ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„იგივეა, რაც ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე დარგში დამსახურებისთვის“, – ასეა უცხო სიტყვათა ლექსიკონით. კანონმდებლობით კი ის არის „დამატებითი ანაზღაურება, ანუ წახალისება კარგად მუშაობისთვის, რომელიც შეიძლება გაიცეს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლებამდე…“ „პრემია არის ის, რასაც სამ თვეში ერთხელ ვიღებთ დამატებით ერთი ხელფასის ოდენობით“, – განმარტავს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე.
მერიაში საპრემიო კომისიას ვიცე-მერი დავით სამნიძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში კი მერიის სამსახურის უფროსები შედიან, თუმცა როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე ხსნის, „კომისიის თავმჯდომარე, თუნდაც მერთან შეთანხმებით, არ წყვეტს, ვინ წაახალისონ და ვინ – არა“.
რობერტ ჩხაიძის ბრძანებით, მერიის საჯარო მოხელეები პრემიის სახით კვარტალურად, სამ თვეში ერთხელ, გაორმაგებულ ხელფასს იღებენ. როგორც გელა მახარაძე განმარტავს – „ყველა კარგად მუშაობს და მაგიტომ“. სამ თვეში ერთხელ ზუსტად ამ პრინციპით იზრდება რობერტ ჩხაიძის შემოსავლებიც.
2011 წლის მონაცემებით, რობერტ ჩხაიძემ პრემიის სახით 13 250 ლარი მიიღო, ბათუმის მერის ქვეყნის გარეთ მივლინებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 738 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, რობერტ ჩხაიძეს მისივე ხელმოწერილი ბრძანებით სატელეფონო ხარჯებისთვის ყოველთვიურად 300 ლარი ერიცხება, რაც წელიწადში 3600 ლარია. ბიუჯეტიდან ფინანსდება მერის გადაადგილების ხარჯებიც, მისთვის ყოველთვიურად 750 ლიტრი საწვავი „პრემიუმია“ გათვალისწინებული. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რობერტ ჩხეიძეზე ბათუმი წელიწადში, მთლიანობაში, 85 338 ლარს ხარჯავს.
პრემიის სახით 11 150 ლარი აქვთ მიღებული მერის ყოფილ მოადგილეს ავთანდილ დარჩიას, ასევე მის მოადგილეებს დავით სამნიძეს და ჯემალ ანანიძეს. გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტიდან 5284 ლარი დაიხარჯა ჯემალ ანანიძის ქვეყნის გარეთ მივლინებაში, თითქმის იგივე თანხა დაუჯდა ბიუჯეტს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე ბაღათურიას მივლინებები საზღვარგარეთ, პრემიის სახით კი მას სულ 6800 ლარი აქვს მიღებული.
წლის განმავლობაში პრემიის სახით 12 550 ლარი მიიღო მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ ვანაძემ, რაც მისი ხელმძღვანელის, რობერტ ჩხაიძის საპრემიო ანგარიშზე 700 ლარით ნაკლები, ხოლო მერის მოადგილეების საპრემიო ანგარიშზე 1400 ლარით მეტია. მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი 2011 წელს საზღვარგარეთ მივლინებული არ ყოფილა. სატელეფინო ხარჯებისთვის კი მას ყოველთვიურად 50 ლარი ერიცხება.
არჩილ ვანაძის შემდეგ ყველაზე მაღალი პრემია მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა – ნათია სურგულაძემ, სოფიო მიქელაძემ, მამუკა გუნდაძემ, ეგარსლან ლომაძემ და ხუსეინ სირაბიძემ მიიღეს. თითოეულის საპრემიო ანგარიში წლის განმავლობაში 9950 ლარია. მათგან საზღვაგარეთ მივლინებისთვის 1964 ლარით განათლების, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სურგულაძე და 7341 ლარით არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი სურმანიძე დაფინანსდა.
წლის განმავლობაში ბათუმის ბიუჯეტიდან მივლინებებისთვის, სულ 31606 ლარი დაიხარჯა, პრემიების სახით კი – 158 025 ლარი გაიცა.
რაც შეეხება სატელეფონო ხარჯებს, მერის მოადგილეებისთვის ყოველთვიურად, მერის მიერ დადგენლი ლიმიტით, 150 ლარია გათვალისწინებული. მერის სამდივნოს სპეციალისტებს 30 ლარი, განყოფილების ხელმძღვანელებს კი 50 ლარი ერიცხებათ. ამ მხვრივ გამონაკლისია მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძე, მას ყოველთვიურად სატელეფონო ხარჯებისთვის 70 ლარი ერიცხება. გამონაკლისის სახით 100 ლარი ერიცხება სატელეფონო ხარჯებისთვის კიდევ რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელსაც.