სიახლეები

რამდენი იხარჯება წამალზე

30.05.2012 •
რამდენი იხარჯება წამალზე

ავტორი: ნინო კახიშვილი
საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ. წნევის დამწევი პრეპარატისთვის, ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ, გულისა და დიაბეტის სამკურნალოდ პენსიონერ ვახტანგ აფციაურს, 100-ლარიანი პენსიიდან თვეში, 50-ლარამდე ეხარჯება.

„რაც წლები მემატება, სულ უფრო მეტი წამალი და ფული მჭირდება წამლისთვის“, – ამბობს პენსიონერი.

ჯანდაცვის მკვლევარისა და „საერთაშორისო ფონდი კურაციოს“ ხელმძღვანელის, გიორგი გოცაძის თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჯანდაცვაზე დანახარჯების ყველაზე დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის.

გოცაძე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უზომოდ ბევრს ხარჯავს წამალზე – მთელი ჯანდაცვის დანახარჯების 42%-ს, მაშინ როდესაც ავსტრალია წამალში 18 %-ს, ჩეხეთი – 26%-ს, მექსიკა – 28%-ს, უნგრეთი – 36%-ს ხარჯავს.

წამალზე დიდი დანახარჯის გამო დანარჩენ საჭიროებებზე, საავადმყოფოსა ან ამბულატორიულ მკურნალობაზე, ან რეაბილიტაციაზე და ა.შ. მოქალაქეებს ბევრად ნაკლები რჩებათ.

მაგალითად, ავსტრალია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან 70%-ს საავადმყოფო და ამბულატორიულ მკურნალობას მოახმარს. საქართველოში მკურნალობისთვის კი ადამიანებს მხოლოდ 40% რჩება.

„ეკონომიკიდან ამხელა დანახარჯი იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ჯანმრთელი მოსახლეობა გვეყოლებოდა. ის, რომ მეზობელი ქვეყნებისგან ჯანმრთელობით სულ მცირედით გამოვირჩევით, არ უნდა ამართლებდეს მშპ-დან 8-10%-ის ჯანდაცვაზე ხარჯვას.

მსგავსი ეკონომიკური დონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წამალზე მაღალი დანახარჯები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევართა თქმით, მედიკამენტების მაღალ ფასს უკავშირდება.

„2009 წლის მონაცემებით, საზღვარზე ერთ ლარად შემოტანილ წამალს აფთიაქამდე კიდევ ერთი ლარი ემატებოდა და მოსახლეობას ეს წამალი ორი ლარი უჯდებოდა. წამალზე ამხელა მოგება ძალიან ბევრია, რადგან ევროპის ქვეყნებში (განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებში) წამალს, საშუალოდ, მხოლოდ 45% ემატება, ჩვენთან კი 2009 წელს ეს, საშუალოდ, 100% იყო“, – ამბობს საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელი.

„საერთაშორისო ფონდი კურაციო“, რომელიც ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა საკითხის კვლევებზე მუშაობს, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს იმ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანი იყო გამორკვევა, მოიტანა თუ არა რაიმე პირველადი შედეგი 2009 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა.

ამ ცვლილებების მიზანი იყო ფარმაცევტული პრეპარატების შემოტანისა და გასაღების პროცედურის გამარტივება და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა.

2010-2011 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრირებული წამლების რაოდენობა და კონკურენცია.

კვლევის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ფონდმა „კურაციომ“ მოგვაწოდა, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ და კონკურენციის გაზრდამ გამოიწვია იმ მედიკამენტების გაიაფება, რომლებიც კვლევით შეისწავლებოდა, მაგრამ ზუსტად რამდენით შემცირდა წამალზე ფასი, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ 2009 წელს წამალზე საზღვრიდან აფთიაქამდე საშუალო ფასნამატი 100% იყო, გაზრდილი კონკურენციის პირობებში ეს ფასნამატი 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მხოლოდ ორიგინალ ბრენდებზე და არა ყველა მედიკამენტზე.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, ჯანდაცვის მკვლევართა თქმით, ფარმაცევტულ სექტორში დანახარჯის აბსოლუტური მოცულობა მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ სექტორს მსოფლიოში დიდი ფულადი რესურსი და დიდი ძალა აქვს (2010 წელს მსოფლიო ფარმაცევტული სექტორის შემოსავალმა 720 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა). იგი ადვილად ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ეს ინდუსტრია ისეთივე ძლიერია, როგორც, მაგალითად, სამხედრო და თამბაქოს ინდუსტრია. თუმცა, დღეს მრავალ ქვეყანაში პოლიტიკოსები ფარმაცევტული ინდუსტრიის თავისუფლების შეზღუდვისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა ამომრჩევლის გული მოიგონ და წამლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ“, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი გოცაძე.

წამალზე მაღალ დანახარჯს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ხარისხი ჯანდაცვის სერვისებში“ წარმომადგენელი და ჯანდაცვის მკვლევარი ირაკლი სასანია, წამლის მაღალ ფასთან ერთად, სხვა ფაქტორებსაც უკავშირებს.

ირაკლი სასანია: „ერთეული შემთხვევების გარდა, საქართველოში არ არის სტანდარტები და გაიდლაინები, რომლითაც უმკურნალებდნენ პაციენტებს. არ არის არც რეცეპტორული ფორმები. მაგალითად, ანტიბიოტიკები, რომელიც ადამიანებს ყველანაირი რეცეპტისა და საჭიროების გარეშე შეუძლიათ შეიძინონ“.

გადაბეჭდვის წესი