ავტორი: ეთერ თურაძე
ბათუმის სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, საზოგადოებამ გაიგოს, რა ჩაწერა მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა სპეცოპერაცია „ენვერის“ ორი მონაწილის განაჩენში. ამ სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილი შეტყობინების თანახმად, პეტრე დევრიშაძისა და გაბრიელ უსტალიშვილის საქმის განაჩენი საიდუმლოა, რადგან „ენვერის“ საქმე სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა.
სასამართლოს ეს პასუხი „ბათუმელებმა“ ამავე სასამართლოს თავმჯდომარესთან, თემურ გოგოხიასთან გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით. ადმინისტრაციული საჩივარი სასამართლომ ცოტა ხნის წინ ასევე განიხილა და დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო საიდუმლო. „ბათუმელები“ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ამავე სასამართლოში უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს.
ქართული კანონმდებლობით, სასამართლოს ნებისმიერი განაჩენი საჯაროა, მონაწილე პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით. „ბათუმელები“ სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორედ დაშტრიხული ფორმით ითხოვს.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეტრე დევრიშაძემ და გაბრიელ უსტალიშვილმა აღიარეს, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურ საქმიანობას ეწეოდნენ რუსეთის სასარგებლოდ. შს სამინისტრომ მათი აღიარებითი ჩვენება ტელევიზიებით გაავრცელა. „ბათუმელებს“ ამ შემთხვევაში აინტერესებს შს სამინისტროს მიერ უკვე გავრცელებული ინფორმაცია, როგორ დაასაბუთეს სასამართლოში და რატომ გაიზიარა ის სასამართლომ.
გასულ კვირას ბათუმის სასამართლოს უჩივლა „25-ე არხმაც“. ჟურნალისტი ნათია როყვა ამ სასამართლოს შემდეგ ინფორმაციას სთხოვდა: ოთხი წლის განმავლობაში რამდენი გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ, სულ რამდენი სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რამდენზე შეწყდა ძიება, რამდენი საქმე დაუბრუნა მოსამართლემ წინასწარ გამოძიებას, რამდენი ნებართვა გასცა მოსამართლემ ფარულ ჩანაწერებსა და მოსმენებზე, რამდენი ადვოკატი, პროკურორი და მოქალაქე დააჯარიმა მოსამართლემ სასამართლო დარბაზში, რამდენი საპროცესო შეთანხმება გააფორმა და რამდენზე თქვა უარი.
„25-ე არხს“ უპასუხეს, რომ ინფორმაციის მომზადებისთვის დრო არ აქვთ.
ეს პასუხი ჟურნალისტმა ადმინისტრაციული წესით სასამართლოს თავმჯდომარესთან გაასაჩივრა. თემურ გოგოხიამ ნათია როყვას იგივე უთხრა: „ამ ინფორმაციის მომზადება სასამართლოს პარალიზებას გამოიწვევს“.
თავმჯდომარის გადაწყვეტილებას „25-ე არხი“, ამჯერად უკვე სარჩელის ფორმით, ისევ ბათუმის სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდეგ კი – ქუთაისსა და თბილისში.
ჟურნალისტებს საჩივრების მომზადებაში საიას აჭარის ფილიალის იურისტები ეხმარებიან.