ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ხმა მისცა 5-მა მარკირებულმა პირმა“ – რა დააფიქსირეს ბათუმში საარჩევნო კომისიის წევრებმა

28.10.2024 •
„ხმა მისცა 5-მა მარკირებულმა პირმა“ – რა დააფიქსირეს ბათუმში საარჩევნო კომისიის წევრებმა

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ფაქტობრივად მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს.

„არჩევნები მოპარულია“ – აცხადებენ ბარიერგადალახული პარტიები, ხოლო ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით: „კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ, დაძაბულ გარემოში წარიმართა“ და „ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.

„ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები“ – აცხადებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

ამ თემაზე: რა თქვეს IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ, „ჩემი ხმა“, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და შედეგების გაბათილება მოითხოვა.

მისიის განცხადებით, 26 ოქტომბერს მიიღეს უბნებზე მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ 347 შეტყობინება; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ – 89 შეტყობინება; დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 341 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის – 96 შემთხვევა; ასევე, დაფიქსირდა „ჩემი ხმის“ დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.

მისიამ დარღვევების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ოლქებიც დაასახელა, რომელთა შორის არის ბათუმიც, სადაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსებისა თუ მარკირების დაუცველობის მხრივ დააფიქსირეს დარღვევები.

საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევების შესახებ ბათუმის N79 საოლქო კომისიაში 28 ოქტომბრის დილის მონაცემებით ჯამში 79 საჩივარია შესული. საოლქო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საჩივრების განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის ოლქში სულ 90 უბანი იყო გახსნილი.

დარღვევების გამო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს ბათუმში საუბნო კომისიის წევრებმაც. ზოგიერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს ახლავს ახნა-განმარტებები.

მაგალითად, #33-ე უბნის კომისიის ერთ-ერთი წევრი განსხვავებულ აზრში აფიქსირებს ფაქტობრივად ყველა იმ ძირითად დარღვევებს, რომლებიც ამ და სხვა უბნებზეც დაფიქსირდა ბათუმში – „ოცნების მარშუტკების მობილიზება უბნებთან“, „ამომრჩევლების მოქრთამვა“, „მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემა“, „ოცნების კოორდინატორების აგიტაცია საარჩევნო უბნებთან“ და სხვა:

ამონარიდი კომისიის წევრის ჩანაწერიდან:

„..უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უკვე მარკირებულმა 5-მა პირმა. კანონით დაუშვებელი კარუსელის დროს თავმჯდომარე გადაწყვეტილებებს იღებდა ერთპიროვნულად. …საარჩევნო უბნის შემოსასვლელში ამომრჩევლებს ხვდებოდა „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორი, აგიტაციას უწევდა მათ“.
ბათუმის 79-ე ოლქი, #33 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #33 საუბნო საარჩევნო კომისია

განსხვავებული აზრები და ახსნა-განმარტებების ნაწილი ბათუმის საარჩევნო უბნებიდან:

ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #13 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #13 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #14 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #14 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #25 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #25 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #52 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #52 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 70-ე საარჩევნო უბნის შესწორების ოქმში აღნიშნულია, რომ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ნაცვლად 36-ისა უნდა იყოს 35, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობად სულ სხვა რიცხვია მითითებული – 20:

ბათუმის 79-ე ოლქი, #70 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #70 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #62 საუბნო საარჩევნო კომისია

ბათუმის 79-ე ოლქი, #62 საუბნო საარჩევნო კომისია

„ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და დუბლირების გადამოწმების. შესაბამისად, ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების.
მათ [ხელისუფლებას] ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში.

გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება”, – განაცხადა „ერთიანობის“ წევრმა თამარ კორძაიამ:

ვრცლად ამ თემაზე: კორძაია ჩამოთვლის მანიპულაციებს, რომელთა გამოც “ერთიანობა” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.

რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ის შედეგები, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია.

„ეს იყო არჩევნების ტოტალური გაყალბება“ –განაცხადა 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

ამავე თემაზე:

ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: