სიახლეები

კაკო ძნელაძე „ უნდობლობის პროცედურაზე მორატორიუმი გამოცხადდება“

14.09.2014
კაკო ძნელაძე  „ უნდობლობის პროცედურაზე მორატორიუმი გამოცხადდება“

 

კაკო ძნელაძე
კაკო ძნელაძე

„ვისაუბრეთ კონსტრუქციულად, გამოიკვეთა პრობლემები რაც იყო  ჩვენგან დასმული აჭარის მთავრობის მიმართ. გადაცემულია დოკუმენტები და მათ შესწავლამდე უნდობლობის პროცედურის მიმართ მორატორიუმი გამოცხადდება.“

 

„ბათუმელების “ კითხვაზე მათ შორის არის თუ  არა გადაცემული  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოკომპრომიტირებელი დოკუმენტი რასაც გავრცელებული ინფომაციით მედა ვასაძე ფლობს ? – კაკო ძნელაძე პასუხობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას მსგავს დოკუმენტზე.

 

„ არ ვიცი კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი, მაგრამ რა დოკუმენტებიც არსებობდა, ყველა გადაცემულია.“ – უთხრა კაკო ძნელაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. მისივე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შვიდივე წევრი „ქართულ ოცნებაში“ რჩება.

 

„შეუთანხმებელი განცხადებების გამო საყვედური გამოეცხადათ ალეკო ჩიტიშვილს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს.“

 

რაც შეეხება საკითხს გარიცხეს თუ დატოვა მურმან დუმბაძემ „ქართული ოცნება“ ? –  კაკო ძნელაძის თქმით  ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას არ აქვს , რადგან მურმან დუმბაძე პოლოტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.