სიახლეები

რატომ შემცირდა წამლებზე ფასი?

30.05.2012
რატომ შემცირდა წამლებზე ფასი?

ავტორი: ნინო კახიშვილი
საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ კვლევამ აჩვენა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც მედიკამენტებზე ფასის შემცირება გამოიწვია. „2009 წლის მონაცემებით, საზღვარზე ერთ ლარად შემოტანილ წამალს აფთიაქამდე კიდევ ერთი ლარი ემატებოდა და მოსახლეობას ეს წამალი ორი ლარი უჯდებოდა. წამალზე ამხელა მოგება ძალიან ბევრია, რადგან ევროპის ქვეყნებში (განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებში) წამალს საშუალოდ მხოლოდ 45% ემატება, ჩვენთან კი 2009 წელს ეს საშუალოდ 100% იყო,“ – ამბობს საერთაშორისო ფონდ კურაციოს ხელმძღვანელი.

„კურაციოს“ დირექტორი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ „კვლევის მეშვეობით „კურაციო“ აწვდის მყარ მტკიცებულებებს გადაწყვეტილებების მიმღებებსა და პოლიტიკის შემქმნელებს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებულ აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე ფონდმა „კურაციომ“ შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა რეკომენდაციები.

კვლევაში ერთმანეთთან შედარებულია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წლების მიხედვით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც ორიგინალ ბრენდებზე ფასის შემცირება გამოიწვია. ფასნამატის კლებამ, კვლევის შედეგების მიხედვითვე, მაქსიმუმს 2011 წელს მიაღწია.

ამ კვლევის პერიოდში, ანუ სამი წლის (2009-2011) განმავლობაში განხორციელდა ფასების და ფასნამატის მარჟების ანალიზი 52 დასახელების მედიკამენტზე თბილისსა და მთელი საქართველოში არსებულ ლიცენზირებულ აფთიაქებში. კვლევაში ერთმანეთთან არის შედარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში და დამოუკიდებელ აფთიაქებში. 2009-2010 წლებში კვლევაში ჩართულ სააფთიაქო ქსელებს (PშP, Aვერსი, GPჩ) 2011 წელს დაემატა ფარმადეპო და ფარმაცენტრი.

გოცაძე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უზომოდ ბევრს ხარჯავს წამალზე – მთელი ჯანდაცვის დანახარჯების 42 %-ს, მაშინ, როდესაც ავსტრალია წამალში 18 %-ს, ჩეხეთი 26 %-ს, მექსიკა 28 %-ს, უნგრეთი 36%-ს ხარჯავს.

წამალზე დიდი დანახარჯების გამო, მოქალაქეებს ბევრად ნაკლები თანხა რჩებათ, მაგალითად, სტაციონარულ ან ამბულატორიულ მკურნალობა-რეაბილიტაციაზე და ა.შ.

კვლევა სახელწოდებით, „საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა“ საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა. კვლევა საქართველოში 2009-2011 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა. კვლევის პირველ და მესამე ეტაპს აფინანსებდა მსოფლიო ბანკი, მეორე ეტაპს კი – ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.