სიახლეები

რა პრობლემები შეექმნა „მის საქართველო 2011“-ს?

30.05.2012 • • 1405
რა პრობლემები შეექმნა „მის საქართველო 2011“-ს?

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

მის საქართველო 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი წლის ყველაზე ლამაზ ქალად 1 სექტემბერს დაასახელეს. რამდენიმე დღეში ქართული მედია მის საქართველოს მოქალაქეობის არ ქონაზე ალაპარაკდა. მედიის ყურადღების ცენტრში მყოფ ლამაზმანის ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. ჯანეტის 9 წლის და სახლის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მიუხედავად პრობლემებისა მის საქართველომ ლონდონში მაინც გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო მის მსოფლიო 2011-ში.

–        ჯანეტ, შენს მოქალაქეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები იყო ქართულ მედიაში. როგორ აღმოჩნდა რომ რუსეთის მოქალაქე იყავი და ომიჯ ცენტრმა არ იცოდა ამის შესახებ? ორმაგი მოქალაქეობა პრეზიდეტმა მალევე მოგანიჭა?

–        პირველში იყო მის საქართველო და 3-ში გაირკვა, რომ მე თურმე არ ვყოფილვარ საქართველოს მოქალაქე. ზოგი ამბობდა, რომ 2010 წელს წავიდა რუსეთში და იქ მიიღო მოქალაქეობაო. ეს იყო ცრუ ინფორმაცია. მე დავიბადე ქალაქ პეტერბურგში და ავტომატურად ნატურალიზაციის წესით მომენიჭა რუსეთის მოქალაქეობა. შემდეგ 5-6 წლის ასაკში დავრუნდით საქართველოში საცხოვრებლად და პირველიდან მე-5 კლასამდე ვსწავლობდი აქ კერძო სკოლაში. 1998 წლიდან ავტომატურად საქართველოს მოქალაქეც გავხდი და მქონდა როგორც საქართველოს მოქალაქეობა ასევე შემინარჩუნდა რუსეთის მოქალაქეობაც. 2010 წელს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის გარდა საჭირო გახდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რაც მე არ მქონდა. არც კი ვიცოდი, რომ საჭირო იყო. როცა იყო ქასტინგი მივიტანე საქართველოს მოქალაქის პასპორტი და არ ვიცოდი თუ კიდევ რამე იყო საჭირო. აღმოჩნდა რომ ორმაგი მოქალაქეობა გაუქმებული იყო. მივწერეთ პრეზიდენტს და ვერ ვიტყვი რომ ეგრევე მომანიჭა მაგრამ 4-5 დღეში მივიღე ისევ ორმაგი მოქალაქეობა. 19სექტემბერს კი წავედი ლონდონში და რამდენიმე დღით ადრე ალბათ 15-16-ში უკვე მომენიჭა მოქალაქეობა.

–        მის მსოფლიომ თუ იცოდა შენს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები?

–        ქალბატონმა იამ ეგრევე მიწერა მის მსოფლიოს ხელმძღვანელს უილიამს, რომ ასეთი პრობლემა იყო. და დაეკითხა მაინც გამოვუშვათ მის საქართველო თუ პირველი ვიცე მისი გამოვუშვათო. გაუგზავნა ორივეს ფოტოები და არა ეს გოგო მოგვეწონა და არ გვაინტერესებს, ჰქონდა თუ არა მოქალაქეობა უნდა ჩამოვიდესო.

–        რამდენი ხანი იყავით მის მსოფლიოზე და როგორი იყო ულმაზესი გოგონების დღე?

–        მის მსოფლიოზე ვიყავი დაახლოებით სამი კვირა. სამწუხაროდ ჩემები ვერ ჩამოვიდნენ, ვიზა არ მისცეს დროულად, მაგრამ ია კიწმარიშვილი იყო ფინალზე.  სულ იყო 124 ქვეყანა. რამოდენიმე ქვეყანა ვერ ჩამოვიდა. წელს ყველაზე მეტი მონაწილე იყო. რომ ჩავედით პირველი სამი დღე გვქონდა რეპეტიციები საფინალო შოუსთვის. ვინ სად უნდა დადგეს და ა.შ. შემდეგ წავედით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში სადაც სპორტლი შეჯიბრებები, ფოტოსესიები, ვიდეორგოლები. ფინალამდე ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა მძიმე გრაფიკი. ვდგებოდით 6 საათზე, 7 ვისაუზმებდით და საღამოს 8-მდე გვქონდა რეპეტიციები.

–        ლამაზმანებს შორის ინტრიგები თუ იყო?

–        ყველა მაგას მეკითხება. აქედან, რომ მივდიოდი გამაფრთხილეს, რომ შეიძლება რამე დაგმართონ, თმებს გიჭრიან, ფეხსაცმელებში რაღაცას გიყრიან… ასეთი არაფერი არ იყო. პირიქით ძალიან მეგობრულად ვიყავით. ერთმანეთს ვეხმარებოდით და როგორ ხარ და გამარჯობის გარდა არაფერი არ იყო.

–        რომელ ქვეყნების წარმომადგენლებთან უფრო მეგობრობდი? პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ალბათ უფრო ახლოს იქნებოდი.

–        კომუნკიაბელური ვარ. შენთან მინდა და ვიმეგობრებ და შენთან ვერა ასე არ ვყოფილვარ. მართლა ვცდილობდი არ მინდა რუსული და რუსულ ენოვანებთანაც ინგლისურად  ვსაუბრობდი და ერთმანეთს ვავარჯიშებდით ინგლისურში.  ვმეგობრობდი მოლდოვასთან, ინგლისთან, რუსეთთან, უკრაინასთან.

–        ქართულმა ტელეარხებმა არ გააშუქეს პირდაპირ ეთერში ფინალი. ამის გამო თუ იყო მის მსოფლიოზე რაიმე შენიშვნა?

–        ფინალამდე სამი დღით ადრე  ვიყავით ტოპ ათეულში. ამ შემთხვევაში  წამყვან არხებს უნდა ეყიდათ პირდაპირი ტრანსლაცია, რაც არ გააკეთეს. რის გამოც ბოლო ადგილებზე „გაგვყარეს“. დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა  ქვეყანა გვერდით გიდგას და ასეთ ძვირადღირებულ ეთერს ყიდულობს. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რადგან იქედან შესული თანხა მის მსოფლიოს საქველმოქმედო ფონდში ირიცხება, საიდანაც ეხმარებიან ბავშვებს. ეს რომ არ გავაკეთეთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვერ მოვხდით ოცეულში.

–        მის მსოფლიოზე რაიმე პრიზი თუ აიღე?

–        მოვიგეთ მსოფლიო თვალების ტიტული ავიღეთ, რომელიც ხალხის მიერ იქნა არჩეული.

–        ტალანტის გამოსავლენად და სხვადასხვა შიდა კონკურსებზე რა ნომრები წარადგინე?

–        ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებელი.ამიტომაც არ გვქონდა ტალანტი, ცეკვა და ქველმოქმედების ვიდეორგოლი. გაფრენამდე 2 საათით ადრე ჩამირტყეს ვიზა. ჩვენ უფრო არ მივდიოდით ვიდრე მივდიოდით. თან იცით ხო რაც დამემთხვა ოჯახში. და ამიტომაც დიდი ალბათობით არ მივდიოდი.

–        შენი დის ამბავი ბევრმა არ იცის. რა მოხდა სინამდვილეში?

–        პირველში იყო მის საქართველო, 3-ში მოქალაქეობის ამბავი გაირკვა და სულ ჟურნალისტები… კარებზე და ტელეფონზე რეკვები. პატარა გვყავდა შეშინებული, რადგან არ იცოდა, რატომ არ შეიძლებოდა ფანჯარაში გახედვა, კარებთან ნუ მიდიხარ და ა.შ.  ეს ტრაგედია მოხდა 7-ში. ერთი საათით გავედითმე და დედაჩემი. ჩემი ძმა იყო მხოლდო სახლში. ისიც ჩავიდა მაღაზიაში, ბავშვისათვის რაღაცის ამოსატანად და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედია. ზოგი ამბობდა ჭორებში, რომ პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან, ბავშვის დატოვება მარტო არ შეიძლებოდა და ა.შ. ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილი. ერთადერთი რაც იყო ისაა, რომ ენის პრობლემა ჰქონდა. რუსეთიდან, რომ ჩამოვიდა ვერ აითვისა ქართული ისე სწრაფად და მეზობლებს მხოლოდ „გამარჯობა“ და „როგორ ხართ“-ს გარდა არაფერს ეუბნებოდა და ალბათ მაგის გამო ჩათვალს ასე.

–        შენ ჟურნალისტიკაზე სწავლობ. მიიღე თუ არა მის საქართველოს შემდეგ სამუშაოს შემოთავაზება?

–        შემოთავაზება ჟურნალისტიკას რაც შეეხება არ მქონია. არის უფრო სამოდელო სფეროდან. საფრანგეთიდან მაქვს მოწვევა.  განვიხილავ. არ ვიცი. სამომავლოდ შესაძლოა წავიდეს. უცხოურ ფილმებში მაქვს შემოთავაზება მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით არც იმ საკითხზე ვარ ჩამოყალიბებული. ეხლა თან უნივერსიტეტში გამოცდები, კოლოქვიუმები და ძალიან ცოტა დრო მაქვს.

შენ ხარ პიროვნება შენ უნდა გქონდეს შენი პროფესია. მოდელობა არის ჰობი, რომლის კეთებაც გსიამოვნებს. ჩემთვის ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია. ამ აფეროში მინდა გავიზარდო.

მის საქართველო შეყვარებული არ ჰყავს. ამბობს, რომ ადამიანს თუ შეიყვარებს და იტყვის, რომ მისი შეყვარებულია საბოლოოდ ქმარიც უნდა გახდეს. მისთვის დროებითი და არასაეროზული ურთიერთობები მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ მის მსოფლიოზე შვიდეულში  მოხვდა სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, ინგლისი, ფილიპინები, პუერტო რიკო და ვენესუელა. გაიმარჯვა სწორედ ამ უკანასკნელს ერგო.  პირველი ვიცე მისის სტატუსი ფილიპინები მოიპოვა, ხოლო მეორე ვიცე მისი პოერტო რიკო გახდა.

გადაბეჭდვის წესი