მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

31.12.2024
საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

პროევროპულ აქციებზე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საქმეებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ მიმართა.

„2024 წლის ბოლოს მასშტაბური აქციების გადაღებისას კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სპეცრაზმელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აკავებდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.

„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით,“ – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ მიერ დღეს, 31 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 34-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.

TI-ის ანგარიშის მიხედვით , 2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროების და დაშინების მცდელობების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: