სიახლეები

რადგან მოვედი ესე იგი მაქვს განცდა, რომ შემიძლია – ბიძინა ივანიშვილი.

30.05.2012 • • 1218
რადგან მოვედი ესე იგი მაქვს განცდა, რომ  შემიძლია – ბიძინა ივანიშვილი.

„მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ესროლონ. ის ამბობს: „რომ ეგონათ მთავრობას სოროსი აფინანსებდა სინამდვილეში იმ თანხას ძირითადად მე ვიხდიდი“. ხელისუფლებას, რომელსაც ფინანსურად და რჩევებით ეხმარებოდა, 7 ნოემბრის შემდეგ დაემშვიდობა. ფიქრობს, რომ მე-9 არხის დახურვა და ხელისუფლებისთვის ჩუქება შეცდომა იყო. კიდევ იმას ფიქრობს, რომ მისი ბოლო რეაქცია „კავკასიასთან“ და „მაესტროსთან“ დაკავშირებით შესაძლებელია გადაჭარბებული იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ მზად არის თავისივე შექმნილი მთავრობის ოპოზიცია დააფინანსოს. ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ პროცესი დაიწყება. მიაჩნია, რომ საუკეთესო პარლამენტია, სადაც 3 პარტია მაინც მუშაობს.
პიროვნული შტრიხებიდან: არ უყვარს ნადირობა და თევზაობა. ფრინველებიდან არ უყვარს ბეღურები, რადგან მიაჩნია, რომ მერცხლებს ბუდეებს ართმევენ. ყოველ დილით ურეკავს დედას, რომლის პირველი რეაქცია შვილის პოლიტიკაში მოსვლაზე იყო ასეთი – „მომილოცავს დაწინაურება“.
ამონარიდები ბიძინა ივანიშვილის ია ანთაძისთვის მიცემული ინტერვიუდან:
არ გამოვრიცხავ მესროლონ
ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს ხელისუფლების რეაქციების შესახებ „მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.
დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.“
„მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.“

გადაბეჭდვის წესი