სიახლეები

რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამების პრეზიდენტის ლექსიკაში

30.05.2012 • • 1680
რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამების პრეზიდენტის ლექსიკაში

საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე მეორედ სდებს ბრალს ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო.
თაზო კუპრეიშვილი

22 აგვისტოს, ახალი ზღვისპირა კურორტის – ანაკლიის გახსნის დროს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
„ჩვენს მტერს ყური აქვს მოდებული და სადღაც შორს კი არა, აქვე, რამდენიმე ასეულ მეტრშია. დარწმუნებული ვარ, ისინი თავის ჩაშმორებულ ნაწილში სხედან, ჭამენ გერკულესისა და გოროხის ფაფას, რომლის უმეტეს ნაწილს ჯარისკაცებს ოფიცრები ჰპარავენ…
იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ – ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება”.
მოგვიანებით კი, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა დაამატა:
„აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია შეურაცხადი, ბოროტი და მონღოლოიდური ტიპის მოძალადე ძალების მიერ“.
წერილში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია `მრავალეროვანმა საქართველომ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 24 აგვისტოს შეიტანა, ნათქვამია, რომ მიუღებელია საჯარო მოხელისა და პოლიტიკური პირების მიერ გარკვეული რასის (მონღოლოიდური) ნეგატიურ კონტექსტში ხსენება.
„მრავალეროვანი საქართველოს“ პრესსამსახური განმარტავს, რომ „პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავისი საუბრის დროს იგი მოიაზრებდა არა ქვეყანას თუ ხალხს, არამედ – მის ხელისუფლებას.“
„მიუხედავად აღნიშნულისა, გამოსვლაში მოყვანილი ფორმულირებები, რომლებიც მოიხსენიებენ ნებისმიერ სახელმწიფოს, როგორც „ბარბაროსულს“ ან „ბრუტალურს“, ისევე, როგორც გარკვეულ რასას (მონღოლოიდურს) მიმოიხილავენ ნეგატიურ კონტექსტში, მიუღებელია და არ უნდა იყოს გამოყენებული საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური პირების საჯარო გამოსვლებში,“ – ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.
სააკაშვილის განცხადების სადავო ნაწილს `რასისტული ქვეტექსტების შემცველ იდიომას” უწოდებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.
`მას ტერმინი „მონღოლოიდური“ არ უხსენებია პირველად. პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა ასეთი მიმართება გამოყენებული იმ ქვეყნისადმი და იმ პოლიტიკისადმი, რომელიც მტრობს საქართველოს. აქ პოლიტიკის დახასიათებაა, თუმცა სრულიად მიუღებელი ფორმით, ტერმინი – მონღოლოიდური რასისტული კონოტაციის მქონეა და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია,“ – ამბობს მინდიაშვილი და იქვე განმარტავს:
„აქ არ არის კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფზე, თუნდაც, რასობრივ ჯგუფზე ლაპარაკი, რომ ისინი მიუღებლები არიან და მათი ადგილი საქართველოში არ არის და ა.შ. განსხვავებით არმენოფობიისგან, რა დროსაც საუბრობენ, რომ რაღაც კონკრეტული ჯგუფი საქართველოს საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტი პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში იყენებს ამ სიტყვას. მე არ ვფიქრობ, რომ ის ამას იყენებდეს ერთან მიმართებაში, რუსებთან დაკავშირებით. აქ ლაპარაკია პოლიტიკის ხასიათის შეფასებაზე. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა, უნდა ითქვას ერთმნიშვნელოვნად, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი პრეზიდენტის და ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ეს არის სრულიად მოძველებული, ერთი მხრივ, და არაადეკვატური ტერმინოლოგია, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის ხასიათს აღწერს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამ შემთხვევაში მარტო არ არის პრეზიდენტი. მაგალითად, პოლიტოლოგი, კულტუროლოგი ზაზა შათირიშვილი მონღოლურ სახანოს ადარებს საქართველოში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეჟიმს. ჩემი აზრით, აი, დაახლოებით ამ კონტექსტში არის ლაპარაკი პრეზიდენტის მხრიდანაც და მიუხედავად ამისა, სრულიად მიუღებელია.“
პრეზიდენტის გამონათქვამში ქსენოფობიურსა და რასისტულს ვერაფერს ხედავს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე:
„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ არის შედარება იმ ქმედებებთან, რასაც მონღოლები აკეთებდნენ და არა – როგორც რასასთან. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ რაიმე საბოდიშო იყოს. იმის გამო კი არა, რომ რაც სააკაშვილმა თქვა ყველაფერი ჭკვიანურია, ბევრი რამეა ხოლმე, რაც არ არის ჭკვიანური, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მარტივი: ის, რასაც რუსეთი აკეთებს დღეს, ამას ცივილიზაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე შემიძლია მე ეს ციტატა აღვიქვა, რაც თქვენ ახლა წამიკითხეთ. ჩემი აღქმით, ეს ეს არის და არა – რასობრივი, ან სხვაგვარი დამოკიდებულება“.
დაახლოებით ერთი წლის წინ ასეთივე გამართლება მოუძებნა პრეზიდენტის გამონათქვამს ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ლადარიამ. მაშინ, 2010 წლის 27 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მებაჟეებს, რომლებმაც თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ესპანელი ტურისტების ჯგუფი გაჩხრიკეს, ასე უსაყვედურა:
„ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?!“
პრეზიდენტის აღნიშნულ გამონათქვამს საზოგადოების ერთმა ნაწილმა ქართული მედიის საშუალებით მაშინვე უწოდა რასისტული, თუმცა პროფესორმა ლადარიამ მედია „კონტექსტის ვერ გაგებაში” დაადანაშაულა და განაცხადა:
„მან (მიხელი სააკაშვილმა) აღნიშნა, რომ მებაჟეები ტურისტებს ექცევიან, როგორც ზანგებს. აქ იქნა გამოყენებული ის ისტორიული რეალობა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში. როდესაც, მაგალითად, სამეცნიერო სტატიებში ან სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში ისტორიულ მონობაზეა საუბარი, იქ ყოველთვის გამოიყენება ტერმინი ,,ნეგროუ”, თუმცა დღეს ამ ტერმინით ვერავის ვერ მიმართავ, იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელად ითვლება. მაგრამ ეს ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, რომელიც იყო მაშინ. ზუსტად ამ თვალსაზრისით გამოიყენა ეს ტერმინი პრეზიდენტმა”.
სააკაშვილის გამონათქვამთან დაკავშირებით მაშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის პრესსამსახურმა:
„საქართველოს პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში… საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და რასობრივი კონოტაცია“.
„ბათუმელები“ ამჯერად შეეცადა განმარტებების მოძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და სააკაშვილის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ადმინისტრაციაში ნამდვილად შევიდა 24 აგვისტოს „მრავალეროვანი საქართველო“ წერილობითი განცხადება, თუმცა საკითხის კომენტირება მან ამ ეტაპზე არ ისურვა.
„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტსა და სხვა საჯარო მოხელეებს, უფრო მეტი სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდონ მსგავსი ხასიათის ფორმულირებების გაკეთებასა და ფრაზეოლოგიის გაჟღერებას საჯარო გამოსვლების დროს.
„ყოველივე ეს გახლავთ არსებითად მნიშვნელოვანი, რათა აღმოვფხვრათ ქსენოფობია და სიძულვილის შემცველი ფრაზეოლოგია ქვეყნის საზოგადოერივი და პოლიტიკური სივრციდან.
ჩვენ, ასევე, გვსურს შევახსენოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მას, ისევე, როგორც სხვა საჯარო პირებს, რამოდენიმეჯერ მივმართეთ გარკვეული ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რათა გამკაცრებულიყო სიძულვილის შემცველ ფრაზეოლოგიაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და შესაბამის მხარეებს, რათა ყურადღება მიაქცონ და პრაქტიკული მსვლელობა მისცენ ჩვენ მიერ გაჟღერებულ ზემოაღნიშნულ ინიციატივას,“ – აცხადებს „მრავალეროვანი საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი