ნეტგაზეთი • RU

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი დაიწყო

 

ბათუმში რიგით მეცხრე, საავტორო კინოს ფესტივალი BIAFF დაიწყო. საავტორო კინოს ფესტივალი14 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში სერგო ფარაჯანოვის ფილმით “სურამის ციხე” გაიხსნა. 

დღეიდან საფესტივალო დღეები იწყება. კინოთეატრ აპოლოში პირველი ფილმის ჩვენება 12 საათზე დაიწყება. კინოსეანსები ყოველდღე 12:00, 14:00, 15:00, 18:30, 21:00, 23:00 საათზე გაიმართება.

ბოლო ორ სეანსზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი