სიახლეები

გიორგი აბაშიძე: ნარკოტიკს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები შეიცავს

15.09.2014 • 1242
გიორგი აბაშიძე: ნარკოტიკს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები შეიცავს

 

გიორგი აბაშიძე
გიორგი აბაშიძე

12 სექტემბერს, ღამით, ბათუმში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააპატიმრეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმებისას მას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს სასამართლო პროცესის გადადება მომავალ კვირამდე იმის გამო  სთხოვა, რომ ამ პერიოდში ექიმის დანიშნულება წარადგინოს. მისი მტკიცებით, მას ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ჩატარებასაც უცხოეთში გეგმავს, მანამდე კი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებას სწორედ ეს პრეპარატები შეიცავს.

 

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, დაკავების პირველ შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას ან  30 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დააჯარიმებს თუ არა სასამართლო გიორგი აბაშიძეს, ჯერ უცნობია.   

 

გადაბეჭდვის წესი