სიახლეები

რა ღირს ბილეთი სტინგის კონცერტზე?

30.05.2012
რა ღირს ბილეთი სტინგის კონცერტზე?

3 ივლისს ბათუმის პიაცაზე კრის ბოტი და სტინგი გამართავენ კონცერტს. ცნობილია, რომ სტინგი თავისი ცნობილი ჰიტებიდან ხუთ სიმღერას შეასრულებს. საგანგებოდ კონცერტისთვის დაუკრავს ეროვნული ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით.
კრის ბოტთან ერთად ბათუმს სხვა მუსიკოსები – დომინიკ მილერი, ლიზა ფიჩერი და ბილი კილსონი ეწვევიან. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 380 ლარია, თუმცა არის 90 ლარიანი, ფეხზე დასადგომი ბილეთებიც.
პიაცას მოედანზე საშუალოდ ორი ათასი ადამიანი თავსდება.
კონცერტი საქველმოქმედო იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად „სკრინინგ ცენტრს“ გადაერიცხება, რომელიც ძუძუს კიბოს პრევენციას ემსახურება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.