მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ნოემბერი

01.11.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 696 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
  • ტანკი – 9 162 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 18 470 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 20 039 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 244 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 088 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 628 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 038 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 3 579 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 119 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 012 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 482 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 158 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 898 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: