რემონტი- ექსტაზი?

 

წინასარემონტო რჩევები კატოსგან

როცა, ბათუმში სუსხიანი ქარი უბერავს, მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ სიცივის შემდეგ სახლში სიმყუდროვე მელოდება – სანთლები, დაბალი განათება, ფანჯრები დიდი ვიტრაჟებით, ოთახის მცენარეები და რამდენიმე ძველი ან ახალი ნივთი. ჩემი სახლი  ახლა ჩემი თავისუფლების ნაწილია -აქ ჩემი ესთეტიკაა და არ ვიზღუდები. და თუ შევთანხმდით, რომ ეს თავისუფლებაა, მაშინ მის მოპოვებას მე 14 წელი მოვანდომე. Continue reading “რემონტი- ექსტაზი?”

რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით

ტურიზმის დეპარტამენტი კვების ობიექტებს ფასების შემცირებისაკენ მოუწოდებს 

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ტურისტული სეზონის დაწყების წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმში არსებულ კვების ობიექტებს ფასების შემცირების რეკომენდაციას აძლევს. დეპარტამენტის გარდა კერძო ბიზნესს ფასების შემცირებისაკენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც მოუწოდებს. არის თუ არა ეს პრობლემის ხელოვნურად მოგვარების მცდელობა და რამდენად სწორია ამ ფორმით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის რეგულაცია, ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ შეეცადა.

ბათუმში მდებარე რესტორანი „ყირამალა“ ერთ-ერთი ბოლო კვების ობიექტია რომელმაც მენიუს ფასები 10 დღის წინ შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ტურიზმის დეპარტამენტის რეკომენდაციას, დაეკლოთ ფასები, თავდაპირველად რესტორნის ადმინისტრაცია არ დათანხმდა. ამის გამო კი თითქოს „ყირამალას“ ბათუმის ბულვარის  ადმინისტრაციამ მთელი რიგი ბარიერები შეუქმნა – მანქანის პარკინგისათვის გამოყოფილი ადგილის შესასვლელები ჯაჭვით ჩაკეტა და რესტორანი ფაქტობრივად ავტოსადგომის  გარეშე დატოვა. თუმცა ამ ფაქტს თავად რესტორნის მენეჯერი კატეგორიულად უარყოფს. „რამოდენიმე დღის გაკეთებულია ეს ჯაჭვები. რატომ გააკეთეს და მილი გამოცვალეს,“ – ამბობს რესტორან „ყირამალას“ მენეჯერი ია ფირცხალავა.

შესასვლელი გზის ჩაკეტვის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს  ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი ირაკლი კოტია. Continue reading “რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით”

რეზო ღლონტის მუსიკა

ავტორი: ია ფრანგიშვილი

რეზო ღლონტი ექსპერიმენტულ, ელექტრონულ მუსიკას უკვე სამი წელია ქმნის. იგი პროფესიით მეზღვაურია და ძირითადი რეპერტუარიც ზღვაში აქვს შექმნილი. სულ ახლახან, კომერციული უფლება მის პირველივე ალბომზე პოლონურმა ლეიბლმა -AudioTong -მა შეისყიდა და ქართველ მსმენელს, ალბომის Street Risen Wire-ის ოფიციალური ვერსია სწორედ მათი ვებგვერდიდან, სულ რაღაც სამ ევროდ შეუძლია შეიძინოს.

Continue reading “რეზო ღლონტის მუსიკა”

რაში იხარჯება აჭარის სარეზერვო ფონდი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

2011 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, წლის განმავლობაში ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან ყველაზე ბევრი თანხა – 92 ათასი ლარი დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიანი დედებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით გამოიყო. ყველაზე ცოტა – 4 500 ლარით კი მოქალაქე ქეთევან ბოლქვაძეს მკურნალობის ხარჯები დაუფარეს. Continue reading “რაში იხარჯება აჭარის სარეზერვო ფონდი”

რატომ შემცირდა წამლებზე ფასი?

ავტორი: ნინო კახიშვილი
საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ კვლევამ აჩვენა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც მედიკამენტებზე ფასის შემცირება გამოიწვია. „2009 წლის მონაცემებით, საზღვარზე ერთ ლარად შემოტანილ წამალს აფთიაქამდე კიდევ ერთი ლარი ემატებოდა და მოსახლეობას ეს წამალი ორი ლარი უჯდებოდა. წამალზე ამხელა მოგება ძალიან ბევრია, რადგან ევროპის ქვეყნებში (განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებში) წამალს საშუალოდ მხოლოდ 45% ემატება, ჩვენთან კი 2009 წელს ეს საშუალოდ 100% იყო,“ – ამბობს საერთაშორისო ფონდ კურაციოს ხელმძღვანელი. Continue reading “რატომ შემცირდა წამლებზე ფასი?”

რატომ ვეღარ ივლი ზღვაზე

ცაგო კახაბერიძე
შავ ზღვას ექვსი მთავრობა ჰყავს. ექვსივესთვის მისი მთავარი ხიბლი საპორტო გასასვლელია. ექვსივე ქვეყნის მედია წერს, რომ „შავ ზღვაში სიცოცხლე კვდება“ და ამის საილუსტრაციოდ ათასობით დაღუპული თევზისა თუ დანაგვიანებული სანაპიროების ამსახველ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის კვლევის ცენტრში ამტკიცებენ, რომ „შავ ზღვას საგანგაშო არაფერი სჭირს“. კვლევის შედეგების გაცნობაზე კი უარს მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნიან: „არ შეიძლება“. Continue reading “რატომ ვეღარ ივლი ზღვაზე”

რატომ გეხება ეს შენ

სამოქალაქო სექტორმა უკვე ერთი კვირაა აქტიური კამპანია გააჩაღა სახელწოდებით _ “ეს შენ გეხება”. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში მიღებულ კანონებს აპროტესტებენ, მათ შორის კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”, რომელშიც, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების თქმით, ბუნდოვანი მუხლებია და ისინი ამომრჩევლის წინააღმდეგაა მიმართული. Continue reading “რატომ გეხება ეს შენ”

რატომ გაყიდა ივანიშვილმა მე–9 არხი?

მე–9 არხის გაყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა პირველად ია ანთაძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. Continue reading “რატომ გაყიდა ივანიშვილმა მე–9 არხი?”

რატომ გადადგა მე-15 სკოლის დირექტორი

ავტორი:ეთერ თურაძე
ბათუმის მე-15 სკოლის დირექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აჭარის განათლების მინისტრამდე ეს განცხადება ჯერ არ მისულა. თუმცა, გია აბულაძე ადასტურებს, რომ უწყების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია, მე-15 სკოლის დირექტორსა და ერთ-ერთი მოსწავლეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. Continue reading “რატომ გადადგა მე-15 სკოლის დირექტორი”

რატომ გადადგა აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სულხან ჯორთმენაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო, ისევ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილედ დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად სულხან ჯორთმენაძემ დაუდასტურა. Continue reading “რატომ გადადგა აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე”

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

თემურ გოგიტიძე, მამოლოგი

“კიბო უკურნებელია” – ასე ფიქრობს ალბათ ბევრი ჩვენგანი. ბევრის აზრით, თუკი ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი ამ სიმსივნისგან წამებასა და ტანჯვაში დაიღუპება. ონკოლოგიურ დაავადებათა ბუნება დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო და თვით დაავადებაც რთულად ექვემდებარებოდა მკურნალობას. საქართველოში და ჩვენთანაც, ბათუმში, ეს სიტუაცია ახლა იწყებს შეცვლას. მდგომარეობის გამოსწორება დაკავშირებულია სამკურნალო დაწესებულების ტექნიკური აღჭურვილობის გაახლებასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძუძუს კიბოს დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.
რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი “მისი სახელის ხსენებას”.
პირველი და უმთავრესი,- შემთხვევათა უმრავლესობა დგინდება შორს წასულ სტადიაზე, როდესაც ნამდვილად შეუძლებელია გამოჯანმრთელება. თუმცა ამას მხოლოდ კიბოს ვერ დავაბრალებთ. გულის, ფილტვის, თავის ტვინის სისხლძარღვების არაავთვისებიანი დაავადებებიც სასიკვდილოა, გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება. მაგრამ ხალხს კიბოსი ეშინია. ეს კი უკვე პალიატიური მზრუნველობის განუვითარებლობის ბრალია.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ბათუმში, ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელო, 100-დან მაქსიმუმ 5 ქალს ესმება დიაგნოზი იმ სტადიაზე, როცა შეიძლება ადვილად განკურნება. ქვეყანაშიც ანალოგიური სიტუაციაა. საქართველოს 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკით, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევათა 7,1 პროცენტში დადგინდა დაავადების პირველი, 32%-ში _ მეორე, 29,3%-ში _ მესამე, ხოლო 28,5%-ში მეოთხე სტადია. ეს ძალიან ცუდი მონაცემია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნებში სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე 70-80%-ში დგინდება. თუ რატომ ვლინდება სიმსივნე ჩვენთან ასე გვიან, ამის შესახებ ვილაპარაკებთ შემდგომ და ვეცდებით, გამოსავალი ვნახოთ. Continue reading “რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს”

რასმუსენი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება შიდა რეფორმებზეა დამოკიდებული

ავტორი:ოთო დალაქიშვილი
ნეტგაზეთი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრობს, 9 ნოემბერი. ფოტო: გურამ მურადოვი
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის პრეს–კონფერენცია, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა ხუთი შეკითხვის დასმა მოახერხეს.

შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასმუსენმა უპასუხა:

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ ძალაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება ამ შეხვედრაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. Continue reading “რასმუსენი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება შიდა რეფორმებზეა დამოკიდებული”

რასმუსენი სააკაშვილს ბათუმში შეხვდება

დღეს 15:00 საათზე, თბილისში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოდის. ნატოს დელეგაცია დღესვე, რასმუსენის თავმჯდომარეობით, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თბილისში.

Continue reading “რასმუსენი სააკაშვილს ბათუმში შეხვდება”

რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამების პრეზიდენტის ლექსიკაში

საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე მეორედ სდებს ბრალს ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო.
თაზო კუპრეიშვილი

Continue reading “რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამების პრეზიდენტის ლექსიკაში”

რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი

ავტორი: ნათია შალიკაშვილი, მაგისტრი, ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგი

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ცუდი გამიხარდებოდა, მაგრამ ახლა იმაზე უნდა დავწერო, თუ რა დონემდე გაგვანადგურეს ჩვენი ოჯახი, რომ მიტევებისა და შეცოდების გრძნობა საერთოდ დავკარგეთ. ჩემმა ახლობელმა როცა გაიგო, რომ გელა მახარაძე დაიჭირეს, დიდი სიხარულით დამირეკა. მას ჩემი სასამართლო პროცესებიდან კარგად ახსოვს ამ გამომძიებლის გამოსვლები.

მისი დაკავების ამბავი ვერ დავიჯერე და სოციალურ ქსელებში დავიწყე ინფორმაციის ძიება. როცა დავრწმუნდი, რომ მართლაც დაკავებული იყო, მთელმა ოჯახმა ერთხმად შევძახეთ – დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი. Continue reading “რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი”

რასაც ბათუმის მერიაში ვერ ელევიან

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

„იგივეა, რაც ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე დარგში დამსახურებისთვის“, – ასეა უცხო სიტყვათა ლექსიკონით. კანონმდებლობით კი ის არის „დამატებითი ანაზღაურება, ანუ წახალისება კარგად მუშაობისთვის, რომელიც შეიძლება გაიცეს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლებამდე…“ „პრემია არის ის, რასაც სამ თვეში ერთხელ ვიღებთ დამატებით ერთი ხელფასის ოდენობით“, – განმარტავს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე.
Continue reading “რასაც ბათუმის მერიაში ვერ ელევიან”

რას ფიქრობენ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ბათუმში

რეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან

ავტორი: ნათია ზოიძე

„თუ შუქი არაფერია, გაზი არაფერია, მშენებლობა არაფერია, პრეზიდენტო, ერთი სათხოვარი გვაქვს შენთან, უცხოეთიდან ჩამოგვიყვანეთ თვალის ექიმი, ხალხი რომ ამას ვერ ხედავს”, – 82 წლის მერი ლაცაბიძე “გაზეთ” ბათუმელების” გამოკითხვაში ამ შეფასებით მას შემდეგ ჩაერთო, როცა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ხმამაღლა თქვა, რომ მას სურს იხილოს ქვეყანა “სააკაშვილის გარეშე..”.

“ვერ ვაპატიებ ტყუილს, უსამართლობას. ჩემი შვილიც სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს… მომტირალი ქალი აღარ დარჩა სანათესაოში, ყველა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული…” Continue reading “რას ფიქრობენ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ბათუმში”

რას უპირებს მერია გმირთა მემორიალს

დღეს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ირგვლივ ტერიტორია შემოიღობა. მუშები, რომლებიც მემორიალის შემოღობვაზე არიან დაკავებული, ამბობენ რომ სამუშაოებს მერიის დავალებით ასრულებენ. თუ რა მიზნით ხდება მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და ხომ არ აპირებს მერია მის დემონტაჟს, ამის თაობაზე ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე კომენტარს არ აკეთებს. 

დღეს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ირგვლივ ტერიტორია შემოიღობა. მუშები, რომლებიც მემორიალის შემოღობვაზე არიან დაკავებული, ამბობენ რომ სამუშაოებს მერიის დავალებით ასრულებენ. თუ რა მიზნით ხდება მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და ხომ არ აპირებს მერია მის დემონტაჟს, ამის თაობაზე ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე კომენტარს არ აკეთებს. 

რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი

ავტორი: მაია მეცხვარიშვილი

თემურ პატარიძე

სახლში, რომელიც ხელისუფლებამ აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს ჩამოართვა, მისი ამჟამინდელი შემცვლელი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, თეიმურაზ პატარიძე ცხოვრობს.

Continue reading “რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი”

რას კითხავდით პრეზიდენტს?

რამდენიმე საათში ქვეყნის პრეზიდენტი საქართელოს პარლამენტში დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. ფორმატი მიხეილ სააკაშვილისთვის შეკითხვების დასმას ითვალისწინებს. პრეზიდენტს კითხვები დეპუტატებმა უნდა დაუსვან, თუმცა „ბათუმელებმა“ გადაწყვიტა, გამოეკითხა ის ადამიანები, ვისაც სააკაშვილისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ აქვს. რას კითხავდით პრეზიდენტს? -გამოკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჩატარდა. Continue reading “რას კითხავდით პრეზიდენტს?”

