სიახლეები

მურმან დუმბაძე – „ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით“

14.09.2014
მურმან დუმბაძე –  „ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით“

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უჭერს თუ არა მხარს პოლიტიკური საბჭო საქართველოს კონსტიტუციური ნების აღიარებას,  აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების ინიციატივას უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის მთავრობას, ანუ პროცედურის გაგრძელებას.  უარი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით.

 

ქვეყანაში  ძირითადად თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ  განსაკუთრებით რეგიონში გვჭირდება უკიდურესად უკიდურესად ლოიალური და მლიქვნელი ადამიანები რომელებსაც არავითარი საერთო არა აქვს. 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და არა მარტო პირველ ოქტომბერთან,  ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანას სურს იმართოს ერთი ხელისგან. ქვეყანა მიადგა ავტორიტარიზმის ჭიშკარს, ჩვენ ამ გზას ვერ გავყვებით. “

 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ  მურმან დუმბაძის გუნდის სხვა წევრები პარტიის დატოვების შესახებ, მისთვის უცნობია.

„ მე ვერავის ვერ დავავლებ , რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხათრით ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხს. “

 

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. 

 

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების  წევრებს არ ელოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე დასაწრებად მაინც ჩავიდნენ. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.