სიახლეები

რეზო ღლონტის მუსიკა

30.05.2012 • • 1735
რეზო ღლონტის მუსიკა

ავტორი: ია ფრანგიშვილი

რეზო ღლონტი ექსპერიმენტულ, ელექტრონულ მუსიკას უკვე სამი წელია ქმნის. იგი პროფესიით მეზღვაურია და ძირითადი რეპერტუარიც ზღვაში აქვს შექმნილი. სულ ახლახან, კომერციული უფლება მის პირველივე ალბომზე პოლონურმა ლეიბლმა -AudioTong -მა შეისყიდა და ქართველ მსმენელს, ალბომის Street Risen Wire-ის ოფიციალური ვერსია სწორედ მათი ვებგვერდიდან, სულ რაღაც სამ ევროდ შეუძლია შეიძინოს.

„ახლა ძირითადად სახლი ვმუშაობ, კარგა ხანია სამოგზაუროდ არსად წავსულვარ… ჩემი მუსიკა ძირითადად ექსპერიმენტულია, რაღაც კონკრეტულ სტილზე არ ვარ ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ ეკლექტურიცაა, მასში რაღაც სახით კლასიკური მუსიკის ელემენტებიც კია ჩართული… გარდა ამისა, გატაცებული ვარ field recording-ით. მუსიკა, რომელსაც მე ვქმნი, რაღაც დოზით საჭიროებს მსგავს რაღაცებს ანუ Environmental sound-ს (გარემოს ხმებს), რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა საუნდგენერატორებით ჩემს მუსიკაში სემპლებად (შაბლონებად) ვიყენებ.
გარდა მუსიკალური პროექტებისა, რეზო ფოტო და აუდიოინსტალაციებზეც მუშაობს: „პროფესიონალურად ნამდვილად არ ვმუშაობ ფოტოზე, არც კომპოზიციები და მსგავსი რაღაცები მხიბლავს. უფრო ისეთ რამეს ვიღებ, რაც, ჩემი აზრით, უბრალოდ საინტერესოა (თუნდაც გეომეტრიული თვალსაზრისით), კადრები, რომლებსაც ერთგვარი განწყობა მოაქვს…
მოგზაურობის დროს ყველაფერი საჭირო თან მიმაქვს. როცა თავისუფალი დრო მაქვს და ეს დრო ბლომად მაქვს, მუსიკის შექმნაზე ვმუშაობ ან კითხვით ვირთობ თავს.
აკადემიური მუსიკალური განათლება არ მიმიღია, უბრალოდ, ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს ამ სფეროში… 21-ე საუკუნეში არის ყველა საშუალება იმისა, რომ ფუნდამენტური განათლების გარეშე შექმნა მუსიკა. ციფრული ტექნოლოგიები მაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვხატო ჩემი აზრი და ზოგადად, ჩემი თავი.
დღეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რით ქმნი პროდუქტს, მთავარი შენი ხედვა, შენი კრეატიულობაა და ის, თუ რამდენად მოგიწონებს ამ ყველაფერს მსმენელი.
მინდა, რომ ოდესმე ფილმისთვის შევქმნა მუსიკა. ერთი პერიოდი, როცა იაპონური კინემატოგრაფიით ვიყავი დაინტერესებული, მქონდა მცდელობა ასეთი ფილმებისთვის მუსიკა შემექმნა ამ ყველაფრის ჩემეული ხედვის გადმოსაცემად და შესაძლოა ეს განწყობა იგრძნობოდეს კიდეც ალბომში – Street Risen Wire. უფრო ზოგადად მიჭირს ჩემი მუსიკისთვის რაიმე განსაზღვრების პოვნა, ვერანაირ ჩარჩოში ვერ მოვაქცევ…
მუსიკის შესაქმნელად ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული მოვლენა და განწყობა არაა საჭირო… ინსპირაცია ჩვეულებრივად ხდება… შესაძლოა, უბრალოდ რაღაც ხმამ დამაინტერესოს და ნელ-ნელა წამოვიდეს ეს ყველაფერი.
ჩემთვის უმთავრესი წარმატება მსმენელისგან მოსმენილი სასიამოვნო სიტყვებია. წარმატებაა ის, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მანც გამოუსწორებ ხასიათს, რაღაც სხვაზე დააფიქრებ…
მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, მაგალითად, ახლა ბრიტანეთში, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ლეიბლი კოლექციურ, ხელნაკეთ ვინილს უშვებს, სადაც ისეთი ჯგუფების კომპოზიციებთან ერთად, როგორებიცაა: SINNER DC, Data და სხვა, ჩემი ერთ-ერთი თრექი სახელწოდებით -END M შევა, რომლის ციფრული ვერსია სხვაგან არ განთავსდება. ვინილი შეზღუდული რაოდენობით გამოდის, სულ 50 ეგზემპლარი და საკმაოდ ძვირიც ღირს, ამიტომ ვფიქრობ, ქართველი მსმენელისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

ამ ეტაპზე რიგ კომპოზიციებზე ვმუშაობ და მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება ამ თრექების რეალიზაცია, ამის თაობაზე უკვე მაქვს რამდენიმე საზღვარგარეთულ ლეიბლთან მოლაპარაკება.
DJ-ის ამპლუაშიც მომისინჯავს ძალები, ცოტა სტრანნიც იყო – მიქსავ ორ, ვიღაც უცხო ტიპის ვეშს… თან ის პერიოდია, როცა აქ ელემენტარული კულტურაც არ იყო კლუბური ცხოვრების. ჩემთვის ეს ერთგვარი შემოქმედებითი პროცესი იყო, მაგრამ ხალხი მოდიოდა, რაღაცების ჩართვას მთხოვდა და წამოვედი, რაღა თქმა უნდა.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მუსიკა ფართო მასებისთვის არაა, მე არ ვქმნი საცეკვაო მუსიკას.
მიყვარს ამის კეთება, ეს არის დროის ჩემეული ხედვა და ამით უბრალოდ ჩემ თავს ვაფიქსირებ.

გადაბეჭდვის წესი