ნეტგაზეთი • RU

მედეა ვასაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საქმეზე – “მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო.  

 

„ეს პროცესი რომელსაც ჩვენ ამდენი დრო შრომა და ენერგია მოვახმარეთ  პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ ყველა არასწორ ინფორმაციაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. 

კონკრეტული შეფასებისაგან თავს შევიკავებ რამდენადაც არა ვარ დეტალებში ჯერ  გარკვეული, და არ ვიცი რამდენ ეპიზოდში ცნეს [ბრალეულად]. თუმცა ის რომ ეთიკის პირველი მუხლი არის დარღვეული ეს ცალსახად არის აღიარებული. 

 იმდენად რამდენადაც მე ძალიან არგუმენტირებულად მქონდა ყველა მუხლი ჩამოყალიბებული და დასაბუთებული და ის რაც ჯაბას განცხადებები, ანუ კონტრარგუმენტები იყო ძალიან სუსტი. ვნახოთ ხვალ ალბათ დეტალურად გავეცნობი ამ გადაწყვეტილების შინაარს და უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ,” – უთხრა მედეა ვასაძემ “ბათუმელებს”.

 

  

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“ 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"