ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნადიმ ხმალაძემ თავად დაუდასტურა „ბათუმელებს“.
როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ.
„დღეს, დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში დამიკავშირდა უცხო ნომერი, მომესალმა და მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაწუხებთ და დაკითხვაზე ხართ დაბარებულიო.
დამისახელა მუხლები, ერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მეორე მუხლი არის ტერორიზმის ხელშეწყობა.
მე ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოვალ დაკითხვაზე-მეთქი. მაშინ მოაწერეთ ხელი, რომ უარს ამბობთ დაკითხვაზე, მოსამართლესთან შევიტანთ შუამდგომლობას და ისე დაგკითხავთო“, – ამბობს ხმალაძე.
როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვთ, თქვენს დაკავებას ხომ არ გეგმავენ? – ვკითხეთ ნადიმ ხმალაძეს.
„ამით მგონი გვაშინებენ. აამოქმედეს რუსული კანონი ცოტა ადრე. ფიქრობენ, რომ თავი ქუდში აქვთ და საარჩევნოდ უნდათ ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ ხალხზე, ვისაც სიტყვა ეთქმის. და კიდევ, პარანოია აქვთ.
სანამ უკრაინაში ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ გამოგვაცხადეს ჩვენ დამნაშავეებად და შარშან, სულ არაფრის გამო დამაკავეს 9 მარტის აქციებზე, მაგრამ ხალხმა გამოაშვებინა. მაშინ მითხრეს, რომ არ გამოუვიდათ სისხლით ჩემი დაჭერა და ადმინისტრაციული მუხლით გიშვებთო. ასე, რომ უნდათ გაგვანეიტრალონ“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების დაკვეთას პირდაპირ კრემლიდან იყოს მოსული.
„ჩვენზე, ქართველ მებრძოლებზე რუსეთში საქმე აღიძრა და დაუსწრებლად მოსჯილიც გვაქვს, როგორც ვიცი რუსეთში“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
მისი თქმით, სუს-ი დაკითხვაზე სხვა ქართველ მებრძოლებსაც იბარებს. მათ შორისაა ვაჟა ცეცაძე.
„ვაჟასაც დაურეკეს ანალოგიურად და ლაშა ჭიღლაძე უკვე დაკითხულია იგივე მუხლით, ორი დღის წინ დაკითხეს. სულ სამი ვართ ჯერ, ვისაც ამ მუხლით გვიბარებენ და ალბათ გაგრძელება ექნება“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავას, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. მოგვიანებით კი მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე წაუყენებს ბრალი.
დღეს, 20 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რუმსში“, გაიმართა ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“.
ფილმი ასახავს მოსკოვთან ახლოს, სოფელ დურაკოვოში მცხოვრებ ულტრა-მემარჯვენე მიხეილ მოროზოვის და მისი სამფლობელოს ამბავს, სადაც იგი რუსული იმპერიისთვის ახალ ადამიანს („წმინდა რუსს“) ზრდის.
ჩვენება, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ, გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე“.
დისკუსიას უძღვებოდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
„ასეთი პატარ-პატარა დურაკოვოები, მით უმეტეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ძალიან ბევრია და არც საქართველოა შორს და დაზღვეული ამ საშიშროებისგან. როცა პოლიტიკური კლიმატი არის ძალიან არათავისუფალი, რელიგია კი ძალიან დავიწროებულია და არასწორ პოსტულატებზეა დამყარებული, რადგან შეზრდილია პოლიტიკურ ძალაუფლებასთან.
სწორედ ეს არის ნაჩვენები ამ ფილმშიც“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.
ფილმის მთავარი გმირი ქადაგებს რუსეთის, როგორც იმპერიის სიდიადეს და დემოკრატიასა და დასავლეთს განიხილავს მტრად.
არ მოგწონს? – აიღე ბილეთი და წადი, ხოლო ვინც დურაკოვოში ცხოვრობს, ის ჩემ წესებს უნდა დაემორჩილოს. ასეთია მიხეილ მოროზოვის ფილოსოფია.
„ვითომ რუსული სულიერების, რაღაც მესიანისტური იდეების მიღმაც კი, ძალიან სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება არარაციონალური აზროვნების გამო.
სიმპტომატურია ისიც, რომ სიტყვა ქრისტიანობას მთლიანად ჩაენაცვლა მართლმადიდებლობა რუსეთშიც და სხვათა შორის საქართველოშიც, რაც აჩვენებს თუ რამდენად შეკვეცილია დიდი თვალსაწიერი, რომელიც აქვს ქრისტიანობას.
ფილმში ასახულია ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ჩვეულებრივი საფეოდალოა, სადაც ადამიანები მუშაობენ მოროზოვისთვის და ძალიან შემზარავია, როცა უყურებ ადამიანების და მით უმეტეს ახალგაზრდების, ბავშვების აი ასეთ ზომბირებას და ტვინის რეცხვას“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.
ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდა მაყურებელმა გარკვეული პარალელები გაავლო საქართველოს დღევანდელ რეალობასთანაც, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები რელიგიას ადამიანებზე ზემოქმედებისთვის.
„მე, მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ოჯახის სიწმინდის დღე“ რომ ჩაატარეს და ბათუმში და თბილისში პოლიტიკოსებთან ერთად გამოვიდნენ სასულიერო პირები ქუჩებში, ეს ამბავი გამახსენდა ფილმის ყურებისას. რადგან ნათლად დავინახე, როგორ შეუძლიათ რელიგია გამოიყენონ ხალხზე ზემოქმედებისთვის.
ფილმშიც კარგად ჩანს, რომ ის ადამიანებს ხშირად რელიგიის სახელით ითხოვენ იმას, რასაც საერთო არაფერი აქვს რწმენასთან.
ფეხზე ადგომის დროსაც კი ამ კაცის თანხმობა სჭირდებოდათ, დასხდომის დროს, კითხვის დასმის დროს და როცა ერთ-ერთმა დასვა კითხვა, ისე დაელაპარაკნენ, რომ ამის შემდეგ არასდროს გასჩენოდა კითხვის დასმის სურვილი“, – ამბობდა ერთ-ერთი ახალგაზრდა.
„ამ ფილმში ბავშვი საუბრობდა იმაზე, რომ ყველა რუსმა უნდა იცოდეს იარაღის ტარება და გამოყენება. ჩვენ ვნახეთ რუსეთ-უკრაინის ომში როგორი პატარა ბიჭები გამოიყვანეს, ბევრმა იარაღის სროლას კი არ იცოდა და ამბობდნენ კიდეც ჯოჯოხეთი ვნახეთო. აი, ესაა რუსეთი. მათი რელიგიურობა და ნაციონალიზმი ემყარება მილიტარიზმსაც“, – ამბობს კიდევ ერთი მონაწილე.
დისკუსიის დროს, მოზარდების ნაწილს ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ გაახსენდა, ვიღაცას კი „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟი – „სეთური“, რომელსაც ასევე ჰქონდა შექმნილი მორჩილი ადამიანების „ფერმა“, სადაც მხოლოდ ბატონის ავტორიტეტს აღიარებენ.
თეო ხატიაშვილი და თამარ კინწურაშვილი/დისკუსია ბათუმში.
დისკუსიაზე დაისვა კითხვა, შეიძლება თუ არა დემოკრატია რუსეთისთვისაც იყოს ორგანული? რაც ფილმის ერთ ეპიზოდში ისმის, რადგან რუსეთში ყოველთვის ცდილობენ ხელოვნურად შექმნან ბელადზე დამყარებული გარემო.
თეო ხატიაშვილის აზრით, დემოკრატია მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ყველა კულტურისთვის შეიძლება იყოს ორგანული.
„მე ვიტყოდი, რომ დემოკრატია არის მუდმივად სწავლების, მუდმივად საკუთარ თავზე, სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებაზე ზრუნვა და სიფხიზლის შენარჩუნების სისტემა, ამიტომ დემოკრატია შესაძლებელია ყველა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კონსერვატორულია ის.
თუმცა დემოკრატია თავისი არსით არის უფრო რთული, რადგან პოსტსაბჭოთა მოქალაქეს ურჩევნია სახელმწიფომ გადაუწყვიტოს პრობლემები. დემოკრატია კი გულისხმობს, რომ როცა აირჩევ, უნდა აკონტროლო და ყოველდღიურად უნდა იყო ჩართული ამ პროცესებში“.
არის თუ არა დურაკოვოიზმისთვის ნიადაგი საქართველოში? – კითხულობენ ახალგაზრდები.
თეო ხატიაშვილის თქმით, მსგავსი საფრთხის წინაშე შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყანაც, რადგან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსეთის მსგავსად პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები ხშირად საუბრობენ დემოკრატიის კრიზისზე, რომ ლიბერალიზმმა თავი ამოწურა, რომ არსებობს სხვა დასავლეთი და ასე შემდეგ.
თუმცა დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ თუ ერთმა ადამიანმა მაინც დასვა კითხვა დემოკრატიაზე, „ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთ დღეს იმ პასუხამდეც მივიდნენ, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინონ“.
ნინო კირთაძის დოკუმენტურმა ფილმმა – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“ 2008 წელს სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო დოკუმენტური ფილმის პრიზი მოიპოვა.
დისკუსიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.
„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.
მარადიდი სოფელია ხელვაჩაურში, რომელიც ამ ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, წყალს მიაქვს: იტბორება სახლები, ეზოები, ბოსტნები, თხილის ბაღები, საფლავები…
მარადიდელები გვიყვებიან, რომ კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა, რომელმაც მდინარე ჭოროხზე ჰესი მოაწყო, სოფელ მარადიდს დაპირებები არ შეუსრულა: რამდენიმე სახლი და მიწის ნაკვეთი კი შეისყიდეს, მაგრამ გზა დაგვიზიანეს, ღობეები მოშალეს და აღარ გაგვიკეთეს, არც გარეგანათებაა, აღარც სკვერი მოგვიწყვეს და არც სტადიონი – ჰყვებიან ისინი.
ცოტა თუ ახერხებს, გააკრიტიკოს ხელისუფლება, რომელიც ჰესის აშენების პროცესში თავიდანვე იყო ჩართული და პირდაპირი ვალდებულება აქვს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
„ხელისუფლებას რა დაპირება ჰქონდა ამ დრომდე და რა შესრულდა?“ – თითქმის ყველას ვკითხეთ, ვინც მარადიდში შეგვხვდა. მოქალაქეებმა ხელისუფლების მიერ შესრულებული ვალდებულებიდან მხოლოდ სოფლის გზა გაიხსენეს.
გაუსაძლისი პირობების და ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად სოფელი მარადიდიც იცლება.
ხელვაჩაური, სოფელი მარადიდივლადიმერ ფოთელიძე
რას ნიშნავს საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე? – ვეკითხებით ვლადიმერ ფოთელიძეს.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი [რუსული კანონი] არ ვარგა და უკან წასაღებია, აგენმა მაინც მიიღეს. როცა მარტო დარჩება ეს პატარა საქართველო დახმარების გარეშე, ის ვერაფერს გააკეთებს. ეს დიდი საფეხურია,“ – მიიჩნევს ვლადიმერ ფოთელიძე და პაუზის შემდეგ 9 აპრილს ახსენებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, 9 აპრილს საქართველოში სისხლი დაიღვარაო.
მოქალაქის დაკვირვებით, ხელისუფლებამ სიფრთხილის გამო არჩია რუსეთთან დაახლოება, თუმცა ეს სიფრთხილეც არის და ღალატიცო, დასძენს იგი.
„ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხალხთან პირველ რიგში, აქ არ დამინახავს ოპოზიციონერი… ხედვები უნდა გაგვაცნონ, ჩვენიც უნდა მოისმინონ და ამით ანალიზი უნდა გაკეთდეს არჩევნებზე. ერთობა ყოველთვის აჯობებს, საქმე რომ გაკეთდეს… ევროპულ გზას არჩევნებით უნდა დავუბრუნდეთ. დემოკრატია ასეთია,“ – ვლადიმერ ფოთელიძეს სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დათმობა მოუწევს, თუ ის არჩევნებს წააგებს.
იმის გამო, რომ მაჭახლის ხეობაში „კირნათიჰესი“ კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა მოაწყო, სოფლიდან რამდენიმე წლის წინ საკუთრება რამდენიმე ოჯახმა დათმო – მათ ექსპროპრიაცია შეეხო, რამდენიმე მათგანს კი, ნებაყოფლობით კომპენსაცია გადაუხადეს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი, ვისაც კომპენსაცია მიღებული აქვს, ისევ მარადიდში ცხოვრობს, სახლში, რომელიც წყლით იფარება.
სოფელი მარადიდინადიმ დიდმანიძის დატბორილი სახლი
ეს ნადიმ დიდმანიძის საცხოვრებელი სახლია, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ დაიტბორა. მდინარე ჭოროხი პერიოდულად შედის ნადიმის სახლში. მოქალაქე ამბობს, რომ მას ყურადღებას არც ჰესის მფლობელი კომპანია აქცევს და არც ხელისუფლება.
ნადიმ დიდმანიძე
„მე ავიღე კომპენსაცია, მაგრამ კომპანია დამპირდა, რომ გააკეთებდა ჩემი სახლის საძირკველსა და პირველ სართულს. მუდმივად მპირდებიან, მაგრამ არაფერი იცვლება. ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ მხოლოდ ერთხელ მიპასუხა ტელეფონზე და დასრულდა, მერე აღარც მპასუხობს ტელეფონზე,“ – გვიყვება ნადიმ დიდმანიძე. ის შეთანხმების აქტს გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც „შესრულებული უნდა იქნას შემდეგი სამუშაოები: საძირკველი და პირველი სართულის კედლები“, – წერია შეთანხმების აქტში, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული არ არის, თუმცა მოქალაქის თქმით, ის კომპანიას სადავო არ გაუხდია.
ნადიმ დიდმანიძის მიწის ნაკვეთი კომპანიამ 2018 წელს იყიდა.
„მპირდებიან, გავაკეთებთო, მაგრამ წლებია არაფერი არ კეთდება… ჯუმბერ ვარდმანიძე იყო მაშინ ხელვაჩაურის მერი, როცა ჩემი მიწის ნაკვეთი დამათმობინეს. მე არ მინდოდა მიწის გაყიდვა, დამიბარეს მასთან კაბინეტში და შენი შვილები სად მუშაობენო. ჩემი ერთ-ერთი შვილი საჯარო სამსახურშია… ფაქტობრივად მუქარა იყო ეს.
კომპენსაცია, რაც მივიღეთ, ბინის შეძენა მოვახერხეთ, მაგრამ ყველა ბინაში ვერ ვეტევით. მე სოფელში, აქ მირჩევნია ყოფნა, საქონელი მყავდა, ბოსტანი მქონდა, ახლა აღარაფერია,“ – ფანჯარასთან მივყავართ ნადიმ დიდმანიძეს – ხელის გაწვდენაზეა ჭოროხი.
„მეც ავიღე კომპენსაცია, ბინა 45 დღეში უნდა დამეცალა, მაგრამ 7 წელი გავიდა,“ – ამბობს ხუსეინ დიდმანიძე და გვთხოვს, დატბორილი საფლავებიც ვნახოთ.
„საფლავებზე არ იყო არავითარი შეთანხმება. რა უნდა ვქნათ? კომპანია არაფერს გვთავაზობს. ჩემი 6 თვის შვილიც აქაა დასაფლავებული 1984 წელს,“ – გვიყვება ხუსეინ დიდმანიძე და საფლავებს გვაჩვენებს.
სოფელ მარადიდში საფლავებიც დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, მათ ჰესის მფლობელი კომპანია არაფერს არ სთავაზობს.
დაიტბორა თხილის ბაღებიც, ეზოები. მაგალითად, თამაზ დიდმანიძის ოჯახში გვითხრეს, რომ მათ კომპანიასთან წლებია შეთანხმება ჯერ კიდევ მიღწეული არ აქვთ და არც რაიმე კომპენსაცია მიუღიათ. რამდენიმე თვეა მათი საკარმიდამო დატბორილია, თუმცა კომპანია მათთვის ზიანის ანაზღაურების კუთხით არაფერს აკეთებს.
დატბორილი თხილის ბაღი სოფელ მარადიდშითამაზ დიდმანიძის დატბორილი ეზო
„მარადიდში არჩევნები უკვე ჩატარებულია,“ – დასძენს ხუსეინ დიდმანიძე, როცა ისევ სოფლის გზაზე ვბრუნდებით. მისი დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ კონკრეტული სქემით მოქმედებს და რამდენიმე ოჯახში უკვე იყვნენ „წარმომადგენლები“ მისულები, „უთხრეს, ასე და ასე უნდა მოიქცეთო“, – ხელებს იფშვნეტს ხუსეინ დიდმანიძე და განმარტავს: სოფელი, სადაც ოპოზიციონერები არ ჩნდებიან, მოსახლეობა მხოლოდ „ოცნებიდან“ დანიშნულ თავკაცს ხედავს, ის პრობლემებს ვერ აგვარებს, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები მაინც მის იმედად არიან.
„12 წელი რომ ნაცებს აგინებ, ვიცი, რომ ნაცი ნაცია. მერე კიდევ გლობალური ომის პარტიაო, რა არის ახლა… ამერიკა თუ დღემდე 29 წელი კარგი იყო, ახლაა პრობლემა? სომხეთში უნდა შევიდეს ახლა წვრთნები და ჩვენ გამოვდივართ. ჯარისკაცი რომ მომზადებული ჰყავდეს ქვეყანას, კარგია, აბა, რა?
ამერიკაში უვიზო მიმოსვლა ერთადერთი პრეცედენტი იყო საქართველოსთვის, ეს მაგარი დახმარებაა ყველასთვის, შეღავათია მოქალაქეებისთვის, სამუშაოდ წავიდოდა ხალხი, სტუდენტი სასწავლებლად და ასე შემდეგ.
არასწორი გზით მიდის ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ კომუნისტები გამოვიარეთ, გორბაჩოვი და ბრეჟნევი, არაფერი არ გაუკეთებიათ და დღეს გაგიკეთებენ რამეს? ხალხი დარჩება დახმარების გარეშე, გრანტები მოდიოდა სოფლის მეურნეობაზეც, არ იქნება ახლა, საიდან მოვა, რუსეთიდან?
ეს რუსული კანონი არის ხაფანგი. ამას წინათ ერთი რუსი ქალი ჰყვებოდა, მაგას პატარ-პატარა ხაფანგები მოჰყვებაო. რუსეთში უკვე სიტყვა „ომზე“ იჭერენ ადამიანებს და 2 წელს აძლევენ. მალე ამ მდგომარეობამდე მივალთ. ასე ვინ მალაპარაკებს მეც. შეიძლება, ბოლო ინტერვიუ იყოს, ამომქექავენ, მარა გლეხი კაცი ვარ და რა უნდა მიქნან?“ – კითხულობს ხუსეინ დიდმანიძე.
ხუსეინ დიდმანიძე
მოქალაქის აზრით, ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და კარდაკარ, სოფლებში შეხვდეს მოსახლეობას:
„ტელევიზიებში რომ გამოდიან, უნდა შეეშვან მაგას და სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო უნდა ირბინონ… დღეს აქ უნდა იყვნენ, ხვალ – იქ. ყველას ეზო-კარში უნდა გამოჩნდნენ. უნდა გაერთიანდნენ თავისთავად. ცალ-ცალკე რომ იყვნენ, ვინ რა მიიღო? ის ხმები ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ წავა“, – ოპოზიციასთანაც აქვს გზავნილი ხუსეინ დიდმანიძეს მარადიდიდან.
„საარჩევნოდ იმდენი დეპუტატი მინახავს აქ, დაგპირდებიან და წავლენ, მერე ახალი მოდის და ის გპირდება,“- დაპირებების ასრულების იმედი აღარ აქვს გურამ მსხალაძეს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა ვერ უარყოფს, რომ მისი ცხოვრების პირობები გაუარესდა, სახლის გაყიდვა უნდა და ვეღარ ყიდის.
ფაქტია ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მარადიდელებს დაპირებებს არ უსრულებს.
„ხელისუფლებას ხუთიანი იმაში უწერია, რომ ომში არ ჩააბა ხალხი, „ნაციონალები“ იყვნენ და რა გააკეთეს?… თქვენ ახლა ახალგაზრდა ხართ და გინდათ ევროპა, რუსებთან ცუდი ცხოვრება გვქონდა?“ – პროსახელისუფლებო გზავნილები აქვს გურამ მსხალაძეს, რომელსაც ვეკითხებით, თუ ხელისუფლება მასზე ზრუნავს, რატომ აღარ სურს ცხოვრება მარადიდში?
გურამ მსხალაძე
„ისტორიული სოფელია, მარა სახელი დარჩება ალბათ მარტო… ჩემს სახლთანაც უნდა მოვიდეს მდინარე, აღარ იცხოვრება, იმხელა ნესტია, კოღო და სიბინძურე, ყველაფერი სველია სახლში.
ხეხილიც გაფუჭდა და მოსავალიც.
კარგი საცურაო მდინარე იყო ადრე ჭოროხი, ახლა ახლოსაც ვერ მიხვალ, ფეხს ვერ ჩაყოფ, ისეთი ცივია, ვინმემ რომ შეცუროს, მკვდარია იგი. ადრე გაშლილი იყო მინდორზე და თბებოდა წყალი, ახლა დგას წყალი ძირითადად.
ხელისუფლება ჩართულია, მარა რაფერაა ჩართული, ვერ ვხდები, არ ვიცი… პირობით დაგპირდებიან, მაგრამ არ კეთდება არაფერი. ზევიდანაა აგი მოშლილი, რა ქნას ივანიშვილმა, რამდენი ცავოს?“ – გვითხრა გურამ მსხალაძემ.
„საბჭოთა კავშირის დროს იყო ზუსტად ასე: მშვიდობა იყო და ხალხს იმის იქეთ გასაქანი არ ჰქონდა. იმის გამო, რომ მშვიდობას გაძლევენ, შენ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება“ – „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილზე: „აბა, ომი გინდათ?“ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ნიკა დიდმანიძე. მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონიც მოქალაქეების კონტროლის მიზნით შემოიღო.
„გამჭვირვალობის კანონი რასაც დაარქვეს, უნდათ, რომ შენს საქმეებში იქექონ, მივდივართ უკან, რეგრესისკენ, საბჭოთა კავშირისკენ… სახელმწიფო ცდილობს შეგვაშინოს ომით. მას [ქართულ ოცნებას] გააჩნია ის, რაც 21-ე საუკუნეში ბევრ რამეს წყვეტს – რესურსები,“ – მიიჩნევს ნიკა დიდმანიძე. საუბარი მასთანაც დაპირებების შეუსრულებლობაზე დავიწყეთ.
ნიკა დიდმანიძე აღწერს, რომ წლების წინ, როცა მოსახლეობამ საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაყიდა, პრაქტიკულად დაათმობინეს ადამიანებს ქონება. დღეს კი, დაპირებას არც ჰესის მფლობელი კომპანია ასრულებს და არც „ოცნების“ მთავრობა.
ნიკა დიდმანიძე
„ეს პრობლემა 2007 წლიდან არსებობს, დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება და ხრიკების გამოყენებით, დაბალ ფასად დაათმობინეს ადამიანებს ქონება… ჩემი სახლი ღობის გარეშე დარჩა. აითვისეს მიწა, ახალი გზა გაიყვანეს, ღობე უნდა მოეწყოთ ხელახლა, მაგრამ 2 წელია, აღარ გამოჩნდნენ საერთოდ.
გარდა იმისა, რომ არ გაგვიკეთეს გარეგანათება და სტადიონი, ჩვენს წინაპრებზეც ძალადობენ – საფლავები იტბორება. გვაიძულებენ, ავდგეთ და გადავიტანოთ საფლავები,“ – გვიყვება ნიკა დიდმანიძე და შემდეგ ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ როცა აქცია ჰქონდათ, ხელისუფლებიდან იქ არავინ მივიდა, თავად ჩვენ ჩავედით ხელვაჩაურის მერიაში, თუმცა ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილაო.
„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოდიან მხოლოდ… აღარ იქნება მათი დაპირება დამაჯერებელი, რა თქმა უნდა,“ – ამბობს ნიკა დიდმანიძე. მას ბიზნესპროექტიც ჰქონია – სოფლის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო, თუმცა მთავრობას ხელშეწყობაზე უარი უთქვამს.
„ფული აიღეს და იმიტომ არ აწყობთ, ძალიან დიდ კორუფციასთან გვაქვს საქმე,“ – მარადიდელი თემურ ჩერქეზიშვილის აზრით, საქმე კორუფციასთან გვაქვს, როცა პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: რატომ არ ზრუნავს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე, თუ ჰესის მფლობელი კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს?
თემურ ჩერქეზიშვილი
„დაპირებები არ შეასრულეს. მე რომ ახლა რამე ვიდავო, არც აჭარის პროკურორი მომხედავს, არც მოსამართლე,“ – ამბობს თემურ ჩერქეზიშვილი. მას ქვეყნის საგარეო კურსზეც ვუსვამთ შეკითხვას: ხედავთ საფრთხეს იმაში, რომ საქართველო შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს?
„მშვიდობა, რა თქმა უნდა, ამათ მოგვიტანეს, რუსეთი შენ არასდროს აგაოხრებს, ჩვენი დანაშაული უნდა გავითვალისწინოთ,“ – მოქალაქეს უჭირს იმის დანახვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს გადასვლა რუსულ ორბიტაზე პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობას, მის არსებობას უქმნის საფრთხეს.
სოფელ მარადიდშიც გვითხრეს, რომ ევროპა კარგია და ევროპისკენ მივდივართ.
როგორ მივდივართ ევროპისკენ, როცა ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროპაში ვერ იქნება? – ვკითხეთ ვარდო ღომიძეს. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპისკენ მიჰყავს და არა რუსეთისკენ.
„ახალ ამბებს რომ ვუყურებ ტელევიზიით, მგონია, რომ ევროპისკენ მივდივართ.. ვუყურებ „იმედს“, „პოსტ ტვ“-ს,“ – გვითხრა მან.
ვარდო ღომიძე
მოქალაქეს ასევე იმ დაპირებების შესახებ ვკითხეთ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა.
„დაპირება იყო კარგი ცხოვრება, დახმარება, პენსიების მომატება, გაჭირვებული ვართ და დახმარება უნდა იყოს, ეს ცოტა ტყუილი გამოდგა,“ – გაღიმებას ცდილობს ვარდო ღომიძე.
და რამ შეუშალა ხელი მთავრობას დაპირებების შესრულებაში? – ვკითხეთ მოქალაქეს.
„ალბათ ბევრი საქმე აქვს და ჩვენთვის ვერ მოიცალეს,“ – ისევ იცინის ვარდო ღომიძე.
„არაფერი არაა ჩვენს სოფელში, გაღატაკდა,“ – ხელისუფლებით უკმაყოფილოა თამარა მუთიძეც. მას მეუღლესთან, ნოდარ დიდმანიძესთან ერთად სახლის აივანზე ვესაუბრეთ.
თამარა მუთიძე და ნოდარ დიდმანიძე
„მაგათ არჩევნები რომც არ ჩაატარონ, ისეც გამარჯვებული არიან, აზრი არ აქვს,“ – არჩევნებით ცვლილებების მიღწევის აღარ სჯერა თამარა მუთიძეს, მაინც რასაც უნდა, იმას გაიფორმებენო.
„მთავრობა შორს ვერ იხედება, ახლო ჩარჩოდან იყურებიან, ბუქსაობსო რომ იტყვიან, ისეა მთავრობაც,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ნოდარ დიდმანიძეც „ოცნებაზე“ და მერე თორნიკე რიჟვაძეს ახსენებს, არ უნდა ეკადრა, როცა 2019 წელს თქვა „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“.
„მე რას ვეტყოდი და, მას, თანამდებობის პირს, არ უნდა ეკადრა ეს ხალხისთვის, მე მეპატიება, პენსიონერს,“ – ამბობს თამაზ დიდმანიძე.
ცოლ-ქმარს 42 წლის შვილი ჭოროხში დაეღუპათ, როცა ჯერ კიდევ გაფრთხილების სისტემა არ მოქმედებდა და ნავი ამოტრიალდა. დაიღუპნენ ტურისტებიც. თამარა მუთიძე გვიყვება, ასეთი ტრაგიკული ამბის შემდეგ თუ იცვლება რამე, გაფრთხილების სისტემაც მერე დაამონტაჟესო.
„ჩვენს სოფელში არც ბავშვების მოედანია, არც საბავშვო ბაღი და არც რამე გასართობი. ყველაფერი დანგრეული და გაჩერებული ყრია. დღესაც დაპირებებია, აჰა, დღესაც უნდა მოვიდნენ. პენსია მოგვიმატეს, მარა ისე გაძვირდა ბაზარი, რა აზრი ჰქონდა მომატებას? სხვა რა შეასრულეს?“ – ქმარს გახედა თამარა მუთიძემ.
„მიწა გაყიდეს 80 ჰექტარი, ხელვაჩაურის მერი ვარდმანიძე იყო და ვარშანიძე [საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე]… კალაძესაც უწევდა წილი,“ – ჰესის ამოქმედებამდე მარადიდში მიწების გასხვისებაზე იწყებს ლაპარაკს თამაზ დიდმანიძე. მისი ვერსიით, მაღალჩინოსნები კორუფციაში არიან ჩართული და პასუხი არავის უგია.
„არ მიაწიოს [ამბავმა], დაგიჭერენ,“ – ქმრის შეჩერებას ცდილობს თამარა მუთიძე და თემა გადააქვს, „დღეს ავტობუსიც გაფუჭდა, შუა სოფელში გაჩეჩდა“, ნახევარი საათი დაიგვიანაო.
„ხელისუფლება მარტო მის თავზე ზრუნავს, მათი სკამებისთვის, პრემია მათია, დანამატი და ბანკიც,“ – გვიყვება თამაზ დიდმანიძე და სოფლის დაცარიელებაზეც წუხს:
„სკოლაში 70 ბავშვიდან 40 ბავშვი დარჩა, 27 მასწავლებელია. ძაბლავეთის სკოლაში [4 კლასი] კი, 2 ბავშვია და 5 მასწავლებელი,“ – ამატებს თამაზ დიდმანიძე.
რა მოხდება, თუ ისევ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე ცოლ-ქმარს.
„ხალხი ღარიბდება“, – ამბობს თამაზ დიდმანიძე.
„შიმშილობა“- მოკლე პასუხი აქვს თამარა მუთიძეს.
რატომ არ ასრულებს კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“ სოფელ მარადიდში დაპირებებს? – „ბათუმელები“ ამ კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ნაკაშიძეს დაუკავშირდა. მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ საქართველოში არაა და კითხვებს ვერ უპასუხებს. ჩვენი თხოვნა, რომ გავესაუბრებოდით სოციალურ ქსელში, ან კომპანიის რომელიმე სხვა წარმომადგენელს – უპასუხოდ დატოვა გიორგი ნაკაშიძემ.
„ბათუმელების“ შეკითხვას არც კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოხმაურებია ვინმე.
„მე ვერ დაგელაპარაკებით,“ – მოკლედ მხოლოდ ეს გვითხრა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმა მარადიდში, ილია დიდმანიძემ.
რაც შეეხება ხელვაჩაურის მერიას, აქ პრესცენტრი ინფორმაციის მოწოდებას ჯერ კიდევ 18 ივლისს დაგვპირდა, თუმცა შეწმდეგ დღეებში საერთოდ აღარ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს.
ტელეფონზე არც ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ გვიპასუხა.
მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო.
ამ მშენებლობის თაობაზე „ბათუმელებმა“ 13 ივლისს გამოაქვეყნა სტატია. დღეს 20 ივლისია, მასალის გამოქვეყნებიდან კი ხუთი სამუშაო დღე გავიდა. თუმცა ინსპექციას არც კი გაუფრთხილებია კომპანია, რომელიც ქალაქის თვალსაჩინო ადგილას უკანონოდ აშენებს. მერიის პასუხია – „მიმდინარეობს შესწავლა“ .
ასე ხდება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შემთხვევაში, როცა დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, სხვა დროს კი ინსპექცია გაცილებით ოპერატიულია. საქმე ისაა, რომ ეს კომპანია აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 82 პროცენტი ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის. ამ კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობისას სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის სარგებლობდა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით: ნაბართვის გამცემი ორგანო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ყოველთვის ითანხმებდა ახალ პროექტს, რაც დარღვევას ამართლებდა. ელგუჯა ქებურიას კიდევ ერთ კომპანიას – „ამბასდადორი ბათუმი აილენდს“ კი ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი სივრცე, საქართველოს მთავრობამ, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და 65-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ კი მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, შესასწავლი აღარაფერია და „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ნამდვილად უნებართვოდ, შესაბამისად უკანონოდ დაიწყო.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს 2 დღის წინ, 17 ივლისს შეათანხმეს, ეს პირველი ეტაპია, ამის შემდეგ კომპანიამ მერის თანხმობა უნდა მიიღოს არქიტექტურულ ნაწილზე, შემდეგი ეტაპი კი სამშენებლო ნებართვის გაცემა იქნება.
ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცეს. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ეს იმის გამო, რომ ნაკვეთი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, ვიდრე ის მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გადასაცემად არ მოითხოვა. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
დოკუმენტებისთვის მიხედვით, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის განთავსების თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის 02 მაისს მიწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა. მერმა მინისტრს შესაბამისი დოკუმენტებიც გადაუგზავნა. 1 ივლისს მერს მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აცნობა, რომ წინააღმდეგი არ არის:
„სამინისტრო არ არის წინააღმდეგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით განთავსდეს საპროექტო ობიექტი, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი.“
საპროექტო ტერიტორია მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს. დოკუმენტების მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია პანორამული ხედების მქონე, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ერთსართულიანი შენობის მშენებლობა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრი უნდა იყოს.
შენობაში უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი, საპრეზენტაციო სივრცე, ადმინისტრაცია და სამუშაო სივრცეები, ასევე სამზარეულო, საკუჭნაო, სველი წერტილი და პანდუსი. შენობის მოშენების ფართობია 200 კვ.მეტრი. გადახურვა უნდა მოოეწყოს მსუბუქი კონსტრუქციით:
„მასალად გამოყენებული იქნება სენდვიჩ-პანელის სახურავი. სამუშაო სივრცეების ტიხრებად ასევე გამოყენებული იქნება მინის და მსუბუქი პანელების კონსტრუქციები. საპროექტო შენობის მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენს ლითონის კარკასს, საძირკვლები წერტილოვან ტიპს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შენობის ირგვლივ, როგორც კორდის, ბუჩქების, დეკორატიული ნარგავების, გაშენება“, – ეს დოკუმენტებით, შეასრულებს თუ არა ამ ყველაფერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ , რომელისთვისაც სამშენებლო კოდექსის დარღვევა დიდი ხნის ჩვევა ან მუსაობის სტილია, ეს მომავალში გამოჩნდება.
„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა.
მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა.
რატომ არ იცლება ნაგვის ურნა? – შეკითხვით ხელვაჩაურის მერიას მივმართეთ, თუმცა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ამ პრობლემაზე საუბარს თავი აარიდა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმაც სოფელ მარადიდში ილია დიდმანიძემ.
იგივე სოფელ მარადიდში, როგორც სოფელში გვითხრეს, მინიმუმ 10 სოცდაუცველი ადამიანია დასაქმებული: სკოლაში, სოფლის ცენტრის მოვლაზე, 6 სოცდაუცველი კი, სოფლის გზას ალაგებს.
ერთ-ერთ სოცდაუცველს, ხათუნა მუთიძეს, მიტოვებულ ნაგვის ურნასთან ახლოს მდებარე სახლში ვესაუბრეთ:
„მე ვმუშაობ გზის დალაგებაზე, 6 ქალი ვართ დასაქმებული სხვადასხვა ადგილას, დანაწილებული გვაქვს ადგილები, დღეში 3-4 საათი გვიწევს მუშაობა.
ნაგვის ურნა არ ვიცი, დააგვიანდათ ეტყობა, თორემ ისე დადიოდა, რა ვიცი,“ – გვიპასუხა ხათუნა მუთიძემ.
40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.
ზოგიერთ სოფელში კი, სოცდაუცველები ნაგვის ურნებთანაც დაასაქმეს – თუ ვინმე ურნასთან ნაგავს დატოვებს, ყუთში რომ მოათავსოს. ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული ხულოში, სოფელ კვატიაში შადიმან ხოზრევანიძე იყო. ის ამბობს, რომ უმუშევარი დატოვეს მას აქეთ, რაც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო.
საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა შეჩერდება. გამოდის თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამ ფორმით – თითქმის ფორმალური დასაქმებით – საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს? – ეს სოფელ მარადიდში ხათუნა მუთიძესაც ვკითხეთ.
„გავიგე, რომ წყდება ეს პროგრამა, მაგრამ ეს არ არის სწორი ნამდვილად. ისე ვერ ეხმარებიან გაჭირვებულებს ვერანაირად, აქაც ცოტაა ხელფასი, მაგრამ მაინც სახლში ვართ გამოკეტილი…
მე ვინმეს ვერ მოვუგებ, ჩემი სიტყვა არ გაჭრის… ჩემი აზრი არა მგონია სადმე გამოადგეს ვინმეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ხათუნა მუთიძემ.
ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერი დღემდე არ იბარებს.
ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 15.07.2024
რატომ არ აწერს ხელს ბათუმის მერი მიღება-ჩაბარების აქტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ ქალაქის მერიიდან პასუხს ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით ელოდებოდა, თუმცა 3 ივლისს გაგზავნილ წერილზე მერიას დღემდე არ გაუცია პასუხი.
„პასუხის მომზადებაზე შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში გუშინ, 19 ივლისს, არადა, კანონის თანახმად, პასუხი მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიგვეღო. თუმცა მერიამ ამ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ყველა მოთხოვნა დაარღვია.
მერიაში გაგზავნილი წერილით რამდენიმე საჯარო დოკუმენტის ასლსაც ვითხოვდით, რომლებიც „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მოიპოვა.
ბათუმის მერიის ერთ-ერთი კომპეტენტური პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერიას შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს, რომ ამ ნაგებობას მოუაროს, ამასთან მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები არ არის დასრულებული.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდები / 15.07.2024
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით კი, ნაპირდამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებულია და 2022 წლის თებერვლის შემდეგ ფონდი ამ ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი არ არის. მოვლა-პატრონობაზე ამ დრომდე უარს ამბობს ბათუმის მერიაც. შესაბამისად, მესამე წელია, რაც ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს.
„საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდის დაკვეთით, 2020 წლის თებერვლის თვეში [2022 წლის თებერვლის თვეში ასევე დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“] დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის ნაწილის მოწყობის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფონდის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას სცილდება ობიექტის ფლობასთან, სარგებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მოვლა-პატრონობასთან ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები“, – მოგვწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2024 წლის 12 ივლისს.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024
რა აქტს არ აწერს ხელს ბათუმის მერი
დამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ხელს 2022 წლის ივნისიდან დღემდე ხელს არ აწერს, „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიისგან წერილობით გამოითხოვა, თუმცა არ მოგვაწოდეს.
მიღება-ჩაბარების აქტის ის [შესწორებული] ვარიანტი, რაც „ბათუმელებს“ აქვს, 2022 წლის 7 დეკემბრით თარიღდება და გადაგზავნილია ბათუმის მერთან ხელმოსაწერად, თუმცა მას ხელს მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აწერს.
ამ აქტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის საბალანსო ღირებულება 56 960 486 ლარია და ფონდი ამ ობიექტს ბათუმის მუნიციპალიტეტს გადასცემს ბალანსიდან-ბალანსზე, უსასყიდლოდ, გრანტის სახით.
მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ბათუმის მერი ხელს არ აწერს.ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოვარდნილი ლოდები / 15.07.2024
წერილები ბათუმის მერს
ნაპირდამცავი ნაგებობის ჩაბარებაზე ბათუმის მერს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან რამდენიმე წერილი გამოუგზავნეს.
პირველი წერილი 2022 წლის 9 ივნისითაა დათარიღებული, რომელშიც ფონდი ქალაქის მერს წერს, რომ ჩაიბაროს ინფრასტრუქტურა და გაუწიოს შესაბამისი ექსპლუატაცია. წერილს ახლდა მიღება-ჩაბარების აქტის პროექტიც:
მეორე წერილი ფონდმა არჩილ ჩიქოვანს 2022 წლის 8 დეკემბერს გამოუგზავნა მიღება-ჩაბარების შესწორებულ აქტთან ერთად.
„განმეორებით გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს, რომ დაასრულონ ობიექტის მიღების პროცესი და მოგვაწოდონ ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის
ხელმოწერილი ეგზემპლარი.“ – წერენ ბათუმის მერს.
2023 წლის 25 აპრილს არჩილ ჩიქოვანს ფონდიდან კიდევ ერთხელ მისწერეს, რომ „ელექტრონული ფოსტით გამოიგზავნა ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი“, და რომ „შესაბამისი ხელმოწერილი აქტი ბათუმის მერიიდან ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ“:
ფონდიდან მიღებულ წერილებზე არჩილ ჩიქოვანს როგორც ჩანს პასუხები არ გაუცია. ჩვენ აღნიშნული წერილების პასუხები ბათუმის მერიისგანაც გამოვითხოვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც, თუმცა ისინი არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია.
აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024
ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა, პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ლოდებით აგებული ამ ბერმის გასწვრივ მუდმივად უნდა იყოს პლაჟი [მინიმუმ 20 მეტრი სიგანის], რომ შტორმის დროს ნაგებობა ნაკლებად დაზიანდეს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ანუ დამცავი ნაგებობის აშენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ზღვას ამ ნაგებობის დაშლა დაწყებული ჰქონდა.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024
ლოდების დაშლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც აჭარის ბიუჯეტიდან ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დააფინანსეს და ხრეშის შეტანა დაიწყეს სანაპიროზე. ხრეშის შეტანა კი არა ამ ნაგებობის დაცვის, არამედ ახალი ბულვარის სანაპიროს ნგრევის შესაჩერებლად გადაწყდა. 2021 წელს შტორმმა ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის ნგრევა დაიწყო.
ნაპირის ნგრევის პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ხრეშის შეტანით წარმოქმნილი ხელოვნური პლაჟის ვიწრო ზოლი, რომელიც ლოდების გასწვრივაა, ამ ნაგებობის ზღვისგან დაცვის გარანტი არ არის.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / ლოდების ნაგებობის მდგრადობისთვის ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რომ ნაგებობის წინ ხელოვნური პლაჟი შეიქმნას და შენარჩუნდეს / 15.07.2024
ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა ამჯერადაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა ეს ღონისძიება ძირითადად ახალი ბულვარის გასწვრივ არსებული სიტუაციის [პლაჟის] შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.
ზღვის სანაპიროზე შესატანად 110 ათას კუბურ მეტრ ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2024 წლის 31 ივლისს დასრულდება.
დამცავი ნაგებობის უპატრონობაზე „ბათუმელები“ 2022 წელშიც წერდა, როცა შტორმმა ხელოვნური პლაჟი წარეცხა, რის შედეგადაც ლოდების ნაწილი ზღვაში აღმოჩნდა.
ნაგებობის ჩაბარებასთან დაკავშირებით მაშინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები“. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კი მოგვწერეს, რომ „დამატებითი დეფექტები ვიზუალურად აღმოჩენილი არ იყო“, ნაგებობის მოვლა კი სცილდებოდა ფონდის საქმიანობას.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ.
ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.
შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს 6 თვის ვადით. ექვსი თვის შემდეგ კი, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
მოქმედი რექტორი მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის ხმათა უმრავლესობას, ანუ 6 ხმას მიიღებს აკადემიური საბჭოსგან.
რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი აკადემიური საბჭო ხმას არ მისცემს ამ ერთადერთ კანდიდატს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი დიასამიძეს. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა და არც ახლა ელოდებიან.
„ასეთი რამ არ მომხდარა ჯერჯერობით რომ მოვალეობის შემსრულებელი არ აერჩიოთ. მაგრამ თუ მოხდება, ამაზე იმსჯელებს აკადემიური საბჭო.
მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, სანამ ექვსი თვე დასრულდება, აკადემიური საბჭო ისევ გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს. კანდიდატებმა ერთი თვის ვადაში უნდა შემოიტანონ განაცხადები და შემდეგ შეარჩევენ ახალ რექტორს 4 წლის ვადით“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.
მოვალეობის შემსრულებელი ორშაბათს, 22 ივლისს უნდა აირჩიონ.
„14:00 საათზე იქნება კანდიდატის სამოქმედო გეგმის განხილვა, რომელსაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს და დასრულების შემდეგ იქნება ფარული კენჭისყრა“.
რატომ არ ისურვა არავინ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბსუ-ს პროფესორებსაც ესაუბრა. პროფესორების აზრით, აქამდე პრობლემა იყო ერთკანდიდატიანი არჩევნები, ახლა კი ეს ერთი კანდიდატიც აღარ არის, რაც უნივერსიტეტისთვის სერიოზული პრობლემაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 565 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
ტანკი – 8 257 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 15 917ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 15 542 ერთეული [+22]
MLRS – 1 121 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 895 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 362 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 350 ერთეული [+34]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 968 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 607 ერთეული [+14]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 915 უპილოტო საფრენი აპარატი
554 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 620 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 120 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 870 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, საბაზო განათლება ოთხწლიანი გახდა ( VII-X კლასები), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მე-9 კლასის დასრულების შემდეგ წყვეტდა მოსწავლე სწავლას, ახლა მე-10 კლასის დასრულების ვალდებულებაც ექნება. საფეხურის ბოლოს კი, მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ.
რა იცვლება ამით საჯარო სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის დირექტორს ნაზი საბანიძეს ესაუბრა.
დირექტორის თქმით, საკითხი ინდივიდუალურია, თუმცა მისი სკოლას დადებითად წაადგება.
„რატომღაც ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს მიაჩნია, რომ საშუალო განათლება აუცილებლად უნდა მიიღოს მოსწავლემ. ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და გვაქვს მხოლოდ საბაზო საფეხური, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელება ვისაც სურს, ის სხვა სკოლაში გადადის.
წელს ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა დაამთავრა მეცხრე კლასი და რადგან ეს კანონი აქამდე არ არსებობდა, ახლა სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში გადადის.
მისი ძმა მეშვიდე კლასშია, ისიც საუკეთესო მოსწავლეა, მისი და კი პირველ კლასში უნდა შემოსულიყო, მაგრამ რადგან უფროსი შვილი სხვა სკოლაში აგრძელებს სწავლას, მისი და-ძმაც იქ გადაიყვანეს მშობლებმა. ჩვენ კი სამი მოსწავლე დავკარგეთ. აქამდე რომ დაემატებინათ მეათე კლასი საბაზოზე, ეს ბავშვები დარჩებოდნენ ჩვენს სკოლაში.
სკოლაში ახლა 21 მოსწავლე გვყავს მხოლოდ. იცით ეს რამხელა პრობლემაა ჩვენთვის? სოფლისთვის, ცხოვრების ხარისხითვის ძალიან ძვირადღირებულია მოსწავლეები, რადგან სადაც სკოლაა ცხოვრება გრძელდება ხომ? სამი ბავშვის დაკარგვა კი ძალიან ცუდია“-ამბობს ნაზი საბანიძე.
მისი თქმით, ბავშვების სიმწირეს ისიც განაპირობებს, რომ სოფლები დიდი მანძილითაა სკოლასთან დაშორებული და როცა ტრანსპორტირება არ იყო, საერთოდ ვერ ახერხებდნენ შორი მანძილიდან მოსვლას.
„იყო პერიოდი, როცა პირველკლასელი არ გვყავდა. დამამთავრებელ კლასშიც არ გვყავდა მოსწავლეები, ახლა კი 21 მოსწავლე გვყავს.
სვანეთში 100-ბავშვიანი სკოლა არის მხოლოდ სამი დარჩენილი. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ჰკიდებენ ხელს თავიანთ შვილებს და მიჰყავთ იქ, სადაც საშუალო სკოლაა.
ურჩევნიათ, რომ ბავშვი თავიდანვე ასეთ სკოლაში იყოს, ვიდრე შემდეგ მოუწიოს გადასვლა. ამიტომ, ჩვენნაირი სკოლებში მოსწავლეების კონტინგენტი იკლებს.
არის შემთხვევები, როცა ოჯახმა აღარ ისურვა ბავშვის გამოშვება, რადგან მეცხრე კლასის გოგონას გაშვება მშობელს უჭირს, როცა მარტო მას ემსახურება მანქანა.
იყო პერიოდი, როცა ტრანსპორტირება არ იყო, ჩემს სახლში ვიტოვებდი მოსწავლეებს, რომ სკოლა არ დახურულიყო და არ მოწყვეტილიყვნენ ბავშვები სკოლას.
ძალიან ბევრი მოსწავლე მყავდა, რომლებსაც გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ სწავლა ვერც უმაღლესში გააგრძელეს და ვერც კოლეჯში, რადგან ადრე, მესტიაში არსებულ პროფესიულ კოლეჯს სტუდენტური საცხოვრებელი არ ჰქონდა და ვერ მიდიოდნენ სასწავლებლად.
ჩემი სოფლიდან 37 კილომეტრია მესტიამდე, სხვა სოფლები კიდევ უფრო შორსაა. ათწლიან სწავლებაზე რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ ბავშვებს, ისე უყვართ ამ სკოლაში სწავლა“-გვეუბნება ნაზი საბანიძე.
საშუალო რომ გახდეს სკოლა, რა არის ამისთვის საჭირო? – ვკითხეთ დირექტორს.
მისი თქმით, არსებულ პირობებში სკოლა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მცირე კონტინგენტის გარდა, სკოლას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„ახლა არის ავტორიზაციის პროცესი, რომელიც წესით 2026 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გააგრძელეს 2031 წლამდე. ავტორიზაცია საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მაღალ სტანდარტს ითხოვს.
სკოლა უნდა იყოს გარემონტებული, თანამედროვე სწავლების შესაბამისი, კადრები უნდა ჰყავდეს მაღალი სტატუსის და ასე შემდეგ.
ჩვენი სკოლის შენობა არის პატარა და არათუ რემონტს, არამედ საჭიროებს გადაკეთებას და გაფართოებას. ფართი იმდენად მცირე და სარემონტოა, რომ ისტ-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების ოთახები გაერთიანებული გვაქვს. ერთი ოთახიც კი არ მოდის ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობაში.
ლაბორატორიები არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ვირტუალური ლაბორატორია მოიტანო, ხომ? კარგი პედაგოგები მყავს და გაკვეთილები საინტერესო გახადონ“-ამბობს ნაზი საბანიძე.
მისი თქმით, მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორობა ძალიან რთულია. ამიტომაც არ გამოჩნდნენ კანდიდატები. ის ორჯერ იყო არჩეული დირექტორი, ახლა კი მოვალეობის შემსრულებელია.
„იმედია გამოჩნდება ვინმე“-ამბობს ნაზი.
ცუდი პირობების მიუხედავად, დირექტორი ახალ სახელფასო ფორმულას არ უჩივის. მისი თქმით, სკოლაში ორი წამყვანი და მენტორი მასწავლებელია და ყველაზე ნაკლებად მათი ხელფასი გაიზარდა, თუმცა სხვა პედაგოგებს, ვისაც სრული დატვირთვა აქვს, მათი ხელფასი გაიზარდა.
„800 ლარითაც კი გაეზარდათ ზოგიერთს. იმიტომ, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საგნობრივი ჯგუფის საათებს ვაძლევდი მასწავლებლებს.
საბუნებისმეტყველოზე მცირეა საათები, მაგრამ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას ვინც ასწავლის ერთად, მათ შეეხოთ მატება.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასწავლის ისტორიას და გეოგრაფიას და შესაბამისად, აქვს სრული დატვირთვა. გულდასაწყვეტია ის, რომ სტატუსის მქონეებს არ მოგვმატებია ბევრი. ამ სტატუსებისთვის ჩვენ ბევრი ვიშრომეთ. ამიტომ, ვინც მეტი იშრომა და იმას ნაკლები აქვს, ეს არის ცოტა გულსაკლავ“-ამბობს ნაზი საბანიძე.
რაც შეეხება საშუალო საფეხურს, როგორც დირექტორი ამბობს, ამ ეტაპზე დეტალები არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება. „როცა მოხდება ამ კანონის მოდიფიცირება, მერე გვეცოდინება ალბათ ყველაფერი. თუმცა, როგორც ითქვა, ამ საფეხურზეც შემოდის გამოცდები“-ამბობს ნაზი საბანიძე.
ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული.
სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა.
შემოღობილი სკვერი ახალ ბულვარში / 15.07.2024
მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსია.
მოიჯარე კომპანიას დღეს გაცილებით დიდი ტერიტორია აქვს შემოღობილი ვიდრე იჯარით აქვს გადაცემული.
იჯარით გაცემული [აღნიშნულია მოწითალო ფერით] და შემოღობილი ტერიტორია [წითელი წყვეტილი ხაზით] ახალ ბულვარში
„იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ბეტონის ფილა, რომელზეც დაიდგმება კაფეს კონსტრუქცია – დროებითი ნაგებობა. რაც შეეხება დღეს შემოღობილ ტერიტორიას, ეს ამ კონსტრუქციის დასასაწყობებლად არის, მეტი დაცულობისთვის. როგორც კი დამონტაჟდება კაფე, ეს ღობეც მოიხსნება და მაგ ტერიტორიაზე დამატებით რაიმეს მოწყობას არ ვგეგმავთ. ყველაფერი კეთდება და გაკეთდება ისე, როგორც არის საიჯარო ხელშეკრულებაში და შეთანხმებული პროექტით“ – გვითხრა მარად სანიკიძემ.
„მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბათუმში კახაბრის დასახლებაში, გააჩნია მისასვლელი გზა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები. ასევე გასართობი პარკის ტერიტორია.“ – აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში, თუმცა ამავე დოკუმენტში არის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ბულვარის ადმინისტრაციამ კაფეს ჩადგმა გადაწყვიტა, გამწვანებულ ზოლში მდებარეობს:
ფოტოები საპროექტო დოკუმენტებიდან
რატომ გადაწყვიტა ბათუმის ბულვარმა კაფეს ჩადგმა გამწვანებულ ტერიტორიაზე? – ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ „ახალი ბულვარის განაშენიანების გეგმის თანახმად, ისევე როგორც სკეიტ პარკი, ამ ტერიტორიებზე განსაზღვრული იყო კაფეს მოწყობაც, რის საფუძველზეც გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი“.
ბულვარის პრესსამსახურიდან ასევე მოგვწერეს, რომ „ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოღობა სამუშაოების დასრულებამდე“.
„პროექტი მიზნად ისახავს კაფეს მშენებლობას თანამედროვე დაგეგმარებით… შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან კაფეს რომლის გაბარიტული ზომები საშუალოდ შეადგენს 20.0X12.36მ ხოლო შენობის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 6.220 მ-ს.“ – აღნიშნულია პროექტში.
კაფეს შენობის ესკიზი პროექტიდანკაფე ახალ ბულვარში – ფოტომონტაჟი პროექტიდან
ნაკვეთი, სადაც კაფე უნდა ააშენონ ბათუმის ბულვარს ბოლოს აუქციონზე [2023 წლის ივლისში] 24 000 ლარად [წლიური საიჯარო ქირა] ჰქონდა გამოტანილი. აუქციონის ბიჯი 720 ლარი იყო, სადაც ერთი ბიჯით შპს „შავი ზღვის დელფინმა“ გაიმარჯვა.
შესაბამისად, ქონების სარგებლობისთვის კომპანია ბულვარს წელიწადში 24 720 ლარს გადაუხდის. კაფეს მოწყობაში კი „შავი ზღვის დელფინმა“ 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
აუქციონის ზოგიერთი პირობა შეგიძლიათ ნახოთ აქ
„აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი;
აუქციონში გამარჯვებულ პირს ზემოხსენებული ქონება სარგებლობაში გადაეცემა 10 წლის ვადით;
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;
მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება;
მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 18 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია, რომლის დადასტურებაც უნდა მოხდეს შესაბამისი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნით;
მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;
მოიჯარე ვალდებულია, აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარ“-ს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მოიჯარე ვალდებულია, იჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველყოს იჯარის საგანზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე ეკრძალება იჯარის საგნის შემოღობვით ან/და ნებისმიერი სხვა სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (მესაკუთრე) და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები;
მოიჯარეს ეკრძალება, იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;
მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;
მოიჯარეს ეკრძალება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე, განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები;
მოიჯარეს ეკრძალება, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს ავტოსადგომი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
მეიჯარე [ბულვარის ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, ქონების მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს მოსთხოვოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება. ამ პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მეიჯარე მოიჯარეს დაუბრუნებს წლიური სარგებლობის საფასურის შესაბამის თვიურად დაანგარიშებულ პროპორციულ თანხას.“
„საბავშვო ბაღი მხოლოდ მეზობელ სოფელ კირნათშია, ყოველდღე პატარა ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან, ტრანსპორტირების საფასური ოჯახიდან 75 ლარია, ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს.
მარადიდელებმა გვითხრეს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობას მათ რამდენჯერმე დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერიც იყო გამოცხადებული და შესაბამისი ადგილიც გამოიყო სოფლის ცენტრში, თუმცა დაპირება წლებია არ შესრულებულა.
„არ ვიცი, რატომ ვერ გააკეთეს საბავშვო ბაღი, რამ შეუშალათ ხელი. კარგი იქნებოდა ბაღი აქვე რომ იყოს, მე თვითონ ჩავაკითხავდი ჩემს ბავშვებს.
არ ვიცი, სულ რამდენი ოჯახია ასეთი, მაგრამ ერთი მიკროავტობუსი გვემსახურება. ყოველ დილით აკითხავს ბავშვებს და მერე უკან აბრუნებს.
ფეხბურთის მოედანსაც დაგვპირდნენ, მაგრამ არც ის გააკეთეს. არაფერია ამ სოფელში ბავშვებისთვის. ეს კი არა, წყლის მილები მოვითხოვეთ და ესეც არ მოგვცეს, ჩვენით ვიყიდეთ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.
დონა უმუშევარია. დასაქმებული მხოლოდ მისი ქმარია – როგორც სოცდაუცველი, სოფლის შიდა გზების დალაგებაზე მუშაობს. ამ სოფელში 6 ადამიანი მხოლოდ სოფლის გზას ალაგებს. დონა ამბობს, რომ საბავშვო ბაღში ბავშვების ტრანსპორტირების საფასურის – 75 ლარის გადახდა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად, მაინც უწევთ.
ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯზე 40 ათასი ადამიანი წინასაარჩევნოდ დაასაქმა. შესაძლოა, დასაქმებულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. დასაქმების ეს პროგრამა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება. დონას ამ პროგრამაზე საუბარი არ სურს, თუმცა აქვს გზავნილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
„მე მინდა ევროპა ჩემი ბავშვებისთვის. არ ვენდობი რუსეთს, იმიტომ, რომ ოკუპანტია,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.
რატომ ვერ მოეწყო საბავშვო ბაღი სოფელ მარადიდში, ან რატომ ვერ ხერხდება მინიმუმ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების საბავშვო ბაღში ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება? – შეკითხვა ხელვაჩაურის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.
გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.
ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.
შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
20 ივლისს, ბორჯღალოსნები 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. „ალიანს სთედიუმზე“ შეხვედრა თბილისის დროით, დილის 09:45 საათზე დაიწყება.
„ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, კარგი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „ვოლაბებთან“ ისტორიაში მესამედ ითამაშებს – პირველად მსოფლიო თასს მიღმა.
საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და ანგარიშით – 27:8 წააგო. შემდეგ 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე და ამჯერადაც მეტოქემ გაიმარჯვა ანგარიშით – 35:15.
2024 წელს ზაფხულის სერიის წინა ორი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ერთი მოიგო და ერთიც წააგო. პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ დათმო ანგარიშით – 12-21. ხოლო, მეორე მატჩში კი უკვე იაპონიას სტუმრად სძლია ანგარიშით – 23-25.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.
26-28 ივლისს, ბათუმი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალი წელს თავის ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას უბრუნდება.
26 ივლისი
ფესტივალს გახსნის11 გრემისჯილდოსმფლობელი მუსიკოსი ფილიპლასიტერითავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.
27 ივლისი
ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზიდრამერი ჯოჯომაიერი წარსდგება. ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ისარისელექტრონულიკვარტეტის NERVE-სლიდერი, რომელიცმან 1997 წელს დააარსა.
28 ივლისი
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ჰედლაინერები The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი: ტიტო,ჯეკიდამარლონჯექსონებისენერგიულიშოუარისშესაძლებლობამუსიკისისტორიაშიერთ–ერთუდიდეს,პოპისსუპერჯგუფისლაივ კონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების საოცარშოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველაცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” დამრავალისხვა.
ტრადიციულად ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მუსიკის ჰანგებში მხიარული განწყობით ამგზავრებს ფესტივალის სტუმრებს. ყოველი დღის ბოლოს კი ვარსკვლავური ჯემსეიშენი გაიმართება ივერია ბიჩზე.
ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.
შავი ზღვის ჯაზფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
ტრადიციული მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ოფიციალური სპონსორი: Visa
სპონსორები: ტოიოტა, ისი პარი
მასპინძელი: სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“ რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“
საინფორმაციო მხარდაჭერა: გაზეთი ბათუმელები, იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა
ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.
„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო.
ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში ადასტურებენ, რომ საქმე სამართალდარღვევასთან გვაქვს.
„ცურვა მინდოდა და უკან გამოვბრუნდი, აღარ შეისვლებოდა… ამ ადგილას ხშირად ვცურავ, პერიოდულად ცემენტის წყალს უშვებენ, მაგრამ ეს უფრო ღამის საათებში ხდება, ახლა დილით იყო, დაახლოებით 9 საათზე. დავრეკე 112-ზე და გარემოს დაცვა მოვიდა, მაგრამ ვერ მითხრეს, იყო თუ არა ეს დარღვევა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ბოლქვაძე.
„სამართალდარღვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება, შედგა შესაბამისი აქტი. წარმოების დასრულების შემდგომ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და შედგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის პრესცენტრიდან.
აქ ვერ გვითხრეს, სავარაუდოდ რამ დააბინძურა ზღვა, ან როგორია დაბინძურების მასშტაბი და საფრთხე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 ივლისს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც.
ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ მოუწოდა. საუბარია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებულ კაფეზე – „კიდევ ერთი“, რომელიც, ფოტოს მიხედვით, გარე სივრცის მოწყობას გეგმავს ტროტუარზე. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, 17 ივლისს, აღნიშნულ კაფესთან „ბათუმელებიც“ იმყოფებოდა, თუმცა კაფესთან რკინის კონსტრუქციები აღარ დაგხვდა, კაფეს წარმომადგენელმა კი, რომელმაც ჩვენთან საუბარი ქართულ ენაზე არ მოისურვა და რუსულად გვესაუბრა, არ დააზუსტა, აპირებს თუ არა აქ კაფე ქუჩის ნაწილის ათვისებას და აქვს თუ არა ნებართვა ამისთვის.
ფოტო კაფე “კიდევ ერთის” მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც ანა ნიქაბაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანა ნიქაბაძე სოციალური ქსელითა თუ სხვა სახის აქტიურობით ბათუმში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ანა ველომოყვარულთა კლუბის – Love to Ride – Batumi-ისთანადამფუძნებელია, ქალაქში გადასაადგილებლად მხოლოდ ველოსიპედს იყენებს და ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორი შეზღუდულია ველომოყვარულებისთვის ქალაქში გადაადგილება.
„ბათუმელები“ ანა ნიქაბაძეს სწორედ ბათუმში გადაადგილების პრობლემებზე ესაუბრა.
ანა, თქვენი აზრით, როგორ იცვლება ბათუმი და რა შეიძლება იყოს ეფექტური იმ სატრანსპორტო, ქაოსური მდგომარეობის გადაჭრისას, რაც გვხვდება დღეს ქალაქში?
ევროპაში სხვისი სივრცის მოპარვის ხარჯზე კეთილდღეობა დანაშაულია და ისჯება, ძალიან დიდი ჯარიმებია.
ძალიან კარგი იქნება, რომ ტროტუარების მითვისების შემთხვევებზე მივუთითოთ ობიექტების მეპატრონეებს მათ არაკანონიერ ქმედებაზე და მინიმუმ, დისკომფორტი შევუქმნათ.
მოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტროტუარი ჩვენ გვეკუთვნის. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და ტროტუარზე გამწვანება, მისი შენახვა, მოვლა, ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ფინანსდება. მაგალითად, თუ ტროტუარზე ძალიან მძიმე კონსტრუქციები უნდა ჩაიდგას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
თუ აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტთან გაფორმებული კერძო სექტორს, იქ წერია, რომ რაიმეს დაზიანების შემთხვევაში თავად კერძო სექტორი აღადგენს ტროტუარს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა სხვადასხვა სახის მშენებლობის დროს მძიმე მასალა შეაქვს მშენებელს ადგილზე, რის გამოც ზიანდება ტროტუარები და ველობილიკები. მერე უნდა მოვიდეს ბათუმის მერიის სამსახური, გადაღებოს და შეაკეთოს. ეს ხდება ჩვენი ფულით და ეს თანაგანცდა, რომ ეს ქალაქი შენ გეკუთვნის, შენ ხარჯავ იმაში თანხას, თუ როგორ გამოიყურება ეს ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია.
არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი აზრის გამოხატვის, დაფიქსირების. მოქალაქეები ვართ და ჩვენი ხმა გადამწყვეტია. მე ასე ვუდგები საკითხებს და ამას ვურჩევდი სხვებსაც. სხვა გამოსავალი არ არის.
ბათუმი რთული ქალაქი გახდა. პატარა ბათუმი, ტურისტული ქალაქი, რომელიც იწვევდა დასვენების, მენტალურ ჯანმრთელობაზე კარგი ზემოქმედების ასოციაციას, საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქის, სადაც შეგიძლია იმუშაო, დაისვენო, ორ საათში მთაში ახვიდე… ახლა ეს ყველაფერი გახდა ფუფუნება, იმიტომ, რომ ქალაქი არ იგეგმება შესაბამისად.
რაც ბათუმში მოგვწონდა, ბათუმის სული, ბათუმის იდენტობა, თითქოს უჩინარდება.
ქალაქი იზრდება, მოსახლეობაც გაიზარდა და იმდენად მოუმზადებელია ბათუმი ამ გაზრდილი ფართობის და მოსახლეობის [მიღების] თვალსაზრისით, რომ ვერ აუდის და ვერ გვთავაზობს შესაბამის სერვისებს.
მე ვარ ველომოყვარული და ბათუმში ცხოვრების პერიოდში ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის საშუალება. სამსახური იქნება ეს, საყიდლები, ნებისმიერი საქმის მოგვარება, იუსტიციაში ვარ წასასვლელი თუ ა.შ., ველოსიპედი ჩემი ტრანსპორტია.
ბოლო პერიოდში, განაშენიანების თვალსაზრისით, ბეტონის კედლები, რომლებიც ემატება და ემატება ქალაქს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაზეც აისახება. განაშენიანების ეს ფორმა ფაქტობრივად, ბათუმში საშუალებას აღარ ტოვებს, რომ გადაადგილება იყოს მოქნილი.
ზოგადად, ბათუმს არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაცხადებული პოლიტიკა. ბათუმის მერია ამატებს ავტობუსებს და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს სივრცე, მათთვის პარკირება არის მოუწესრიგებელი და არ აქვს გადაადგილების საშუალება, რა აზრი აქვს?!
ბევრი რომ ამბობს ხოლმე, ბენზე-ბარცხანაში გადაადგილება შეუძლებელიაო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისეა უკვე ბათუმის ქუჩებშიც. მე რომ ველოსიპედზე დავჯდე და ქალაქის გარეუბნიდან შემოვიდე ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით ზაფხულში, შეუძლებელია. ქალაქი აღარ გიტოვებს სურვილს, რომ გადაადგილდე.
თქვენ აქტიურად ამონიტორინგებთ ბათუმის ქუჩებს და აქტიურობთ სოციალურ ქსელშიც. როდის დაიწყეთ ამ სახის აქტივობები?
არ მეზარება ჩამოვიდე ველოსიპედიდან და მივუთითო კერძო სექტორს, რომ ხელყოფენ თავისუფალ გადაადგილებას, პირველ რიგში ფეხით მოსიარულეთათვის და არა მხოლოდ შშმ პირებისთვის.
ფაქტობრივად, კერძო სექტორი გეუბნება, რომ კი, ჩემთან მოდი, ყავა დალიე, მაგრამ მე შენს, როგორც მოქალაქის თავისუფლად გადაადგილებას ხელვყოფ.
კერძო სექტორში ამბობენ ხოლმე, რომ ნებართვა აქვთ. გამოაქვეყნონ ეს ნებართვა, გვაჩვენონ და იყოს ეს საჯარო.
ევროპაშიც ათვისებულია ტროტუარები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისადაა დარეგულირებული. მაგიდის, სკამის ზომაა მნიშვნელოვანი.
თითქოს ქალაქის მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციასაც არ აინტერესებს ეს საკითხი და ფაქტობრივად, კერძო სექტორის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.
2020 წლიდან მოყოლებული, რაც ველომოყვარულთა კლუბი დავაარსეთ, ყოველთვის მივუთითებთ მსგავს დარღვევებზე. ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში არის ერთი ობიექტი, რომლის გადაკვეთაც ყოველთვის მიწევს, რადგან ლერმონტოვზე ვცხოვრობ და შეუძლებელია იქ გავლა. ძალიან მრცხვენია ხოლმე, რომ ფეხით ვინც გადაადგილდება მას დავუსიგნალო ჩემი ველოსიპედიდან და ვუთხრა – გამიშვი. უნდა ჩამოვიდე და ხელით გავიყვანო ველოსიპედი და რატომ, რატომ უნდა გავაკეთო ეს, როცა საფეხმავლო სივრცე უნდა ეკუთვნოდეს ფეხით მოსიარულეს და ველობილიკი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ, ველომოყვარულებს.
მცენარეებით აქვთ შემოსაზღვრული და მთლიანად ათვისებული ტროტუარის მონაკვეთი. ოდნავ რომ გაწეული იყოს მცენარეები და ტროტუარის ნაწილი ჰქონდეთ დატოვებული იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა მაინც გაიაროს – ასე არ არის. ბევრჯერ მივუთითე. მეუბნებოდნენ – „კი, გავწევთ“ და ეს „გაწევა“ არასდროს არ დადგა, როგორც ფაქტი.
ბოლოს გადავწყვიტე განცხადების დაწერა. მე ინგლისურად ვესაუბრებოდი და ისინი რუსულად მპასუხობდნენ. მესმის რუსული, მხვდებოდი, მაგრამ ვპასუხობდი ინგლისურად. ბოლოს დავწერე განცხადება ქალაქის მერის სახელზე და მივუთითე, რომ შესაბამისი უწყება მივიდე და ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.
თქვენი მოლოდინი როგორია, ექნება სათანადო რეაქცია მერიას?
ეს განაცხადი მე გავაკეთე 8 ივლისს და 10 სამუშაო დღეში უნდა მივიღო პასუხი. ეს არის მონაწილეობის მექანიზმი, მივედი, დავწერე განცხადება და ველოდები უკუკავშირს. დემოკრატია ასე მუშაობს.
ორი დღის წინ ჩავიარე და კიდევ ისე იდგა ეს მცენარეები ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის კვეთაში, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჯერჯერობით. ისევ ოკუპირებულია თავისუფალი ტროტუარი. მე ველოდები, რომ რაღაც პასუხს აუცილებლად დამიბრუნებენ, თუმცა განსაკუთრებულ რეაგირებას არ ველი.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით სულ სამი განაცხადი მაქვს შეტანილი.
მეორე განცხადება ეხება პარკირებების მენეჯმენტს და იმას, თუ რამდენი მანქანა დააჯარიმეს ამ წლის დასაწყისიდან ტროტუარებსა და ველობილიკებზე არასწორი პარკირებისთვის. მესამე ჩემი განცხადება კი შეეხება მერიის საავტომობილო გვირაბის ახალ პროექტს. ველოგადაადგილების გენერალური გეგმის მიხედვით, წერეთლის ქუჩა, ყოფილი მაიაკოვსკის ქუჩა და ა.შ., არის ის ქუჩები, სადაც ველობილიკები უნდა დაიხაზოს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ველოქსელის გააქტიურებას ქალაქში. ახალი პროექტები დგება და ამაზე მერიას არ აქვს არავისთან კომუნიკაცია. არც შშმ პირთა საზოგადოებასთან, არც ველომოყვარულებთან. არ ხდება ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ასევე, მე ამ განაცხადში მოვითხოვე განმარტება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამ სატრანსპორტო გვირაბს მერია. მანქანების ნაკადი, რაოდენობა დათვალა და იმიტომ აკეთებს, თუ რატომ, რადგან ეს სერიოზული პროექტია.
ქალაქში შეუძლებელია გადაადგილება და მერია თუ ვერ აცნობიერებს მონაწილეობის ფუნქციას, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰკითხო, როდესაც პროექტს აკეთებ, პროექტს შეისყიდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
თქვენ ბოლო დღეებში ფოტო გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან. რომ მოგვიყვეთ, რა ხდებოდა იქ?
გორგასლის ქუჩაზე მე არ ვიცოდი კაფე – „კიდევ ერთის“ არსებობის შესახებ, ალბათ ახლახან გაიხსნა. როცა ველობილიკზე მოვდიოდი, დავინახე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აზომვით სამუშაოებს აკეთებდნენ. ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ თუ აქ გეგმავს ეს კაფე სტუმრების გამასპინძლებას, ეს იქნება ტროტუარის და თავისუფალი სივრცის ხარჯზე კერძო სექტორის მიერ სერვისის რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტი.
რკინის კონსტრუქცია, რაც მე ვნახე, ძალიან ახლოსაა უსინათლოთა ბილიკთან. ხშირად მოქალაქეებს არ ეძლევათ ამ მიზეზით ტროტუარზე გავლის საშუალება და უწევთ, რომ გაიარონ ველობილიკზე. ესაა ხელშეშლა თავისუფლად გადაადგილებაში. მე ვერ დავდებ თავს, არ ვიცი, ამ ობიექტს აქვს თუ არა ნებართვა მუნიციპალიტეტისგან გარე სივრცის ტროტუარზე მოწყობის, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ძალიან არ ესიამოვნათ ჩემი გამოხმაურება სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, როცა შეხვალ ამ კაფეს სოციალურ ქსელში, ყველაფერი უდევთ რუსულ ენაზე. კი, არის ქართული სუბტიტრები, ინგლისურად უწერიათ აღწერაში რაღაცები, მაგრამ რუსულად ესაუბრებიან აუდიტორიას და მიჩნდება კითხვა: მე, ბათუმელ ანა ნიქაბაძეს, რომელსაც მინდა ყავა დავლიო და რუსულად მეუბნებიან ჩემს ქალაქში, მოდი და აქ დალიე ყავაო, რას ნიშნავს ეს?! არანაირად არ შევალ მე იქ და არ დავხარჯავ ჩემს ხელფასს. მნიშვნელობა აქვს რომელ ენაზე მიმასპინძლდებიან, მენიუ რომელ ენაზეა შედგენილი.
ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება. მე რაც ვნახე, ძალიან შემაშფოთებელი იყო ტროტუარის კუთვნილი სივრცის ათვისების თვალსაზრისით. თუ აქვთ ნებართვა მუნიციპალიტეტისგან, გამოაქვეყნონ მათ გვერდზე, საჯაროდ.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მუნიციპალურ, ქალაქის ადმინისტრაციის დონეზე ამოდენა გააზრება არ არსებობს, როგორი ნებართვები შეიძლება გაიცეს. თუ არასწორად გასცემენ ნებართვებს, ჩვენ მოგვიწევს მოვთხოვოთ პასუხი და ამას გავაკეთებთ. არ იქნება ისე, რომ მე უკან დავიხევ, როგორც მოქალაქე თუ ველომოყვარული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. აღარ არის იმის ფუფუნება, რომ რაიმეზე თვალი დავხუჭოთ.
სოციალური თვალსაზრისითაც, ძალიან დიდ ნაპრალებს აჩენს საზოგადოებაში ის, რომ მთავრობამ შემოუშვა რუსები, ფაქტობრივად, უკონტროლოდ და ეს რაღაც ელიტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს საშუალება იქირაოს სივრცეები. ჩვენს სტუდენტებს ბინის ქირა გაუძვირდათ, რადგან ისინი უფრო გადამხდელუნარიანები არიან. ფასებზე გავლენა მოახდინეს და საბოლოო ჯამში ჩემი, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოახდინეს გავლენა. რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, ეს მეხება.
განცდა მაქვს, რომ ჩემს ქალაქში ცხოვრება გამიძვირდა, იმიტომ, რომ რუსებმა თავიანთი სტანდარტები შექმნეს.
მე არჩევნებზე იმიტომ არ დავდივარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნას.
ის რუსული ბიზნესები, რაც ბათუმშია, ისევ რუს ხალხს ემსახურება ძირითადად. რა თქმა უნდა, იქ ალბათ შევლენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ შენ რომ ევროპელი ტურისტი ჩამოგყავს და გინდა თავი მოაწონო, ძველი ბათუმი დაათვალიერებინო და ბათუმის ისტორიაზე, ბერძნული და ინგლისური განაშენებიანების შესახებ მოუყვე და იქ ხედავ რუსულ წარწერებს… ასეთი გამოცდილება გვქონდა, რომ ნორვეგიელმა ტურისტმა ერთ-ერთ ბარში გვითხრა, აღარ მინდოდა აქ ჩამოსვლა, როცა გავიგე, რომ ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს ბათუმშიო. ქართულმა ბიზნესმაც უნდა გადაწყვიტოს და აიღოს პასუხისმგებლობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 564 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
ტანკი – 8 250 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 15 902 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 15 520 ერთეული [+55]
MLRS – 1 120 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 894 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 316 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 909 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 2 593 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 841 უპილოტო საფრენი აპარატი
552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 829 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
მან 2024 წლისარჩევნებისთვისმზადებისპროცესისადატექნოლოგიურისიახლეებისშესახებისაუბრა. გაიმართასაარჩევნოტექნოლოგიებისდემონსტრაციადაიმიტირებულიკენჭისყრა.შეხვედრისმონაწილეებსსაშუალებაჰქონდათპრაქტიკაშიგამოეცადათვერიფიკაციისადახმისმთვლელიაპარატებისმუშაობა.
„ეროვნულიბანკისხელმძღვანელობასდააპარატისთანამშრომლებსმივაწოდეთდეტალურიინფორმაციაიმსაარჩევნოტექნოლოგიებისშესახებ, რომლებიცგამოყენებულიიქნება 26 ოქტომბრისარჩევნებზე. აღსანიშნავია, რომშეხვედრააქტიურიდისკუსიისრეჟიმშიგანხორციელდა. იყოარაერთიკითხვადამონაწილეებმადეტალურიდაამომწურავიპასუხებიმიიღესმათთვისსაინტერესოსაკითხებზე. თეორიულინფორმაციასთანერთადმათ, ასევე, ჰქონდათშესაძლებლობა, პრაქტიკაშიგამოეცადათტექნოლოგიურისაშუალებები“, – განაცხადაცესკოსთავმჯდომარემ.
„თავისუფალი ხმა არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. თუ არ მივლენ, იმ თავისუფალ ხმას „ოცნება“ გამოიყენებს“ – გვიხსნის იაშა გოგაძე სოფელ მახოდან, მას სოფლის ცენტრთან ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის წინ შევხვდით, სადაც დასასვენებლად და ცივი ლუდის დასალევად მივიდა.
69 წლის პენსიონერს აქტიური მუშაობა არ შეუძლია, თუმცა სამუშაო სჭირდება, პენსია წამლებსაც არ ჰყოფნის: „მანქანა შევიძინე და ვტაქსაობ საღამოობით, 20-30 ლარს ვაკეთებ, სახლში პური მიმაქვსო.“
საარჩევნოდ მობილიზება, თითოეული ამომრჩევლის მიერ არჩევანის დაფიქსირება, იაშა გოგაძის აზრით აუცილებელი პირობაა ცვლილებისთვის. ცვლილება კი აუცილებლად საჭირო, რომ „ევროკავშირში შევიდეთ და არა რუსეთში“.
„ოცნების“ წინასწარი პროგნოზები, რომ არჩევნების უპირატესობით მოგებას გეგმავს, იაშა გოგაძეს უჩენს მოლოდინს, რომ „გააყალბებენ“. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? – იაშა გოგაძე მოვლენების შესაძლო განვითარების თავის ვერსიას გვიზიარებს:
„თუ გააყალბებენ ომი იქნება“.
ამ ნათქვამმა ავტომატურად გადაგვიყვანა სამთავრობო რიტორიკაზე, „ომი გინდათ“. რესპონდენტს ვკითხეთ, აშინებს თუ არა ამ ნარატივით „ოცნება“ მოქალაქეებს.
„რა თქმა უნდა, აშინებს. რუსეთისკენაა, თქვენ ვერ ხვდებით ამას? – რუსებს ემორჩილებიან მაგენი ყველა. უნდა მოვაშოროთ და შევიდეთ ევროკავშირში, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება. იქ ვცხოვრობდი და ვიცი, რაცაა რუსეთი, მაგათთან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭირო თავი. თავი მეფედ მოაქვთ და ძველი კავშირის აღდგენა უნდათ, ვინ შევა მაქ. არ ვშორდებით ევროპასო, რომ ამბობს „ოცნება“, სათავეში უნდა ყოფნა და მაგიტომ ამბობს, ორჯერ ორი ოთხია, რომ ასეა. ალბათ პუტინმა უთხრა თუ ამ კანონს არ მიიღებ… არ ვიცი ახლა იქ რა ხდება, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ეს მთავრობა მოსაშორებელია, ხალხი ცხოვრობს გადარჩენისთვის, როგორმე პური ნახოს, სახლში მიიტანოს. ფული იშოვა მთავრობის წარმომადგენელმა, გლეხმა კი არ იშოვა აბა.რა თქმა უნდა, ევროპა უკეთესია და ეს მთავრობა სასწრაფოდ მოსაცილებელია. როგორ და არცერთი ხმა არ უნდა ჩავარდეს. მაგენი იმიზა ომობენ და უნდათ იქ გასვლა, რომ კიდევ გააგრძელონ მოპარვა და ფული მათ ჰქონდენ, აბა მე რატომ არ მინდა გასვლა და არ ვომობ მაგაზე. ამდენ ხალხს, დემონსტრანტებს ცემენ იმის გულობიზა, რომ გააჩუმონ ხალხი და როგორც პუტინი რუსეთშია, ისე იყოს. მაგ რუსული კანონის დახმარებით დარჩება სათავეში და მაგისთვის უნდა“.
მახოში მოსახლეობასთან გასაუბრება მეტწილად სოფლის საყოფაცხოვრებო პრობლემებით იწყება და ქვეყნის გამოწვევებით გრძელდება, აუცილებლად განიხილება მოახლოებული არჩევნები, ბოლოს კი საგარეო კურსის ცვლილების თემაზე გადავდივართ.
იაშა გოგაძე
აქ შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ მთავრობას, როგორც პირად საუბარში, ასევე კამერასთან: „ეს ასეა და უნდა ვთქვათ, არ უნდა გვეშინოდეს.“ არიან ისეთებიც, რომლებიც პირად საუბარში აფიქსირებენ თავის პოზიციას, მაგრამ გამოჩენა არ უნდათ და ისეთებიც, რომელთა მოსაზრებებიც ზუსტად ემთხვევა სახელისუფლებო პროპაგანდას, ზოგჯერ გამოჩენა მათაც არ უნდათ.
სოფელი მახო ზღვის დონიდან 120 მეტრში მდებარეობს. ბათუმის შემოსასვლელიდან მახოში მისვლამდე 14 კილომეტრია. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქთან სიახლოვის გამო სოფელში გადაადგილების პრობლემა მწვავედ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ზოგან მოძრაობის გრაფიკის დარღვევას უჩივიან.
ქალაქის ხედი სოფელ მახოდან
ხელვაჩაურის გზიდან „მახოს ხიდზე“ რომ გადაუხვევ, ავტომანქანით 2-3 წუთში უკვე სოფელში ხვდები, სოფლის ცენტრი მაღლობზეა, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებს მგზავრები ბოლო გაჩერებაზე მიჰყავთ და იქვე ჩერდებიან შემდეგ გასვლამდე. აქ არის სოფლის სკოლა და თავშეყრის ადგილიც.
სოფელში ბევრმა გვითხრა, რომ სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო, მიიჩნევს, რომ ეკუთვნის, თუმცა შესაბამისი ქულები ვერ მიიღო. ბევრი ოჯახი კი მსგავს „შემწეობას“ ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრისგან იღებს. ჯანდაცვის სერვისებით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ საკმარისი არ არის. ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ შვილი საფრანგეთში წავიდა მძიმე დიაგნოზით: „იქ უფასოდ მკურნალობენ, აცოცხლებენ, აქ ვერ გადარჩებოდა.“
სოფელში განხილვის თემაა ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ოთხი წელია მილები შემოიყვანეს და წელს ჩაგვირთეს, მაგრამ ზოგიერთ მოსახვევში ისეა გაყვანილი უსაფრთხო არ არისო. ითხოვენ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ და ზომებიც მიიღონ.
ადგილობრივების თქმით, ეს მახოში სახიფათო მოსახვევია: „ბევრჯერ ჩავარდა მანქანა, თან ზედ გაზის მილი გადის, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. მაინც და მაინც უნდა დაიღუპოს ვინმე, რომ მოაწესრიგონ?“
სოფელი მახო
გვითხრეს ისიც, რომ სოფელში ხელმოწერებს აგროვებენ „მახოში საბჭო გაგვიკეთონ, რამე თუ დაგვჭირდება თხილნარში რატომ უნდა ვიაროთო“. გარდა ამისა, „სოფლის ექიმი მახოში კვირაში ერთი დღით ამოდის და სხვა დღეებში თხილნარში გვიწევს მასთან მისვლაო“.
სოფლის პრობლემები გვერდით გადადო და ქვეყნის საჭიროებებზე დაიწყო საუბარი ავთანდილ ზაქარაძემაც. მასთან სახლში მივედით. გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და ცვლილებების საჭიროებას თავადაც გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და ოპოზიციური პარტიებისგან მათი ხედვის მკაფიოდ წარდგენას ითხოვს:
„პარტიებმა უნდა გაიგონ, რომ არჩევნების წინ მაინც უნდა გამოაცხადონ რა სოციალურ სიკეთეებს მოუტანენ ხალხს არჩევის შემთხვევაში. რით გაუმჯობესდება ხალხის ცხოვრება, მე მხედველობაში მაქვს პენსიები, სტუდენტების სტიპენდიები, მინიმალურია ხელფასები. გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა უნდა ჩავაბათ მსოფლიო ვაჭრობის დიდ საქმეში, მოვასწროთ პორტების მოწყობა, არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დავრჩებით ისეთ უბადრუკ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაგვაყენეს. მაინც განვვითარდებით და წავალთ წინ. მე ამის იმედი მაქვს, მაინც მოვლენ ჩვენთან რეფორმატორები, არა ისეთი რეფორმატორები, რომლებიც ერთი ხელით ვითომ რეფორმებს აკეთებენ, მეორე ხელით კი ერის ფსიქოლოგიურ გენოციდს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გველოდება დემოგრაფიული კატასტროფა… არ გვეღირსა ნორმალური მმართველი.“
ავთანდილ ზაქარაძე
გოჩა მსხალაძეს სოფლის თავშეყრის ადგილზე შევხვდით. ჩვენთან საუბარში მან ჯერ სოფლის რწმუნებულის მუშაობა შეაფასა.
„გამგებელი მუშაობს დამაკმაყოფილებლად, გლეხურ საქმეებს აგვარებს, ვინმეს თუ სახლი დაენგრა ან სტიქია ემუქრება, ბინას აძლევენ. ამ სოფლიდან რვა ოჯახმა ბინა მიიღო“,- გვითხრა მან. შემდეგ რუსეთთან მეზობლობის და ევროკავშირში შესვლის საკითხსაც შევეხეთ.
„ევროკავშირში შესვლაზე ხალხის განწყობა ორნაირია, ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა. მე, მაგალითად, დუმილს ვარჩევ“, – ამბობს გოჩა. გვითხრა ისიც, რომ „ომი არავის არ უნდა, და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რადგან ახლო მეზობელი რუსეთია, ვიდრე ამერიკა.“
გოჩას ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია კეთილმეზობლური ურთიერთობა ოკუპაციის პირობებში, მან ნათქვამი დააზუსტა: „ასეთ შემთხვევაში ძნელია გქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ ვეცადოთ, რომ აფხაზები და ოსები შევირიგოთ. აფხაზეთთან და ოსეთთან გვინდა და არა რუსეთთან. მარტო არ დავრჩებით მთელი კავკასია ჩვენკენაა. ევროპაც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა დაგვეხმარება.“
გოჩა მსხალაძე
რუსეთის მეზობლობისა და ევროკავშირში შესვლის საკითხს ჩვენთან დიდი სიფრთხილით განიხილავს ქალი, რომლის ოჯახის წევრიც საფრანგეთში „ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს“ და როგორც თვითონ ამბობს „აცოცხლებენ.“
გვიხსნის, რომ რუსეთი მეზობელია, მთავრობამ კი „ბომბის ჩამოვარდნისგან გადაგვარჩინა.“ დიდხანს არიდებდა თავს კითხვაზე პასუხს, ვისი ბომბისგან გადაგვარჩინა მთავრობამ „მეზობლის თუ ვინმე სხვისი“. ბოლოს გვითხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბეშუმში წაიყვანა შვილები: „იქედან, რომ ნაძვი ჩამოვიტანე მაშინ, ნახეთ იგერ იზრდება“ – ეზოს კუთხეზე მიგვითითა.
ამ ქალებმა ფოტო არ გადაგვაღებინეს.
ასაკოვანი ქალი გვიყვება, რომ ერთი წელი იარა ხელვაჩაურის მერიაში კონკრეტული დახმარების მოთხოვნით: „ ნაგროვები წყალი ჩამოდის წვიმის დროს და მიწა მიაქვს, მინდოდა მიმართულება შეეცვალათ.“
გვიყვება, რომ უარი არ უთქვამთ, თუმცა არც დაეხმარნენ. ის ყირგიზეთიდან არის საქართველოს მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და 2014 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. შვილები ყირგიზეთში ცხოვრობენ: „არ უნდათ აქ ცხოვრება. მე მოქალაქეობა არ მაქვს, ვითხოვდი და უარი მითხრეს, ათი წლის შემდეგ მოგვმართეო. პენსია ყირგიზეთშიც დაბალია, ისევე როგორც აქ. მეუღლე დამეღუპა, რადგან მოქალაქეობა არ მაქვს, ვერც ჯანდაცვის პროგრამებით ვსარგებლობ.“
გულნარა ნაკაშიძე სოფლის მაღაზიაში მუშაობს. გვიყვება, რომ სოფელში განსაკუთრებით სუფთა წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებთ: „დაახლოებით პირველი საათისთვის რომ შეწყდება, საღამოს ექვსამდე წყალი არ გვაქვს. სულ ასეა, ყველა ზაფხულს. სისუფთავე სრულად წყალზეა დამოკიდებული. ამ ზაფხულში წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ“.
სოფლის მეორე პრობლემად მან ქუჩის განათება დაასახელა: „მხოლოდ ცენტრშია გზა განათებული, სოფლის მომაღლო ადგილები კი ღამით ჩაბნელებულია, ტურის შიშით ვერ გაგვივლია, გზაზე გამოდიან. “
გულნარას თქმით, სოფლიდან ბევრი ემიგრაციაში ვალების გამო წავიდა, მუშაობენ და ფულს აგზავნიან, რომ ბანკების ვალები დაფარონ: „ჩემი ახლობლები წასულები არიან უკვე შვიდი წელია თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელში სამუშაოდ.“
გულნარა გვიყვება, რომ სოფელში მოსულ მთავრობის წარმომადგენელს მოსახლეობამ ბავშვებისთვის სტადიონისა და გასართობი სივრცის მოწყობა სთხოვა, მან კი უპასუხა ადგილები შესყიდულია და თქვენ თუ გამონახავთ ჩვენ გავაკეთებთო.
გულნარა სიღარიბეზე გვიყვება. ამბობს, რომ არ იცის, როგორ ახერხებენ მთავრობის წარმომადგენლები ამ ღარიბ ქვეყანაში გამდიდრებას: „მაი რომ ვიცოდე, რა მიჭირს.“
გულნარა ნაკაშიძე
მახოში, ევროპის მოწინააღმდეგეებში, ჰომოფობიურ განწყობებსაც მოუკიდებია ფეხი, აქ რამდენიმემ გვითხრა, რომ ევროპა ლგბტ თემის გაძლიერებას ნიშნავს მათთვის. ასეთი განწყობა ჩვენთან საუბარში სტუდენტმაც კი დააფიქსირა. მან გვითხრა, რომ რუსული კანონს ეწინააღმდეგება, რადგან რუსულია, მაგრამ არ უნდა ევროპა, რადგან „ტრადიციული ქვეყანა ვართ“ და ლგბტ თემი არ მომწონსო.
„ ხელისუფლებას უნდა ერთი მხრივ აირიდოს ომი, როგორიც უკრაინას აქვს და მეორე მხრივ რუსეთისკენ წაგვწიოს. ევროპა კარგია, მაგრამ მისი მინუსები გააჩნია. ლგბტ თემი პირველ რიგში. ტრადიციული ქვეყანა ვართ და მაგიტომ. ეს ტრადიციულ ქვეყანაში მიუღებელია“, – ამბობს ირინა ხინკილაძე.
საქართველოს პარლამენტის შემდეგ გენდერულ კვოტებს აჭარის უმაღლესი საბჭოც აუქმებს.
ხვალ, 19 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის უქმდება გენდერული კვოტებიც.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, პარტიები ვალდებული იყვნენ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი ყოფილიყო. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ იქნებოდა დაცული დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდებოდა სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლეოდა 3 დღე. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა, ანუ თუ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე არ იქნებოდა ქალი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.
თუ „ოცნების“ დეპუტატები კანონპროექტის კანონად ქცევას მხარს დაუჭერენ, გენდერული კვოტები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც გაუქმდება.
კანონპროექტით, რომელიც „ოცნების“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 ივლისს დააინიციირეს და რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ასევე იცვლება უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ პარტიულ სიებში მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვრონ ე.წ. დელეგატები.
ოპოზიცია ამ დაგეგმილ ცვლილებას ეწინააღდეგება.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია, რომელიც წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, ამბობს, რომ მმართველი პარტია არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.
„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება,“ – განაცხადა 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.
დღეს, 18 ივლისს, ოპოზიციონერის განცხადებას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
გაბაიძის განცხადებით დაგეგმილი ცვლილებები „აბსოლუტურად ემთხვევა ერთი-ერთზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მანდატების განაწილების წესს. მე მგონია, მანდატების განაწილების ეს წესი ხელს უნდა აძლევდეს მცირე პარტიებს“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავით გაბაიძე შეეხო, ე.წ. დელეგატებია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, პარტიებს საშუალება ექნებათ აჭარის 6 მუნიციპალიტეტში პარტიულ სიაში განსაზღვრონ დელეგატის ვინაობა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამით „ოცნება“ ცდილობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გაჩენილი ნაპრალი შეავსოს და ასე მიიმხროს ამომრჩეველი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 18 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს დელეგატების განსაზღვრაში, რადგან „მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვის უნდა ეკონტაქტოს“.
„დელეგატების საკითხი ისე და იმ ფორმით იქნა დაყენებული, თითქოს ჩვენ კვაზი მაჟორიტარულ სისტემას ვთავაზობთ მოქალაქეებს.
არ ვთავაზობთ კვაზი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს იმას, რომ პარტიულ სიას კი არ აძლევს მოქალაქე ხმას, აძლევს კონკრეტულ სახელსა და გვარს.
ამ შემთხვევაში ასე არ ხდება. კენჭისყრა მოხდება პარტიებისათვის, ხმის მიცემა მოხდება პარტიებისათვის, უბრალოდ კანონი აძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას, ვინც დარეგისტრირებული იქნება უსკოში, რომ ამ პარტიული სიიდან მიუთითოს კანდიდატებზე, რომ ეს კონკრეტული პირი იქნება დელეგატი კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.
მისივე თქმით, თითოეული პარტია თავად გადაწყვეტს, მიუთითოს თუ არა პარტიულ სიაში დელეგატთა ვინაობა.
„ჩვენ პოლიტიკურ ძალას ამის მზადყოფნა და სურვილი აქვს. ვნახოთ, შეიძლება ეს ნება განსჯის შედეგად არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ სუბიექტებს არ უნდა წავართვათ,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, სადაც საარჩევნო კანონმდებლობას გამარტივებული წესით განიხილავენ, ხვალ, 19 ივლისს გაიმართება.
45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა რუსულ კანონს.
კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აგვისტოდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება ექნება რეპრესიები დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
რუსული კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩაახშოს კრიტიკული აზრი და გაუსწორდეს ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი მუშაობაც არ მოსწონს.
სანამ რუსული კანონით დაკანონებული რეპრესიები დაიწყება, კანონმა ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგები უკვე მოიტანა და ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხო.
კერძოდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა, გაუარესდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს შეუწყდა მრავალმილიონიანი დახმარებები, რომელიც აშშ-დან და ევროკავშირიდან ჰქონდა.
„ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“, – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა. ელჩმა ასევე თქვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელი მთავრობაც შემდეგ წყვეტს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებით, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ხოლო თუ არ იქნება დაინტერესებული, მაშინ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოსთან, როგორც მუშაობს ბევრ სხვა ქვეყანასთან, მაგალითად, ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან…
საქართველოს მოსახლეობა ახლა უყურებს როგორ ნადგურდება ყველა მიღწევა, რომელიც ქვეყანას გასული 30 წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთისკენ სვლის მიმართულებით.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის იყო განკუთვნილი.
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ში საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
როგორი იყო რუსული კანონის 45 დღე საქართველოსთვის და რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რუსულმა კანონმა რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნული ინტერესები, შელახა ქვეყნის ნდობა და რეპუტაცია მთავარი პარტნიორების თვალში. რაც მთავარია, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აპირებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკას ძირფესვიანად გადახედონ.
„ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არ იყო რაღაც თეორიული საკითხი. ეს იყო კონკრეტული მექანიზმის მქონე და კონკრეტული ვადის მქონე პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს 2030 წელს.
შეერთებულმა შტატებმა ფიზიკურად გადაარჩინა საქართველო 90-იან წლებში და ხელი შეუწყო მის დამოუკიდებლობას. დასავლეთიდან გამოგზავნილი გრანტების 95% მიდიოდა ქვეყნის ბიუჯეტში. ხელისუფლება იყო ამის მიმღები.
ევროკავშირმა მრავალმილიონიანი დახმარება შეგვიჩერა ახლა რუსული კანონის გამო, თუ ასე გაგრძელდა, ეს ძალიან მალე პირდაპირ აისახება ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე.
ვისაც ჰგონია, რომ ეს კანონი არის პრობლემა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, აი, ძალიან ღრმად ცდებიან. ეს არის მექანიზმი, რომლის შედეგადაც მთელი ქვეყანა გადაიხდის ძალიან დიდ ფასს. გადაიხდის თითოეული მოქალაქე.
ეს არის პირველ რიგში სიმბოლური გაფორმება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირადად ბატონი ივანიშვილი, დაპირებული დემოკრატიული და ევროპული სისტემის ნაცვლად აშენებს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმს. ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება გაუიოლდებათ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავიდან მოშორების შემდეგ.
გიორგი ბადრიძე
„ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“ – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“?
„ოცნებიდან“ დავიწყოთ. „ოცნება“ აქამდე არასდროს ყოფილა გულწრფელი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ის არ აცხადებდა შეწყვეტას, დღესაც ზოგჯერ იძახის უცნაურად, გაუგებრად, ევროკავშირში შევალთო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა.
არასდროს არ ყოფილა „ოცნების“ სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ გულწრფელი, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია ძირეული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან და მათ ცხოვრებაში დანერგვასთან, დამოუკიდებელ სასამართლოსთან, თავისუფალ არჩევნებთან და ა.შ.
ამის ნაცვლად ოლიგარქიულ რეჟიმს ყოველთვის ერჩივნა ჰქონოდა პირდაპირი კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საკანონმდებლოზე, სასამართლოზე და ახლა გადაწვდა სამოქალაქო საზოგადოებას, ერთადერთ სფეროს, რომელსაც ის პირდაპირ, ძალისმიერად ვერ აკონტროლებდა. ასე რომ, მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.
ერთადერთი რამის გამო არ აცხადებდა ღიად „ოცნება“ კურსიდან გადახვევის შესახებ: ერთი მხრივ იღებდნენ მრავალ მილიონიან დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, მეორე მხრივ მშვენივრად იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად არ მიიღებდა ევროპული პერსპექტივის მოსპობას.
ახლა რაც შეეხება მოქალაქეებს.
ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ თქვან, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი უნდათ თუ არა, რომ იყონ ევროპული, განვთარებული, მაღალი კეთილდღეობის მქონე მშვიდობიანი ქვეყნის მოქალაქეები თუ უნდათ იყვნენ რუსეთის მიყრუებული, ღარიბი კოლონია.
ეს იქნება განსხვავება.
ბოლო შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი, ახლიდან გაიფორმებს ძალაუფლებას, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივად მოდიოდა ევროკავშირიდან გაქრება. ძალიან ბევრმა მოქალაქემ არც იცის, რომ სწორედ ევროკავშირის და აშშ-ს დაფინანსებით განხორციელდა უამრავი პროექტი – წყალსადენი იქნება ეს, ჯანდაცვის მიმართულების პროექტები, განათლების თუ სხვა.
არჩევანი ნათელია – მოქალაქეები ან ირჩევენ მშვიდობას, დაცულობა ევროკავშირსა და ნატოში ან რუსეთის ღარიბი და უუფლებო ვასალის პროვინციის სტატუსს.
როდესაც „ოცნების“ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ ოცნების პოლიტიკის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ეს ადამიანები ამბობენ რომ „გაგრძელდება“. რას ემყარება მათი ეს ოპტიმიზმი, როცა ევროსტრუქტურიდან ყველა ამბობს, რომ ასე არ იქნება?
არ არის ეს არანაირი ოპტიმიზმი, ესაა უტიფარი ტყუილი.
თავხედური ტყუილია, მაშინ როცა მშვენივრად იციან, რომ სინამდვილეში რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ხაზავს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპულ მომავალს.
ეს შეტყობინება დამარცვლით და მათ შორის, წერილობით არის მოსული, ევროკავშირისგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებისგან.
ეს უტიფარი ტყუილი „ევროინტეგრაცია გაგრძელდება“, ჩემი აზრით გამოხატავს „ოცნების“ დამოკიდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, „ოცნება“ მიიჩნევს გონებასუსტად.
შეუძლიათ შავზე თეთრი იძახონ და თეთრზე შავი და ამტკიცონ, რომ ევროკავშირში გააწევრიანებენ საქართველოს. არ ვიცი ჯარით აპირებენ შესვლას და ევროკავშირის ისე დაპყრობას, თუ როგორ. ფაქტია, ევროკავშირი ამ რუსული ყაიდის, ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებს. ეს გარკვევით გვითხრეს.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი შეეცადა მიეტაცებინა ოპოზიციის მრავალთვიანი გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი საქართველოსთვის, აირჩევს ევროპას თუ აირჩევს რუსეთს. ივანიშვილმა თქვა, რომ „ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“. სინამდვილეში ევროკავშირი არის მშვიდობა და ნატოა მშვიდობა. როგორ ხსნით ამ გზავნილის მიტაცების მცდელობას?
ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ყველაფრის თავდაყირა დაყენების, უტიფარი ტყუილების. როგორც ჩანს [ივანიშვილს] ამ განცხადებების ადრესატი [ამომრჩეველი] მართლა მიაჩნია გამოქვაბულში მცხოვრებად, რომელსაც არაფერი სმენია ევროკავშირზე, ნატოზე…
დაარსების დღიდან ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი. ნატოსა და ევროკავშირში არიან სწრაფი დემოკრატიული განვითარების და ყველაზე მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები. ამ ქვეყნებს ვერავინ გაუბედა თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ზუსტად ნატოსა და ევროკავშირის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობის პერიოდია ევროპაში. ეს იცის წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმაც კი.
მთელი მსოფლიოდან ადამიანები ცდილობენ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას. მათ შორის „ქართული ოცნების“ ბობოლა წევრებიც, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ესარგებლათ ევროკავშირის სიკეთეებით, მიეცათ ევროპული განათლება თავიანთი შვილებისთვის ან დრო გაეტარებინათ ევროპაში.
ასე რომ, მართლა არ ვიცი რა ტიპის ადამიანებზეა გათვლილი ეს შიშის დანერგვის კამპანია. მაშინ, როცა საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება შეიძლება იყოს უზუნველყოფილი მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წევრობის შედეგად და არა რუსეთისგან გაურკვეველი დაპირებების მიღებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ისტორიულად ყოველთვის ცდილობდა საქართველოს განადგურებას.
მარტო დარჩენილი საქართველო აღმოჩნდება ისევ რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და არანაირ მშვიდობას ეს არ მოიტანს.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივლისის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდათ ბენზეს, ბარცხანას, მაიაკოვსკის, ორთაბათუმის, წინსვილის, ჩაისუბნის, გ. წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნ. ნიჟარაძის, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მთაში არსებული უხვი ნალექის შედეგად ჩაქვისა და ლეჩას სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა.
აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ –
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს?
ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს.
მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.
ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო სარგებლობაში არსებული გზაც.
„ზღვასთან გააკეთეს აბრა, დააყენეს დაცვაც და ეკითხებიან ადამიანებს – „ვისი დამსვენებელი ხარ“, „აქ არ გაიარო“, კერძო საკუთრებააო.
გუშინ შევიკრიბეთ მთელი მეზობლობა, ვესაუბრეთ მეპატრონეებს, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანეთ მისი საუბრიდან, რაღაცას მიედ-მოედება.
ჯერ გვითხრა, კერძო საკუთრებაა, მაგრამ გაიარეთო, მაგრამ ამ პლაჟზე ჩემი ტურისტი უნდა დაწვეს და თქვენი „აქანა-იქანა“ დონის ტურისტებით მათ დისკომფორტს უქმნითო.
ზუსტად ასე გვითხრა. ესე იგი, თვითონ მაღალი დონის ყოფილა და ჩვენ არა“, – გვეუბნება ლელა ჯაველიძე.
გზა გადაგვიკეტეს, პლაჟზე გასვლის უფლებას არ გვაძლევენ – მოქალაქეები შეკვეთილში.
მისი თქმით, აღნიშნულ სასტუმროებს კილომეტრამდე ტერიტორიები აქვთ მისაკუთრებული და სხვა ადამიანებს თუკი მოუნდებათ პლაჟზე გადასვლა, შემოვლითი გზებით უნდა ისარგებლონ.
„რომც გაგატაროს, გეუბნება პლაჟზე არ დაწვეო. ყველაფერი გამიგია, მაგრამ სანაპიროს გასხვისება ან მითვისება გაგონილა სადმე?
დოკუმენტს არ გვაჩვენებენ, არ მივაჩნივართ არაფრად, დაბალ ფენად გვთვლიან და მათ მხარესაა ძალაუფლება. ლობირებენ ყველგან – მერიაში, სხვა უწყებებში და ჩვენ აღარ გვისმენს არავინ.
მივმართეთ მერიასაც და მოგვწერეს სასაცილო წერილი, რომ პლაჟზე გავლას და განთავსებას არავინ გიშლით, მაგრამ პლაჟამდე მისასვლელი გზა კერძო საკუთრებააო“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.
საუბარში გვერთვება დათო ჯაველიძეც, მისი თქმით, მოსაკვლევია, რის საფუძველზე გადასცა საკუთრებაში გზა მერიამ სასტუმროს მფლობელს.
„როგორ გაყიდა მერიამ საერთო სარგებლობის გზა? – შეცდომით გაყიდეს თუ მიზანმიმართულად, ეს არ ვიცით, მაგრამ 300-მდე ოჯახს გადაადგილებას რომ გვიზღუდავენ, ფაქტია.
ზღვაზე რომ გავიდე, ერთკილომეტრიანი წრე უნდა დავარტყა და იქაც არ დაწვეო – გეუბნებიან. თავიდან როცა დაიწყეს ამ გზის გადაღობვა, თქვეს, რომ გავაკეთებთ და ყველა ისარგებლებსო. ამით გაგვაჩერეს და მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან, „წადით აქედან“, – ამბობს დათო ჯაველიძე.
მოქალაქეების თქმით, „მაგნიკა რიზორთის“ მფლობელი, ესთეტიკური კლინიკების ქსელის მფლობელი გიორგი მჭედლიძეა, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. „ივერია ლ-ის“ კი მერაბ ხომერიკი ფლობს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სასტუმრო „ივერია ლ-ის“ მფლობელი ლიკა ხომერიკია, თუმცა ცალკეულ დოკუმენტებში მერაბ ხომერიკის სახელიც ფიქსირდება.
„ივერია ლ-ის“ მფლობელი გვეუბნება, მე დუბაიში, რომ ვისვენებდი, ხუთ-ვარსვკვლავიან სასტუმროში, ავტობუსი გვემსახურებოდა და გავყავდით პლაჟზეო. ესე იგი, დაიქირავეთ ავტობუსი და ტურისტი გეყოლება თუ სტუმარი, ასე იარეთ ზღვაზე. დაგვცინიან.
„მაგნიკას“ მეპატრონემ მითხრა მე არ მინდა კონფლიქტი, შეგიშვებთ გზაზე, მაგრამ მდინარე სეფასთან გადით და იქ დაისვენეთო. ეს მდინარე ზღვას უერთდება და კი იცით ალბათ, მდინარე ზღვას რომ უერთდება, როგორი სიტუაციაა იქ.
თანაც არჩევანის უფლებას გვართმევენ და თვითონ გვიწყვეტენ, სად დავისვენოთ და როგორ. მეც მინდა კომფორტი შევუქმნა ჩემს დამსვენებელს და საკუთარ თავსაც“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.
მოქალაქეების თქმით, ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება.
„ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ეს ძალიან შემაშფოთებელია. ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.
„ბათუმელები“ შეკვეთილში კიდევ ერთ მოქალაქეს, მზია ხომერიკს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.
„ეს პრობლემა ახლა წარმოიშვა, რადგან აქამდე ვიცოდით, რომ ყველასი იყო ეს გზა. უცებ აღმოჩნდა, რომ საფეხმავლო ბილიკზე, რომელიც გააკეთა „ივერია ლ-მა“, თურმე ჩვენ და ჩვენს ტურისტებს გავლა არ შეგვიძლია.
თუმცა ყველაზე სანერვიულო თემა ის არის, რომ ტურისტები გვიუქმებენ ჯავშნებს, როცა იგებენ, რომ შემოვლითი გზებით მოუწევთ პლაჟზე გადასვლა და შეიძლება იქაც არ გააჩერონ. აი, ახლაც ერთ დამსვენებელს ვესაუბრებოდი, რომელიც აპირებს აგვისტოში ჩამოსვლას, მაგრამ თუ გზის პრობლემაა, მაშინ გავაუქმებ ჯავშანსო, მეუბნება.
სასტუმროს მეპატრონე მეუბნება, რომ დღეს შეიძლება გაგატაროთ ამ გზაზე, მაგრამ სამომავლოდ მაინც გექნებათ პრობლემა, რადგან ეს სერვიტუტი, რომელიც გამოყოფილია ახლა პლაჟზე გადასასვლელად, ჩაიკეტებაო.
თუ ხვალ ის მიწის ნაკვეთიც გაიყიდება, რასაც ამ წუთას სერვიტუტი ადევს, მაშინ საერთოდ აღარ გვექნება პლაჟზე ჩასვლის უფლება. მაშინ ჩვენ უნდა შევისყიდოთ მეზობლებმა ეს სერვიტუტის ადგილი, რომ არ ჩაგვიკეტოს სხვა მეპატრონემ“, – ამბობს მზია ხომერიკი.
მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, ვალერიან ვაჩეიშვილიც დასტურებს, რომ პლაჟზე გადასასვლელი გზა კერძო საკუთრებაშია, თუმცა ვინ და როგორ გაყიდეს გზა, ამაზე ვერ გვპასუხობს. მისი თქმით, პლაჟზე ყოფნის უფლება ყველას აქვს, პლაჟი არ იყიდება და ვერც სასტუმროს მფლობელი შეუზღუდავს სხვა მოქალაქეს იქ ყოფნის უფლებას.
„ალბათ ფრთები უნდა გამოვისხათ და გადავფრინდეთ? ჩასასვლელი თუ ჩაგვიკეტეს, არც ტურისტი გვეყოლება და ფაქტობრივად გვანადგურებენ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ჩვენ არსებობას გვისპობენ.
„ჩვენს ეზოში ნუ შემოდის თქვენი ხალხი“ – ასე გვეუბნებოდა გუშინ „ივერია ლ-ის“ წარმომადგენელი და როგორ არის ეს მათი ეზო, როცა მათი ტერიტორია შემოღობილი აქვთ.
რაც შეეხება პლაჟს, მე მგონი უხერხულია დამსვენებელს უთხრა, „იქ არ დაჯდე და აქ დაჯექი“. მაშინ იყიდეთ გვერდით ნაკვეთი და იქ გაჭერით ბილიკიო, – გვეუბნებიან. სახელმწიფოს გარეშე ხომ ამ მიწებს ვერ მიისაკუთრებდნენ, არა? თვითონ გაიკეთეს საქმე და ჩვენ, ამდენი კომლი მოგვიქნიეს“, – ამბობს მზია ხომერიკი.
ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ვცადეთ ოზურგეთის მერთან დაკავშირებაც, თუმცა ავთანდილ თალაკვაძემ არ გვიპასუხა. მერს წერილობითაც ვკითხეთ, თუ იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ აქვთ სასტუმროების მფლობელებს უფლება, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები საკუთრებაში დაირეგისტრირონ?
მერიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.
რაც შეეხება სასტუმროების მფლობელების პოზიციას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ ხომერიკს, რომელმაც ამ თემაზე განმარტება არ ისურვა.
გიორგი მჭედლიძეს კი ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია, რომელიც სერვიტუტით არის დატვირთული, უკვე კერძო საკუთრებაა. კონკრეტულად კი, ეს ტერიტორია გიორგი მჭედლიძისა და მერაბ ხომერიკის თანასაკუთრებაშია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე დეტალურად აღწერს, როგორ დააკავა ის პოლიციამ ქუჩაში უკანონოდ, შემდეგ კი პოლიციის შენობაში გადაიყვანა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თორნიკე ობოლაშვილმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო პოლიციას.
წუხელ თორნიკე ობოლაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ფეისბუქზე უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემს ამბავსაც მოგიყვებით, სამწუხაროდ მოკლედ მოყოლა არ გამომივა..
ორშაბათს, 15 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევრისკენ, გამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან და მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, რათა შევხვედროდი მეგობარს. გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი დაახლოებით 40 წლის მამაკაცი მე მთხოვდა მათთან მისვლას.
ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება. ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა.
ამ დროს მეორე პოლიციელმა მითხრა, რომ „ტურისტს“ ვგავდი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ვთხოვე ახსნა თუ რას გულისხმობდა ამით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და კომპლიმენტად უნდა მიმეღო.
ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე.
მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი.
აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით. ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი :დ (არ ვკანკალებდი :დ).
ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები. როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ.
მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ დროს დავინახე, რომ იქვე იმყოფებოდა ერთი ბიჭი, რომელსაც ვთხოვე ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაეღო, მაგრამ მითხრა, რომ მის ტელეფონს კამერა გაფუჭებული ჰქონდა და ვერ გადაიღებდა. სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა.
ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე.
მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა :დ. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში :დ).
ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს. ასე გავიდა დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ჩემთან მოვიდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი.
ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა :დ, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი.
მიუხედავად ამდენი და ასეთი სახის უკანონობისა შევძელი თავის ხელში აყვანა და მშვიდად განვაგრძე მოცდა (სხვა რაღა დამრჩენოდა..). აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ :დ.
ამის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო განყოფილების უფროსად და მითხრა თავიდან მომეყოლა ყველაფერი. მეც დავიწყე თავიდან ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ლაპარაკისას მაჩერებდა და მეუბნებოდა ხელები არ მექნია და მშვიდად მესაუბრა (ხელები ისედაც გაჩერებული მქონდა და მშვიდად ვსაუბრობდი :დ).
განყოფილების უფროსს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი (ის, რომ უკანონოდ წამართვეს ტელეფონი, უკანონოდ დამაკავეს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მექცეოდნენ აგდებულად და რომ ტელეფონი მეორედ წამართვეს (ამჯერად განბლოკილ მდგომარეობაში) და დიდი ვარაუდით უკანონოდ აგროვებდნენ ჩემს ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას და ვთხოვე დაებრუნებინათ ჩემი ტელეფონი და მოეცათ უფლება დამერეკა ადვოკატთან, რაზეც მან მიპასუხა, რომ მომეცადა და თვითონ აუცილებლად გაერკვეოდა საქმის ვითარებაში. ასევე, მკითხა თუ სად ვმუშაობდი და ვუთხარი რომ ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, რის შემდეგაც მისი სახის გამომეტყველებაზე უკმაყოფილება შევნიშნე.
საბოლოოდ წავიდა იმ პირობით რომ საქმის დეტალებში მალე გაერკვეოდა და მთხოვა მომეცადა მის დაბრუნებამდე. მე ვიცდიდი, ის არ მოვიდა. არც ის მითხრეს დალოდების საათები როდიდან რომლამდე მქონდა :დ.
დაახლოებით კიდევ 1 საათის გასვლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა რამდენიმე პოლიციელი და მითხრეს, რომ წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა და ჩანთა გამეხსნა. ამაზე ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე არ გამიწევია და რომ მე თვითონ ჩანთას კვლავ არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ თავად გაეჩხრიკათ. ამის შემდგომ გამომართეს ჩანთა და დაიწყეს მისი გაჩხრეკა და ვიდეო გადაღება. მათდა სამწუხაროდ არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი.
სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა.. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა :დ. ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა :დ (კენდრიკს მეტი საერთო აქვს დრეიკთან ვიდრე მე ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს და აზიანებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს.
ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც გამომძიებელი და მითხრა რომ დგებოდა ჩემი დაკავების ოქმი და რომ დაახლოებით 1 საათში შევძლებდი პოლიციის შენობის დატოვებას, თუმცა დარეკვის საშუალება არც მან მომცა, რადგან, მისი აზრით, ადვოკატის საჭიროება არ იყო..:დ.
დაახლოებით 1 საათში მართლაც ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული :დ. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მაშინვე დავთანხმდი ზედაპირულ შემოწმებას და რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რაც შეეხება ჩანთის გახსნაზე უარის თქმას, ეს უკვე აღარ წარმოადგენს ზედაპირულ შემოწმებას და სრული უფლება მქონდა უარი მეთქვა ჩანთის გახსნაზე. ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ.
საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა. გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე :დ. არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი სანამ ტელეფონს წამართმევდნენ.
ცხადია, ჩემს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.
გუშინ უკვე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ველი მათგან ადეკვატურ რეაგირებას. დღეს, წესით უნდა დამკავშირებოდნენ და სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო სამხარაულის ექსპერტიზაში, რადგან იდაყვზე, თითებზე და მხრებზე მაქვს დაზიანებები და სისხლჩაქცევები ასევე კლინიკაში გავლილი დიაგნოზის თანახმად, მაქვს მარჯვენა მხრის სახსრის იოგების ღრძობა-დაჭიმულობა, თუმცა ჯერ არ დამკავშირებიან.
ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის. ამასთან, ძალიან გთხოვთ, თუ 15 ივლისს საღამოს 6-ის ნახევრიდან 6-საათამდე პერიოდში ვინმე იმყოფებოდა თემქის მე-3 მკრ.რ-ის მე-5 კვარტალში და შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს დამიკავშირდით“.
თორნიკე ობოლაშვილის თქმით, ის უკვე გამოკითხეს, თუმცა მისთვის არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების შესახებ.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საჯარო სკოლის 69 პედაგოგმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. პედაგოგები ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას მოითხოვენ.
„მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ – აცხადებენ პედაგოგები.
„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც პედაგოგებმა პრემიერს დღეს, 17 ივლისს გაუგზავნეს.
„მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების, N 108/ნ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“, თანახმად გამოქვეყნებულმა სახელფასო პოლიტიკამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.
მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ნიუანსები, რომლებიც ფორმულის ავტორებს გამორჩათ და მათი გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროში, რომელშიც დაანონსებული იყო ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავება.
პედაგოგთა კორპუსთან შეხვედრისა და დისკუსიისას გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება;
დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ.
სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები.
სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად.
დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა.
პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას.
არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე.
შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…).
სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა.
ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე.
სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში.
ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა.
ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ.
2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა.
ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია.
სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას.
ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება.
ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში.
მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას.
ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს:
ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში;
ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით;
გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა;
დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება;
ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება, სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება.
13. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება.
14. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება.
15. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია. ზემოთ განხილული პუნქტების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას;
ბ) უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვროს მათი შრომისა და მიღწეული კვალიფიკაციის შესაბამისად. აღდგეს სტატუსის დანამატის არსებული ოდენობა, რაც პედაგოგებისთვის არის პროფესიული კვალიფიკაციის თანამდებობრივი სარგო, შრომის დაფასება და თითოეული პედაგოგისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლის მოტივაცია;
გ) საბაზო ხელფასის მატება შეეხოს მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს
დ) დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ მხოლოდ კომბინირებული გამოცდის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) ჩაბარება, საათობრივ ბადეში III-IV კლასებში მხოლოდ 13 საათი უფიქსირდებათ, ხოლო I-II კლასებში – 14 საათი.
სამართლიანი იქნება აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 18 საათიანი დატვირთვის ღირებულებამდე გაზრდა;
ე) გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ანაზღაურება;
ვ) ახალ სახელფასო დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას მცირესაათიანი საგნები: მოქალაქეობა, უცხოური ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის პედაგოგთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა, განისაზღვროს 150 ლარით.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პედაგოგების უმრავლესობის სახელით გთხოვთ, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 563 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
ტანკი – 8 245 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 15 883 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 15 465 ერთეული [+54]
MLRS – 1 120 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 893 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 274 ერთეული [+50]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 833 ერთეული [+92]
სპეცტექნიკა – 2 593 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
629 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 783 უპილოტო საფრენი აპარატი
552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 608 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 037 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 800 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული.
როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს.
„ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ლუკა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი
ლუკას თქმით, ბოლო ორი წელია პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ჩართული და ამ ახალი ძალის დაბადებას სწორედ შარშან მარტის და წელს მაისის საპროტესტო აქციებმა შეუწყო ხელი.
„აი, ამ აქციებს შორის დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ძალიან ძლიერი და ერთიანი, რასაც ივანიშვილი არანაირად არ ელოდა. ამას ვხედავთ მისი გამოსვლებიდანაც. დაძაბულები და ანერვიულებულები არიან.
რეალურად, „ქართულ ოცნების“ მიმართ ამ 12 წლის განმავლობაში ასეთი ოპოზიციური განწყობა არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა – ახალგაზრდობამ გაიღვიძა და ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზეც აპირებენ მისვლას და თავიანთი პოზიციის გამოხატვას.
და ყველაზე მაგარი არის ის, რომ ამ იდეას აზიარებენ ერთმანეთში, ამაზე საუბრობენ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია“, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, პროპაგანდა მაინც ახდენს გავლენას საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაველაპარაკოთ და მარტივად ავუხსნათ, თუ რატომ არის ევროკავშირში ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია.
„როცა ადამიანს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრები, შეუძლებელი სიმართლეს გაექცეს. პროპაგანდის გავლენის შემცირება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
„დაფიონი“ პირველ ეტაპზე ვაპირებთ გააქტიურებას ონლაინ. კერძოდ ტიკტოკისა და იუტუბის პლატფორმებზე, რადგან ვიცით, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ პლატფორმებს.
ვაპირებთ მაგალითებით, ფაქტებით ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რატომ არის მისი მისვლა არჩევნებზე გადამწყვეტი. მოვიყვანთ მაგალითებს იმაზე, ვთქვათ ამა თუ იმ დეპუტატმა როგორ მოიგო 1 ხმით არჩევნები და სხვა არაერთი მაგალითიც გვექნება.
ჩვენი პროექტი მოიცავს ისტორიულ ნაწილსაც, რადგან თუ ისტორია არ იცი, ვერც მომავალი გექნება უკეთესი. უახლოეს ისტორიაზე ჩავწერთ ვიდეოებს, რადგან ეს პერიოდი ნაკლებად ისწავლება სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთ ფაქტებზე ინფორმაცია, რაც ცვლიდა ჩვენი ქვეყნის ბედს.
უკრაინის მხარდასაჭერ ერთ-ერთ აქციაზე შინდისფერი დროშით ვიყავი და ერთი ჩემი ტოლა ახალგაზრდა ვერ მიხვდა რა დროშა იყო. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი არ იცნობს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიას და ბევრ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – გვეუბნება ლუკა ნაცვლიშვილი.
როგორ აპირებთ ესაუბროთ ადამიანებს ომის შიშზე, რომელსაც თესავს ხელისუფლება. რა მოერევა ამ პროპაგანდას – ვკითხეთ ლუკას.
მისი აზრით, ისევ და ისევ იმ მოვლენებსა და ფაქტებზე ხშირი საუბარი, რაც ეს ორი წელია ხდება.
„არ მჭირდება ისეთი „მშვიდობა“, თუკი ჩემი აზრის გამოხატვის გამო პოლიცია ხელებს გადაგვიგრეხს, ზონდერებს მოგვისევენ და თავისუფლებას წაგვართმევენ.
თუ დღეს გვეამაყება დავით აღმაშენებლის დიდგორი, მაშინ ეს სულისკვეთება უნდა გავაგრძელოთ ჩვენც. რა ექნება ჩვენს მომავალ თაობას საამაყო, თუკი მტრის შიშით უარს ვიტყვით თავისუფლებაზე?
ის, რომ რუსეთი იმპერიაა და დიდია, თუ ამას თავი დავუხარეთ, ვერ დავიცავით ჩვენი იდენტობა, თავისუფლება, ის რამაც აქამდე მოგვიყვანა და ვართ დამოუკიდებლები, მაშინ დავემსგავსებით ბელარუსს და ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო.
ამ ყველაფერმა უნდა იტრიალოს ხალხის გონებაში, რომ შეძლონ ადამიანებმა მოსმენა და გააზრება.
რაც შეეხება რეგიონებში, სოფლებში გასვლას, ამის რესურსი ახლა არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა იუტუბზე გადავალთ, თუ ამ პროექტებმა დააგროვა ნახვები, იმედი მაქვს გამოჩნდებიან ფონდები, დონორები, ვინც დაგვეხმარება რეგიონებში გასვლაში და შევძლებთ ყველა თაობის ადამიანს ვესაუბროთ“, – ამბობს ლუკა.
მეგი დიასამიძე ასევე სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტია. ისიც მიიჩნევს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან პროპაგანდის წინააღმდეგ დისკუსიები, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ივანიშვილის გზავნილები „გლობალური ომის პარტიაზე“ რომ ვუსმენ, ჩემთვის არის სასაცილო, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გზავნილებს ჯერ კიდევ ჰყავთ მსმენელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, მაინც არის სამუშაო ამომრჩევლის იმ ნაწილთან, ვისზეც მუშაობს პროპაგანდა.
აქციებმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიდიოდა, ჩემი დაკვირვებით გარდატეხა მოახდინა ადამიანებში, თუმცა მაინც საჭიროა ვიმუშაოთ პროპაგანდის მსხვერპლებთან.
მე პირადად, ჩემი მეგობრები, ვისაც გვინდა, რომ ამ არჩევნებზე ხმები დავიცვათ, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის დამკვირვებლობაშიც.
„ქართულ ოცნებას“ ეს ბრძოლა წაგებული აქვს და ეს არჩევნები იქნება ხმების დაცვა.
როცა ახალი თაობა სწორ პოზიციებს აფიქსირებს, მშობლების თაობა უკვე ამ მხარეს დგება. შესაბამისად, მშობლების თაობასთან კომუნიკაცია ამ ფოკუსით, არის საჭირო.
ყველა ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ქვეყნისთვის, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან“, – ამბობს მეგი.
აქვს თუ არა „ჯიუტს“ ადამიანური, ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ შეძლოს ველზე გასვლა და ხალხთან მუშაობა? – ვკითხეთ მას.
მეგის თქმით, „ჯიუტს“ ეს რესურსი აქვს.
„ჯიუტი“ მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს, შემოწირულებებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ბევრი აქტიური სტუდენტი გვყავს, რომლებიც მალე დაბრუნდებიან რეგიონებში და ისინი იქ, ადგილზე იმუშავებენ „ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ.
ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ რეგიონებში გავიდეთ. დიდ ქალაქებში გავალთ, სოფლებში ვნახოთ, თუ მოვახერხებთ.
ახალგაზრდები ასევე ჩართული ვართ პროექტში „დააკვირდი“, არჩევნებზე დამკვირვებლებს ვატრენინგებთ. 500 მსურველი გვყავს უკვე. აქედან 100 ადამიანი დავატრენინგეთ და ვაგრძელებთ ტრენინგებს“, – ამბობს მეგი.
გიორგი დუმბაძე, აქტივისტი
ვესაუბრეთ კიდევ ერთ ბათუმელ აქტივისტს, გიორგი დუმბაძეს.
„ქართული ოცნების“ პოზიცია გასაგებია და ისიც, რომ ამ პარტიისგან არაფერი ნათელი არ წამოვა და არც აქამდე ჩანდა. ისიც ნათელია, რომ ამ არჩევნებზეც პროპაგანდით გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის იქნება ომზე აპელირება და შიშების ჩანერგვა ხალხში.
მათ ჰქონდათ 12 წელი და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რის გაკეთებასაც ახლა, 4 წელში გვპირდებიან. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული.
მათი ელექტორატიც ხომ მთლიანად იმ ადამიანებზეა აწყობილი, ვისაც არ უნდა ამ შიშებისგან გათავისუფლება. ვერც იმაზე მეტ მხარდამჭერს მიიღებს „ოცნება“ ამ თემებზე საუბრით, რაც დღეს ჰყავს.
ახალგაზრდების მუშაობას რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს ის კონტრასტი, რაც ახლავს რუსეთთან ან ევროპასთან სიახლოვეს.
რუსეთი არის ომი, ჭაობი, ის, რასაც ამდენი ხანი გავურბოდით და მეორე მხარეს არის ევროპა, ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძვით“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
მისი თქმით, მას და მის თანამოაზრეებს ერთი თვის შიგნით დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა პროექტი, რაც ითვალისწინებს ქალაქებსა თუ სოფლებში ჩასვლას და ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციას.
„უფრო მეტი აქცენტი იქნება იმ სოფლებზე, სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ინფორმაცია და ყველაზე მოწყვლადია ამ პროპაგანდისთვის ადამიანები, რომელსაც „ოცნება“ იყენებს.
მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც კითხვები აქვს ვთქვათ იგივე ომთან მიმართებაში. ამ ხალხთანაც გვექნება საუბარი, შევეცდებით ავუხსნათ მათ ყველაფერი მაგალითებზე, ფაქტებზე დაყრდნობით – მშვიდობა არის ევროპაში.
სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, ვისაც გაწევრიანებიდან დღემდე არასდროს ჰქონიათ ომი და ეს არის ფაქტი.
ყველაზე მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი არის ევროპა და ეს არის ფაქტი და არა ჩვენი მოსაზრება. ინდივიდუალურად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ ერთ თვეში ხალხში გასვლას და ვიცი სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც უფრო ადრეც აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს“, – გვეუბნება გიორგი დუმბაძე.
ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ.
ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, ასევე ესწრებოდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება,“ – განაცხადა დღეს, 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ჩხეტიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.
„გაზაფხულზე საქართველოს საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილება განხორციელდა. ეს ცვლილებები იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ მორგებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ეს ვირუსულად გადმოედო ადგილობრივ ხელისუფლებასაც. 11 ივლისს აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს. აღნიშნული კანონპროექტით იცვლება მანდატების განაწილების წესი.
აქამდე მანდატების განაწილების წესით არ რჩებოდა გაუნაწილებელი მანდატი, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია გაუნაწილებელი მანდატების მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს „ოცნება“.
მოგეხსენებათ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც ერთ მანდატსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.
დღესვე ბრიფინგზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ისაუბრა ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვა რეგიონებიდან „გადმოწერილი მოქალაქეების“ შესახებ.
კერძოდ, პარტია აცხადებს, რომ „სხვა რეგიონებიდან საკუთარი მომხრეების გადმოწერით „ოცნება“ ცდილობს არჩევანის შეცვლას და ძალაუფლების მიტაცებას არჩევნებში“.
„მომხრეების აჭარაში ჩაწერით საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს ოცნება, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა. სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შედის 65-ე მუხლში, რომელსაც ემატება სრულიად ახალი პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
იცვლება 65-ე მუხლის მერვე პუნქტის შინაარსიც და ის კანონში შემდეგი რედაქციით იქნება:
„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.
კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ივლისს განიხილა ბიუროზე.
კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენა 18 ივლისს გაიმართება.
„გუმბათი ჯგუფმა“ ახლახან შეიძინა სს „ბათუმის ავტოსადგურის“ მაჟორული წილი, დაგეგმილია სამომავლოდ 100%-იანი წილის გამოსყიდვა. კომპანია 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი არსებული სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრად გარდაქმნაა.
ახალი კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
„გუმბათი ჰაბი“ არა მხოლოდ გააუმჯობესებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას.
ავტოსადგურის საკითხი
„გუმბათი ჯგუფი“ აცნობიერებს არსებული ავტოსადგურის მნიშვნელობას ქალაქისთვის. ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ლოკაციის შერჩევაზე ახალი, თანამედროვე ავტოსადგურის მოსაწყობად. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ არსებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს და ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
გუმბათი ჯგუფი რეგიონული განვითარების სამსახურში
„გუმბათი ჯგუფის“ 26-წლიანი ისტორია წარმატებებით და მნიშვნელოვანი პროექტებითაა სავსე. ამ პერიოდში კომპანიამ ააშენა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი, განახორციელა ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონის მშენებლობა, შექმნა ათობით კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის ურბანულ განვითარებას.
„გუმბათი ჯგუფის“ საცხოვრებელი პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის უნიკალური შერწყმით. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რაც ქმნის გარემოს ადამიანური კავშირების დასამყარებლად, უზრუნველყოფს თითოეული მაცხოვრებლისთვის ინდივიდუალური, კომფორტული სივრცის არსებობას.
კომპანიის მიდგომა ხელს უწყობს ჯანსაღი, ბალანსირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.
„გუმბათი ჯგუფი“ აგრძელებს ინოვაციური იდეების ძიებას და რჩება რეგიონული განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს აჭარისთვის და მთელი საქართველოსთვის.
დღეს, 17 ივლისს, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს.
მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა და ის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 3:1 დასრულდა.
შემდეგ ეტაპზე გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გამოვლინდება. შესაბამისად, ბათუმის დინამოს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება თამაშის პენალტების სერიამდე მისაყვანად.
„მინდა ვთქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა, ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან. ამიტომაც, ჩვენ ამ შეხვედრას ძალიან ველოდებით. გვსურს ვრეაბილიტირდეთ ამ მატჩზე“ – ამბობს ანდრეი დემჩენკო, „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი.
„დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში, ცნობილია.
„ლუდოგორეცთან“ მოგების შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებული იქნება.
თუ „დინამო“ პირველივე ეტაპიდან გავარდება, მაშინ გუნდი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროულ „დეჩიჩს“ შორის წაგებულს შეხვდება.
საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ.
კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავეს, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ კი შარშანდელი შედეგი გააუმჯობესეს და 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში 219,84 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.
სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების რაოდენობით საქართველო დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.