სიახლეები

რას ფიქრობენ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ბათუმში

30.05.2012 • • 1244
რას ფიქრობენ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ბათუმში

რეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან

ავტორი: ნათია ზოიძე

„თუ შუქი არაფერია, გაზი არაფერია, მშენებლობა არაფერია, პრეზიდენტო, ერთი სათხოვარი გვაქვს შენთან, უცხოეთიდან ჩამოგვიყვანეთ თვალის ექიმი, ხალხი რომ ამას ვერ ხედავს”, – 82 წლის მერი ლაცაბიძე “გაზეთ” ბათუმელების” გამოკითხვაში ამ შეფასებით მას შემდეგ ჩაერთო, როცა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ხმამაღლა თქვა, რომ მას სურს იხილოს ქვეყანა “სააკაშვილის გარეშე..”.

“ვერ ვაპატიებ ტყუილს, უსამართლობას. ჩემი შვილიც სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს… მომტირალი ქალი აღარ დარჩა სანათესაოში, ყველა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული…” – ორ რესპონდენტს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო დიალოგი აღარ გაგრძელდა. შუახნის მამაკაცმა მალევე დაგვტოვა, ქალბატონი მერი კი კიდევ დიდხანს საუბრობდა, თუ რატომ არის სააკაშვილი მისი ფავორიტი.

ქუჩაში რესპონდენტების იდენტიფიცირების მოთხოვნა არ გვქონდა, მაგრამ ქალბატონმა ეს მაინც ისურვა, ბატონმა კი – არა.

გამოკითხვის პროცესში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, უმრავლესობას პოლიტიკურ საკითხზე საუბარი არ სურს. მაგალითად, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, სადაც 3000 მოვაჭრეა, მხოლოდ 5 დაგვთანხმდა ეპასუხა “ბათუმელების” კითხვებზე (ეს ბაზრობა უკვე ორი წელია სახელმწიფო შპს-ეა).

ბულვარში, სადაც პენსიონერები ნარდს და კარტს თამაშობენ და პოლიტიკაზეც საუბრობენ, “ბათუმელების”კითხვები დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთ-ერთი რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ ტელეარხ “იმედით”მოისმინა, ივანიშვილი რუსეთის კაცი რომ არის, მეორე ირწმუნებოდა – რუსეთის კი არა, საფრანგეთისაა და თან ამბობდა, რომ ცუდი ვერ იქნება, რადგან “საჩხერე (რაიონი, სადაც ივანიშვილი დაიბადა) უკვე ააყვავა“.

პირველი მოსაუბრის არგუმენტი ასეთი იყო: “თუ რუსეთის კაცი არ არის, მაშინ მიშასი იქნება… ე.ი. რუსეთისაა, საქართველოს მოქალაქეობაც არ აქვს. ცუდი კაცი შეიძლება არ არის, მაგრამ პოლიტიკაში ცუდად არ მოვიდეს, მაგის მეშინია“.

ქუჩის გამოკითხვის შედეგი კი, რომელშიც 171-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ასეთია:

კითხვაზე, ხვალ არჩევნები რომ იყოს, რომელ პოლიტიკურ ლიდერს დაუჭერდით მხარს? – 54-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ არც ერთს არ დაუჭერდა მხარს, მიხეილ სააკაშვილს ან მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს – 52 მისცემდა ხმას; ბიძინა ივანიშვილს – 38.

ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის განაცხადის შესახებ 113-მა რესპონდენტმა ტელევიზიით გაიგო, 13-მა _ ინტერნეტით, 11-მა _ გაზეთით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას _ 13-მა, ხოლო 20 რესპონდენტს ჯერ არ გაუგია.

ბიძინა ივანიშვილი 50 რესპონდენტისთვის ქველმოქმედია, 94-თვის ბიზნესმენი, 7-ს უკვე პოლიტიკოსად მიაჩნია, 21-მა არ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.

სად ცხოვრობს ახლა ბიძინა ივანიშვილი არ იცის 63-მა რესპონდენტმა. 37-მა იცის, რომ საქართველოში ცხოვრობს, 34 ფიქრობს, რომ საფრანგეთში, 30 რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ მილიარდერი ახლა რუსეთში ცხოვრობს.

გამოკითხულთა უმრავლესობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ააშენა დელფინარიუმი და წვლილი მიუძღვის 26 მაისის პარკის მოწყობაში (ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ მას ქობულეთში ერთი და იგივე გასართობი კომპლექსი ჩოლოქის საზღვარზე რამდენჯერმე აყიდვინეს. გამოკითხვის ანკეტებზე 2-მა რესპონდენტმა მიაწერა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და ეს “იმედის ტელევიზიით” გაიგო.

კვირის მთავარ თემაზე – ივანიშვილი პოლიტიკაში, სანამ “ბათუმელები~ გამოკითხვას დაიწყებდა, ბათუმელი პოლიტიკოსების მოსაზრებით დაინტერესდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს მიაჩნია, რომ „ივანიშვილი მსხვერპლია და მას ეს ნაბიჯი რუსეთიდან გადაადგმევინეს. ალბათ არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახადეს, მისი ქონების დიდი ნაწილი ხომ რუსეთშია. ის თავისი ნებით პოლიტიკაში არ მოსულა. მას ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა, რატომ აქამდე არ მოვიდა?“

მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერის პოლიტიკურ განაცხადს ყურადღება მიაქციეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა “ბიბისი”, “ნიუ იორკერი”, “როიტერი”  და “ეკონომისტი”, ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ “ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს არც თავად და არც მის ირგვლივ სერიოზულად არ აღიქვამენ.”

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქციის ლიდერისთვის მოვლენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიაზ ზოსიძის პათოსი იგივეა, რაც თბილისელი ქრისტიან-დემოკრატების, ისიც იმედგაცრუებულია: “ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა თავდასხმით, იარლიყების მოწებებით, თავი კი ლამის მესიად წარმოადგინა, ჯერ თვითონ აგოს პასუხი. მეცენატი იყო, თუმცა მისი წერილიდანც ჩანდა, როგორ უმაგრებდა ხელისუფლებას ხერხემალს. ნახევარ საქართველოს თავს დაესხა, ჟურნალისტებს ბოზებს უწოდებს. თუ მათთან ითანამშრომლებენ, რა, მაშინ კარგი იქნებიან? ჩვენ ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში მნიშვნელოვნად ვაფასებდით, მაგრამ იმედი გაგვიცრუა”.

ყოფილი “რესპუბლიკელი “მურმან დუმბაძე ახლა აპოლიტიკური ორგანიზაციის –”ემსახურე საქართველოს” ლიდერია. ამ ორგანიზაციის მთელი შემადგენლობა მზად არის, ივანიშვილის სამსახურში ჩადგეს: “ივანიშვილისგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ივანიშვილს იმაში მივეხმარები, რომ საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს“.

გადაბეჭდვის წესი