IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობლის გათავისუფლებას.

მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ IPI-ის განცხადებას:

„მზია ამაღლობელს, რომელიც ხელისუფლების პრინციპული კრიტიკით გამოირჩევა, ბრალად ედება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

იმავე პერიოდში, საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ დააკავა და რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს გურამ მურვანიძეს.

ამაღლობლის დაკავება საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაძლიერებული ზეწოლისა და თავდასხმების გაგრძელებაა/ნაწილია. IPI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას არაპროპორციული ბრალდებები მზია ამაღლობლის წინააღმდეგ, უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება და შეწყვიტოს „ბათუმელებისა“ და მისი თანამშრომლების ყოველგვარი შევიწროება.

IPI-ის გლობალური ქსელი სრულ სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს და ყველა დამოუკიდებელ რეპორტიორს, რომლებიც ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ.

მზია ამაღლობელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც აქტიურად ამხელს საჯარო მოხელეების კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

მრავალი თავდასხმის, მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამაღლობელმა და „ბათუმელებმა“ შეინარჩუნეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ.

2023 წელს „ბათუმელები“ წარდგენილი იყო IPI-IMS-ის თავისუფალი მედიის პიონერის ჯილდოზე დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი ერთგულებისთვის.

ამაღლობლის დაკავებამდე, ირაკლი დგებუაძე ემუქრებოდა „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

„ბათუმელებმა“ გააშუქა და გამოააშკარავა დგებუაძის ხელმძღვანელობის პირობებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები.

ამაღლობელი თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როდესაც მან პოლიციის განყოფილების შესასვლელში მოსალოდნელი საყოველთაო გაფიცვის შესახებ სტიკერი გააკრა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული მზია ამაღლობელი პოლიციის შენობის გარეთ მხარდამჭერებს ესაუბრებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა მისი ახლობლების დაკავება დაიწყეს. შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია კონფლიქტი ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის, რასაც, ბრალდების თანახმად, დგებუაძისთვის სილის გაწვნა მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევისთვის („პოლიციის თანამშრომელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე ან სხვა საჯარო მოხელეზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა“), რაც მძიმე დანაშაულად ითვლება და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ინციდენტის ამსახველი ვიდეო ცხადყოფს, რომ სილის გაწვნა იყო „სიმბოლური და არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მისაყენებლად“. შესაბამისად, ქმედება არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სიმძიმის სტანდარტს.

სამშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ამაღლობლის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გირაოს გადახდას სთავაზობდა. ამან გამოიწვია ჟურნალისტების პროტესტი და დიპლომატიური საზოგადოების მოწოდებები მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ. ამაღლობლის ადვოკატების  განცხადებით, წინასწარი პატიმრობა სრულიად უსაფუძვლოა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ბათუმელების“ ოპერატორსა და ფოტოგრაფს გურამ მურვანიძესაც. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა. ბრალდების მხარე მას სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.

„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების  შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს.

„დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს].

იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. 6 ხმა უნდა მიიღოს რომელიმემ, რომ დაინიშნოს რექტორად“- განმარტავს „ბათუმელებთან“ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე.

ტიტე აროშიძე აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში, წინასაარჩევნოდ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ტიტე აროშიძე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ბავშვებს ომით აშინებდა.

ტიტე აროშიძე ასევე ზეწოლას ვერ ხედავდა იმ ჩანაწერში, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა „ოცნების“ წარმომადგენელი და მას საკრებულოში „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდა. ენმ-ის და ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძე სწორედ ამ ზეწოლის  და შანტაჟის შედეგად გარდაიცვალა.

„გამოძიება დაადგენს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა მის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლა არ ფიქსირდება…“ – ამბობდა მაშინ ტიტე აროშიძე.

ტიტე აროშიძე ასევე აკრიტიკებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ღარიბაშვილისა და კობახიძის რიტორიკის მსგავსად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფაქტების წარმოდგენას სთხოვდა, როცა ის „ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომში მყოფ უკრაინას სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებდნენ.

ტიტე აროშიძე საჯარო სამსახურში მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც. კერძოდ, 2008-2009 წლებში ის ბათუმის მერიაში მუშაობდა და მერის რწმუნებული იყო ხიმშიაშვილის უბანში. 2009 წელს კი ასევე მერიაში, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.

ბსუ-ს რექტორობის მეორე კანდიდატი არჩილ გუჩმანიძეა, იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წლებია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე. ის მუშაობდა შავი ზღვის კვლევაზე, რომელიც 2016 წელს EMBLASის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირის კომისია და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებდნენ. ასევე იკვლევს შავ ზღვაში არსებულ იშვიათ სახეობებს.

არჩილ გუჩმანიძე

დღეს, 15 იანვარს, ტიტე აროშიძე უნივერსიტეტში თავად არ მისულა განცხადების შესატანად. მან მინდობილი პირი გაუშვა უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატურის დასარეგისტრირებლად.

დღეს, 15 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საპროტესტო მსვლელობისას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კარებზე სტიკერი გააკრეს წარწერით – „Добро пожаловать“, იმის ნიშნად, რომ „ოცნება“ აპირებს რექტორობის საკუთარი კანდიდატის დანიშვნას რექტორის პოსტზე.

სტუდენტებმა ადმინისტრაციის კარებზე სტიკერი გააკრეს

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს.

ამჟამად ბსუ-ს რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებს, რომელიც ორი ვადით იყო ბსუ-ს რექტორი. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, შესაბამისად ხალვაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული წლის 19 ივლისს უნდა აერჩიათ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდა არც ერთი კანდიდატი, არჩევნები ჩაიშალა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა. ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს, 15 იანვარს, მოინახულა, რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო.

„მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საია უწყებას მოუწოდებს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მან აკადემიურ საბჭოს მიმართა თანამდებობის დატოვების განცხადებით.

თეიმურაზ კეჟერაძემ „ბათუმელების“ ზარებს დღეს არ უპასუხა – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.

დღეს, 15 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ უნივერსიტეტის შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. სტუდენტები ითხოვენ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და უნივერსიტეტის 4 სტუდენტის გათავისუფლებას.

„ჩვენ ვითხოვთ ჩვენი დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და სტუდენტების: დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძისა და გიორგი დავითაძის გათავისუფლებას“ – განაცხადეს სტუდენტებმა დღეს.

ამავე თემაზე: 

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ

 

ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელსა და გურამ მურვანიძეზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს და ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.

„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე

თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი –  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის.

ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკალური უპირატესობებით, უპრეცედენტო საბანკო პროდუქტია  ბაზარზე და  ის ერთადერთი ბარათია, რომელიც დაგჭირდება, რადგან:

  • ახალი თიბისი ბარათით  გადახდისას, ყველაზე მეტ თანხას აგროვებ. ბარათით შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე ან ონლაინ გადახდის სისტემაში და თანხის 0.5% ავტომატურად დაგიბრუნდება.
  • ახალი თიბისი ბარათით აგროვებ სტანდარტულზე ორჯერ ან სამჯერ მეტს (1%). ამისთვის, საკმარისია, მობაილბანკში აირჩიო სასურველი კატეგორია:სურსათი, ფარმაცია, საწვავი. კატეგორიების შეცვლას ყოველთვიურად შეძლებ.
  • ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, აგროვებ თანხას, ქულების ნაცვლად. დაგროვილი თანხა შენს ერთგულ ყულაბაში შეგროვდება. თანხის განკარგვა ნებისმიერ დროს შეგიძლია, ერთგული ყულაბიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით.
  • ახალი თიბისი ბარათით თანხის განაღდებას, კონკრეტული ლიმიტის ფარგლებში,  ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან უფასოდ შეძლებ.
  • ახალი თიბისი ბარათით თვეში 5 კომუნალურ გადასახადს საკომისიოს გარეშე გადაიხდი.
  • ახალი თიბისი ბარათით, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ბანკში ლარის გადარიცხვას საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებ.

ბარათის გააქტიურება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკში, სრულიად უფასოდ.

ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა – სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.

ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://beta.tbcbank.ge/ge/tbc-card

 

რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ.

„რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი“ – წერს TI და განმარტავს – რატომ. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს, პირველად  – ადმინისტრაციული, მეორედ კი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით – მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არა გირაო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ მზია ამაღლობლის დაკავების ორივე შემთხვევაში იკვეთება კანონთან შეუსაბამობები.

კერძოდ:

„მზია ამაღლობლის, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების დაკავება, რამაც საკუთრივ წარმოშვა კიდეც იმ საღამოს დაძაბულობა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის და, რასაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებაც მოჰყვა, უკანონო იყო“ – წერს „გამჭვირვალობა“ და განმარტავს, რომ დაკავების მიზეზი – სტიკერის გაკვრა, რომლისთვისაც ამაღლობელი პირველ ჯერზე დააკავეს, უკანონოა, რადგან:

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (იხ. მუხლი 150.  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება, მე-3 ნაწილი).

ციტირებული ნორმა თავისთავად არაკონსტიტუციური და უკანონოა, რადგან, ჯერ ერთი იგი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და, მეორეც, გათვალისწინებული სახდელის  თანაზომიერებისა და სხვა კრიტერიუმების მხრივ, საეჭვოა მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან.

მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ციტირებული ნორმის შემადგენლობის თანახმად, სტიკერების გაკვრა, რისთვისაც დააკავეს იმ საღამოს ბათუმში მზია ამაღლობელი და კიდევ ბევრი სხვა პროტესტის მონაწილე, სამართალდარღვევად ვერ ჩაითვლება.

ციტირებული ნორმის თანახმად, სამართალდარღვევაა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება”, ანუ იქვე საღებავის ან სხვა საშუალებით დაწერა ან დახატვა და არა სტიკერების გაკვრა, რადგან საღებავის მოშორება შეიძლება გარკვეულ ძალისხმევასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სტიკერის ჩამოხსნა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც არ გაითვალისწინა ამ უკანონო და რეპრესიულმა პარლამენტმაც კი სტიკერების გაკვრა აღნიშნულ მუხლში“ – წერს „გამჭვირვალობა.

„გამჭვირვალობა“ განმარტავს, თუ რატომ არის მზია ამაღლობელისადმი წაყენებული ბრალდება – სისხლის სამართლის 353¹ მუხლი – უკანონო.

კერძოდ:

„სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულად აცხადებს შემდეგ მოქმედებას: „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“. ასეთი მოქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

უპირველეს ყოვლისა, ციტირებული ნორმა არაგანჭვრეტადია, რაც წარმოადგენს პრობლემას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილ ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის სტანდარტებთან მიმართებით. კერძოდ, გაუგებარია, რას ნიშნავს ციტირებულ ნორმაში ტერმინი „თავდასხმა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება (კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის ექვივალენტური ნორმა) „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში.“ იგი „არამხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით.“ „ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.“

(იხ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2013 წლის 14 მაისი, პ. II-29). მისივე განმარტებით, „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს , რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“ (იქვე, პ. II-30).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებითაც, დანაშაულიც და სასჯელიც მკაფიოდ უნდა იქნეს განმარტებული კანონით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ პირს შეუძლია შეიტყოს შესაბამისი ნორმიდან, სასამართლოს განმარტებების ან იურიდიული დახმარების საფუძველზე, თუ რა მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და რა სახის სასჯელი შეიძლება მოელოდეს მას.“ (იხ. მაგალითად, Del Río Prada v. Spain, Application no. 42750/09, [GC] 21 October 2013, § 79).

როგორც უკვე ითქვა, ციტირებულ ნორმაში გაუგებარია ტერმინის „თავდასხმა“ შინაარსი, რის გამოც აღნიშნული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც ამ ნორმის კონსტიტუციურობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ – წერს „გამჭვირვალობა“ და მაგალითად მოჰყავს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით უპრიანია მოხმობილ იქნეს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც არსებობს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებით.

თავის ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებას. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებს, რომელთა თანახმად, სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

სამართლიანად იქნა ცნობილი დაკისრებული სასჯელიც – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა იმის გამო, რომ მან მისთვის სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით განაწყენებულმა, ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა მას თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებული პოლიციელის ფიზიკური ტკივილი. (სუზს-ის განჩინება საქმეზე №253აპ-24, 24 ივნისი, 2024 წელი).

უზენაესი სასამართლოს მითითებით, „ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. დანაშაულებრივი ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ის გარემოება როგორ ვითარებაში იქნა აღნიშნული მიყენებული, რა უძღოდა წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.“ (იხ. ზემოაღნიშნული განჩინების პ. 5.6).

უზენაესი სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს ფორმა ეცვა, ცალსახად არ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის აგრესიული ქმედება კავშირში იყო დაზარალებულის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ბრალდებულმა პოლიციელზე ფიზიკურად იძალადა მის მიერ სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად და იგი კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდა პოლიციელზე თავდასხმის მიზნით. (იხ. განჩინების პპ. 5.7-5.8).

ამის ანალოგიურად სხვა საქმეში, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომაც სსკ-ის 126-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა ბრალდებულის მიმართ თავდაპირველად სსკ-ის 3531 მუხლით წარდგენილი ბრალი ბრალდებულის მიმართ, რომელმაც პოლიციელს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახეში, იმის გამო, რომ პოლიციელმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა იმ დროს, როდესაც ბრალდებული გოგონას ელაპარაკებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს ფორმა ეცვა, მისი ქმედება არ იყო მიმართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, ანუ არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივ საქმიანობასთან.

გარდა ამისა, დანაშაულის სუბიექტურ მხარეზე მსჯელობისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობდა თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, ბრალდებულმა, რომელსაც ყურადღება გოგონასკენ ჰქონდა გადატანილი, პოლიციელის მოთხოვნა შეურაცხყოფად და მის პირად ურთიერთობაში ჩარევად მიიჩნია, რასაც მოჰყვა შემდგომ განვითარებული მოვლენები.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ისიც, რომ ბრალდებული იმ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელის მიმართვა მის მიერ შესაძლებელია სწორად ვერ ყოფილიყო აღქმული. აღნიშნული კი, სასამართლოს აზრით, ცხადყოფდა, რომ  კონფლიქტი მოხდა პირადი მოტივით და აღნიშნულს რაიმე კავშირი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ ჰქონია. (იხ. №1/135-19, 21 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი, გამოძიების N019170319001).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ამ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა (იხ. საქმე № 1ბ/1616-19, 20 იანვარი, 2020 წელი)“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დასხელებული საქმეები ცხადყოფს, საქართველოს სასამართლოებს აქვთ გარკვეული ტენდენცია, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცირონ ქმედებები, რომლებიც მზია ამაღლობელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტი საშიშროებით ხასიათდება. ამის მიუხედავად, პროკურატურამ ცნობილ ჟურნალისტს ბრალი მძიმე დანაშაულის ბრალდებით წაუყენა, რაც, თავისთავად, მრავლის მეტყველი ფაქტია. სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, პროკურატურა აღწერდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის ქმედებას, იმსჯელებდა, ხომ არ იყო სავარაუდო ქმედება პასუხი ე.წ. „დაზარალებულის“ პროვოკაციულ ქმედებაზე, რა იყო ქმედების მოტივი და სუბიექტური მხარის სხვა ასპექტები, რამდენად ასრულებდა იმ კონკრეტულ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას „დაზარალებული“, რამდენად უკავშირდებოდა მზია ამაღლობელის სავარაუდო ქმედება „დაზარალებულის“ სამსახურებრივ საქმიანობას და სხვ. ბუნებრივია, რომ პროკურატურა ამ საკითხების დადგენას არც შეეცადა.

შესაბამისად, თუნდაც ყოფილიყო საფუძველი, რომ მზია ამაღლობელის საქციელი დანაშაულად მიჩნეულიყო, პროკურატურის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას, ვიდრე ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ მართლმსაჯულებას ჰქონდა. მეტიც, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა და მზია ამაღლობელის ჟურნალისტურ საქმიანობას და რეჟიმის მიმართ მის დამოკიდებულებას უკავშირდება.

„გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული.

„მზია ამაღლობელის ქმედება,  მისი მცირე მნიშვნელობის გამო, ობიექტური პირის პოზიციიდან საერთოდ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად. სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“. სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა“ – წერს ორგანიზაცია.

ამავე დროს, „გამჭვირვალობა“ წერს მზია ამაღლობელის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფადების კანონიერებაზეც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არაერთხელ აღუნიშნავს თავის ანალიტიკური ხასიათის მოხსენებებში, რომ საქართველოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას პოლიტიკური მოტივები გააჩნია და ის ემსახურება არა აღკვეთის ღონისძიების კანონიერი მიზნების მიღწევას, არამედ ბრალდებულზე და მთლიანად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენასა და მათ დაშინებას (იხ. მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძის და სხვების პატიმრობის თაობაზე ჩვენი შეფასება).

მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ისე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს, რომ არც დაინტერესებულა, რა მტკიცებულებითი საფუძველი გააჩნდა პროკურატურას, როდესაც მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ხსნიდა.

ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი“ – წერს ორგანიზაცია.

ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, – ამის შესახებ ნათქვამია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

“ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს მზია ამაღლობელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან. ქალბატონი მზია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და საქმისადმი ერთგულებით.

„ბათუმელები“/“ნეტგაზეთი“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში მედიისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ის 20 წელზე მეტია, მკითხველს სთავაზობს მაღალი პროფესიული სტანდარტით შექმნილ მედიამასალას, მოქალაქეებს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას და თანმიმდევრულად აშუქებს ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

განსაკუთრებით დასაფასებელია „ბათუმელების“, როგორც რეგიონული მედიასაშუალების, მუშაობა აჭარაში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. 14 იანვარს ქალბატონ მზიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აპროტესტებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ქალბატონი მზიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

მზია ამაღლობელი „ბათუმელები“/“ნეტგაზეთის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ კიდევ ერთმა გერმანულმა ფონდმა, კერძოდ, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა მოითხოვა ამაღლობელის გათავისუფლება.

ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.

აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა.

დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც.

ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

გიორგი კაკალაძე 10-დღიან პატიმრობაში დატოვა სასამართლომ, შუშანა მაცაბერიძე კი – 12- დღიან პატიმრობაში.

ლუკა ნაცვლიშვილი და შუშანა მაცაბერიძე

8-დღიან პატიმრობაში დატოვეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხორავაც.

„ჩვენ ვხედავთ უსამართლო სასამართლო პროცესებს. მოსამართლეებს წინასწარ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, ისინი უბრალოდ რეჟიმის დავალებებს ასრულებენ“ – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, ლარა ქარცივაძე.

„მონებო“, „რუსებო“ – ისმოდა სასამართლო პროცესებზე, სადაც რეჟიმის მოწმე პოლიციელები იდენტურ ჩვენებებს იძლეოდნენ დაკავებულების წინააღმდეგ, მაშინ, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებდა.

დღეს სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, რომელიც საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.

11-12 13 იანვარს ბათუმში, საპროტესტო აქციებზე მთლიანობაში 20 პირი დააკავეს.

სასამართლომ ორთვიან, წინასწარ პატიმრობაში დატოვა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც.

„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა

დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს.

ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დღეს გურამ მურვანიძესთან ერთად საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის, ლევან ხორავას სასამართლო პროცესიც გაიმართა.

8-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ლევან ხორავაც.

გურამ მურვანიძის და ლევან ხორავას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14 იანვარს გაიმართა.

11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც დღეს, პროკურატურის მოთხოვნით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

12 იანვარს კი 8 ადამიანი დააკავეს ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. აქედან ნაწილის სასამართლო პროცესი ჩატარდა და რამდენიმე მათგანი 5-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ, ნაწილის სასამართლო პროცესი კი ჯერ არ გამართულა.

ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს

კონრად ადენაუერის ფონდი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, მყისიერად გათავისუფლდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ქალბატონი მზია წლებია ხელს უწყობს თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას საქართველოში.

როგორც კონრად ადენაუერის ფონდის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ქალბატონი მზია მრავალი წელი დაუღალავად მუშაობდა გამოხატვის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დასაცავად, რომლებიც აუცილებელია ცოცხალი, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მისი საქმიანობა მედიადამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად საქართველოში ჩვენი საერთო მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მივიჩნევთ, რომ მისი დაკავება არა მხოლოდ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.

ჩვენი პარტნიორობა მზია ამაღლობელთან და მის ორგანიზაციებთან უმნიშვნელოვანესია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.

კონრად ადენაუერის ფონდი სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ მზიას, მის კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცივილიზებული და თავისუფალი საზოგადოების შექმნას ესწრაფვის”, –  ნათქვამია გერმანული ფონდის განცხადებაში.


11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულას ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.

მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მარია რესამ პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომლებსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მიიტანა მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” .

„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა.

ამის შემდეგ მარია რესამ მზია ამაღლობელზე კიდევ ერთი პოსტი გააზიარა, რომელსაც თან დაურთო სტატიის ლინკი, სადაც მოთხრობილია ამბავი ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავების შესახებ.

დღეს, 14 იანვარს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე მიიყვანეს ხელში წიგნით: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.

ამ წიგნის ავტორია ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარია რესა. დამფუძნებელი ონლაინ გამოცემისა “რაპლერი”.

მარია რესამ ნობელის პრემია 2021 წელს მიიღო. მანამდე ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო ის არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, ხოლო სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და ცოტა ხნით დაპატიმრებულიც იყო.



11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულას ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.

ეს არის სირცხვილი – როთი მზია ამაღლობელის დაკავებაზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება სირცხვილია.

ამის შესახებ მან 13 იანვარს თბილისში პროევროპულ აქციაზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის სირცხვილი, თუ ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მაშინ სახელმწიფოს და პოლიციას მათი დაპატიმრების უფლება არ აქვს.

ამ მთავრობას არ უნდა უკეთესობისკენ შეცვლა, მათ უბრალოდ უნდათ გაანადგურონ ამ ქვეყნის მომავალი, მაგრამ ხალხს არ მოსწონს ცხოვრების რუსული გზა, მათ მოსწონთ ცხოვრების ევროპული გზა. ამიტომ ვარ აქ და ამიტომ იბრძვიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) შეფასებით, ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი მისი საქმიანობის გამო ისჯება და არა იმიტომ, რომ კანონი დაარღვია. გარდა ამისა, უფლებადამცველების შეფასებით, ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს ქმედების შეუსაბამო მუხლით.

“მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას – მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, დაუსაბუთებელი იყო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფასების შესახებ. საია-ში აცხადებენ, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული.

“დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს,  მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა, იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც – ის, რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

ამავე თემაზე:

სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში გამოიხატა.

„მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სილის გაწვნა არაა თავდასხმა. თავდასხმა გაცილებით მასშტაბური რამეა, ვიდრე სილის გაწვნა (თავდასხმა იქნებოდა იარაღით, დანით, ჯგუფურად ან სხვა უფრო საშიში მეთოდების გამოყენებით ძალადობა); ეს მუხლი, რომელსაც მზია ამაღლობელს ედავებიან, სისხლის სამართლის კოდექსში იმიტომ გაჩნდა, რომ განსაკუთრებულად დაეცვა კანონის დამცველი პირები. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს სისტემა აღარაა კანონდამცველი. ამ ინციდენტამდე, ამავე დღეს, პოლიციამ უკანონოდ დააკავა მზია ამაღლობელი. აღარაფერს ვამბობ იმ სისტემურ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, რასაც ჩვენ 28 ნოემბრის შემდეგ ვხედავთ. ამიტომ, თქმა იმისი, რომ ეს ხალხი მის სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, არასწორია. პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობა არაა უკანონო დაკავება, უკანონო ბრძანებების გაცემა, მოქალაქეთა ლანძღვა-გინება მაშინაც კი, თუ მას აგინებენ (დიახ, თმენის ვალდებულება აქვთ, ხოლო უკანონობის შემთხვევაში, კანონიერად დაკავების უფლება)“, — წერს ლონდა თოლორია.

ის ხაზს უსვამს მაქსიმუმ, რითაც შეიძლება საგამოძიებო უწყება მას ედავებოდეს, ეს არის 126-ე მუხლი (ძალადობა), ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ტკივილი განიცადა. ეს დანაშაული მაქსიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ხოლო არარსებული თავდასხმა, რასაც ახლა ედავებიან მზია ამაღლობელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა იყო ამ ხელოვნური, მძიმე ბრალდების მიზანი? — მისთვის პატიმრობის შეფარდება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, როგორ „ისჯება” ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირი. უკანონოა პატიმრობის შეფარდება მაშინ, როცა არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე (ამისთვის კიდევ უკანონოდ უნდა დაეკავებინათ მზია ამაღლობელი და შემდეგ უნდა გაეწნა სილა მისი დამკავებლისთვის ან ასეთი ბრძანების გამცემისთვის).
ასეთია დღევანდელი სამართალი — არც ერთი დასჯილი მოხელე/არამოხელე, ვინც აქციის მონაწილეები ცემა, აწამა, მოჰპარა და ა.შ. ხოლო მეორე მხარეს უკანონოდ ბრალდებულები, უკანონოდ დაკავებულები, უკანონო პატიმრები, იმაზე მძიმე მუხლებით ბრალდებულები, ვიდრე რეალურად სახეზეა. სამართალზე და კანონზე ლაპარაკი ამ ქვეყანაში ისე გაუფასურდა, უკვე მგონია, ყველა სასაცილოდ გამოვიყურებით, ვინც ამაზე ვლაპარაკობთ“, — წერს ლონდა თოლორაია.

რას ამბობს HRW-ის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია განმარტავს, რატომ არღვევს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.

„პროკურორმა უბრალოდ ჩამოთვალა საქართველოს კანონმდებლობაში გირაოს უარყოფის მიზეზები. წინასწარი პატიმრობის ასეთი უნივერსალური გამოყენება არასწორია. ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნას და გაათავისუფლოს იგი სანდო გამოძიების მოლოდინში!

პროკურორი ამტკიცებდა, რომ ამაღლობელი, სავარაუდოდ, ჩაერეოდა გამოძიებაში ან ხელახლა ჩაიდენდა დანაშაულს, მაგრამ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ წარმოადგინა. ევროპულმა სასამართლომ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელიც გამართლებულია პირადი გარემოებებით.

საქართველოს სასამართლომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს სტანდარტებს. ის უნდა გათავისუფლდეს სანდო გამოძიების დასრულებამდე“, — წერს გოგია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო გადაეხადა გირაო 100 000 ლარის ფარგლებში.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია.

ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში.

გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად.

„კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რასაც „ოცნების“ პროპაგანდა გადმოსცემს და რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, არ არის ეს და არ არის ამიტომ: დაუკვირდით სიტყვებს „პოლიციელი“, „თავდასხმა“, „სამსახურებრივი საქმიანობა“. პოლიციელია ის, ვინც კანონს ასრულებს, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, დანაშაულს და სხვა სამართალდარღვევას აღკვეთს. ეს საქმიანობაა პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა. ორი დღეა ბათუმის მოვლენებს უყურებთ. რომელი ნახეთ აქედან?

28 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი ზემოაღნიშნულ მიზნით პოლიცია არ მოქმედებს. მეტიც, პოლიციას საერთოდ არ აქვს რაიმე მიზანი. მიზანი აქვს ივანიშვილს – ადამიანების დასჯა განსხვავებული აზრის გამო და ამ მიზნის მიღწევაში პოლიცია ინსტრუმენტია. თითქმის ორი თვეა სადამსჯელო ოპერაცია მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ადამიანებს უმიზეზოდ, უკანონოდ აკავებენ და სამაგალითოდ სცემენ. შემდეგ ივანიშვილის სხვა ინსტრუმენტები – პროკურატურა და სასამართლო ამ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.
იგივე ხდება ორი დღეა ბათუმში – კანონის ჩარჩოდან გასული, პოლიციის ფორმიანები (და არა პოლიციელები ზემოაღნიშნული გაგებით) უმიზეზოდ და უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. შემდეგ სასამართლო დემონსტრაციულად აპატიმრებს.

ამით იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არც სამართალია, არც წესრიგია, არც კანონია. ივანიშვილი ყოველდღე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ინსტიტუტი თავად არის, დანარჩენი ყველაფერი მისი მომსახურე პერსონალია. დაუკვირდით რა უქნა სასამართლოს, რას უშვება პოლიციას, რას უშვება საჯარო სამსახურს. ადამიანებს ბოლომდე დააკარგვინა სამართალდამცავების და მართლმსაჯულების რწმენა. პოლიციელები ხალხს სცემენ, აგინებენ, სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, სამართალდამცავები „ბლატაობენ“, „კაჩაობენ“, მოსამართლეები ქეიფისთვის სახეს კარგავენ.

და ამ რეალობაში, სადაც კანონი და სამართალი არავისთვისაა, „კანონი და სამართალი“ მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის უნდა იყოს? ან ეს რანაირი კანონი და სამართალია. და ვინც თვლით რომ არის, სად არის იგივე კანონი და სამართალი ნიღბიანი ზონდერების მიმართ, მოძალადე პოლიციელების მიმართ, ივანიშვილის მიმართ? რატომ ვერ პოულობენ ამ კანონს და სამართალს უკანონო პატიმრების მშობლები?

რაც შეეხება „თავდასხმას“ – სულ რომ დავაიგნოროთ ის რაც ზემოთ დავწერე და მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა – ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა. აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს – ფორმიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ?

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა? სინამდვილეში ასეთი საქმეები წყდება. მითუმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე.

ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად.
ძვირფასო პოლიციელებო, ქვეყნის ტრაგედიაა ის, რაც თქვენი, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება და მე ეს ძალიან მტკივა. ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს. მაგრამ მზია ამაღლობელის „სამაგალითო დასჯით“ თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით. დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში.

თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს! ახალი არჩევნები!“, – წერს ნათია მეზვრიშვილი Facebook-ზე.


11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთის“/„ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობლის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე სახელაშვილმა 4 მარტს ჩანიშნა.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით მას შემდეგ დააკავეს, როცა მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 14 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი იმსჯელებს, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, თუ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობლის მხარდასაჭარად აქციას მართავენ.

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, მანდატურები არ უშვებენ მზია ამაღლობლის მხარდამჭერებს სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში პირველი რიგი თავისუფალია.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

სასამართლო სხდომათა დარბაზში ყველა მოქალაქე არ შეუშვეს

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

მხარდამჭერი აქცია

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისინი მზია ამაღლობლის ახლობლები არიან. აქციაზე მათი მისვლის მომენტში მზია ამაღლობელი უკვე გათავისუფლებული იყო და წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც პოლიცია მოულოდნელად ძმების მიმართულებით დაიძრა და ორივე მათგანი დააკავა.

პოლიციის ქცევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აქციაზე, რომელიც ფაქტობრივად დასაშლელად ემზადებოდა, ჩოჩქოლი, დაპირისპირება და ჭყლეტა გამოიწვია. სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი მეორედ. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა პირველი მუხლით დაიწყო.

ძმების საქმის განხილვა მოსამართლემ ღამის ორის ნახევარზე დაიწყო. მას შეეძლო დაკავებულები დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ გაეთავისუფლებინა და სასამართლო სხდომა სხვა დროს ჩაენიშნა, თუმცა 11 იანვრის ღამით აქციის მონაწილეების საქმეების განხილვა მოსამართლემ შუაღამისას დაასრულა.

„პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას, შეეწყვიტა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება…“- ოქმის ჩანაწერი ამოიკითხა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

შსს-ს ვერსიით, გიორგი გაბაიძე პოლიციელებს შეურაცხყოფდა, მის დაკავებას კი შეეწინააღმდეგა იქვე მყოფი მისი ძმა – ლაშა გაბაიძე. მასაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„ისინი აქციაზე დაახლოებით 5 წუთით ადრე იყვნენ მისული… მათ არავისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა“ – მიმართა მოსამართლეს ირმა აბაშიძემ, საიას იურისტმა, ის სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.

„თუ არსებობს ამის მტკიცებულება, ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მე მქონდა რამე კომუნიკაცია პოლიციელთან, რომელიც პირდაპირ კისერში მომახტა, კი ბატონო, ვაგებ პასუხს. მე არანაირი კომუნიკაცია მანამდე პოლიციელებთან არ მქონია“ – უთხრა მოსამართლეს გიორგი გაბაიძემ.

„თქვენ ხშირად დადიხართ აქციაზე?“- მიუბრუნდა მოსამართლე გიორგი გაბაიძეს.

„დიახ“- თავი დაუკრა მოსამართლეს გიორგი გაბაიძემ. მეორე დაკავებულმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ის იმ დღეს პირველად მივიდა აქციაზე.

სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელებმა. საინტერესო აღმოჩნდა პოლიციელის, ლადო აფხაზავას ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ ლაშა გაბაიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.

„თუ მე გაყენებდით შეურაცხყოფას, მაშინ ჯერ გიორგი რატომ დააკავეთ და არა მე?“- პოლიციელს მიაჩერდა ლაშა გაბაიძე.

პოლიციელი თავიდან დუმილით შეხვდა ამ შეკითხვას, ხოლო პაუზის შემდეგ თქვა: „მაქსიმალურად ვარიდებდით თავს“.

„აქციის მონაწილეები მოვიდნენ პოლიციის შენობასთან… ბატონი გიორგი იყო ძალიან ნასვამი. ჩვენ, პოლიციელები, ვიდექით სამმართველოს შესასვლელთან, ის ჩვენ მიმართ იძახდა რუსეთის პოლიციელები და მონები ხართო, მოვუწოდეთ ამის შეწყვეტა. იქვე მყოფი მანდილოსნები მოუწოდებდნენ,  დამშვიდდით, თორემ თქვენც დაგაკავებენო, აგენმა – ვინ უნდა დააკავონ რუსმა პოლიციელებმაო?!“- უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა პოლიციელმა.

„მტკიცებულება გაქვთ ამის რამე?“- ამ პოლიციელსაც ჰკითხა გიორგი გაბაიძემ მტკიცებულების წარმოდგენა, რაც ამას დაადასტურებდა.

„მტკიცებულება არის ის, რომ 46 დღე მიდის აქცია და ვინმემ დააკავა ბატონი გიორგი?“- გაცხარდა პოლიციელი.

„არღვევდა რამეს? ის, რომ 46-ე დღეს დააკავეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩაიდინა სამართალდარღვევა“- პოლიციელს  მიმართა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.

„იმ დღეს მოგვცა საფუძველი და ამიტომ დავაკავეთ“- დაასრულა პოლიციელმა.

„ადგილი არ ჰქონია არანაირ ლანძღვა-გინებას,“- აღნიშნა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ და იმასაც გაუსვა, რომ ნასვამი აქციაზე მისვლა დარღვევა არ არის.

„თქვენ, მოსამართლემ დაარღვიეთ ამ ადამიანების უფლება“- გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს უსაყვედურა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ და იმაზე ისაუბრა, რომ დაკავებულებს ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცათ.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში აქციაზე კითხვის დასმისთვის დაკავებულ ორ პირს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში აქციაზე კითხვის დასმისთვის დაკავებულ ორ პირს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის კიდევ ორ მონაწილეს: ბათუმის საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელს, მალხაზ ირემაძეს.

მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ორივე მათგანი, ვაჟა დარჩია და მალხაზ ირემაძე, 11 იანვარს აქციაზე დააკავეს კითხვების დასმისთვის. მალხაზ ირემაძე ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები, ვაჟა დარჩიამ კი ჰკითხა – „რატომ დააკავეთ ციალა ქათამიძე“. 

მანამდე, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ასევე 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება – განიხილება აქციაზე დაკავებული კიდევ ორი პირის საქმე.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.

„საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი“ – საია მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.

საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები“.

საიას განცხადებით, მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს და მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო.

„მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – წერს უილსონი X-ზე.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ბათუმში აქციის სამ მონაწილეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო  5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს.

პატიმრობა შეეფარდათ მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს.

მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება – განიხილება კიდევ ორი აქციაზე დაკავებული პირის საქმე.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”.

„პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს.

მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს მის წინ მდგომს სტიკერი მიაკრა: „იფიცება საქართველო“.

„მე ის ჩვეულებრივი მოქალაქე მეგონა, მას არ ეცვა პოლიციელის ფორმა, ან სხვა ამოსაცნობი ნიშანი… რაც შეეხება ამ ფრაზებს, მე ის არ მითქვამს“,- უთხრა მოსამართლეს თათია აბულაძემ.

თათია აბულაძეს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

11 იანვრის ღამით ბათუმში სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ასფალტზე გაკვრისთვის 12 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის სამი იმავე ღამეს გაათავისუფლეს ხელწერილით. სტიკერის გაკვრისთვის იმ საღამოს ბათუმში დააკავეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე – მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა. მზია ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა იგი მალევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

11-12 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციებზე სულ 20 პირი დააკავეს.

„გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს შეურაცხყოფას“- თქვა მოსამართლემ, თუმცა მას ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ უთხრა, რომ აქციაზე ფრაზით – „რუსეთის მონებო“ თათია აბულაძეს პოლიციელებისთვის არ მიუმართავს.

„თათია აბულაძის საქმეზე“ დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ზურაბ მამულაძემ. მოწმემ თქვა, რომ პოლიციელს, რომელსაც ზურგზე სტიკერი მიაკრეს, პოლიციის ფორმა ეცვა.

„მართლა პოლიციელს მიაკრა ჩემი შინაგანი რწმენით“, – თქვა მოსამართლემ და იქვე განმარტა, რომ სტიკერის პოლიციელზე მიკვრა სამართალდარღვევაა.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე ამჯერად აქციაზე დაკავებული სტუდენტის მათე ცენტერაძის, გოდერძი ფრანგიშვილის და მუჰაჯირი ქართველის – ჯაფარ ილმაზის საქმეს განიხილავს. მოსამართლის სამუშაო მაგიდაზეა კიდევ 4 აქტივისტის საქმე.

______________

ფოტო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, სადაც დღეს, 13 იანვარს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მზია ამაღლობელს დღეს, 13 იანვარს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს

ბათუმის აქციებზე დაკავებულმა, ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუდასტურა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.

თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მისი წინაპრები აჭარიდან, სოფელ ხინოდან წასული მუჰაჯირები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები და კულტურა. თემურ ქათამაძე ბავშვობიდან საუბრობს ქართულად, იგი ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით არასათანადო მოპყრობაზე ოქმი შეადგინეს და სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს. საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე, დაკავებულები მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ მის რწმუნებულს დაკავებულების მონახულების საშუალება არ მისცეს:

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში“.

ამავე თემაზე:

11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. მან ადვოკატს უთხრა, რომ ის  ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

აქციაზე დააკავეს ასევე გიორგი კირთაძე – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია – „დროას“ ლიდერი, ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი – სტუდენტი და აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს.

გიორგი კირთაძე მოგვიანებით გამოუშვეს, მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის გადაწყვეტილებით პარლამენტში არ შევიდა. გათავისუფლების შემდეგ ის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

11 იანვარს კი პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ამ დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება, მათ შორის იყო ციალა ქათამიძე, ერთ-ერთი აქტივისტი.

დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე – სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,  ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.

საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

11 იანვარს დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაიწყეს, როცა საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს.

ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იმავე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.

ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.

კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე.

რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე. მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობელია.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

დღეს, 13 იანვარს, ბრალი წარუდგინეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმში 11 იანვრის საღამოს

11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო აქციის მონაწილე თათია აბულაძე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი. ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა უსისტემო და უსაფუძვლო დაკავება დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ. კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქტივისტი თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე.

მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

დღეს, 13 იანვარს, ბათუმის იზოლატორთან, გრიბოედოვის 4-ში, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სლოგანით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

12 იანვარს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისგან მზია ამაღლობელის საქმის უწყვეტ მონიტორინგს და შეფასებას.

 

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

დღეს, 13 იანვარს, გამართულ სასამართლო პროცესზე საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ, ასევე იურისტმა პაატა დიასამიძემ, შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადება ითხოვეს, რადგან უქმეების გამო მტკიცებულებები მათ დღეს ჩაბარდათ.

მოსამართლე დაეთანხმა ამ საქმეს თან დაერთოს „ბათუმელების“ 16 დეკემბრის პირდაპირი ჩართვის ამსახველი ვიდეოები.

საიას იურისტმა სასამართლოს წესით ასევე ითხოვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის აზრით, ეს მოთხოვნა „პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად“.

მოსამართლემ მოწმეების გამოკითხვაზეც უარი თქვა.

„არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები, რაც სრულად ასახავს იქ არსებულ ვითარებას“, – მიმართა მხარეს თეა ლაღაძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„ბარემ სასამართლო სხდომასაც ნუღარ ვატარებთ, პირდაპირ დაგვაპატიმრეთ“- შეეპასუხა შსს-ს წარმომადგენელს ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში.

ამ საქმეზე სამართალდარღვევას ედავებიან მოქალაქეებს, მაგალითად, დარიკო ჩიტაძეს, რომელმაც 16 დეკემბრის ღამეს პოლიცია ამხილა, ავტომანქანებს პოლიცია განზრახ უშვებს აქციის მიმართულებითო.

„თქვენ რას საქმიანობთ?“- ჰკითხა მოსამართლემ დარიკო ჩიტაძეს.

„ოფისში ვმუშაობ, დამიწებას ვაკეთებ, ბატონო“,- მშვიდად გახედა მოსამართლეს მოქალაქემ.

მოსამართლე ამ ეტაპზე განიხილავს კიდევ 9 პირის სამართალდარღვევის საქმეს. მათ შემთხვევებშიც საია სხდომის გადადებას ითხოვს.

„20 პირია უკვე აქციებზე დაკავებული, ვისაც ჩვენ ვიცავთ. არ ვიცი, მათი სხდომები როდის გაიმართება“, – მოსამართლეს საიას იურისტმა, თამარ წულუკიძემ განუმარტა, რომ შესაძლოა ხუთშაბათს, როცა ამ საქმის განხილვა დაიგეგმა, სხვა სხდომაზე მოუწიოს შესვლა.

მაგალითად, დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს 11 იანვრის ღამით „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ დაკავებულების საქმე. დაკავებიდან 48 საათი, ანუ მაქსიმალური ვადა დღეს იწურება.

11 იანვრის ღამით დააკავეს მზია ამაღლობელიც, „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი. მას სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენიდან 24 საათში კი, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მედიამენეჯერს პატიმრობას შეუფარდებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

 

„ბათუმელების“ ოპერატორი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს – ადვოკატი

„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, „ვინ იღებს“. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი.

შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ „ბათუმელების“ თანამშრომელს, თუმცა „ტვ პირველს“ ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულების რაოდენობაზე კომენტარისას უთხრა, რომ არ იცის, ვინ არის „ბათუმელების“ ოპერატორი.

გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.

ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ.

გურამ მურვანიძე გადაყვანილია ფოთის იზოლატორში.

ადვოკატის თქმით, მის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173 მუხლებით განიხილება.

გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომლის შემთხვევაშიც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

______________

ფოტოზე: გურამ მურვანიძე

ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება საქართველოს მოქალაქეების.

ჩვენ ვხედავთ, ფაქტობრივად, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები.

ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და პარალელურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პარალელურად, სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას.

თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც კი ბედავდა, რომ ქოცური განცხადებები ეკეთებინა თუნდაც, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. 

მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, ასევე, აჭარაში არსებულ ეგრეთ წოდებულ „ხარებებს“, – ბესელიასა და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება, ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით.

ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ დღეს სამართალდამცველებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე.

ეს არის ხელისუფალი, რომელიც 2021 წელს გახდა ჩვენთვის ძალადობრივი, რომელმაც მიისაკუთრა ბათუმის საკრებულო, რომელმაც მოკლა რეალურად ნუგზარ ფუტკარაძე, შანტაჟით და ზეწოლით.

ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობას და ერთადერთი რამ, ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“- განაცხადა დღეს ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 12 ადამიანი დააკავეს, გუშინ, 12 იანვარს კი 8 ადამიანი დააკავეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

ჯამში, 11-12 იანვარს ბათუმში მინიმუმ 20 ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 809 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 9 764 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 20 315 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 21 876 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 261 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 044 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 204 ერთეული [+183]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 018 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 708 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 3 695 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის სასამართლო „გზის გადაკეტვაზე“ 11 მომიტინგის საქმის განხილვას იწყებს

13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საპროტესტო აქციების 11 მონაწილის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც 2024 წლის 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა 16 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან გაბრუნება უწევდათ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი არეგულირებდნენ ავტომობილების გადაადგილებას.

იმავე ოქმის მიხედვით შსს აქციის მონაწილეებს: აზა გაბუნიას, თორნიკე კაკალაძეს, ნიკოლოზ მირცხულავას, ლაურა ქარცივაძეს, ირმა ზოიძეს და სხვებს საავტომობილო გზის ბლოკირებას ედავება.

აქციის მონაწილეების უფლებებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] იცავს. საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მოსამართლეს 20- 20-წუთიანი შუალედი აქვს 11 პირის საქმის განსახილველად.

„20 წუთი შეიძლება ერთი მხარისთვისაც არ იყოს საკმარისი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. საფუძვლები იდენტურია, ყველას ედავებიან გზის გადაკეტვას“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

პოლიცია ოქმში წერდა:

„ვინაიდან მანიფესტანტთა რაოდენობა არ შეადგენდა იმდენს, რომ გზა ყოფილიყო ბლოკირებული, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკზე და იქ გამოეხატათ პროტესტი. დამატებით მიეცათ გონივრული ვადა, რომ საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა პირებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნა და კვლავ მოახდინეს საავტომობილო გზის ბლოკირება“.

თამარ წულუკიძის განმარტებით, აქციებზე თითქმის ყოველდღე იმდენი ადამიანი იყრის თავს, რამდენიც იმ დღეს იყო:

„მაშინ შეიძლება ყოველდღე მოუწოდო დაშლისკენ, რაც არასწორია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავინ შეფერხებულა, არასამუშაო საათები იყო. იქ არის მთავრობის სახლი, ღამის რვის ნახევარზე სამუშაოდ არავინ მისულა. სწორედ ამ პერიოდში ედავებიან აქციის მონაწილეებს გზის უკანონო გადაკეტვას.

ასევე, იქ არც საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.

თვითონ პოლიციის თანამშრომლები ქმნიდნენ ხელოვნურ დაბრკოლებებს იმისთვის, რომ გადაადგილება შეფერხებულიყო ხელოვნურად, მათი მანქანები იყო ძალიან დიდი რაოდენობით, არცერთ სხვა დღეს ამდენი პოლიციის მანქანა იმ ტერიტორიაზე სხვა დროს არ ყოფილა. არსებობს ეს კადრები.

საინტერესოა, რა მასალა აქვთ წარმოდგენილი მათ საქმეში. ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია მასალები და ვნახავთ ვიდეომასალებს. ჩვენც ვაპირებთ ჩვენი მხრივ მტკიცებულებების წარდგენას და პოზიციის დაფიქსირებას“.

ეს საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უნდა განიხილოს.

ვრცლად ამ თემაზე:

„რა დაწერეს პოლიციელებმა ოქმებში ბათუმში აქციის დროს გზის გადაკეტვის საქმეზე – „ჩვენი დაშინება უნდათ“

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის განცხადება

“ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს მიმართავს:


12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც  თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება.


ასევე შეგახსენებთ, რომ  11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ოპერატორისა და ფოტოგრაფის, გურამ მურვანიძის დაკავებას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული   “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

„მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს: პირველად – კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) ედავებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი გამოუშვეს, თუმცა მალევე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხელახლა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას არასათანადოდ მოეპყრნენ.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს” აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე  ოპერატორი  გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაზე ზეწოლის მოტივით დააკავეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობლის, გურამ მურვანიძისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“ – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

Exit mobile version