მსხვერპლი ქალები

 

მარიამისა და ეკატერინეს (სახელები პირობითია) უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ბოლქვაძის განმარტებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დამცავი კანონი არსებობს, თუმცა კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტებია მისაღები. სასამართლოში სარჩელის გაგზავნამდე წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასაც გაუგზავნეს. პასუხად მიიღეს, რომ მთავრობა სამართლებრივ რეგულაციებს მიიღებს, თუმცა როდის, ჯერ უცნობია. „იდენტობის“იურისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი უკვე 15 წელია ძალადობის მსხვერპლია. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

 

როცა მას ქმარი სცემდა, პატრულიც გამოიძახა, თუმცა თავშესაფარში ცხოვრების უფლება ვერ მიიღო, რადგან პატრულის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა საჭიროდ არ ჩათვალეს. საპატრულო პოლიცია ვალდებული არ არის განმარტოს, რატომ არ წერს შემაკავებელ ორდერს. ქალი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახლაც ქმრის, ანუ მოძალადის სახლში ცხოვრობს. სხვაგან წასასვლელი არ აქვს, თავშესაფარში კი მას სტატუსის გარეშე არ იღებენ.
„იდენტობის“ იურისტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ბევრია და ქალთა მიმართ ძალადობის რეალური სტატისტიკა საგანგაშოა. 

 

მარიამი და ეკატერინესახელმწიფოს სამართლებრივი რეგულირების მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვით შესაძლებელია სტატუსის დადგენა.

 

სახელმწიფო თავშესაფარი

შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლს ათავსებენ სამი თვით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს სამი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი; შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი წერს და დამცავი ორდერი, რომელსაც სასამართლო გასცემს. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 309 903.

 

ამ ნომერზე დარეკვის დროს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახლა თავშესაფარში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობს, რადგან მუდმივმოქმედი საბჭოს მუშაობა აპრილიდან შეჩერებულია.
ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ამბობს, რომ დროებით შეჩერებულია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობა, რომელთანაც ფუნქციონირებდა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ანუ თუ, მაგალითად, ეკატერინე ფიქრობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ არ სურდა პოლიციისთვის მიმართვა ან პოლიცია არ მიიჩნევდა საჭიროდ შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ეკატერინე წერილობით ამ საბჭოს მიმართავდა, საბჭოს წევრები კი ადგენდნენ, იყო თუ არა ნამდვილად განმცხადებელი ძალადობის მსხვერპლი. საბჭოს წევრებს ათეულობით ადამიანი მიმართავდა და ელოდა მის გადაწყვეტილებას. ეს მათთვის თავშესაფრის მიღების ერთადერთი გზა იყო, მაშინ როცა მსხვერპლი არა არის მზად დაურეკოს პოლიციას ან ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს.

 

ანნას ინფორმაციით, როცა საბჭოს რიგში ათეულობით ადამიანი მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ელოდა, საბჭომ მუშაობა შეაჩერა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ საბჭომ მუშაობა დროებით შეაჩერა. როდის განაახლებს მუშაობას, ან ვინ იქნებიან ამ საბჭოს წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის 100-მა მსხვერპლმა (2013 წლის სტატისტიკა) ისარგებლა თავშესაფრით, სამედიცინო მომსახურებით – 37-მა მოქალაქემ, ფსიქოლოგიური დახმარება 76 მსხვერპლს გაეწია, ხოლო იურიდიული კოსნულტაცია 30-მა მიიღო. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არის ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და გორში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა შესახებ სტატისტიკა ასეთია: 32 სრულწლოვანი, 2-არასრუწლოვანი, სექსუალური ექსპლუატაცია- 5, თავშესაფრით ისარგებლა 6-მა, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს 10 მოქალაქეს, ფსიქოლოგიური დახმარება – 5 ადამიანს, სამართლებრივი კონსულტაცია 7-მა პირმა, ხოლო კომპენსაცია 21 ადამიანმა მიიღო.

 

ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

ქალი, რომელსაც გარკვეული შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, პრობლემაზე საჯაროდ საუბარს ერიდება, რადგან იცის, რომ მისთვის არაფერი შეიცვლება. მასზე ოჯახის წევრები ძალადობენ. თავშესაფარი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლს შეიფარებს, საქართველოში არ არსებობს. „სახელმწიფო ფიქრობს, რომ ასეთ ადამიანებს ოჯახის წევრებმა უნდა მოუარონ, მაშინაც კი როდესაც ეს ოჯახის წევრი ამ ქალზე ძალადობს და ასეთ ქალებს არანაირ დახმარებას არ სთავაზობს, რითაც ფაქტობრივად გახანგრძლივებული და უწყვეტი ძალადობის ციკლში ამყოფებს მათ“, _ ამბობს ანნა არგანაშვილი. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს არ იღებს.

 

ძალადობა პლაჟზე და ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება

„მოქალაქეებმა სახელმწიფო აიძულეს დაეწყო რეაგირება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე. მსგავსი ფაქტი აქამდე არ გვქონია, ფაქტობრივად, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი… ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფო რამდენად სერიოზულად შეხედავს ასეთ ფაქტებს და როგორ რეაგირებას მოახდენს, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები გააძლიერებენ ზედამხედველობას იმაზე თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ კუთხით“, – ამბობს ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ბათუმის პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.

 

თვითმხილველების თქმით, გასულ კვირას ზღვის სანაპიროზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფატმა, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა (სახელი პირობითია) საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა სცემა. „მამაკაცმა ჩვენ თვალწინ უმოწყალოდ სცემა მისი პარტნიორი. როგორც დაზარალებული ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე, ემუქრებოდა იარაღით“, – ამბობს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, რომელიც ინციდენტს შეესწრო.
ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი, თამთა ჩუმაშვილი ყვება, რომ ნაცემმა ქალმა გონება დაკარგა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. თვითმხილველებმა პატრული გამოიძახეს. შს სამინისტროს განმარტებით, ბათუმში, პლაჟზე ქალის ცემის ფაქტზე დაზარალებული გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, „რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა“.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფატმამ უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევისა და თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი. მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა. დაზარალებულ ქალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.

 

ანნა არგანაშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოძიების ეტაპზე არ არის სენსიტიური ქალთა მიმართ ძალადობაზე. მას მიაჩნია, რომ `მაშინ იწყებს სახელმწიფო ფიქრს, როცა ძალადობის ფაქტი ხდება, ან ძალადობა მკვლელობით სრულდება. პრევენციისთვის ვერაფერს აკეთებს”. ანნას მოსაზრებით, სამართალდამცავები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება: „თუ ზოგადად ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სამართალდამცავები აქტიურად ეძებენ დანაშაულის ნიშნებს და მტკიცებულებებს, ქალის წინააღმდეგ დანაშაულის დროს, როგორც წესი, ქალმა უნდა ამტკიცოს ნამდვილად რომ იძალადეს მასზე და პოლიციელი ხშირად უმნიშვნელოდ მიიჩნევს ამ ფაქტს. უფრო მეტი, გამოძიების დაწყების მიზეზს ვერ ხედავს და კმაყოფილდება გაფრთხილების მიცემით მოძალადისთვის ან მოძალადის მხარეს დგება და ქალს მოუწოდებს “ცოლ-ქმრული” მოვალეობის შესრულებისკენ. ასევე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტის არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოძალადე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია“.

 

შს სამინისტროს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 122 ფაქტი დაფიქსირდა. ფიზიკური ძალადობის – 77, ეკონომიკური – 12, იძულება – 19, სექსუალური – 1 და სხვა- 1.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
მოძალადე მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკში. მსხვერპლ მამაკაცებში ყველაზე დიდი წილი 45 წლის ზღვარს ზემოთ მყოფებზე მოდის, ხოლო მსხვერპლ ქალებში -25-44 წლის შუალედში. ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის- 10%. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ბოლო ადგილზეა – გურია (9 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე დაბალი-კახეთში (0,4).

 

2013-2014 წლებში (2014 წლის 6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო 310 პირის მიმართ, აქედან 289 – მამაკაცი და 21 – ქალია. დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი-372. ამავე პერიოდში, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობით, საქართველოს რეგიონებს შორის, მეტი დაზარალებული ფიქსირდება კახეთში (85 პირი), ნაკლებად გურიაში (4 პირი). რეგიონების მიხედვით, ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართ განხორციელდა დევნა, ყველაზე მეტი დაფიქსირდა თბილისში (48 პირი), ხოლო ყველაზე ნაკლები – გურიაში (1 პირი); ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულია 18 მცირეწლოვანი და 18 არასრულწლოვანი.

სახალხო დამცველი

2014 წლის იანვრიდან 4 სექტემბრამდე, ქალთა მკვლელობის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

აგროდაზღვევის პროექტი ფერმერებისთვის

 

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.  შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია წარმართავს.

 

შეხვედრაზე მოსულ მეციტრუსეებს გადაეცემათ საინფორმაციო ფურცლები აგროდაზღვევასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღება.  აგრეთვე შეხვედრაზე მოსულ ყველა პირს, რომელსაც  ჰყავს 7 წლამდე ასაკის ბავშვი,  საჩუქრად გადაეცემა საბავშვო წიგნები.

 

შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტო გამოფენა ციტრუსის თემაზე, მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.

 

1 ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,5 ლარიდან 5 ლარამდე დაუჯდება

 

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70%-დან 90%-მდე). მაგალითისთვის, 1 ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,5 ლარიდან 5 ლარამდე დაუჯდება, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს. „ჯიპიაი“-ს წარმომადგენლები ადგილზე დაიწყებენ განაცხადების მიღებას. პოლისის გაფორმებას კი ერთი სამუშაო დღე დასჭირდება.

 

ცისტრუსის დაზვევა შემდეგი რისკებს მოიცავს: საშემოდგომო ყინვა, სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი. თუკი მოსავალი რომელიმე ამ სტიქიური მოვლენის შედეგად განადგურდა, ზარალს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გადაიხდის.

 

აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოვიდა

 

ტურიზმი
ტურიზმი

სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი. გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა ყაზახეთი (+63,4%), რუსეთი (+37,6%), სომხეთი (36,8%), აზერბაიჯანი (+35,7%), ბელორუსია (+35,7%), პოლონეთი (+28,4%), უკრაინა (+17,6%), ლიტვა (14,5%). სასტუმროების მონაცემებით აჭარას სულ 344 274 ტურისტი სტუმრობდა.

 

ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.

 

დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 30%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო 11%-ითაა გაზრდილი ბათუმში საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა.

 

საზღვრის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: უკრაინა (+101%), ბელორუსია (+86%), პოლონეთი (+80%), აზერბაიჯანი (+38%), ყაზახეთი (+28%), რუსეთი (+15%), ისრაელი (+9%). განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლები აქვს კუვეიტს (+149%) და საუდის არაბეთს (+67%). გასულ წელთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ასევე ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკაში : ესტონეთი (+186%), დიდი ბრიტანეთი (+57%), ლიტვა (+39), გერმანია (+ 21%).

„თავისუფალი თეატრის“ გასტროლი ბათუმში

 

„თავისუფალი თეატრი“ ბათუმში გასტროლს მართავს. 10-13 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ოთხი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. 

 

გუშინ 10 სექტემბერს უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ წარმოადგინეს, დღეს 11 სექტემბერს კი მაყურებელს ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ს ნახვა შეეძლება.

 

12 სექტემბერს თავისუფალი თეატრის“ დასი ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“.

 

13 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება ავთო ვარსიმაშვილის რეჟისურით დადგმული ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“.

 

ბილეთის ფასი 10, 8, 6 და 5 ლარია.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ პროვოკაციას, რომელიც ქობულეთში მოხდა

 

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.

 

ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.

 

მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით”.

მუსლიმანური ორგანიზაცია ბოდიშის მოხდას მოითხოვს

 

„ღორი რომ დაკლეს და კარებზე მიაჭედეს, პოლიციაც იქ იმყოფებოდა, თუმცა მას რეაგირება არ გაუკეთებია. ამიტომ მომხდარის გამოსაძიებად დღეს პოლიციას მივმართეთ, რომ გამოავლინონ დამნაშავეები და ბოდიში მოუხადონ მუსლიმან მრევლს“ – ამბობს „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე.

 

 

რაც შეეხება ქობულეთში მუსლიმანური პანსიონატის გახნის ლიცენზიის საკითხს, რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მათ ლიცენზია არ სჭირდებათ:

 

 „იმიტომ, რომ ჩვენ იქ სასკოლო განათლება არ გვექნება. მე მჭირდება საბუთი, რომ შენობა ნამდვილად ჩემია და მოგვეპოვება კიდეც. მსგავსი პანსიონატი სხვაგანაც გვაქვს გახსნილი, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია, ასეთი ფაქტი და მუსლიმანების ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა“. 

ქობულეთში ღორის თავი კარიდან ჩამოხსნეს

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ის ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ კერძო საკუთრებაზე, ღორის თავი მიამაგრა სიმართლე არაა, მათი თქმით, ღორი ხორცის საჭმელად დაკლეს. ღორის თავის სახლის კარზე მიმაგრების ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები დღეს აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ დილით მოსახლეობამ ქობულეთში საპროტესტო აქცია მოაწყო და გზა გადაკეტა. მოსახლეობის თქმით მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მუსულმანური სასწავლებელი შენდება. მოსახლეობა ეჭვობს, რომ აქ მეჩეთიც აშენდება. ისინი აჭარის  მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ, რომ სასწავლებლისა და მეჩეთის გახსნის ნებართვა არ გასცენ, რადგან, მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის ხალხი ცხოვრობს.

 „ისლამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ჩვენმა ბავშვებმა უსმინონ მათ ლოცვას, მეჩეთისა და სასწავლებლის გახსნა ჩვენი ბავშვებისთვის მიუღებელი იქნება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძის ინფორმაციით ქობულეთში ლერმონტოვის #13-ში სამსართულიანი შენობა ორანიზაციას სასულიერო პანსიონატის გახსნის მიზნით აქვს ნაქირავები, სადაც ბავშვები ღამეს გაათევენ და ისლამურ სასულიერო სწავლების პარალელურად ივლიან საჯარო სკოლებში.

„არანაირი მეჩეთი და მინარეთი მანდ არ კეთდება. ეს იცის მოსახლეობამ, აჭარის მთავრობამაც და მუნიციპალიტეტის გამგეობამაც“ – განუცხადა „ბათუმელებს“ რამაზ კაკალაძემ. 

 

ქობულეთი, ლერმონტოვის ქუჩა #13

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ამ ინფორმაციის გავრცელება მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„ალექსანდრე ჩიტიშვილს მინდა შევახსენო, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირია და მოვუწოდებ, შეგნებულად ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც თავადაც კარგად იციან რომ სიცრუეა, მხოლოდ მათივე მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. ჩემთვის ნამდვილად არაკომფორტულია ჩიტიშვილის დემაგოგიურ განცხადებაზე კომენტარი. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობიდან კომპეტენტური საჯარო ინფორმაცია არათუ საკანონმდებლო ორგანოს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც დადგენილ ვადაში ეგზავნებათ. აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი საჯაროა და უმაღლესი საბჭო დეტალურად ფლობს აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას. 

 

სამინსიტროს მიერ საკანონმდებლო ორგანოს, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაცია 2013 წელს სავარაუდო საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალთან დაკავშირებით, დეტალურად მიეწოდა. რაც შეეხება იმ წერილს, რომელშიც უმაღლესი საბჭო ითხოვდა ინფორმაციას აჭარის. ა.რ. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.
ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის შესაბამისად, აჭარის ქონება იქმნება სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ გადმოცემული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახსრებით შეძენილი და სხვა ნებადართული შემოსავლებით შეძენილი ქონებით. რის შესახებ ინფორმაციაც სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს დეტალურად მიაწოდა. საკანომდებლო ორგანოსთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია იმ დროისთვის არსებული უძრავი ქონების რაოდენობა, რაც შეადგენდა 2373 ობიექტს.

 

აქვე განგიმარტავთ, რომ აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების გარკვეული ნაწილის პრივატიზება, ნაწილის თვითმმართველი ერთეულისთვის ან სახელმწიფოსთვის და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სარგებლობაში გადაცემა, ცოცხალი პროცესია. ყოველდღიურად შეიძლება განხორციელდეს უძრავი ქონების დაყოფა, რის შედეგაც ახალი საკადასტრო ერთეული მიიღება. რაც ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონება შეიძლება დაიყოს ათეულობით ერთეულად, რისი მონაცემებიც არათუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, არამედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაც კი არა აქვს. აღნიშნული ქონების ბაზა დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც ინფორმაციას, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იღებს. ამდენად უმაღლეს საბჭოსაც სწორედ საჯარო რეესტრისთვის უნდა მიემართა.
შესაბამისად, ჩიტიშვილისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ტექნიკურად რთულად დასამუშავებელია, აბსოლიტური სიზუსტეა.

 

აქვე დავამატებ, რომ სამინისტრომ გამოხატა მზაობა და დახმარების სურვილი უმაღლესი საბჭოსთვის და შესთავაზა საკანომდებლო ორგანოს კონკრეტული სექტორი მიეთითებინათ წერილში და სამინისტრო თავად სთხოვდა საჯარო რეესტრს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას, ან საკუთარი ტექნიკური საშუალებებით დაამუშავებდა მას. რის შესახებაც მოთხოვნა სამინისტროში დღემდე არ შემოსულა.
ალექსანდრე ჩიტიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამოიჩინოს უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა და სიცრუეზე არ ააგოს თავისი ბრიფინგები.
დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ მოგაწოდოთ აღნიშნული კორესპონდენციის სრული ასლები.“

მუფთი: შეწუხებული და შეურაცხყოფილები ვართ

 

როგორც ჯემალ პაქსაძემ განმარტა, ის ახლა მოსახლეობას ხვდება და სხვა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

ქობულეთში მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

 

 

კადრებში, რომელიც “ბათუმელებს” აჭარის ტელევიზიამ მიაწოდა, ასევე ჩანს, რომ მოსახლეობა სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებს და ამის გამო გზის გადაკეტვა სცადეს.

 

ქობულეთის გამგებლის განმარტებით, მედრესეს მშენებლობა უკანონოა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კი ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ჯერ შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად არც გამოძიება ან მოკვლევა დაწყებული არ არის.

 

ჩიტიშვილი: არჩილ ხაბაძის განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, განსაკუთრებით კი მის ბოლო ნაწილს, სადაც საუბარია დესტაბილიზაციაზე და პირდაპირი მოწოდებაა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მოქმედება. კიდევ კარგი მის პირად დაქვემდებარებაში არ არის არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა, თორემ უკვე ბორკილებს დაგვადებდა. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე, აზრის თავისუფალად გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა და ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს კოალიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მარტო ეს საკითხი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, -განაცხადა ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:  როგორც მოგეხსენებათ, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია ქონების განკარგვაა, უმაღლესი საბჭოსი კი -მთავრობის საქმიანობის კონტროლი. 2013 წლის პირველ მარტს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი თავართქილაძეს კომისიის სახელით მივმართეთ და სხვადასხვა საკითხებთან ერთად მოვითხოვეთ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა. 20 მარტს ვღებულობთ პასუხს ბატონი დავით ბალაძის ხელმოწერით, სადაც პასუხი გაცემულია სხვა საკითხებზე, მაგრამ არა ქონების ნუსხაზე. 

 

29 მარტს ვაგზავნით განმეორებით წერილს, სადაც კონკრეტულად მივუთითებ, რომ გვაინტერესებს აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების ჩამონათვალი. 4 აპრილს მოგვდის პასუხი, სადაც ისევ არ არის მოწოდებული ქონების ნუსხა. 2013 წლის 26 ივნისს კომისიის სხდომაზე მოწვეული იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი რამაზ ბოლქვაძე. კომისიის წევრებმა კვლავ დასვეს საკითხი აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების საკითხის შესახებ, ბატონი რამაზი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას. შესაბამისად, იმავე დღეს გავგზავნეთ წერილი ბატონ დავით ბალაძის სახელზე და კვლავ მოვითხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია აჭარის ა. რ. საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხის შესახებ. 25 ივლისს მოგვდის პასუხი, რომ სრული ინფორმაციის მოწოდება ტექნიკურად რთულია და დაზუსტების შემდეგ უმოკლეს დროში მოგვაწვდიდნენ მას.

 

ქონების ჩამონათვალი დღემდე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა ვერ განკარგავს აჭარის ქონებას ეფექტურად, რადგანაც არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ქონება გააჩნია, ან რა ქონებას ფლობს. ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას უმალავს უმაღლეს საბჭოს, რათა საკანონმდებლო ორგანომ ვერ გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა“ –  აღნიშნა ალექსანდრე ჩიტიშვილმა. 

ბეგბედერი, რომანტიკული ეგოისტი

 

ფრედერიკ ბეგდებერი
ფრედერიკ ბეგდებერი

„რომანტიკულ ეგოისტში“ ნამდვილად არ არის იმდენი ეპატაჟი, რამდენიც, მაგალითად, „99 ფრანკში“. თუმცა, არც მთლად კლასიკურ სტილში დაწერილი რომანია. ეს წარმოუდგენელიც იქნებოდა, ეს ხომ ფრედერიკის დღიურია, პარიზელი ცუდი ბიჭის, მასხარისა და მექალთანის, ნარკომანისა და შფოთისთავის, გენიოსად და ყალთაბანდად შერაცხული მწერლის.

 

 

ბეგბედერი გულახდილად მოგვითხრობს მის დამოკიდებულებებზე ქალებთან, სასმელთან, ნარკოტიკთან. წიგნი სავსეა მისი წიგნის პრეზენტაციებით, მოგზაურობებით, ქალაქიდან ქალაქში სიარულით. მაგრამ ეს მოგზაურობები არ არის შემეცნებითი სახის. ბეგბედერი თავის პილიგრიმობას „საკლუბო ტურიზმად“ მოიხსენიებს, იმიტომ, რომ მხოლოდ ღამით გადის სახლიდან, კლუბებში გასართობად. ამსტერდამი, მოსკოვი, რომი, ათენი, კრაკოვი – ამ ქალაქებიდან თითქმის არაფერი ახსოვს, ღამის კლუბების გარდა.

 

 

წიგნში ყველაზე მიმზიდველი საოცარი იუმორი და იშვიათი თვითირონიაა. ბეგბედერის ენამახვილობა ამ წიგნში პიკს აღწევს – მახვილგონივრული კალამბურები, საკუთარი თავისა და პარიზული ელიტის დაუსრულებელი დაცინვა. აქ უამრავ ცნობილ გვარ-სახელს გადააწყდებით: მსახიობებს, მოდელებს, მუსიკოსებსა დ მწერლებს. მწერლის მოსაზრებები მათზე, ხშირ შემთხვევაში, სკანდალურია. ამიტომაც გამოიწვია „რომანტიკული ეგოისტის“ გამოსვლამ პარიზის ელიტაში დიდი აურზაური. ბეგბედერი მრავალმა ცნობილმა ადამიანმა დაადანაშაულა მათი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაში.

 

 

ერთადერთი ადამიანი, რომელზეც დღიურის ავტორი მუდამ დადებით კონტექსტში საუბრობს, მიშელ უელბეკია. მათი მეგობრობა მყარი და ურყევია. ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, რომ ბეგბედერი უელბეკზე წერს, უელბეკი კი – ბეგბედერზე („რუკა და ტერიტორია“) .

 

 

წიგნი სავსეა საინტერესო დასკვნებითა და დაკვირვებებით. მახვილი ფრაზების გახაზვის მოყვარული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი სამოთხეა – თითქმის მთელი წიგნის გახაზვა მოგიწევთ.

 

 

ყველაზე საინტერესო „რომანტიკულ ეგოისტში“ მაინც ინტელექტუალური ელიტის კულისებია. ყველა ჩვენგანს აქვს დაფარულში ჩახედვის ვნება, რაც სრულიად ადამიანურია. ბეგბედერის წიგნი კი ამ ვნებას სრულიად აკმაყოფილებს – ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა რეალითი შოუ, 24 საათი ჩართული კამერით.

 

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

 

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

„აჭარის მთავრობამ ორ მილიარდამდე ღირებულების ინვესტიციის განხორციელება შეაფერხა”

 

„ეს იყო უკრაინული, პოლონური, რუსული, ებრაული და არაბული ინვესტიციები, ჯამში 1 მილიარდ 900 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რაც შესაძლებელი იყო უახლოესი ხუთი წლის მანძილზე  განხორციელებულიყო ჩვენს რეგიონში“  – განაცხადა ჯემალ ბერიძემ. მან ჟურნალისტებს იმ საინვესტიციო წინადადებების ჩამონათვალი წარმოუდგინა, რის განხორცელებაზეც, მისი თქმით, აჭარის მთავრობამ  თავი შეკავა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინვესტიციების შესახებ მოლაპარაკება ჯერ კიდევ ყოფილი მთავრობის დროს დაიწყო.

 

ჩამონათვალში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო წინადადებაა გონიო პოლიგონზე დაგეგმილი მშენებლობა, რომლის ღირებულებადაც 850 მილიონი ლარია მითითებული. ასევე, ბათუმში, ახალ ბულვარში საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს მშენებლობა – 82, 500 მილიონი დოლარი, რომელიც რუსულ კომპანია „ანტიკას“ უნდა განეხორციელებინა.

 

ჯემალ ბერიძემ აღნიშნა, რომ არც ერთ ინვესტიციაზე მთავრობას პირდაპირ უარი არ უთქვამს, თუმცა არც თანხმობა განუცხადებია და ამ ინვესტორთაგან ბევრი დღემდე ელოდება მთავრობის პასუხს.

 

„რაც შეეხება  ევროპის მოედანზე გუშინ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხსენებულ თითქოს სახლის აშენების პროექტს, აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან ამ კომპანიას, „ანტიკას“, სთხოვეს, რომ შეედგინა ყოფილი ისტორიული შენობის პროექტი, რომელიც ადრე იქ ყოფილა და აბაშიძის მმართველობის დროს აუღიათ. ეს კომპანია აპირებდა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ახალ ბულვარში და მთლიანი ინვესტიცია შეადგენდა 82 მილიონ დოლარს. ის არგუმენტები, რაც გუშინ მოიყვანა მთავრობის თავმჯდომარემ, პარკები და სკვერები არ მივეცი ასაშენებლადო, ეს არის აბსურდი.“

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთ არგუმენტად რეგიონში ინვესტიციების შეფერხება და დაკარგული სამუშაო ადგილები დაასახელა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პასუხად განაცხადა, რომ მთავრობის მიერ არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა და აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საკადრო პოლიტიკის შესახებ აჭარაში

 

ორგანიზაცია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს  საჯარო გახადოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მთავრობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებს შეეხება და დაასაბუთოს, კონკრეტულად რაში გამოიხატება აჭარის მთავრობის მიერ კანონმდებლობის დარღვევა.


   “საკადრო პოლიტიკა აჭარაში და მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისათვის მზადება უმაღლეს საბჭოში”-ორანიზაციამ ამ სათურით მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ქობულეთში იარაღის უკანონოდ შეძენასა და შენახვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას “ნაგანი”-ს ტიპის რევოლვერი ორი ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და ვაზნები სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ინტერვიუ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილესთან

 

გადაცემა შეუზღუდავი სივრცე

  აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ვლადიმერ მგალობლიშვილის ინფორმაციით,   ახალ სასწავლო წელს აჭარის ტერიტორიაზე სკოლების შენობების შენება-რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 5 000 000 ლარის დახარჯვა იგეგმება, განათლების სამინისტრო ასევე აპირებს ბიბლიოთეკების, ინვენტარისა და პანსიონის პროგრამების განხორციელებას. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში იგეგმება შვიდი ლაბორატორიის შეძენა, რომელიც აჭარის სკოლებში განაწილდება. ახალი ინვენტარი ძირითადად ახლად აშენებულ ან რეაბილიტირებულ სკოლებში შევა.   

 

რაც შეეხება წიგნებს, მას აჭარაში მცხოვრები მოსწავლეთა უმეტესობა, უფრო ზუსტად კი საჯარო სკოლების ყველა და კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ.  

აღმოჩნდა რომ აჭარის არც ერთ სკოლაში ფსიქოლოგის ძირითადი საშტატო ადგილი არ არსებობს და მისი ყოფნა მთლიანად სკოლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა უკვე დასრულდა საპილოტე პროექტისათვის ექიმების შერჩევა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტის მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით არჩეულ სკოლებში გადანაწილდებიან.

 

რაც შეეხება არდადეგების ვადის შემცირებას, მინისტრის მოადგილემ ამის მთავარ მიზეზად  გაცდენების პრევენცია და მათ გამო სასწავლო პროცესებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილება  დაასახელა.

 

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გადაცემებს,  დისკუსიებსა რეპორტაჟების მომზადებას „ნედის“ მხარდაჭერით აგრძელებს;

 

ბათუმში პატრულის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

მამაკაცმა სახლს სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ცეცხლი წაუკიდა

 

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა შინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც   სხვისი ქონების   დაზიანებას ნიშნავს.  


ფაქტი ბათუმში 2 დღის წინ მოხდა. 

კონფერენცია “ხლებნიკოვის შემდეგ”

 

ბათუმის ახლადგახსნილი თანამედროვე ხელოვნების სივრცე პირველ კონფერენციას მასპინძლობს. 

 

კონფერენცია სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“  ბრიტანული ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კურატორია ჩარლზ მერივეზერი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი.

 

  პროექტში მონაწილეობას საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანები იღებენ საქართველოდან, უკრაინიდან,  რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყირგიზეთიდან.

 

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. შედეგების საჯარო პრეზენტაცია 11 სექტემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. 

 

 

 

მურმან დუმბაძე: „პროცესი უნდა მივიდეს ბოლომდე“

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

ბატონო მურმან, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში თქვენ ხართ იმპიჩმენტის ავტორი.. 


ამ ადამიანს არ აქვს არავითარი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და არავითარი პოლიტიკური წონა  საიმისოდ, რომ ყოფილიყო საკრებულოს წევრი. უფრო მეტიც, ის გახდა საკრებულოს თავმჯდომარე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე.

 

თქვენ მის განათლებაში შეიტანეთ ეჭვი, რვაკლასდამთავრებული უწოდეთ…

დიახ, ეს სამართლებრივი ტერმინია. თქვენ უნდა მოძებნოთ მისი დიპლომი, მისი ლექტორი ვინ იყო, მისი მასწავლებელი…  აბა მინახეთ მასწავლებელი, რომელმაც მას ლექცია წაუკითხა. მითხარით ვინ იყო მესამე კურსზე მისი მეგობარი სტუდენტი.

 

ამბობთ რომ მას უმაღლესი განათლება არ აქვს?


კი ბატონო. არ აქვს უმაღლესი განათლება. საერთოდ განათლება არა აქვს და არავინ არ არის. ეს არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე. არის აბსოლუტური ნული და სირცხვილი, განსაკუთრებით იმ ნაწილისა პოლიტიკურ საბჭოში, რომელმაც მას მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, როცა ბათუმის საკრებულოში ხუთი დოქტორი და პროფესორი მუშაობს. 


თქვენ ცდილობდით ამ საკითხებიდან დისტანცირებას, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება მაინც თქვენთან დაკავშირება?


იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში,  გარდა იმისა, რომ პარტიული თანამებრძოლები არიან, ისინი ჩემი მეგობრებიც არიან. მათთან მე მაკავშირებს უწყვეტი ბრძოლა ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ეს ხალხი მართლა ჩამოყალიბდა ერთი იდეოლოგიის ქვეშ,  რომელსაც ჰქვია მეტი კონკურენცია, მეტი ღირსება, მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა ხდება. ეს არის პირველი შემთხვევა უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში, როცა გაბედულება ყოფნის გამარჯვებული სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს და მათსავე მთავრობას უცხადებენ უნდობლობას. ასეთი მუხლი ჩაწერილი იყო კომუნისტების დროიდან მოყოლებული უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა თუ კონსტიტუციაში მაგრამ მისი გამოყენება არავის არ დაჭირვებია, არა იმიტომ,  რომ ასეთი პროცესი არ დამდგარა, არამედ იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ გაბედულება. ახლა პროცესი არის დაწყებული და მე ვულოცავ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ ასეთი პროცესი დაიწყო და ნავსი გატეხა.  ეს არის ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი. მითუმეტეს, რომ დღეს უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს იძლევა იმპიჩმენტის დაწყებისა.

მე ვარ მომხრე პროცესის, როცა ორივე მხარე თანხმდება, ამის წამალი მოგონილია, ეს არის მთავრობის გადაყენება და იგივე მთავრობის ან ახალი მთავრობის წარდგენა.

 

„ქართულმა ოცნებაში“ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მხირდან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება შეაფასეს როგორც თვითნებური ქმედება და ჩანიშნეს სხდომა, თქვენი მოსაზრებით რა შეიძლება მოხდეს ამ სხდომაზე?

 

 

მე ვფიქრობ სწორედ აქ არის გასაღები,  ეს არის ღრმა შეცდომა პოლიტიკური საბჭოს ცალკეული წევრების, რომ ეს იყო თვითნებური. დიდი ხანია ვლაპარაკობდით ჩვენ ამის შესახებ შიდა სხდომებზე, ველაპარაკებოდით მთავრობის წევრებს, ლიდერებს, რომლებიც ამევე დროს პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან. ვრცელდებოდა სხვა და სხვა ინფორმაციები მასმედიის საშუალებითაც, ასე რომ პოლიტიკური საბჭო ინფორმირებული იყო ამის შესახებ.  თუ პოლიტიკური საბჭო უფრო ადრე ჩაერეოდა, შეიძლებოდა უფრო უკეთესი შედეგი დამდგარიყო.

 

 

მათ [უმაღლესი საბჭოს წევრებს] ჰქონდათ შეხვედრა პრემიერთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც ურჩია დაფიქრდითო…


სწორი რჩევაა. პრემიერი გვიმოწმებს, რომ ის არ ჩარევა და ვერც ჩაერევა ამ პროცესში.  ჩვენ თუ პატივი არ ვეცით კანონებს, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ფორმალურად შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი ადგენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს რეგიონისათვის. რეგიონის უმაღლეს საბჭოს სრული უფლება აქვს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა მის რეგიონში მოქმედი მთავრობის მიმართ.  ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ამაში ვერ ჩაერევა.

 

 

რადგან გაჩნდა უკვე შეფასება – „ეს იყო თვითნებური ქმედება“,  ხომ არ არის საშიშროება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც საგანგებოდ დაინიშნა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის წევრები მიიღებენ მინიმუმ საყვედურს ან უფრო მეტსაც?


მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის შეხვედრა მოხდება და ასეთ კონფლიქტამდე მივა საქმე. მე ვარ დარწმუნებული, რომ უმაღლესი საბჭო, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, უკან არ დაიხევს.  პოლიტსაბჭოს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ პროცესი არის დაწყებული და დაწყებული საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე.

 

ბრიფინგზე თქვით, რომ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად საჭირო ხმების მოსაგროვებლად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება  იქნებოდა უზნეობა…


ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმება არ ხდება, შეთანხმება ხდება პროცესთან. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პროცესი. თუ ნებისმიერი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ პროცედურას მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“  გაურიგდა სხვა რომელიმე პარტიას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ჩვენ უამრავ საკითხზე გამოგვიხატა მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

 

 

 

არჩილ ხაბაძის პასუხი უმაღლეს საბჭოს

 

რაც შეეხება ჯემალ ბერიძის სამსახურიდან დათხოვნას, როგორც ადრე აღინიშნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა ერთი და იგივე ფუნქციის სტრუქტურული ერთეული და ხდებოდა უფლება-მოვალეობების დუბლირება. 2014 წლის 1 აპრილს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დეპარტამენტი და გათავისუფლდნენ იქ მომუშავე თანამშრომლები.

 

 

აქვე შევეხებით ალექსანდრე ჩიტიშვილის სხვა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს. საინვესტიციო წინადადებები განიხილება დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორებს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ხვდება. თუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვიწუნებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ქ. ბათუმში ვარდების სკვერში სამთავრობო რეზიდენციის და ევროპის მოედანთან არსებულ სკვერში საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მივეცით ინვესტორს, საზოგადოებამ განსაჯოს. არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა.

 

 

პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია ცრუ ინფორმაციის გავრცელება პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასევე, მიუღებელია, როცა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ინტერესებზე წინ, პირად და ნათესავების ინტერესებს აყენებენ, რის მაგალითებსაც მრავლად ვხედავთ. ვწუხვარ, რომ საკითხის გარკვევა ასეთ ტონალობაში გვიწევს, მაშინ როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საქმიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებს, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ არჩეული რიტორიკა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. მათი გადაწყვეტილებები არ არის შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან და თვითნებობად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის მიერ. პრემიერისვე ინიციატივით კვირას მოცემული საკითხი პოლიტსაბჭოზე განიხილება. ვფიქრობ, დეპუტატების მიერ სახელისუფლებო კრიზისის შექმნის მცდელობით შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდებიან.”

აჭარაში სკოლის ექიმები შეარჩიეს

 

კომისიის მიერ კონკურსანტები შეფასდნენ შემდეგი ქულებით: ხათუნა აბდალაძე 8,5;  მარადი ბერიძე 9,1 ; ციური ბოლქვაძე 7,4;  მერაბ მახარაძე 7,3; მანანა უბილავა 8,9 ; ირმა დიდია 7,6 ;  იამზე სურმანიძე 7,8.

 

 ბათუმის N7 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად  ციური ბოლქვაძის კანდიდატურა,  ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე   ხათუნა აბდალაძის კანდიდატურა,  ბათუმის N5 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე  მანანა უბილავას კანდიდატურა,  ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე   ირმა დიდიას კანდიდატურა,  ხელაჩაურის N1 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მარადი ბერიძის კანდიდატურა,  დაბა ხულოს საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად   იამზე სურმანიძის კანდიდატურა წარადგინეს.

 
  მერაბ მახარაძე ჩაირიცხა სარეზერვო სიაში.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი, მურმან დუმბაძე


ირაკლი ჭეიშვილი

მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რიგი დეპუტატები ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით და უხეშად ერევიან რეგიონის მთავრობის მმართველობაში, მთავრობის წევრების უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.

 

მე როგორც აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ვიყავი უშუალო თვითმხილველი ამგვარი მოვლენებისა, თუ როგორ ცდილობდა დეპუტატების გარკვეული ნაწილი ზეწოლას აჭარის მთავრობაზე. პროცესის ამგვარი რადიკალიზაცია გამოწვეულია სწორედ ამ გუნდის ინტერსების ვერ განხორციელებით.

 

სამწუხაროდ, ამ განცხადებებში იკვეთება პირადი ინტერესები და მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან. იმ დროს როდესაც აჭარის მთავრობა ცდილობს იმუშაოს სოციალურ პრობლემებზე, ინვესტორთა წინადადებების განხილვასა და სწორად შერჩევაზე, მსგავსი ქმედება აფერხებს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ეს არის კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის მცდელობა, რაც არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. მსგავსი მიდგომა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კატეგორიულად დაუშვებელია. 

 

ერთი რამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი და ეს არის საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელიც ცდილობს საკითხისგან დისტანცირებას და მის მიერ მართული დეპუტატების საშუალებით ახორციელებს თავის გეგმას. მურმან დუმბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ამ ქმედებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე წინ საკუთარ კომფორტს აყენებენ.

 

ჩიტიშვილი ხაბაძეს ინვესტიციების შეფერხებაში ადანაშაულებს

 

„აჭარის უმაღლეს საბჭოში ხშირად გვსტუმრობდნენ მსხვილი ინვესტორები, რომელთა განცხადებითაც, ისინი ვერ ახერხებდნენ შეხვედრას ვერც მთავრობის თავმჯდომარესთან, ვერც დარგობრივ მინისტრთან ან ვერ აღწევდნენ შეთანხმებას. რომ არ შეგველახა ქვეყნისა და რეგიონის იმიჯი, დიდი პატივისცემით ვღებულობდით და ბოდიშებით ვაცილებდით ქვეყნიდან. 2013 წლის პირველ აგვისტოს გავაგზავნე წერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ბატონ ჯემალ ბერიძის სახელზე და მოვითხოვე, მოეწოდებინა ინფორმაცია აჭარაში განსახორციელებლად შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტებისა და წინადადებების შესახებ. ჯემალ ბერიძემ მოამზადა პასუხი და ხელმოსაწერად გადასცა მთავრობის თავმჯდომარეს-“განაცხადა ჩიტიშვილმა.

 

ჩიტიშვილის განმარტებით, მთავრობიდან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

 

მთავრობის  საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ჯემალ ბერიძე   ბრიფინგის ჩატარებას ხვალ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გეგმავს;

მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობაში შევიდა 39 საინვესტიციო წინადადება, აქედან არც ერთი არ განხორციელებულა.

აჭარის მთავრობა საპასუხო განცხადებას ამზადებს.

 

 

ალექსანდრე ჩიტიშვილი

 

ერთი მსახიობის აქცია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

„ვაპროტესტებ ხელფასზე 20 %-ის დანამატის მოხსნას. ის ხელფასი, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის ადეკვატური იმ შრომასთან, რაც უწევს მსახიობს. თუ ვთქვათ, რვა საათი მუშაობს ჩვეულებრივ ადამიანი, ჩვენ ვმუშაობთ გაცილებით მეტს. მით უმეტეს პრემიერის დღეებში მსახიობს ფიზიკური და გონებრივი შრომაც მეტი უწევს. ამასთან, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, პრემიები სამ თვეში ერთხელ გაიცემა, თან იმ შემთხვევაში, ან ფეხი თუ მოგტყდა, ან რამე უბედურება შეგემთხვა ან კარგად თუ ითამაშე. შეასრულე თუ არა კარგად როლი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი სუბიექტურად წყვეტს,“ – ამბობს მეგი კობალაძე.

„რამდენადაც მე მითხრეს შეიცვალა პრემიების გაცემის წესი. ეს ინფორმაცია ვაცნობე დასს. დასი საქმის კურსშია. ამიერიდან პრემია სამ თვეში ერთხელ კვარტლურად გაიცემა. პრემია უნდა დარიგდეს რაღაც კონკრეტული საქმისთვის. თუ ვინ მიიღებს პრემიას, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძემ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დასაქმებულ მსახიობთა ნაწილის ხელფასი 350 ლარამდეა, არის უფრო მაღალი ხელფასის მქონე მსახიობებიც.

აქციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი გამოეხმაურა. მგალობლიშვილი აქციის მონაწილეს, მეგი კობალაძეს  შეხვდა და განუმარტა, რომ ამიერიდან პრემიას კვარტალურად ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„პრემია იქნება კვარტალური თითო თანამშრომელზე 60 %, რესურსი რჩება იგივე.  თუმცა კვარტალში ერთხელ მიიღებენ და თუ იქნება დღესასწაული მიიღებენ სადღესასწაულოსაც. ვფიქრობ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

მისი განმარტებით პრემიას ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„თუ ადამიანს ექნება ადმინისტრაციული სახდელი, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღებს, დანარჩენ შემთხვევაში ყველა მიიღებს. რაც შეეხება ხელფასის მატებას, განხილვა შესაძლებელია იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, ვისაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, საარსებო მინიმუმ თან ახლოს. დანარჩენ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება,“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

შსს აკადემიის მაგისტრატურაში სწავლა უფასოა

 

რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს კი ასევე ექნებათ საცხოვრებელი უფასოდ და დღეში ერთჯერადი კვება.

შსს აკადემია

 

შს მინისტრის მოადგილემ „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

 

 პროგრამა უფასოა მათთვის, რომლებსაც აქვთ სამართლის ბაკალავრის დიპლომი და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

 

„საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.

 

შს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზეც, რომ სამართლის ბაკალავრებს, რომლებიც შსს-ს აკადემიაში უფასო სამაგისტრო ორწლიან პროგრამას გაივლიან, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმების რეალური პერსპექტივაც ექნებათ. შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის წლევანდელ კურსზე განცხადებების მიღება 18 სექტემბრამდე გაგრძელდება

ბათუმის მერს ახალი მრჩეველი ჰყავს

 

შორენა მამულაძე
შორენა მამულაძე

შორენამ შეთავაზება უშუალოდ გიორგი ერმაკოვისგან მიიღო.  რამდენიმე თვის წინ მან  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოქმედებაში” – პროექტის ფარგლებში ერთი სამუშაო დღე ბათუმის მერთან ერთად გაატარა, მაშინ გიორგი ერმაკოვი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო:

 

„სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დამშვიდობებისას მითხრა, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებდით. თუმცა მის ნათქვამს სკეპტიკურად შევხედე. არ მჯეროდა.“ – ამბობს შორენა.

 

შორენამ ჯერ არ იცის სად იქნება მისი სამუშაო ოთახი, არც ის იცის თუ რამდენია მერის მრჩეველის ხელფასი: „არც ის ვიცი, როგორ უნდა მიხაროდეს, რას უნდა ვგრძნობდე.“

 

ახლა სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტებს აგროვებს.

 

პირველი რითაც შშმ პირებისთვის მერის მრჩევლის რანგში შეეცდება რომ გააკეთოს, ეს ადაპტირებული გარემოს შექმნაზე ზრუნვა იქნება:

 

„ეს ყველაზე მთავარი პრობლემაა, რის გამოც მეც მიჭირდა და სხვებსაც უჭირთ.“ – ამბობს შორენა, რომელიც თავადაც შშმ პირია. 

 

ამ დრომდე შორენა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მუშაობდა.

„ ალბათ ორ ფრონტზე ვერ ვიქნები, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ვითანამშრომლებ, მათთან გავივლი ხოლმე კონსულტაციებს“ – ამბობს შორენა.

 

 

აჭარის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებენ

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ მჟავანაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ისინი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპტროტესტებენ; 

 

 მათი შეფასებით, აჭარის მთავრობამ ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ოფიაცილური წერილების შემდეგ რამდენიმე პრობლემის მოგვარება შესძლო.

კონკრეტულად კი,  მედიკამენტი, რომელიც თირკმელგადანერგილ პაციენტებს ესაჭიროებათ,  ბათუმში არ იყიდებოდა. ორგანიზაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად წერილი აჭარის მთავრობას გაუგზავნა, მათი ინფორმაციით,  თირკმელგადანერგილი ადამიანები საჭირო მედიკამენტებს სექტემბრიდან უკვე ბათუმში შეიძენენ.

 

თამაზ მჟავანაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობა  მაგისტრანტი სტუდენტების დაფინანსებაზეც მუშაობს  და ეტლებისა და ყურსასმენების ვაუჩერით გაცემა დაიწყეს. მისივე განმარტებით, ეს იმ საქმეების ჩამონათვალია რაზეც მუშაობა დაიწყო აჭარის მთავრობამ.

 

თამაზ მჟავანაძესთან ერთად აჭარის მთავრობას ქალთა და ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მეჯლისის წარმომადგენელმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

 

როგორ დამილეწეს და გამიყიდეს მანქანა

 

ეს ჩემი ამბის პირველი ნაწილია.

რ.ვ.-მ დამიყოლია, დავთანხმებოდი მანქანების სადგომიდან გაყვანაზე იმ პირობით, რომ ერთი კვირის ვადაში მანქანის ფულს მომიტანდა. სიმართლე გითხარათ, არც მიფიქრია თუ ადამიანის ნდობა ასე არ შეიძლებოდა. ავარია ვის არ მოსვლია, მაგრამ იმას, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი.

 

რ.ვ-მ საპატრულოში ხელწერილი დაწერა, რომ მაისის ბოლოს ზარალს ამინაზღაურებდა, მანქანაც წაიყვანა… ამის შემდეგ თითქმის ერთი თვე ვეღარ ვუკავშირდებოდი, არაერთი მცდელობის მიუხედავად. მერე მომწერა, რომ მანქანას აკეთებდა… ასე “ვითომ კეთებაში”  კიდევ ორი თვე გავიდა. სინამდვილეში კი რ.ვ.-მ თურმე იმ დღესვე გაყიდა ჩემი მანქანა 1800 დოლარად და ის ფულიც მიითვისა, მე კი მთელი სამი თვე იმის მოლოდინში გამატარებინა, რომ მანქანას არემონტებდა, რომელიც მერე “ვითომ” მისმა მეგობარმა იყიდა და მისი “მეგობრის მეზღვაური ქმრისათვის” მაცდევინა, ვიდრე მოივლიდა რეისს დედამიწის გარშემო.

 

რამდენჯერმე დავუკავშირდი მის ოჯახს. დედამისმა, მანქანა სხვაგან რატომ არ დააყენეო?! _ ეს მკითხა. მანქანა ვინმეს აგყავთ ბინაში?! ვითომ სიზმარს ვნახავდი, რომ ჩამოივლიდა. მამამისმა, _ მე რა ვქნაო. როგორც მითხრეს, ის საკმაოდ ძვირადღირებული “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადაადგილდება. როცა ვკითხე, მე რომ დამემტვრია თქვენი ავტომობილი, რას იზამდით-მეთქი, მე ჩემსას ამოვიღებდიო -მიპასუხა.
ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივედი, მერე პროკურატურაში. შემდეგ, როგორც იქნა, გამოძიებას გადაეცა ეს საქმე – ანზორ ძირკავაძის წყალობით გამოიძიეს საქმე. მანქანა იპოვეს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი, რადგან ნაწილებად იქნა გაყიდული.
გაგიგიათ ასეთი რამ?!

ავტომობილი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ბანკის სესხით ვიყიდე და დღემდე ვიხდი ფულს იმაში, რაც არ მაქვს. სად არის ამ დროს კანონი?! რატომ არ შეუძლია კანონს დაიცვას უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც გაჩერებულ მანქანას ულეწავენ, მერე დალეწილ მანქანას ართმევენ, ყიდიან და უთავბოლოდ არბენინებენ სიმართლის დასამტიცებლად ნახევარი წელიწადი პოლიციასა და პროკურატურაში. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვირბინო.
ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, პასუხი ვისგან უნდა მივიღო ჩემს კითხვებზე. მართლა არავინაა, ვისაც პასუხს მოვკითხავ ამ თემაზე.
ერთი კვირის წინ დაზარალებულად მცნეს. მძღოლს, რომელმაც ჩემი მანქანა დაამტვრია, ბრალი წაუყენეს 185 მუხლის მე-2-ე “გ” პუნქტით. მაგრამ ამ ამბის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

მინდა მჯეროდეს, რომ კანონი ყველასთვის კანონია, რომ მის წინაშე ყველა თანასწორია და მაქვს უფლება კანონის ძალით ვიყო დაცული მეც და დაცული იყოს ჩემი ქონებაც.
დღე არ გავა მანქანის ამბავი ვინმემ არ მკითხოს, ან “ფეისბუქზე” არ დამხვდეს შეტყობინება. ისე უმწეო და დაუცველი ვჩანვარ, მრცხვენია კიდეც. არავის სჯერა, რომ ამდენი თვე არაფერი მეშველა.

ბათუმში ხელოვნების თავისუფალი სივრცე გაიხსნა

„ბათუმში გვაქვს ნობელის მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მათ თავისი სტილი აქვთ. ხელოვნების თავისუფალი სივრცე არ არის მუზეუმი, ეს არის ღია გალერეა, სადაც ნებისმიერი ნამუშევრის გამოფენა შეიძლება, ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენთვის ყველაფერია მისაღები, რაც თანამდედროვეა და სიახლეა“ – გვითხრა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა ირაკლი ძნელაძემ.

ხელოვნების სივრცე ოფიციალუდად ფოტოგამოფენებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით  „საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ და თვითნასწავლი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის სერია „საპასპორტო ფოტო“. 

„საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ მოიცავს ფოტოებს ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის კოლექციიდან და და ფოტოგრაფ ვალერი (საშა) მიტიაშვილის კერძო არქივიდან და გვიჩვენებს 1920-1990 წლების ბათუმს. ხოლო „საპასპორტო ფოტოები“ 1960-იანი წლების თუშური ქალების პორტრეტებს ასახავს. ფოტოგამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

9 სექტემბერს კი „ბათუმის თანამდროვე ხელოვნების სივრცეში“ დაიწყება ბრიტანეთის პროგრამა „დაშ არტი“-ის / DASH Arts ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „ხლებნიკოვის შემდეგ“. მასში 12 სხვასასხვა ქვეყნის ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ძნელაძის განმარტებით: „დაშ არტის“ კონფერენცია ხლებნიკოვზე ბათუმში დაიწყება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურებს. თითო ქვეყნიდან თითო ხელოვანი აირჩევა, რომელიც ერთი წლის მანძილზე შექმნის ნამუშევარს ხლებნიკოვის თემაზე. პროგრამაში მონაწილეები 2015 წელს გაემგზავრებიან ლონდონში და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს“.

ხელოვნების თანამედროვე სივრცე ორშაბათის გარდა ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებს. ცენტრში შესვლა და გამოფენის დათვალიერება უფასო იქნება. სამომავლოდ იგეგმება სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენაც.

„ბათუმის თანამდედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა.








უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაიბარეს

 

 

„არ მინახავს ეს განცხადება.  წავალთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. არავითარი პრობლემა აქ არ არის. ადრე ამ თემაზე ფრაქციის ყველა წევრს ჰქონდა საუბარი პრემიერთან და პარტია რა შუაშია, არ ვიცი. აქ არის უმაღლესი საბჭო, რომელიც თავის გადაწყვეტილებას იღებს.  ეს არის დემოკრატიული ქმედება და მე ვიცი, რომ პარტია არის დემოკრატიისკენ მებრძოლი, რადგან მეც ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და თუ  ეს პროცესები შიგნით არადემოკრატიულად და თვითნებურად მიიჩნიეს, ამას გავარკვევთ პოლიტსაბჭოზე“ – აცხადებს აკაკი ძნელაძე. 

 

ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აუცილებლად წავა: „არავითარი წინასწარი მოლოდინი არ მაქვს. მანამდე დროა, ჩავალთ და გავარკვევთ“. 

 

დაიწყება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი

 

გენო გელაძის შეფასებით, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია  „ქართული ოცნების“ გაქტიურებას პოლიტიკური სარჩული უდევს: „ამით ისინი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, რომ მათ არსებობა აღმასრულებელ გუნდს შეახსენონ. დაპირისპირების თავდაპირველი მიზეზი, როგორც თვითონ განაცხადეს, ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდის“ შევიწროვება იყო, რაც საკადრო პოლიტიკით გამოიხატა.  მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს, თუნდაც იმით, რომ მათთან პრემიერ-მინისტრმა ცალკე შეხვედრა გამართა და ამით გარკველწილად გამოვიდა, რომ პრემიერმა აღიარა მათი ძალა.“

 

 

გენო გელაძის თქმით, ის რომ უმაღლესმა საბჭომ მთავრობის კონტროლი დაიწყო, ნორმალურია, თუმცა დღემდე არავის არ მოუსმენია ამ ჯგუფის უარყოფითი განწყობა აჭარის მთავრობის მიმართ. „არც მოგვისმენია და არც გვინახავს, რომ უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა დასაბუთებული პრეტენზიები აქამდე.  თუ მოხდა ისე, რომ მმართველი ჯგუფის ეს ნაწილი შეუთანხმდა ოპოზიციას და ერთობლივი ძალებით მოახერხეს ორი მესამედის მოპოვება მთავრობის გადასაყენებლად, ჩვენ აჭარაში მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს. იმიტომ რომ ბუნდოვანია, ვინ იქნება ამის შემდეგ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში.  ცოტა ხანში დაიწყება მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ბევრი სხვა მნიშვნელვანი პროცესი, ამიტომ ეს ყველაფერი დადგება პრობლემის წინაშე“.

 

თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს აჭარის მთავრობის გადადგომას და დაეხმარება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“  ორი მესამედის დაგროვებაში, რას მოიგებს ამით უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია სამომავლოდ, ან რა შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული და ყოფილი მმართველი გუნდის გარიგების საფუძველი?   გენო გელაძის აზრით, „ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო საკითხი, ასევე ხელშეუხებლობა თავიანთი კადრების: „პოლიტიკური სარგებლის გარეშე, არა მგონია ოპოზიციისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას.“

 

 

 გენო გელაძის აზრით, მაქსიმუმი რაც შეიძლება ამ პროცესებისგან „ქართული ოცნების“ ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა, შეიძლება მიიღოს, ხელშეუხებლობის გარანტიებია:  „ალბათ მოახერხებენ იმასაც რომ მათ კადრებს უფრო აქტიურად დანიშნავენ ან აღარ შეეხებიან და ამით დასრულდება ეს პროცესი. დიდი ალბათობით ასე იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია“.  

 

ბათუმში გერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

 

 

 

„მშვიდობა სამართლის მეშვეობით“ – ამ დევიზით შესაძლებელი ხდება გერმანული სამართლებრივი გამოცდილებისა და კონფლიქტების მოგვარების კავკასიური ხედვების გაზიარება, აგრეთვე სამივე ქვეყნების – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შიდა კავკასიური დიალოგის ჩამოყალობება.

 

 

მესამე გერმანული საზაფხულო სკოლა შემდეგ თემებს მოიცავს:

 

 

შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევტოპული ეკონომიკური სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საზაფხულო სკოლის დოცენტები არიან, დოქტორი მარტინ ჰეგერი, პროფესორი ბერნდ ჰაინრიხი (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) და პროფესორი ბერნდ ჰეკერი (ტრირის უნივერსიტეტი). საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.

 

საზაფხულო სკოლა დღეს, რვა სექტემბერს გაიხსნა და შაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიხურება. 

ბათუმის მერიის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

 

 

 


ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  ზაალ მამუჭაძე გახდა, მან გოჩა ძნელაძე ჩაანაცვლა.

 


ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად,  ქონების მართვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი გოგა ლომაძე დაინიშნა, მის მოადგილეები კი საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე და ტიტე აროშიძე გახდნენ.



კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე გახდა, ის ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როგორც გიორგი ერმაკოვი აცხადებს, სახაზინო და ქონების მართვა ერთად გაერთიანდა, რომელსაც ერთ-ერთი ვიცე მერი ზურაბ ბერიძე კურირებს. „მთავარ ბუღალტრად დავაწინაურეთ საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელიც“.   



მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მერაბ ქიძინიძემ დაიკავა. ის ადრე აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა აქამდე თემურ კახიძეს ეკავა. ერმაკოვის განცხადებით, თემურ კახიძე მერიაში დარჩება, თუმცე რა თანამდებობაზე, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი მიღებული არ არის.



განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური მამუკა თამაზაშვილმა ჩაიბარა, ის მანამდე ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 



ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა სოფი მიქელაძემ შეინარჩუნა თანამდებობა, მის მოადგილედ კი მარინა რუხაძე დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.



არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე გახდა, რომელიც მანამდე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მერიის აპარატს კი ნუკრი დეკანაძე უხელმძღვანელებს.

 

 

რაც შეეხება  საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას, როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, მან ფორმა იცვალა და ახალი სახით ჩამოყალიბდა. ამ გაყოფილებას საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დაერქვა, რომელსაც თეკლა ჩიჩუა უხელმძღვანელებს, ის არჩევნების დროს, გიორგი ერმაკოვის პრესსპიკერი იყო.

 

 

ამა განყოფილების ყოფილი უფროსი ირინა შერვაშიძე კი ახალ განყოფილებაში დაინიშნა, რომელიც მოქალაქეების მიღების და მათთან ურთიერთობის პროცესს უხელმძღვანელებს. მერის თქმით, ამ სამსახურის მეშვეობით გაუმჯობესდება მოქალაქეებთან ურთიერთობა, დაინერგება ახალი სერვისები, „მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ განცხადებები და მიიღონ პასუხები. აქამდე ვერ ხდებოდა მოქალაქეთა მიღების სწორი ორგანიზება, ამიტომ შეიქმნა ეს განყოფილება. ადრე ამ საქმიანობას ჩემი თანაშემწეები ახორციელებდნენ, თანაშემწეების შტატები კი გავაუქმეთ“.  

 

 

 კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მერის პრესსპიკერის თანამდებობა, რომელიც მერიაში თვითმმართველობის არჩევნებამდე სპონტანურად შეიქმნა და ამ თანამდებობაზე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, სულხან ოქროპირიძის მეუღლე დაინიშნა, იმ დროისთვის ოქროპირიძე აჭარის მთავრობაში მუშაობდა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ პრესსპიკერი არ სჭირდება და  ეს პოსტი, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ გაუქმდება: „რაც შეეხება სოფო კონცელიძეს ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონით მისი გათავისუფლების უფლება არ გვაქვს. როცა დაბრუნდება, შევხედავთ, თუკი ჩავთვლით რომ მისი კადრი რომელიმე სამსახურში გვჭირდება,   გამოვიყენებთ.  რაც შეეხება მის ამჟამინდელ თანამდებობას, ეს საშტატო ერთეული არ მჭირდება“-აცხადებს ქალაქის მერი.

 

 

პროტოკოლის განყოფილება იქნება ცალკე და მას აიპი „კულტურის ცენტრის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, გელა ბოლქვაძე უხელმძრვანელებს.  

 

 

შეიცვალა მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღავნელებიც. თანამდებობა მხოლოდ ერთმა,  თემურ სალუქვაძემ შინარჩუნა.

 

 

რაც შეეხება მერიის აიპ-ებს და შპს-ებს, როგორც ერმაკოვი აცხადებს, შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი აიპი-ის გამსხვილება ან შემცირება. „როცა ხელმძღვანელები დაინიშნებიან, ისინი დაიწყებენ სტრუქტურულ რეორგანიზაციას დამფუძნებლებთან ერთად“.

 

 

Exit mobile version