სიახლეები

რატომ გადადგა მე-15 სკოლის დირექტორი

30.05.2012 • • 1419
რატომ გადადგა მე-15 სკოლის დირექტორი

ავტორი:ეთერ თურაძე
ბათუმის მე-15 სკოლის დირექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აჭარის განათლების მინისტრამდე ეს განცხადება ჯერ არ მისულა. თუმცა, გია აბულაძე ადასტურებს, რომ უწყების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია, მე-15 სკოლის დირექტორსა და ერთ-ერთი მოსწავლეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს.

მე-15 სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, მაგრამ ყველა მათგანმა უარი თქვა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე. ისინი ფიქრობენ, რომ ამით გოჩა დავითაძეს, ანუ ადამიანს, რომელთან მუშაობაც მათთვის კომფორტულია, ზიანი მიადგება. ამ სკოლის წარმომადგენლების პირად საუბარში ნაამბობი კი ერთმანეთს ემთხვევა:

„დირექტორს სოციალურ ქსელ ოდნოკლაცცნიკი.რუ-ში შეურაცხმყოფელი სტატუსი დაუწერა მოსწავლემ, რისთვისაც დირექტორმა მას სილა გააწნა“.

მე-15 სკოლის დირექტორი გოჩა დავითაძე, რომლის სკოლაში დატოვების მოთხოვნით, დღეს მოსწავლეები აქციის გამართვას გეგმავენ, „ბათუმელებთან“ ამბობს: „მე გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაიმე კონფლიქტი მომივიდა მოსწავლესთან, არამედ იმიტომ, რომ სხვა სამსახურში გადავდივარ“.

გოჩა დავითაძის გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას ადასტურებს ბათუმის რესურსცენტრის უფროსი მერაბ სამნიძეც. მისი თქმით, სხვა სახის კონფლიქტს მე-15 სკოლაში ადგილი არ ჰქონია.

აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე კი სხვა ინფორმაციას ფლობს: „მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე-15 სკოლაში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში შემოვიდა და საკითხს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან ჩვენს ცხელ ხაზზე, რომელზეც ხშირად შემოდის ინფორმაციები, ძალიან ბევრი დაუდასტურებელი შეტყობინება მიგვიღია. ამდენად წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ინფორმაციას ამის შესახებ ორშაბათს ან სამშაბათს გაავრცელებს სამინისტრო. ჯერჯერობით, ჩემთან არც გოჩა დავითაძის გადადგომის შესახებ განცხადება შემოსულა“.

მინისტრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია კონფლიქტის დეტალები: „ამ ინციდენტის დეტალები მე არ ვიცი. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ გოჩა მართლა პროფესიონალი დირექტორია… მაგრამ თუ ფაქტი მოხდა, რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“.

წყაროს ცნობით, მომხდარის შესახებ შეტყობინება საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლის მანდატურმა გაუგზავნა. გია აბულაძე კი ამბობს, რომ ამ საქმეში მანდატურის წვლილის შესახებ მისთვის უცნობია: „მანდატურებს ჰყავთ თავიანთი ხელმძღვანელი. მე არ შეიძლება ვიცოდე, ამ საქმეზე საჩივარი მათ დაწერეს თუ არა“.

უნდა გადადგეს თუ არა დირექტორი იმ შემთხვევაში, თუ მან პირადი შეურაცხყოფა ვერ აიტანა და სილა გააწნა მოსწავლეს? რატომ შეიძლება მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენება უნდოდეს მასწავლებლისთვის/დირექტორისთვის? რამდენად არის ქართული სკოლები განათლებასა და ბავშვზე ორიენტირებული? ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს:

სკოლა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჩვენი საზოგადოების მიკრომოდელი, სადაც კარგად აისახება ჩვენთვის დამახასიათებელი სოციალური განწყობები, ღირებულებები, კონფლიქტები… ფაქტი, რომელიც ბათუმის საჯარო სკოლაში მოხდა, ნიშანია იმისა, რომ დღეს მასწავლებელიც და მოსწავლეც თავს ცუდად გრძნობს.

ალბათ არ იქნება სწორი ერთი კონკრეტული ფაქტის განზოგადება, თუმცა მსგავსი შემთხვევები გახშირდა, ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა დღეს გაჩნდა და წარსულში არ არსებობდა. მახსენდება შემთხვევა, როცა ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით სკოლის სარდაფში გამოკეტა და მერე დაავიწყდა ისინი, ბავშვები რამდენიმე საათის მანძილზე დახშულ სივრცეში რჩებოდნენ… სამწუხაროდ, ეს ფაქტი მაშინ საზოგადოების განსჯის საგნად არ გადაიქცა, არც ერთ მშობელს არ გაუპროტესტებია, მარტივი მიზეზის გამო – ბავშვების ცუდი ყოფაქცევისთვის, „ჭკუის სასწავლებლად“ სამაგალითოდ დაისაჯნენ და არავის ჰქონია განცდა, რომ აქ არაჰუმანურ მოპყრობას, ძალადობას, მეტიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი…

ბავშვზე ძალადობა ხომ ნორმად აღიქმებოდა.
დღეს სიტუაცია თითქოს შეიცვალა, მასწავლებლები გადიან ტრენიგებს, სადაც მათ ასწავლიან რა არის ძალადობა, ბავშვებმა გაიგეს, რომ მათ აქვთ უფლებები… კონფლიქტი კი მაინც სახეზეა. გასულ წელს მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან მქონდა შეხვედრა, ვცდილობდი, მათთვის კლასის მართვის პრინციპები მესწავლებინა, საამისოდ კი შევქმენით მოდელირებული სიტუაცია, სადაც მასწავლებელს, თავისივე კოლეგები „რთული ქცევის“ მოსწავლეების როლში მოევლინნენ. „ამრევი“ მოსწავლის როლის შესრულება არავის გასჭირვებია. მოდელირებული სიტუაცია რამდენიმეჯერ გავიმეორეთ და ყოველ ჯერზე მასწავლებელს ეძლეოდა შანსი დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა იმ უკუკავშირის საფუძველზე, რასაც ჯგუფი და ტრენერი აძლევდა… ბოლოს კი პედაგოგმა ასეთი რამ თქვა – ყველაფერი გავიგე, შეცდომებიც გავიაზრე, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ქცევა ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი და ავტომატურად, თავისთავად „ძველი სქემა“ ინერციით მოდის მოქმედებაშიო.

არასწორი მიდგომა იქნება თუ ჩვენ დავიწყებთ „დამნაშავის“ ძებნას და შევეცდებით მის სამაგალითოდ დასჯას. ეს პრობლემას არ მოხსნის, პირიქით, შესაძლოა გააღრმავოს კიდეც. ალბათ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადახედოს აღზრდის იმ კულტურას, რაც მემკვიდრეობით გვერგო.

ამაზე ალბათ უნდა იფიქროს თითოეულმა მშობელმა, მასწავლებელმა, განათლების პოლიტიკის შემქმნელებმაც. ჩვენ, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აღზრდის ძალადობრივი მოდელი არ მუშაობს, ის არა მხოლოდ დღეს ქმნის პრობლემებს, არამედ თაობებს აზიანებს.
ფაქტია, რომ ე.წ. უსაფრთხო სკოლაში არც მასწავლებელი და არც მოსწავლე თავს დაცულად არ გრძნობს… მთელი ძალით ამოქმედდა სასკოლო შიშები, მასწავლებელს ეშინია სამსახურის დაკარგვის, დისკვალიფიკაციის, გარიყვის, უპერსპექტივობის…

მოსწავლეს დასჯის, გარიცხვის, „კამერის“ „ოქმის“, გარიყვის… ასეთ სტრესულ გარემოში ადამიანები ხშირად უმწეოდ გრძნობენ თავს და კრიტიკულ სიტუაციაში უჭირთ საკუთარი ემოციების რეგულაცია. ცხადია უფროს ადამიანს, მითუმეტეს დირექტორს, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, სწორედ მისგან, მშობლებისგან, სხვა უფროსი ადამიანებისგან უნდა ისწავლოს მოსწავლემ კონსტრუქციული ქცევა, დათმობა, მიტევება, ემოციების მართვა. ასეთი როლური მოდელები ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ. უფროსებს არ შეუძლიათ, პატარებს კი არავისგან უსწავლიათ. ამიტომაცაა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსწავლისა და მასწავლებლის კონფლიქტი ორი ჯიუტი ბავშვის კონფლიქტს ჰგავს… და „იმარჯვებს“ ის, ვისაც მეტი „ღონე“ და „ძალაუფლება“ აქვს…

დაახლოებით აქაც იგივე პრინციპი მუშაობს, რაც ბულინგის ანუ თანატოლთა შორის ძალადობის დროს.

სტატია მომზადებულია პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება“ ფარგლებში. პროექტს ანხორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით. სტატიაში გადმოცემული თვალსაზრისი შეიძლება არ ემთხვეოდეს ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი

კატეგორია
არქივი
Gazeti Batumelebi LLC
7a Louis Pasteur str., Tbilisi, Georgia, 0102
48 Memed Abashidze ave., Batumi, Georgia, 6010
Phone: (995)422 274512, (995) 0322960830
Mobile: (995)577537154, (995) 591960109
Email: info@batumelebi.ge, info@netgazeti.ge

შპს გაზეთი „ბათუმელები“ დაარსდა 2001 წელს ენთუზიასტი ჟურნალისტების მიერ.
გამოცემის პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფებისა და უმცირესობების პრობლემების გაშუქება.