სიახლეები

რატომ გადადგა აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე

30.05.2012
რატომ გადადგა აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სულხან ჯორთმენაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო, ისევ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილედ დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად სულხან ჯორთმენაძემ დაუდასტურა.
“დავინიშნე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ და ამას გიდასტურებთ. დანარჩენს – არა”, – უთხრა “ბათუმელებს” სულხან ჯორთმენაძემ.
მინისტრის მოადგილემ არ დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც ჩაიწერა მისი გათავისუფლების ბრძანებაში. “ბათუმელბის” ინფორმაციით კი, ამ ბრძანებაში წერია, რომ გათავისუფლებულია სამსახურებრივი მოვალეობისგან თავის არიდების გამო.
ადამიანი, რომელმაც პირადად ნახა ეს დოკუმენტი (საჯარო მოხელეა და არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა) დასძენს, რომ სულხან ჯორთმენაძემ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სპეციალურად მისთვის ანუ თავმჯდომარისთვის დანიშნულ ატესტაციაში, რომელიც თბილისში იყო დანიშნული, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარის გათავისუფლება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს კი ლევან ვარშალომიძე ნიშნავს და ათავისუფლებს.
სულხან ჯორთმენაძე კონტროლის პალატაში გადაყვანამდეც აჭარის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.