ნეტგაზეთი • RU

წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა

 

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა ამ დროისთვის ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის ჩაქვის მონაკვეთში შეფერხებულია მოძრაობა.

 

 

 “ძლიერი წვიმის გამო წყალში ჩარჩენილია მანქანები და ქობულეთის სამაშველოს ბუქსირით გამოჰყავს მშრალ ადგილებზე. დამატებით კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. ადგილზე მუშაობენ ჩაქვის პოლიციის პიკაპები და ვეცდებით უახლოეს ხანში გავხსნათ მოძრაობა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

მისივე თქმით დღეს ბათუმში  4 ბალიანი შტორმს ელოდებიან.

 

“რიგ ადგილებში, გონიოსა და მწვანე კონცხზე,  ოთხ ბალზე მეტი შეიძლება დაფიქსირდეს. მთელს სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. ცურაობა აკრძალულია. მებადურებმაც თავი უნდა შეიკავონ თევზაობისგან. ბათუმის იახტკლუბი უფასოდ დავუთმემ ყველა მცურავ საშუალებას, რომელიც იმყოფებიან ღია ზღვაში,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი, ფოტო: ზურა ბაუჟაძე