სიახლეები

რატომ გეხება ეს შენ

30.05.2012 • • 1152
რატომ გეხება ეს შენ

სამოქალაქო სექტორმა უკვე ერთი კვირაა აქტიური კამპანია გააჩაღა სახელწოდებით _ “ეს შენ გეხება”. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში მიღებულ კანონებს აპროტესტებენ, მათ შორის კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”, რომელშიც, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების თქმით, ბუნდოვანი მუხლებია და ისინი ამომრჩევლის წინააღმდეგაა მიმართული.

ოთო დალაქიშვილი

რა შეზღუდვები უწესდებათ კანონით ფიზიკურ პირებს – მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და რა შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად? რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში?
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, ამომრჩეველს 3 წლით აღეკვეთოს თავისუფლება.
სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლში აღნიშნულია, რომ “პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.”
არასამთავრობოებს ამ მუხლთან დაკავშირებით ასეთი მაგალითი მოჰყავთ:
“თუ შენი მეგობრის დედასთან მივიდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურისა და მმართველი პარტიის სახელზე, ასეთი განცხადების დაწერა, შესაძლოა, გახდეს შენი მეგობრის დედის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი.”
ან `თუ შენს სამეზობლოს ესტუმრა შენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და დაგირიგათ საჩუქრები, ამის გამო, შესაძლოა 3 წლით აღეკვეთოს თავისუფლება.”
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არ ეთანხმება არასამთავრობოების მხრიდან გამოთქმულ ამ მოსაზრებებს და საკუთარ პოზიციას შემდეგნაირად ამყარებს: `თუ საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ვიღაცა აძლევს, ან პირდება თანხას, ფასიან ნივთებს და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს დასჯადი. თუ ვიღაცა ვაჭრობს საკუთარი ხმით, ესეც უნდა იყოს დასჯადი. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს არ არის ის შემთხვევა, რომ ვიღაცას უცებ მოუგონებენ რაღაცას და დაიჭერენ, ან ჯარიმას დააკისრებენ და ა.შ. ეს არის იმ შემთხვევაში და პირდაპირ წერია ეს ნორმაში, როცა წინასწარ შეცნობით ამომრჩეველი ითხოვს გარკვეულ საფასურს თავისი ხმის სანაცვლოდ. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი. მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არასწორია,“ _ აღნიშნავს კუბლაშვილი და აქვე ერთმანეთისგან გამოყოფს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროექტებსა და ცალკეული პარტიის მიერ გაცემულ დაპირებას:
`თუ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ პროექტებზე, მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქმედებებზე, ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სხვა სიბრტყე. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ამომრჩეველმა მანამდე გააკეთა და ეს არჩევანი აძლევს შესაძლებლობას ვიღაცას, განკარგოს ბიუჯეტი, თქვას, ამდენი ამ პირობებით დაიხარჯება გზებზე, მოედნებზე, პენსიებზე და ა.შ. თუ ვიღაცა ამბობს, რომ მერია ინდივიდუალურად რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შემოიღებს საჩუქარს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაზე გავრცელდება პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ეს არის ბიუჯეტიდან თანხების გაცემა სოციალური პროგრამებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ა.შ. – არა,” _ განაცხდა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილისეული განმარტების მიუხედავად, არასამთავრობოები არ ცვლიან მოსაზრებას. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (`საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო”, `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, `სამართლიანი არჩევნები” და კოალიცია `არჩევანის თავისუფლებისათვის”) პარლამენტში 17 თებერვალს მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.
საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი, რომელიც ამ წინადადების განხილვაზე იქნება პასუხისმგებელი, ამის შემდეგ კომიტეტს აქვს 20 დღის ვადა წინადადების განხილვისთვის.
კუბლაშვილის თქმით, `თუ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია რაღაც ცვლილებები, რაღაცის დაზუსტება ამ კანონში, რა თქმა უნდა, მაგ ნაბიჯებზე წავალთ და უარს არ ვიტყვით.”
`თუკი პარლამენტი წინადადებას მიიღებს და აქცევს მას საკანონმდებლო ინიციატივად, ამ კანონმდებლობის შეცვლის კუთხით წარმოება გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა პარლამენტმა ამ საკანონმდებლო წინადადების ინიციატივად ქცევაზე უარი თქვას, რაც მიუღებელია, რადგან ეს კანონმდებლობა ანტიკონსტიტუციურია”, _ აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ეკა ფოფხაძე.

გადაბეჭდვის წესი