რასმუსენი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება შიდა რეფორმებზეა დამოკიდებული

რასმუსენი-საქართველოს-ნ

ავტორი:ოთო დალაქიშვილი
ნეტგაზეთი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრობს, 9 ნოემბერი. ფოტო: გურამ მურადოვი
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის პრეს–კონფერენცია, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა ხუთი შეკითხვის დასმა მოახერხეს.

შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასმუსენმა უპასუხა:

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ ძალაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება ამ შეხვედრაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნატო–საქართველოს კომისია და ამ კომისიის ფარგლებში ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ ხელი შეგვეწყო რეფორმებისთვის და ნატო მხარს უჭერდა საქართველოს ამ რეფორმების განვითრებასა დ განხორციელებაში. როცა ვამბობ, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდა, მინდა მინიშნება გავაკეთო იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ყოველწლიური შეთანხმება იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველომ განახორციელა ის, რაც საჭირო იყო გაწევრიანებისთვის, თუმცა ვიმეორებ, რომ რჩება რეფორმების მხრივ კვლავ გადაუჭრელი საკითხები. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ ვამბობს მე ზუსტად, თუ როდის შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოლოდინი, რომ გახდეს ნატოს წევრი“.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასაც გამოეხმაურა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების თაობაზე:

„მივესალმები აღნიშნული ხელშეკრულების დადებას. ამ ხელშეკრულებით რუსეთი ჩაერთო პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლობაში, ჩვენ მივესალმებით, ასევე, შვეიცარიის მიერ მიღწეულ შეთანხებას საერთაშორისო მონიტორების დაშვების ფაქტზე რუსეთ–საქართველოს შორის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე”, – განაცხადა რასმუსენმა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა:

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვთქვა ჩემი კმაოყოფილება იმასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს სამხედროები ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით ამტკიცებენ.

ვთვლი, რომ დიდია მათი როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საქმეში, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ამ წვლილსა და შემდგომში საქართველოს ნატოს წევრობას შორის. ეს მხოლოდ ერთ–ერთი ფაქტორია და კიდევ არის სხვა ელემენტები, რომლებიც უნდა შესრულდეს მანამდე, ვიდრე მოხდება საქართველოს გაწევრიანება”.

ნატოს გენერალური მდივანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ირანი ატომური ენერგიის პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებდა.

“ეს საერთაშორისო დონის საკითხია. ირანის პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას მიღებული. როცა ვამბობ, რომ ნატო არ არის დაკავშირებული ინდივიდუალურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ირანის ლიდერები გაეროს მოთხოვნებსა და მათ რეზოლუციებს უნდა შეესაბამებოდნენ და უნდა შეაჩერონ ურანის გამდიდრების პროგრამები.

ირიბად შეიძლება ითქვას, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნებს აქვთ წინ გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ აიცილონ პოტენციური საფრთხეები, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს რომელიმე აგრესორის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ განხორციელებული შეტევით. ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევიმუშავებდით ნატოს საფუძველზე ანტისარაკეტო სისტემებს. მსოფლიოში 50–ზე მეტ ქვეყანას გააჩნია ანტისარაკეტო სისტემები, ან სურთ, რომ ჰქონდეთ ისინი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კიდევ ერთი შეკითხვა ნატოს გენერალურ მდივანს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვეს:

“ჩვენი რეაქცია სამხრეთ ოსეთის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით იგივეა, როგორიც იყო აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და პატივს ვცემთ და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს.

რუსეთს მოვუწოდებთ, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ რეგიონებში არსებული დავა გადაიჭრას, ეს არის დიალოგი და თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ჯერჯერობით დიდი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ გვჯერა, რომ ამგვარი ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებებში წინსვლის წინაპირობა იქნება.

კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა, არის ის, რომ მან განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს არა ძალადობრივ პოლიტიკას და ჩვენც ვემხრობით და ვურჩევთ, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ რეგიონებთან აწარმოოს მუდმივი მოლაპარაკებები დავის გადასაწყვეტად”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს გენერალური მდივანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

ხვალ, 10 ნოემბერს, გენერალური მდივანი და ნატო-ს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები, რომელშიც ნატო–ს ელჩები ოპოზიციური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ბოლო დღეს ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს შეხვედრებს.

რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge