დავით ხალვაშმა 2004 წლის შემდეგ საქართველში დაბრუნება პირველად 2014 წლის 6 მარტს სცადა, როდესაც ის სარფში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ჟურნალისტებსაც, რომლებიც სარფში სამართალდამცავებთან ერთად ელოდნენ დავით ხალვაშს. უცნობია, რამდენად იქონია გავლენა ამ ფაქტმა დავით ხალვაშის გადაწყვეტილებაზე იმ დღეს აღარ შემოსულიყო საქართველოში.
პროკურატურამ დავით ხალვაშის მიმართ დევნა 2004 წელს დაიწყო.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა).
დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. დავით ხალვაში ფიგურირებს ასევე ასლან აბაშიძის სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო წლებია უკვე განიხილავს.
დავით ხალვაში 2004 წელს „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში.
კონკრეტულად რა ვითარებაში დააპატიმრეს დავით ხალვაში, პროკურატურის პრესცენტრი”ბათუმელების” ამ კითხვას ჯერჯერობით არ პასუხობს.
აქციის დარბევა ბათუმში, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ვიზიტისას. ფოტო ბათუმელების არქივიდან. 2004 წელი.
ქალბატონო თამთა, როგორ განმარტავს „ოჯახს“ ქართული კანონმდებლობა და ხომ არ არის ეს განმარტება დისკრიმინაციული?
ქორწინებას ქართულ კანონმდებლობაში განმარტავს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. რაც შეეხება ოჯახის განმარტებას, კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ განმარტებას, თუმცა არის ცალკეული ჩანაწერები, მაგალითად, ქონების და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც წერია თუ ვინ არის პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე. თუმცა, ოჯახი უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ მეუღლეებს და შვილებს, ასევე, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებსაც.
სხვა ქვეყნების კანონმდებლობა თუ განმარტავს ოჯახს ან ქორწინებას განსხვავებულად?
სხვა ქვეყნების კანონმდებლობაზე არ მაქვს ინფორმაცია. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასაც და ის ამბობს, რომ ოჯახური ცხოვრება უფრო ფართოდ უნდა განვმარტოთ, რომ ოჯახი მოიცავს არა მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაზე დაფუძნებულ ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ ფაქტობრივ ურთიერთობებსაც. ლგბტ ჯგუფების თანაცხოვრებაც ამ მუხლით არის დაცული.
საზოგადოება ხშირად იყენებს ტერმინს „არასრულფასოვანი ოჯახი“. რა იგულისხმება ამ კონტექსტში?
ის საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს მარტოხელა დედების მიმართაც, რაც არასწორია. ოჯახში შეიძლება ცხოვრობდეს დედა-შვილი ან მამა-შვილი, მაგრამ არასწორია განმარტება „არასრულფასოვანი“. ეს კულტურული სტერეოტიპია, რომელიც პატრიარქალური კულტურის შედეგია.
სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ოჯახურ დაზღვევას მხოლოდ იმ კლიენტებს სთავაზობს, სადაც ოჯახის ტრადიციული ტიპი – დედ-მამა და შვილები არიან. არის ეს დისკრიმინაციული მიდგომა?
აქ ალბათ კომერციული ინტერესები უფრო მოქმედებს, რადგან მარტოხელა ქალები უფრო დაუცველები არიან და სოციალურ ჩაგვრას განიცდიან. კომერციული ორგანიზაციებისთვის სტერეოტიპული მიდგომა ალბათ უფრო მომგებიანია.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა დღეს ოჯახისა და ქორწინების თემა აქტუალური და რატომ დაუკავშირდა ამ საკითხის გააქტიურება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას?
პრემიერ-მინისტრის განცხადების კონტექსტი ძალიან საინტერესოა. ხშირად, სხვადასხვა აქტორების მხრიდან, მაშ შორის ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ანტიდისკრიმინაციული კანონი აღიქმება როგორც თავსმოხვეული კულტურული ნორმების ლეგიტიმაცია, თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხე. იყო საუბარი იმაზე, რომ თუ უმცირესობებს აქვთ უფლებები, უმრავლესობასაც აქვს, ამიტომ სწორედ შეეცადა პრემიერი თავისი ინიციატივით დაებალანსებინა ის ინტერესები და წინააღმდეგობები, რომელიც აქვს კიდეც ამ კანონს. ნიშანდობლივია, რომ მის განცხადებებში, ისევე როგორც სხვა მოხელეთა განცხადებებში, ჩანს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის არა როგორც თავისთავადი ღირებულება, რომელთან დაკავშირებითაც თავად ხელისუფლებას აქვს ინტერესი, რომ სხვადასხვა მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფების თანასწორობა უზრუნველყოს, არამედ როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის სავალდებულო, ფორმალური ნაბიჯი, რაც არასწორი სულისკვეთებაა. ამიტომ პრემიერის განცხადებაც ამ ლოგიკის გაგრძელებაა.
მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ, ძალადობრივ განწყობებსა და სტერეოტიპებს თუ გავითვალისწინებთ, პრობლემურია ამ ტიპის განცხადება და მისი გამოყენება პოლიტიკურ დისკუსიებში. პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ თემის დეპოლიტიზება და უნდა მოხდეს მათზე, როგორც უფლებრივ კატეგორიაზე მსჯელობა. პრემიერმა კი, თავისი ინიციატივით კულტურული და პოლიტიკური წინააღმდეგობა ამ თემის მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა.
ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში არის პუნქტი: „მისი არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ის სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდეს“. როგორ ფიქრობთ, ეს ჩანაწერი ანტიკონსტიტუციურია?
ასეთი ჩანაწერი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან თავად კონსტიტუცია ამბობს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ანტიდისკრიმინაციული კანონის წყარო კი კონსტიტუციით დაცული უფლებები და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებებია. სინამდვილეში, ეს ჩანაწერიც ერთგვარი პოლიტიკური არტეფაქტია, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ კანონმდებელი და ხელისუფლება არ ღალატობს დომინანტი ჯგუფების ინტერესებს.
რადგან ქორწინებას განმარტავს სამოქალაქო კოდექსი, მაშინ რა საჭიროა მისი კონსტიტუციაში შეტანა, რა მიზანი ჰქონდა რეალურად ამას?
თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ნორმა ერთსქესიანთათვის მოსპობს ქორწინებაში შესვლის ან ასეთი უფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ეს საკითხი არც დგას. კონსტიტუციური შეთანხმება თავად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, ამიტომ, თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონში დარჩება ჩანაწერი და მას მოჰყვება ინტერპრეტირებული მსჯელობა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამართლიანი სასამართლოს პირობებში სადავო საკითხი ყოველთვის ადამიანის უფლებების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ხარისხისა და რაოდენობის კონტროლისათვის, „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სურვეერულ კომპანია „ეს-ჯი-ესთან“ (SGS), სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება ხარისხის კონტროლი. „ეს-ჯი-ესის“ წარმომადგენლები ასევე აკონტროლებენ ტვირთის რაოდენობის დაცულობას დატვირთვასა და დაცლას პორტში, მათ შორის ტვირთის ვაგონებში გადატვირთვას და ელექტრონულ სასწორზე გადაწონვას.
„ტვირთის ტრანსპორტირება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვასთან ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. ჩვენს მიერ მიწოდებული ტვირთის რაოდენობა, ხარისხი და ფორსმაჟორული გარემოებები სრულად დაზღვეულია, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებლებს“, აცხადებს ამერიკან ტრეიდინგ კომპანიის დირექტორი, მარიკა ბარათაშვილი.
ხანგრძლივი დაკვირვების და ანალიზის შედეგად, სოიოს შროტის გემიდან–სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვისათვის „ამერიკან ტრეიდინგ კომპანის“ ლოჯისტიკის სპეციალისტებმა შეარჩიეს ბათუმის საზღვაო ნავსადგური, როგორც ტვირთის დაცლის ძირითადი პორტი საქართველოში.
სოიოს შროტის რაოდენობის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც გემის სრული პარტიის (ოპტიმალური 2250 ტონიდან) შეძენით, ასევე სარკინიგზო ვაგონების (1 ვაგონი საშუალოდ 52-56 ტონა) პარტიის შეძენით. ყოველთვიურად „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ ახორციელებს 1 ან 2 გემის (საშუალოდ 3000 ტონამდე) პარტიის მიწოდებას ბათუმის პორტში. კლიენტების მოთხოვნით შესაძლებელია ასევე სოიოს შროტის სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვა და დანიშნულების სადგურამდე მიწოდება: საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ავღანეთში, ტაჯიკეთში.
კომპანიის ლოგისტიკის დეპარტამენტი, კლიენტებს სთავაზობს ცალკე გადაზიდვის მომსახურებასაც, მხოლოდ საზღვაო გადაზიდვას, სარკინიგზო გადაზიდვას, საპორტო მომსახურებას ან ტრანსპორტირებას სრულად – დატვირთვის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე.
ხარისხისა და რაოდენობის კონტროლისათვის, „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სურვეერულ კომპანია „ეს-ჯი-ესთან“ (SGS), სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება ხარისხის კონტროლი. „ეს-ჯი-ესის“ წარმომადგენლები ასევე აკონტროლებენ ტვირთის რაოდენობის დაცულობას დატვირთვასა და დაცლას პორტში, მათ შორის ტვირთის ვაგონებში გადატვირთვას და ელექტრონულ სასწორზე გადაწონვას.
„ტვირთის ტრანსპორტირება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვასთან ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. ჩვენს მიერ მიწოდებული ტვირთის რაოდენობა, ხარისხი და ფორსმაჟორული გარემოებები სრულად დაზღვეულია, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებლებს“, აცხადებს ამერიკან ტრეიდინგ კომპანიის დირექტორი, მარიკა ბარათაშვილი.
ხანგრძლივი დაკვირვების და ანალიზის შედეგად, სოიოს შროტის გემიდან–სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვისათვის „ამერიკან ტრეიდინგ კომპანის“ ლოჯისტიკის სპეციალისტებმა შეარჩიეს ბათუმის საზღვაო ნავსადგური, როგორც ტვირთის დაცლის ძირითადი პორტი საქართველოში.
სოიოს შროტის რაოდენობის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც გემის სრული პარტიის (ოპტიმალური 2250 ტონიდან) შეძენით, ასევე სარკინიგზო ვაგონების (1 ვაგონი საშუალოდ 52-56 ტონა) პარტიის შეძენით. ყოველთვიურად „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ ახორციელებს 1 ან 2 გემის (საშუალოდ 3000 ტონამდე) პარტიის მიწოდებას ბათუმის პორტში. კლიენტების მოთხოვნით შესაძლებელია ასევე სოიოს შროტის სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვა და დანიშნულების სადგურამდე მიწოდება: საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ავღანეთში, ტაჯიკეთში.
კომპანიის ლოგისტიკის დეპარტამენტი, კლიენტებს სთავაზობს ცალკე გადაზიდვის მომსახურებასაც, მხოლოდ საზღვაო გადაზიდვას, სარკინიგზო გადაზიდვას, საპორტო მომსახურებას ან ტრანსპორტირებას სრულად – დატვირთვის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე.
„ბულვარს ყოველწლიურად ახლავს განსახორციელებელი პროექტების დეფიციტი, ფინანსური ნაწილის მხრივ. მას ჩვენ ყოველთვის ბიუჯეტიდან ვუმატებთ თანხებს. შესაბამისად ბულვარის წაღების შემთხვევაში დაახლოებით ექვსი – შვიდი მილიონი ლარი დამატებითი რესურსი იქნება საჭირო, რომელიც ბულვარს უნდა მოხმარდეს.
ბულვარის შემოსავლები წლის განმავლობაში 550 000 ლარიდან 600 000 ლარამდე მერყეობს და ეს შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს ბულვარის მოვლა-პატრონობას,“ – აცხადებს მინისტრი.
„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის“ ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის („კაკოს“)სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება,“ – ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.
„ციცი“ მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, „მაია“ ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება „ციცის“ შვილის მოვლა-პატრონობაში.
დელფინი გასულ კვირას, 13 აპრილს დაიბადა, თუმცა დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ მიეცა. პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.
ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მესამედ დაფიქსირდა.
დღემდე მოქმედი წესით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრალურ უბნებში საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსება, შენობა-ნაგებობების კედლებზე აკრძალული იყო. ცვლილების მიხედვით კი ამიერიდან დაიშვება გამონაკლისი. კერძოდ: დასაშვები ხდება ბათუმის ცენტრალურ ზონაში მდებარე საარჩევნო სუბიექტების (პარტიების) ოფისებზე სააგიტაციო მასალების გამოფენა. რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, მოქმედი წესი უცვლელი რჩება და სააგიტაციო მასალის გამოკვრა ძველ ბათუმში შენობებზე აკრძალულია.
ცვლილების აუცილებლობა საკრებულოში ასე განმარტეს: „როგორც წესის მიღების შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, იმის გამო რომ აკრძალულ ზონაში მდებარეობს საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობის პარტიული ოფისები, მაინც ხდებოდა ოფისების შენობა ნაგებობებზე სააგიტაციო მასალის განთავსება“.
2012 წლის აგვისტოში ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება „საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. ამ დადგენილებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ბათუმში, ბულვარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობეზე აკრძალული იქნა სააგიტაციო მასალის გამოფენა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგა, U13, U14, U16, U18 და U20 ლიგებია. ბათუმის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციაში 300-ზე მეტი ბავშვია, რომელთა უმრავლესობა მოსამზადებელ ჯგუფებში ვარჯიშობს. მათგან მხოლოდ 16 ახალგაზრდაა ერთადერთ, U13 ნაკრებში (U – (უნდერ) – ასაკის კატეგორიების აღსანიშნავად გამოიყენება მოზარდებში. მაგალითად U13 – ნიშნავს 13 -წლამდელთა კატეგორიას).
რატომ არ არის ნაკრები ბათუმში დანარჩენ ასაკობრივ კატეგორიაში? მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
პირველი: მოთამაშეების წასვლა – მწვრთნელის თქმით „2013 წლის სექტემბერში U14-ის გუნდიც ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ მოთამაშეები თბილისში გადავიდნენ, ეს მშობლების არჩევანი იყო და ვერაფერს შევცვლიდით. სამი ძლიერი მოთამაშე წავიდა და ამ ასაკის გუნდი დაიშალა. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა U16-ში, რომლის ჩამოყალიბებაც გვსურდა, მაგრამ მოთამაშეები შსს აკადემიამ თავის გუნდში გადაიყვანა. ერთი-ორი მოთამაშის გადასვლა შეიძლება თბილისს არ დაეტყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვსუსტდებით. U16-ში ხელახლა მომზადებას ვერ დაიწყებ, რადგან სამაგისო პერსპექტიული მოთამაშე ჯერჯერობით არ არის. მათ გამოვლენასა და გაწვრთნას კი დრო სჭირდება“.
მეორე: კალათბურთელის მომზადება უფროსი ასაკიდან – ძლიერმა მოთამაშემ რომც არ დატოვოს ადგილობრივი ნაკრები, ჯაბა ბაქრაძე ამბობს, რომ მშობლებს ბავშვები გვიან მიჰყავთ კალათბურთის სასწავლად, რაც ხელს უშლის მათ მომზადებას ასაკის მიხედვით: „ბავშვს პირველივე კლასიდან შეუძლია აითვისოს ბურთი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა 7-8 წლის ასაკში დაიწყოს კალათბურთელის მომზადება. სანაკრებო გუნდში ძირითადად ის მოთამაშეები ხვდებიან, ვინც 7-8 წლის ასაკიდან იწყებს თამაშს. მე-5-6 კლასიდან შემოსულების 85%-ზე მეტი შემდეგში ნაკრებში ვერ ხვდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბავშვები მშობლებმა მოიყვანონ რაც შეიძლება პატარა ასაკიდან. მცირე ასაკიდან მუშაობა იოლი არაა, მაგრამ კარგია. ეს დამყოლი ასაკია, ადვილია წვრთნა და თანაც გულით უნდათ თამაშის სწავლა“.
მესამე: ბევრი მსურველი და ცოტა დარბაზი – სასპორტო სკოლაში ამჟამად ორი საკალათბურთო დარბაზია, მცირე და მოზრდილი. დარბაზებში ყოველდღე სხვადასხვა დროს ექვსი ჯგუფი ვარჯიშობს. 300-ზე მეტ მოზარდს ცხრა მწვრთნელი ავარჯიშებს. ვარჯიშის დროს კი 30 ბავშვია, „რაც დაუშვებელია“ – ამბობს მწვრთნელი.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებულად ასპარეზობს ევროპის მასშტაბით, ბოლო წლებში კალათბურთის სექციაზე გაიზარდა მოთხოვნა. შესაბამისად, გაჩნდა მეტი საჭიროება – ინფრასტრუქტურის, მომზადებისა და სპორტული ინვენტარის: „მოსამზადებელი ჯგუფები გადატვირთულია, ნაკადი დიდია. დარბაზში კი ადგილი არ არის და ერთდროულად 30 მოსწავლე ვარჯიშობს. ყველა მოსწავლეს ყურადღება რომ მიაქციო, შეცდომა გაუსწორო, ვარჯიშზე 18 მოსწავლეზე მეტი არ უნდა გყავდეს. სტანდარტული ზომის მოედანიც გვჭირდება – სიგრძით 28 და სიგანით 14 მეტრი, რომელსაც ექნება ირგვლივ აუტის ზომა, კედლიდან მინიმუმ ორი მეტრი დაშორებით. ადგილის უქონლობის გამო ბევრ მსურველს ვეღარ ვღებულობთ. მხოლოდ პატარა ასაკის აღსაზრდელს ვიღებთ“.
სასპორტო სკოლაში ყველაზე პატარების, 2006-2007 წლებში დაბადებული ბავშვების მოსამზადებელი ჯგუფებიც არის. კარგი მოთამაშის გამოვლენა, მათი შესაძლებლობების შემოწმება და მათთვის პერსპექტივის შექმნა ამ ჯგუფებიდან იწყება. ისინი სამომავლოდ ადგილობრივ ნაკრებ გუნდებს შეავსებენ.
როგორც ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა ოჩხიკიძე ამბობს, პატარები ამ ასაკში კალათბურთისთვის სხეულის მოქნილობასა და ბურთის ტარებას სწავლობენ.
სასპორტო სკოლაში ჩამოყალიბებულია სამი მინიკალათბურთის სექციაც. როგორც ჯაბა ბაქრაძე ამბობს, აქედან ორი აქტიური ჯგუფია, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. მინიკალათბურთში ოთხი მოთამაშეა ჯგუფში, განსხვავებით სტანდარტულისა, სადაც ხუთი მოთამაშეა.
შიდა სასკოლო ჩემპიონატი მომავალშიც ჩატარდება, რომელშიც უფრო დაბალი ასაკის – 2002-2003 წლებში დაბადებულები იასპარეზებენ.
როგორც 10-წლიანი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძე ამბობს, შეჯიბრება ბავშვებისთვის ზეიმია, ამიტომ რაც არ უნდა ცოტა იყოს ნაკრები გუნდები, შიდა შეჯიბრებებს აუცილებლად ჩაატარებენ.
საკრებულოს აპარატს მიეცა დავალება დღეიდან დაიწყოს სსიპ „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზურფრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. ამის შემდეგ ბულვარი მართვაში ბათუმის მერიას უნდა დაუბრუნდეს.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, უმჯებესი იქნებოდა თუ საკრებულო „ბულვარის მერიის მართვაში გადაცემას საკურორტო სეზონის შემდეგ – ამ ფორმულირებით დაუჭერდა მხარს“.
„რადგან ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ხელშეკრულებები აქვს დადებული ნოემბრამდე“, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე.
საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი მაქსიმუმ ერთი კვირა შეიძლება გაგრძელდეს.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ბულვარის ადმინისტრაცია უარს იტყვის რეეესტრი ბულვარს მერიის მართვაში არ დაარეგისტრირებს, ამიტომ შესაძლებელია საქმე სასამრთლოში გაგრძელდეს.
„გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. ახლა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ, საკურორტო სეზონი მოდის. მოგვიანებით განვიხილავთ ალბათ ამ საკითხს და მერე გავაკეთბთ კომენტარს“, – უთხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა გურამ ჩიქოვანმა „ ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში.
ბათუმის ბულვარი მართვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს 2009 წელს გადაეცა. ბათუმის მერიამ მოახდინა აიპი „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია. ამ პროცესის პარალელურად კი აჭარის მთავრობამ შექმნა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ბულვარი, მართვაში უზურფრუქტის წესით გადაეცა. “
უზურფრუქტის წესი ნიშნავს, რომ ქონება რჩება მესაკუთრეს, ხოლო მართვაში გადაეცემა იმ ორგანოს, რომელთანაც მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს.
უზურფრუქტის წესით მართვაში ქონების გადაცემა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის გადაცემის შემთხვევაში ვადები ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა.
„SoundSpring“ წელს პირველად იმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო (ლექციები, ვორქშოპები) და პერფორმატიულ (მუსიკა, ვიდეო ) სეგმენტებს. ფესტივალში მონაწილეობას გოგი ძოძუაშვილი, ირაკლი შონია, ჟორჟიკა, გაჩა, რეზო ღლონტი, ლევან მაისურაძე, ტეტე, გიორგი სამსონია, ქუჯი დავითულიანი, ირაკლი აბრამიშვილი მიიღებენ.
ფესტივალზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა, ლექციებზე დასწრება და მუსიკის მოსმენა. ლექციებზე საუბარი მუსიკასთან დაკავშირებულ თემებზე იქნება. იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ექსპერიმენტულ ხელოვნებას და მუსიკას საზოგადოებისთვის.
„SoundSpring“ ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ს მიერაა ორგანიზებული. ფესტივალის ორგანიზატორის ლევან ხუჯაძის თქმით „SoundSpring“ -ის საორგანიზაციო მხარე ისევე როგორც შინაარსი ექსპერიმენტულია.
„პირველად ვაკეთებთ და იმედია ექსპერიმენტი კარგად ჩაივლის. ფესტივალი კი უფასოა, მაგრამ მაინც გათვლილია გარკვეული კატეგორიის მსმენელზე, მელომანებზე, მუსიკოსებზე და მუსიკათმცოდნეებზე. ფესტივალზე მონაწილე შემსრულებლები წარმოადგენენ იმ არტისტებს რომლებიც დღეს ქმნიან თანამედროვე მუსიკას. ფესტივალი მოგვცემს საშუალებას ჩვენც გავიგოთ რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში და თუნდაც მსოფლიოში. თუ როგორი მუსიკა იქმნება, რა მიმართულებით ვითარდება (ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ თანამედროვე მუსიკის ელექტრონული ფორმატი). იმისთვის რომ შექმნა ახალი საჭიროა შრომა, ძიება და ექსპერიმენტი. თუ ხელოვნება არ ვითარდება ის განიცდის სტაგნაციას. ეს კი პირდაპირ აისახება ხოლმე საზოგადოებაზე,“ – ამბობს „SoundSpring“ -ის ორგანიზატორი ლევან ხუჯაძე.
„SoundSpring“ სამ დღეს გაგრძელდება და ანბანის კოშკის მიმდებარედ Miracle parck-ში მდებარე გალერეა 41/41- ში გაიმართება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ხომალდის მეთაური, კაპიტანი ემანუელ მობანი, ხომალდის მეთაურის მოადგილე კაპიტანი ფრანკ აუფრეტი, საფრანგეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე, მასტერ-სერჟანტი სანდრინ რუმიელი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი – იური პოგოლოვსკი ესწრებოდნენ.
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამეცნიერო ხომალდის „Dupuy de Lome” შემოსვლა ბათუმში ტექნიკურ ხასიათს ატარებს. ეკიპაჟის წევრები დღესვე 15:00-ზე სანაპირო დაცვასთან ერთად ფეხბურთის მატჩს გამართავენ.
საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ წლების წინ ბულვარის სამინისტროსთვის გადაცემა არასწორი გადაწყვეტილება იყო და ბათუმის მერისა მისი წარმატებულად მართვისთვის მეტი რესურსი აქვს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარში არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა თუ ისევ იგეგმება, რასაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა და დღესაც აპროტესტებენ. ამის მიუხედავად ბულვარის ფაქტობრივ მესაკუთრეს, ბათუმის საკრებულოს დღემდე არ უზრუნია ბულვარის უკან დაბრუნებაზე.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში დაიწყება, ბულვარის შესახებ საკითხი დღის წესრიგში მეოთხე საკითხადაა შეტანილი.
ბათუმის ბულვარში კონკრეტული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ყველა უწყება ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ამასობაში ბულვარში მიწის მისაკუთრების მსურველების რიცხვი იზრდება. სად იწყება და სად მთავრდება ბულვართან მიმართებაში თითოეული უწყების უფლებამოსილება – კითხვებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა უპასუხა.
ბათუმის ბულვარის ქონება არის თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრება, მაგრამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე მართვაშია გადაცემული, ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობს აიპი „ბათუმის ბულვარი“.
რაც შეეხება მშენებლობებს, ვინაიდან ბულვარი ლანდშაფტური ძეგლია, ყველა მშენებლობაზე ნებართვას იძლევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ეს მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება მართვას, ეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა.
თავის დროზე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ საკრებულოში გადაწყვიტა ბულვარის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, შეცდომა დაუშვა, რადგან ქალაქის თვითმმართველობას უფრო მეტი რესურსი გააჩნია ბულვარის მოვლის, მისი პატრონობისა და პროექტების განხორციელებისთვის. ალბათ დადგება დრო, როდესაც ბულვარი ისევ თვითმმართველ ერთეულს დაუბრუნდება.
როდისდადგებაესდრო, საკითხიდღისწესრიგშიდგას?
საკითხზე, ალბათ, ახალი თვითმმართველი საკრებულო იმსჯელებს, ეს წელს არ მოხდება. გიდასტურებთ, დიდი ხანია ეს საკითხი განიხილება. მე ვიცი მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია – ისიც ფიქრობს, რომ უფრო უპრიანია ბულვარი ქალაქს დაუბრუნდეს. საკრებულოს წევრების უმეტესობაც ასე ფიქრობს, ოფიციალური წერილიც იყო შემოსული ფრაქცია „მაჟორიტარისაგან“ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხილვა.
ჩემი აზრით, ბათუმის საკრებულოსა და მერიას უფრო მეტი რესურსი აქვს ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის – სამსახურები, რომლებიც ქალაქში მუშაობენ, უფრო კარგად მოუვლიან მას. ჩემი სუბიექტური აზრიც ასეთია, რომ უპრიანია ბულვარი ისევ ქალაქმა მართოს.
მოქმედისაკრებულოამსაკითხისდასმასვერმოასწრებს?
უფრო ვერ მოახერხებს, იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ფრაქცია ჰყავს საკრებულოში და გააჩნია ბერკეტები, გაჭირდება სხდომაზე ამ საკითხის გატანა. ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა ბულვარის დაბრუნება, რომ რაც წაგვართვეს დავიბრუნოთ, აქ ქალაქის ინტერესია მთავარი.
ამპერიოდშიბულვარისადმინისტრაციისფუნქციარაარის?
ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ადმინისტრაციული დანიშნულება, ეს არის წესრიგის დამყარება, დასუფთავება, გამწვანება და ასე შემდეგ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ხულოში ოთხი ბრიგადა ემსახურება – ორი დაბა ხულოში და თითო ჯგუფი სხალთასა და ხიხაძირის თემში. ავტომობილები ძველი და ამორტიზებულია. სხალთაში მომუშავე ავტომობილი მწყობრიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და სხალთის თემს ხიხაძირის თემში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ჯგუფი ემსახურება.
სასწრაფოს მძღოლი ლევან ბოლქვაძე ამბობს, რომ ავტომობილების სათადარიგო ნაწილები შეკეთებას აღარ ექვემდებარება, თუმცა ყოველდღე აკეთებენ, შეკეთების გარეშე კი გამოძახებაზე გასვლა შეუძლებელია.
„27 წელია მძღოლად ვმუშაობ, ასეთი ცუდი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა. მანქანები ყოველდღე გამოდის მწყობრიდან. ადრე ვერაფერს იტყოდი, კომპანია გვეუბნებოდა, თუ არ მოგწონთ წადით, სხვა იმუშავებსო, მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარება საქართველოს სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაექვემდებარა, ავტომობილებს დაგვპირდნენ, გვითხრეს, რომ მალე გადმოგვცემენ და ჩვენც მათი იმედი გვაქვს“ – ამბობს ლევან ბოლქვაძე.
არსებული მდგომარეობის მიუხედავად ხულოს სასწრაფო დახმარების უფროსი ირაკლი სურმანიძე კმაყოფილია და ამბობს, რომ გამოძახების დროს პრობლემები არ აქვთ.
„რა ვითარებაც არის, ყველამ იცის, მე-10 დღეა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, ამ ხნის განმავლობაში გამოძახებაზე შეფერხება არ გვქონია“ – ამბობს სამსახურის უფროსი.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მაღალი გამავლობის ორი ავტომობილი გასულ წელს 110 000 ლარად შეიძინა, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი ავტომობილები გამგეობას სასწრაფო დახმარებისთვის არ გადაუცია. ერთი ავტომობილი დღემდე ხულოს გამგეობის ეზოში, ხოლო მეორე სოფელ ღორჯომში უფუნქციოდაა გაჩერებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ავტომობილების გადაცემის პროცესი სსიპ-ის ფორმირებამ დააყოვნა და ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ორ ავტომობილს სასწრაფო დახმარებას ხულოში მომდევნო კვირაში გადასცემს.
„ჩვენ როგორც გვითხრეს, პირველი იანვრისთვის სასწრაფო დახმარება მუნიციპალურ ზედამხედველობას უნდა გადმოცემოდა, თუმცა ეს პოზიცია შეიცვალა და სსიპ-ად ჩამოყალიბდა, რის ფორმირებასაც ორი-სამი თვე დასჭირდა და ავტომობილების გადაცემის პროცესი ამან შეაფერხა. შეძენილი ავტომობილიდან ერთი ღორჯომის ბრიგადას გადაეცემა, მეორე კი, ხიხაძირში ამბულატორიის ექიმის დაქვემდებარებაში გადავა, ავტომობილებს მომავალ კვირას გადავცემთ“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.
როგორც სსიპ „საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის„ დირექტორის მოადგილე ავთანდილ თალაგვაძე ამბობს, ცუდი მდგომარეობა არა მარტო ხულოში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა და დასძენს, რომ სასწრაფო დახმარების ავტოპარკს უახლოეს პერიოდში განაახლებენ.
„პირველ აპრილს გადმოვიდა სასწრაფოს დახმარება ჩვენს მმართველობაში. დაგეგმილი გვაქვს საქართველოს მასშტაბით განვაახლოთ ავტოპარკი. სამ-ოთხ თვეში მთლიანად შეიცვლება სასწრაფოს ავტომობილები“ – აცხადებს ავთანდილ თალაგვაძე.
ქალბატონო ქეთევან, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა წელს ავტორიზაცია გაიარა, როგორ ჩაიარა ამ პროცესმა?
ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, სადაც აქ გადმოსვლამდე ვიყავით, ავტორიზაციას ვერ გავივლიდით, ვიქნებოდით მილევად რეჟიმში, რადგან სწავლის პირობებს არ შეესაბამებოდა არც ფართობი, არც ინფრასტრუქტურა. ამ შენობამ მოგვცა იმის შანსი, რომ ჩვენ არსებობა გაგვეგრძელებინა. ავტორიზაცია გავიარეთ ამ ფართობით, რამაც მოგვცა საშუალება კონტინგენტი გაგვეზარდა 1300 სტუდენტით.
დაგვემატა პროგრამები: ჰუმანიტარული მიმართულებით, „კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტი“, „კულტურული ტურიზმი“, რომლებსაც კომერციულ პროგრამებს ჩვენ ვუწოდებთ. „კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე“ გასულ წელსაც გვქონდა მიღება, „კულტურული ტურიზმი“ ახალია, მხოლოდ სამხატვრო აკადემიაში ისწავლება თბილისში. ამ ორ სპეციალობას შეუძლია შეინახოს საკუთარი თავი, შესაბამისად, გვეძლევა საშუალება, შემოქმედებით მხარეს – ტელერეჟისურა, დრამისა და კინოს რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და მუსიკა – მივაქციოთ მეტი ყურადღება. ამ სპეციალობებს დაფინანსება სჭირდება, რადგან შემოქმედებითი დივიდენდი მოაქვს.
ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტმაც გაიარა აკრედიტაცია, აცხადებთ თუ არა წელს მიღებას ამ პროგრამაზე?
წელს ვაცხადებთ მიღებას და 25 სტუდენტის მიღებას ვგეგმავთ. რთული პროგრამა იყო, პროგრამაზე მუშაობდა ახალგაზრდა სპეციალისტი მამუკა ჯორბენაძე, რომელიც სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანია. ვფიქრობ, კარგი პროგრამა გაკეთდა, ამაზე მეტყველებს ის, რომ პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, შენიშვნა არ მიგვიღია, იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც თბილისში ჩასვლამდე გავითვალისწინეთ. ჩვენს უნივერსიტეტს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია, საჭირო აპარატურა გვაქვს, მემორანდუმები გაფორმებულია ტელევიზიებთან და რადიოსთან.
გყავთ სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით ასწავლიან?
მუსიკის მიმართულებით გვყავს ერთი მოწვეული სპეციალისტი, რომელიც ჩამოდის და მასტერკლასს უტარებს სტუდენტებს, მენეჯმენტის სპეციალობაზეც ერთი, დანარჩენი სულ ადგილობრივი კადრები არიან. საკადრო დეფიციტი არც მომავალში შეგვექმნება.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ასწავლის ირინა ყურუა, მარინა კუპრეიშვილი… სპეციალობა ადრეც გვქონდა, ამიტომაც მარტივად აღვადგინეთ. ჩვენი სტუდენტები ახლა პედაგოგებად დაგვიბრუნდნენ. პროგრამის განმახორციელებელ რამდენიმე პირს მოეთხოვება აკადემიური ხარისხი, ორი-სამი პროფესორი სავსებით საკმარისია პროგრამის განხორციელებისთვის, მოწვეული პედაგოგისათვის სავალდებულო არ არის ხარისხი. მაისში გამოვაცხადებთ კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე.
ყველა სპეციალობაზე გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა?
ყველა სპეციალობაზე ვერ გაიზრდება, ქვეყანას არ სჭირდება 200 მხატვარი და 300 რეჟისორი. კვლევა ჩავატარეთ და ვიცით რამდენი სტუდენტი სად უნდა მივიღოთ. მოთხოვნადია ტურიზმის, ხელოვნების მენეჯმენტი, ჯერჯერობით ამ სპეციალობებზე ვზრდით მიღებას.
ითქვა, რომ თქვენს უნივერსიტეტს შენობის დატოვება მოუწევს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?
მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ გამოვიდეთ ქუჩაში და ვიყვიროთ, იმედია არც მიგვიყვანენ ამ ზომამდე. ჩვენ შეგვიძლია ადეკვატური დიალოგი. გასაგებია, რომ ეს შენობა ჩვენთვის არ აშენებულა, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, რადგან წყდებოდა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. 16 წელია არსებობს ეს უნივერსიტეტი, თბილისის ტელევიზიებშიც კი მუშაობენ ჩვენი კურსდამთავრებულები. დასავლეთ საქართველოში თუ სადმე არის თეატრი, სამხატვრო სკოლა ან სტუდია, რადიო-ტელევიზია, ყველგან ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ. სკოლებში ხელოვნების მასწავლებლები ჩვენი სტუდენტები არიან, ეს არის უზარმაზარი ცარიელი ნიშა მთელს საქართველოში. ვინ უშვებს ამ სპეციალისტებს? _ ჩვენ! შესაბამისად ჩვენ უნდა ვარსებობდეთ. ჩვენი კურსდამთავრებულების 90 პროცენტი არის დასაქმებული, აქედან 70 პროცენტი სპეციალობით მუშაობს.
თქვენ თქვით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა წინადადებები მიიღეთ?
ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობა ვითხოვეთ. შენობა სავალალო მდგომარეობაშია, სადღაც სამ მილიონამდე დასჭირდებოდა მის სრულ აღდგენას. პროექტი ჩვენმა არქიტექტორებმა გააკეთეს. ერთი მილიონი გამოგვიყვეს რეკონსტრუქციისთვის, თუმცა შემდეგ შენობაზე უარი გვითხრეს და შემოგვთავაზეს ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი, ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩის კუთხეში. გავაკეთეთ ამის პროექტიც, დაიწუნეს, ახლა თავიდან ვაკეთებთ. გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ შეგვინარჩუნდება ის ფართობი, რადგან ავტორიზაცია გვაქვს ამ ფართობზე გავლილი. ერთი მილიონი ლარიც ჩამოგვაჭრეს, რადგან ვერ ავითვისეთ – საშუალებას არ გვაძლევენ, რომ ავითვისოთ. ჩვენ „არ ვიკლავთ თავს“ ამ შენობისთვის, მაგრამ სადღაც მახინჯაურსა და ხელვაჩაურში ნამდვილად არ წავალთ, ნებისმიერ ქვეყანაში ხელოვნების უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. უარეს პირობებში ნამდვილად არ წავალთ, ჩვენი გადათამაშება იქეთ-აქეთ უნდა დასრულდეს.
ამბობენ, რომ ეს შენობა არ არის სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი…
აქ იმდენად დიდი დერეფნებია, შეგვეძლო რეკონსტრუქცია ისე გაგვეკეთებინა, რომ მუსიკის ფაკულტეტისთვის შეგვექმნა შესაბამისი აკუსტიკა, მაგრამ ჩვენ მოვიქეცით ცივილიზებულად, შევიკავეთ თავი – მილიონის დახარჯვა ამ შენობაში შეგვეძლო. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს შენობა მთავრობას უნდა, ამიტომაც დავიხიეთ უკან. აქ ყველაფერს განსაკუთრებულად ვუვლით, ბევრი რამ შეფუთული გვაქვს შენახული – წასვლა რომ მოგვიხდეს, არ თქვან, გაუბედურებული შენობა დატოვესო. ის, რომ წყალი ჩამოდის და კედლები ინგრევა, ჩვენი ბრალი არ არის, ეს მშენებარე კომპანიის ბრალია, ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული.
უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტი რამდენია და თქვენთან სწავლა რა ღირს?
ბიუჯეტი არის 960 ათასი ლარი, აქედან 180 ათასი ლარით გვაფინანსებს საქართველოს განათლების სამინისტრო, დანარჩენი ჩვენია. ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფასური იწყება 1500 ლარიდან, არის სპეციალობები, რომლებზეც სწავლა 1800 ლარი ღირს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტები, ლექტორები, სკოლის მოსწავლეები. პოეტებმა დავით თედორაძეს საიუბილეო საღამო მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, სკოლის მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვიც.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ ტრადიციულად ატარებს „ბიბლიოთეკის კვირეულს”. წელს კვირეული 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
”ბიბლიოთეკის კვირეულის” ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება, რომელიც 30 აპრილს, ბიბლიოთეკართა დღეს, აჭარის ბიბლიოთეკარების დაჯილდოვებით დასრულდება.
მემორანდუმის ფარგლებში შშმ პირები, როგორც გულშემატკივრები დაესწრებიან „დინამოს“ შეჯიბრებებს და ასევე, შეძლებენ თვითონ ითამაშონ ფეხბურთი.
მემორანდუმი ერთ წელს გაგრძელდება. მას ხელი მოაწერეს შშმ პირთა უფელბებისათვის თავმჯდომარემ, თამაზ მჟავანაძემ და ბათუმის ფეხბურთის კლუბის „დინამოს“ პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა.
როგორც ოთარ ფედიჩკინმა აღნიშნა, ბათუმის „დინამოს“ მოთმაშეები აპირებენ მათი ყოველთვიური ხელფასიდან გარკვეული თანხის გამოყოფას, რომელიც შშმ პირების გადაადგილებასა და სპორტულ აქტივობაში მათ ჩართვას მოხმარდება.
„ყოველთვის მსურდა ამ ბავშვებს დავხმარებოდი. ახლა კი მომეცა ამის საშუალება და ვამაყობ, რომ ბათუმის „დინამომ“ გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ასეთ პროექტს მხარი დაუჭირა. დღეს „დინამოს“ ქობულეთში უწევს თამაში, მაგრამ მზადა ვართ გამოვყოთ ავტობუსი და მათი მგზავრობა ჩვენ უზრუნველვყოთ. ეს ადამიანები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ისინი უნდა გამოვიდნენ საზოგადოებაში და მარტოდ არ უნდა იგრძნონ თავი. სასურველია თუ სპორტის საზოგადოება ჩაერთვება მსგავს პროექტებში“, – განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა.
თამაზ მჟავანაძის თქმით, შეთანხმება, რომელიც ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში სპონტანურად დაიგეგმა, ორგანიზაციის პირველი მემორანდუმია სპორტული კუთხით:
„ჩვენ ვიქნებით ბათუმის დინამოს ყველა წამოწყებაში პარტნიორები, რომ ბათუმს ჰყავდეს ძლიერი ფეხბურთის გუნდი, რომ ბათუმის საზოგადოებამ და შშმ პირებმა დაინახონ სპორტი ეს არის ჯანსაღი ცხოვრება. გვექნება შეხვედრა მშობლებთან და მათთთან კონსულტაციები, თუ როგორ შეუძლიათ აქტიურად ჩართვა ჩვენს წამოწყებაში. მაგალითად, გიორგის შეუძლია სიარული და კარგი იქნება მისი ფეხბურთში ჩართვა“.
გიორგი, რომელიც 10 წლისაა, დედასთან მარინე სალვარიძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა. მას დინამოს პრეზიდენტმა საჩუქრად ფეხბურთის ბურთი, „დინამოს“ წარწერით, სპორტული მაისური და შარფი გადასცა.
შშმ პირები „დინამოს“ შეჯიბრებებზე დასწრებას მას შემდეგ შეძლებენ, როცა უახლოეს დღეებში ორგანიზაცია და „დინამო“ ერთობლი სამუშაო ჯგუფს შექმნიან. სამუშაო ჯგუფს შშმ პირების თამაშებზე დასწრების ორგანიზება დაევალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველეიშვილმა ურჩია პატრულ ნინო დუმბაძეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თემურ ბერიძემ პატრულის მისამართით შეიგინა, „გულმკერდზე დამაგრებული ვიდეოთვალი ჩართოს“. მოსამართლემ ეს რეკომენდაცია იმ ვიდეო კადრების ნახვის შემდეგ გასცა, რაც პატრულმა იმის დასამტკიცებლად წარუდგინა მოსამართლემ, რომ თემურ ბერიძე მათ აგინებდა.
პოლიციამ სასამართლოში კონფლიქტის ადგილზე არსებული ერთ-ერთი აფთიაქიდან ამოღებული ვიდეო კადრები წარადგინა. კადრებში ჩანდა თემურ ბერიძე, მაგრამ არ ისმოდა ხმა.
თემურ ბერიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მას პატრულისთვის არ შეუგინებია და პირიქით, მას აგინებდნენ სრულიად უმიზეზოდ. “მე გამოვიძახე გენინსპექცია. მე რომ შემეგინებია, მაგას რატომ გავაკეთებდი” – განაცხადა ხულოს არქივის უფროსმა.
მოსამართლემ დაადგინა: „თემურ ბერიძის მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული დევნა, რადგან სამართალდარღვეის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება“.
მოხუცების დახმარების მიზნით, ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ „ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის“ თანამშორმლებს ორთვიანი სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩაუტარა. სწავლება კონკრეტული მიმართულებით, ავადმყოფის მოვლისთვის მოწყალების დებისა და ძმების გადამზადების მიზნით, რეფერალურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა. ტრენინგის პროცესში სათნოების სახლ „სავანის“ 28 თანამშრომელმა უფასოდ გაიარა სწავლება მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: მოხუცი პაციენტის კვება, ბანაობა, ტანსაცმლის გამოცვლა, გადაადგილება, ხანდაზმულებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მნიშვნელობა. მათ რამდენიმე კვირაში ტესტირება ჩაუტარდებათ და სერტიფიკატებიც გადაეცემათ.
„ამჟამად წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების „სავანეში“ 115 პაციენტია. რეფერალური საავადმყოფო გვერდში გვიდგას. ბრიგადებით მოდიან და ჩვენს პაციენტებს უფასო კონსულტაციებს, გასინჯვებს და გამოკვლევებს უტარებენ. ექთნების გადამზადება ჩვენი ინიციატივა იყო. თანახმა ვიყავით, რომ საჭირო საფასურიც გადაგვეხადა, მაგრამ რეფერალურმა საავადმყოფომ უსასყიდლოდ გაგვიკეთა“, – აღნიშნავს წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების „სავანის“ ექიმი ქეთევან ცაგურიშვილი.
თამარ მხატვარი ამბობს, რომ სწავლის პროცესი ერთობლივად დაიგეგმა და ორივე მხარისთვის ტრენერებისა და პროგრამაში მონაწილეებისთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. სწავლების პროცესში კი ყველაზე მთავარს – მოხუცებთან ურთიერთობას გამოყოფს.
თამარ მხატვარი: „ჩვენ შევიმუშავეთ მომვლელთა სპეციალური სასწავლო პროგრამა. რეფერალურ საავადმყოფოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საექთნო განათლებას. ჩვენ გვქონდა ევროკავშირის ბინათმოვლის პროგრამა, მოვამზადეთ სახელმძღვანელოც, ამიტომ ამჟამად ბევრი ექთანი აქ ტრენერის სტატუსით მუშაობს. სწორედ ისინი ატარებდნენ „სავანის“ თანამშრომლებისთვის სწავლებას.
მომვლელთა სწავლების დროს დიდი ყურადღება ეთმობა კომუნიკაციას. ორი თვის მანძილზე განვიხილეთ თუ რა თავისებურებები აქვს მომვლელისა და პაციენტის ურთიერთობას. რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს კომუნიკატორს მოხუცთან, რას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა მოხუცი ინსტიტუციიდანაა, ანუ ცხოვრობს არა სახლში, არამედ დაწესებულებაში, სადაც ასე თუ ისე დეპრივაციის (გარიყულობის) მომენტი უფრო მეტია. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს ნიჭი იყოს არაჩვეულებრივი კომუნიკატორი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან, ზოგიერთს აქვს დიდი სურვილი და სიამოვნებით სწავლობს იმ წესებს, რომლებიც მოხუცთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი.
მოხუცებულებთან კომუნიკაციის მთავარი მომენტი კი არის – გავხდეთ კარგი მსმენელები, იმიტომ, რომ მათ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ის ხალხი, ვინც მოუსმენს, იმ ძველ ამბებს გაიზიარებს, რასაც ისინი იხსენებენ; ამ დროს მომვლელს უწევს შეასრულოს შვილიშვილისა თუ ახლობლის ფუნქცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომელიც მოხუცებულებთან მუშაობენ, განსაკუთრებულები არიან. აღნიშნული სწავლება პირველი ნაბიჯია მომვლელთა განათლებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აქცია, რომელიც მოდის გულიდან“.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფო სამედიცინო აქციებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.
2013 წლის 26 ივნისს რეფერალური საავადმყოფოს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო აქცია, რომლის ფარგლებში „სავანის“ მოხუცებულებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. რეფერალური საავადმყოფო მსგავსი აქციების განმეორებას მომავალშიც აპირებს.
თამარ მხატვარი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულთა მოვლის წარმატებული სწავლება არა მარტო ერთობლივი თანამშრომლობითაა განპირობებული, არამედ იმითაც, რომ, ზოგადად, აჭარაში მოხუცებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს.
ადვოკატის, ირაკლი შავაძის განმარტებით, შეხვედრის მიზანია დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ პროკურატურის უკანონო ქმედებებზე, კონკრეტულად კი დაპატიმრებებისა ფაქტებზე.
ადვოკატები ითხოვენ პარლამენტმა დაიბაროს პროკურატურის წარმომადგენელი პარლამენტში.
მიმართვას ოცზე მეტი ადვოკატი უერთდება, მათ შორის არიან ყოფილი მოსამართლეები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები.
ირაკლი შავაძე ირწმუნება, რომ ხელვაჩურის საჯარო რეესტრის თანამშრომლები პროცედურული დარღვევებით, უკანონოდ არიან პატიმრობაში.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ პირებს ხელვაჩაურიდან ყალბ საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებასა და მდინარეების- ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფო მიწების მისაკუთრებას ედავებიან.
საჯარო რეესტრის გარდა ბრალდებულია გლეხებიც და სოფლის რწმუნებულებიც. რამდნიმე მათგანი კი მოწმის სტატუსით დაკითხეს.
ადვოკატები 26 აპრილს, 11 საათზე აქციის ჩატარებას აპირებენ დრამატულ თეატრთან და როგორც ამბობენ ამ ფორმით პროკურატურის უკანონობას გააპროტესტებენ.
ხელვაჩაურში მოქალაქეები მიწის ყალბი რეგისტრაციის ბრალდებით დააკავეს
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ პირებს ხელვაჩაურიდან ყალბ საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებასა და მდინარეების _ ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფო მიწების მისაკუთრებას ედავებიან. დაკავებულთა შორის რამდენიმე სოფლის რწმუნებულიცაა, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა დასძენენ, რომ ისინიც და მოსახლეობაც შეცდომაში სახელმწიფომ შეიყვანა.
ჯუმბერ ზაქარაძე აჭარისწყალზე ცხოვრობს. ის ერთ-ერთია იმ კომისიის წევრებიდან, რომელიც კირნათ-მარადიდსა და აჭარისწყლის თემში სადავო მიწის ნაკვეთების საკითხს სწავლობს. მას მიაჩნია, რომ გლეხები ბრალდებულებად სახელმწიფომ აქცია:
„ყველაზე დიდი დანაშაული ამ პროცესში აქვს ხელისუფლებას. ჯერ ინვესტორი მიაგზავნა ხალხთან და უთხრა სარგებლობაში არსებული მიწები დაერეგისტრირებინათ. შემდეგ კი, როცა კომპენსაციის გადახდის საკითხი დადგა, მიწების რეგისტრაცია უკანონოდ გამოაცხადეს. გლეხი დამნაშავეა იმაში, რუკა თუ არ იცის? მე რომ რუსთაველის ქუჩაზე ნაკვეთი მოვინიშნო, საჯარო რეესტრი დამირეგისტრირებს? რაღა თქმა უნდა, არა. ხალხი შეცდომაში სახელმწიფომ შეიყვანა, დანაშაული ჩაადენინა. ახლა იჭერენ და გირაოს ახდევინებენ“.
ჯუმბერ ზაქარაძე გლეხის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „ალბათ მეტი დაფიქრება მართებდათ, მაგრამ რომ დაინახა ხუთი-ათი ნაკვეთი დაარეგისტრირეს, შემდეგ ყველა შეეცადა რაღაცის გაფორმებას“.
მიწების საქმეში ჯუმბერ ზაქარაძე ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაინტერესებასაც ხედავს: „მაშინ სად იყო ხელისუფლება, როცა გლეხი ლაგადკით თესავდა სიმინდს და ასეთ ადგილებში მიწის ფულს ახდევინებდა? მაშინ სად იყო სახელმწიფო, სოფლის რწმუნებულს ოთხი ლარი რომ ჰქონდა ხელფასი, ცხრა ლარს კი მიწის გადასახადში ართმევდა? არჩევნებს ელოდებიან თუ ფული შემოაკლდათ ბიუჯეტში. მოიკითხეთ ჰესების მეწილეები, მოიკითხეთ რა უნდოდა კახი კალაძეს ღამის სამ საათზე ინვესტორის ოფისში, თუკი გარიგებაში არ არის მათთან. გასაგებია, რომ ენერგეტიკის მინისტრია. სახელმწიფოს ბრალია ის, რომ დღეს აჭარისწყლის მოსახლეობა, ოთხი ათასი კაცი, კრიმინალებად არის გამოცხადებული“.
როინ შუშანიძე კირნათის თემის ყოფილი რწმუნებულია. ის სასამართლომ სამიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამბობს, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს: „ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ მდინარის ნაპირის დარეგისტრირება არ შეიძლებოდა. ასეთი რეგულაციები არ გვქონია. საჯარო რეესტრი ყველაზე წარმატებული უწყებააო ამბობენ და მან არ იცოდა ეს? შეიძლება ორი ან სამი შეგეშალოს, მაგრამ ას შეცდომას რომ დაუშვებ, ეს სხვა ამბავია“.
უკანონო რეგისტრაციების საქმეში სახელმწიფოს ბრალს ხედავს ფეზლი ლასტაკანიძეც. მისი განცხადებით, რწმუნებულები შეცდომაში სწორედ სახელმწიფომ შეიყვანა: „თავდაპირველად გასცეს ბრძანება, რომ ყველა ნაკვეთზე მოწმობა უნდა გაგვეცა. შემდეგ ეს ბრძანება უკან წაიღეს და ჩვენ ბრალი წაგვიყენეს. მდინარე ჭოროხთან ტერიტორიის დარეგისტრირებაზე მე მივეცი მეზობელს ნებართვა, იმიტომ, რომ მისი მამაპაპისეული მიწა იყო, თვითონ ამუშავებდა. რწმუნებულები ვალდებულები ვიყავით ხელი მოგვეწერა“. ლასტაკანიძის აზრით, მიწის ნაკვეთების საკითხი სადავო მას შემდეგ გახდა, როცა ინვესტორმა კომპენსაციის გაცემაზე უარი განაცხადა: „22 ჰექტარზე უნდა გაეცა ინვესტორს კომპენსაცია, ამიტომ გახადეს მიწები სადავო“.
მაჭახლისპირის რწმუნებული „ქართული ოცნებიდან“, ნოდარ ზაქარაძეც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მასაც, ისევე როგორც სხვა რწმუნებულებს, მიწის ნაკვეთებზე უკანონო ნებართვის გაცემაში ედება ბრალი: „მე მოვაწერე ხელი მიწაზე და შემდეგ აღმოჩნდა წყალი. ინვესტორმა მიუშვა მდინარე და დაიტბორა. ნებართვის გაცემამდე მოვიკითხე ინფორმაცია, უხუცესებს ვკითხე და შემდეგ გავეცი ნებართვა“.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს სოფელ მარადიდის ყოფილი გამგებლის, ჯემალ ლომაძის მეუღლე მედეა საფარიძეც. ჯემალ ლომაძე ამ დროისთვის დაკავებულია: „სახელმწიფომ ხალხს მისცა იმის გაკეთების საშუალება, რაშიც ახლა ედავებიან. მაშინ არ იყო რაიმე რეგულაცია, 2013 წელს გამოვიდა ბრძანება, რომ მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დაკანონება არ შეიძლებოდა. ამ დროს ჩემი მეუღლე აღარ იყო რწმუნებული. იმედია, სასამართლო ამ ფაქტს გაითვალისწინებს“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განმარტებით, კანონმდებლობით საჯარო რეესტრს ყალბი დოკუმენტაციის გადამოწმების ვალდებულება არ აქვს: „აქ ვხედავ როგორც მოქალაქეების, ასევე თვითმმართველობის პრობლემას. რწმუნებული ვალდებულია გადაამოწმოს ინფორმაცია. მასზე მოდის მომეტებული პასუხისმგებლობა, რადგან ის არის ადგილზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და გლეხი სამართლებრივ კონსულტაციებს მისგან იღებს. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რწმუნებულებმა და მოქალაქეებმა უნდა გადაინაწილონ“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფელ კირნათსა და მარადიდში მცხოვრებ პირებს ბრალი უკვე წაუყენა. მათგან შვიდი ადამიანი სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა. ბრალდებულთა შორის როგორც სოფლის რიგითი მცხოვრებლები, ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლები და სოფლის მოქმედი თუ ყოფილი რწმუნებულებიც არიან. სადავო ტერიტორიაზე ჰესის აშენება იგეგმება, ანუ ეს ადგილი უნდა დაიტბოროს.
ცენტრის წევრები სიმბოლურად წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს და გააკეთებენ პრეზენტაციას თითოეული მათგანის წიგნიერებაზე. მოხალისეებს ხვადასხვა ქვეყნის წიგნიერებაზე აქვთ ინფორმაცია მოძიებული და ამის შესახებ პირველ პირში მოყვებიან.
ღონისძიების მონაწილეები შეიკრიბებიან 15:00 საათზე, პრესკაფეში (ბათუმი, მელაშვილისა და საბაჟოს შესახვევი 1/2) და შემდეგ გადაინაცვლებენ სანაპიროს მიმართულებით, სადაც არაფორმალურ გარემოში გაიმართება აღნიშნული ღონისძიება.
აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“[ANI], რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ბათუმის სამაშველო სამსახურში ვაკანსია უკვე გამოცხადებულია, დასაქმება სეზონურია და ის მხოლოდ ზაფხულის პერიოდს მოიცავს. (არაუმეტეს 5 თვეს) როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს წელს მაშველების რაოდენობა იზრდება:
” შარშან 100 ადამიანი გვყავდა დასაქმებული, მაგრამ ვინაიდან, წელს უკვე სანაპირო ზოლი გაფართოვდა გადავწყვიტეთ 20 ადამიანის დამატება, ნაცვლად 100 უკვე 120 ადამიანი გვეყოლება.”
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პირველ ეტაპზე დაინეტრსებულმა პირებმა უნდა გაირონ ონლაინ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის გვერდ gov.ge -ზე, მეორე ეტაპი გულისხმობს ფიზიკური მონაცემების შემოწმებას, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ცურვის კარგად ცოდნა.
შერჩეული კანდიდატები თხუთმეტი დღის განმავლობაში გაივლიან მოსამზადებელ კურსს ინსტრუქტორებთან, ისწავლიან პირველადი დახმარების გაწევის ტექნიკას. კანდიდატები ინსტრუქტორების დასკვნის შესაბამისად შეირჩევიან.
”ბათუმელების” კითხვაზე იქნებიან თუ არ ბათუმის სანაპიროზე წელს ქალი მაშველები, მამუკა თურმანიძე ასე პასუხობს: ”ქალების აყვანიდან თავი შევიკავეთ უკვე მეორე წელიწადია, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა, სწორედ იქ იყო სადაც ქალი მაშველები იყვნენ დასაქმებულები”.
სამაშველო სამსახურში მსურველთა მიღების ონლაინ რეგისტრაცია 26 აპრილამდე გაგრძელდება.
„წიგნი ეძღვნება „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველს“ – ამ წარწერით იწყება წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების კრებული, რომელიც გაზეთმა 2014 წელს გამოსცა. პირველ რიგში სწორედ არსებულ და გაზეთის მომავალ მკითხველს ელის „ბათუმელების“ რედაქცია 30 აპრილს, სანაპიროსთან, ე.წ. „კაპიტან პორტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.
წიგნიდან გაცოცხლებული კადრები, ფოტოგამოფენა, კარგი მუსიკა, ქვიშაზე მოხარშული ყავა, სამახსოვრო ფოტო საგანგებოდ მოწყობილ ფოტოატელიეში, გასეირნება ეტლით – ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რასაც „ბათუმელების“ რედაქცია წიგნის პრეზენტაციისას გეგმავს. პრეზენტაციაზევე იქნება შესაძლებელი წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შეძენა, გაზეთ „ბათუმელების“ მთელი წლის ხელმოწერასთან ერთად, 50 ლარად.
„ეს არის წიგნი – საგზური, რომელიც გაძლევს საშუალებას, იმოგზაურო დროში, მოხვდე საუკუნისწინანდელ ბათუმში, გაიარო მარიას პროსპექტზე, ბულვარში, რომელიც ეს-ესაა გააშენეს, შეისუნთქო ბათუმური ყავის და ზღვის არომატი, იგრძნო ზაფხულის ნესტიანი სიცხე და მოხვდე ბათუმის ისტორიაში ყველაზე ცივ ზამთარში, როცა ქუჩებში თოვლის ზვინები იდგა, შეხვდე ძველ ბათუმელებს, ქალაქში ჩამოსულ უცხოელებს, მოისმინო ჭორები და ნამდვილი ამბები, გადახედო ძველ გაზეთებს და შეიგრძნო ქალაქის რიტმი. როცა წიგნს ვადგენდით, სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, გაგვეცოცხლებინა ძველი ბათუმი ისე, რომ ნებისმიერი მკითხველისათვის ეს წიგნი ყოფილიყო მოგზაურობა. ვფიქრობ, ეს შევძელით. ახლა მკითხველზეა დამოკიდებული, უნდა თუ არა მას ძველ ბათუმში მოგზაურობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი იყიდება გაზეთის მთელი წლის ხელმოწერასთან ერთად, ეს მკითხველისთვის არის შესაძლებლობა, დაინახოს და შეაფასოს წარსული, ამწყო და მომავალიც“, – ამბობს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე, რომელიც წიგნის შედგენაზე მუშაობდა.
რედაქციაში ამბობენ, რომ წიგნის პრეზენტაციას ვერც უამინდობა შეუშლის ხელს. „გვინდოდა, წიგნის პრეზენტაცია აუცილებლად ღია ცისქვეშ ყოფილიყო, ქალაქის შუაგულში და ყველას შეძლებოდა მასზე დასწრება. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ ზღვის პირას გაგვემართა. პრეზენტაციის თარიღის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზიც, მაგრამ თუ იწვიმებს, ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ბათუმელებს გაზაფხულის წვიმა ვერ შეაშინებს. პრეზენტაციაზე გვექნება კარგი ბათუმური ყავა, მუსიკა და კიდევ სხვა სიურპრიზი. ეს კარგი საღამო იქნება, ყველას ვურჩევ ოჯახთან, მეგობრებთან, შეყვარებულთან ერთად გამოისეირნონ სანაპიროსკენ 30 აპრილს,“ – ამბობს ნანა კვაჭაძე.
ჯუმბერ თავართქილაძემ ბრიფინგზე პირობა დადო რომ იქნება სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი. ამბობს, რომ კარგად იცის ის პროგრამები და საქმიანობა, რომელიც ბათუმის მერიაში ხორციელდება:
„ გადავწყვიტე პრობლემას პროფესიული კადრებით შევეჭიდო. გპირდებით ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მეურნე მერი და ბათუმის მერიას, როგორც არასდროს ისე ჩავაყენებ ბათუმელების სამსახურში“.
ჯუმბერ თავართქილაძემ „ხალხის პარტიის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატების სიაც გააცნო: მანუჩარ შერვაშიძე, როინ რიჟვაძე, შაქრო ჩიკვაიძე, ენვერ ხალვაში, მურმან აბაშიძე, ჯუნა კიტაზბა, დავით იაკუბაშვილი, ავთო შერვაშიძე, ლევან თავართქილაძე, ალექსანდრე ტაკიძე, გიორგი შავაძე, ნათია შერვაშიძე. როგორც ჯუმბერ თავართქილაძემ აღნიშნა მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატებს პარტია შეძლებისდაგვარად ყველა უბანზე წარმოადგენს.
ჯუმბერ თავართქილაძე „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და 2006 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ქობულეთის N5 სკოლის დირექტორი და ორგანიზაციის „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებათა დასაცავად“ ხელმძღვანელი, ნარგიზ ჯინჭარაძე გვიამბობს, რომ ბოშები ქობულეთში დაახლოებით მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. მაშინ ისინი უმეტესად მუსულმანური რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ახლა კი ევანგელისტი ქრისტიანები არიან. მათი დღევანდელი შეხედულებებით მკითხაობა ცოდვად ითვლება და ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. კვირაში ორჯერ სკოლის ეზოში იკრიბებიან და ბოშური ჯგუფის – „მიქსის“ კონცერტებს უსმენენ. ტრადიციული ბოშური ტანსაცმელიც იშვიათად აცვიათ და ერთი შეხედვით არ განსხვავდებიან გელაურის ქართველი მოსახლეობისგან.
სკოლა, სადაც ბოშები სწავლობენ, სულ სამია საქართველოში – კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. ქობულეთის N5 სკოლაში 48 ბოშა სწავლობს, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ წინა წლებში უამრავი ბავშვი იყო სკოლის მიღმა: „თავიდან შიში ჰქონდათ, რომ მათ არ მიიღებდნენ ქართველი ბავშვები და მშობლები, მართალიც იყვნენ. ახლა უკვე შემოდიან კონტაქტში.
ან, პრობლემები ქართველ მშობლებთან, თავიდან სულ გვქონდა წინააღმდეგობა, რომ მაგ “ციგნების სკოლაში ბავშვს არ მივიყვან”, ახლაც არის, რომ ამბობენ – `„ტილები არ გადადონ ჩემს ბავშვს“ და ა.შ.” – გვიამბობს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, ბავშვები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს: “მშობლები ზამთარში ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გადიან სავაჭროდ, ბავშვები კი სახლში რჩებიან. როგორც წესი, მათ მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ და პატარების მოვლა უფროს გოგოს ევალება. კარგი იქნებოდა, საბავშვო ბაღიც რომ იყოს უბანში, პატარებს იქ დატოვებდნენ და უფროსები სკოლაში ივლიდნენ. მე-9 კლასს ზემოთ ბოშა მოსწავლე არ გვყავს,” – ამბობს სკოლის დირექტორი.
ბოშები ქართულენოვან გაკვეთილებს ისმენენ და სკოლის დირექტორის თქმით, მათმა უმეტესობამ ქართული ენა ცუდად იცის: “ხუთი-ექვსი წლის წინ პროექტი – “საკვირაო სკოლა” ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ქართულ ენას სწავლობდნენ, ქალები – ჭრა-კერვას, ხოლო მამაკაცები – მანქანის მართვას, თუმცა ხშირად აცდენდნენ. მას შემდეგ ასეთი პროექტები აღარ გვქონია”.
სულ სამი-ოთხი წელია რაც ბოშები სასწავლო პროცესში ჩაერთნენ, ენობრივი ბარიერის გამო რამდენიმე 11 წლის მოზარდი პირველ კლასში ჩაირიცხა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ექსტერნატის წესით მალევე გადავიდა მაღალ კლასში.
პასტორი რომან ასლანოვი ამბობს, რომ სკოლის გაცდენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბავშვებს ქართული არ ესმით: „ბავშვები სკოლაში დადიან და ქართული ენა არ ესმით, რა აზრი აქვს ამას. ქართული რთული ენაა, მიხვიდე პირდაპირ და ისმინო გაკვეთილები ქართულად – ეს წარმოუდგენელია”.
აქ ამბობენ, რომ თანამედროვე ბოშები ძირითადად 16-17 წლის ასაკში ქორწინდებიან, ლოლიტა სეიტოვი, რომელსაც ქართველი მეზობლები ვარდოს ეძახიან, ამბობს რომ, თუ გოგო ძალიან მოსწონთ, შეიძლება 14 წლის ასაკშიც დანიშნონ და რამდენიმე წელიწადში მოიყვანონ ცოლად.
რომან ასლანოვი ამბობს, რომ ქართველისა და ბოშას ქორწინება ადრე სასტიკად იკრძალებოდა, დღეს კი თემში ოთხი ოჯახი ჰყავთ, სადაც ცოლი ან ქმარი ქართველია – „ჩემი გოგოც ქართველის ცოლია. ეს ადრე, ბელადების დროს იყო, როცა ასეთი საქციელი თემის ღალატად ითვლებოდა. ამის გამო ქალს თავს პარსავდნენ და როგორც მრუშს, ისე აძევებდნენ თემიდან“.
ლუდმილა ვლასოვა, პასტორის თანაშემწე ამბობს, რომ დღეს ბოშების ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა: „ბოშები შრომისმოყვარე ხალხი ვართ, ჩვენ არ გვინდა ჩამოვრჩეთ ცხოვრებას, გვინდა, რომ სამსახური და ნორმალური შემოსავალი გვქონდეს, ეს კი არ ხერხდება. ჩვენ მხოლოდ სიმღერებისა და ცეკვის დროს ვახსენდებით ყველას, დანარჩენ დროს კი არავინ გვეხმარება“.
„ვაჭრობა რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით. მშობლები გამთენიისას 4-5 საათზე დგებიან, ბავშვებს ფაფას და ყავას უხარშავენ, შემდეგ სამუშაოდ მიდიან და ღამის პირველზე ბრუნდებიან შინ _ ასე ცხოვრობენ ბოშები, მაგრამ სხვები ამას ვერ ხედავენ და არც აინტერესებთ… ჩვენ სხვანაირად გვიყურებენ, ხშირად იმ ხალხში ვეშლებით, რომლებიც ბათუმსა და სხვა ქალაქებში მოწყალებითა და ქურდობით ირჩენენ თავს, ჩვენი ბავშვები არ იპარავენ, ისინი სახლში სხედან ბებიებთან და ბაბუებთან” – ამბობს პასტორი.
ლუდმილა ვლასოვა ამბობს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს არა აქვთ საშუალება ბავშვებს ისე ჩააცვან, როგორც მოსწავლეს შეეფერება: “მათ საკუთარ თავზე აიღეს ამ ბავშვების განათლება და დაგვპირდნენ, რომ ყველაფერში დაგვეხმარებოდნენ, მაშინ იმაშიც დაგვეხმარონ, რომ ბავშვები მოსწავლეებს ჰგავდნენ. ჩვენც გვიხარია ბავშვი რომ სკოლაში დადის და სწავლობს, მაგრამ მას იქ უნდა ასწავლიდნენ, იმას კი არ უნდა უყურებდნენ ყოველ წამს, თუ რა აცვია და როგორი მოვლილია”.
ბოშები სიმღერისა და ცეკვის გარდა სპორტითაც ერთობიან, თუმცა როგორც რამაზან შაბანოვი ამბობს, ფეხბურთის სათამაშოდ მათ ძალიან შორს უწევთ წასვლა. „სამი წლის წინ ირაკლი ჭედია გელაურში პატარა საფეხბურთო სტადიონის გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სტადიონი კი არავის გახსენებია. ახლა ძალიან შორს დავდივართ სათამაშოდ, თან ზოგჯერ პრობლემები გვხვდება ქართველებთან, იქ ისინი თამაშობენ… კარგი იქნებოდა, ჩვენც რომ გვქონოდაარგი იქნებოდა”- ამბობს ის.
ბატონო ზაზა, როდიდან აღინიშნება აღდგომის დღესასწაული საქართველოში?
ჩანაწერები საქართველოში ქრისტიანული თემების მიერ აღდგომის ტრადიციების აღნიშვნის შესახებ, წმიდა ნინოს შემოსვლის შემდეგ, სხვადასხვა უცხოელი ისტორიკოსის ჩანაწერებსა და ქართლის ცხოვრებაშიც არის ნახსენები.
ზაზა კილაძე
რატომ არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი?
აღდგომის დღესასწაული 325 წლის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან იღებს სათავეს (მე-4 საუკუნის 20-იანი წლები), როდესაც კრებამ აღდგომის თარიღის აღნიშვნის თაობაზე მიიღო დადგენილება. აღდგომა აღინიშნება არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიობა) და მთვარის ფაზის მიხედვით.
აღდგომის თარიღის მონაცვლეობა უკავშირდება გნოსტიკურ, “ებიონიტების” სექტას, რომლებსაც სურდათ, რომ ქრისტიანობა განეხილათ, როგორც ებრაული სარწმუნოების განშტოება და ამბობდნენ, რომ ებრაული ფესეხი და ქრისტიანული პასკა ერთ დღეს უნდა აღნიშნულიყო. მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ სწორედ ებრაულ ფესეხს არ დამთხვეოდა ქრისტიანული პასექი. ებრაული ფესეხი მთვარის კალენდრით აღინიშნება და რადგან მთვარე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს ივსება, აღდგომის აღნიშვნის თარიღიც მოძრაობს. აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ასე იგი არ უსწრებს და არც ემთხვევა იუდეველთა პასექს.
რატომ მიდიან აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე და ასე იყო თუ არა ადრე?
აღდგომის შემდეგი დღე – ორშაბათი უქმე დღედ ითვლება და მიიჩნევა, რომ ეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ქრისტიანობაში, გარდა საერო კალენდრისა, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული, მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის.
ორშაბათობით სასაფლაოზე გასვლა საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა, მაშინ აღდგომის დღე იდევნებოდა ათეისტების მიერ. იმის გამო, რომ მორწმუნეები კვირას, აღდგომის დღეს არ წასულიყვნენ სასაფლაოზე, ანუ აღდგომის დღესთან არ დაეკავშირებინათ რაიმე რიტუალი, ქართულ ეკლესიაში ორშაბათი შემოიღეს უქმე დღედ.
ლიტურგიკულად არც კვირა არ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანისთვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.
ორშაბათს სასაფლაოზე გასვლა ქრისტიანული ტრადიცია არ არის, ისევე როგორც იქ ჭამა-სმის ცერემონიალი. იმას, რომ ორმოცზე მიდიან სასაფლაოზე და ჭიქა ღვინოს ასხამენ, ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რატომ ღებავენ კვერცხს წითლად?
ეს დოგმატური საკითხი არ არის, საეკლესიო გადმოცემის თანახმად ეს ტიბერიუსისა და მარია მაგდალინელის შეხვედრას უკავშირდება.
ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როცა მარია მაგდალინელი ტიბერიუსთან მივიდა და აღდგომის შესახებ აუწყა, ტიბერიუსმა მას დასცინა და უთხრა, რომ ეს კვერცხი უფრო გაწითლდება, ვიდრე მე იმას დავიჯერებ, თითქოს იესო და ზოგადად მიცვალებული აღდგაო. სწორედ ამ დროს კვერცხი გაწითლდა. ეს ამბავი მსოფლიოში მოციქულებმა გაავრცელეს და შესაბამისად, მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებში უკვე პირველი საუკუნიდანვე ჩაეყარა ამ ტრადიციას საფუძველი.
როდიდან გაჩნდა პასკა ქართულ კულტურაში და რას უკავშირდება ეს?
პასკა, სავარაუდოდ, არის ართოსის სახეცვლილება, რომელიც ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წყაროებში ნახსენებია როგორც ქადა. დიდ ხუთშაბათს ტრაპეზზე იესომ თავის მოციქულებს დაალევინა ღვინო და მისცა პური, სისხლი და ხორცი მისი. მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მისი მოციქულები, იმ დღის გასახსენებლად პურს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ და დებდნენ სუფრაზე, იმის მოსაგონად, რომ უფალმა იესომ დაუბარა მათ ამ ზიარების საიდუმლოს შესახებ.
სავარაუდოდ ეს პური მრევლში ქადის სახით გადმოვიდა. ეს ქადა უნდა იყოს პასკა, რომელსაც ეს ფორმა და მოყვანილობა არ ჰქონდა მაშინ, მაგრამ იყო რაღაც მსგავსი.
თვითონ პასკის ფორმა, გოლგოთის მთის სიმბოლოა. აფუებული ცომი იმიტომაა, რომ ქრისტემ ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, სწორედ აფუებული პური ჭამა.
რატომ სწირავენ სააღდგომოდ ბატკანს, რას უკავშირდება ეს ტრადიცია?
ბატკანი ქრისტეს სიმბოლოა, უმანკო მსხვერპლის, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა, ხატებზეც ამ დატვირთვითაა გამოსახული. რაც შეეხება ეკლესიაში ბატკნის მსხვერპლად შეწირვას, ქრისტიანულ ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა საერთოდ არ უნდა იყოს. ეს წარმართული გადმონაშთია. დღეს ცხოველებს იშვიათად წირავენ, ეს უფრო 90-იან წლებში ხდებოდა.
რას უკავშირდება რწმენა, რომ დიდ ხუთშაბათს დაბანა კარგია?
ყველაფერს აქვს საღვთისმეტყველო საფუძველი, ოღონდ მერე დამახინჯებულია ჩვენთან. იმის გამო, რომ შვიდგზის ზეთისცხება ხუთშაბათს ხდება, ყველა ცდილობს, რომ იქამდე მოასწრონ დაბანა და შემდეგ სამი დღე აღდგომამდე არ იბანენ ტანს. სინამდვილეში, ქრისტიანი უბრალოდ მოწიწებით უნდა მოეპყროს სხეულს, რადგანაც მას საიდუმლოში აქვს მონაწილეობა მიღებული და ეს დაუბანლობას არ გულისხმობს. ამ ყველაფერმა შეცვალა შვიდგზის ზეთის ცხების საიდუმლოსთან ადამიანის დამოკიდებულება. საიდუმლოს ნამდვილი არსი მოკლებული აქვს, ზოგიერთისთვის ის გაუფასურებულია და ჰიგიენის დონეზეა დაყვანილი.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება“ – აღნიშნულია პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოსცა.
რაც შეეხება ძალადაკარგულად გამოსაცხადებელ ბრძანებულებას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა, მასში აღნიშნულია: „საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების მიუხედავად, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა დღე აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს. ამ ორი უწყების თანამშრომელთა საერთო პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით: დაწესდეს პოლიციელის დღე. პოლიციელის დღე აღინიშნოს ყოველი წლის 6 მაისს“.
ორ თვეში ბათუმში ამოქმედდება საკრებულოს დადგენილება ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესების შესახებ. ეს წესები აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
ძაღლის ან კატის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის:
სათანადო კვება და დაწყურვება;
ფიზიკური აქტივობა;
საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;
მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.
აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.
ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).
მეპატრონემ ცხოველის იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელოს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;
ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
ცხოველის დაავადების ან სიკვდილის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;
უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივილის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით.
ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ცხოველის მოკვდინება
მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდინება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.
ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს მიიღო. დადგენილება ძალაში 1 ივლისიდან შევა.
შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი მივიდა და დაზალებულ ოჯახს დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფას შეჰპირდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჭერის ჩამონგრევა სახლის გვერდით „კუბთაუერის“ მშენებლობამ გამოიწვია. „კუბთაუერს“ კომპანია „ადოგ ჯორჯია“ აშენებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურის უფროსი თამარ თოფურიძე ამბობს რომ კოლექტიური წერილით მეზობლემა კომპანიას მშენებლობის შეჩერება სთხოვეს. მათი განმარტებით ზიანდებოდა გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლი.
კომპანიის წარმომადგენლებმა კი ამ ფაქტის დასადგენად ექსპერტიზა ჩაატარეს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ექსპერტიზის რეკომენდაციით „ჩვენ გვერდით მდებარე სახლების გამაგრება უნდა მოვახდინოთ, ვიდრე გამაგრებას მოვახერხებთ, დროებით მშენებლობა შეჩერებულია“.
კომპანიაში ამბობენ რომ უახლოეს პერიოდში სახლებს გაამაგრებენ და მშენებლობას გააგრძელებენ.
ბატონო ტატო, თქვენ შექმენით სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რასაც კორუფციის დაძლევა უნდა მოეხერხებინა. გაამართლა სისტემამ?
სახელმწიფო შესყიდვები კუნძული არ არის, რომ შესყიდვებში ცალკე კლიმატი ან პირობებები დაფიქსირდეს. ის ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და ფინანსური მართვის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ფინანსური სისტემა კი ქვეყნის მართვის შემადგენელი ნაწილია. ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც ქვეყანაში არსებობს, შესყიდვებზე ასე თუ ისე აისახება. თუმცა შესყიდვები, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ სისტემა გამჭვირვალეა და პროცედურები გამარტივებული, იძლევა იმის საშუალებას, რომ ექსტრემალური ფაქტორები მინიმუმამდე დაიყვანოს.
თქვენ, როგორც ამ სისტემის ყველაზე დაკვირვებულ თვალს, კორუფციის ნიშნები დაგინახავთ შესყიდვების დოკუმენტებში?
არის ქეისები, რაზეც შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ იყო კორუფციული გარემოებები, მაგრამ თუ ქვეყანაში არ არსებობს კორუფცია, ის ასევე ნაკლებად იარსებებს შესყიდვებში, თუ ქვეყანაში მომძლავრებულია კორუფციული ფონი, ეს ფონი აუცილებლად მომძლავრდება შესყიდვებშიც. გამჭვირვალე სისტემის პირველადი ეფექტი საკმაოდ მძლავრი იყო. არსებობდა დამკვიდრებული სქემები, დამკვიდრებული ქცევის წესები, რომლებიც მანამდე გამოიყენებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი წესების შემოთავაზება. ვინც სქემებში იჯდა, ის ამოვარდა და სისტემა თითქოს დალაგდა. შესაბამისად, ამ პერიოდში იყო ნაკლები კორუფციული გამოვლინებები, ვიდრე ადრე, მაგრამ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ერგება. თავდაპირველად ეფექტი გამოიღო, სქემები დაინგრა, მაგრამ ის, ვინც საქმეში იყო, იწყებს ახალ სქემებზე ფიქრს, თუ როგორ აუაროს ამ ყველაფერს გვერდი.
რამდენად მაღალი დაცვის მექანიზმი არსებობს?
სისტემა გათვლილია საშუალო სტატისტიკურ ჰომოსაპიენსზე, რომელიც წესებს ემორჩილება, შესყიდვების კანონიც მსგავს ყოფაქცევაზეა გათვლილი. სტანდარტულ ყოფაქცევაზე და არა ანომალურზე, რომლიდანაც შეიძლება რაღაც ცუდი მივიღოთ.
მაშინ რა არის მთავარი პრობლემა?
კომპეტენცია. არაკომპეტენტური ხალხია ჩართული ყველა მხრიდან, არაკომპეტენტური ტექნიკური დავალება გაიცემა და არაკომპეტენტური მონიტორინგი გვაქვს. ერთი მაინც რომ იყოს ამ სისტემიდან ამოვარდნილი, ის პროცედურას გააჩერებს და შეეცდება ისევ საწყისთან მიიყვანოს, საიდანაც დაირღვა, მაგრამ თუ მასში ჩართული ყველა მხარე თავის საქმეს არაკომპეტენტურად აკეთებს, მაშინ სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი გარიგება გაძვრეს ამ სისტემაში.
რა გამოსავალი არსებობს?
ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კუნძულზე არ ვართ, ამ ყველაფერს ცალკე შესყიდვებში ვერ მოევლება. საჭიროა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერება. თუნდაც ბიზნესმენების უნარ-ჩვევების გაზრდაზე ზრუნვა ან თუნდაც ინფორმაციის მიწოდება. ჩემთვის ბიზნესმენს უთქვამს, რაღაც ტენდერი გვაინტერესებს და იქნებ ინფორმაცია მოგცეო. ვეუბნები, რა ინფორმაცია მოგცე, ყველაფერი ღიაა, მიდი და ნახე-მეთქი. რას ამბობ, ჩვენ ერთ მინისტრს ველაპარაკებით, იქნებ სატენდერო დოკუმენტაცია მოგვცე და ისიც ჯიგრულად დაგვპირდაო. ეს ჰგავს ღია კარების შემტვრევას, ადამიანმა არ იცის, რომ ინფორმაცია ღიაა და არც არავინ ეუბნება ამას. შესყიდვებში არის დაგეგმარების პრობლემა, ჩვენთან ძალიან ცოტა სტრუქტურაა, რომელიც დაგეგმარებაზე მუშაობს, რომელსაც ჰყავს სამსახური ან ადამიანი მაინც, რომელიც მოთხოვნების კონსოლიდაციაზე მუშაობს. ზოგჯერ შესყიდვებისას არ ითვალისწინებენ მარტივ საკითხებს, მაგალითად, ავიღოთ სეზონურობა. თუნდაც მუშახელი აიღეთ ან რაიმე მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც ზოგჯერ იაფია, ზოგჯერ _ ძვირი. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოს დაწყება უფრო მომგებიანია გაზაფხულზე თუ ზამთარში. ასეთ მარტივ რაღაცებს არ ითვალისწინებენ. იგივე საგზაო სამშენებლო ტენდერები არალოგიკურია ისე ჩაატარო, რომ მერე მოგიწიოს ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე სამუშაოების ჩატარება. ამ ყველაფერს საუნივერსიტეტო აკადემიური განათლება არ უნდა. საჭიროა ცოტა ლოგიკური აზროვნება და გული.
სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად მიმართავენ ერთ პირთან მოლაპარაკების წესს შესყიდვების განხორციელებისას, რასაც გადაუდებელი გარემოებებით ხსნიან.
ესეც დაგეგმვის პრობლემაა. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ახალ წელზე გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების მიზეზით ითხოვენ გამარტივებულ წესს _ საახალწლო ღონისძიებების განხორციელებას ვერ ვასწრებთო. ჯერ არ ყოფილა, რომ ახალი წელი არ მოსულიყოს, შესაბამისად, ეს რაღაც დოყლაპიობასთან გათანაბრებული გულგრილობაა ან სხვა. გადაუდებლობის ლომის წილი მოდის იმაზე, რომ ადამიანმა ვერ გათვალა. გადაუდებელი შეიძლება მოვითხოვოთ, მაგალითად, სტიქიური უბედურების, მეწყრის გამო, მაგრამ თუ რაღაც გიდევს გეგმაში და საკუთარი დაუგეგმავობის თუ სხვა რაღაცის გამო ეს ვადა ისე მოგეპარა, რომ ვერ გაიგე და ან უფროსმა უცებ გითხრა, სადა ხარ ბიჭი აქამდეო და გადაუდებელი ავიღოთო ითხოვ, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.
გამარტივებული წესი უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა, ეს წესი ისევ დევს კანონში და აქტიურად თუ პასიურად მას იყენებენ. არსებობენ დაინტერესებული ჯგუფები. გადაუდებელი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული. აქ საუბარია ღონისძიებაზე, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი. 2010 წლამდე გადაუდებელი აუცილებლობის გამო გამარტივებული ტენდერის ჩატარების ნებართვას იძლეოდა შესყიდვების სააგენტო, შემდეგ ეს უფლება კონკრეტულ მაკონტროლებელ ორგანოს გადაეცა, მაგალითად, გამგეობას ნებართვას აძლევს საკრებულო.
2011 წელს გამარტივებულმა შესყიდვებმა იკლო, მაგრამ ადამიანი ყველაფერთან ახერხებს მორგებას და ნელ-ნელა ეროზიამ იმატა, მითუმეტეს თუ ამას პოლიტიკური კონიუნქტურა ან ზემდგომი ჰკარნახობს.
ბათუმის მერიას წლის ბოლოს ბიუჯეტში დარჩა მილიონობით ნაშთი, რაც ფინანსისტებმა ტენდერების ჩაშლით ახსნეს. ტენდერების ჩაშლის მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანიებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. რატომ შეიძლება არ იღებდნენ კომპანიები ტენდერში მონაწილეობას, მით უფრო ასეთი კონკურენციის პირობებში?
როგორ შეიძლება კარგად დაგეგმილი ტენდერი ჩაგეშალოს? _ ეს დოყლაპიობაა. მაგალითად აიღეთ დიქტოფონი, თუ ის 100 ლარი ღირს და შენ ოც ლარად გინდა შეისყიდო, ვერ შეისყიდი, გამორიცხულია. ან რაღაცის აშენება გინდა და ითხოვ, რომ აგიშენონ ერთ წელში, არადა ამის აშენებას სჭირდება ერთ წელზე მეტი, მაშინ არავინ მოვა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მითუმეტეს, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე კომპანიას უწევს ჯარიმის გადახდა. უნდა გაირკვეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებიც ტენდერებს ბაზრის შესწავლის გარეშე აცხადებენ.