სასამართლომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 100 ლარით დააჯარიმა

პოლიციელი, რომელმაც ირაკლი ანთიძე დააკავა

ირაკლი ანთიძემ გუშინ განაცხადა, რომ პოლიციელებმა ის დაკავებისას სცემეს. მოსამართლემ შეფასების გარეშე დატოვა ირაკლი ანთიძის განაცხადება ცემასთან დაკავშირებით.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ანთიძე პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ დილით დააკავეს.

დღეს სასამართლომ პოლიციელები დაკითხა, რომლებმაც დაკავების ოქმისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ ირაკლი ანთიძის ვინაობის დასადგენად ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ანთიძემ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

დაკავების ოქმში კი, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლემ წაიკითხა, წერია, რომ ირაკლი ანთიძე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიცია მივიდა მისი ვინაობის დასადგენად. ის ხმაურისა და სამართლადამცავებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო დააკავეს.

ანთიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

ირაკლი ანთიძე და გიორგი ხიმშიაშვილი

პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დღეს თქვეს, რომ ანთიძე ველოსისპედით ცდილობდა გაქცევას და სწორედ ამ დროს დააკავეს ის.  მათი თქმით, იმის გამო, რომ  ქალაქში ხშირად იპარავენ ველოსიპედებს, „იეჭვეს“, რომ ველოსიპედი ნაქურდალი იყო.

პოლიციელების განმარტებით, ანთიძეს ექსპერტიზის დასკვნა არ ჩატარებია, რადგან ეს დაკავებულმა არ მოისურვა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დანა, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზის ბიუროში.

პოლიციელი, რომელმაც ირაკლი ანთიძე დააკავა

ადვოკატის კითხვაზე, დაადგინეს თუ არა ველოსიპეტი ანთიძეს მოპარული ჰქონდა თუ არა, პოლიციელებმა განაცხადეს, – „არა, რადგან დაკავებული დუმილის უფლებით სარებლობდა“. კიდევ ერთ კითხვაზე, სად არის ამჟამად ველოსიპეტი? – პოლიციელმა უპასუხა: გუშინ ვისვენებდი და არ ვიცი.

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ


ზაურ ფატლაძე


– ბატონო ზაურ, რა საკითხები განიხილა კომისიამ?


– კომისიის პირველ შეკრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. ამ კომისიაში შედის აჭარის ყველა წყალმომარაგების კომპანიის, მუნიციპალიტეტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც. ერთადერთი საკითხი იყო, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც ჩამოვა აჭარაში. ეს ჯგუფი აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ ბათუმშიც, იმუშავებს და ერთი კვირის განმავლობაში კომისიას წარუდგენს მასალებს.

 

– მასალებში რა იგულისხმება?


– შეისწავლის რა მდგომარეობაშია დაბების, ქალაქების წყალმომარაგება, რა გაკეთდა, რა კეთდება, რა არის გასაკეთებელი, რა ვალდებულებებია (მოგეხსენებათ,  ბათუმის საკრებულოს აქვს ბევრი ვალდებულება, იგივე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) ყველა ეს საკითხები შეისწავლება, კიდევ ერთხელ დაზუსტდება პოზიციები მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების გადაცემასთან დაკავშირებით და წარედგინება კომისიას. მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი კობერიძე. იმ ჯგუფს დაავალებენ, ალბათ, რა ინფორმაცია შეაგროვოს კონკრეტულად და რა წარუდგინოს კომისიას.

 

– მუნიციპალიტეტების პოზიციები კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა?

 

– ვინაიდან დეტალები – რა უნდა გადაეცეს და როგორ, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, პოზიციებიც საბოლოოდ დაკონკრეტებული არ არის. ბათუმში მრავალმილიონიანი პროექტი ხორციელდება. ქობულეთშიც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრანტიც არის და ქობულეთის წილიც. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ქედაც მგონი წინააღმდეგია, მაგრამ ახლა იმის გამო, რომ გამგებლები გადადგნენ, აღარ მონაწილეობენ ამ შეხვედრებში.

 

– ქონების გადაცემაზე იყო საუბარი?

 

– ქონებაზე საუბარი ამჯერად არ ყოფილა. მაგრამ ამ საკითხზე იყო საუბარი ბათუმში, როდესაც აქ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ბრძანდებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან იყო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ჩვენს შეკითხვებთან დაკავშირებით მინისტრმა მითხრა, რომ ბათუმის წყლის ქონების გადაცემა არ იგეგმება.

 

– ბათუმში წყალკანალის სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვა როგორ გაგრძელდება?

 

– რეაბილიტაციის პროექტის მართვაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმში, შევეკითხე მინისტრს და როგორც მუშაობდით, ისე გააგრძელეთო. ჩვენ გვეგონა, რომ ამ პროექტის მართვასაც წაიღებდნენ, მაგრამ არ მიაქვთ.

 

– “ბათუმის წყალი” “მიაქვთ”?

 

– რაც შეეხება წყლის კომპანიას, თვითონაც (მინისტრი) იმყოფებოდა გერმანიაში, იცის პოზიცია გერმანიის ბანკის და უნდათ, რომ, როგორმე, რაღაც ამ ურთიერთობებიდან გაითვალისწინონ, მაგრამ ჩამოყალიბებული თავად არ არიან… მოკლედ, ასე მითხრა, „ვფიქრობ, რომ შევინარჩუნოთ ბათუმის წყლის კომპანია, ოღონდ გაერთიანებული წყლის კომპანიის ქოლგის ქვეშ“. ეს არის ზუსტად მისი სიტყვები…

 

– ხომ არ დაუკონკრეტებია, ეს გაერთიანება რისთვის ხდება? ჩვენი ინფორმაციით აპირებენ ახალი სესხის აღებას (სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარის) ან საერთოდ,  გაყიდვას შემდეგ გაერთიანებული კომპანიის…

 

– როგორც მინისტრმა მითხრა, ეს ხდება იმიტომ, რომ ამუშავებენ სტრატეგიას _ საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში (ოღონდ სოფლების გარდა), 2018 წლის ბოლომდე ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდეგ ეს რეაბილიტირებული სისტემები კვლავ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ამ სამუშაოებისთვის კი, მგონი, აზიის განვითარების ბანკისგან ელოდებიან სესხს.

 

– ქვეყნის მთავრობა საუბრობს მხოლოდ ქალაქებსა და დაბებზე, მაშინ როცა იგივე გერმანიის ბანკი (KFW) აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას აპირებდა…

 

– სოფლებთან დაკავშირებით აჭარაში გერმანიის ბანკი მართლაც გვეხმარებოდა.  უნდა განხორციელებულიყო ამ კუთხით პროექტი აჭარაში. თუმცა ესეც არ არის ჯერჯერობით მოხსნილი დღის წესრიგიდან. ბანკიც გაურკვევლობაშია და  ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

– ჩვენი ინფორმაციით, გერმანული ბანკი წყალმომარაგების კომპანიების გაერთიანების წინააღმდეგია, თუმცა ჩვენთან ოფიციალურად ეს არ დაუფიქსირებია. თქვენთვის ხომ არ არის მათი პოზიცია ცნობილი?

 

– გაერთიანების მომხრე რომ არ არის ბანკი, მაგიტომ იყო ჩამოსული ბათუმში მინისტრიც. ახლა მკაფიოდ ბანკიც ვერ აფიქსირებს პოზიციას, იმიტომ, რომ უნდა   შეინარჩუნოს ეს ყველაფერი. დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაიხარჯა აქ, ბათუმში,   მხოლოდ საკონსულტაციო ჯგუფისთვის. რამდენი წელია მენეჯმენტი მუშაობს და ეს, რაც არის წარმატებული წყლის კომპანიაში, მათი დაფინანსებით არის გაკეთებული. ამიტომ, ფიქრობენ და უნდათ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული, რადგან ისინი ყველა თავის ანგარიშებში მოიხსენიებენ ბათუმის პროექტს როგორც ყველაზე წარმატებულს და არ უნდათ, რომ ეს გაითქვიფოს სადღაც.

 

– საბოლოოდ საკრებულოებმა უნდა გადაწყვიტოს გაერთიანების საკითხი?

 

– რა თქმა უნდა. დამფუძნებელი არის საკრებულო, ქონება საკრებულოსია და თუ გადასაცემია ქონება, ჩვენ შემთხვევაში, ბათუმის საკრებულო უნდა დათანხმდეს.

 

– როგორც საკრებულოს წევრი, მხარს დაუჭერთ ამ გაერთიანებას?

 

– ზემოთ აღვნიშნე, რომ ქონება საკრებულოსია და საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების გადაცემა-არგადაცემაზე, მაგრამ მართვის უფლება სხვა რამეა და ეს დღეს ჩვენი ექსკლუზიური უფლება არ არის. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განკარგულება ამ მართვის დარეგულირებას ითვალისწინებს.

კინოაფიშა

 

კანადელი ანიმატორის პიტერ ლეპენიოტინის ფილმი „მძარცველი ციყვები „ოპერაცია თხილი“, ამერიკელი რეჟისორის ნიკ კასავეტესის „სხვა ქალი“ და ბრიტანელი კინომატოგრაფისტის გარეტ ედვარდსის „გოძილა“, რომლის ბიუჯეტი 160 მილიონი დოლარს შეადგენს.

12:00 საათზე – მძარცველი ციყვები „ოპერაცია თხილი“ (3D) – 7 ლარი

14:00 საათზე – მძარცველი ციყვები „ოპერაცია თხილი“ (3D) – 7 ლარი

16:00 საათზე – სხვა ქალი – 8 ლარი

19:00 საათზე – გოძილა (3D) – 9 ლარი

19:00 საათზე – გოძილა (3D) – 9 ლარი

ბათუმის მერობის კანდიდატი: „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ“

 

მერობის კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძე

 

მერობის კანდიდატმა კითხვაზე,  –  რა შეიცვლება მერიაში იმ შემთხვევაში,  თუკი ის გახდება ქალაქის მერი, პასუხობს:   „მერიიდან  ის ადამიანები წავლენ, რომლებიც  ბრეჟნევის დროიდან იქ   მუშაობენ და   დიდი პროფესიონალები ისინი არ არიან. არაფერი არ გაუკეთებიათ. საერთოდ, ხალხი რომელსაც არ უნდოდა დამოუკიდებლობა ჩემს გვერდით არ იმუშავებს“.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე შეეხო ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემასაც. იგი ამბობს, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია:

 

 

 „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ  ახალი მეჩეთის აშენების. მეჩეთების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, მე მგონი თურქეთში არ იქნება იმდენი მეჩეთი რამდენიც არის აჭარაში.  ეს არის საერთოდ თურქული სპეცსამსახურების მუშაობა.  გამოკითხვა ჩაატარა  თარხან მოურავმა,  ვიცი რომ 60 ათასი კაცი წინააღმდეგია მეჩეთის მშენებლობის. მე ვენდობი მის კვლევებს.  საზეიმო დღეებში ვერცერთი კონფეციას  ვერ დაიტევს ვერცერთი  ობიექტი. წარმოიდგინეთ ყველა მართმადიდებელი რომ მივიდეს,  ყველა პროტესტანტი რომ მივიდეს, დაიტევს ეკლესია?   აგერ პრეზიდენტი მარგველაშვილი ავიდა დუშეთში, რატო ქმნიან ძალით პრობლემას“.   

 

 

მერობის კანდიდატმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც, მისი აზრით, ეს ხელოვნურად  გაზვიადებული თემაა.

 

 

„ რა საჭირო იყოს ეს, საერთოდ იგნორირება უნდა მოხდეს.  თუ ასე წავიდა,  მაშინ 30 ათასი ბრმა არის, მათზე რატომ არ იწერება კანონი? ყრუ მუნჯებზე რატო არ იწერება, ხო გამიგეთ?   ხომ იცით, კონკურსი რომ გამოუცხადეს და ეს ხალხი, საწყალი ხალხი დარჩა გარეთ“.

 

 

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი:”პოლიციამ დამაკავა და მცემა”

 

ირაკლი ანთიძე

 

ირაკლი ანთიძე ამბობს, რომ ამოიცნობს პოლიციელებს, რომლებმაც ის დააკავეს და სცემეს, თუმცა არც ერთი მათგანის სახელი და გვარი არ იცის.

მისი მოყოლით შემთხვევა დილის 5 საათზე, დიმიტრი თავდადებულისა და მემედ აბაშიძის გამზირის კვეთაში მოხდა. როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ქუჩების კვეთაში მეეზოვეებს გამოელაპარაკა, რა დროსაც შეჩერდა კაფე „პრივეტთან“. ამ დროს კი მანქანა, რომელსაც ეწერა პოლიცია, შეჩერდა, გადმოვიდა მძღოლი, რომელმაც ის ველოსიპეტიდან მიწაზე „დააგდო“, ხელბორკილები „მოუჭირა“ და მანქანაში „ჯიქაობით ჩატენა“.

 

მისივე მონათხრობით, ის პირველად ველოსიპედის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო წარადგინეს.

სასამართლომ დღეს ირაკლი ანთიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

 

ხვალ სასამართლო იმ პოლიციელებს დაკითხავს, ვინც ირაკლი ანთიძე დააპატიმრა. ირაკლი ანთიძე მოითხოვს იმ მოწმეების, ანუ მეეზოვეების დაცვას, რომლებმაც დაინახეს, თუ რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა ის.

შს სამინისტრო პრესსამსახურის თანამშრომელი, სალომე წერეთელმა ფაქტთან დაკავშრებით „ბათუმელებთან“ განმარტავს: „შემოწმების მიზნით შეაჩერეს ირაკლი ანთიძე. მან გაუწია წინააღმდეგობა სამართალდამცავებს, რის გამოც ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“.

უცნობი კოლექციის გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

ძმები ნობელების მუზეუმი ბათუმში

 

 

  გამოფენის ფარგლებში გაიხსნება ორი ახალი საექსპოზიციო კუთხე:

 

 

1) ბათუმის ,,ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა’’ – იგი ასახავს ქარხნის მშენებლობას XX საუკუნის 20-30-იან წლებში. ფოტოები გადაღებულია ა.შაანიანის მიერ. მათზე ნათლადაა ასახული შესაბამისი პერიოდის ბოლშევიკური რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობები.

 

 

 2) ,,ძველი ბათუმის ფოტოგრაფები’’ – წარმოდგენილია საბჭოური პერიოდის ფოტოაპარატები, ძველ ბათუმში მოღვაწე ფოტოგრაფთა ფოტოების ეგ.წ.,,ზანდიკები’’. 

    

 

თავისუფალი აქტივობის სახით მუზეუმი დამთვალიერებლებს სთავაზობს შემეცნებით – გასართობ პროგრამას გეომეტრიული თავსატეხით -,,შვიდი ფიგურის ხელოვნება’’.

„ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადებას აკეთებს

 

ნოდარ დუმბაძის თქმით, 10 აპრილიდან ბათუმის მერიის საწყობებში, 200 ცალი სკამი და 150 ერთეული ფანჩატური ინახება, რომელიც მაღლივი შენობების შიდა ეზოებისთვის  „ამხანაგობებს“ უნდა გადასცემოდა.

 

 

„მერია დღემდე არ ანაწილებს სკამებს და ფანჩატურებს, რადგან დავალებას ელოდებიან ქართული ოცნების შტაბიდან. ასევე, მოვუწოდებ გიორგი ერმაკოვსა და ირაკლი ჭეიშვილს, თავი დაანებონ ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებას“-აცხადებს ნოდარ დუმბაძე.

 

 

აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის არმაზ ვარშალომიძის განცხადებით,   ეზოების კეთილმოწყობის თონისძიებების ფარგლებში შეძენილია 200 ერთეული სკამი და 135 ცალი ფარჩატური. „აქედან 77 ცალი სკამი უკვე გადაცემულია ეზოებისთვის, ზოგიც სკვერებშია განთავსებული. დარიგება მოხდება წლის განმავლობაში, მოთხოვნიდან გამომდინარე. მაღლივი კორპუსების ეზოებზე ერთი სკამია გათავლისწინებული,  იტალიურ ეზოებს კი  მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით გადაეცემა. ფანჩატურები კი მხოლოდ ეზოებზეა გათვალისწინებული და სკვერში არ განთავსდება“. 

  

 

 სკამები და ფანჩატურები საქართველოშია დამზადებული, მათ შესყიდვაზე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მთლიანობაში ასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.  

ბათუმში დნეპროპეტროვსკის ოლქის დელეგაცია იმყოფება

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. ,,მერების შეთანხმების“ პროექტის ფარგლებში, მხარეები   გამოცდილებათა გაზიარებისა და თანამშრომლობის სამომავლო პროგრამებს შეიმუშავებენ.

 

 

,,მერების შეთანხმების” ევროპულ ინიციატივას ბათუმი 2011 წლის 15 ივლისს შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდას ისახავს მიზნად.

 

 

,მერების შეთანხმებაში“ უკვე 4500-ზე მეტი ევროპული ქალაქია გაწევრიანებული.

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ უმაღლესი ლიგა მეცხრე ადგილით შეინარჩუნა

 

ამ შეხვედრით სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ სეზონი დაასრულა, მეცხრე ადგილზე გავიდა და  უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა შეინარჩუნა. უმაღლესი ლიგის დატოვება კი თბილისი „აკადემიას“ მოუწია.

 

იმავე გუნდებს შორის გასულ კვირას ქუთაისში ჩატარებულ შეხვედრაზე თამაში „ბათუმის“ სასარეგებლოდ 70:7 დასრულდა.

 

კლუბ „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის ლევან მგელაძის შეფასებით გუნდს უმაღლეს ლიგაში უკეთესი ადგილის მოპოვებაც შეეძლო.

 

ლევან მგელაძე ამბობს, რომ  „ბათუმის“ მწვრთნელობას აღარ გააგრძელებს და ახალი სეზონიდან „ბათუმს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

 

საქართველოს პირველობა რაგბში სეზონის დასასრული 24 მაის თბილისში ჩატარდება. ერთმანეთს თბილისის გუნდები – „არმია“ და  „ლელო“ დაუპირისპირდებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

 

მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატები

 

 

 

პროპორციულ სიაში წარმოდგენილი კანდიდატები:

 

 პირველი ნომრად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭიშვილია წარმოდგენილი „ქართული ოცნებიდან“. მეორე ნომერი – საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილია, მესამე ნომერი – ისეც „ოცნების“ წევრი თამაზ თურმანიძეა, მეოთხე – კობა ჩხეიძე, მეხუთე – თენგიზ აფხაზავა, „ოცნებიდან“; მეხუთე წევრად კონსერცატიულ პარტია წარმოდგენილი ჰყავს დიმიტრი დარჩია, რომელიც ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსად მუშაობდა, ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე კი სიაში მეშვიდეა. „ერთი ქალი გვყავს, მაგრამ ათ მამაკაცს უდრის“-განაცხადა მისი წარდგენისას არჩილ ხაბაძემ. 

 

მერვე ნომერი პარტიის 0 „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, წარმომადგენელი მამუკა ჯაშია, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, მაილო ჯაშის შვილია. მერცხრე ნომრად წარმოდგენილია ისევ „ოცნების“ კანდიდატი პარმენ მგელაძე, „ეროვნული ფორუმიდან“, რომელიც ყოფილი პროკურორია, შემდეგ კი აჭარის უმაღლესი საბჭოს კოლეგიალური სასამართლოს თავმჯდომარე იყო. სიის მეთერთმეტე წევრი ირაკლი ჯიჯავაძეა „ოცნებიდან“.

 

როგორც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, სიაში ნინო ბერაძე და ნატალია ძიძიგურიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც მაჟორიტარებს ჩაანაცვლებენ. 

 

„იმედი მაქვს, რომ ყველა ვიზეიმებთ 15 ივნისს ცხრა საათზე გამარჯვებას. 25-ვე ჩვენ უნდა ვიყოთ საკრებულოში წარმოდგენილი, რაც გავაკეთეთ ბოლო პერიოდში, ეს ამის საფუძველს იძლევა. კონკურენცია არის და  ადვილი არ იქნება. მინიმუმ 70 პროცენტს მაინც ავიღებთ“ –  განაცხადა ხაბაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

დაკითხვა ლაკაევის სასამართლო პროცესიდან

 

 

თამაზ თეთრუაშვილი – მოწმე: იმ დღეს, როცა იუსუფ ლაკიევი, წულუკიძე და ბახუნტარიძე დააკავეს, სამსახურებრივ მოვალეობას „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვასრულებდი. იმ დღეს ქალაქში საქართველოს პრეზიდენტი იყო და მე გამამწესეს პლაზასთან.

 

 

როცა შემთხვევის ადგილზე მივედი [ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან], დავინახე პიროვნება მიწაზე ეგდო და დახმარებას ითხოვდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის იყო ლაკიევი. მითხრეს, რომ დაჭრილი იყო იაგო დავითაძე, ჩემი თანამშრომელი. მისვლამდე მესმოდა სროლის ხმა, წულუკიძე გარბოდა. დავეწიე, მან ხელი დამარტყა, წამაქცია და აღმოვჩნდი მუხლებზე; მე ფეხებზე ვწვდი და დავიჭირე, დაკავების ოქმი შეავსო გამომძიებელმა რეზო ჯაშმა.

 

 

გიორგი ხიმშიაშვილი – ადვოკატი: რატომ სცადეთ ფირუზ წულუკიძის დაკავება?

 

თამაზ თეთრუაშვილი: ის ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას და ვიცოდი, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო დაჭრილი.

 

გიორგი ხიმშიაშვილი: რომელი ხელი დაგარტყათ?

 

თამაზ თეთრუაშვილი: არ მახსოვს… (პაუზის შემდეგ) – მარცხენა გაშლილი ხელი გამარტყა და მაისურიც გამერღვა.

 

გიორგი ხიმშიაშვილი: სახეში გარტყმის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფ გამომძიებელს რატომ არ აცნობეთ?

 

თამაზ თეთრუაშვილი: ვიცოდი, რომ ვიდეოგადაღება უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გავიქეცი სახლში და გამოვიცვალე ტანსაცმელი, გარღვეული მაიკა სახლში დავტოვე… როცა ტერიტორია დავტოვე, უფროსს ვუთხარი.

 

გიორგი ხიმშიაშვილი: თქვენი უფროსის სახელი და გვარი?

 

თამაზ თეთრუაშვილი: ყველა ჩემი უფროსია, არ მახსოვს ვინ იყო.

 

ფირუზ წულუკიძე: მე გავრბოდი და თქვენ მე დამეწიეთ? ნაკაწრები ახსენეთ, მაინტერესებს მე მქონდა თუ არა თავი გატეხილი, წელის არეში ვიყავი თუ არა ჩალურჯებული, როცა თქვენ გადამიყვანეთ პროკურატურის შენობაში?

 

თამაზ თეთრუაშვილი: არა, კარგად არ გარბოდით, ისე… კი მე დაგეწიეთ. ჩალურჯებები გქონდათ შუბლზე, თავზე არ დამინახია, ზურგზეც, წელის არეშიც იყავით ჩალურჯებული, კი.

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. მას თემურ ბახუნტარიძე წვრთნიდა. იუსუფ ლაკიევი საქართველოში საზღვრის დარღვევით შემოვიდა და თურქეთში გადასვლას გეგმავდა, რაშიც მას, გამოძიების ვერსიით, ქართველი მასპინძლები ეხმარებოდნენ. თემურ ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მათ რელიგიური ნიშნით დევნიდნენ და სწორედ ამიტომ დააკავეს.

გასულ კვირას სასამართლო პროცესი კი იმით დაიწყო, რომ ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა მოსამართლეს სთხოვა ფირუზ წულუკიძისთვის ფოტოების ჩვენების უფლება მიეცა. წულუკიძეს პატიმრობაში ყოფნის დროს შვილი შეეძინა და მას ბავშვის ფოტოები აჩვენეს.

განსასჯელები ბათუმში 2013 წლის 13 სექტემბერს, ღამით დააკავეს. 

დათო ტრაპაიძე მთვარის კლუბზე, რადიოსა და ლოჯმიშენებულ ჯიპებზე

 

 

დათო ამბობს, რომ საქმიანობაში მაგრად გაუმართლა. უყვარს ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც უყვარს. ყველაზე მეტად მაინც თავისუფლებას აფასებს. 13 წელია რადიო “აჭარაში” მსმენელის განწყობაზე ზრუნავს, ამბობს, რომ ერთგვარი სენია მსმენელთან მუდმივად თხრობის რეჟიმში ყოფნა: „რადიოს ღამის ეთერი ჰგავს ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში საყვარელ ადამიანთან საუბარს, ოღონდ გულახდილ საუბარს. მსმენელი ადვილად იჭერს ყალბ ნოტებს შენს ხმაში, იმიჯს ვერ მოირგებ, სანდომიანი ხარ მაშინ, როცა ბუნებრივი ხარ, ბევრი რამე პრაქტიკიდან მოდის, მსმენელთან უკუკავშირი გაქვს. მისი ემოციები გაძლევს დასკვნების გამოტანის საშუალებას”.

 

მსმენელთან საუბრები წლებია გრძელდება, თავიდან ეს მხოლოდ შვიდი მეგობრის იდეა იყო, რომელსაც მალე პროექტის სახე მიეცა. ახალგაზრდულ რადიოსადგურზე მეოცნებე მეგობრებმა სპონსორის ძიებაში წინადადება აქეთ მიიღეს – შესთავაზეს ქალაქში არსებული ხაზის რადიო ეფემ დიაპაზონზე გადმოერთოთ. მართლაც, “რადიო აჭარა” FM დიაპაზონზე 24-საათიანი მაუწყებლობით გავიდა: „FM დიაპაზონზე რადიოს ცნობადობა ჩვენი დამსახურებაა, ახალი სისხლი გადავუსხით რადიოს, გავაახალგაზრდავეთ. შვიდმა დავიწყეთ, თუმცა რადიოში მე ერთი შემოვრჩი. რადიოში მუშაობა ბავშვობიდანვე მინდოდა, ტელევიზიაში ვიზუალს იმხელა დატვირთვა აქვს, რომ ბევრი რამ იკარგება, რადიოში კი ძირითადი ხმა და ტექსტია, ზუსტად ის, რისი თქმაც გინდა; დიდია ინტიმი, ფანტაზიას დიდი გასაქანი აქვს, მსმენელს მეტი გაანალიზების საშუალებას აძლევს. საერთოდ ვფიქრობ, ტელესივრცე ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რაიმე კარგი იდეის შეთავაზებისთვის მზად რომ იყოს“, ” ამბობს დათო.

 

პირველი ანაზღაურებით კედები იყიდა, ბევრი არ ყოფილა, მაგრამ მისი გამომუშავებული თანხა იყო: „იქამდეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, მაგრამ ანაზღაურება არ მიმიღია. ის, რომ ჩემს გაკეთებულ საქმეში ანაზღაურება მივიღე, იყო უსაზღვრო ბედნიერება. კედები იმიტომ ვიყიდე, რომ ბევრს დავრბოდი საქმეებზე, ღამეებს ვათენებდი რადიოში ანაზღაურების გარეშე, თან იმ დროს, როცა ოქროს ხანა იყო რადიოინდუსტრიისთვის, ბევრი მსმენელით, უამრავი ზარით ეთერში. ეს რომანტიზმის პერიოდი იყო ჩვენთვის, დღეს ყველა გარკვეული მიზნით მოდის რადიოში, თუმცა არა ენთუზიაზმით“, – ამბობს დათო.

 


რადიოში მისულმა ის ამპლუა მოირგო, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა. დათო მუსიკალური გადაცემის წამყვანად წლების განმავლობაში მუშაობდა, ახლა უკვე მუსიკალური პროდიუსერია: „რადიოს ფორმატი გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, რადიოს ეთერი შეცდომებს არ გპატიობს, უნდა ესაუბრო მსმენელს, პოზიტივს უნდა გამოსცემდე, ადამიანი გისმენს იმისთვის, რომ განიტვირთოს. პირველად როცა გავედი ეთერში, ვღელავდი, სიყვარულის ახსნას ჰგავდა, წინასწარ რომ არ იცი რანაირად მიგიღებს – კის გეტყვის, თუ არას! იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცი რა უნდა თქვა, მიკროფონის ჩართვისთანავე გავიწყდება მთელი ტექსტი. ახლა ნარკოტიკივით მაქვს, ეს უკვე მჭირდება“.

 

ყველაზე მეტად განიცდის მსმენელთან კონტაქტის დაკარგვას – ინტერნეტსამყარო ყოველდღიურად უკარგავს მსმენელს რადიოს: „საგრძნობლად შემცირდა მსმენელთა რიცხვი. ოთხი წლის წინ ბევრი მსმენელი გვყავდა, ადამიანები გვეუბნებოდნენ, მანქანაში ისხდნენ იმის გამო, რომ ჩვენთვის მოესმინათ. ვფიქრობ, უნდა ავყვეთ ამ რეჟიმს, ინტერნეტშიც განვათავსოთ ჩვენი მასალები.

 

ზოგიერთი ფიქრობს, აი, მოვასმენინებ მსმენელს ჯაზს და ამით გავზრდი მე მის გემოვნებას! ვერაფერს გაზრდი, რაც არ უნდათ, იმას არ მოისმენენ, რასაც ითხოვს, ის უნდა მოასმენინო, ალტერნატივა კი მსუბუქად უნდა მიაწოდო, მერე შეიძლება მოიწონოს კიდეც შენი ჯაზი. რადიო “აჭარას” მსმენელს აქვს ჩამოყალიბებული გემოვნება და იცის, რისი მოსმენა სურს. ამის მიხედვითაა შერჩეული ჩვენი `ფლეილისტი.” ჩვენ გვყავს აქტიური მსმენელი, ზუსტად იცი, რომ აუცილებლად დაგირეკავს. ჩემი მსმენელების უმეტესობა დღეს უკვე ჩემი მეგობარია. საერთოდ, განსხვავებული სამეგობრო წრე მყავს, იმდენად განსხვავებულები არიან, რომ საერთო ენას ვერ ნახულობენ, როცა ერთად ვსხდებით. ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა, არ ვარ ჩაბღაუჭებული ერთ წრეს, ვუფრთხილდები ადამიანებს და ჩემს მათთან ურთიერთობას”.

 

ყველაფერში პოზიტივის ძიება უკვე ჩვევად ექცა. ამბობს, რომ დაიღალა ამდენი ნეგატივით, თანაქალაქელების აყოლიებასაც ცდილობს, რაც, ცოტა არ იყოს, უჭირს. მეგობრებისთვის კი დათო განწყობის გენერატორად მიიჩნევა: „მინდა ფერადი, მზიანი და ხალისიანი იყოს ჩემ გარშემო ყველაფერი. ბათუმში მარტივია გამონახო პოზიტივის მიზეზი, თუმცა მომხმარებელი ისევ ცოტაა, გაცილებით ადვილად იღებენ ვიღაცის ქილიკს, ვიდრე – ქებას. უბრალოდ რომ თქვა, რა მაგარი ამინდია, გაატარებენ, რომ თქვა, რას ჰგავდა ეს, წვიმამ წაგვლეკა, ოოო, წამოვა ხალხი. მინელებულია კარგის ძიების სურვილი. იმედი მაქვს, მზე თავის შედეგს გამოიღებს. ორი სეზონი გვაქვს – ზამთარი და ზაფხული, ასე ვართ ჩვენც – ან კარგ ხასიათზე, ან მოწყენილი ჩაკეტილ შენობაში~.

 

 

„მთვარის კლუბი“

 

 

„თავიდან რადიოში მქონდა ვირტუალური კაფე, სადაც რეკავდა მსმენელი და ვთავაზობდი ვირტუალურად ჩაის ან ვისკს. მერე თავისუფლად ვსაუბრობდით იმ თემაზე, რაც სურდა მსმენელს, შეზღუდვები არასოდეს გვქონია. ერთი სეზონი გადიოდა გადაცემა, მერე გადავინაცვლეთ ბლოგის ფურცლებზე.

 

ბლოგი ყველაზე კომფორტული სივრცეა ჩემთვის – თავს ისე ლაღად და თავისუფლად ვგრძნობ, როგორც სახლში. ვამბობ იმას, რაც მინდა ვთქვა. იგივე პასუხისმგებლობაა, რაც რადიოში, მკითხველი გენდობა, ის არ უნდა მოატყუო. ჩემი ბლოგი მგავს, ოღონდ ჩემზე უკეთესია, იქ ცოტა რაფინირებული ვარ, გადაკითხული და ჩასწორებული. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ, ვერ ვიტან ბიუროკრატიულ მექანიზმებს და ადამიანებს, ვინც ამაშია ჩაძირული. ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის არის მიუღებელი. სადაც მზღუდავენ, მე იქ არ ვჩერდები, შესაბამისად, არ ვჩერდები ერთ ადგილზე. ფოტო მშვენიერი საშუალებაა ემოციის მომენტალურად გასაზიარებლად. ფოტოები შინაარსობრივად მეხმარებიან, მკითხველი ამით ჩემი ნაწერის თანამონაწილე ხდება.

 

ფოტოების გადაღება ორი წლის წინ დავიწყე, ვსწავლობ ჩემთვის. ფოტოგრაფად თავს არ მივიჩნევ, უბრალოდ, ფოტოაპარატი მაქვს, მასე სახლში წნევის აპარატიც მაქვს, ამის გამო ექიმი ვერ გავხდები“, – ამბობს დათო.

 

ბათუმისთვის იდეალურ ტრანსპორტად ველოსიპედი მიაჩნია, ასე ჯანსაღი ცხოვრების წესსაც იცავს და განტვირთვასაც ახერხებს: „მე თუ მკითხავ, არ უნდა დაბობღავდეს ქალაქში ლოჯმიშენებული ჯიპები, ბევრად კომფორტულია ვიაროთ ველოსიპედით, მადლობა ღმერთს, გვაქვს ველობილიკები. ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდებით და სხვა განცდაცაა, როცა სუფთა ჰაერს გრძნობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმოძრაო, გარეთ ყოფნა მირჩევნია, ვიდრე ბარში ვიღაცის სიგარეტის კვამლის სუნთქვა.“

 

დათო ამბობს, რომ ბევრი ოცნება აქვს, ყველაზე მეტად კი მოგზაურობა ხიბლავს: „ყველგან მინდა ვიმოგზაურო, მოგზაურობისთვის ყველაფერს დავთმობ, საბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა მოვლილი მაქვს, რაკიღა პროფესიით ეთნოგრაფი ვარ, ძალიან მაინტერესებს ძველი ინდოეთი, ეგვიპტე, შუა აზიის ქვეყნები, პირამიდები, აკლდამები, ნაქალაქარები, პირველადი ინტერესის წყარო ეს არის. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ კომფორტის მოყვარული ბურჟუა ვარ. კომფორტი მართლა მიყვარს, მაგრამ მაქვს უნარი, შევიქმნა იქ, სადაც ვარ. რაც შეეხება როდის წავალ ამ ყველაფრის სანახავად, უბრალოდ, ოცნებას ყოველთვის ვისრულებ!“ – ასრულებს საუბარს დათო.

 

რატომ ვერ შველიან დაავადებულ კოლხურ ბზას

დაავადება, რომლითაც კოლხური ბზა არის დაავადებული, „ბზის დამწვრობის“ სახელითაა ცნობილი და, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ტყეებშია გავრცელებული. სპეციალისტების განცხადებით, დაავადების გამომწვევი და  ხელშემწყობი  მიზეზი მაღალი ტენიანობაა. დღეისათვის არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა –  CENN -მა ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა შეიმუშავა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გეგმაში საუბარია იმ მიზეზებზეც, რაც „ბზის სიდამწვრეს“ იწვევს. CENN -ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა, კვლევების შედეგად, ხმობის მიზეზებთან დაკავშირებული ორი სხვადასხვა მიმართულება იკვეთება:

„ბზის სიდამწვრე“, პათოგენური სოკო – ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტები და საბოლოოდ ბზა ხმება.  მეორე მიზეზით, ბზის ხმობა გამოწვეულია ბაქტერიებით, ნიადაგის სოკოებით და უნაყოფო სოკოს მიცელიუმით. აღნიშნული ბაქტერიები და ნიადაგის უნაყოფო სოკოს მიცელიუმი (თესლი) იწვევს მცენარის ფესვების ბუსუსების დაზიანებას, ლპობას, რაც გამოიხატება მცენარის კვების რეჟიმის დარღვევით. მცენარე ჭკნება, ფოთლები სცვივა და ხმება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდა, თუ როგორ შეიძლება დაზიანებული კორომების მოვლა-აღდგენა. რეკომენდაციების მიხედვით, ბზის დაავადებას ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდებით უნდა ებრძოლონ. ასევე შეიძლება მცენარის დაავადებული ტოტების შეჭრა, გამხმარი მცენარის ამოძირკვა, გასუფთავება და დეზინფექციის ჩატარება. ასევე უნდა დაიწყოს ბზის კორომების აღდგენა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას აკეთებს სახელმწიფო უნიკალური, მაგრამ დაავადებული კოლხური ჯიშის – ბზის გადასარჩენად.

ბზის კორომები ქვეყნის მასშტაბით ორი უწყების დაქვემდებარებაშია. ნაწილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის, ნაწილი – ეროვნულ სატყეო სააგენტოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტის, ხათუნა წიკლაურის განცხადებით, სააგენტოში ბევრს ფიქრობენ, როგორ შეიძლება დაზიანებულ ბზას მოუარონ, თუმცა ქმედითი ღონისძიებების გატარება ამ დრომდე ჭირს.

„ის ქმედებები, რასაც ზოგადად იყენებენ ხელოვნურ ნარგავებში, ბაღებსა და სანერგეებში ბზის ამ დაავადებასთან საბრძოლველად (ბზას დაზიანებულ ტოტებს აჭრიან, ასევე ნიადაგის ზედა ფენას იღებენ და წვავენ) დაცულ ტერიტორიებზე არ გამოგვადგება. ჩვენი მიზანია დაცვა-კონსერვაცია ისე, რომ დიდად არ ჩავერიოთ ბუნებრივ გარემოში. კანონმდებლობიდან გამომდინარე ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ,“ – ამბობს ხათუნა წიკლაური.

მისივე თქმით, ბზის დაზიანებული კორომების „მკურნალობა“ ვერც ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მოხერხდება.

„ქიმიური პრეპარატის გამოყენება, რომელიც ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გამოიყენა  და ეფექტური გამოდგა მისთვის, დაცულ ტერიტორიებზე მიუღებელია. თუ ჩვენ ვუმკურნალებთ ბზას, შეიძლება ქიმიურმა პრეპარატებმა დაავადების გამომწვევ სოკოზე კი იმოქმედოს მომაკვდინებლად და გადავარჩინოთ ბზა, მაგრამ პარალელურად გაანადგუროს სხვა ცოცხალი ორგანიზმები, უხერხემლოები იქნება ეს თუ  ბალახოვანი საფარი. სწორედ ამიტომ ვერიდებით დაცულ ტერიტორიებზე ქიმიური პრეპარატების გამოყენებას,“ – ამბობს ხათუნა წიკლაური.

წიკლაურის თქმით, მეცნიერები ავსტრიასა და გერმანიაში მუშაობენ დაავადების „ბუნებრივი მტრის“  შექმნაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

„ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ბიოლოგიურ პრეპარატს, მაგრამ ამჟამად არც ბიოლოგიური პრეპარატი გვაქვს და ვერც ქიმიურს ვიყენებთ. არსებობს  დაავადებასთან ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი _ ავიაციით შეწამვლა. თუმცა ვერც ამას გამოვიყენებთ. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ბზები არის ქვეტყეში, ანუ პირველი იარუსი მაღალ ხეებს უკავიათ. ავიაციის გამოყენებით რომ დაასხურო ბზისთვის განკუთვნილი პრეპარატი, პირველი იარუსის ხეების  ფოთლები და ტოტები არ გაატარებს სითხეს. ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ვართ და ვერაფერს ვაკეთებთ. შესაძლებელია თვითონ მოერიოს ბზა დაავადებას. ჯერჯერობით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ“, – აცხადებს ხათუნა წიკლაური.

ბზის კორომების ის ნაწილი, რომელიც დაცული ტერიტორიების მიღმაა, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექვემდებარება. იმის გასაგებად, გეგმავს თუ არა რაიმე ღონისძიებას ბზის გადარჩენისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მივმართეთ.

ამ სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ბზის ხმობის პრობლემა  აჭარის რეგიონისგან განსხვავებით მასშტაბურად არ იდგა.

„დაავადების ნიშნები, ძირითადად, სამეგრელო-ზემო სვანეთში შეიმჩნეოდა. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წელს დააზუსტა მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ბზის გავრცელების არეალი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში – საერთო ფართობი თითქმის 2000 ჰექტარია. მომზადებულია ტექნიკური დავალება და მაისში გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სატყეო პათოლოგიური შესწავლის უზრუნველსაყოფად, რომლის ფარგლებშიც დადგინდება ბზის ხმობის ინტენსივობა, დაზუსტება ხმობის მიზეზები და დაავადებასთან ბრძოლის მეთოდიკა ოთხი მიმართულებით: პრევენცია, მანიპულაცია, აღმოფხვრა, აღდგენა“, –  განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სატყეო სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

2000 ლარი გირაო ერთი ბლოკი სიგარეტისთვის

 

ბრალდებული 36 წლისაა. ის სარფის საბაჟო პუნქტზე მგზავრებს ხელბარგის გადატანაში ეხმარება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, „2014 წლის 30 მარტს,  იგი  თურქეთ-საქართველოს საზღვარზე 17:30 ფარულად დაეუფლა 20 ლარის ღირებულების ერთ ბლოკ ვინსტონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.  დაკარგული სიგარეტის შესახებ დაზარალებულმა პატრულს აცნობა. ხელვაჩაურის სამმართველოს გონიოს პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ფრიდონ ქარცივაძემ კი ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

ბრალდებულის უფლებადამცველი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მოპარული ნივთის დაუფლება შესაფასებელია. მისი თქმით, საზღვარზე ამოღებული ვიდეოთვალის მასალით დგინდება, რომ ბრალდებულმა აიღო ნივთი, რომელიც იყო „დატოვებული“, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ტერიტორიას სათვალთვალო კამერები აკონტროლებდა.

 

 

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებას სადავოს არ ხდის ბრალდებული, თუმცა მისი შეფასებით, სიგარეტის „ფარულ დაუფლებას“ ადგილი არ ჰქონია, რადგან ნივთი ვინმესგან ფარულად არ მოუპარავს.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, პროკურორმა მკაცრი სასჯელი მოითხოვა. ხიმშიაშვილის აზრით, ასეთ დროს გამოძიებისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა განრიდების გამოყენება. მისი შეფასებით, განრიდების დროს დაიზოგებოდა საბიუჯეტო ხარჯები, დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზარალი,  ბრალდებულის მიმართ, რომელიც ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, ასევე აქვს უმაღლესი განათლება და თან აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო იქნებოდა უფრო ჰუმანური. ხიმშიაშვილის შეფასებით, განრიდება სწორედ ასეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულზეა საუკეთესო გამოსავალი.

 

გარდა პროკურორის უფლებამოსილებისა, იურისტი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აფასებს: „სასამართლომ მითვისებულ ნივთზე ასჯერ უფრო მაღალი ჯარიმის გადახდა შეუფარდა ბრალდებულს. ეს რეპრესიაა, რაც არასამართლიანია“.

 

 

 გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, პროკურატურა თითქმის არ იყენებს განრიდებას, როგორც ჰუმანურ ინსტრუმენტს. პროკურატურა განრიდების გამოყენებას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამჯობინებს.

 

 

განრიდების პროგრამის ფარგლებში დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, პროკურორს აქვს შესაძლებლობა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს ბრალდებული, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. განრიდება ნებაყოფლობითია და იგი არც ერთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო. შესაბამისად, განრიდების სუბიექტი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.

 

 

პროკურორმა, სანამ იგი მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდებაზე, შეიძლება გაიაროს კონსულტაციები დაზარალებულთან. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. შეიძლება გამოიყენონ წინასასამართლო სხდომის შემდეგაც, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს  შესთავაზებს განრიდებას.

 

 

განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საპროტესტო აქცია ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე

 

  აქციის ერთ-ერთი მონაწილის მარინა ბერიძის განცხადებით, საპროტესტო აქცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირდება:

 

„როცა სახალხო დამცველი ჩამოსულიყო იყო ბათუმში, ჩვენ შევხვდით მას და შეგვპირდა რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ჩასახლებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიდა. პროცესები კი ისევ არ დაძრულა. მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, უფლება მისცეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი მდგომარეობა დროულად შეისწავლოს და ბოლოს და ბოლოს გაარკვიოს, ვის ეკუთვნის ფართის დაკანონება და ვის არა“.

 

მარინა ბერიძე აცხადებს, რომ დღის ბოლოს, ისინი ბათუმი-ხულოს მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ: „ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება დროულად გამოფხიზლდეს“. 

რალი კროსი ბათუმში

 

პროფესიონალებს შორის პირველი საპრიზო ადგილი რალი კროსში საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა, ნუკრი ჯანგველაძემ (თბილისი) მოიპოვა.

 

პროფესიონალებს შორის მეორე და მესამე ადგილი ავთო გოგოლაძემ (სუფსა) და ლევან ვაჩეიშვილმა (ბათუმი) გადაინაწილეს.

 

 

მოყვარულებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა: იური ლომთათიძე (ბათუმი) ნოდარ ჟღენტი (სუფსა) და ლევან ვაჩეიშვილი (ბათუმი).

 

 საპრიზო ადგილზე გასულებს თასები სიგელები და მედლები გადაეცათ. პირველ ადგილის მფლობელები 50 ლიტრი საწვავით დასაჩუქრდნენ.

 

რალისთვის ავტოდრომი რამდენიმე დღის წინ სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დახმარებით მოაწყო. აჭარის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, პროფესიონალი მრბოლელის იური ლომთათიძის თქმით, რალი კროსის მიზანი, განსაკუთრებით დამწყები მრბოლელებისთვის, პროფესიონალიზმის ამაღლებაა. სამომავლოდ კი მრბოლელები საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

 

რალი კროსის აჭარის ჩემპიონატი აჭარის საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

რალი კროსში აჭარის ჩემპიონის ნუკრი ჯანგველაძის სპონსორები ბიზნესმენები გიორგი ქებურია და მერაბ მამუჩარაშვილი არიან.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით

 

 

 

გიორგი ერმაკოვი

 

ბატონო გიორგი, დღეს რა დღეა, ხომ არ გახსოვთ რას აღნიშნავენ?

 

დღეს არის ოჯახის დღე პატრიარქის კურთხევით. ოჯახის ერთიანობის, ძლიერების, ოჯახის დიდების დღეა და რა ვიცი, ყველამ უნდა აღვნიშნოთ და ყველამ ერთმანეთს უნდა ხელი ჩავჭიდოთ და ვიყოთ ერთად. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე დიდი ღირებულება არის ოჯახი. 

 

კიდევ რას აღნიშნავენ დღეს?

 

ახლა მივდივართ პარაკლისზე….

 

დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს მსოფლიო, თქვენც ხომ არ აპირებთ რაიმე ფორმით უთხრათ ჰომოფობიას – არა?

 

როგორ?… კარგი დავამთავროთ. მე გითხარით, დღეს ხატი ჩამობრძანდება…ახლა მივდივარ ჩემს წმინდა სამების ტაძარში.  

 

რატომ მაინც და მაინც ფერიაში? 

 

იმიტომ, რომ იქ ჩემი მეგობრები არიან. ერთი მრევლი ვართ. ერთად ვიზიარებთ ჭირსა და ვარამს. ერთი მოძღვარი გვყავს და ვართ ერთმანეთის ერთგულები. ამიტომ ვეძახი იმ ადგილს ჩემსას და ვთვლი ჩემს ოჯახად. ყველა წირვა-ლოცვაზე დავდივარ.

 

მესმის რომ მორწმუნე ხართ, მაგრამ რატომ გაურბიხართ კითხვას ჰომოფობიაზე. გვაინტერესებს თქვენი, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატის დამოკიდებულება ჰომოფობიასთან ბრძოლის  დღესთან დაკავშირებით… 

 

კითხვას არ გავურბივარ. განათლებით იურისტი ვარ და როგორც იურისტი გაგცემთ ამაზე პასუხს. არსებობს კანონი და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენ ეგ, კანონი არეგულირებს სახელმწიფოში მოქალაქეთა ქცევის წესებს. რაც კანონით აკრძალული არ არის, არის დასაშვები. 

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰომოფობი ხართ, თუ არა?

 

მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. 

კანდიდატები ხულოს, ქედისა და შუახევის გამგებლების პოზიციებზე

 

გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ქედის N 80-ე საარჩევნო ოლქში ხუთი კანდიდატი დარეგისტრირდა:

“ქართული ოცნება” – დავით დუმბაძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრობა” – ჯემალ შარაძე
“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატები” – ზურაბ ავალიანი
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – გურამ ხაბაზი და დავით ბერიძე – ბლოკი, არასაპარლამენტო ოპოზიცია ( კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”

 

შუახევის N 82-ე ოლქში გამგებლის პოზიციის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს:

“ქართული ოცნება” – ტარიელ ებრალიძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ზაურ დავითაძე
“პოლიტიკური გაერთიანება – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” – რევაზ დავითაძე

 

ხულოს N 84-ე საარჩევნო ოლქშიც ხუთი კანდიდატია დარეგისტრირებული:

“ქართული ოცნება” – ბესიკ ბაუჩაძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ოთარ შაინიძე
“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” – ასლან ტუნაძე 
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ემზარ ბოლქვაძე და საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანობის დარბაზი” – თემურ ხოზრევანიძე

სახელისუფლებო პარტიას გამგებლის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია


“ბათუმელების” ინფორმაციით ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტებში “ქართული ოცნება” გამგებლობის კანდიდატებად მოქმედი გამგებლების წარდგენას გეგმავს.

 

მოქმედმა გამგებლებმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებები უკვე დაწერეს. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოები, გამგებლების გადადგომის თაობაზე დაწერილი განცხადებების განხილვას დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

 

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიამ გამგებლის კანდიდატები მხოლოდ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საოლქო კომისიებში დაარეგისტრია.

 

ნაციონალური რიგებიდან, გამგებლის პოსტის დასაკავებლად, ქედაში მოქმედი საკრებულოს წევრი ჯემალ შარაძე, შუახევში კი ყოფილი რესურსცენტრის უფროსი ზაურ დავითაძე იბრძოლებს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, საპარლამენტო ოპოზიცია აქაც გამგებლის კანდიდატად ყოფილი რესურსცენტრის უფროსის, ოთარ შაინიძის დასახელებას გეგმავს დღეს.

 

პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიენებებს, საარჩევნო სუბიექტების დასახელების უფლება დღეს 6 საათამდე შეუძლიათ.

 

მუზეუმის საერთაშორისო დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

ექსპოზიციაში წამყვან ადგილს ისევ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაიკავებენ.

 

სიახლეს წარმოადგენს მუზეუმში დაცული ფერადი მინისა და ატიკური მოხატული ლეკითოსების კოლექციების თემატური გამოფენა.

 

პირველად გამოიფინება ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის მიერ საჩუქრად გადმოცემული სპარტის ვოტივური დანიშნულების მქონე ლეკითოსების კოლექცია, რაც საფუძველს დაუდებს მომავალში სხვა მუზეუმებთან კოლექციების გაცვლითი პროგრამების ტრადიციას.

 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, გამოფენები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მუზეუმებშიც მოეწყობა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წარდგენილი საარჩევნო სია

 

სიის პირველი ნომერი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თეიმურაზ დუმბაძეა. მეორე ნომრად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე. მესამე წევრად კი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე ჩაწერეს. მეოთხე შორენა ცინცაძე იქნება, მეხუთე ნომერი კი სოფელ აჭარისწყლის ყოფილი რწმუნებული ვაჟა თავდგირიძეა. მეექვსე ხელვაჩაურის გამგებლის ყოფილი მოადგილე ლეონ თედორაძე. მეექვსე ასევე გამგებლის ყოფილი მოადგილე ირაკლი სურმანიძე. შემდეგ ადგილებს კი ნარგიზ ბეჟანიძე, თამარ კომახიძე და გურამ ცინცაძე ინაწილებენ.

41 ლექსი და 44 თხზულება – ბათუმში ხვალ “ლექსების გამოფენა” გაიხსნება

 

 

კონკურსის დამფუძვნებლისა და ორგანიზატორის ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, წლევანდელ კონკურსში ფინალურ ეტაპზე 41 ლექსი და 44 მოთხრობა გავიდა (პოეტები ერთ ლექსს, პროზაიკოსები კი ასი სიტყვისგან შემდგარ პროზაულ ნაწარმოებს წარადგენენ). 


კონკურსის ჟიურის წევრები არიან დათო ტურაშვილი, ტარიელ ხარხელაური, რობერტ მესხი, ცირა ყურაშვილი და ბადრი თევზაძე.


გამარჯვებული ავტორებისთვის ფულადი პრიზებია დაწესებული: პირველი ადგილისთვის 900 ლარი, მეორე ადგილისთვის 700 ლარი, მესამე ადგილისთვის კი 500 ლარი.


ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში იგეგმება “ლექსების გამოფენის” წიგნის პრეზენტაცია. გარდა ამისა შაბათს 17:00 საათზე, სპორტკომპლექსი “მარინას” სტადიონზე პოეტებსა და პროზაიკოსებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება ფეხბურთში, კვირას კი 17:00 საათზე, ვეტერანთა კლუბში ნარდის ჩემპიონატი მოეწყობა.

 

ლიტერატურული კონკურსი წელს მეათედ ტარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

საუბილეო-სამეცნიერო სესია უნივერსიტეტში

 

საიუბილეო-სამეცნიერო სესიაზე ვალერიან მაქაცარიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრებენ რამაზ სურმანიძე, აკაკი ბერიძე, ბეჟან ბერიძე, კახა ქაშიბაძე, მურად ქილიჩი და მურად ბეითუნლუ.

 

სესიის ორგანიზატორია აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომისა და რიყეთის თემში

 

პაციენტების მიღება 12:00 საათზე, ღორჯომის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში დაიწყება.

 

მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის” და შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ ექიმები გაუწევენ, რომელთა სამედიცინო ბრიგადა კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, რადიოლოგით, ნევროპათოლოგით, თერაპევტით, პედიატრითა და ოჯახის ექიმით არის დაკომპლექტებული. 

უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 

იგივე აქცია, 18 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემშიც იგეგმება.

პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

 

“გამოკითხული 1386 მედპერსონალიდან 5 პროცენტს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი” _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, რომლის ფარგლებში საქართველოს ხუთ ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც, 1386 მედმუშაკი, ექიმი და ექთანი გამოკითხეს. კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზიულ ჟურნალში “Occupational Medicine” (პროფესიული მედიცინა).

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” დირექტორი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ უნივერსალური სიფრთხილის ზომებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად იქნა დაწესებული, სამედიცინო პერსონალი ნაკლებად იცავს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც პაციენტს, ისე თავად ექიმს. არასათანადოდ სტერილიზებული სამედიცინო იარაღი ან სიფრთხილის ზომების დაუცველობა შეიძლება ისეთი დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორიცაა: აივ/შიდსი, B და C ჰეპატიტი.

“სამედიცინო პერსონალის მიერ აუცილებელია იმ ნორმების დაცვა, რაც სამედიცინო ინვენტარის დეზინფექციას; ნიღბის, ხელთათმანის, სათვალის გამოყენებას, ნემსებთან და სხვა დაბინძურებულ ინსტრუმენტებთან სწორად ქცევას უკავშირდება. მედპერსონალი სისხლის გზით გადამდები დაავადებების რისკ-ჯგუფშია, რომლებშიც უპირველეს ყოვლისა აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება შედის. “თუ უნივერსალური სიფრთხილის ზომები არ არის დაცული, სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი რისკია სისხლის გზით გადამდები დაავადებების – ძირითადად, აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსების გავრცელებისთვის”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი იმ შემთხვევაში, თუ მან ეჭვი შეიტანა, რომ მედპერსონალი სათანადოდ არ იცავს ჰიგიენურ ნორმებს, მაგალითად, არ მუშაობს ახალი ხელთათმანით ან არ არის დარწმუნებული, სტერილიზებულია თუ არა სამედიცინო პროცედურების შესრულებისას ხელსაწყოები?

“პაციენტს, სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი ბერკეტი აქვს, რომ შეაფასოს სწორად არის თუ არა სტერილიზებული იარაღები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მას შეუძლია ადგილზევე დასვას საკითხი – დაცულია თუ არა ეს ნორმები, თუმცა ერთი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს, არის ის, რომ ექიმმა მისი თანდასწრებით ჩაიცვას ახალი ხელთათმანი”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრისას ძირითადად სტომატოლოგიაზე კეთდება აქცენტი, მაშინ როცა უნივერსალური სიფრთხილის ზომები ირღვევა სხვაგანაც: “პრობლემა, ზოგადად, ექიმებსა და ექთნებს ეხება. მაგალითად, პროცედურებიდან გამომდინარე გინეკოლოგიაში უფრო მაღალი რისკი შეიძლება წარმოიშვას დაინფიცირების, ვიდრე სტომატოლოგიაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტერილიზაცია ენდოსკოპიური, ბრონქოსკოპიული და სხვა მანიპულაციების ჩატარების დროს”, – ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლინიკაში ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, პაციენტს შეუძლია, საჩივრით მიმართოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, თუმცა საამისოდ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარი არ არის საკმარისი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ ქაშია ამბობს, რომ პაციენტმა რეგულირების სააგენტოში განცხადება წერილობითი სახით უნდა შეიტანოს: “მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდებით ჩვენ ამ ობიექტით [სადაც პაციენტის მომსახურებისას დაირღვა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები] და მას შევამოწმებთ. ზოგჯერ, შეიძლება სატელევიზიო სიუჟეტის ან საგაზეთო პუბლიკაციის საფუძველზე, ჩვენი ინიციატივითაც დავინტერესდეთ პრობლემით და შევისწავლოთ საკითხი”, – ამბობს ის.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო დაწესებულებებზე შესული მსგავსი საჩივრების სტატისტიკა არ არსებობს.
ტარიელ ქაშია ბოლო წლების მანძილზე შარშან მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მიიღეს შეტყობინება სტომატოლოგიური კაბინეტის შესახებ, რომელიც სერტიფიკაციის გარეშე, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობდა. მას შემდეგ, რაც კომისიამ დაადასტურა ეს ფაქტები, დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც ექიმები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს.

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება

 

 

 

ინფორმაცია საავადმყოფოს მშენებლობის შესახებ დღეს, მთავრობის წევრებისა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის შეხვედრაზე გავრცელდა.

 

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ესწრებოდა.


მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციაც მიენიჭება და ის მოემსახურება როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებს.

 

მშენებლობის პირველ ეტაპს აჭარის მთავრობა დააფინანსებს, 2015 წლიდან კი სამშენებლო პროცესში საქართველოს მთავრობაც ჩაერთვება.

 

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა 24 თვის განმავლობაში დასრულდება. 

 

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეული თვითმმართველობის არჩევნებისთვის

კოალიციის სიის პირველ ათეულში არიან ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი კობა ჩხეიძე, პროფესორი თენგიზ აფხაზავა და დიმა დარჩია.  

 

ათეულის სხვა წევრებს  „ქართული ოცნება“ ხვალ დაასახელებს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით სიაში არიან ზაურ ახვლედიანი, რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნატალია ზოიძე. 

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის შედეგები

 

 

მეორე ტური ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის 23 მაისს, ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრში ჩატარდება.

ოლიმპიადის ფინალი 25 მაისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

მეორე ტურის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კონკურსი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის

 

საკონკურსო განაცხადები მიმდინარე წლის ყოველი თვის ბოლოს მიიღება და 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე დაახლოებით 6 პროექტი დაფინანსდება.

თითოეულ პროექტზე საშუალოდ 13 500 ლარი გაიცემა.

2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტი 81 000 ლარით არის განსაზღვრული.  

ბათუმის მერობის კანდიდატი: ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დავუჭერდი

 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ფიქრობდა მერობის კანდიდატი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მერობის კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ უპასუხა რომ  ის მხარს არ დაუჭერდა.

 

„მე ლაკონური ვიქნები,  იმ სახით რა სახითაც არსებობს პარლამენტის წევრი რომ ვიყო ხმას არ მივცემდი. კანონს უნდა ჰქონდეს თქვენი ჭირიმე ორი ნაწილი, ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს, წერია  მაგალითად  კანონში რომ მე არ შემიძლია ავიღო ეს ლეპტოპი და გადავაგდო იატაკზე. მაგრამ თუ კანონში არ წერია როგორ დამსჯიან ამისთვის რა მიშლის ხელს? არაფერი. ანუ მე ვფიქრობ რომ კანონი უნდა იყოს გაცილებით დახვეწილი, მეორე  ამ კანონის მიღებას წინ უნდა წაძღვანებოდა ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი დისკუსია. დისკუსია დაიწყო პოსტფაქტუმ. ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაში. რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

 

ძალიან დიდი ყურადღებით ეს კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ კომენტარებიდან რომელსაც პროფესიონალები აკეთებდნენ ჩანდა რომ  იქ არის ისეთი მომენტები რომელიც გაუგებარს ხდის  რეპრესიულ ნაწილს ამ კანონის.  ანუ თუ დაარღვია ადამიანმა როგორ დაისჯება და რითი დაისჯება. რაც შეეხება დისკრიმინაციას აქ სამწუხაროდ აქცენტი გაკეთდა  ასე ვთქვათ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაზე. ყოველშემთხვევაში ყველაზე ხშირად ამაზე იყო საუბარი. ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესო იყო რა წერია იქ სხვა სახის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. შრომის დისკრიმინაცია, შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.  ზოგადად ძალადობის  და დისკრიმინაციის მიღება და მისი მოწონება აშკარად მიუღებელი რამ არის,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

მაყურებლის შეკითხვაზე,  ბათუმის მერობის კანდიდატი აპროტესტებდა თუ არა ბათუმის ბულვარის  გაჩეხვას,  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო, გიორგი დიასამიძემ უპასუხა რომ არა.

 

„ბულვარი რამდენადაც მე მახსოვს არ გაჩეხილა.  საქმე რაშია იცით, ჩვენ ახლა შეიძლება ავიღოთ და მთელ ქალაქს მოვაყაროთ ნაფტალინი და ასეთი დავტოვოთ ასი წლის განმავლობაში. იქ რაც იყო ბულვარი არ იყო, ის იყო ოფიცერთა სახლის ტერიტორია, გადასარევად მახსოვს ბავშვობიდან სად რა იყო იქ. ნახევარი ბავშვობა მაქვს მანდ გატარებული. კიდევ ერთხელ ვამბობ რამდენიმე ათასი ხე, ბუჩქი, პალმა დაირგა ამ ქალაქში და კაციშვილს არ უთქვამს რა კარგია რომ ამას აკეთებენ. იგივე მეჩეთის მშენებლობის საკითხი რომელიც ზოგიერთებმა გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ტრამპლინი და მერე აღმოაჩინეს რომ არსებობს სიტყვა ტოლერანტობა,  აი ასეთივე თემაა რა, ვიღაცას ჭირდებოდა.   მე ნამდვილად  არ ვაპროტესტებდი  და კიდევ ერთხელ ვამბობ, თავშიც არ მომივიდოდა ამის გაპროტესტება მარტივი მიზეზის გამო. მე მივედი, ჩემი თვალით ვნახე რა იჩეხებოდა და რამდენი და იმასთან შედარებით რაც შენდებოდა ჩავთვალე რომ  ხმის ამოსაღები არ იყო“.

 

ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი დიასამიძის სრული ინტერვიუ ხელმისაწვდომია ბმულზე. 

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება

 

“Georgian Airways” კვირაში 2-ჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს, რომელსაც სეზონზე სიბირის ავიახაზების “S7”-ის მიერ კვირაში ერთხელ შესრულებული ფრენა დაემატება. კვირაში 4-ჯერ ხორციელდება ასევე ბათუმი თბილისის ფრენები.

 

რაც შეეხება ჩარტერულ ავიაფრენებს, წელს მათი რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი. შესაბამისად, რეგიონში ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის ფრენები, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებლი ესტუმრება ისრაელიდან.

 

გაორმაგებული იქნება ჩარტერული ფრენების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც, 7 ივნისიდან კვირაში 1-ჯერ ვარშავა-ბათუმის ფრენები დაიწყება, 13 ივნისიდან კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან კატოვიცე-პოზნანი-ბათუმის ფრენები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 2014 წლის სეზონზე პოლონეთიდან ყოველკვირეულად 3 ჩარტერული ფრენა განხორციელდება.

 

საერთაშორისო ფრენებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია “Ukraine Internatinal Airlines”, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში 4-ჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში 6-ჯერ გეგმავს ფრენებს კიევი-ბათუმის მიმართულებით.

 

 მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

სასკოლო ოლიმპიადა ქედაში

 

ოლიმპიადის მეორე ტურში, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 21 ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს. ფოლკლორული ანსამბლები ოლიმპიადის პირობებიდან გამომდინარე მხოლოდ ერთ ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომერს ასრულებენ, რომელსაც 10 კაციანი ჟიური აფასებს.

 

„ოლიმპიადის მიზანია წარმოვაჩინოთ ახალგაზრდა შემსრულებლები და ბავშვებს გავუხალისოთ ცხოვრება,“ – ამბობს ჟიურის წევრი მადონა თევზაძე.  

 

ოლიმპიადის დასკვნით-მესამე ეტაპი 25 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება და აჭარის მაღალმთიანეთიდან ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ის ანსამბლები წარსდგება, რომლებიც მეორე ტურში გაიმარჯვებას მოიპოვებს.

 

დასკვნით ტურში გადასული ანსამბლების ვინაობა კი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

 ოლიმპიადაში გამარჯვებული ანსამბლები და  შემსრულებლები სასცენო კოსტუმებით დაჯილდოვდებიან. ასევე I, II, III ადგილზე გასულები სპეციალურად ოლიმპიადისთვის დამზადებული ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდებიან. 

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნობა

 

 სტუმრები ასევე სერვის ცენტრთან არსებულ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობასაც მოინახულებენ, სადაც 8 ჰა ფართობზე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ელიტური ჯიშის ნარგავებია გაშენებული.

 

აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. 2015 წლიდან კი ორგანიზაცია ფერმერებს საკუთარ სანერგეებში წარმოებულ ციტრუსისა და ვაზის ნერგებსაც შესთავაზებს.

 

აგროსერვის ცენტრში სერვისების ნაწილი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ენპარდ აჭარა- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ფარგლებში ფინანსდება.

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

ნაციონალური მოძრაობის „ერთგულების სია“ თვითმმართველობის არჩევნებზე

„ეს არის ერთგვარი ერთგულების სია“ – განაცხადა პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ და იქვე დასძინა:

„ბათუმის საარჩევნო სიის ათეული შედგება იმ ადამიანებისაგან რომლებმაც ყველაზე რთულ დროს ( ვგულისხმობ წაგებულ არჩევნებს ოქტომბერში),  შეინარჩუნეს ღირსება და არ უღალატეს საკუთარ პრინციპებს.  ყველა ეს ადამიანი წარმოდგენილია სიის ათეულში. მათგან გიორგი დიასამიძე გახლავთ მერობის კანდიდატი, ხოლო პირველი შვიდი გახლავთ ის ადამიანები ვინც დღესაც არიან ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ფრაქციებში.  ყველა ის ადამიანი ვინც სიაშია და ვინც მაჟორიტარია ბუნებრივია შერჩეული არიან თავიანთი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, პატრიოტიზმით და  საქმისადმი ერთგულებით“.

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. გიორგი კირთაძე

2. ნოდარ დუმბაძე

3. ჯუმბერ კახიძე

4. ნაზი ფუტკარაძე

5. მანანა ილურიძე

6. გიორგი კავაზაშვილი

7. გოდერძი ტოტოჩავა

8. ირაკლი მექვაბიშვილი

9. მირდატ ქამადაძე

10. ნინო ასამბაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად ნაციონალური მოძრაობიდან სულ 30 კანდიდატი იბრძოლებს, აქედან 12 ქალია.

საქველმოქმედო სპექტაკლი მახოს სკოლაში

 

პიესის ავტორი თამაზ მჟავანაძეა, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელია. მისი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი პირველად დაიდგა.

 

როგორც თამაზ მჟავანაძე ამბობს, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა სკოლებშიც იგეგმება,   შემოსული თანხა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოხმარდება.

 

 

 

სიგარეტის ნამწვი თუ ბავშვების „ცელქობა“ – რატომ იწვის ხეები ბათუმში

 

 

ხუსეინ სირაბიძე:  ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ ხეს ფუღურო ჰქონდა, ალბათ ბავშვებმა იცელქეს და გაეკიდა ან შეიძლება სიგარეტი ჩააგდო ვინმემ ფუღუროში. მოსახლეობა რეკავს ასეთ დროს 112-ზე  და ჩვენ გავდივართ. წელიწადში 15 შემთხვევა მაინცაა ასეთი.

 

ძირითადად რა არის ხის დაწვის მიზეზი?

 

გაუფრთხილებელი მოპყრობაა რა თქმა უნდა. სიგარეტის ნამწვი შეიძლება ადვილად გახდეს ამის მიზეზი, აბა მეხი არ ჩამოვარდება ასე. ხან ბავშვების ცელქობას უფრო ჰგავს.

 

თქვენი ინფორმაციით, ხდება იმ პირების გამოვლენა, ვინც ხეს უკიდებს ცეცხლს?

 

ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩვენი კომპეტენციის საკითხი, ეს უკვე პოლიციის პრეროგატივაა.

 

აჭარის გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვახტანგ ღოღობერიძის განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე ხეების განზრახ ან უნებლიე დაწვის შემთხვევაში ზიანი ადგება მუნიციპალურ ქონებას, მაგრამ ამავე დროს ეს არის გარემოს დაცვითი წესების დარღვევა, რაც ისჯება ადმინისტრაციული კანონით, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მცენარეს. „ეს უნდა გამოიკვლიოს სპეციალისტმა და დააგინოს, სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნდა თუ არა ხეს, ამის მიხედვით დადგინდება ჯარიმის ოდენობა.“ – ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე.

 

ცეცხლმოდებული პალმა გორგილაძის ქუჩაზე
ცეცხლმოდებული პალმა გორგილაძის ქუჩაზე

 

დათო ტრაპაიძის ფოტო
დათო ტრაპაიძის ფოტო

Exit mobile version