Batumelebi | რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით – Batumelebi
RU | GE  

რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით

რეკომენდაცია-ზეწოლის-ნიშ

ტურიზმის დეპარტამენტი კვების ობიექტებს ფასების შემცირებისაკენ მოუწოდებს 

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ტურისტული სეზონის დაწყების წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმში არსებულ კვების ობიექტებს ფასების შემცირების რეკომენდაციას აძლევს. დეპარტამენტის გარდა კერძო ბიზნესს ფასების შემცირებისაკენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც მოუწოდებს. არის თუ არა ეს პრობლემის ხელოვნურად მოგვარების მცდელობა და რამდენად სწორია ამ ფორმით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის რეგულაცია, ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ შეეცადა.

ბათუმში მდებარე რესტორანი „ყირამალა“ ერთ-ერთი ბოლო კვების ობიექტია რომელმაც მენიუს ფასები 10 დღის წინ შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ტურიზმის დეპარტამენტის რეკომენდაციას, დაეკლოთ ფასები, თავდაპირველად რესტორნის ადმინისტრაცია არ დათანხმდა. ამის გამო კი თითქოს „ყირამალას“ ბათუმის ბულვარის  ადმინისტრაციამ მთელი რიგი ბარიერები შეუქმნა – მანქანის პარკინგისათვის გამოყოფილი ადგილის შესასვლელები ჯაჭვით ჩაკეტა და რესტორანი ფაქტობრივად ავტოსადგომის  გარეშე დატოვა. თუმცა ამ ფაქტს თავად რესტორნის მენეჯერი კატეგორიულად უარყოფს. „რამოდენიმე დღის გაკეთებულია ეს ჯაჭვები. რატომ გააკეთეს და მილი გამოცვალეს,“ – ამბობს რესტორან „ყირამალას“ მენეჯერი ია ფირცხალავა.

შესასვლელი გზის ჩაკეტვის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს  ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი ირაკლი კოტია.  მისი თქმით რესტორან „ყირამალასთან“ ავტომანქანით მისვლა რესტორან „აჭარული სახლის“ მხრიდან არის შესაძლებელი.

„რესტორან ყირამალას მიმდებარე ტერიტორიაზე შევდივართ „აჭარული სახლიდან“. ჩაკეტილი უბრალოდ იმ მოსაზრებით არის რომ  მანქანების მოძრაობა რომ არ იყოს მაგ ადგილზე, მაგრამ ისე შესასვლელი არის ჩვეულებრივად. ეს დაახლოებით ერთი კვირის ამბავია. მე დამავალა უფროსობამ ჩაკეტეთ მაგი ადგილი რომ მანქანები არ მივიდნენ მაქაო, თორე მეტი არაფერი. მოგეხსენებათ რომ რესტორანია, რაც არ უნდა იყოს, ნასვამი ხალხი გამოდის და ამ მოსაზრებით არის ჩაკეტილი. ვთქვათ დაკეტა ვინმემ შეგნებულად და რაღაცა ეგრე არაა,“ –  აცხადებს ირაკლი კოტია.

„ყირამალას“ მენეჯერი ია ფირცხალავა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რესტორანმა ფასები შეამცირა: „ჩვენთან მოვიდნენ ტურიზმის დეპარტამენტიდან და გვთხოვეს, ძალიან ბევრი ტურისტი შემოგვყავს და თუ იქნება თქვენი ნება, ფასი დაგვიკელითო. ნამდვილად არ იყო ზეწოლა, გინდა თუ არა ეს გააკეთეთ. წავედით ამაზე.  შეძლებისდაგვარად ყველა კერძს დავუკელით ფასი. შემოსავალზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ზარალი შეიძლება იყოს ის, რომ მინუსზე იმუშავებს რესტორანი. მაგრამ არამგონია ასე მოხდეს, რაღაც მინიმალურს უნდა დავჯერდეთ, რაც იქნება, იქნება. – ამბობს ია ფირცხალავა.

აისახება თუ არა შემცირებული ფასები რესტორნის პერსონალის ხელფასზე? „ყირამალას“ მენეჯერი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, თვის ბოლოს ელოდება, როცა ყველაფერი დაჯამდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ კვების ობიექტებს ფასების დაკლების რეკომენდაცია მისცეს.

„მთავრობის ბოლო სხდომაზე ბატონმა ლევან ვარშალომიძემაც გააჟღერა, რომ მთავრობა, დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ რესტორნებში ფასები იყოს მისაღები. ჩვენ პატარა კვლევა ჩავატარეთ, ზოგან  სამმაგ და ოთხმაგ მოგებაზე არის საუბარი. კერძო სექტორს  ჩვენ  ვერ დავაძალებთ,  რომ გინდა თუ არა ფასი დაწიოს. სიტყვიერ დონეზე და რჩევების დონეზე ვაკეთებთ ამას,” – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფო გუჯაბიძე.

მისივე თქმით, იმ რესტორნებსა და კაფე-ბარებს, რომლებიც მენიუს ფასებს დაწევს, დეპარტამენტი პოპულარიზაციას გაუწევს, ხოლო რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, კატალოგების მიღმა აღმოჩნდება.

„დეპარტამენტს აქვს  სარეკლამო მასალები, რესტორნებისა და სასტუმროების კატალოგი, უამრავი ბროშურა, რომლებიც, როდესაც გავდივართ საზღვარგარეთ, გაგვაქვს საერთაშორისო გამოფენებზე. დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ პოპულარიზაციის კუთხით, პრიორიტეტს მივანიჭებთ იმას, რომელსაც მივიჩნევთ, რომ ფასი და სერვისი ერთმანეთთან შესაბამისი აქვს,“ -აცხადებს სოფო გუჯაბიძე.

მენიუში ცვლილებები ბათუმში არსებულმა კვების ობიექტებმა საახალწლოდ შეიტანეს. „აჭარული სახლის“ მენეჯერი მანუჩარ გაბაიძე ამბობს, რომ ფასების ცვლილებამ მისი კლიენტები დააბნია.

„ახალწლამდე დაახლოებით 15-დან 17%-მდე შევამცირეთ ფასები. დეპარტამენტმა გვირჩია, შეამცირეთო, თუმცა  ისედაც დაბალი ფასები გვქონდა.  ეს კლიენტურის გაზრდაზე არ ასახულა, იგივეა ისევ. ფასი რომ შეიცვალა, პირიქით, ჰგონიათ, რომ ხარისხიც შეიცვალა. ზოგიერთი კლიენტი ასე უყურებს,“ – ამბობს მანუჩარ გაბაიძე.

ფასები შეამცირა რესტორანმა „მეგრულ-ლაზურმაც“. „დეპარტამენტმა მოგვცა რეკომენდაცია, ტურისტები უფრო მეტი შემოვაო. ბრძანება არ ყოფილა, თუ არ გინდა, არ შეამცირებ. მაგაში ჩარევით არავინ ჩაერევა,“ – ამბობს რესტორან „მეგრულ-ლაზურის“ დირექტორი ნუკრი წოწონავა.

„დეპარტამენტიდან იყვნენ და რეკომენდაცია მოგვცეს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ზოგი გავითვალისწინეთ. ზოგიერთი ისეთი ფასი გვქონდა, ამაზე ნაკლები არ შეიძლებოდა.“ – ამბობს კაფე „პრივეტ იზ ბატუმას“ მენეჯერი ირინა ასანიძე.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას თქმით, თუ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ეს კარგია, რადგან  საქართველოში თურქეთთან, სომხეთთან ან აზერბაიჯანთან შედარებით, საკვებ პროდუქტზე ყველაზე მაღალი ფასებია.

„ესეც ქმნის გარკვეულ პრობლემებს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. რომ არაფერი ვთქვათ სასტუმროების ფასებზე, რომელიც ასევე რეგიონში ერთ-ერთი მაღალია. თუ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს ამას, არაფერი არ უკრძალავს  ამას ტურიზმის დეპარტამენტს, მაგრამ თუ ამას  მუქარის ხასიათი ექნება, ან კანონის ფარგლებს გასცდება და სავალდებულოს გახდიან, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იქნება მიზანშეწონილი. ბიზნესს, წესით, არ უნდა სჭირდებოდეს საჯარო დაწესებულებების მხრიდან ამდაგვარი რეკომენდაციები, თუ ბიზნესი ხედავს, რომ ის ვერ იზიდავს კლიენტს, იმის გამო, რომ მას აქვს მაღალი ფასი, ასეთ შემთხვევაში სანამდეც საშუალება აქვს, უნდა დაწიოს ფასი. როგორც ჩანს, არა აქვს ბიზნესს იმის საშუალება, იმიტომ, რომ არის რისკები. ნედლეულზე, რასაც ისინი იყენებენ, არის მაღალი ფასები და ფასები ჩვენთან მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, აქედან გამომდინარე, ბიზნესმა ყველაზე უკეთ იცის და მას ბაზარი კარნახობს, რაზე შეიძლება ფასების შემცირება და რაზე – არა,“ – ამბობს დავით ნარმანია.

მისივე თქმით, თუ ფასების ხელოვნურად დაწევა ხდება, ეს ფაქტი ბიზნესგარემოზე ცუდად აისახება.

„ბაზარს არ სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა. როგორც წესი, სახელმწიფო ცდილობს, დაარეგულიროს ისეთი ბაზრები, სადაც გარკვეული ოლიგოპოლიური მდგომარეობაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იცის სახელმწიფომ, ისინი გარიგებულნი არიან ბაზარზე და ხელოვნურად წევენ ფასებს. ამავდროულად, თუ ვინმე თითს დაუქნევს ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან, ეშინიათ და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. თუმცა აჭარის  შემთხვევაში მე ვერ ვიტყოდი, რომ მონოპოლიური ბაზარი გვაქვს, თუნდაც სასტუმროებთან და კვების ობიექტებთან მიმართებაში,“ – ამბობს დავით ნარმანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge