უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 697 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 9 170 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 18 487 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 20 076 ერთეული [+37]
MLRS – 1 244 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 117 ერთეული [+28]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 628 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 28 114 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 3 583 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
35 169 უპილოტო საფრენი აპარატი
585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 023 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
17 176 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 930 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%).
სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შესამჩნევია ოჯახის წევრების, ახლო მეგობრებისა და კოლეგებისათვის და მათ საქმიანობაზე ახდენს გავლენას.
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ნაკლებობა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები, დეინსტიტუციონალიზაციისა და სათემო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ექსკლუზიურ ვერტიკალურ პროგრამებთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანური რესურსების სიმცირე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის ადმინისტრირების, რეგულირების, მართვისა და კონტროლის ნაკლებობა, და ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მწირი ფინანსური რესურსები.
იმაზე, თუ როგორ წარიმართა პროცესები რა (არ) გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, გვესაუბრა ოლგა კალინა. ის 2014 წლიდან ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილებთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარეა და შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოლგა ასევე იყო ჩართული საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის მომზადების პროცესშიც.
„თავად სტრატეგიის არსებობა პოზიტიური ფაქტია. ამ სტრატეგიაზე მეც ვმუშაობდი, ასევე ჩემი კოლეგები, ფსიქიატრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”.
დოკუმენტში შევიდა ბევრი კარგი და საჭირო ამოცანა.
საწყის ეტაპზე Expertise France-ს გუნდმა გააკეთა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა. მიღებული შედეგები დიდად არ განსხვავდება ევროპის ქვეყნების მონაცემებისგან, თუმცა ჩვენთან მიმართვიანობა არის ბევრად დაბალი, განსაკუთრებით ოჯახის ექიმთან.
ჯანდაცვის პირველ რგოლშივე გამოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაციის სისტემური ხარვეზი, ეს ვლინდება იმაშიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
იმის გამო, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ მუშაობს არსებული სტიგმის შემცირებაზე, მოსახლეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ძირითადად, მიმართავს არა ფსიქიატრს, არამედ ნევროლოგს. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ სპეციალიზებულ მომსახურებას.
იმისთვის, რომ სტრატეგია იყოს ქმედითი, უნდა არსებობდეს მონიტორინგისა და რეპორტინგის გამართული სისტემა. ეს პუნქტები თავად სტრატეგიაში არის გაწერილი, თუმცა ამჟამად მონიტორინგი არ მიმდინარეობს“ – ამბობს ოლგა კალინა.
იგი აღნიშნავს, რომ სტრატეგიის მიღმა მოხდა ისეთი ფაქტები, რაც არ იყო შეთანხმებული თემთან. მაგალითად, ცვლილებების მცდელობა 15 კანონში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის კონფიდენციალურ ინფორმაციას სხვადასხვა სამინისტროებისთვის, მათ შორის შსს-თვის.
„ეს ნაბიჯი აღრმავებს სტიგმას და ამცირებს მიმართვიანობას. ადამიანები ირჩევენ ან სერვისის კერძოდ მიღებას ან ფინანსების არქონის გამო, საერთოდ უარის თქმა უწევთ სერვისზე. ამის გარდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ქონამ შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურებს მისცეს შანტაჟის შესაძლებლობა.
სტრატეგიაში წერია, რომ ის შეიქმნა ევროპულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოში. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც არ ხორციელდებოდა სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯები, ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი საფრთხის ქვეშაა, ალბათ, უფრო ნაკლებად განვითარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დონორული დაფინანსებით მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ, ასევე ძალადობის მსხვერპლებს, უმცირესობებს…
ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირებზე და ჩვენ თავადაც ვართ ამ პირთა ორგანიზაცია.
რუსული კანონის ფარგლებში ჩვენ ჩავითვლებით აგენტებად.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე ხელით უნდა გამოვაქვეყნოთ კონფიდენციალური მონაცემები. ვართ იმ რთული დილემის წინაშე, რომ გავასაჯაროოთ კონტრაქტები, ხელშეკრულებები. ადამიანის აგენტად მონიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი რეპუტაციის დაზიანება და დარგის პროფესიონალები თავს შეიკავებენ ჩვენთან თანამშრომლობისგან”.
ოლგა კალინა
„გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. გვიწევს დავარღვიოთ ან ადამიანის უფლებები ან კანონი.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში იყო კარგი, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, დავიცვათ ადამიანის უფლებები, გაუგებარია, ამის გამო რატომ უნდა ვატაროთ უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი?“ – ამბობს ოლგა.
შორენა გორგილაძე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის დედაა. მისი შვილი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამაშია ჩართული და იღებს ფსიქოლოგის სერვისს ერთ-ერთ ბავშვთა განვითარების ცენტრში. შორენა გვიყვება, რომ მის შვილს სკოლაში 2 საათით გამოყოფილი ჰყავს ასისტენტი, 2-2 საათით კი სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი, რაც მიღებულ ნორმაზე ბევრად ნაკლებია. მოსწავლეს ასისტენტის სერვისი მთელი სასწავლო დღის განმავლობაში სჭირდება.
„სამწუხაროდ, 18 წლის რომ გახდება ჩემი შვილი, ალბათ, მოუწევს სახლში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნიჭიერია, ამჟამად არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ არ ჩანს. მხოლოდ ფსიქოლოგი არანაირად არ არის საკმარისი.
ბათუმში გვყავს ორი ოკუპაციური თერაპევტი, რაც საერთოდ არ არის საკმარისი არსებულ მოთხოვნასთან შედარებით. ჩემს შვილს სჭირდება ოკუპაციური თერაპევტი, მაგრამ გრძელი რიგის და ფასების გამო სერვისს ვერ ვიღებთ. დროულად ამ ტიპის ჩარევა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზრდასრულობაში დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემებთან გამკლავება”.
შორენა გორგილაძე
შორენა ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლებისთვის არ აქვს მხარდაჭერის პროგრამა, იმ ცოდნასა და გამოცდილებას კი, რაც არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად სჭირდებათ, უშუალოდ ფსიქოლოგებისგან იღებენ, მათი კეთილი ნების ხარჯზე.
„ჩვენი ფსიქოლოგები ვითარდებიან და სწავლობენ ევროპულ მაგალითებზე, ნამდვილად სულის ჩაკვლა იქნება, თუ შეგვეზღუდება ევროპიდან განათლების, ინფორმაციის მიღება“ – ამბობს შორენა.
ნინო დოლიძე ბათუმში ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ დირექტორია, ამასთან ის ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი (IBA), კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრიცაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, ჩვენი პროფესიული ეთიკა ეყრდნობა ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის ეთიკურ სტანდარტებს. სწორედ ამით ვიხელმძღვანელეთ შიდა ორგანიზაციული წესდების შემუშავებისას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენი პროფესიის ადამიანების საქმიანობას, თუმცა ის შემუშავების პროცესშია და ვიმედოვნებთ, სიახლეები იქნება ამ კუთხით.
საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტებს მოგვეთხოვება უწყვეტი განათლების საათების დაგროვება და შესაბამისად, ვიზიარებთ დასავლურ ცოდნასა და სიახლეებს სფეროში. ადგილობრივი კანონმდებლობის არ არსებობის გამო პროფესიის სხვა წარმომადგენლების საქმიანობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ პირად კეთილსინდისიერებას უნდა დავეყრდნოთ.
სერვისები არის ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ ცენტრების სიმრავლეზე არამედ სწორედ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამ კუთხით რეგიონებში. იმისთვის, რომ თერაპიამ სწორი შედეგი გამოიღოს, რამდენიმე სხვა ელემენტთან ერთად, მნიშვნელოვანია, სწორად ჩატარებული თერაპია და შემუშავებული სტრატეგიების განმახორციელებელი თერაპევტების გამომუშავებული უნარები, კონტროლი პროგრესის პროფესიულ კონტროლი (სუპერვიზია).
ნინო დოლიძე
ტრენინგებიც, რომელიც ჩვენს სფეროში ტარდება მიწოდებული უნდა იყოს შესაბამის სერტიფიცირებული სპეციალისტისგან, ამ ყველაფრის კონტროლი საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციას მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოხალისეობრივად გვიწევს.
შარშან ჩატარდა პირველი კონფერენცია საქართველოში, წელს იგეგმება უფრო ფართო მასშტაბური სახე მივცეთ და მოვიწვიოთ სფეროს დოქტორები ამერიკიდან, რომლებმაც შეიმუშავეს თანამედროვე მიდგომა, თუმცა ამ პროცესშიც პირადი ძალებით და პირადი ფინანსური რესურსებით ვართ ჩართული. დახმარება მივიღეთ ასევე კერძო უნივერსიტეტისგან.
ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენი სამეცნიერო სივრცე იყოს ნაწილი დასავლური აკადემიური სივრცისა. თუმცა გარდა იმისა, რომ აუტიზმისმქონე ბავშვებს მიეწოდებოდეს შესაბამისი სერვისი, მნიშვნელოვანია ADHD-ის დიაგნოსტირება და თერაპიაც იყოს უზრუნველყოფილი, გარდა ამისა, მშობლების ჩართულობა და მათი მენტალური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, ის ცენტრები, რომლებიც ზრდასრულების მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობდნენ, დახურვის საფრთხის წინაშე დგანან უცხოური დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების უმრავლესობა ორიენტირებულია 18 წლამდე ბავშვების განვითარებაზე. 18 წლის შემდგომ, სამწუხაროდ, ნეირო-განსხვავებული ადამიანებისთვის არ არის გასაქანი. იმისთვის, რომ ასეთი დიდი შრომა წყალში არ ჩაიყაროს, ბევრი მშობელი ფიქრობს საზღვარგარეთ გადასვლას, სადაც მათი შვილები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში ან/და არჩეული პროფესიით მუშაობას, იურიდიულად დაცულ სამუშაო გარემოში სტიგმების გარეშე.
აქედან გამომდინარე, კარგი იქნება საქართველო გაძლიერდეს ამ მიმართულებით, დაემატოს პროგრამები ზრდასრულებისთვის, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს დარჩნენ სამშობლოში თავიანთი რესურსი გამოიყენონ ქვეყნის განვითარებისა და საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის” – ამბობს ნინო დოლიძე.
„კლუბი სინერგია“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისია, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. კლუბში ტიპური განვითარების 14-დან 25 წლის ჩათვლით მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასოდ აწვდიან ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისს. როგორც „სინერგიას“ ფსიქოლოგი, ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რუსული კანონის პირობებში მათი მუშაობის ძირეულ პრინციპს, კონფიდენციალურობას საფრთხე ექმნება და იმის გამო, რომ ისინი არ აპირებენ აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას და არც ჯარიმის გადახდის რესურსი გააჩნიათ, მალე მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.
ამის გამო უფასო სერვისი შეუწყდება წელიწადში საშუალოდ 600 კლიენტს.
„ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ჩვენი მსგავსი სერვისების მიღმა. უმეტეს ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ კვირაში ერთხელ მინიმუმ 50 ლარი გადაიხადოს თერაპიაში. არ არსებობს სახელმწიფო სერვისი, რომელიც ტიპური განვითარების მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასო ფსიქო-სოციალურ სერვისებს სთავაზობს, შესაბამისად, ეს ნიშა დარჩება ცარიელი.
ლუკა გაფრინდაშვილი
ეს კანონი დამატებით ბარიერსა და წნეხს ქმნის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს კულტურულ გარემოში, სადაც სტიგმის გამო მიმართვიანობა არის დაბალი.
კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე ხელს შეუშლის ადამიანებს სერვისის მიღებაში. თუ მსგავსი პოლიტიკით ქვეყანა ინფორმაციულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ეს იქნება ნაბიჯი არაპროფესიონალიზმისკენ, იმიტომ რომ ჩვენს სფეროში კომპეტენციის ამაღლება ხდება დასავლური ცოდნით, მათი სპეციალისტების ტრენინგებით, ვორქშოფებით, კვლევებში გაერთიანებით და ა.შ.” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი.
მარიამ ათაბაგი კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის საერთაშორისო თერაპევტია. ის გვიყვება იმ წინაღობაზე, რაც მას და მის გუნდს კვლევის საერთაშორისო სივრცეში გატანისას შეექმნა:
„ჩვენი სამუშაო სფეროს, ისევე, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული მიმართულების განვითარება თეორიული ცოდნის გაღრმავებაზეა დამოკიდებული.
გამომდინარე იქედან, რომ მე და რამდენიმე კოლეგას გვსურდა, ჩვენი წვლილი აუტიზმის განხრით აკადემიურ სფეროშიც შეგვეტანა, 2023 წელს დავიწყეთ კვლევა თემაზე – „ნარატივის უნარები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ქართულენოვან ბავშვებში”.
კვლევის საპილოტე ვერსია პირველად წარვადგინეთ კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე”, სადაც მონაწილეობა მსოფლიოს ათეულობით წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღეს. მოგვიანებით, საკმაოდ მაღალი კონკურენციის ფონზე, კვლევა მიიღეს ბავშვთა მეტყველების შეწავლის მე-17 საერთაშორისო კონგრესზეც. თითოეულ ეტაპზე, კვლევისთვის ფინანსური მხარდაჭერის ერთადერთ წყაროს ლაიბნიცის ზოგადი ლინგვისტიკის ცენტრი (The Leibniz-Centre General Linguistics – ZAS) წარმოადგენდა, რაც რაღაც ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა – ადგილობრივ დონეზე ვერ შევძელით საკმარისი დაფინანსების მოპოვება, რათა საერთაშორისო კონგრესს დავსწრებოდით ჩეხეთში, პრაღაში.
მარიამ ათაბაგი
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შეფასების სპეციფიური ინსტრუმენტის ქართულენოვან ბავშვებზე ადაპტირებასა და ადგილობრივი მონაცემების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლეოდა, გაგვიჭირდა ასევე კვლევის ეთიკურობის დასტური, რადგან, არ ვიყავით აფელირებული არცერთ უმაღლეს სასწავლებელთან, დამოუკიდებელი ეთიკის კომისია კი, რომელიც შეძლებდა ჩვენთან თანამშრომლობას, ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.
ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობა, არამხოლოდ როგორც ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა მხრივ, არამედ იმ ფინანსური რესურსის ორგანიზებისთვისაც, რომელიც აუცილებელია საქართველოში კვლევითი მიმართულების სტაბილური განვითარებისთვის – უდიდესი ენთუზიაზმისა და ინტერესის მიუხედავად, დასავლეთთან თანამშრომლობის გაწყვეტით მომავალში საფრთხე ექმნება საქმიანობას, რომელის ხარისხზეც უამრავი ადამიანის მენტალური კეთილდღეობაა დამოკიდებული”.
ფსიქოლოგი და ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ იმის გამო, რომ ფსიქოლოგის პროფესია სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებული არაა, შესაბამისად, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების ხელშეწყობას. ამასთან, ეს გარემო ფსიქოლოგიური სერვისით დაინტერესებულებს დაუცველებს ტოვებს, რადგანაც მათ არ აქვთ გარანტიები თერაპევტის პროფესიონალიზთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ არ ვიქნებით საერთაშორისო ურთიერთობაში ჩართულები, არ გვექნება მუდმივი მოთხოვნა საერთაშორისო რეგულაციით, რომ განვივითაროთ თავი, თავად სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს არანაირი რეგულაციის მექანიზმი, შესაბამისად ყველა, ვინც მიმღებია ამ სერვისების, მათ შორის სახელმწიფო პროპგრამებით, აღმოჩნდება მოწყვლად მდგომარეობაში და ხარისხზე პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს.
დეფიციტია მონიტორინგის მხრივაც, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებშიც. საჭიროა სპეციფიკური ცოდნის მქონე გუნდების არსებობა, რომლებიც პერიოდულად შეამოწმებენ სერვისის ხარისხს.
გვანცა ჩვამანია
ასევე მნიშვნელოვანია კვლევების ნაწილიც, სამეცნიერო სამყარო კვლევის გარეშე წარმოუდგენელია.
ამ მხრივ დაკავშირებულები ვართ ევროპასთან და ამერიკასთან, სადაც აქტიურად ვითარდება მეცნიერება, ინერგება სიახლეები. შესაბამისად, თუ ამ მხრივ გვაქვს პრეტენზია, უნდა იყოს ჩვენი კვლევები დასავლურ გამოცემებში გამოქვეყნებული.
მნიშვნელოვანია საერთაშორიო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა. მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ დახმარებით არაერთი კარგი საქმე გაკეთებულა. მათ შორის 2020 წლიდან ისინი ჩაერთნენ სერვისისთ მოსარგებლეთა კვლევაში, მათი დაფინანსებით გამზადდა კანონიც, რომელიც სფეროს რეგულირებისთვისაა საჭირო. თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება ამ კანონის შემდგომი დამუშავება და პარლამენტში განსახილველად შეტანაც.
თუმცა, ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვხედავ იმის საშიშროებას, რომ იმ რესურსებმა, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია და რასაც ვიღებთ დასავლელი პარტნიორებისგან, შესაძლოა, დაიკლოს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ შეიძლება ჩვენი სამომავლო რეპუტაციის გამო ჩვენთან ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ ისეთმა ავტორიტეტულმა და წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ” – ამბობს გვანცა ჩვამანია.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.
საუბარია უსახლკაროებზე, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და ქობულეთში სახელმწიფოს კუთვნილი 4 მიტოვებული შენობა დაიკავეს. ერთ-ერთი შენობა ბარცხანის დასახლებაში თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
რამდენიმე უსახლკარო ამ შენობაში 10 დღის წინ შეიჭრა. თავდაცვის სამინისტრო უსახლკაროებს შენობიდან არ ასახლებს, თუმცა აფრთხილებს, რომ თუ ისინი შენობას დატოვებენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.
ბავშვებს დღეს უსახლკარო დედების ნახვა სურდათ, მაგრამ მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.
„დღეს ოჯახის ახლობლებმა უსახლკარო დედებთან მათი მცირეწლოვანი შვილები მიიყვანეს, მაგრამ პოლიციელებმა დედებს ბავშვების ნახვის საშუალება არ მისცეს. დედები ჭიშკრებიდან ყოფდნენ ხელებს და ისე ცდილობდნენ ხელით მაინც მოჰფერებოდნენ საკუთარ შვილებს…
ჩვენ, ვინც გარეთ ვართ, მოვითხოვეთ ბავშვები შესულიყვნენ შიგ, მაგრამ პოლიცია გამოიძახეს და წინ გადაგვიდგნენ. იძალადეს უსახლკარო ქალებზე, რომლებიც გარეთ ვიდექით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი ახლა სასწრაფოს მანქანაშია.
ვაგრძელებთ უსახლკაროები აქციას აჭარის მთავრობასთან. ამ საღამოს შიმშილობას გამოვაცხადებთ, თუ თორნიკე რიჟვაძე არ შეგხვდება და უსახლკაროები საცხოვრისს არ მიიღებენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ უსახლკაროების აქციის ორგანიზატორმა, ნაილი ბეჟანიძემ.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევა წუხელ, 31 ოქტომბერს მოხდა.
დაშავებული ქალი კლინიკა BMC-შია მოთავსებული. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს.
„გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს.
ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.
საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება!
გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას – ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.
მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, დოლები, უკულელეები და ნიღბები – ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება.
აქ ყველა ლიდერია – მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ“- წერს „ტალღა“.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაიწყება. მოძრაობის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული.
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის“ ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა.
ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის ხასიათი შესძინა.
თიბისი საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად, ჩამოხსნილი ქუჩის სარეკლამო ბანერები ახალ, ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. რამდენიმე თვის წინ, პირველი ასეთი პროექტი თიბისიმ რაგბის კამპანიას – „ერთად გავიმარჯვებთ“-ს მიუძღვნა, ახლა კი „თიბისი – შენი ერთგულის“ ფარგლებში ჩამოხსნილი ბანერები გადამუშავდა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.
„სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე – ეს ის პროექტია, რომელიც თიბისის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. თიბისიში ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს. ასევე, ბევრი წელია ახალ თაობას, მათ შორის სთრით-არტისტების კომუნას სხვადასხვა ფორმით ვუჭერთ მხარს. ამ მიდგომებს არაერთი პროექტის განხორციელებით ვაძლიერებთ, სწორედ ასეთია ბანერების გადამუშავების ინიციატივა და მათგან ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნის კამპანიაც“ – მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.
თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. თიბისი გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ფუნქციური ნივთები შექმნას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 17– 22 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3-4 ნოემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 696 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
ტანკი – 9 162 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 18 470 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 20 039 ერთეული [+26]
MLRS – 1 244 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 088 ერთეული [+25]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 628 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 28 038 ერთეული [+77]
სპეცტექნიკა – 3 579 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
35 119 უპილოტო საფრენი აპარატი
585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 012 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 482 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
17 158 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 898 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტენ. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.
„ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორივე საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელია, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებს მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ექნებათ ხელფასის 60% მიიღონ.
„ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს.
გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ ხონელია შეგვხვდა დასაქმებულებს, გარკვეული მიზეზები დაასახელა, კრიზისშია კომპანია, რესტრუქტურიზაცია უნდა გავაკეთოთ და აპრილამდე უნდა გავჩერდეთო.
გვთავაზობენ ხელფასის 60%-ს გაჩერების პირობებში. მსგავსი გაჩერება იყო 2023 წლის თებერვალშიც, მაშინაც ხელფასის 60%-იანი გადახდით, მაგრამ მაშინ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „მაღაროელის“ თანამშრომელმა ტარიელ მიქაცაძემ.
შპს „მაღაროელის“ საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზია“. კომპანია ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, რის გამო გააჩერა მუშაობა.
რაც შეეხება დასაქმებულებს, ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ მათ კომპანიის მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ.
„როგორც ვიცით, საწარმოების გაჩერება სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოხდა. ამიტომ უნდა ვთხოვოთ კომპანიას სახელმწიფოსთან ერთად, ან 100%-იანი ანაზღაურება შეგვინარჩუნოს, ან ალტერნატიული სამუშაოები მოგვცენ რამე, ან ბანკების სესხები გაგვიყინონ ამ ხელფასის 60%-თან ერთად,“ – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან სრულად ჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი.
„ასეთი შემთხვევა არ გვახსოვს აქამდე, ყველა ღუმელი ერთიანად გაჩერებულიყოს. გვითხრეს, ელექტროენერგია არ ჰყოფნის საწარმოს და იმიტომ ვაჩერებთ მუშაობასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფეროში დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
„ჯორჯიან მანგანეზი“ 6 ათასამდე თანამშრომელს და რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს. უცნობია ზუსტად რამდენ ადამიანს ეხება რეორგანიზაცია, რადგან კომპანია განმარტებას არ აკეთებს.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება; ზესტაფონის ფეროშენადნობივვ ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს – სილიკომანგანუმს აწარმოებს და „ვარციხეჰესი“, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.
არაერთგზის მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა“„ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირება ვერ მოახერხა. კომპანიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლებული ინფორმაცია:
„ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა Chiatura Management Company-მ. კომპანია წერს, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა „სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო“.
„აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ.
ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70%-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს.
შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.
მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების კანონით დადგენილ ვადაში მიწოდებას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა „ახლებიდან“ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ბათუმის საკრებულო წლებია უხეშად არღვევს კანონს, სხდომამდე ერთი კვირით ადრე სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ზოგადი საკითხები შეაქვს, მნიშვნელოვანი თემები კი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, K2 კოეფიციენტის გაზრდა, დღის წესრიგში სხდომის წინა საღამოს ჩნდება.
„ბათუმის საკრებულო სხდომაზე გამოსატან საკითხებს სხდომის წინა ღამეს აგზავნის. თავიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხს სვამენ, შემდეგ კი ამატებენ ისეთ საკითხებს, რომლის შესწავლაც ერთ ღამეში შეუძლებელია. როგორც წესი, ეს დამატებითი საკითხები ეხება ხოლმე K2 კოეფიციენტის გაზრდას.
ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კანონი ითვალისწინებს.
საკრებულოს სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც ვიცოდეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც საკრებულოს სხდომაზე გამოდის,“ – განაცხადა ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ საკრებულო ამ გზით ცდილობს მნიშვნელოვანი საკითხები გაატაროს.
„დღეს, 31 ოქტომბერს, მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა. სამშაბათს, 29 ოქტომბერს, საღამოს 21:40-ზე მოვიდა 13 დამატებითი საკითხი, ამ 13 საკითხიდან 11 ეხება K2 კოეფიციენტის გაზრდას. ბათუმის ჩაბეტონებას ეხება ეს საკითხები.
საკრებულოს წევრი ვალდებული ხარ, საჭიროება თუ მოითხოვს, ადგილზე გახვიდე და ისე შეისწავლო. 1 დღე გვქონდა და ეს დრო არაა საკმარისი ამდენი საკითხის შესასწავლად. 1 დღეში 13 ადგილას ვერ მიხვალ უბრალოდ, როცა კომპანიები K2-ის გაზრდას ითხოვენ.
წინა საკრებულოს სხდომაზე ანალოგიური ამბავი მოხდა. დაგვიანებით, დამატებით საკითხად შემოიტანეს ადლიაში„ორბი მილენიუმის“. როდესაც ჩვენ გავედით საკითხის შესასწავლად, აღმოჩნდა რომ 8 სართული აშენებული იყო და მშენებლობის ნებართვის ძიებას ახლა იწყებდა კომპანია. როდესაც ეს საკითხი დავსვით, ყველა გაიტრუნა. ყველამ თქვა, რომ შეისწავლის საკითხს. ყველამ შეიცხადა – უი, მართლა? ვითომ არ იცოდნენ. მუნიციპალური ინსპექცია საერთოდ გაიტრუნა.
ორი წელია ვითხოვ, საკითხები კანონის ფარგლებში მოგვაწოდონ და ამას ვერ მივაღწიე. მე არ ვაპირებ ვალის მოხდის მიზნით დავჯდე, ჩემი ფუნქციის შესრულება მინდა პირნათლად, რასაც ვერ მივაღწიე,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
საკრებულო წინასწარ დღის წესრიგში არ სვამს იმ საკითხებს, რომლებიც ეხება ქალაქის განაშენიანებას ან დიდი, მასშტაბური პროექტების დამტკიცებას.
„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ.
უსახლკაროების აქცია ბათუმში
მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა.
მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან შშმ შვილი ჰყავს.
აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამას სთავაზობენ, მაგრამ უსახლკაროები აცხადებენ, რომ ეს აქამდე უკვე რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სტაბილური შემოსავალი არ აქვთ და ვერც მერიის პროგრამაში მოხვდნენ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უსახლკაროებმა, რომლებსაც მანამდე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და არაფერი შესთავაზა, მიტოვებული 4 შენობა დაიკავეს – ბუკნარში, ბარცხანასა და ბონში. ძველი შენობები სახელმწიფო ბალანსზეა. ათეულობით ადამიანი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში რჩება.
„წუხელ, ღამის 12 საათზე მოსული იყვნენ რამაზ ჯინჭარაძე [ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე] და ჯაბა სურმანიძე აჭარის მთავრობიდან, შემოგვთავაზეს დასაქმება და ერთჯერადი დახმარება სარეზერვო ფონდიდან. დაიწყეს 1000 ლარით და ავიდნენ 3000 ლარამდე. ეს ხალხი ქუჩაშია, ბუნდოვანი დაპირება არავის აწყობს, მერიას აქვს იგივე საბინაო ფონდი, მისცეს უსახლკაროებს,“ – ამბობს ნაილი ბეჟანიძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან
უსახლკაროების თქმით, 28 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საკონფერენციო ოთახში მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ მათზე ფიზიკურად იძალადა.
„შეგვეხო ფიზიკურად სამ ქალს, დალურჯებები გვქონდა სხეულზე, პოლიცია მოვიდა, მაგრამ გამოძიებაც არ დაიწყო, არც ექსპერტიზა ჩაუტარებია…,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ დრომდე არ მოუწოდებიათ ინფორმაცია გამოძიების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ მინისტრის მოადგილეს შეხვედრის მონაწილეები საკონფერენციო ოთახის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ და მან გასასვლელის გამოთავისუფლება სცადა. პრესცენტრის ინფორმაციით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 694 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
ტანკი – 9 156 ერთეული [+19]
ჯავშანტექნიკა – 18 450 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 20 013 ერთეული [+58]
MLRS – 1 243 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+8]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 063 ერთეული [+84]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 627 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 961 ერთეული [+121]
სპეცტექნიკა – 3 570 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 945 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 482 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
17 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 781 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული საჩივრები მძაფრსიუჟეტიანი ტრილერებივით იკითხება, ხან კომედიაც გვხვდება, უფრო ტრაგიკომედია. დამკვირვებლებმა საჩივრებში დეტალურად აღწერეს, რა ხდებოდა 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ეს ყველაფერი ფოტო/ვიდეომასალით დაასურათეს კიდეც.
დარღვევები, რომლებზეც ამ სტატიაშია საუბარი, ქუთაისში დაფიქსირდა.
უბანი #10 – კაბინაში ორი თანმხლები პირით
დამკვირვებელი წერს: „ქუთაისში, #10 საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ერთ ამომრჩეველს, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, თან მოჰყვა ორი მოქალაქე, რომლებსაც არ ჩაუტარდათ მარკირების შემოწმება, გარდა ამისა, კომისიამ არ შეამოწმა, ჰქონდათ თუ არა უფლება თანმხლებ პირებს საარჩევნო უბანზე ყოფნის, წარმოადგენდნენ თუ არა იმავე უბნის ამომრჩევლებს. დამკვირვებლის ინფორმაციით, ისინი შეჰყვნენ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში და მონაწილეობდნენ ხმის მიცემის პროცესში“ .
პროცესი დამკვირვებელმა ანა გაბელაშვილმა გადაიღო და საჩივარს თან დაურთო ვიდეო მტკიცებულების სახით.
ამ საჩივრით კომისიას „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ“ მიმართა.
წინასწარ გაფერადებული ბიულეტენი
კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით ქუთაისის #10-ე უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა გადასცა წინასწარ გაფერადებული ბიულეტენი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ უბანთან ფულსაც არიგებდნენ:
„საარჩევნო უბნის გვერდით, ახლო მანძილზე დამკვირვებელმა დააფიქსირა ამომრჩეველთა აღრიცხვის არაერთი შემთხვევა. აღრიცხვა მიმდინარეობდა, როგორც უბანთან, ასევე იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან, საიდანაც ხდებოდა ამომრჩევლისთვის ფულის დარიგება“ – ვკითხულობთ საჩივარში.
„მონაცემები არ დაემთხვა, ხმა მიაცემინეს“
დამკვირვებელი ქუთაისის #11 უბნიდან წერს:
„#11 უბანზე 08:45 წუთზე მივიდა ამომრჩეველი, რომლის მონაცემებიც არ ემთხვეოდა აპარატში არსებულ მონაცემებს, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ მას მისცა ხმის მიცემის უფლება“.
დამკვირვებელი ასევე წერს, რომ ამავე უბნის წინ მოქალაქე თამარ წვერავა აღრიცხავდა ამომრჩეველს, ის დამკვირვებელს ეუბნებოდა, რომ ელოდებოდა ავტობუსს, ამის პარალელურად კი განიხილავდა ვისთან რამდენი იყო მისატანი.
კიდევ ერთმა დამკვირვებელმა, ანა ციხელაშვილმა ფულის გადაცემის ფაქტები დააფიქსირა ქუთაისის #9 უბანთანაც. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან დილის 07:00 საათიდან იდგა თეთრი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა, სადაც მსხდომი პირები აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და გადასცემდნენ მათ ფულს. დამკვირვებელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
სხვა დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის #12 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას, კერძოდ, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ნინო მარგველაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის მთელი დღის განმავლობაში საკუთარ მობილურში აღრიცხავდა ამომრჩეველს.
დამკვირვებლები წერენ, რომ ქუთაისის #18 უბანზე დაირღვა ფარულობა, დამკვირვებლებს არ აძლევდნენ პროცესზე სრულფასოვნად დაკვირვების საშუალებას, გადასატანი ყუთი დალუქვის გარეშე დააბრუნეს უბანზე, ერთ-ერთი ორგანიზაცია ამომრჩევლის გამოკითხვას აწარმოებდა უბნის შენობაში.
ასევე, #22-ე უბანზე რეგისტრატორები ისე იყვნენ ერთმანეთთან მიჯრით განთავსებული, რომ შეუძლებელი იყო ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვება.
ფოტოსურათებიანი სიებით უბნის გვერდით
დამკვირვებელი წერს, რომ საარჩევნო უბნის გვერდით იმყოფებოდნენ პირები ფოტოსურათებიანი სიებით, უბანზე ახორციელებდნენ აგიტაციას, კერძოდ „ერთ-ერთმა პირმა დაიყვირა „ოცნების“ ნომერი და მიუთითა, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა“.
ვერიფიკაციის აპარატმა არ აჩვენა – ხმა მიაცემინეს
24-ე უბანზე დამკვირვებელი წერს, რომ ამომრჩეველი ვერიფიკაციის აპარატმა არ აჩვენა, ის გაუშვეს, შემდეგ კი დაუძახეს და უთხრეს, რომ მისი ვინაობა დადასტურდა და ხმა მიაცემინეს.
ამომრჩეველი – „ხმას თუ ვერ მივცემ, დამიჭერენ“
დამკვირვებლის ინფორმაციით, ქუთაისის #24-ე უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელიც ამ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. ის აცხადებდა, რომ დაიჭერდნენ, თუ ხმას ვერ მისცემდა.
ხოლო 25-ე უბანზე დააფიქსირეს აპარატების გაუმართავი მუშაობის შესახებ. კერძოდ ამოიბეჭდა სია, რომელიც არ იკითხებოდა. რეგისტრატორმა კი რამდენიმეჯერ ამომრჩევლის რეგისტრაციის შემდეგ არ ამობეჭდა ქვითარი.
დამკვირვებელმა გააფერადებინა თავისი სასურველი ნომერი
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის ოლქის 28-ე უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი, მარინა ამაშუკელი, რომელიც უბანზე ააიპ „სოციალურ გარემოს“ წარმოადგენდა, ამომრჩეველს შეჰყვა კაბინაში და მონაწილეობა მიიღო ბიულეტენის გაფერადებაში.
დამკვირვებლის ინფორმაციით, ამაშუკელმა ამომრჩეველს სთხოვა მისთვის სასურველი ნომერი გაეფერადებინა და დაეხმარა კიდეც გაფერადებაში.
დამკვირვებლები თითქმის ყველა უბანზე წერენ ფარულობის დარღვევაზე.
არაუფლებამოსილი პირები უბნებზე
დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის 49-ე უბანზე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, ამასთან, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები ენაცვლებოდნენ რეგისტრატორებს, შესაბამისად რეგისტრაციას ახორციელებდნენ პირები, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდათ.
საჩივრებში წერენ ასევე დამკვირვებლების შეზღუდვაზე, როგორც კომისიის თავმჯდომარეების, ასევე კომისიების წევრების მხრიდან. მათ ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების საშუალებასაც არ აძლევდნენ.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რაზეც დამკვირვებლებმა ქუთაისის საუბნო საუბნო-საარჩევნო კომისიებში საჩივრები დაწერეს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქუთაისის #59 ოლქში სხვადასხვა უბანზე დაფიქსირებული საჩივრები შესაძლოა ამ უბნების ბათილობის საფუძველი გახდეს. ასევე წერენ, რომ ამ დამკვირვებლებს მტრულ და ძალადობრივ გარემოში მოუწიათ მუშაობა.
_____________
ფოტოზე: არჩევნები ქუთაისში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების ფაქტები აჩვენა ჟურნალისტებს.
„ეს არის ის კადრები, რომლებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება.
არ გამიგია, რომ პრეზიდენტს მოსთხოვოს საგამოძიებო ორგანომ მტკიცებულებები. აქ რომ მოვდიოდი, მოვისმინე ჟოზეფ ბორელისგან (დარღვევებზე), მე მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება გააჩნია მასაც.
პროკურატურა კიდეც უფრო უცნაურია, რადგან ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, რადგან მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. დისკრედიტაცია რატომ არის არ ვიცი, რადგან ეს არის ფაქტები და სწორედ მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. ასევე, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები და უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე.
ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომლის გამოძიება ევალება პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხალხისა და დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ მასალას, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა. ის ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მასშტაბურ და მრავალფეროვან გაყალბებას.
„ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გადამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან საიამ აღმოაჩინა, ეს არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის და იმ ფარატინა ფურცლების გამო.
ამაზე საიას არჩევნებადე ჰქონდა შეტანილი ცესკოში განცხადება და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, მაგრამ არ გააკეთა.“- ამბობს ზურაბიშვილი.
ის ასევე შეეხო ემიგრანტების საკითხსაც და განაცხადა, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად წაართვეს ხმის უფლება, ამ დროს კი მილიონზე მეტი ამომრჩეველი გვყავს ემიგრაციაში.
„თქვენგან ითხოვს ხალხი მყისიერ გამოძიებას და არა ჩემგან მტკიცებულებებს და არავინ ელოდება, რომ ამ სიტუაციაში პროკურატურამ პრეზიდენტის მიმართ უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს.
ცესკოში ამ დროისთვის შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი და საჩივრები, რომლებიც 400 ათასამდე ხმის გაბათილებას შეეხება. ასევე, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაც არის, ამიტომ პროკურატურას ვურჩევ, რომ შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეეშვას. პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ არჩევნების შედეგების შედეგად გაჩენილ ფლუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები თუნდაც ჩემი მისამართით, რადგან ბევრი გზავნილი მივიღე – „ნუ გეშინიათ“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ. ყველაფერი კარგად იქნება, წყნარად. უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რა მდგომარეობაშია დღეს საშუალო განათლება საქართველოში და რატომ ვერ იმუშავა ესტონური განათლების მოდელის დანერგვის მცდელობამ? – ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელთა პირისპირაც დგას დღეს ქართული საშუალო განათლება და განვიხილავთ, რა გზა განვლო ესტონეთმა ევროპაში საუკეთესო სასკოლო განათლების სისტემის შემუშავებამდე.
„დეიდეოლოგიზაციიდან“ ევროპის საუკეთესო განათლების სისტემამდე
1990 წელს პირველი, რასაც ესტონეთი აკეთებს განათლების „დეიდოლოგიზაციაა“ – ქვეყანა საფუძველს უყრის სახელმწიფო განათლების სისტემას, რაც მოიცავს ახალი კურიკულუმის და სახელმძღვანელოების შედგენასა და მასწავლებელთა გადამზადებას.
90-იან წლებში ესტონური სასკოლო სისტემის დეცენტრალიზაციით განათლების ხარისხის შენარჩუნებასა და დაგეგმვაზე პასუხისმგებლები ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. სკოლის დირექტორებს ენიჭებათ ავტონომია თავად აარჩიონ სასკოლო პერსონალი და აკონტროლონ სასკოლო ბიუჯეტი. მასწავლებლებს კი აქვთ თავისუფლება სურვილისამებრ აარჩიონ სასწავლო მასალა. კვლევების თანახმად, დეცენტრალიზებული სასწავლო სისტემა აჩენს მეტ შესაძლებლობას მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება.
2011 წელს, ახალი დადგენილების შემოტანით, რომელიც მოიცავს დაინტერესებული მხარეების (სკოლა, მშობლები, მუნიციპალიტეტები) უფლებების და მოვალეობების გაუმჯობესებას, ყურადღების ქვეშ ექცევიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები. იქმნება ბაზა და სასწავლო სისტემა ერგება მათ საჭიროებებს. ამასთან, ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის დამხმარე სასკოლო სერვისების გაუმჯობესებას: კონსულტაციების სამომავლო პროფესიის არჩევისთვის, ფსიქოლოგის დახმარებას და მეტყველების თერაპიას.
2014 წელს ესტონეთი ამტკიცებს უწყვეტი განათლების სტრატეგიის ახალ ნაწილს – „უწყვეტი განათლების სტრატეგია 2020“, რომელსაც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და გამოყოფს 5 მთავარ მიზანს:
სასწავლო მიდგომის ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდის დაეხმაროს ყველა რიგითი მოსწავლის ინდივიდუალურ და სოციალურ განვითარებას; შესაძლებელს გახდის ახალი სასწავლო უნარების შეძენას ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე.
კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
უწყვეტი სასწავლო განათლების შესაძლებლობების შეთავსება შრომით ბაზართან.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური სწავლებისთვის. ახალი IT მიდგომების და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. თანაბარი შესაძლებლობები და გაზრდილი მონაწილეობის შესაძლებლობა უწყვეტ განათლებაში.
2020 წლის შემდეგ ესტონეთმა დაამტკიცა 2021-2035 წლების განათლების სტრატეგია.
„რატომ აქვს ესტონეთს საუკეთესო სკოლა ევროპაში?“
ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატიაბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ 27 მარტს, სადაც განიხილავს როგორ გახდა პატარა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ღარიბი ქვეყანა წამყვანი განათლების სფეროში.
სტატიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გამოვყოფთ, რომელსაც შემდგომ შევადარებთ ქართულ სკოლას.
დეპოლიტიზება: ესტონეთის განათლების მინისტრი კრისტინა კალასი, ჟურნალისტს მასწავლებლის ანაზღაურების პრობლემებზე მოუთხრობს. აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ იციან რას ელოდონ მეზობელი რუსეთისგან და უკრაინაში მიმდინარე ომისგან, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესტონეთის განათლების სისტემის ძალაა ისაა, რომ ის ქვევიდან ზემოთაა მიმართული და არა პირიქით და მას არ განაგებს ცენტრალური მთავრობა და არც არასოდეს განაგებდა.
არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც უნდათ, რომ განათლების სისტემაზე გავლენა ჰქონდეთ? – ეკითხება ჟურნალისტი, რაზეც მინისტრი პასუხობს:
„გასაკვირად, არა. განათლებას ყველა ექსპერტებს მიანდობს. მასწავლებლები და უნივერსიტეტები განიხილავენ საკითხებს (კამათობენ, ხანდახან საჯაროდაც, აქვთ არგუმენტები, რა როგორ უნდა განხორციელდეს), მაგრამ არა პოლიტიკოსები.
ტექნოლოგიების დანერგვა და აქცენტი საბუნებისმეტყველო საგნებზე.
PISA-ს კვლევებით, ესტონეთი ევროპაში პირველ ადგილს იკავებს 15 წლის მოზარდების მიერ ნაჩვენები შედეგებით მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში.
1997 წელს, იმ წელს, როდესაც ევროკავშირი ესტონეთთან მოლაპარაკებებს ხსნის, ესტონეთი კონკრეტული მიზნებით, ძალიან დიდ რესურსს დებს ტექნოლოგიაში, მათ შორის, ერთ-ერთია განათლება – ქვეყანა აახლებს კომპიუტერულ რესურსებს სკოლებში და უზრუნველყოფს ინტერნეტ კავშირს.
„ძალიან ბევრი მასწავლებელი გადავამზადეთ და დავურიგეთ კომპიუტერები. იდეა იყო არა IT კლასის ქონა, არამედ მომხდარიყო ტექნოლოგიების დანერგვა ყველგან და ყველაფერში“, – აღნიშნავს გუნდა ტირე, ესტონეთის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო შეფასების განხრით.
„ამ თაობას სურს, რომ გამოხატოს თავის აზრი, სურთ, რომ იყვნენ გათვალისწინებულები და იცოდნენ საკითხის ყველა მხარე. მათთან დრომოჭმული სახელმძღვანელოებით სწავლება აღარ მუშაობს”, ამბობს სკოლის მასწავლებელი და აღნიშნავს, რომ „კარგი ურთიერთობის ქონა მოსწავლეებთან უმთავრესია. თუ ვერ იპოვი საერთო ენას მოსწავლეებთან, მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებ”.
ჰენრიკ სალუმი, სკოლის სასწავლო ნაწილი აღნიშნავს, რომ საკვანძო ელემენტი ესტონურ განათლების სისტემაში თავისუფლების ის დოზაა, რომელიც აქვთ სკოლებს და მასწავლებლებს. ცხადია, არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა რა გზით გააკეთებენ ამას, მათი გადასაწყვეტია.
რა ხდება ქართულ სკოლებში?
„რესურსები რომ გვქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდით სიხარულით.“
ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე და სკოლების ტექნიკურ აღჭურვაზე, ასევე, კომპლექსურ დავალებებზე, რომლებიც ამ პერიოდში იქნა შემოტანილი სასწავლო გეგმაში.
პრობლემის თვალსაჩინოების წარმოსაჩენად საკმარისია კვლევაში არსებული მასწავლებლის და დირექტორის ციტატების მოყვანა:
„რესურსები რომ გვქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდით სიხარულით“, – მასწავლებელი.
„ავტორიზაციას რომ გვეუბნებიან, ელემენტარულად, ერთი კომპიუტერი გვაქვს დირექტორის, იქაც ინტერნეტი შეიძლება არ იყოს დღის განმავლობაში. არც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებაა შესაძლებელი და არც სხვა რესურსების. რა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა საუბარი? გამოდის, რომ მტკივნეულ მხარეს გვერდით ვწევთ, ხუთი კომპიუტერი მაინც ხომ უნდა გვქონდეს სკოლაში?!“ – დირექტორი.
ამ და კვლევაში არსებული ყველა სხვა ციტატით თვალსაჩინოა სკოლებში რესურსის არარსებობა ან სიმწირე. მეორე მხრივ, მასწავლებელთა გულისტკივილი ამის შესახებ, რაც წარმოაჩენს ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებისას არსებული გარემოს გაუთვალისწინებლობას და წინდაუხედაობას სამინისტროს მხრიდან.
ამ საკითხზე გვესაუბრა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი თინათინ ზარდიაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები დღეს სკოლებში პრიორიტეტული არ არის. მისი თქმით, გამონაკლისია შემთხვევები, როცა თავად სკოლის დირექტორები არიან საგნის სპეციალისტები.
იგი თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს:
„მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში ახალ დირექტორთან 10 წელი ვიმუშავე და ვერანაირად ვერ დავარწმუნე, რომ სკოლაში ლაბორატორია უნდა ყოფილიყო.
ამბობდა – კარგი მასწავლებელი, კოლბა რომ წაიღოს და ასე ჩაატაროს ცდა კლასში, ასეც ასწავლისო – იმას ვერ იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლე თვითონ, ხელით აკეთებს ცდას და არა, როცა მასწავლებელი აჩვენებს. რასაც ვაჩვენებ, იმას ხომ იუთუბშიც ნახავს…
თინათინ ზარდიაშვილი
საჯარო სკოლის უმრავლესობაში ლაბორატორია არ არსებობს, არის მხოლოდ ოთახი, რომელსაც უბრალოდ ჰქვია ლაბორატორია, ან არც ეს ოთახი არაა.“
პედაგოგი აღნიშნავს, რომ გამონაკლისების გარდა, საჯარო სკოლებში არ არსებობს ფინანსური რესურსი ლაბორატორიის საჭირო ნივთებით აღსაჭურვად:
„იმ ექსპერიმენტების გასაკეთებლად, რაც სკოლის წიგნებში წერია, საჭიროა ცეცხლგამძლე მაგიდა, გამწოვი კარადა, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. სკოლა თავისი ბიუჯეტით ამ ყველაფერს ვერ შეიძენს, თუ ძალიან მდიდარი სკოლა არაა.
სამინისტროს მიერ სკოლების გარემონტების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს საკითხი არც მათთვის არის პრიორიტეტული. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სკოლაში, რემონტის შემდეგ, ლაბორატორიაში წყალი არ გაუყვანიათ. ასეთი მდგომარეობაა – საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება პასტით და ფურცლით, დაფით და ცარცით. რეალურად კი, ვერც ისწავლება ასე.”
თინათინი იხსენებს კოვიდამდე პერიოდს, როდესაც გრანტის მოგების შემდეგ შეძლო მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაეტარებინა:
„ისეთი ბედნიერები იყვნენ, ისეთი ფოტოები მაქვს; ხალათებს რომ ჩაიცვამდნენ ჭკუაზე არ იყვნენ, ქიმიკოსები ეგონათ თავი. მერე უფრო ხალისით სწავლობდნენ, განწყობა სხვანაირი იყო. კოვიდის მერე, რაც ეს ოთახი დაიკეტა, ქიმია უკვე მოსაწყენი გახდა მათთვის. ინტერნეტში კი ვეძებდი რესურსს, მაგრამ მოსწავლეს ურჩევნია ყველაფერი თავად გააკეთოს“.
პედაგოგს ვკითხეთ, რამდენად მარტივად ითვისებენ ტექნიკურ საგნებს მოსწავლეები. მან ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:
„ვერ იყენებენ მათემატიკური აპარატს, მათემატიკაც ხომ ტექნიკური საგანია. პროგრამების პრობლემაც არის, მაგალითად, მათემატიკაში რაც ისწავლება სასწავლო წლის ბოლოს, ფიზიკაში ისწავლება დასაწყისში, მე, ფიზიკის მასწავლებელს მიწევს ავუხსნა ის თემა დასაწყისში, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი წლის ბოლოს ასწავლის.
ელემენტარული მათემატიკის გამოყენება რომ არ შეუძლიათ, არის ასეთი შემთხვევებიც. 10-იანი უწერია მოსწავლეს მათემატიკაში და წილადს ვერ შეკვეცავს, არა იმიტომ, რომ არ იცის შეკვეცა, დავალებად რომ ეწეროს შეკვეცე წილადიო, გააკეთებს, მაგრამ ფიზიკაში, მრიცხველი რომ მნიშვნელზე გაყოს, კალკულატორი უნდა გამოიყენოს, ესეც რომ შეკვეცაა, ერთმანეთთან ვერ აკავშირებს“.
თინათინიც გამოყოფს კომპლექსური დავალებების სპონტანურ შემოტანას სასწავლო გეგმაში და აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ თავისუფლება, რათა გაეთავისებინათ და თავად მოერგოთ დავალებები მოსწავლეებზე:
„იმ მიზნით, რომ „დაზუთხვა“ აღარ ყოფილიყო, სახელმწიფომ შემოიღო კომპლექსური დავალებები. სისტემა გაურკვევლად შემოვიდა სასწავლო გეგმაში – მასწავლებლებს თავად არ შეეძლოთ შეექმნათ ეს კომპლექსური დავალებები, სხვისი შექმნილი დავალების კლასზე მორგება კიდევ გაუჭირდათ. მასწავლებლებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი კომპეტენცია კომპლექსური დავალებების კლასზე მოსარგებად“.
თინათინი დასძენს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებლების უმეტესობა არის ასაკოვანი და მათ ისევ ძველი მეთოდებით ურჩევნიათ ასწავლონ – მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახელმძღვანელოებში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თანამედროვე სავარჯიშოებია, ისინი მაინც კონსპექტებით განაგრძობენ სწავლებას.
„ყოველთვის არასტაბილურობის განცდა იყო სკოლაში“
„ქვეყანამ ვერ შეინარჩუნა უწყვეტობის ჯაჭვი – ყველაზე მეტად რაც შეიძლება აზარალებდეს განათლების სისტემას სასკოლო საფეხურზე სწორედ ეს არის“, – გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე.
პედაგოგი ამბობს, რომ წლების წინ, როცა სიახლეები, რეფორმები და მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო, მოხერხდა თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა სკოლებში. წლების მანძილზე უცხოელი დონორებიც ჩაერთნენ არაფორმალური განათლების პროცესში, რამაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, თუმცა შემდეგ დაიწყო უწყვეტი ცვლილებების პროცესი, რამაც ყველაფერი არია:
„დაიწყო ცვლილებები, ერთი მინისტრი, მეორე, მესამე… ყველა გვთავაზობდა სიახლეს, სანამ გავერკვეოდით – ისიც ქრებოდა და ახალი ჩნდებოდა. ყოველთვის არასტაბილურობის განცდა იყო სკოლაში, ხშირ შემთხვევაში, ვიყავით დაბნეულები – რა გაგვეკეთებინა ვერ ვხვდებოდით.“
ეკატერინე წულუკიძე
ეკატერინე წულუკიძეც იხსენებს კომპლექსური დავალებების კომპონენტს:
„მაგალითად, თუნდაც ბოლოს, გავიძახოდით, რომ ესტონური მოდელია კომპლექსური დავალებები. სინამდვილეში, ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, ბევრი მასწავლებელი გონს ვერ მოვიდა რა იყო ეს. რეალურად ვერ ჩაერთო და გამოდის, რომ არაფერში გაიფლანგა მილიონები“.
„მასწავლებელი, როგორც ელექტორატი“
პედაგოგი გამოყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, რომელიც, მისი აზრით, დასაწყისში კარგი ჩანაფიქრი იყო, რათა მასწავლებლებს ჰქონოდათ მეტის კეთების მოტივაცია და პროფესიულად განვითარების საშუალება. საწყის ეტაპზე ეს ასეც იყო, სანამ შეიმუშავებდნენ ახალ სახელფასო ფორმულას, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა:
„ახალმა სახელფასო ფორმულამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მოხდა ძალიან დიდი დისკრიმინაცია, გათანაბრდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე და დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლები. მოიხსნა დანამატები, თითქოს ეს მასწავლებლები დაისაჯნენ იმისთვის, რომ მოტივაცია ჰქონდათ.
ალბათ, ყველაფერი პოლიტიკასთანაც მიდის. მასწავლებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის განიხილება, როგორც ელექტორატი, რომლის მართვაც ძალიან მარტივია“.
ეკატერინე ამბობს, რომ მენტორ მასწავლებლების რაოდენობა დაახლოებით 7 000-ია, სხვა სტატუსის მქონე მასწავლებლების რაოდენობა კი – 53-დან 54 ათასამდე. შესაბამისად, მთავრობისთვის ამ რიცხვის გულის მოგება ბევრად უფრო სასურველია, ვიდრე დანარჩენი 7000-ის.
მისი თქმით ეს არჩევნებზეც გამოჩნდა:
„რაც ბოლო არჩევნებზე დავინახეთ, ეს ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება, მასობრივად მობილიზებული მასწავლებლები, დირექტორები, საარჩევნო უბნები სკოლებში, რომელ დეპოლიტიზებაზე ვსაუბრობთ, როდესაც მობილიზებული ჰყავდათ მასწავლებლები ხმების მოსაპოვებლად და მუშაობდნენ პარტიისთვის“.
„სახელმწიფოს არა აქვს სტრატეგია“
„რეალურად, სახელმწიფოს არა აქვს სტრატეგია საით მიჰყავს ჩვენი განათლების სისტემა. ეს ძალიან აფერხებს განათლების სისტემის განვითარებას და წრეში ექცევა ჩვენი განათლება. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ წუთას სკოლა აბსოლუტურად არ არის გავლენებისგან თავისუფალი“, – აღნიშნავს ეკატერინე წულუკიძე განათლების სისტემაზე საუბრისას. იგი, ასევე, ამბობს, რომ ქვეყანას არასოდეს ჰქონია გრძელვადიანი გეგმა:
„რაც უნდა ცვლილება მომხდარიყო განათლების სისტემაში, უწყვეტობის ჯაჭვი უნდა შენარჩუნებულიყო, ხელმძღვანელობა მიდის და მოდის, მაგრამ გეგმა, თუნდაც 10-წლიანი ხედვა, უნდა არსებულიყო – შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს არასოდეს არ გვქონია. ყველაფერი იწყებოდა ცდის დონეზე, მერე ფიქრობდნენ შედეგზე და აანალიზებდნენ, ამან გამოიწვია სრული ქაოსი და არეულობა“.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა ახალგაზრდებს წაართმევს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას:
„ბოლო პერიოდში საერთოდ ამოვვარდით ჯაჭვიდან. ძალიან პრიორიტეტული იყო არაფორმალური განათლება. იყო ამერიკისა და ევროკავშირის საგრანტო პროექტები, რომლითაც ძალიან ბევრი სიახლე შემოგვქონდა მასწავლებლებს სკოლაში.
ახალგაზრდებს ვართმევთ შესაძლებლობას. ყოველთვის გაგვიჭირდება თუ არ ვიქნებით ცივილიზებული და განვითარებული სამყაროს ნაწილი, სადაც განათლება პრიორიტეტია და ახალგაზრდამ იცის, რატომ უნდა ისწავლოს, ამისთვის კი ყველა პირობა აქვს შექმნილი. თუ ქვეყანაში არ არის ძლიერი განათლება, იმ საზოგადოებას ყოველთვის უჭირს განვითარება.“
შეჯამება
საშუალო განათლების სისტემების ანალიზის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ქართული საშუალო განათლება საჭიროებს ძირეულ რეფორმებს და მწყობრ სასწავლო სტრატეგიას.
ის ძირეული პრიორიტეტები, რომლებიც ესტონეთმა თავის დროზე გამოყო და სტატიაშიც განვიხილეთ, – მასწავლებლის თავისუფლება, მოსწავლეზე მორგებული გარემო, სკოლების ინტერნეტითა და ტექნოლოგიებით აღჭურვა, ისევე როგორც მთავარი კომპონენტები – სისტემის დეცენტრალიზება და დეპოლიტიზება, მწყობრი სასწავლო გეგმის და სტრატეგიის ქონა, უცხო, ქაოსური ან/და გაუაზრებელია ქართული საშუალო განათლების სისტემის შემთხვევაში.
შესაბამისად, ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა ე.წ. ესტონური მოდელის კონცეფციის დანერგვის მცდელობაც, რადგან ამ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელია არსებული მდგომარეობა საჯარო სკოლებში, სადაც ძირითად შემთხვევაში არ არსებობს რესურსი, მზაობა და კვალიფიკაცია ამგვარი სიახლეების დასანერგად, რაც ისევ და ისევ, სისტემაში განათლების პოლიტიკის არარსებობაზე მიუთითებს.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
„29 სექტემბერს ვსეირნობდი ბულვარის ტერიტორიაზე, რა დროსაც მომესმა მუსიკის ხმა ერას მოედნიდან. ვიფიქრე იმართებოდა ტურიზმის ფესტივალთან დაკავშირებული კონცერტი… გადავწყვიტე ერას მოედანზე შესვლა, სადაც აღმოვაჩინე, რომ იმართებოდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი კონცერტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მყისიერად გავეცალე სცენასა და მიმდებარე ტერიტორიას მემედ აბაშიძის გამზირისკენ“, – წერს ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ამავე ოლქის N25 საუბნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნაკაშიძე 4 ოქტომბრით დათარიღებულ ახსნა-განმარტებაში.
გიორგი ნაკაშიძე ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე „ოცნების“ დროშით ხელში დააფიქსირეს.
ვინაიდან საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა 2 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და გიორგი ნაკაშიძის 2000 ლარით დაჯარიმება და უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
წყარო: ცესკოფოტო, რომელიც ენმ-ს საჩივარს თან ერთვის / წყარო: ცესკო
გიორგი ნაკაშიძე ახსნა-განმარტებაში წერს, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე შეხვდა ახლობელი და ვინაიდან იყო დაღლილი ჩამოჯდა ტროტუართან ქვის ჯებირზე.
„ამ დროს ჩემთან მოვიდა პიროვნება და სწრაფად მომაწოდა ლურჯი ფერის პატარა დროშა, რომელიც მეგონა ევროკავშირის სიმბოლოიანი და მეგობართან საუბარში გართულმა, დაახლოებით 4-5 წუთში დავაკვირდი, რომ დროშა შეიცავდა საარჩევნო სუბიექტის სიმბოლოს.
დამატებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ღრმა რწმენით ზემოთ აღნიშნული ფაქტი იყო წინასწარ გამიზნული პროვოკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ დროშა ხელში შემომაჩეჩა პროვოკაციულად განწყობილმა სუბიექტმა“, – წერს გიორგი ნაკაშიძე.
ამავე ახსნა-განმარტებაში ნაკაშიძე წერს, რომ აცნობიერებს მისი „როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის კანონისმიერ და მორალურ ვალდებულებებს. არ დამირღვევია და არც მომავალში დავარღვევ რეგულაციებს“.
N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2024 წლის 10 ოქტომბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა.
წყარო: ცესკო
სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით გიორგი ნაკაშიძე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან „მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის ჩადენის გამო და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“:
წყარო: ცესკო
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი ნაკაშიძე ბათუმის 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიაში ბათუმის ოლქის მიერ იყო არჩეული.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ნაკაშიძე 25-ე უბანს თავმჯდომარეობდა, თუმცა, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის 31 ოქტომბრის განცხადებით, „გიორგი ნაკაშიძე არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაწერა განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც ოლქმა 13 ოქტომბერს დააკმაყოფილა“.
თუმცა, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის“ მიხედვით ბათუმის საარჩევნო ოლქის 25-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარედ დღესაც [31 ოქტომბერს] გიორგი ნაკაშიძეა მითითებული.
წყარო: ცესკო /31.10.2024
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა.
მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე.
„პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს სასურველი ჩვენება სამართლებრივი მტკიცებულებების საპირწონედ.
ხელისუფლება აგონიაშია, ელოდება მასიურ პროტესტს და სწორედ ამ პროტესტის ჩახშობას ემსახურება მსგავსი ქმედებები“ – ამბობს ლევან ანთაძე.
მისი თქმით, პარტია არ მიატოვებს თანამებრძოლებს და უზრუნველყოფენ მათ სამართლებრივ დაცვას.
„მივმართავთ საიას და სხვა ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენი დამკვირვებლები იძახებდნენ პატრულს, 112-ში ბევრი ზარი იყო, თუმცა არ ყოფილა რეაგირება მათი მხრიდან.
ჩვენი ინსტრუქცია არის ამ ადამიანების მიმართ, რომ ჩვენება არ მისცენ ივანიშვილის პროკურატურას და მაგისტრ მოსამართლესთან მისცენ ჩვენება.
მთავარი პრინციპია დარღვეული ამ არჩევნებზე – ეს არის ფარულობის პრინციპი. დღეს ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ბიულეტენზეც კი ჩანს, ვის მისცა მან ხმა. ფარულობა არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ არ ვილაპარაკოთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც იყო ზეწოლა კრიმინალებისა და პარტიული კოორდინატორების მხრიდან ამომრჩეველზე.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა მოითხოვეს არჩევნების ტოტალურად გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. ხელისუფლების ქმედება ამ საკითხზე კი ჰგავს იმას, როცა დამნაშავე იძიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ივანიშვილს და მის პარტნიორებს მოსკოვში გვინდა ვუთხრათ, რომ ქართველი ერის ნება ურყევია და ამ ნებას აუცილებლად აღვასრულებთ“ – ამბობს ლევან ანთაძე.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები , საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავს და ყველა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს.
საიას თავმჯდომარე ქუთაისის #59 საოლქო-საარჩევნო კომისიას ფარულობის დარღვევის ფაქტებზე წერს და განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.
ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, კომისიებმა არჩევნების ძირითადი პრინციპი – კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენა ვერ დაიცვეს. მისივე განმარტებით, უბნებზე დამონტაჟებული კამერები ზოგ შემთხვევაში უყურებდა კაბინებს, ზოგ შემთხვევაში – რეგისტრატორების მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს. ეს კამერები უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ დამონტაჟებული.
ბიულეტენების ხარისხი კი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი:
„ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას“, – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.
ქუთაისის საუბნო კომისიებში ამ და სხვა დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში საჩივრები სხვა ორგანიზაციებმაც დაწერეს. იმ ტიპის დარღვევები კი, რა მიზეზითაც ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59 ოლქის ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა.
მაგალითად, ქუთაისში სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლების თანახმად, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა გაფერადებული ბიულეტენის ამომრჩევლისთვის გადაცემის ფაქტი. უბანთან კი – ფულის გადაცემის ფაქტი. გამოძახებული იყო პოლიციაც.
საარჩევნო უბნებთან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უწყვეტად აღრიცხვას, რის შემდეგაც „ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ.
ქუთაისის ოლქის შედეგების ბათილობის მოთხოვნით ნონა ქურდოვანიძემ საოლქო საჩივარი გუშინ, 29 ოქტომბერს დაარეგისტრირა.
___
მთავარი ფოტო: ქუთაისის 49-ე უბანი, სადაც კომისიის თავმჯდომარე, ირმა ყურაშვილი დამკვირვებელს არ აძლევდა უფლებას, ვერიფიკაციის აპარატს დაჰკვირვებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 17– 22 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში პირველ და 2 ნოემბერს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“
ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია.
წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. იგი ადგილზე „ბათუმელებს“ გაეცნო როგორც მოქალაქე.
“არა რუსეთს!” – წარწერა ბსუს-თან.“არ დანებდე!” – წარწერა ბსუს-თან.“არ დანებდე! ჩვენ აქ ვართ”, – წარწერა ბსუს-თან.“განქოცდი!” – წარწერა ბსუს-თან.“არა რუსულ ოცნებას”, – წარწერა ბსუს-თან.წარწერა ბსუს-თან.ბსუს-თან წარწერებს შლიან.ბსუს-თან წარწერებს შლიან.
„2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“ – წერს „მედიაომბუდსმენი“ არჩევნებზე ჟურნალისტების შეფასებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება.
„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. „ძველი ბიჭებისგან“. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.
„მედიაომბუდსმენს“ შეფასებაში დეტალურად აქვს აღწერილი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები. მაგალითად:
კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის თქმით, უცნობმა პირმა ოპერატორს სახეში რამდენჯერმე გაარტყა, შემდეგ კი აპარატურა დაამტვრია;
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ, „პირველის“ ცნობით – „ოცნების სამსახურში ჩამდგარი არშემდგარი ძველი ბიჭები ვაზისუბნიდან, რომლებიც სახის გამოჩენასაც ვერ ბედავენ, ჩვენს ოპერატორს ზურგიდან თავს დაესხნენ“;
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს და ლადო ქუთათელაძეს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
ორგანიზაციის ცნობით, ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში პოლიცია ადგილზე არ მივიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
„მედიაომბუდსმენი“ შეფასებაში წერს, რომ თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდნენ. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც.
ასევე, ორგანზიაციის ცნობით, აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ ლაშა ტალახაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა.
„ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, „მედიაომბუდსმენი“ კიდევ ერთხელ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.
_______________________
ფოტოზე: ბათუმის #52 და #81-ე უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“. ფოტო: „ბათუმელები“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 693 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560]
ტანკი – 9 137 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 18 433 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 19 955 ერთეული [+38]
MLRS – 1 242 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 986 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 979 ერთეული [+40]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 840 ერთეული [+91]
სპეცტექნიკა – 3 567 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 850 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 911 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 482 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 989 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 755 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ ქართული საზოგადოება რუსულ შპს-დ გადაქცევას არ დათანხმდება, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ საზოგადოება ხელისუფალს წინააღმდეგობას გაუწევს.
სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი აღარც ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება – დასავლეთის ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ. ჩანს, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის ქვეყნები არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნების არაღიარებაზე გზავნილი უფრო საქართველოს მოსახლეობისთვისაა, რომელსაც „ოცნებისგან“ დაანონსებული დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ქუჩაში საპროტესტოდ გასვლა ისევ მოუწევს.
რა გავლენა ექნება დასავლეთის მხარდაჭერას სამოქალაქო პროტესტზე საქართველოში? –„ბათუმელებმა“ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელთან, თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა:
ქალბატონო თინა, რას ნიშნავს არჩევნების არაღიარება, რას ცვლის ეს ხელისუფლებისთვის?
ეს ნიშნავს გაყინული ურთიერთობების, რაც აქამდე გვქონდა, კიდევ უფრო გაღრმავებას. გაღრმავება კი გულისხმობს იმას, რომ პირველი ასეთი განცხადება გვაქვს უკვე შვედეთის მთავრობის მხრიდან, ერთმნიშვნელოვანი მინიშნება გვაქვს ასევე კანადის მთავრობის მხრიდან. საარჩევნო დარღვევების გამოძიებაზე საუბრობს ბლინკენი და სახელმწიფო დეპარტამენტი.
ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა სიმართლე, სამწუხაროდ, გადატვირთვას და რაიმე პროგრესს დასავლეთთან ურთიერთობაში არ უნდა ველოდოთ, ასევე ახალ პროგრამებს და პროექტებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას და დაჩქარებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვყავს გულშემატკივრები იქ, საითაც ვისწრაფვით. შესაბამისად, საქართველოსთვის არავინ აღარ იბრძოლებს ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, ტოკიოში, დედამიწის ყველა იმ წერტილში, რომლის ნაწილიც გვინდა რომ გავხდეთ.
რა ტიპის პრობლემებს შეუქმნის ეს „ქართულ ოცნებას“?
„ქართულ ოცნებას“ ეს არაფერ პრობლემას არ შეუქმნის – ბელარუსშიც ჰყავთ პარლამენტი და რუსეთშიც. ეს პრობლემას შეუქმნის ქართულ სახელმწიფოს, მის მომავალს და ქართველ ხალხს, რომელიც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში. საბჭოთა კავშირშიც იყო პარლამენტი, სხვა სახელი ერქვა, თუმცა თავისი არსით პარლამენტი იყო.
პარლამენტის ერთპარტიულობა და ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, თქვენი აზრით, არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ პრობლემას?
როდესაც ხელისუფალს გადაწყვეტილი აქვს, რომ იზოლაცია მისთვის არ არის პრობლემა და დიქტატურის გზას ადგას, შეიძლება, ჩვენ ამას დავარქვათ პოლიტიკური სირთულე ან პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ის საკითხს ასე არ უყურებს. ივანიშვილისთვის მოულოდნელი არ იყო ის, რომ გაყალბების შემთხვევაში იზოლაცია იქნებოდა რეალური, მაგრამ ის ამაზე მაინც წავიდა.
დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირების ამოცანა თუ ის არის, რომ საქართველო ერთ ჩვეულებრივ შპს-დ, საკუთარი ფულის კეთების მანქანად უნდა აქციონ, მათ ეს პრობლემა არ აქვთ: ბაზარი მთლიანად ჩამოკიდეს რუსეთზე, მთლიანად არიან მიბრუნებული ჩინეთ-რუსეთისკენ, შესაბამისად, მათ ექნებათ საგარეო ვიზიტებიც, ისე არ იქნება, რომ მთლად თბილისში გამოიკეტონ, წავლენ მოსკოვში და ასე შემდეგ…
ორბანი ჩამოვიდა თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.
კი, სწრაფია ორბანი ძალიან. თავის დროზე სააკაშვილსაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გაყალბებული არჩევნები.
არ ვიცი, ესენი უნგრეთში რამდენად მოახერხებენ ჩასვლას, თუ სანქციები ექნებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნება ქვეყნები, სადაც ივლიან, მაგალითად, აზერბაიჯანში – ბატონმა ალიევმაც მიულოცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება.
იმ მოცემულობიდან თუ ამოვალთ, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, არავითარი პრობლემა არ ექმნებათ, რადგან გააგრძელებენ ფულის შოვნას და პარლამენტარობანას, სახელმწიფობანას ითამაშებენ. პრობლემა, რომელიც, წესით, უნდა გაუჩნდეთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია მათ შეუქმნას. თუ ამ რუსულ შპს-დ ქცევას ქართული საზოგადოება არ დათანხმდება, მაშინ მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ.
ლეგიტიმაციის არარსებობა დასავლეთიდან, საბოლოო ჯამში, სწორედ ქართული საზოგადოებისთვის ნათქვამი სიტყვაა და არა ივანიშვილისთვის, რადგან დიქტატორებს ეს არ აღელვებთ. ასეთი რამ უნდა აღელვებდეს მოსახლეობას, თუ ის დემოკრატიის მხარეს არის.
რა ბერკეტია ახლა საზოგადოების ხელში, როგორ შეუწყობს ხელს სამოქალაქო პროტესტს დასავლეთის მხარდაჭერა, თუ ის არჩევნების შედეგს არ აღიარებს?
ძალიან ბევრი ფორმა არსებობს ამისთვის. ერთადერთი სახელმწიფო არ ვართ, სადაც ასეთი საკითხი დამდგარა. მე არ ვარ აქტიურ პოლიტიკაში და არ მინდა წინმსწრებად ვილაპარაკო. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობის საგანი, სცენარი, რომელზეც ისინი შეთანხმდებიან უნდა იყოს მთავარი წინაპირობა იმ მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის სამოქმედოდ, რომელიც არ აპირებს დაემორჩილოს რუსულ შპს-ში ცხოვრებას.
თუ ექნება ოპოზიციას სამოქმედო გეგმა და თუ იქნება პროტესტი საზოგადოებაში…
„თუ“ არა ოღონდ, დარწმუნებული ვარ, პროტესტი აუცილებლად იქნება.
მე არჩევნებამდე ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მაქსიმუმი, რაც შეუძლია, ეს არის გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება. არჩევნებამდეც ამას ვამბობდი, რომ თუ გააყალბებს, გასაგებია, რომ არ აქვს არანაირი მოტივაცია, მათ ექნებათ მცდელობა გადაუდებლის დაყოვნების, მაგრამ ეს ვერ მოხდება.
ცვლილებები ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა მოვახდინოთ. ცვლილებების შემთხვევაში მყისიერი და სწრაფი იქნება, როგორც ევროინტეგრაცია, ასევე სახელმწიფოს დახმარებისთვის განკუთვნილი ყველა ის პროგრამა, რომელიც ახლა გათვალისწინებულია საქართველოსთვის.
თქვენ სანქციები ახსენეთ. გაქვთ მოლოდინი, რომ დაუწესებენ სანქციებს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას?
იმისთვის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას გარეთ, ქვეყნის შიგნით საზოგადოება უნდა იყოს ამაზე მოტივირებული. ეს ჩვენ წუხელ ვნახეთ კიდეც და ამ კუთხით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. გამოჩნდა, რომ ხალხი მზადაა ბრძოლისთვის.
სხვა ვითარება იქნებოდა, საზოგადოებას რომ ჰქონოდა ცინიკური რეაქცია, ეთქვა, მაინც არაფერი გამოდის და აჯობებს წავიდეთ სახლებში. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ დასავლეთმაც დაიწყოს ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობრისგან ცოტა მიჭირს ამ ერთ კვირაში დავინახო მაქსიმალური კონცენტრაცია საქართველოზე, რადგან მოგეხსენებათ, 5 ნოემბერს ამერიკაში არჩევნებია. ეს არჩევნები დასრულდება ერთ კვირაში და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვგულისხმობ კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც კონგრესში სესიების დაწყებაზეა დამოკიდებული.
ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენ თუ ბრძოლისუნარიანები აღმოვჩნდებით, უზარმაზარ მხარდაჭერას გაგვიწევს ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. თუ საქართველო არ აჩვენებს ბრძოლისუნარიანობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გამო ამ ბრძოლას არავინ დაიწყებს.
მაგალითად, პარლამენტი შეიკრიბა ერთპარტიულად და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რა იქნება შემდეგ, რა შეიძლება შეცვალოს დასავლეთის მხარდაჭერამ?
იმისთვის, რომ ვაშინგტონში გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ სჭირდებათ იმის ერთმნიშვნელოვნად დანახვა, რომ ქართული საზოგადოება არის ბრძოლისთვის მზად. დასავლეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ ქვეყანა მთლიანად არის რუსეთისკენ შებრუნებული.
პარლამენტი, ცხადია, შეიკრიბება, მაგის ილუზია ნუ გვექნება, ეს არის გარდაუვალი. ბოლო დროს დაგვჩემდა რაღაცნაირად იმის დაჯერება, რაც გვინდა, რომ მოხდეს. ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანების ნაწილი წერდა, გაოგნებული ვართო. მაშინ რაღატომ ებრძოდნენ ივანიშვილს, თუ ეგონათ, რომ დემოკრატი ჰყავდათ ხელისუფლებაში? ასე მარტივად აღიარებდა ივანიშვილი, დავმარცხდიო და წავიდოდა სახლში?
ეს პროცესი დღეს საქართველოში თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური. მათ უნდა აიღონ ლიდერობა.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია ცესკოსგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა.
ეს ბაზა უნდა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები:
მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში;
რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა;
და რომელ საათზე მისცა ხმა.
„დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს რაღაცნაირად პირად მონაცემებს ან კანონს არღვევს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ცესკოს, რომ აქ საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე.
ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს და გაადამოწმოს თავისი თავი, გადაამოწმოს, რომელ უბანზეა მიწერილი.
ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე.
ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია და ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში, არანაირი პრობლემა ამის არ არსებობს,“-ამბობს გახარია.
რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკოს „სმარტმატიკის“ კონტრაქტის და კონტრაქტში შეტანილი ყველა ცვლილების გასაჯაროებით? – ამბობს გახარია. მისი თქმით, ჩვენ არ ვიცით როგორ არის „სამარტმატიკთან“ კონტრაქტი გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია.
„რადგან შეიძლება, ერთ კვირაში, ორ კვირაში ან ათ დღეში ეს ინფორაცია მიუწვდომელი გახდეს ჩვენთვის.
მეორე მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როდესაც ქვეყანას ეკეტება ევროპული განვითარების გზა და სახელმწიფო თუ მართლა ამბობს, რომ არჩევნებზე არაფერი არ მომხდარა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა არჩევნების შედეგებით მანიპულირება თუ არ მოხდა,“-ამბობს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ასევე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
გუშინ, 28 ოქტომბერს, თბილისში მოქალაქეებმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლებას და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 692 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360]
ტანკი – 9 129 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 18 404 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 19 917 ერთეული [+45]
MLRS – 1 241 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 939 ერთეული [+72]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 749 ერთეული [+89]
სპეცტექნიკა – 3 566 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 783 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 902 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 481 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 927 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 720 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ „ოცნების“ აგიტატორები სიებით ხელში ან ისხდნენ დაბურულშუშიან მიკროავტობუსებში. ისინი პერიოდულად ინაცვლებდნენ უბნების შესასვლელებში, მათგან უმეტესობა იყო აგრესიული. ხელითაც კი იწევდნენ დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისკენ, ჰქონდათ ტელეფონის წართმევის მცდელობა. ისინი დაჟინებით და აგრესიულად ურეკავდნენ ყველას, ვისი სახელისა და გვარის გასწვრივაც მონიშნული ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი უბანზე არ მოსულა.
არც ერთი უბნის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ამ უკანონო ქმედებაზე რეაგირება არ ჰქონია. „ოცნების“ დაქირავებულები, მათ შორის მოძალადე ჯგუფები, კონკრეტულ უბნებთან კენჭისყრის დასრულებამდე დარჩნენ და უპრობლემოდ გააგრძელეს საქმიანობა.
ბაგრატიონის ქუჩაზე ორ საარჩევნო უბანთან იდგა სამარშრუტო ტაქსი, სადაც მობილიზებულები იყვნენ „ოცნების“ კოორდინატორები, დილიდან რვა საათამდე უპრობლემოდ იმუშავეს. ხშირად მსგავს ფაქტებზე ვერც დამკვირვებლები რეაგირებდნენ, რადგან ისინი ვერ ტოვებდნენ უბანს, თუმცა რეაგირების შემთხვევებში იღებდნენ აგრესიას და მუქარას.
ამ ქალმა საარჩევნო უბანთან დამკვირვებლისთვის ტელეფონის წართმევა სცადა, მეორე ქალი კი საარჩევნო უბანთან იდგა და ამომრჩეველს ურეკავდა.კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბანთან
ბათუმის #52 და #81 უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მოუწოდეს შეეწყვიტათ სკანდირება და დაეტოვებინათ უბნის ტერიტორია, დაჯგუფების წევრებმა ფიზიკურად გაიწიეს მათკენ. საარჩევნო კომისიას ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
ბათუმის #52 და #81 უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“
პერიოდულად უბნებზე მიდიოდნენ ოლქების წარმომადგენლებიც, მაგრამ სიებით მობილიზებულ ხალხზე რეაგირება არ ჰქონიათ.
დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს ისეთ ფაქტებზე, როცა უბანთან აგიტაციის ჩატარებაში კომისიის წევრებს დასდეს ბრალი, თუმცა რეაგირება არც ამას მოჰყვა. ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სწერს, რომ კომისიის წევრი ირინა რომანაძე უბნის გარეთ დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ატარებდა აგიტაციას.
კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, 37-ე საარჩევნო უბანთან 30 მეტრში იდგა დაჯგუფება, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე. მომჩივანმა უბნის თავმჯდომარეს მოსთხოვა რეაგირება და საპატრულო პოლიციის გამოძახება, თუმცა თავმჯდომარე ასე არ მოიქცა.
მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლებმა არაერთ უბანზე დააფიქსირეს ამომრჩევლის აღრიცხვის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბათუმის #72 უბანთან მობილიზებულნი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცები, რომლებიც დამკვირვებლების მოწოდებაზე დაეტოვებინათ ტერიტორია, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, თუმცა გამოძახებიდან ორი საათის განმავლობაში პოლიცია ადგილზე არ მოსულა.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი კაცების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა. ადგილზე მოსულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
ამ ყველაფრის პარალელურად სარჩევნო უბნები განთავსებული იყო ისეთ ვიწრო სივრცეებში, რომ დამკვირვებლები რეგისტრატორების საქმიანობას სრულფასოვნად ვერ აკვირდებოდნენ.
„ღია სივრცე კავკასია“ ერთ-ერთია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის ნების კონტროლი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმდენად ინტენსიური, რომ ეს მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზეც.
„ჩვენ ვხედავდით, რომ არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ პირები, რომლებიც, ერთი მხრივ, ცდილობდნენ გარკვეული ძალადობრივი გარემო შეექმნათ – ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მეორე მხრივ, თავად დამკვირვებლების მიმართ იჩენდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას. ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბანზეც კი ჩვენი დამკვირვებლები მტრულ და შეურაცხმყოფელ გარემოში აღმოჩნდნენ: მათ ხელი ეშლებოდათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ნებისმიერი ადგილიდან.
ეს საჭიროა სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებისა და არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავდით პროცედურა რამდენად სწორად მიმდინარეობს, ხომ არ აქვს ადგილი მანიპულაციებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების შედეგების სიზუსტეს.
მიკროავტობუსი, რომელშიც ისხდნენ სიებით მობილიზებული კოორდინატორები, მე-7 უბნის ამომრჩევლებს ურეკავდნენ
ჩვენი დამკვირვებლების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია პირებმა, რომლებიც სადამკვირვებლო ბიჯებით იყვნენ წარმოდგენილნი და ცდილობდნენ, ჩვენი წევრები გამოეძევებინათ უბნებიდან ან ხელი შეეშალათ. ამისთვის საპატრულო პოლიციას იძახებდნენ.
უბანშიც იყო პრობლემები, მაგალითად, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვება იყო შეუძლებელი“.
ირმა პავლიაშვილის განმარტებით, დამატებით პრობლემას ქმნიდა უბნებზე სიმჭიდროვე, რაც ფოტო- ვიდეოგადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა დამკვირვებელს.
დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება.
ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია.
„ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა შესაძლო გზით.
მტკივნეულია, ვხედავდე ამ შედეგს და ვიაზრებდე, რომ შესაძლებელია საქართველო კვლავ დარჩეს რუსული რეჟიმის ქვეშ. შესაძლოა, კვლავ მომიწიოს ვუყურო, როგორ მართმევენ საკუთარ ხმას! როგორ მართმევენ ქვეყანას!” – გვეუბნება აქტივისტი, ანუკა ღონიაძე.
ანუკამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში:
„წელს პირველად მქონდა უფლება და პირველად მივიღე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ახალგაზრდებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს, რომ შევცვალოთ საქართველოს მომავალი უკეთესობისკენ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ნიჰილიზმის დაძლევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიყოთ ყურადღებით და მხნედ. არ უნდა დავკარგოთ იმედი. უნდა გვჯეროდეს, რომ წინ ნათელი დღეები გველოდება”, – გვითხრა ანუკა ღონიაძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ახალგაზრდული გაერთიანება „მარტიანელების“ ერთ-ერთ ლიდერს, მათე ცენტერაძეს. მან გვითხრა, რომ ბრძოლას აგრძელებენ:
„ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება გაიყიდა. გაყიდა რუსულმა ხელისუფლებამ და ვფიქრობდით, რომ ამ ამბავს გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა. გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ის გეგმა, ალბათ, რითაც დავიწყებთ ამ ბრძოლას და გავაგრძელებთ იმას, რაც დავიწყეთ გაზაფხულზე [რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ტალღა ბათუმში], თუნდაც 2023 წლის მარტის აქციებზე.
ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. არც დავღლილვართ ამ ხნის განმავლობაში და არც დანებებას ვაპირებთ“, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
როგორც მან გვითხრა, ის თბილისში აქციაზე „მარტიანელების“ გუნდის სხვა წევრებთან, მეგობრებთან ერთად მიდის:
„სპონტანურად, დაუგეგმავად გადავწყვიტეთ ბრიფინგის შემდეგ, რომ დღეს თბილისში უნდა ვიყოთ ჩვენი მომავლის დასაცავად.
წინასწარ ვერაფერს ვერ გავთვლით, რა თქმა უნდა. დღევანდელი დღე გადაწყვეტს ალბათ, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ უნდა ვიყოთ იქ, აუცილებლად დავრჩებით”, – ამბობს მათე.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში „მარტიანელები“ არსად წასულან:
„ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პლატფორმაზე აგრძელებდნენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის და აუცილებლად, თუ საჭირო იქნება, რომ ბათუმმაც დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქალაქშივე და არა თბილისში, “მარტიანელები” მაქსიმალურად ჩავერთვებით”, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდება ბათუმელი მარიამ ჯვართავაც.
„მქონდა იმის მოლოდინი, რომ ასე მარტივად არ დათმობდა რუსული რეჟიმი თავის სკამს და ბოლომდე, უღირსად იბრძოლებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველაფერი იღონეს, რომ არჩევნების გაყალბებასთან ერთად, უამრავი მშიერი ადამიანი მოესყიდათ მუქარით და დაშინებით.
რაც სრულწლოვანი გავხდი, არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია და ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, თუმცა ისიც მქონდა გააზრებული, რომ წლევანდელი არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გასული წლების. ეს ემიგრანტებმაც ძალიან კარგად დაგვანახეს“, – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ახლა ერთად დგომაა საჭირო: „რათა დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, არ ვნებდებით და ვიბრძვით ჩვენი ადგილისთვის ევროპაში“.
მარიამ ჯვართავას თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული ნიჰილიზმი სრულიად მოსალოდნელი იყო:
„ამდენი ბრძოლის და საზოგადოების ამხელა ჩართულობის შემდეგ ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც არ ელოდა იმ რეალობას, რაც ახლა ჩვენს თვალწინ არის. ამ შემთხვევაში დანებება არ არის გამოსავალი. სადაც პუტინის მარჯვენა ხელები გვიქებენ გაყალბებულ გამარჯვებას, იქ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. დროებით შევწყვიტოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ლანძღვა, საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად დავდგეთ.
საქართველოს ჰყავს უამრავი გმირი და არც ერთ გმირს არ დაუთმია საკუთარი სიცოცხლე ბრძოლის გარეშე, ამიტომ ჩვენ მათი სულების სადიდებლად და მათი სახელების უკვდავსაყოფად უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – გვითხრა მარიამ ჯვართავამ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გადაწყვიტა თბილისში წასვლა ლაშა მიქაშავიძემაც:
„ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თავისუფლებაზე ერთხელ მაინც უფიქრია, უნდა იდგეს დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე“ – გვითხრა მან.
ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად მიდის. მისი თქმით, აპირებენ თბილისში დარჩენას იმდენხანს, რა დროის საჭიროებაც იქნება:
„ქვეყანა დგას დიდი გადაწყვეტილების წინაშე და ჯერ არ ვიცით ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. ეს არჩევნები არის აბსოლუტურად გაყალბებული. ადამიანები მოისყიდეს, დააშინეს. მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული გზას”, – გვითხრა ლაშამ.
„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.
პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც საზოგადოების პროტესტზეა დამოკიდებული: საზოგადოება ჩუმად იღებს და ეგუება არჩევნების გაყალბებას, თუ იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად?
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო კახა, დასავლეთიდან ჩვენი პარტნიორების შეფასება რამდენად მკაფიოა არჩევნების გაყალბებაზე? იქმნება იმის პირობა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირონ?
მთავარი ფაქტორი აქ არის ხალხის აქტიურობა. თუ საპროტესტო მუხტი იქნება მაღალი, თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან.
თუ საპროტესტო მუხტი არ იქნება მაღალი, მაშინ არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება სანქციების კუთხით, არ ვარ დარწმუნებული.
გამოდის, ხალხის აქტიურობაზეა ყველაზე მეტად საერთაშორისო აქტორების გადაწყვეტილებები?
რა თქმა უნდა, ხალხის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ის, თუ როგორი საინფორმაციო გარემო ჩამოყალიბდება ამ საკითხის გარშემო. ეს იმოქმედებს საბოლოოდ დასავლეთის რეაქციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება რა გზავნილი იყო თქვენთვის? მან ხაზი გაუსვა საარჩევნო დარღვევების გამოძიებას.
ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ ამ არჩევნების შედეგების ცნობას. თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში, მაშინ შეიძლება სცნონ და მხოლოდ თითი დაუქნიონ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ იყო სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, თუმცა ჯერჯერობით ისინი ელიან ხალხის რეაგირებას.
დარღვევების გამოძიება კი, მოგეხსენებათ, გრძელვადიანი ამოცანაა. ამიტომაც, ეს განცხადება უფრო მოწოდებაა, რომ არ ენდობიან არჩევნების შედეგებს. როდესაც ფარულად ყალბდება არჩევნები, ამის მყისიერი დამტკიცება ძალიან ძნელია, ამას სჭირდება რეალურად გამოძიება.
ამ მოცემულობაში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოების მიუღებლობაა, რაც იქნება ყველაზე მაღალი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა. მაგალითად, ვენესუელაში მილიონი კაცი გამოვიდა საპროტესტოდ და აშშ-ის მთავრობამ იქ ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მყისიერი გამოძიება არავის ჩაუტარებია. ხალხის რეაქციის მიხედვით მათ მართლაც დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროტესტის მუხტს გააჩნია და პროტესტის დონეს. 2007 წელს სააკაშვილი პროტესტის შედეგად აიძულეს, ჩაეტარებინა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. როცა პროტესტის დონე მაღალია, ხელისუფლება იძულებული ხდება დათმობაზე წავიდეს. მასზე ამ დროს საერთაშორისო წნეხიც იზრდება.
თუმცა ასე არ მოხდა, მაგალითად, ბელარუსში, სადაც უკვე დიქტატურაა. მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში ორი გამოსავალი რჩება ხელისუფლებას: დიქტატურა უნდა დაამყაროს, ან უნდა დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას და არჩევნები თავიდან ჩაატაროს. შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნები არ ცნოს გაყალბებულად, მაგრამ თქვას, რომ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, არჩევნებს ატარებენ თავიდან.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე დაანონსებული ჰქონდა დიქტატურა – ამ პოლიტიკური ძალის დაპირება ეს იყო. ხედავთ შესაძლებლობას, რომ „ოცნება“ დათანხმდეს არჩევნების ხელახლა ჩატარებას?
ხალხი თუ ქუჩაში გამოვა, ის არამხოლოდ გაყალბებული არჩევნების გამო უნდა გამოვიდეს, არამედ იმის გამო, რომ დაანონსებული დიქტატურა არ აღსრულდეს, ჩუმად არ შეეგუოს ამ მოსალოდნელი დიქტატურას.
პროტესტის დონეს და მუხტს გააჩნია, რა იქნება შემდეგ.
თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნაწილი მართლაც დააჯერა, რომ „ოპოზიციას ომი უნდა“, თუ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები უბრალოდ გააყალბა?
ორივე ჩანს. გრძელვადიანად თუ შევხედავთ, იყო ძალიან ბევრი ტყუილი და დეზინფორმაცია, დასავლეთის დემონიზაცია, პოლარიზებული გარემოც შექმნეს და შიშის სინდრომზე გათვლილი სტრატეგიაც ამუშავეს.
ძალიან ბევრი მექანიზმი ვნახეთ, რაც გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. მოსახლეობის ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილზეც იმუშავეს ადმინისტრაციული რესურსით, ამას დაემატა პირადობის მოწმობების გაყალბება, რის დადასტურებაც ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელი. ამ დოკუმენტაციის შესწავლას ანალიზი სჭირდება…
გაანალიზების შედეგად კი, შესაძლოა დადგინდეს, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გაყალბების გზით იყო შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში. ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრაციაში, იმათ სახელზე გაცემული იყო ახალი პირადობის მოწმობები და ვიღაც სხვა ადამიანები იყვნენ არჩევნებზე მისული.
იყო მოქალაქეების მასშტაბური მოსყიდვაც, მათ შორის, ე.წ. გადაუწყვეტელი მოქალაქეების მოსყიდვა, რომლებიც არ აპირებდნენ არჩევნებზე წასვლას და უთხრეს, მიხვალთ 5 წუთით და მიიღებთ 150, ან 200 ლარს. გაჭირვებული ადამიანი, რომელიც შესაძლოა საერთოდ აპოლიტიკურია, ამას გააკეთებდა.
სერიოზული ეჭვები არსებობს დაშინებაზეც, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა სახით მობილიზაციაზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ გავხდით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის. მიგაჩნიათ, რომ რუსული სქემები იყო გამოყენებული 26 ოქტომბრის არჩევნებში?
რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს არჩევნების გაყალბების. ჩემი აზრითაც, სწორედ რუსეთის კონსულტაციების და მათი იდეების რეალიზება მოხდა ამ არჩევნებზე საქართველოში.
რომ ავიღოთ ეს ხმის მთვლელი აპარატები, ჩვენზე ადრე ეს რუსეთში შემოიღეს და ამიტომაც არ გამოვრიცხავ რუსეთიდან მიეღო „ოცნების“ ხელისუფლებას ინფორმაცია, რომ ამ გზით ბევრად მარტივია მასობრივი გაყალბების ორგანიზება.
ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ გაზრდილი იყო ამომრჩეველთა რაოდენობა. გვითხრეს, რომ მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა და მაღალია ეს ციფრი იმიტომ, რომ ემიგრანტია ბევრი, ქვეყნიდან წასულები არიანო. არავინ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, არიან თუ არა ისინი რეალური ამომრჩევლები.
მათ გაზარდეს ეს ციფრი შეგნებულად, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა არ ეჩვენებინათ მაღალი. გვეუბნებიან, რომ სადღაც 60 პროცენტის ფარგლებში იყო გამოცხადება, ამომრჩეველთა რეალური ციფრი რომ გვქონოდა, ავიდოდნენ სადღაც 80 და მეტ პროცენტზე, ფიზიკურად კი, ამდენი ადამიანი არჩევნებზე ვერ მიდის საერთოდ.
თქვენი აზრით, რა უნდა ქნას ოპოზიციამ ახლა?
მიზანი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პროტესტის და ბოიკოტით ეს შესაძლებლობა არსებობს.
თუ არჩევნები ხელახლა ჩატარდება, ცხადია, ცესკო უნდა შეიცვალოს და საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში საარჩევნო კანონმდებლობაც უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი, კომისიებში ოპოზიციიდან მეტი წარმომადგენელი შევიდეს.
იმედგაცრუებულ ადამიანებს რა შეგიძლიათ უთხრათ: რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მათ პროტესტის აზრი?
თუ ადამიანებს ეზარებათ დემოკრატიისთვის ბრძოლა და აქ მარტო არჩევნების შედეგზე არ არის საუბარი, არამედ დაპირებებზე, რის შესრულებასაც აპირებს „ქართული ოცნება“, თუ არჩევნები გაფორმდება, რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ დემოკრატიისთვის ბრძოლას?
ავტორიტარულ სახელმწიფოში უბრძოლველად არაფერი არ მოდის, უბრძოლველად მეტად და მეტად მოვხვდებით მონობის უღელში.
თქვენი აზრით, საზოგადოების ხელში ჯერ კიდევ არსებობს ბერკეტი, დიქტატურის დამყარება არ დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“, რასაც ეს პარტია წინასაარჩევნოდ დაგვპირდა?
დიახ, ეს კანონი იმიტომაც მიიღეს, რომ ნიჰილიზმი დაეთესათ. ადამიანებმა იფიქრეს, ამდენი პროტესტის შემდეგ კანონი მაინც მიიღეს. შემდეგ იფიქრეს, არჩევნებზე მივიდეთო, მაგრამ ეს არჩევნებიც გააყალბეს. საბოლოოდ, თუ ხალხი ხელს ჩაიქნევს, მაინც არაფერი გამოდის, აჯობებს, წავიდე და ჩემს საქმეს მივხედოო, გამოვა, რომ ხალხი თანხმდება იმას, სამუდამოდ დარჩეს მართული.
ეს ჰგავს დაახლოებით ხარს, რომელსაც მოათვინიერებენ იმ კორიდაზე და ვეღარ ინძრევა, ან ცხენს, რომელსაც გახედნიან. ხალხიც ასეა: თუ გაგხედნეს, მერე გაგაჭენებენ, მერე კი, მთელი ცხოვრება გაატარებ ასე, ვიღაც გეჯდება ზევიდან, გაგაჭენებს აქეთ და იქით.
იმ ქვეყნებში, სადაც დამყარდა სტაბილური დიქტატურა, თავისუფლების მოყვარული ხალხი უბრალოდ გარბის, მაგალითად, ვენესუელაში 25 პროცენტი ვენესუელიდან წავიდა, კუბიდან მოსახლეობის ნახევარი წავიდა და აშშ-ში დასახლდა. როდესაც ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება და ის გადაიზრდება დიქტატურაში, მერე უკვე ძალიან ძნელია რამე უშველო მაგას, ვენესუელაში არჩევნები ხალხმა კი გააპროტესტა, მაგრამ პირდაპირ არმია გამოიყვანეს მათ წინააღმდეგ ქუჩაში. აქამდე თუ მივიდა საქმე, მოუწევს უმეტესობას ქვეყნის დატოვება.
ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში ცხოვრება: ან შენ შეაჩვევ ხელისუფლებას, რომ შენს ნებას პატივი უნდა სცენ, ან მთავრობა შეგაჩვევს იმას, რომ შენი ნება არ უნდა გამოხატო, უნდა გააკეთო ის, რასაც გიბრძანებენ.
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საუბრისას ხშირად კვლევითი და სამეცნიერო სფერო ყურადღების მიღმა რჩება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს კვლევითი სფერო; ერთი მხრივ, რას მოუტანს მას ევროინტეგრაციისკენ გზის გაგრძელება, მეორე მხრივ კი, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო სფეროსთვის ამ გზიდან გადახვევა.
„გარდა იმისა, რომ ევროპულ სივრცესთან მიახლოება გვაძლევს საერთო კვლევით პროექტებში ჩართვის და იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი კვლევები წარვმართოთ დასავლური სტანდარტის მიხედვით, ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, დასავლეთში გავიტანოთ ცოდნა საქართველოს შესახებ. მერწმუნეთ, მხოლოდ ჩურჩხელითა და ღვინით ცოდნა არ შეიქმნება; ცოდნა რომ შეიქმნას, კვლევა უნდა წარმოებდეს დასავლური სტანდარტით და კვლევის შედეგები ქვეყნდებოდეს დასავლურ აკადემიურ გამოცემებში“.
– ასე გვიპასუხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ცაგარელმა კითხვაზე – რას შეცვლის ქვეყნის სამეცნიერო სფეროსთვის ევროინტეგრაცია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაკავშირების პროცესი საქართველოში წლებია დაწყებულია, თუმცა თუ ამ სივრცეს ჩამოვშორდებით, ისევ იზოლაციაში აღმოვჩნდებით:
„ეს პროცესი ჩვენთან დაწყებულია და ალბათ 20 წელია მიმდინარეობს, მაგრამ თუკი ჩვენ ჩამოვშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, ეს პროცესი ისევ შეჩერდება და აღმოვჩნდებით იმ იზოლირებულ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს. გაუგებარი მეთოდებით და სტანდარტებით, გაუგებარი ადრესატისთვის შევქმნით კვლევით პროდუქტს. ჩვენი მეთოდიკა არ დაექვემდებარება არც გადამოწმებას და არც მეცნიერულ ვალიდაციას“.
ლევან ცაგარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ლევან ცაგარელი იხსენებს პერიოდს, როცა ის იყო დეკანი და როცა მისთვის ევროპულ სივრცესთან მიახლოების პროცესი შესამჩნევი გახდა:
„როდესაც ვიყავი დეკანი, ვოცნებობდი იმაზე, რომ ევროპიდან დამკავშირებოდნენ და ეთხოვათ ჩვენი ფაკულტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობა მათ პროექტებში. ბოლო 2-3 წელია, როგორც იქნა, ეს პროცესი დაიწყო. მიკავშირდებიან და უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა, გარკვეული ტიპის პროექტებში ჩვენი ჩართულობა. ეს უზომოდ მახარებს“.
თუმცა პროფესორი ამბობს, რომ წელს უკვე კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ სივრცესთან საქართველოს კავშირის შესახებ:
„ზაფხულში, როდესაც მქონდა შეხვედრა გერმანულ მხარესთან (ბევრი სხვადასხვა მხარე იყო ჩართული ამ პროცესში: ავსტრიული, გერმანული, უკრაინული და ა.შ), იქ უცნაურმა კითხვამ გაიჟღერა – რატომ არის საქართველო კონსორციუმის წევრი? ეს იყო კითხვა, რომელმაც ძალიან შემაშფოთა. მართალია, დიპლომატიურად იყო დასმული, მაგრამ გასაგები იყო, რასაც გულისხმობდნენ.
ახსენეს კიდეც, რომ იმ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, სათუოა საქართველოს ჩართულობის ღირებულების დამტკიცება ამ პროცესში.“
ლევან ცაგარელი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავისი სწავლების თუ კვლევითი მეთოდებით ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცედ უნდა მივიჩნიოთ. მიზანი კი, ამ მეთოდებისა და მიდგომებისგან გათავისუფლებაა, რაც შესაძლებელი გახდება ევროპულ სივრცესთან მიახლოებით:
„ევროპულ სივრცესთან მიახლოება ქართულ აკადემიურ სივრცეს უქადის იმას, რომ ის შეიძლება ცოტათი გათავისუფლდეს პოსტმარქსისტული გავლენებისგან, იქნება ეს სწავლება, სწავლა, შეფასება თუ კვლევა და როგორღაც ისწავლოს იმ კვლევითი სტანდარტების დაცვით მუშაობა, რომლითაც მუშაობს მთელი ცივილიზებული მსოფლიო“.
საუბარს საქართველოში მკვლევრის მდგომარეობის შესახებ ვაგრძელებთ. მეცნიერის შეფასებით, ამ საკითხში დასავლურ დაფინანსებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს:
„მკვლევარი საქართველოში ძირითადად რაღაცის გაკეთებას ახერხებს დასავლური დაფინანსების წყალობით – ეს არის საერთაშორისო საგრანტო პროექტები: ერაზმუსი, DAAD… ყველანაირად გეხმარებიან, რომ წახვიდე შენი პროექტით დასავლეთში და კვლევა ჩაატარო.
მოთხოვნებიც აქვთ საკმაოდ მოქნილი, ისეთი, რომ მშვიდად, წყნარად და მოზომილად ჩაატარო შენი კვლევა. საქართველოში კი, კვლევა რეალურად არ არის სახელმწიფო ინტერესებში, რადგან მხოლოდ ერთი – რუსთაველის ფონდი გვაქვს, რომელიც კვლევას აფინანსებს და მასაც საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი აქვს: ყოველწლიურად ძალიან ბევრი პროექტი რჩება დაუფინანსებელი“.
ლევან ცაგარელი აღწერს რა ძირეული განსხვავებაა კვლევის დაფინანსებაში ქართულ და ევროპულ ფონდებს შორის:
„პატარა ქვეყანა ვართ და ბიუჯეტიც მცირეა გამოყოფილი, შეგვიძლია ამას როგორღაც შევეგუოთ, მაგრამ პრობლემა ბევრად დიდია: რუსთაველის ფონდის მართვა აგებულია ჩინოვნიკურ პრინციპებზე – მათ სჭირდებათ თვლადი მონაცემები იმისათვის, რომ გაღებული თანხა მიზანშეწონილად მიიჩნიონ.
პრობლემა რაშია – როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველის ფონდში პროექტების დაფინანსების მენეჯმენტში არიან ჩართულები, დიდად არ იციან რა არის კვლევა. მათ კვლევის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან, რომ შეიძლება შენი კვლევის პროდუქტი იყოს სხვაგვარი – ჩაფიქრებული გქონდეს სტატია და გამოგივიდეს მონოგრაფია, ან დაგაგვიანდეს, იმიტომ, რომ მონაცემების რაოდენობა იყოს უფრო დიდი, ვიდრე ელოდი და 1 წელში ვერ ჩააბარო ის, რაც გეგმაში გეწერა. როცა აგვიანებ ან რაღაცას დროზე ვერ წარადგენ, უმალ გიჩერდება ყველა დაფინანსება. ეს არ არის კვლევის ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი.
ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი აქვს, მაგალითად, ვილჰელმ ჰუმბოლდტის ფონდს, რომელიც გეუბნება – გადაწყვიტე რას გააკეთებ, მე მოველი შენგან იმას, რომ რასაც გამოაქვეყნებ კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩემი ფონდის დახმარებით განახორციელე, მიუთითებ ჩემი ფონდის დასახელებას. თუ ახლა არ გაქვს სტატია, როცა გექნება, მაშინ მომაწოდე ინფორმაცია – ეს არის კვლევის ცოდნაზე დაფინანსების მექანიზმი“.
კვლევითი სფეროს მდგომარეობაზე საუბრისას თსუ-ის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევითი სფერო საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია:
„კვლევითი სფერო ამ წუთას მძიმე მდგომარეობაშია მარტივი მიზეზის გამო – კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია მოხდა უნივერსიტეტებთან.
ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მიუერთდნენ უნივერსიტეტებს, წლიურად დაფინანსების სახით მოდის 32 მილიონი ლარი, რომელიც რეალურად არის მიმდინარე ხარჯების და ხელფასების ანაზღაურება. რუსთაველის ფონდს გადაეცემა დამატებით 32 მილიონი ლარი.
საბოლოო ჯამში, წელიწადში მეცნიერების განვითარებაზე გამოყოფილია მაქსიმუმ 70 მილიონი ლარი. ეს თანხა რომ გადავიყვანოთ ევროში ან დოლარში, საუკეთესო შემთხვევაში, თანამედროვე კვლევითი საგრანტო დაფინანსებისთვის არის 10-12 სერიოზულია გრანტი, მეტი არა“.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან, დამატებითი დაფინანსება კვლევითი საქმიანობის წარმოებისათვის არ აქვთ. იგი ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში სამეცნიერო სფეროსთვის გამოყოფილ თანხებს:
„ჯამში, საქართველოში მეცნიერებაზე წასული დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3 პროცენტია. ეს, ფაქტობრივად, არაფერია – იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რათა არსებული დონე შევინარჩუნოთ, ამისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტი მაინც არის საჭირო. ევროკავშირის ქვეყნებს თუ შევადარებთ, იქ სამეცნიერო სფეროს დაფინანსება საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4 პროცენტია, ზოგიერთ ქვეყანაში 7 პროცენტამდეც ადის. ჩვენ ასეთ ფუფუნებამდე დიდი ხანი ვერ მივალთ“.
მარინე ჩიტაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
პროფესორი ასევე საუბრობს საქართველოს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე, რომელიც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა.
საქართველო მონაწილეობს „ჰორიზონტი 2020-ში“ (Horizon 2020 Research & Innovation) და ახლა იღებს მონაწილეობას „ჰორიზონტი ევროპაშიც“ (Horizon Europe), რომელიც 2021 წლიდან დაიწყო, 2027 წლამდე გრძელდება და რომლის ბიუჯეტიც 93.5 მილიარდი ევროა.
მართალია, ამ საგრანტო შესაძლებლობებიდან საქართველოში გრანტების მცირე რაოდენობა წამოვიდა, თუმცა საქართველოსთვის მაინც წარმატებაა. მეცნიერი მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში მეცნიერების მენეჯმენტი ყურადღების მიღმაა დარჩენილი:
„პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენ ვიხდით საწევრო გადასახადს, ამ საწევროს თითქმის 90 პროცენტს ევროკავშირი გვიბრუნებს უკან, მეცნიერებაში ჩასადებად და მისი განვითარების მიზნით. თუ არ ჩავთვლით, რომ გაკეთდა „ჰორიზონტი 2020“-ის ოფისები დიდ უნივერსიტეტებში, დღემდე, ქვეყანას კონკრეტული სტრატეგიული პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, რომელშიც ფულს ჩადებდა.
ცენტრალური პრობლემაა, რომ მეცნიერების მენეჯმენტი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება“.
მეცნიერი თვლის, რომ აუცილებელია კვლევით დარგებს მიენიჭოს პრიორიტეტი, რაც მოხდა ესტონეთში ევროინტეგრაციის შემდეგ და ძალიან დიდი შედეგიც მოიტანა:
„ყველა ქვეყანას აქვს შემუშავებული გარკვეული პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ 10 წელი მაინც უნდა იყოს, რათა იცოდე, რა მიმართულებით იკვლევ.ჩვენ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი პრიორიტეტიზაცია – რომელი დარგი განვავითაროთ. მაგალითად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას 84 პრიორიტეტი აქვს გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ამერიკის მეცნიერების ფონდს აქვს 4 პრიორიტეტი.
ესტონეთმა, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, პირველივე სტრატეგიაში (ახლა უკვე მეცნიერების და განათლების განვითარების მეხუთე სტრატეგია აქვთ გამოყოფილი), როგორც კი დაასრულეს პროგრამული აკრედიტაცია, დადო 4 პრიორიტეტი. ამ 4 პრიორიტეტით ესტონეთი სად წავიდა თავის მეცნიერებაში, ყველამ კარგად ვიცით“.
მარინე ჩიტაშვილი სამეცნიერო სფეროს ძირეულ პრობლემად მიიჩნევს დოქტორანტებისთვის დაფინანსების არარსებობას:
„სანამ ჩვენ არ ვაფინანსებთ დოქტორანტურას, მანამ არ ვქმნით ცვლას იმისათვის, რომ კვლევა გაგრძელდეს საქართველოში. ყველამ, ვისაც არ გადაუწერია და გაუკეთებია დისერტაცია, კარგად იცის, რომ ეს არის ჯოჯოხეთური შრომა და სხვა რამისათვის დრო აღარ გაქვს. როცა დოქტორანტს ავალებ, რომ საკვლევი თემისა და ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციების გარდა, სხვა რამეები აკეთოს, ის ვეღარ იფიქრებს მეცნიერებაზე.
ამიტომ უნდა გადაიხედოს სადოქტორო პროგრამები – რომელი პროგრამაც არ ვარგა, უნდა დაიხუროს; რამდენიმე უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ერთი სადოქტორო პროგრამა, რომელშიც ჩადებენ თავიანთ რესურსებს. როგორც ევროკავშირი გვეუბნება, დოქტორანტები უნდა იყვნენ ახალგაზრდა მკვლევრები და მიიღონ ხელფასი იმისათვის, რათა დაასრულონ თავიანთი დისერტაცია“.
ამ საკითხზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას, რომელიც ამჟამად დოქტორანტებთან მუშაობს და ასევე აქვს სადოქტორო საფეხურზე ევროპაში სწავლის გამოცდილებაც:
„2012 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (European University Institute). ეს არის ევროკავშირის მიერ დაარსებული კვლევითი ინსტიტუტი – ძირითადად კვლევაზეა ორიენტირებული და აქვს როგორც სადოქტორო, ისე პოსტსადოქტორო პროგრამები.
ევროკავშირის ყველა ქვეყანა აფინანსებს საკუთარ მოქალაქეებს და გამოყოფს როგორც სასწავლო, ასევე ყოველთვიურ საცხოვრებელ სტიპენდიას, რათა დამატებით მუშაობა არ მოგიწიოს და გქონდეს შემოსავლის წყარო. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანას ჰქონდა გამოყოფილი დაფინანსება არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მე დამაფინანსა იტალიის მთავრობამ“.
ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუდენტებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება, თუმცა დოქტორანტებისთვის განსაკუთრებულად რთულად დგას ეს საკითხი:
„როცა დოქტორანტურის ეტაპამდე მიდიხარ, უკვე ასაკიც ისეთი გაქვს, რომ ოჯახი ვეღარ გარჩენს. საქართველოში დოქტორანტების მდგომარეობა ასეთია – დღე და ღამე მუშაობენ და საღამოს შვიდიდან ეწყებათ ლექციები.
ჩემი გამოცდილება ამისგან ძალიან განსხვავებული იყო. სწავლის გადასახადი მთლიანად დამიფარეს და მეძლეოდა სტიპენდია, რომელიც მყოფნიდა საცხოვრებლად. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დოქტორანტისთვის, რომელსაც უნდა კონცენტრირდეს თავის კვლევაზე.
მეორე მხრივ, ეს ფუფუნება არ არის, ეს არის რეალურად ის, რაც გჭირდება, რათა განვითარდე და განივითარო ის უნარ-ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ასრულებს დოქტორანტურის საფეხურს“.
მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ლელა ჩახაია აკადემიური პერსონალის დაფინანსების საკითხს მიიჩნევს:
„მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური პერსონალის მიერ დოქტორანტისთვის ხელმძღვანელობის გაწევა. საქართველოში, როგორც სტუდენტს, ისე აკადემიურ პერსონალს არ აქვს იმის საშუალება, რომ სრულად კონცენტრირდეს თავის კვლევასა და სტუდენტებზე – ანაზღაურება არ არის შესაბამისი და ბევრ ადგილას უწევთ მუშაობა.
გარდა ამისა, თავად უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაც ასეთია საქართველოში – აკადემიურ პერსონალს ხელფასს უხდიან სწავლებაში, არა ხელმძღვანელობაში ან საკუთარი კვლევის წარმოებაში, ეს არაფერში ეთვლებათ.
დოქტორანტი კი, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი და მას ხელმძღვანელობა არაფერში ეთვლება, დიდი პროფესიონალი და ძალიან მონდომებულიც რომ იყოს, ვერ იქნება ისეთი კარგი ხელმძღვანელი, როგორი კარგიც მე მყავდა დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში – მას ჰქონდა მოტივაცია, ჩემთვის კარგად ეხელმძღვანელა“.
საუბრის დასასრულს ლელა ჩახაია დასძენს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში სხვადასხვა რესურსის არსებობა.
„საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, ჟურნალების ბაზები, კომპიუტერული პროგრამები, სტატისტიკური ანალიზის პროგრამები, ეს არის ის რესურსი, რომელიც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს რესურსი აქაც არსებობს, თუმცა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში“ – ამბობს ის.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტს ითხოვს.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები: ვნახეთ, რომ ვერიფიკაციის აპარატის გადატვირთვისა და გაჭედვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვერიფიკაციის სერვერი არ კითხულობდა პირადობებს და უწევდათ ხელით შეყვანა.
დარღვეული იყო სინქრონიზაცია, კერძოდ ერთსა და იმავე უბანზე განთავსებული აპარატები სხვადასხვა მონაცემს აჩვენებდა.
უბანზე არსებობდა მაღალსიჩქარიანი 5G ინტერნეტ კავშირი, რომელიც ჩართული იყო სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობა – პლანშეტში.
ამ ყველაფრის ფონზე, მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდეს ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტი,“ – ამბობს თამარ კორძაია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 53.931% აქვს. „ოცნების“ გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების,“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგისას.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებსფაქტობრივად მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს.
„არჩევნები მოპარულია“ – აცხადებენ ბარიერგადალახული პარტიები, ხოლო ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით: „კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ, დაძაბულ გარემოში წარიმართა“ და „ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.
„ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები“ – აცხადებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ, „ჩემი ხმა“, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და შედეგების გაბათილება მოითხოვა.
მისიის განცხადებით, 26 ოქტომბერს მიიღეს უბნებზე მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ 347 შეტყობინება; ხმის მიცემის ფარულობისდარღვევის შესახებ – 89 შეტყობინება; დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 341 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის – 96 შემთხვევა; ასევე, დაფიქსირდა „ჩემი ხმის“ დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.
მისიამ დარღვევების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ოლქებიც დაასახელა, რომელთა შორის არის ბათუმიც, სადაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსებისა თუ მარკირების დაუცველობის მხრივ დააფიქსირეს დარღვევები.
საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევების შესახებ ბათუმის N79 საოლქო კომისიაში 28 ოქტომბრის დილის მონაცემებით ჯამში 79 საჩივარია შესული. საოლქო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საჩივრების განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ბათუმის ოლქში სულ 90 უბანი იყო გახსნილი.
დარღვევების გამო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს ბათუმში საუბნო კომისიის წევრებმაც. ზოგიერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს ახლავს ახნა-განმარტებები.
მაგალითად, #33-ე უბნის კომისიის ერთ-ერთი წევრი განსხვავებულ აზრში აფიქსირებს ფაქტობრივად ყველა იმ ძირითად დარღვევებს, რომლებიც ამ და სხვა უბნებზეც დაფიქსირდა ბათუმში – „ოცნების მარშუტკების მობილიზება უბნებთან“, „ამომრჩევლების მოქრთამვა“, „მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემა“, „ოცნების კოორდინატორების აგიტაცია საარჩევნო უბნებთან“ და სხვა:
ამონარიდი კომისიის წევრის ჩანაწერიდან:
„..უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უკვე მარკირებულმა 5-მა პირმა. კანონით დაუშვებელი კარუსელის დროს თავმჯდომარე გადაწყვეტილებებს იღებდა ერთპიროვნულად. …საარჩევნო უბნის შემოსასვლელში ამომრჩევლებს ხვდებოდა „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორი, აგიტაციას უწევდა მათ“.
ბათუმის 79-ე ოლქი, #33 საუბნო საარჩევნო კომისია
განსხვავებული აზრები და ახსნა-განმარტებების ნაწილი ბათუმის საარჩევნო უბნებიდან:
ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #13 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #14 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #25 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #52 საუბნო საარჩევნო კომისია
ბათუმის 70-ე საარჩევნო უბნის შესწორების ოქმში აღნიშნულია, რომ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ნაცვლად 36-ისა უნდა იყოს 35, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობად სულ სხვა რიცხვია მითითებული – 20:
ბათუმის 79-ე ოლქი, #70 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #62 საუბნო საარჩევნო კომისია
„ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და დუბლირების გადამოწმების. შესაბამისად, ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების.
მათ [ხელისუფლებას] ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში.
გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება”, – განაცხადა „ერთიანობის“ წევრმა თამარ კორძაიამ:
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ის შედეგები, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია.
ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 690 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 680]
ტანკი – 9 120 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 18 395 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 19 872 ერთეული [+51]
MLRS – 1 240 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 867 ერთეული [+68]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 660 ერთეული [+100]
სპეცტექნიკა – 3 556 ერთეული [+14]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 685 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 894 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 694 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
უსკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმების 57.43%, სულ 110 130 ხმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. უსკოს მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
უსკოს ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.
_______________
ფოტოზე: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბათუმში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 54.086 %, რაც 1 117 480 ხმაა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
ეს ის პარტიები და ოპოზიციური გაერთიანებებია, რომლებმაც, ცესკოს ცნობით, გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში მოხვდებიან.
ასევე ცესკოს ცნობით, „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 3.011% მიიღო – 62 217 ხმა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 2.442 %, ანუ 50 463 ხმა.
არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 1-პროცენტიანი ზღვარიც.
ცესკოს წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნადაა აცდენილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ოცნებამ“ მიიღო 40,9% პროცენტი, ცესკოს მონაცემები კი ყველაზე ახლოსაა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის მონაცემებთან, რომელმაც „ოცნებას“ 56.1 პროცენტი დაუწერა.
ცესკოს წინასწარ მონაცემებს მსხვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.
გუშინ, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ -„ჩემი ხმა“.
„აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა.
დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო“, — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
„ჩემი ხმა“ საუბრობს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის” ცნობებზე, რაც მათი თქმით, გაყალბების სქემის ნაწილი იყო.
მისიაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დღის მანძილზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უბნებიდან გაძევებას საფუძვლის გარეშე, რაშიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციაც იყო ჩართული. ეს ყველაფერი კი პროცესზე დაკვირვებას უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა.