Batumelebi | ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს – Batumelebi
RU | GE  

ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს

ჟურნალისტებს-ზუგდიდში-კა

“ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უშლიან ხელს.

რეპორტიორები ზუგდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდნენ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში შესაძლოა ბომბი იყოს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ “ლაივპრესის” რეპორტიორს თამარ ზანთარაიას ვიდეოკამერა წაართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, მაგრამ კამერიდან მეხსიერების ბარათი ამოღებულია, რის გამოც რეპორტიორი ვეღარ ახერხებს ადგილზე არსებული სიტუაციის გადაღებას.

ამის შემდეგ ვიდეოკამერა წაართვეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორს ოთო დალაქიშვილს:

“მოვედი თუ არა აქ, დავიწყე გადაღება, მაგრამ ეგრევე მოვიდა ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და კამერა წამართვა. მითხრა, რომ არ შეიძლებოდა მისი კადრში მოხვედრა. რატომ და ვინ არის ეს ადამიანი ასეთი, რომ მისი გადაღება არ შეიძლება, ჩემთვის უცნობია, ის მის ვინაობას არ ასახელებს,” – ამბობს ოთო დალაქიშვილი.

“ლაივპრესის” რედაქტორის გერონტი ყალიჩავას თქმით, მოგვიანებით მას ზუგდიდის კუდ-ის უფროსმა რუსლან შამახიამ მეხსიერების ბარათი მიუტანა:

“მაგრამ ეს არის ახალი ჩიპი, ჩემი არ არის და არ ავიღე ამიტომაც, მე ვითხოვ ჩემი ჩიპის დაბრუნებას. ამის გამო, ვერ ვიღებთ ვერაფერს. ჩემს ერთ რეპორტიორს ჩიპი წაართვეს, მეორეს – კამერა. ესენი არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ერთი, ვინც ნაცნობია ჩემთვის, არის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი,” – ამბობს გერონტი ყალიჩავა.

მისივე თქმით, ადგილზე უპრობლემოდ მუშაობენ “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” გადამღები ჯგუფები. შესაბამისად, უცნობია, რატომ და ვისი ბრძანებით უზღუდავენ კონკრეტულად “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ადგილზე მუშაობის უფლებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge