქ.N107ბ
  • ჯავახიშვილის ქ.N80ა
  • აბუსერიძის ქ.N6
  • დადიანის ქ.N3
  • ისრაფილ ჯინჭარაძის ქ.N1
  • მაიაკოვსკის ქ.N99
  • ფრიდონ ხალვაშის 186

„ვილმარტი“  

  • ინასარიძის ქ.14ა
  • კობალაძის ქ.4
  • გორგილაძის ქ.63

ამავე თემაზე:

ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

„ნუთუ არ მაქვს უფლება სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად“ – სააკაშვილის სასამართლო

დღეს, 13 იანვარს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება თბილისი საქალაქო სასამართლოში “საზღვრის კვეთის” საქმეზე. პროცესზე, რომელსაც თავად სააკაშვილიც ესწრება, ექსპრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმზე, რომელსაც უწოდა თავის აშენებული.

„სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოს საზღვარი საერთოდ არ ჰქონდა. საქართველოს არ ჰქონდა არც სანაპირო კატარღები, ერთი ცალი კატარღა დადიოდა ამერიკელების ნაწყალობევი, საქართველოს არ ჰქონდა არც რადარები, არც საჰაერო დრონები და ასე შემდეგ…

მე მინდა მივმართო იმათ, ვინც მხარს არ მიჭერს: სირცხვილი არ არის, ხომ დადიხართ ბათუმში, ხომ გსიამოვნებთ სანაპიროს ბულვარი. სამწუხაროდ, ბევრი რაღაცა ვერ დავამთავრეთ, ახლა მე უფრო სხვა თვალით ვუყურებ, რა შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო, მაგრამ რაც მოვასწარი ისიც ხომ მაგარია?

სირცხვილი არ არის რომ ამ ყველაფრის შემქმნელი… ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი, ვისაც არ ახსოვს, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა საბაჟოს გავლა – ჩოლოქზე. იცით როგორ გადავლახე ერთხელ „საზღვარი“? – საბარგულში. ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო, აი იქ ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც არ იყო საქართველოს იურისდიქციაში. მე ვიყავი მაშინ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე.

ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით? აღარ არის არც ჩოლოქი, აღარც ის ბანდიტები…

სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, მალულად უნდა დადიოდეს ამ ბათუში? რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს ამ ქვეყნად? კეპკაჩამოფარებული, კაპიშონჩამოფარებული იმ ადგილებში, რომლის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაწყებულია, დაგეგმილია და რამდენი გაგვიჩერეს. არ არის ეს სირცხვილი? მე ხომ არ გეუბნებით ხმა მომეცით. ნუთუ მე არა მაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?“

___

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციამ ორი პირი – 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 1 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “BLOW MINI MOD 2003”-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

აჭარის დაბლობში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, დასავლეთის
მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა 4-10 კმ, ტალღის სიმაღლე 13-18დმ [4ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 15 და 16 იანვარს აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი.


13 იანვარი / გოდერძზე ინტენსიური თოვა დაიწყო – რა ხდება სათხილამურო ტრასაზე:

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მოამზადებს საკითხებს საკრებულოს სხდომისთვის. საკრებულოს ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშაონ ასეთ ჯგუფში და დღეს მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერი არ შეხვდათ. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მერი შვებულებაში გასულა.

არჩილ ჩიქოვანის შვებულებაში გასვლას ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი არის შვებულებაში. 10 დღე ისვენებდა მერია და ახლა მერი გადის შვებულებაში, ეს არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა. რაში დაიღალა, რა იშრომა ამ კაცმა, რომ ასე დაიღალა. მერმა წინასწარ უნდა გვაცნობოს მოსახლეობასაც, რომ შესაძლოა მას აქვს ისეთი მდგომარეობა, თუნდაც ოჯახური, რომ სჭირდება შვებულება, მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის მიემგზავრება დასასვენებლად. თუმცა ახლა ამას ვერ დავადასტურებ ასი პროცენტით. ამიტომ ქალაქი არის უპატრონოდ. შესაბამისად, მას სჭირდება ქმედითი საკრებულო, რომელიც არ იკრიბება [საკრებულოს შენობაშიც კი არ მოდის „ოცნების“ წევრები] და ქმედითი მერი“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

სამუშაო ჯგუფის შექმნას და საკრებულოს შეკრებას ოპოზიცია „სამი ძირითადი პრობლემის“ გადასაწყვეტად ითხოვს:

  • ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარის ხარჯვის დაკონკრეტება ბიუჯეტში;
  • სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის დარეგულირება;
  • ცვლილებები სოციალურ პროგრამებში.

პირველი: ავარიულ სახლებზე გამოყოფილი 18 მილიონი ლარი ბიუჯეტში არ არის ჩაშლილი თუ რაში უნდა დაიხარჯოს, რომელ მისამართებზე ეს თანხა. ამიტომ საჭიროა ცვლილება ბიუჯეტში და დაკონკრეტება, რასაც საკრებულოს თანხმობა სჭირდება;

მეორე: ვიცით, რომ ქალაქში მძღოლებმა სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფები, მართალია უკანონოდ, მაგრამ გააძვირეს. ამ ტარიფებთან დაკავშირებით არის სამსჯელო. საკრებულოს აქვს გადაწყვეტილება მისაღები მერიასთან ერთად, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს და გამოსავალი ინახოს – დაკმაყოფილდნენ როგორც მძღოლები, ასევე მოსახლეობაც იყოს კმაყოფილი.

და მესამე საკითხი არის კონკრეტული სოციალური პროგრამები, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი და ამ პროგრამებში შესატანია ცვლილებები.

კოვიდსიტუაციაც მძიმდება და ამ კუთხითაც აუცილებელია მერიის და საკრებულოს მეტი ჩართულობა“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა შესაბამის ცვლილებებს მხარი დაუჭირონ თუნდაც იმ ბიუჯეტში, რომელიც ახალ საკრებულოს არ მიუღია და „არ მოსწონთ, ვინაიდან არ ასახავს ბათუმელების ინტერესებს“.

ბათუმის ახალი მერი, არჩილ ჩიქოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 ნოემბერს შეუდგა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ბოლოს, 2021 წლის 30 დეკემბერს, ენმ-ს წარმომადგენლების მოთხოვნით ჩანიშნა, თუმცა სხდომა არ შედგა, ვინაიდან „ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც არ ჰყავს.

ხანძარი ბათუმში, ჭაობის დასახლებაში

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების გზაჯვარედინზე ხანძარია.

ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო სამსახური.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლის დამხმარე ნაგებობას.

___

განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა.

დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე გახსნილია.

„სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს. გარდა ამისა, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს კვლავაც მიიღებენ.

სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. პანდემიის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში 2021 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.

აჭარაში კოვიდის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 იანვარი

13 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას გადის 3 339 ადამიანი. აქედან საავადმყოფოებში მკურნალობს – 619, კოვიდსასტუმროებში -518, ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 2 202 .

ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გაჯანმრთელდა – 141 პაციენტი.

13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 326 ახალი შემთხვევა.

ამავე თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

5 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 326 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 979 235 , ბოლო 24 საათში – 5 326
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 922 411 , ბოლო 24 საათში – 3 044
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 359 , ბოლო 24 საათში – 48
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 55 474, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, PCR ტესტით – 23 445
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო 7 დღის – 9,91%
  • სულ აცრილია – 2 588 299, დღიურად აცრილია – 9 700
  • კარანტინის რეჟიმში – 75
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 436
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 075

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 42 439 საიდანაც:

  • 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.
  • 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში.
  • 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035  ადამიანი.

 

ამავე თემაზე:

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს.

ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის.

„დღეის მდგომარებით, შესყიდულია დამატებით 6 სასტუმროს მომსახურება, სადაც მოთავსებული არიან როგორც კოვიდ დადასტურებული პაციენტები, ასევე მათი კონტაქტები და კოვიდის საეჭვო დიაგნოზით მოქალაქეები. ვინაიდან რეგიონში გაუარესებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და როგორც ჯანდაცვის სამინისტრო წერილით გვაცნობს, ახალი შტამის სწრაფი გავრცელებით მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის დამძიმება, რაზედაც საჭირო იყო დაუყონებლივი რეაგირება“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

დეპარტამენტის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ მათ მიერ შესყიდული მომსახურება „არის მაქსიმალურად მიახლოებული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნასთან [ფაქტობრივად დაკონტრაქტებული სასტუმროების ყველა ნომერი დაკავებულია] და არ აჭარბებს საჭიროებას“.

„ახალი შტამის სწრაფი გავრცელება, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ველოდოთ ეპიდსიტუაციის მეტად დამძიმებას.
მკვეთრად გაზრდილი შემთხვევების პარალელურად, COVID-19-ის დიაგნოზის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, ქვეყანაში მუდმივ რეჟიმში ხდება სტაციონარული საწოლების მობილიზება. თუმცა, მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით ყოველდღიურად უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კოვიდსასტუმროების დამატებითი მობილიზაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას ამ ეტაპისთვის 400-500 ოთახის [შემდგომში, საჭიროების მიხედვით, რაოდენობის გაზრდის პერსპექტივით] მობილიზებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისადმი 7 იანვარს გაგზავნილ წერილში.

საატუმროებთან ხელშეკრულებები ტენდერის გარეშეა გაფორმებული.

„საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შერჩევის პროცესში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. სასტუმროს შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ისეთი სპეციფიკური გარემოებები, როგორციაა სასტუმროს მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, სასტუმროს პერსონალის მზაობა.

სასტუმროს შერჩევის პროცესში ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მომწოდებლის შერჩევა ელექტრონული ტენდერის გზით ვერ განხორციელდება, ვინაიდან წინასწარ არ არის ზუსტად დადგენილი, თუ რა რაოდენობის საკარანტინე სივრცეა მოსაწყობი, ამასთან პანდემიის მართვის სირთულიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევა, როდესაც მყისიერად არის მოსაწყობი საკარანტინე სივრცე და დროის სიმცირიდან გამომდინარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

აღნიშნული ფაქტობრივი და რთულად პროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დეპარტამენტს უწევს საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით შესყიდვა განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში, კოვიდსასტუმროებში 466 ადამიანი იყო მოთავსებული.

ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

ბსუ-ში არაერთი სტუდენტი ვერ ახერხებს ოფლაინ ლექციებს ინგლისურში საუნივერსიტეტო სივრცეში დაესწროს, რადგან სოფელში ცხოვრობენ. სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო მეტად გართულდა სოფლიდან ქალაქში ყოველ კვირა ჩასვლას ერთ ან ორ ლექციაზე დასასწრებად. ამასთან, ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ჰიბრიდულად სწავლობენ.

ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს სოფელ ბეღლეთიდან გვიყვება, რა პრობლემები ექმნება პირადად მას და ასევე მის თანაკურსელებს სწორედ ამის გამო: „უნივერსიტეტში მხოლოდ ინგლისური გვიტარდება ოფლაინ – კვირაში ერთ დღეს. დანარჩენ საგნებს ონლაინ ვსწავლობთ. უნივერსიტეტი რომ დაიწყო ბინა ვიქირავე, ბათუმში გადავედი საცხოვრებლად, თან მუშაობა მიწევდა, რადგან ქირის ფული მჭირდებოდა. იძულებული ვიყავი. მერე ვერ გავართვი თავი მუშაობასა და სწავლას ერთად, ვერ ვსწავლობდი კარგად და სოფელში დავბრუნდი.

ახლა კი ჩემთვის რთულია ინგლისურის ლექციებს დავესწრო აუდიტორიაში. ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულება, ზოგჯერ ჩავდივარ, ზოგჯერ ვერა. ეს, ბუნებრივია, ჩემს ნიშანზე უარყოფითად ისახება და სწავლის მოტივაციასაც ვკარგავ.

ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მე არ მაქვს. ბევრ ჩემს კურსელს აქვს ეს პრობლემა“.

სტუდენტის თქმით, ახლახან სერიოზული პრობლემაც შეექმნა შუალედურ გამოცდაზე.

„შუალედური გამოცდა 24 დეკემბერს მქონდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები იყო ჩაკეტილი და ამიტომ ვერ ჩავედი ბათუმში გამოცდაზე. ლექტორს მივწერე გამოცდის გადატანის თხოვნით. ბათუმში ჩასვლა მხოლოდ 29 დეკემბერს შევძელი დიდი წვალებით.

მე და ჩემმა კურსელებმა, რომლებიც მსგავს დღეში არიან, ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვიფიქრე ლექტორისთვის გვეთხოვა, რომ სტუდენტები, ვინც სოფელში ვცხოვრობთ ონლაინ გამოვეკითხეთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხეთ.

ლექციას რომ დავესწრო, წინა დღით უნდა ჩავიდე ბათუმში. ინგლისურში ლექციები დილით გვაქვს.

ერთი ღამის გატარება მიწევს ქალაქში. ხან რომელ ნათესავთან ვრჩები, ხან რომელთან, ძალიან რთულია ასე ყოფნა. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა როგორმე შეიცვლება“, – ამბობს ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს სოფელ ბეღლეთიდან.

„ბათუმელებმა“ ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, მერაბ დიასამიძეს ჰკითხა, უნივერსიტეტი ხომ არ აპირებს შესთავაზოს რაიმე ალტერნატივა სოფელში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებსაც კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლექცია უტარდებათ აუდიტორიაში, სხვა ლექციები კი ონლაინ.

“უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს პანდემიას. ლაბორატორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობად ითვლება უცხო ენის სწავლება ჯგუფებში. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა არ აღემატება 18 სტუდენტს. ეს საშუალებას იძლევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის სრული დაცვით მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი ოფლაინ ინგლისური ენის ჯგუფებისთვის.

ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია – პანდემიის პირობებში სტუდენტები ოფლაინ სწავლობენ ინგლისურს.

ბუნებრივია, უნივერსიტეტი ფიქრობს იმ სტუდენტებზე, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში. უნივერსიტეტი ყველა საკითხს განიხილავს ინდივიდუალურად. ჩვენ  გვაქვს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ამ რესურსით.

ჩემი ინფორმაციით, სტუდენტების საკითხს, რომლებიც ინგლისურის ოფლაინ ლექციებზე ყოველთვის ვერ ახერხებენ დასწრებას, რადგან სოფელში ცხოვრებენ, განიხილავენ ცალკეული სპეციალობები.

მე არ მახსოვს რომელიმე მსგავსი საკითხი არ განხილულიყო უნივერსიტეტში ან სტუდენტის სასარგებლოდ არ მიეღოთ გადაწყვეტილება.

უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრიდან ცდილობს ოფლაინ სწავლებაზე გადავიდეს, რათა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი”, – განგვიცხადა მერაბ დიასამიძემ.

ბსუ-ში საახალწლო არდადეგები 3 იანვარს დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლა 10 იანვარს განახლდა.

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსიდან გასახლებულმა ერთ-ერთმა ქალმა. ეს კორპუსი ბათუმში 8 ოქტომბერს დანგრეული სახლის გვერდით დგას და აქ მცხოვრებლები ნგრევიდან მალევე, ღამის საათებში გაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი 2022 წლის 15 თებერვლამდე უნდა მომზადდეს. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი – კორპუსის გამაგრების სამუშაოების შესყიდვაზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს.

მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „სამშენებლო საპროექტო ჯგუფთან“ 60 ათას ლარზე, ტენდერის გარეშე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სრული დოკუმენტაცია 2022 წლის პირველ თებერვლამდე უნდა წარმოადგინოს.

„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ეს ავარიული კორპუსი 26 მაისის N13 კორპუსის [რომლის ნაწილიც 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა] მომიჯნავედ მდებარეობს.

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მემედ აბაშიძის N56-დან 36 ოჯახია დროებით გაყვანილი.

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, სულ 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის.

ამავე თემაზე:

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

მთავარი ფოტო: ავარიული კორპუსი ბათუმში, მემედ აბაშიძის 56-ში / ფოტო არქივიდან

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მოვლა-ექსპლოატაცია – 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ LED სანათზე, ან სანათში შეცვლილ ნაწილ(ებ)ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 10 წწლი, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან/და მექანიკური ზემოქმედებით“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

გამართულად უნდა იმუშაოს განათების მართვის ჭკვიანმა [სმარტ] სისტემამ. ეს სისტემა არ უნდა იყოს ავტონომიური და უნდა იქნას ღია სხვა
სისტემებთან ინტეგრაციისთვის მომავალში.

მერიის სამმართველომ ტენდერი 2-21 წლის 11 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

ტენდერში მონაწილეობისთვის, სხვა პირობებთან ერთად, პრეტენდენტს „2018 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება: გარე განათების წერტების მოვლა- ექსპლუატაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით და გარე განათების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით“.

ბათუმში გარეგანათების მოვლა-ექსპლოატაციაზე ტენდერებს შპს „აჭარგანათება“ უკონკურენტოდ იგებს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრა. ამასთან, „არსებული ინფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები“, – აღნიშნულია ოქმში.

სატენდერო კომისიის 2022 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმიდან

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცალკე ტენდერი – 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე – 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდა.

„აჭარგანათება“ ამჯერადაც უკონკურენტო იყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა 29-მილიონიანი ტენდერის დასრულების შემდეგ ეს ხელშეკრულება შეწყდება.

მერიის სამმართველოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლების მოთხოვნით გამოცხადებულ ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება“.

ამ თემაზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

„ღამით შიშით ვიღვიძებ, ლოდის ქვეშ ხომ არ მოვყევი-მეთქი“ – სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ამბავი

69 წლის ვერა ჯიჯავაძე და 75 წლის არმენ აკოპიანი უკვე რამდენიმე ათეული წელია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე  #61 კორპუსში, მე-2 სართულზე ცხოვრობენ.

დაახლოებით ერთი წელია სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ბინაში ბზარები ჩნდება და იმატებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია.

„გამოტეხვა რომ დაიწყეს, ისეთი ხმა იყო, არმენი ჩავიდა და ანიშნებდა, რომ საყრდენი კედლის გამოტეხვა არ შეიძლებოდა. იმათმა უთხრეს, შენ ვინ გეკითხებაო და მოიშორეს თავიდან”, – გვიხსნის ვერა სურდოთარჯიმნის დახმარებით. ვერას „ბათუმელებთან“ კომუნიკაციაში შორენა ლომაძე დაეხმარა

კორპუსის მამასახლილის დახმარებით, დაახლოებით 2 თვის წინ ოჯახმა განცხადებით მერიასაც მიმართა ბზარების წარმოქმნის რეალური მიზეზის გასაგებად, თუმცა საჯარო უწყებიდან პასუხი ჯერაც არ მიუღიათ:

„როგორც კი გამოტეხვა დაიწყეს ქვემოთ, მისაღებში ეგრევე გაიხსნა კედელი.

სულ სილა იყრება კედლებიდან, სულ ამას ვგვი, სახლი იწევა ქვემოთ და ამას ჩვენც ვგრძნობთ.

ბზარები შშმ პირების სახლის სხვადასხვა სივრცეში – სამზარეულოში, სათავსოში, აბაზანაში, საძინებელში და მისაღებში.

ტკბილად რამდენი თვეა აღარ მიძინია, ღამით შიშით ვიღვიძებ, ლოდის ქვეშ ხომ არ მოვყოლილვარ-მეთქი. მოხუცები არიანო, ფიქრობენ ჩვენზე და ჩაიქნიეს ხელი, თვითონაც ხომ დაბერდებიან?!” – თავის წუხილსა და შიშებს გვიზაირებს ვერა.

ვერასა და არმენის ერთადერთი შემოსავალი ასაკობრივი პენსიაა, რომელსაც ისინი საყოფაცხოვრებო და სამკურნალოდ აუცილებელი ხარჯებისთვის ანაწილებენ:

„პოდაგრა აქვს არმენს, წლებია აწუხებს, ხელ-ფეხი უსივდება ხოლმე, ოპერაციაც ვერ შველის, არაფერი უფინანსდება, მშენებელი იყო და, ალბათ, ამანაც გამოიწვია.

ყოველდღე ტკივილები აქვს, დღეში რამდენჯერმეც სვამს წამალს.

ახლა ნაწლავების ტკივილსაც უჩივის. სულ 1 ან 2 წელია, რაც აღარ მუშაობს, 19 წლიდან სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა“, – ყვება ვერა ჯიჯავაძე

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც.

მათი განმარტებით, “ამ ეტაპისთვის განაცხადი მოკვლევაზეა გაგზავნილი და სხვა მისამართებთან ერთად გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში“.

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ოთარ დიასამიძე პროფესიით იურისტია და აქამდე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ოთარ დიასამიძის თქმით, ახალი წლიდან შეუდგა ახალ სამსახურში საქმიანობას. ახალ წლამდე ამ პოზიციაზე თორნიკე კუჭავა მუშაობდა.

ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ მას ახალ თანამდებობაზე მუშაობა თორნიკე რიჟვაძემ [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე] და ჯაბა ფუტკარაძემ [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი] შესთავაზეს.

„რა მიზნებიც აქვს დასახული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და, შესაბამისად, პრიორიტეტები განსაზღვრულია. წინა წლებიდან გამომდინარე, ვიცით პანდემიამ რა კვალი დააჩნია საქართველოსაც და მსოფლიოსაც და გვინდა, რომ პროგრამები იქნება თუ ჩვენი მიზნები და პრიორიტეტები ბოლომდე მივიყვანოთ, წელს რაც დაგეგმილია. დანარჩენიც გზადაგზა მუშა პროცესში გამოჩნდება“, – გვითხრა ოთარ დიასამიძემ კითხვის პასუხად, თუ რა იქნება მისთვის პრიორიტეტული ახალ თანამდებობაზე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოთარ დიასამიძე კენჭს იყრიდა – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბათუმში. თუმცა, ამ არჩევნებში მისმა ოპოზიციონერმა ოპონენტმა, ნოდარ დუმბაძემ გაიმარჯვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს 2 მოადგილე ჰყავს.

რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით. სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, წამლებზე ფასის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს – ეს არის გენერიკული რეცეპტების გამოწერა, ასევე ფარმაცევტს დაევალოს, შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი და ევროპის ქვეყნების ტიპის მსგავსი რეგულაციების შემოღება.

„შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 180-მდე წამლის იმპორტიორი კომპანიაა, თუმცა „მიუხედავად კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის და იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდნეობისა, 3 ყველაზე მხვილი იმპორტიორი კომპანიის [„გეფა“, „პსპ ფარმა“, „ავერსი-ფარმა“] წილი, ბაზრის იმპორტის დონეზე, სტაბილურად მაღალია [57%-დან 68%-მდე]“.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნის შედეგების მიხედვით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით და მაღალკონცენტრირებულობით გამოირჩევა. ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები ერთდროულად ფლობენ იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო რეალიზაციის, კლინიკების დაზღვევის კომპანიებს.

ჰოლდინგურ ჯგუფებს აქვთ საბაზრო ძალა, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამომწერ პასუხისმგებელ პირებზე, რაც სააგენტოს შეფასებით შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჰოლდინგური ჯგუფების მიერ მეტწილად, ხორციელდება ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ იმპორტირებული/წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია, რაც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის 50%-ს და მეტს.“ – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვანია GMP [კარგი საწარმოო პრაქტიკის] სტანდარტის შემოღება როგორც იმპორტის, ასევე ადილობრივი წარმოების დონეზე.

სააგენტოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა.

ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი; 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას [სულ 1238 აფთიაქი], ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად 927 აფთიაქს ფლობს.

„ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ახალი თამაშის წესების განსაზღვრის მიზნით“, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა.

[toggle title=”რეკომენდაციები სრულად ნახეთ აქ:“]

„რეკომენდაციები ფარმაცევტული ბაზრის არსებული სტრუქტურის, საკანონმდებლო რეგულირების, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და სააგენტოს ანალიზით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციისა და შედეგად, გენერიკების წილის ზრდის უზრუნველსაყოფად, მედიკამენტებზე ხარისხობრივი და ფინანსური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შესამცირებლად, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტული რეკომენდაციების გაცემას – პირველი რიგის რეკომენდაციები: 1-11 და მეორე რიგის რეკომენდაციები: 12-13:

  1. მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება – წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას. რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე უნდა მიეთითოს მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (გენერიკი) და შეიზღუდოს სავაჭრო დასახელების მითითება. სხვადასხვა კვლევებით და არაერთი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურებულია ის ფინანსური სარგებელი, რასაც მომხმარებელი იღებს გენერიკული მედიკამენტების შეძენით, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებასთან;
  2. გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება – სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე, ძირითად გენერიკთან ერთად, მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი;
  3. მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვა – წარმოადგენს დარგის მარეგულირებლის მიერ კონტროლის ეფექტიან საშუალებას. აუცილებელია გავრცელდეს როგორც რეცეპტით გასაცემ, ასევე იმ მედიკამენტებზე, რომლებიც არ საჭიროებენ ექიმის რეცეპტს;
  4. რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი – განხორციელება შესაძლებელი და აუცილებელია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების არსებობის შემთხვევაში; განგრძობადი კონტროლი უნდა მოიცავდეს დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის განგრძობად მონიტორინგს რეცეპტის/დანიშნულების კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების დაცვის ეფექტიანი კონტროლისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესაძლო შემთხვევების გამოვლენის მიზნით;
  5. მედიკამენტების ხარისხი – სააგენტოს პოზიციით, GMP სტანდარტი აუცილებელია მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე – წარმოება და იმპორტი. დარგის მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს გენერიკული მედიკამენტების ბიოეკვივალენტობის შემოწმება და შედეგად უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ბაზარზე დაშვებული ყველა მედიკამენტი აკმაყოფილებს ხარისხის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს;
  6. სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა – წამოადგენს პოლიპრაგმაზიის (მედიკამენტების ჭარბი მოხმარება) წინააღმდეგ მიმართულ ეფექტიან საშუალებას. ამ მიმართულებით, დარგის მარეგულირებელთან ერთად, მნიშვნელოვანია დარგობრივი ასოციაციების მაქსიმალური ჩართულობა. სამკურნალო გაიდლაინების შემუშავების შემდეგ, სასურველია, დაწესდეს სამკურნალო ბიუჯეტების ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების გამოწერის შედეგად შესაძენი მედიკამენტების ზედა ჭერის დაწესებას თანხობრივ ნაწილში, კონკრეტული ავადმყოფობების გათვალისწინებით. აღნიშნულს დადებითი ეფექტი ექნება, როგორც პოლიპრაგმაზიის შემცირებაზე, ასევე „ბად“- ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) კონტროლზე;
  7. ფარმაცევტის საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება და განგრძობადი მონიტორინგი – მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის მიერ მედიკამენტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო. კერძოდ, გენერიკული რეცეპტის/დანიშნულების დანერგვის პარალელურად, აუცილებელია დარეგულირდეს მედიკამენტის შეძენის დროს ფარმაცევტის ვალდებულება – შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი. ამასთან ერთად, აუცილებელია დარგის მარეგულირებლის მიერ განხორციელდეს აღნიშნულის განგრძობადი მონიტორინგი, ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების მეშვეობით;
  8. სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი – მნიშვნელოვანია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გაწერილ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს ჰქონდეს შესაბამისი სანქცირების მექანიზმი, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულთან ერთად შესაძლოა იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს, მიზანშეწონილია ჯარიმის თანხა იყოს ადეკვატური, რათა მას ჰქონდეს საკმარისი შემაკავებელი/პრევენციული ეფექტი;
  9. რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა, რომლის შედეგადაც რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელი პირი იღებს მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი დარგის მარეგულირებლის ვებგვერდზე. ამისათვის კი უნდა შეიქმნას შესაბამისი ანგარიშგების სისტემა და ინფორმაციის დარგის მარეგულირებლისთვის წარდგენის სავალდებულო საკანონმდებლო მექანიზმი;
  10. დარგის მარეგულირებელის მიერ გენერიკულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება – მნიშვნელოვანია, რომ დარგის მარეგულირებლის მიერ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბაზარზე არსებული ინფორმაციული ასიმეტრიულობის შესამცირებლად. აღნიშნული პირველ რიგში გამოიხატება გენერიკულ მედიკამენტებზე ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაში, რაც უნდა განხორციელდეს განგრძობად რეჟიმში. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია გენერიკული მედიკამენტების უპირატესობების შესახებ;
  11. საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა – მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა – სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში;
  12. ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა – სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე;
  13. „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა – ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში – გერმანია (მხოლოდ ახალი აქტიური ნივთიერების ავტორიზაციის პირველ წელს), დანია და გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდებს, როგორიცაა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ;

მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და ასევე იმ მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით და საცალო ბაზარზე ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, შესაძლოა იყოს პრობლემური. საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გენერიკულ მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ამ მიმართულებით სასურველია, ფასის რეგულირების ევროპული პრაქტიკის გაზიარება.“

წყარო: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო / ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში /2021

[/toggle]

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

ფარმაცევტული ბაზრის გრძელვადიანი მონიტორინგი, 2018 წელს პარლამენტის დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. მონიტორინგის პირველადი შედეგები 2021 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს იმ მუშების ახლობლებმა, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები არიან მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, დაღუპულების ახლობლებს, რომლებიც ასევე სასამართლოსთან არიან, სამძიმარი გამოუცხადეს.

დღეს ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება – სურმანიძეების ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ წინასწარი პატიმრობიდან. დაკავებულების ოჯახი გირაოს სახით 5-5 ათასი ლარის გადახდას სთავაზობს სახელმწიფოს.

დაღუპულების ოჯახის წევრებმა კი დღეს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ბრალდებული სურმანიძეების ახლობლები ამბობენ, რომ ექსპერტიზა ფაქტობრივად გამორიცხავს მათ დანაშაულს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ნგრევა გამოიწვია პირველი სართულის მზიდი კედლების მოშლამ.

ამონარიდები სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან:

  • „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე შენობის პირველი სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. კერძოდ მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე. რაც შეეხება აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირს, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გაცემულია „თ“ პუნქტში“.
  • „თ“ პუნქტი: „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად… დამსაქმებელი ვალდებულია იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს“.
  •  „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოზე, ეზოს მხრიდან დამონტაჟებული ლიფტი და მისი ფუნქციონირება არ არის კავშირში შენობის სადარბაზოს ნგრევასთან“.
  • „დაშენება სადარბაზოს ნგრევაზე გავლენას არ მოახდენდა და სადარბაზო ჩამონგრევის მიზეზს არ წარმოადგენს“.

სადარბაზოების ნგრევის საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული – მამა-შვილი სურმანიძეები და ბინის მფლობელი ზაურ ბუდაგოვი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი 5 წლამდე პატიმრობა.

გია შამოხია სასამართლოსთან. ნგრევამ მისი ცოლი და ვაჟი იმსხვერპლა
აქცია ბათუმის სასამართლოსთან / 12.01.2022

___

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 10 ადამიანი მოჰყვა, მათგან 9 დაიღუპა. ნგრევის საქმეზე სამი პირი 9 ოქტომბერს დააკავეს. შსს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა.

„ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია,“ – თქვეს შს სამინისტროში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.

 

აჭარაში კოვიდის 638 ახალი შემთხვევაა – 12 იანვარი

აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 638 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 609 პაციენტი; აქედან 123 მძიმე პაციენტია; ხოლო 42 იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

ამ დროისთვის 466 ადამიანია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში.

12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 596 ახალი შემთხვევა.

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

 

 

 

გარდაიცვალა 47, დადასტურდა 5 596 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 596 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 973 909 , ბოლო 24 საათში – 5 596
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 919 367 , ბოლო 24 საათში – 2 946
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 311 , ბოლო 24 საათში – 47
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,63%, ბოლო 14 დღის – 8,51%, ბოლო 7 დღის – 9,79%
  • სულ აცრილია – 2 577 637, დღიურად აცრილია – 10 688
  • კარანტინის რეჟიმში – 83
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 418
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 958

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა – 638, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 270, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც:

  • 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 853, აჭარაში – 609, იმერეთში – 803.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 123, იმერეთში – 256.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.
  • 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 – თბილისში, 466- აჭარაში.
  • 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234  ადამიანი.

12 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 951 შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მომავალ კვირებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს დააავადებს.

12 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 58 109 კვლევა ტესტით; მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 115, PCR ტესტით – 23 994

ამავე თემაზე:

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება.

აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება.

სკვერი „მაკდონალდსთან“ / რენდერი ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

„მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად განსაზღვრული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები მოცემულია თანდართულ დანართებში, რომელთა შესაბამისობის დაცვა სავალდებულოა მიმწოდებლისათვის“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროზე სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული [მანამდე ეს ნაკვეთი აჭარის საკუთრება იყო].

შსს-ში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას, თუმცა, რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იყო საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.

2021 წლის ოქტომბერში, ეს ნაკვეთი, ბათუმის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა.

გასულ წელსვე, ბათუმის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოს 15 938 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადასცა ბარცხანაში, რომელიც დღეს შსს-ს სარგებლობაშია. აქ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გადასვლა იგეგმება, ხოლო აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთს, სადაც დღეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტია, საინვესტიციოდ მოამზადებენ.

ამ თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

 

 

 

თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

თინა დიასამიძე საკუთარ თავს ცხოველების უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მან იპოვა ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, მაიაკოვსკიზე ფეხებშეკრული, ახალშობილი ხბო, რომელიც ტომარაში ჰყავდათ მოთავსებული.

თინას თქმით, ხბო ამ მდგომარეობაში ორ საათზე მეტ ხანს იყო. ბოლოს თინა დიასამიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ხბო სახლში წაიყვანა.

„ბათუმში ვცხოვრობ, კერძო სახლი მაქვს. ახლა ხბო ეზოში მყავს. სახლს ვუშენებ. ვუმკურნალებ. მერე კი თავშესაფარში გადავიყვან“, – უთხრა თინამ „ბათუმელებს“.

თინას თქმით, ის გუშინვე შეხვდა ხბოს მესაკუთრეს და თანხაც გადაუხადა. „80 ლარად ყიდდა, მე 150 გადავუხადე. მოხუცი კაცი იყო. კარგად ვერ გავიგე ასეთ მდგომარეობაში რატომ დააგდო ხბო ქუჩაში. ჩემთვის ეს არის პირუტყვის წამება, თუმცა ზუსტად არ ვიცი კანონი ამას როგორ არეგულირებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თინამ.

თინა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი ძაღლების უფლებებისთვის ერთად იბრძვიან. „სახლში 11 ძაღლი და 4 კატა გვყავს. მე და ჩემი მეუღლე ვუვლით. ყველას თავისი ისტორია აქვს. ზოგს თათები აქვს დაზიანებული, ზოგს სხეული სხვა ნაწილი. თავშესაფარიც გვაქვს, სადაც 70-მდე ძაღლს ვუვლით. ყველა ტრავმირებულია“, – გვიყვება თინა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, აქტივიზმი, ანუ ცხოველების უფლებებისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯარიდან წამოვიდა. „2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ვარ. 8 წელი ვიყავი ჯარისკაცი თუ ჯარისქალი. ჯარიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც კონტრაქტი ამომეწურა. ახლა უპატრონო ძაღლებზე ვზრუნავ – ახალ თავშესაფარს ვაშენებ. მერიასთან მიწის ნაკვეთის იჯარაზე მაქვს მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ არამარტომ ძაღლებს ექცევიან არაადამიანურად – ეს ბოჩოლა იქნება ამ თავშესაფრის სავიზიტო ბარათი“.

თინა ამბობს, რომ უკვე ათი წელია თავშესაფარს ძირითადად საკუთარი სახსრებით ინახავს. პატარა ბიზნესი მაქვს, მაღაზიას ვამუშავებ და ასე გაგვაქვს თავიო – გვიხსნის:

„10 წელია ვუვლი, ვკვებავ ქუჩის ძაღლებს. არის მცირედი შემოწირულებები, მაგრამ მინიმალურია – შემიძლია ანგარიშის ამონაწერი გაჩვენოთ. 70 ძაღლს ბევრი უნდა დღეში. იმის წყალობით, რომ ექთანი ვარ, ძაღლების მკურნალობასაც ვახერხებ, ოპერაციებსაც კი ვუკეთებ ცუგებსო“.

__

Exit mobile version