სიახლეები

რას ირჩევენ ტურისტები

30.05.2012 • • 1387
რას ირჩევენ ტურისტები

ავტორი: ირმა ზოიძე 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების დიდი ნაწილი, ივლის-აგვისტოსთვის უკვე სრულად დაჯავშნულია. ამ სასტუმროებში დამსვენებლები ტურისტულ სააგენტოებს ჩარტერული რეისებით ჩამოჰყავთ. ტრადიციულ სეგმენტს, რომელიც აჭარაში ისვენებდა, წელს ტურისტები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდანაც დაემატება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა დიასამიძე ამბობს, რომ აჭარაში ჩამოსვლის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე სასტუმროები, რომლებიც ტურისტებს მიიღებენ: „ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებსაც დიდი სანომრე ფონდი გააჩნიათ. მაგალითად, ივლისის დასაწყისისთვის „ინტურისტში“, „შერატონში“, „ერაპალასში“, „მარინაში“, „სანაპიროშიც“ კი, რომელიც გარეუბანში მდებარეობს, ადგილები არ არის”.

ვაჟა დიასამიძის ამ ინფორმაციას ადასტურებს „სანაპიროს“ მენეჯერი თიკო მამინეიშვილი, „ინტურისტში“ კი ამბობენ, რომ მათთან ივლისისთვის ნომრების დაჯავშნა შესაძლებელია.

ვაჟა დიასამიძის ინფორმაციით, ტურები, ძირითადად, ერთკვირიანია და ზღვაზე დასვენების გარდა სხვადასხვა ალტერნატივასაც შეიცავს: „ებრაელი ტურისტებისთვის სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება თურქეთი, პოლიტიკური მიზეზების გამო. ამასთან, არ შეიძლება ყოველ წელს ერთგან წახვიდე დასასვენებლად. თურქეთში ისინი მიდიან მაღალი სერვისის გამო, მაგრამ საქართველოში მათ ხვდებათ აქაური ბუნება, სამზარეულო, მაგალითად, სოფელ ვაიოში ღვინისა და ფოლკლორის ტურები გვაქვს დაგეგმილი. დამსვენებლებს შორის არიან ქართველი ებრაელები, რომლებიც აქედან დიდი ხნის წინ წავიდნენ. მათ ინტერესს განსაზღვრავს ფასიც. ისინი საგზურებით ჩამოდიან“.

აზერბაიჯანის ტურები კი რადიკალურად განსხვავებულია, იქედან ჩამოსულები ასე აქტიურად არ მოძრაობენ. მათი ინტერესი უფრო სათამაშო ბიზნესს უკავშირდება, რომელიც აზერბაიჯანში აკრძალულია. „5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, გართობა, კაზინო და ასე შემდეგ“ – ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აჭარაში აინტერესებთ.

ვაჟა დიასამიძის ინფორმაციით, აჭარაში, სასტუმროებში 8 ათასი საწოლი, კერძო სექტორში  – სასტუმრო სახლებსა და ბინებში კი 45 ათასამდე საწოლია, რომელთა გამოყენებაც ზაფხულში შეიძლება.

გადაბეჭდვის წესი