რას ირჩევენ ტურისტები

ავტორი: ირმა ზოიძე 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების დიდი ნაწილი, ივლის-აგვისტოსთვის უკვე სრულად დაჯავშნულია. ამ სასტუმროებში დამსვენებლები ტურისტულ სააგენტოებს ჩარტერული რეისებით ჩამოჰყავთ. ტრადიციულ სეგმენტს, რომელიც აჭარაში ისვენებდა, წელს ტურისტები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდანაც დაემატება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა დიასამიძე ამბობს, რომ აჭარაში ჩამოსვლის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე სასტუმროები, რომლებიც ტურისტებს მიიღებენ: „ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებსაც დიდი სანომრე ფონდი გააჩნიათ. მაგალითად, ივლისის დასაწყისისთვის „ინტურისტში“, „შერატონში“, „ერაპალასში“, „მარინაში“, „სანაპიროშიც“ კი, რომელიც გარეუბანში მდებარეობს, ადგილები არ არის”.

Continue reading “რას ირჩევენ ტურისტები”

რამდენი ლარი დაიხარჯა -MTV-ის კონცერტზე

ლელა დუმბაძე

2011 წლის 2 აგვისტოს ბათუმში გამართულ მუსიკალური არხის MTV კონცერტზე ((MTV LIVE BATUMI) თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ბიუჯეტიდან 139 121,79 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია ბათუმის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გელა მახარაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს 5 სექტემბერს მიაწოდა.

ლელა დუმბაძე

2011 წლის 2 აგვისტოს ბათუმში გამართულ მუსიკალური არხის MTV კონცერტზე ((MTV LIVE BATUMI) თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ბიუჯეტიდან 139 121,79 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია ბათუმის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გელა მახარაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს 5 სექტემბერს მიაწოდა.

რამდენი იხარჯება წამალზე

ავტორი: ნინო კახიშვილი
საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ. წნევის დამწევი პრეპარატისთვის, ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ, გულისა და დიაბეტის სამკურნალოდ პენსიონერ ვახტანგ აფციაურს, 100-ლარიანი პენსიიდან თვეში, 50-ლარამდე ეხარჯება.
Continue reading “რამდენი იხარჯება წამალზე”

რაზე ესაუბრა ოპოზიცია ნატოს დელეგაციას

ავტორი:ოთო დალაქიშვილი
ნეტგაზეთი
ნატოს დელეგაციასა და საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერების განცხადებით, ეს იყო, ძირითადად, ინფორმციების გაცვლის შეხვედრა, სადაც ნატოს ელჩები გაეცნენ იმ რეფორმებს, რაც ქვეყანაში ტარდება. Continue reading “რაზე ესაუბრა ოპოზიცია ნატოს დელეგაციას”

რადგან მოვედი ესე იგი მაქვს განცდა, რომ შემიძლია – ბიძინა ივანიშვილი.

„მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ესროლონ. ის ამბობს: „რომ ეგონათ მთავრობას სოროსი აფინანსებდა სინამდვილეში იმ თანხას ძირითადად მე ვიხდიდი“. Continue reading “რადგან მოვედი ესე იგი მაქვს განცდა, რომ შემიძლია – ბიძინა ივანიშვილი.”

რა ღირს პენსიონერთა ხმა

ავტორი: ლელა დუმბაძე

თეო მიქაძე
ლალი ბიბილაშვილი 75 წლისაა, ქუჩაში გაზეთებს ყიდის. წვიმიანი და საკმაოდ ცივი დღეა, მაგრამ ამბობს, რომ მთავრობის შემწეობაზე ყოფნას, მუშაობა ურჩევნია: `ბევრი კი არაფერი მრჩება, მაგრამ… ამით ვცოცხლობ, თავსაც ვირჩენ და გულსაც ვაყოლებ~. ვეკითხები, რას ფიქრობს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც მომავალი წლიდან პენსიების 40 ლარით გაზრდას ითვალისწინებს… Continue reading “რა ღირს პენსიონერთა ხმა”

რა ღირს მანქანის პარკირება?

  ნათია ზოიძე

ბათუმის საკრე ბულომ 21 ივნისს განსაზღვრა პარკირების საფასური ბათუმის ტერიტორიაზე.
პარკირების საფასური: 7 დღე – 4 ლარი; 30 დღე – 10 ლარი 182 დღე – 20 ლარი; 365 დღე – 40 ლარი
განსხვავებულია საფასური ტაქსებისთვის: ტაქსის მფლობელებმა ყოველთვიურად 2-ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ. ამ შემთხვევაში 30 დღეში გადასახდელი თანხა 20 ლარია.
ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის. საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული დადგენილებით, პარკირების საფასურის ამოღებაზე შპს `ბათუმის პარკინგი~ იმუშავებს და გადახდილი თანხაც “ბათუმის პარკინგის” ანგარიშზე გადაირიცხება.
ახალი ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ეკა თარგამაძემ განმარტა, რომ ამ პროექტის მიღებას ორი მიზანი აქვს: პარკირების ორგანიზებულობა და ქალაქის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.

  ნათია ზოიძე

ბათუმის საკრე ბულომ 21 ივნისს განსაზღვრა პარკირების საფასური ბათუმის ტერიტორიაზე.
პარკირების საფასური: 7 დღე – 4 ლარი; 30 დღე – 10 ლარი 182 დღე – 20 ლარი; 365 დღე – 40 ლარი
განსხვავებულია საფასური ტაქსებისთვის: ტაქსის მფლობელებმა ყოველთვიურად 2-ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ. ამ შემთხვევაში 30 დღეში გადასახდელი თანხა 20 ლარია.
ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის. საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული დადგენილებით, პარკირების საფასურის ამოღებაზე შპს `ბათუმის პარკინგი~ იმუშავებს და გადახდილი თანხაც “ბათუმის პარკინგის” ანგარიშზე გადაირიცხება.
ახალი ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ეკა თარგამაძემ განმარტა, რომ ამ პროექტის მიღებას ორი მიზანი აქვს: პარკირების ორგანიზებულობა და ქალაქის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.

რა ღირს ბილეთი სტინგის კონცერტზე?

3 ივლისს ბათუმის პიაცაზე კრის ბოტი და სტინგი გამართავენ კონცერტს. ცნობილია, რომ სტინგი თავისი ცნობილი ჰიტებიდან ხუთ სიმღერას შეასრულებს. საგანგებოდ კონცერტისთვის დაუკრავს ეროვნული ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით.
კრის ბოტთან ერთად ბათუმს სხვა მუსიკოსები – დომინიკ მილერი, ლიზა ფიჩერი და ბილი კილსონი ეწვევიან. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 380 ლარია, თუმცა არის 90 ლარიანი, ფეხზე დასადგომი ბილეთებიც.
პიაცას მოედანზე საშუალოდ ორი ათასი ადამიანი თავსდება.
კონცერტი საქველმოქმედო იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად „სკრინინგ ცენტრს“ გადაერიცხება, რომელიც ძუძუს კიბოს პრევენციას ემსახურება.

3 ივლისს ბათუმის პიაცაზე კრის ბოტი და სტინგი გამართავენ კონცერტს. ცნობილია, რომ სტინგი თავისი ცნობილი ჰიტებიდან ხუთ სიმღერას შეასრულებს. საგანგებოდ კონცერტისთვის დაუკრავს ეროვნული ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით.
კრის ბოტთან ერთად ბათუმს სხვა მუსიკოსები – დომინიკ მილერი, ლიზა ფიჩერი და ბილი კილსონი ეწვევიან. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 380 ლარია, თუმცა არის 90 ლარიანი, ფეხზე დასადგომი ბილეთებიც.
პიაცას მოედანზე საშუალოდ ორი ათასი ადამიანი თავსდება.
კონცერტი საქველმოქმედო იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად „სკრინინგ ცენტრს“ გადაერიცხება, რომელიც ძუძუს კიბოს პრევენციას ემსახურება.

რა პრობლემები შეექმნა „მის საქართველო 2011“-ს?

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

მის საქართველო 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი წლის ყველაზე ლამაზ ქალად 1 სექტემბერს დაასახელეს. რამდენიმე დღეში ქართული მედია მის საქართველოს მოქალაქეობის არ ქონაზე ალაპარაკდა. მედიის ყურადღების ცენტრში მყოფ ლამაზმანის ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. ჯანეტის 9 წლის და სახლის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მიუხედავად პრობლემებისა მის საქართველომ ლონდონში მაინც გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო მის მსოფლიო 2011-ში.

Continue reading “რა პრობლემები შეექმნა „მის საქართველო 2011“-ს?”

რა თქვა აგვისტოს ომის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ?

ივანიშვილის სამდივნო რამდენიმე წუთის წინ ახალ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს პასუხობს . რა თქვა ივანიშვილმა აგვისტოს ომზე ?. batumelebi.ge უცვლელად გთავაზობთ ივანიშვილის პრესსამდივნოს ახალ განცხადებას Continue reading “რა თქვა აგვისტოს ომის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ?”

რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს

ავტორი: ეთერ თურაძე

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი, ნიკოლოზ წიკლაური, წინასწარ პატიმრობაშია. დაახლოებით ორი თვის წინ მთავარ პროკურატურაში ჯერ საზღვაო აკადემიის იურისტი რამაზი ხალვაში დააკავეს, შემდეგ კი თავად რექტორი ნიკოლოზ წიკლაური. რამაზ ხალვაში 12 მაისს გაათავისუფლეს.

რა ბრალდება აქვს ნიკოლოზ წიკლაურს წაყენებული? -„ბათუმელების“ ამ კითხვას მთავარ პროკურატურაში წერილობით უპასუხეს: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნიკოლოზ წიკლაურმა, რომელიც „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორის თანამდებობაზე 2010 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 12 მარტამდე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“კუთვნილი ფულადი თანხა.

ჩადენილი დანაშაულისათვის ნიკოლოზ წიკლაურს წარედგინა ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის გაფლანგვა). მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.

სისხლის სამართლის საქმეს ამჟამად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამავე საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ იურისტის რამაზ ხალვაშის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2010 წლის ნოემბრიდან) ბრალეულობა.

კერძოდ, რამაზ ხალვაში დაეხმარა ნიკოლოზ წიკლაურს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ კუთვნილი თანხის გაფლანგვაში. მას 2012 წლის 13 მარტს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, თუმცა ეს ღონისძიება 2012 წლის 12 აპრილს შეეცვალა გირაოთი და იმავე დღეს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შემდეგ სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ანუ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკოლოზ წიკლაურს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარ პროკურატურაში არ გვიპასუხეს, რა რაოდენობის თანხის გაფლანგვას ედავებიან აკადემიის ყოფილ რექტორს.

ნიკოლოზ წიკლაურს აკადემიაში მოქმედი კაპიტანი ირაკლი შარაბიძე ჩაენაცვლა. იგი ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობას ასრულებს.„ბათუმელებთან“ ირაკლი შარაბიძემ თქვა, რომ საზოგადოება ამ კვირაში გაიგებს ახალი რექტორის არჩევნების თარიღს და კანდიდატების ვინაობას. მან პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა, მომავალ არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ, თუმცა საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი ინფორმირებული თანამშრომლის თქმით, აკადემიის რექტორი სწორედ ირაკლი შარაბიძე გახდება.

 

რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი

ავტორი: ლელა დუმბაძე

ჩემი სამშობლო ქვეყნისთვის და ერის სამსახურისთვის თავს დავდებ, მისთვის თავსაც ადვილად გავწირავ და სისხლსაც დავღვრი“, – ეს სიტყვები ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილს ეკუთვნის. ამ ადამიანის და, ზოგადად, ქართველი კათოლიკეების ღვაწლი საქართველოს წინაშე აღიარებულია. ქართველი, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების როლზე მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს. მაგრამ დგება მომენტი, როცა, „დიდი ცივილიზაციის მქონე და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა“ ადამიანებს სწორედ რელიგიური ნიშნით ასამართლებს.

ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართულ იდენტობას რელიგია, კონკრეტულად კი მართლმადიდებლობა განსაზღვრავს.

რა არის „ეროვნული სული“ და „ეროვნული ცნობიერება“? – საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ქართველი სწორედ მართლმადიდებელი უნდა იყოს.

54 წლის ავთანდილ აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ „ეროვნული სული“, იმ ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემაა, სადაც დაიბადა და ცხოვრობს:  „ეროვნული სული შენი ეროვნება, ენა, მიწა-წყალია, წეს-ჩვეულებები და ტრადიციაა, რასაც ყოველდღიურ ყოფაში ავლენ“.

მას მიაჩნია, რომ ეროვნული და რელიგიური ცხოვრება ერთმანეთს არ უპირისპირდება, „პირიქით, ერთმანეთს ავსებს“.

ავთანდილ აბაშიძე მუსლიმი ქართველია, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას ისევე მოეთხოვება ქვეყნის სიყვარული და მასზე ზრუნვა, როგორც მართლმადიდებელს:

„ერთადერთი ერი, ვინც ეროვნებას და რელიგიას აიგივებს, ებრაელი ერია. იგივე მცდელობაა საქართველოშიც, მაგრამ ეს არ არის სწორი, ადამიანის იდენტობას მხოლოდ რელიგია არ განსაზღვრავს. მოლას შვილი ყოველთვის არ გამოდის მოლა, ადამიანის ცხოვრება ცვალებადია, მთავარია მორალი, რომელიც ერთნაირად ფასეულია მართლმადიდებლისთვისაც და მუსულმანისთვისაც“.

„ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები ტრადიციებითა და ეროვნული ნიშნით ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მუსულმანები.

რუსეთი და საქართველო რელიგიურად ერთმორწმუნეა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ოკუპაციის წლებში სწორედ მან შეუქმნა საფრთხე ჩვენს ეროვნულ იდენტობას“, – ამბობს მადონა კახიძე.

მისი აზრით, სხვადასხვა რელიგიის თანაცხოვრება აჩვენებს, რომ საფრთხე მოდის არა კონკრეტული რელიგიებიდან, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან: „მე რუსული სკოლა დავამთავრე და შეიძლება ქართულზე უკეთესად რუსულად ვმეტყველებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქართულზე მეტად მიყვარს რუსული კულტურა.

12 წლიდან მუსულმანობას მასწავლიდნენ, მაგრამ დღეს პროტესტანტი ქრისტიანი ვარ, თუმცა ჩემში, როგორც ეთნიკურად ქართველში, არაფერი შეცვლილა. ღმერთთან ურთიერთობა ადამიანის პირადი არჩევანია“.

კითხვაზე, რა აქვს მართლმადიდებლობას ისეთი, რაც ასე სჭირდება ქართულ ნაციონალიზმს? – მადონა ამბობს: „არ ვიცი. ზოგადად, როცა მრევლი ერთია, საზოგადოების მართვა ხელისუფლებას უფრო უადვილდება“.

ბათუმელი კათოლიკე ქართველის, თენგიზ პარმაქსაზიშვილის თქმით, განხეთქილებას პოლიტიკა იწვევს: „ჩემი და მართლმადიდებლის ოჯახი ღირებულებებით დიდად არ განსხვავდება.

ის, რაც განგვასხვავებს, ეროვნულ იდენტობას არ უქმნის საფრთხეს. თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, ყველა ქართველის როლი თანაბარია.

მესხეთის საქართველოს ფარგლებში არსებობას სწორედ კათოლიკეებს – თამარაშვილებსა და გვარამაძეებს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ამ ოჯახებმა შეძლეს იქ ეროვნული სულის შენარჩუნება. თამარაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც სტამბულის ბაზარზე ქართველის მიერ მონად გაყიდულ ქართველს ყიდულობდა, ასწავლიდა და უკან აგზავნიდა საქართველოში“.

თენგიზ პარმაქსაზიშვილისთვის ეროვნულ იდენტობას, ენის გარდა, გარემოც განსაზღვრავს: „ისტორიულად შერვაშიძეები შირვანის ხანის შთამომავლები არიან, აფხაზებს ქართველმა მეფემ ჩამოუყვანა და დაუსვა მთავრად, მაგრამ აბა, გაბედე და უთხარი შერვაშიძეებს ქართველები არ ხართო.

რამდენი გვარია რუსეთში ქართული წარმომავლობის, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო ქართველობასთან. გურიაში ბევრი რუსული გვარი ცხოვრობს, რომლებიც ქართველობენ. ქრისტიანობა კი არ ცნობს ნაციონალურ ჩარჩოებს: „ასე რომ იყოს, მაშინ ქრისტე მარტო ებრაელების იქნებოდა. ნაციონალიზმი და რელიგია უნდა გავმიჯნოთ“.

სხვა მოცემულობაზე საუბრობს მართლმადიდებელი თამარ ბაჯელიძე. მისთვის მართლმადიდებლობა და ქართველობა იდენტურია. „მუსულმანი ქართველი, ნახევრად ქართველია“, – ამბობს ის. თუმცა არც იმ აზრს გაურბის, რომ – „სწორხაზოვნად საუბარი რთულია.

არიან მართლმადიდებლები, რომლებიც არ უსმენენ ქართულ მუსიკას, ეროვნულობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ცუდი ქართველები არიან. მთავარი ეროვნული ღირებულება მაინც უფროსის, მშობლის პატივისცემაა, რაც იკარგება. ძმა ძმას არ ენდობა, საშვილიშვილო წყევლა-კრულვა მიდის იმის გამო, რომ რაღაც ვერ აპატიეს. პატიება ძალიან ბევრს ნიშნავს – მართლმადიდებლობასთან ამის გამო იგივდება ქართველობა“.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კულტურათა იდენტობაში რელიგიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა ადამიანს უნდა შევხედოთ როგორც ინდივიდს, როგორც სახელმწიფოს შენებაში წვლილის შემტანს, „მაგრამ „ერის გადამრჩენლების“ რიტორიკაში ვერ ვხედავთ მოქალაქეს და ეს პრობლემაა“.

ფილოსოფოსის თქმით, ნაციონალური ფუნდამენტალიზმი, ზოგადად, გაუნათლებლობის ბრალია, ხოლო ადამიანს ეროვნება და რელიგია ორივე თანაბრად სჭირდება: „როგორც კი ერთ მხარეს გადაიხრები, ფაქტობრივად, ხარ ერთ ადგილზე დგომის მომხრე. ნაციონალურ ფუნდამენტალიზმს კი ქსენოფობიური შიში იწვევს, რომელიც გლობალიზაციის შიშიდან მოდის“.

მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მსგავს შიშს, რაც ჩნდებოდა დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. მაგრამ ეს შიში უნდა დაიძლიოს. „სხვანაირად, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციას ვერ შევძლებთ“.

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია ბათუმში

ბათუმში ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „შეწყდეს ჟურნალისტების დევნა“, „შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა“, – ითხოვდნენ ჟურნალისტები.

დღეს აქციები ჟურნალისტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=LxpFj_jdYgA&feature=youtu.be]

.

[slideshow]

ბათუმში ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „შეწყდეს ჟურნალისტების დევნა“, „შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა“, – ითხოვდნენ ჟურნალისტები.

დღეს აქციები ჟურნალისტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=LxpFj_jdYgA&feature=youtu.be]

.

[slideshow]

ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს

“ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უშლიან ხელს.

რეპორტიორები ზუგდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდნენ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში შესაძლოა ბომბი იყოს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ “ლაივპრესის” რეპორტიორს თამარ ზანთარაიას ვიდეოკამერა წაართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, მაგრამ კამერიდან მეხსიერების ბარათი ამოღებულია, რის გამოც რეპორტიორი ვეღარ ახერხებს ადგილზე არსებული სიტუაციის გადაღებას.

ამის შემდეგ ვიდეოკამერა წაართვეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორს ოთო დალაქიშვილს:

“მოვედი თუ არა აქ, დავიწყე გადაღება, მაგრამ ეგრევე მოვიდა ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და კამერა წამართვა. მითხრა, რომ არ შეიძლებოდა მისი კადრში მოხვედრა. რატომ და ვინ არის ეს ადამიანი ასეთი, რომ მისი გადაღება არ შეიძლება, ჩემთვის უცნობია, ის მის ვინაობას არ ასახელებს,” – ამბობს ოთო დალაქიშვილი.

“ლაივპრესის” რედაქტორის გერონტი ყალიჩავას თქმით, მოგვიანებით მას ზუგდიდის კუდ-ის უფროსმა რუსლან შამახიამ მეხსიერების ბარათი მიუტანა:

“მაგრამ ეს არის ახალი ჩიპი, ჩემი არ არის და არ ავიღე ამიტომაც, მე ვითხოვ ჩემი ჩიპის დაბრუნებას. ამის გამო, ვერ ვიღებთ ვერაფერს. ჩემს ერთ რეპორტიორს ჩიპი წაართვეს, მეორეს – კამერა. ესენი არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ერთი, ვინც ნაცნობია ჩემთვის, არის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი,” – ამბობს გერონტი ყალიჩავა.

მისივე თქმით, ადგილზე უპრობლემოდ მუშაობენ “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” გადამღები ჯგუფები. შესაბამისად, უცნობია, რატომ და ვისი ბრძანებით უზღუდავენ კონკრეტულად “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ადგილზე მუშაობის უფლებას.

“ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უშლიან ხელს.

რეპორტიორები ზუგდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდნენ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში შესაძლოა ბომბი იყოს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ “ლაივპრესის” რეპორტიორს თამარ ზანთარაიას ვიდეოკამერა წაართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, მაგრამ კამერიდან მეხსიერების ბარათი ამოღებულია, რის გამოც რეპორტიორი ვეღარ ახერხებს ადგილზე არსებული სიტუაციის გადაღებას.

ამის შემდეგ ვიდეოკამერა წაართვეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორს ოთო დალაქიშვილს:

“მოვედი თუ არა აქ, დავიწყე გადაღება, მაგრამ ეგრევე მოვიდა ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და კამერა წამართვა. მითხრა, რომ არ შეიძლებოდა მისი კადრში მოხვედრა. რატომ და ვინ არის ეს ადამიანი ასეთი, რომ მისი გადაღება არ შეიძლება, ჩემთვის უცნობია, ის მის ვინაობას არ ასახელებს,” – ამბობს ოთო დალაქიშვილი.

“ლაივპრესის” რედაქტორის გერონტი ყალიჩავას თქმით, მოგვიანებით მას ზუგდიდის კუდ-ის უფროსმა რუსლან შამახიამ მეხსიერების ბარათი მიუტანა:

“მაგრამ ეს არის ახალი ჩიპი, ჩემი არ არის და არ ავიღე ამიტომაც, მე ვითხოვ ჩემი ჩიპის დაბრუნებას. ამის გამო, ვერ ვიღებთ ვერაფერს. ჩემს ერთ რეპორტიორს ჩიპი წაართვეს, მეორეს – კამერა. ესენი არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ერთი, ვინც ნაცნობია ჩემთვის, არის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი,” – ამბობს გერონტი ყალიჩავა.

მისივე თქმით, ადგილზე უპრობლემოდ მუშაობენ “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” გადამღები ჯგუფები. შესაბამისად, უცნობია, რატომ და ვისი ბრძანებით უზღუდავენ კონკრეტულად “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ადგილზე მუშაობის უფლებას.

ჟურნალისტები ბათუმის სასამართლოს წინააღმდეგ

ავტორი: ეთერ თურაძე
ბათუმის სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, საზოგადოებამ გაიგოს, რა ჩაწერა მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა სპეცოპერაცია „ენვერის“ ორი მონაწილის განაჩენში. ამ სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილი შეტყობინების თანახმად, პეტრე დევრიშაძისა და გაბრიელ უსტალიშვილის საქმის განაჩენი საიდუმლოა, რადგან „ენვერის“ საქმე სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა.

Continue reading “ჟურნალისტები ბათუმის სასამართლოს წინააღმდეგ”

პროტესტი რუსეთს

ქართული კულტურის სახლი, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, კვირას ვაპროტესტებთ დღევანდელ დღეს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას და ამ ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას.

Continue reading “პროტესტი რუსეთს”

Exit mobile version