ავტორი: ლელა დუმბაძე
ლალი ბიბილაშვილი 75 წლისაა, ქუჩაში გაზეთებს ყიდის. წვიმიანი და საკმაოდ ცივი დღეა, მაგრამ ამბობს, რომ მთავრობის შემწეობაზე ყოფნას, მუშაობა ურჩევნია: `ბევრი კი არაფერი მრჩება, მაგრამ… ამით ვცოცხლობ, თავსაც ვირჩენ და გულსაც ვაყოლებ~. ვეკითხები, რას ფიქრობს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც მომავალი წლიდან პენსიების 40 ლარით გაზრდას ითვალისწინებს…ლალი ბიბილაშვილი: „ვჩუქნი მაგ 40 ლარს მთავრობას… რაში უნდა გვეყოს. ბაზარში რომ მივდივარ, უკან ატირებული ვბრუნდები. ცხოვრება ისეთი ძვირია, სად გამოჩნდება ეგ ფული. პრეზიდენტი წინა არჩევნებზეც გვპირდებოდა, მაგრამ არ მოგვცეს. ახლა ივანიშვილი რომ გამოჩნდა, აფაფხურდნენ. არჩევნებია და გაუჭირდათ თორემ, არც მაგ 40 ლარს გაიმეტებდნენ ჩვენთვის“.
ქალბატონი ლალი ამბობს, რომ დაზღვევა ძალიან კარგია, მაგრამ, როცა არჩევანი გიწევს, უარს ამბობს საკუთარ კეთილდღეობაზე: „მარტო მე რომ ვიყო, შეიძლება დავიზოგო, მაგრამ როცა შვილიც უმუშევარია და სხვა შემოსავალი არ არსებობს, ძნელია თქვა, რომ პენსია საკმარისია. ერთი პური და ერთი პატარა არაჟანის კოლოფი 2 ლარზე მეტი ჯდება. ეს თვეში 60-70 ლარია. რაღა დარჩა? ხილზე და ტკბილეულზე ხომ ოცნებაც ზედმეტია“.
ჯევრი კობალაძეც პენსიონერია. მას მიაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, დაზღვევის თანხა 40 ლარში არ ეანგარიშა მთავრობას: „არ იმეტებენ დაზღვევისთვის ფულსო, როგორ გავიმეტო, როცა არ მყოფნის. მოეცათ ეგ 40 ლარი და დაზღვევისთვის ცალკე გამოეყოთ. საარჩევნო გათვლებია, აბა, აქამდე რატომ არ დაამატეს. ისიც მომავალი წლიდანო, იქამდე ნახევარი პენსიონერი ვერ გაატანს“. ჯევრი კობალაძე უკმაყოფილოა მომსახურებითაც: „სამი საათია უკვე და დილის 11 საათიდან გარეთ, წვიმაში ვდგავართ. ბანკს ის ვერ მოაგვარებინეს, რომ წესიერად მოემსახურონ ხალხს. ერთი სალარო მუშაობს, იმ დაზღვევაზეც ასე გაგვაწვალებენ, ალბათ“.
ლევან ჯინჭარაძე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია, ამიტომ 40-ლარიანი საპენსიო პაკეტი მას არ ეკუთვნის. ამ უწყების პენსიონერები რიგით პენსიონერებთან შედარებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში არიან: „ძალიან მინდა, რომ ამ ადამიანებს ცოტა შეღავათი მიეცეთ. მართალია, დაზღვევისთვის ჩვენი პენსიონერი ფულს ვერ იმეტებს, მაგრამ მათ ძალიან სჭირდებათ ყურადღება. ქუჩაში ხელგაწვდილ ადამიანს რომ ვხედავ, თავს ვალდებულად ვთვლი, დავეხმარო. გუშინ ქუჩაში ორლარიანი დაკარგა ერთმა ქალბატონმა, ისე განიცდიდა, ავიღე და მე მივეცი სამი ლარი. ხალხზე ზრუნვა მთავრობის ვალია. ვხედავ, მუბარაქის ან ბევრ სხვა მაგალითსაც, სად არის მათი მილიონები, თვითონ გაქრენ და იმ ფულს ახლა სხვა ბანდიტები იყოფენ. არ ჯობდა, ხალხისთვის მიეცათ“.
თამაზ დობორჯგინიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, გერმანიში ცხოვრობს და ბათუმში, როგორც გვეუბნება, იშვიათად ჩამოდის. მისი აზრით, დაზღვევა, მით უმეტეს საპენსიო ასაკში, ადამიანისთვის მშვიდ სიბერეს ნიშნავს. ხელისუფლებამ ხალხს აუცილებლად უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სიბერის წლები ცოტათი კომფორტულად გაატარონ: „მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ნავთობის და სხვა სიმდიდრის მქონე ქვეყანა, მაგრამ ხელისუფლებამ უკეთ უნდა იზრუნოს თავის ხალხზე. ეს დახმარებაც საარჩევნო გათვლაა. ამას მაშინ აკეთებენ, როცა თვითონ უჭირთ“.
მომავალი წლიდან პენსიის 140 ლარამდე გაზრდაზე განცხადება, პირველად ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. თუმცა როგორც მოგვიანებით განმარტეს, 40 ლარს პენსიონერი 15-ლარიანი დაზღვევის და სხვა მომსახურების სახით მიიღებს. „ესაა გეგმიური ოპერაციები, ანალიზები, ექიმის კონსულტაცია და მათ შორის გარკვეული წამლების დაფინანსება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 40-ლარიანი მომსახურების პაკეტით მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერები ისარგებლებენ. კონკრეტულად რაში დაიხარჯება დარჩენილი 25 ლარი, ამაზე მანანა მანჯგალაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ აქვს. „მე ძირეულ განმარტებებს ვერ მოგცემთ, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია. კანონპროექტი 2012 წლის ბიუჯეტთან ერთად არის შესული პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ დამტკიცდება“, – ამბობს მანანა მანჯგალაძე.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მოიცავს 40-ლარიანი საპენსიო პაკეტი 15-ლარიანი დაზღვევის გარდა, არც ჯანდაცვის სამინისტროში აქვთ: „ეგ ჯერ არავინ იცის, რამდენი ლარი იქნება – 15, 20 თუ 25 და რა მომსახურება შევა. მომავალი წლის სექტემბრამდე ბევრი რამ შეიცვლება. ალბათ აგვისტოსთვის იქნება ჩამოყალიბებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პარლამენტის საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში, საორგანიზაციო დეპარტამეტის თანამშრომლის ეკატერინე ცაგაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 16 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს: „ბიუჯეტის კანონპროექტი შენიშვნებით ორჯერ უკვე გადაეგზავნა მთავრობას. საპენსიო პაკეტიც იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული“.