სიახლეები

რატომ ვეღარ ივლი ზღვაზე

30.05.2012 • • 1334
რატომ ვეღარ ივლი ზღვაზე

ცაგო კახაბერიძე
შავ ზღვას ექვსი მთავრობა ჰყავს. ექვსივესთვის მისი მთავარი ხიბლი საპორტო გასასვლელია. ექვსივე ქვეყნის მედია წერს, რომ „შავ ზღვაში სიცოცხლე კვდება“ და ამის საილუსტრაციოდ ათასობით დაღუპული თევზისა თუ დანაგვიანებული სანაპიროების ამსახველ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის კვლევის ცენტრში ამტკიცებენ, რომ „შავ ზღვას საგანგაშო არაფერი სჭირს“. კვლევის შედეგების გაცნობაზე კი უარს მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნიან: „არ შეიძლება“.

„არაფერი ისეთი შავ ზღვას არ სჭირს, რომ ხმამაღლა ვიყვიროთ, განგაში ავტეხოთ“, _ ამბობს ბიოლოგი რეზო დიასამიძე, რომელიც 42 წელია შავი ზღვის კვლევის ცენტრის თანამშრომელია. _ „საბჭოთა კავშირის შემდეგ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სამრეწველო ინდუსტრიის მოშლამ ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა შეამსუბუქა“.
„ქალაქები ცხოვრობენ შავ ზღვაზე“ – წერს თურქული ნაციონალური ტელეარხის „კარადენიზ ტვ“-ის ჟურნალისტი, ზღვის დაბინძურების მიზეზად იგი კანალიზაციის წყალს, სამეურნეო ნაგავსა და ზღვაში ნავთობის ჩაღვრას ასახელებს.
ბულგარული მედია მეტ ყურადღებას ზღვის ბინადრების პრობლემებს უთმობს. „შავ ზღვაში თევზები კვდებიან“, – ამ სათაურით ბულგარეთის ქალაქ ბურგასის ინტერნეტგაზეთში თევზის იმ სახეობებზე წერენ, რომლებსაც წყლის დაბინძურების გამო განსაკუთრებული საფრთხე შეექმნათ. ერთ-ერთი სტატიის ავტორი ყურადღებას ზღვაში ზუთხისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა შესამჩნევ კლებას უთმობს. ამ შინაარსის სტატიები ექვსივე ქვეყნის გამოცემებზე იძებნება.
ცოტა ხნის წინ შავი ზღვის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც შავი ზღვის მდგომარეობა საგანგაშოდ იყო შეფასებული. ამ ორგანიზაციამ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ზღვის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.
კითხვას, თუ ყველაფერი რიგზეა, რამ მისცა ევროპარლამენტს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი? – ბიოლოგიის დოქტორი რეზო დიასამიძე პასუხობს, რომ „მართალია, სამრეწველო ინდუსტრია საქართველოში მოიშალა, მაგრამ სხვა ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი ამ მხრივ განვითარებულია“. ის ამტკიცებს, რომ შავი ზღვის მოსაზღვრე ექვს ქვეყანას შორის გარემოს ყველაზე კარგი დამცველი საქართველოა. „მე ვიცი, რასაც ეძებთ თქვენ, ჟურნალისტები, მაგას სჯობს, შავი ზღვის სიკეთეებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომელსაც ჯეროვნად არ ვიყენებთ და რომელსაც ქვეყნისთვის მილიონობით ევროს მოტანა შეუძლია“.
რეზო დიასამიძის ინფორმაციას ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძეც ადასტურებს. მისი თქმით, „ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავ ზღვაში დაფიქსირდა, ექსპერტების მიერ უნიკალურ მოვლენად არის აღიარებული“.
თევზის მასიურად დაღუპვის მიზეზი შავი ზღვის კვლევის ცენტრში ტემპერატურის მატებით ახსნეს. „გასულ წელს წყლის ზედაპირი 33 გრადუსამდე გათბა, რამაც მიკრობული შლამები განავითარა, დაავადებების გაჩენას ამან შეუწყო ხელი“.
ამ ცენტრში ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ კვლევას აწარმოებენ, სანიტარულ კვლევას კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორია ატარებს. ამ ლაბორატორიამ შავი ზღვის სანიტარული კვლევა ბოლოს სექტემბერში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარა, სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, `გარკვეულ ადგილებში კონცენტრატების მატება დაფიქსირდა, მაგრამ არა _ ნორმის ზემოთ, არსებულ ფონურ მდგომარეობასთან შედარებით არის მატება“.
ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, „აჭარის სანაპირო ზოლში აქტიური დამაბინძურებლები აღარ არიან. მას შემდეგ კი, რაც კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა მიუერთდება სანაპირო ზოლს, ბაქტერიოლოგიური დაბინძურების კერები მთლიანად აღმოიფხვრება“. აჭარის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში 2013 წლის პირველ ნახევარში შევა.
რაც შეეხება ზღვის სიკეთის არაეფექტურად გამოყენებას, რეზო დიასამიძე ამბობს: „ჩვენი სახელმწიფო საპროცესო შეთანხმებებით ავსებს ბიუჯეტს, მაშინ როცა ცხვირწინ გვაქვს შავი ზღვა, რომელიც არის დოლარის ულევი მარაგი. მაგალითად, ესპანეთს მარტო მოლუსკი მიდიას რეწვით წელიწადში სამას მილიონზე მეტი დოლარი შეაქვს ბიუჯეტში, ხალხიც ხელფასს იღებს, იქ 200 ლარი არ არის ხელფასი, 1000 დოლარზე მეტია.“
იგივე ითქმის თურქეთზეც _ კალმახის მოშენებისთვის მომზადებული აუზი როცა მაჩვენეს, იდეა მოვუწონე, მაგრამ ერთი პრობლემაა, ფული-მეთქი. მასპინძელმა მითხრა, „პრობლემ იოქ“. თურქეთში თუ პროდუქტს აწარმოებ, მიზერულ პროცენტში ხანგრძლივი ვადით გაძლევენ სესხს. თურქები რომ ჩამოვიდნენ, საკალმახე მეურნეობის აზრზე არ იყვნენ, მერე ისე აიტაცეს იდეა, აბა შეეჯიბრე. აქაც უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, როგორც მიდიების მოშენებისთვის, რომელიც ძვირფასი პროდუქტია, ასევე „შპროტის“ წარმოებისთვის, წელიწადში შეგვიძლია 30 000 ტონა თევზი ამოვიღოთ. შეიძლება ორაგულის წარმოებაც, ის ჩვენს წყლებში სახლობს. ასტაკუსის კულტივირება კი უზარმაზარ მოგებას მოგვიტანს _ ამის გაკეთებას კაცი და ფული სჭირდება, ეს შეიძლება გააკეთონ მილიარდერებმა, მაგრამ ამის ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ“.
რეზო დიასამიძეს ყურადღება არ გაუმახვილებია ზღვის სიკეთის კიდევ ერთ მხარეზე, რის გამოც ზღვა სამედიცინო დანიშნულების ჩამონათვალშიც ხშირად ხვდება. ფრაზა – „ივლი ზღვაზე“, ექიმ მიხეილ მჟავანაძეს პაციენტისთვის მიცემულ დანიშნულებაში არაერთხელ ჩაუწერია. პროფესიით ნევროპათოლოგი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზღვაზე სიარულს ის ხშირად ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტებს ურჩევს. „ცურვა კარგია, როგორც სახსროვანი აპარატისთვის, ისე კუნთოვანი სისტემისთვის, ზღვის წყლის სიკეთე ამ მხრივ განსაკუთრებულია. ამასთან დოზირებული მზის აბაზანები ორგანიზმში D ვიტამინს გამოიმუშავებს“, _ ამბობს მიხეილ მჟავანაძე.
დეპუტატის თქმით, ზღვასთან სიახლოვეს ურჩევენ „ჩიყვით“დაავადებულებს და დეპრესიულობის გამოვლენის შემთხვევაშიც: „პაციენტს ურჩევენ ზღვის სანაპიროზე სეირნობას განსაკუთრებით დილის საათებში, რაც შეიძლება მეტი იოდი რომ მიიღოს. დეპრესიულებს კი ზღვის ტალღების ხმა ამშვიდებთ. ამ შემთხვევაში ზღვა მკურნალობის კურსში არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია“…
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, რომლებიც ზღვის კვლევებს დამოუკიდებლად აწარმოებენ, ამტკიცებენ, რომ „თუ ზღვის გარემოს დამცველი მთავრობები ერთიან სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ, ფრაზა _ „ივლი ზღვაზე“ სამედიცინო დანიშნულებაში ვეღარ მოხვდება“.
მესამე სექტორი ზღვის დაბინძურების მიზეზად ნავთობს, კანალიზაციის წყალს, ტოქსიკურ ნივთიერებებს და მყარ ნარჩენებს ასახელებს, რომლებიც ზღვის წყალში გემებიდან ან ქალაქებიდან ხვდება.

გადაბეჭდვის წესი