სიახლეები

რემონტი- ექსტაზი?

30.05.2012 • • 1686
რემონტი- ექსტაზი?

წინასარემონტო რჩევები კატოსგან

როცა, ბათუმში სუსხიანი ქარი უბერავს, მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ სიცივის შემდეგ სახლში სიმყუდროვე მელოდება – სანთლები, დაბალი განათება, ფანჯრები დიდი ვიტრაჟებით, ოთახის მცენარეები და რამდენიმე ძველი ან ახალი ნივთი. ჩემი სახლი  ახლა ჩემი თავისუფლების ნაწილია -აქ ჩემი ესთეტიკაა და არ ვიზღუდები. და თუ შევთანხმდით, რომ ეს თავისუფლებაა, მაშინ მის მოპოვებას მე 14 წელი მოვანდომე.

ეს დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი მეუღლე რემონტის აუცილებლობაში დამერწმუნებინა. მოკლედ, თუ თქვენ მარტო არ ცხოვრობთ და რემონტის დაწყება მხოლოდ  თქვენი გადასაწყვეტი არ არის -შეთანხმების მიაღწევა პირველი რჩევა.

რემონტის დაწყებისთვის გაზაფხული საუკეთესო დროა, მაგრამ მზადება ზამთარში უნდა დაიწყოთ… ზამთრის ერთ ღამეს ჩაი ალუბლის მურაბით გვერდით მოვიდგი და კომპიუტერთან დავჯექი. დავძებნე ვებგვერდები ინტერიერის შესახებ, სოციალურ ქსელში ასეთ გვერდებს უფრო ადვილად იპოვი, თანაც უფასოდ.

მაგალითისთვის ავიღოთ freshome.com და კარგად დაათვალიეროთ, რადგან ყველა კარგ საიტზე რამდენიმე კატალოგია: სახლი მინიმალისტური სტილით, თანამედროვე ან  კლასიკა. საკუთარ ემოციებს დააკვირდით, თუ თქვენ რომელიმე ფოტო სახის მიმიკას შეგიცვლით, ე.ი. მასზე რეაქცია გაქვთ. შემდეგ დააკვირდით, ფოტო რომელი კატალოგიდანაა. ჩემს გამოცდილებას თუ გაიზიარებთ, მე ასე აღმოვაჩინე, რომ  სკანდინავიური სტილი  ჩემია, ანუ ეს არის სადა აპარტამენტები ღია ფერებში, ცოტა, მაგრამ კომფორტული ავეჯით, ლამაზი აივნით, თეთრი, ღია ცისფერი ან ღია მწვანე  ბუფეტებით, თაროებით. როცა აღმოაჩენთ რა მოგწონთ, მესამე ეტაპი იწყება.

აზომეთ თქვენი სახლი და მონიშნეთ:

რამდენი ჩამრთველი და ამომრთველი გჭირდებათ, სად დგამთ ტელევიზორს, კომპიუტერის მაგიდას, ბრა ან ტოშერი სად განთავსდება. იმ ადგილის განათება წინასწარ უნდა შეარჩიოთ, სადაც ნახატის დაკიდებას აპირებთ. დაუთოებისთვის ადგილს სად გამოყოფთ, იქნებ გარდერობის ოთახიც მოთავსდება? არ დაგავიწყდეთ, რომ სამზარეულოში ჩამრთველი გჭირდებათ მაცივრისთვის, ღუმელისთვის, გამწოვისთვის, მიკროტალღოვანისთვის. დიასახლისს სამუშაო ნაწილში მინიმუმ ორიანი ჩამრთველი სჭირდება, მიქსერი რომ გამოიყენოთ ან მწვანილის ელექტროსაჭრელი. განათება აუცილებელია ნიჟარასთანაც. შეეცადეთ, გამწოვი ახლოს იყოს ვენტილაციის კედელთან, სამზარეულოს კარადის თავზე სიგრძეზე გაწოლილმა მილმა თქვენი დიზაინური შესაძლებლობები ეჭვის ქვეშ რომ არ დააყენოს. ასევე განსაზღვრეთ სველი წერტილები აბაზანაში. არ დაგავიწყდეთ ტრაპის გათვალისწინება აივანზეც, აივნის ღია კედელი 5-7 სანტიმეტრამდე მაინც ამოაშენეთ, ასე სისუფთავის დაცვა ბევრად გაგიიოლდებათ.

მესამე ეტაპი:

წარმოიდგინეთ, რომ დასვენების დღეები არ გექნებათ, შაბათ-კვირას ერთი თვის განმავლობაში თქვენ უნდა მოიაროთ ბაზრობები და მაღაზიები, რადგან კარგი და ცუდი კაფელის დაგება ერთი და იგივე ოდენობის თანხა ჯდება. წაგებული დარჩებით არჩევანს იაფ კაფელზე თუ გააკეთებთ, რადგან ხელოსანს მინიმუმ 2000 ლარს გადაუხდით და 300 ლარის გამო 10 წელი ყოველდღე უყურებთ კაფელის კედელს, რომელიც თქვენი ესთეტიკის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.  აღიარებულია,  რომ ესპანური კაფელი კარგია. მე იტალიურიც ძალიან მომწონს. საქართველოში ერთიც შემოაქვთ და მეორეც. თუ თქვენი სახლი ძალიან თანამედროვე უნდა იყოს, მაშინ დიდი და პრიალა ფილები შეარჩიეთ. თუ რეტრო მოგწონთ პატარა ფილები ბზინვარების გარეშე, ოდნავ დაძველების ეფექტით, ონკანები, კანალიზაციისა და გათბობის მილები, ელექტროგაყვანილობა – საუკეთესოდ ავსტრიული ითვლება.

ბოლოს ეს ყველაფერი უკვე ხელოსანთან ერთად უნდა შეიძინოთ, ტვინის ბურღვას“ რომ გადარჩეთ. რომ გაიგოთ როგორ უნდა შეარჩიოთ ხელოსანი და რისთვის გჭირდებათ დიდი მუყაოს ყუთები, კატოს რჩევებს `ბათუმელების შემდეგ ნომერში უნდა დაელოდოთ.

დაიმახსოვრეთ, რემონტის პროცესში მის წამოწყებას ბევრჯერ ინანებთ, რადგან რაც არ უნდა საინტერესოდ გეჩვენებოდეთ ეს პროცესი, ყოველთვის ექსტაზის მომგვრელი არ არის. განსაკუთრებით ხელოსანთან ურთიერთობა.

გადაბეჭდვის წესი