ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ტაქსის კომპანიებმა მუშაობა შეაჩერეს

 

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში კომპანიებმა, რომლებიც მგზავრების ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფენ, მუშაობა შეაჩერეს.  

 

გელა ძნელაძის ფოტო
გელა ძნელაძის ფოტო

„ტაქხი +” – ში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მგზავრებს დღეს ვეღარ მოემსახურებიან, რადგან ქუჩები დატბორილია და ავტომანქანები დაზიანდა.  იგივეს ამბებენ კომპანია „ტაქსი 2″-ში, „ქუჩები დატბორილია და ჯერ-ჯერობით ვერ ვმუშაობთ“ – განმარტა „ტაქსი 2-“ის ოპერატორმა. 

 

„ბათუმელებმა“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მობილური ტელეფონები გამორთულია, ან არ პასუხობენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"