მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

31.10.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 694 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
  • ტანკი – 9 156 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 18 450 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 20 013 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 243 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+8]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 063 ერთეული [+84]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 627 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 27 961 ერთეული [+121]
  • სპეცტექნიკა – 3 570 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 34 945 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 482 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 781 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: