Batumelebi | რას კითხავდით პრეზიდენტს? რას კითხავდით პრეზიდენტს? – Batumelebi
RU | GE  

რას კითხავდით პრეზიდენტს?

რას-კითხავდით-პრეზიდენტს

რამდენიმე საათში ქვეყნის პრეზიდენტი საქართელოს პარლამენტში დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. ფორმატი მიხეილ სააკაშვილისთვის შეკითხვების დასმას ითვალისწინებს. პრეზიდენტს კითხვები დეპუტატებმა უნდა დაუსვან, თუმცა „ბათუმელებმა“ გადაწყვიტა, გამოეკითხა ის ადამიანები, ვისაც სააკაშვილისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ აქვს. რას კითხავდით პრეზიდენტს? -გამოკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჩატარდა.

თითქმის ყველა გამოკითხულს აინტერესებს, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პირველად ეს კითხვა ბესო კურტანიძემ, საზოგადოებრივი დამცველის ჯგუფის წევრმა დასვა. ბესო კურტანიძე: აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას?

ლალი ლომთათიძეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუშაობს პედაგოგად, აინტერესებს, რატომ არ არის არც ერთი გამამართლებელი განაჩენი ჩვენს სასამართლოში?
ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ“ შეკითხვა ასე ჩამოაყალიბა: ვადის ამუწურვის შემდეგ აპირებს თუ არ იყაროს კენჭი დეპუტატად?
ბათუმელი მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც პრეზიდენტთან კითხვა არ აქვს: „ბევრი ვიფიქრე, ვიფიქრე და კითხვა ვერ მოვიფიქრე. ძნელია, სმენადაკარგულს კითხვა დაუსვა“.
საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას კი გლობალურ საკითხზე აინტერესებს მიხეილ სააკშვილის პასუხი: რითი არის განპირობებული, რომ მთელ მსოფლიოს ავღანეთიდან ჯარები გაყავს, ჩვენ კი _ არა?
საიას კიდევ ერთ იურისტი ნათია კაპანაძე კი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც პრეზიდენტთან ბევრი კითხვა აქვს: 1. რატომ არ არის ღია ქუთაისის პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები? 2. რატომ არ არის ხელმისაწვდომი შს მინისტრის 14 ივლისის ბრძანება, რომელიც 26 მაისის საკითხებს შეეხება? 3. რა შედეგები მოიტანა სასამართლო რეფორმამ და რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე? 4. იკვეთება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერესთა კონფლიქტი _ დაინტერესდა თუ არა პრეზიდენტი ამ საკითხით?
ბლოგერ დათო ტრაპაიძეს კი გურიის მდგომარეობა აინტერესებს: `სამეგრელოსა და იმერეთში მიმდინარე მშენებლობების ფონზე ხომ არ გეჩვენებათ, რომ გურია, რომელიც მათ შუაში მდებარობს, ცოტა არ იყოს უყურადღებოდ დარჩა. როდის მიექცევა სათანადო ყურადღება ამ რეგიონს და სამომავლოდ იქ განსახორციელებელ რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი?
ნათია ანდღულაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ სააკაშვილს ეკითხება – რატომ შეცვალა განათლების რეფორმის კურსი?
რადიო „პალიტრას“ ჟურნალისტის მერაბ მეტრეველის მთავარი კითხვა არის, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრობას პრეზიდენტი და როდის იტყვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ?
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე კითხულობს, რა შეცდომა დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა ვერ გახდა ნატოს წევრი?
პედაგოგ ნათია შალიკაშვილს კი უნდა გაიგოს, პრეზიდენტს თავი კოსმოპოლიტად მიაჩნია თუ ქართველად.
შარშან პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში შემდეგ საკითხებზე ისაუბრა:
„მოსახლეობას მარტში 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები დაურიგდებათ. ისევე, როგორც დენის ვაუჩერის, სასურსათო ვაუჩერის სხვა ოჯახისთვის გადაცემაც შესაძლებელი იქნება…“
„…ყურადღება ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა დავუთმოთ… 3-4 წლის წინ ერთ ქართულ პროდუქტს ვერ აღმოაჩენდით ბაზარზე… გლეხების დასახმარებლად სახელმწიფო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის _ მაღალი ხარისხის სიმინდისა და ხორბლის თესლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად… საქართველო 2013 წლიდან სიმინდის ექსპორტიორი გახდება, ხორბლის ადგილობრივი წარმოება კი 45%-მდე გაიზრდება“.
„მე მინდა გავამხნევო ყველა უმუშევარი მოქალაქე… ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციებს დიდ ინფრასტრუქტურულ პროცესებში, გზების დაგებასა და გაზიფიკაციაში. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის“.
`„ტურიზმის განვითარება გვინდა არა იმიტომ, რომ უცხოელ ტურისტებს მოვაწონოთ თავი. არამედ ჩვენი ხალხის განვითარებისა და ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის…“
„2015 წელს აშენდება 17 ჰესი. ეს არის მილიარდობით დოლარი ჩვენი ეკონომიკის გამტკიცებაში… ჩვენ ვიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას. შედეგად დასტაბილურდება ფასები საწვავზე“.
„სულ მალე საქართველოშ ამუშავდება პირველი ქართული კომპიუტერული წარმოება. საქართველო ევროპაში მესამე ქვეყანა იქნება, სადაც ინტელის ქარხანა გაიხსნება“.
„აღარ არის კორუფცია და სწავლა უფრო უკეთ ფასდება. ბოლო ბრძოლა ძველბიჭური მენტალიტეტის მქონეებმა მანდატურებს გაუმართეს…“
„…ხშირად მთავრობას ავიწყდება ის პატარა პრობლემები, რომლითაც უთენდებათ და უღამდებათ ჩვენს ოჯახებს…“
„..ჩვენს მოსახლეობას ჯანდაცვის ორგანოებთან ხელმისაწვდომობა არ აქვს. ჩვენ არ დაგვვიწყებია დაპირება 100 საავადმყოფოს შესახებ. 2013 წლიდან იმუშავებს ასზე მეტი ახალი საავადმყოფო. მოხდება მთელი ჯანდაცვის სფეროს პრივატიზება“.
„ჩვენ შევძლებთ, რომ 2015 წლისთვის დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონ ნახევარი გახდეს“.
„არსებობენ სხვა ოპონენტებიც, მათი განსხვავებული პოზიცია ჩვენ გვესმოდა ტელეეკრანებიდან. მივესალმები მათ გამოჩენასაც, რადგან ხალხისთვის ნათელი იყოს, ვინ ვინ არის. რაც უფრო ხშირად გამოჩნდებიან, მით უფრო ხშირად მოხდება ამ ადამიანების ლუსტრაცია“.
„უდიდეს პრიორიტეტად რჩება ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე… ზრუნვის გარეშე არც ერთი დევნილი ოჯახი არ უნდა დარჩეს… ჩვენ ვავითარებთ ფოთს. გვინდა, რომ იქ ჩასახლებული დევნილები გახდნენ იქაურობის ნაწილი. ასევე გვინდა გახდნენ წყალტუბოს და ბათუმის წარმატების ნაწილი“.
„მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით. ხალხმა უნდა იცოდეს, საითკენ მივდივართ და კურსი აუცილებლად გაგრძელდება. იმას, რაზეც ვლაპარაკობთ, დაიწყება 2012-2013 წლებში. 2015 წელი არის ამ გეგმების შეჯამების წელი…“
„2015 წელს ჩვენი გათვლებით საქართველოს მოსახლეობა დაუბრუნდება 5-მილიონიან ნიშნულს, უმუშევრობა შემცირდება მნიშვნელოვნად და 50 პროცენტით გაიზრდება ხელფასები, საქართველო იქნება ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge